მედიამონიტორინგი 22.05.2019
ტელევიზია
22.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. ასე ეხმაურება მაღაროელების პროტესტს დამსაქმებელი კომპანია. ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტი გუშინ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზში დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე დასაქმებულებს ხელფასის 25%-იანი მატება მაინც შესთავაზეს. ჯორჯიან მანგანეზი დასაქმებულებს მოუწოდებს დაუბრუდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახისა და საწარმოს ინტერესებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6095559
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6095407
---
22.05.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის მშენებლობის დასრულებასა და შენობის ტექნიკით აღჭურვას ითხოვენ. მათ პროტესტის ნიშნათ ეზოში კარვები გაშალეს და შაბათს მაშტაბურ აქციას გამართავენ. ექიმ ბენო ჭელიძეს ეჭვი აქვს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან საავადმყოფოს შეძენა ერთერთ კერძო კომპანიას სურს. ბრალდებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ. ჯემალ ჭელიძე მიმართავს თხოვნით პრემიერ-მინისტრს გამოიყოს თანხა შენობის დასრულებისთვის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6095427
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6095088
---
21.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: არჩევანი
ენდიაის კვლევის შედეგები. პოლტიკოსების რეიტინგში პირველ ადგილზეა დავით სერგეენკო 40 %-ით და იგივე მაჩვენებელი აქვს კახი კალაძეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094826
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094674
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094683
ტვ პირველი- დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094832
აჭარა - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094790
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094492
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094355
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094262
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094088
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094022
ტვ პირველი - დღის ამბები 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094020
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6093979
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6093893
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6093726
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6093565
ტვ პირველი - დღის ამბები 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6093505
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6093321
---
21.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში 31 მაისს მივა. მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით ევროპულმა საქართველომ დაიბარა. 31 მაისს მოუსმენენ ჯანდაცვის მინისტრსაც. დავით სერგეენკო ფრაქცია ქართული ოცნების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტში დაბარებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თამვჯდომარეც. თამარ ჟვანიას კითხვით ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094738
---
21.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
ვის აქვს უფლება და ვის არ შეუძლია საქართველოში შვილად აყვანა და რა პროცედურებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული პროცესი? თემაზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად იმყოფება სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბავშვთა მეურვეობისა და მზურნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6092542
---
21.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
სოფელ ვეჯინის სამედიცინო ამბულატორიას დაუდგენელმა პირებმა კვერცხები ესროლეს. როგორც ამბულატორიის ექიმი ელმირა ბეციაშვილი აცხადებს, ფაქტი მაშინ მოხდა, როცა დაწესებულება დაკეტილი იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6093732
---
21.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საქართველოში, აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ევროპული ტესტირების კვირეული იმართება. მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, თბილისში და რეგიონებში, აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე უფასო ტესტირებას არასამთავრობო ორგანიზაციები ანხორციელებენ. მიზანი დავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენაა. უფასო ტესტირება დღეს თბილისსა და რუსთავში იყო შესაძლებელი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მიმართვიანობა დაბალი იყო. საზოგადოებას ისინი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულში 2013 წლიდან არის ჩართული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6094820
---
ინტერნეტი
22.05.2019
ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვებში ტყვიის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების საღებავებით შეღებვა იყოს
ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოტო-რინო-ლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განუცხადა, სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ნომერ პირველ ფაქტორად საღებავებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს. „ტყვია მძიმე მეტალი გახლავთ, რომლის მოხვედრა სისხლში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აზიანებს ნერვული უჯრედის მემბრანას, აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას, ცვლის კომფიგურაციას. ასე რომ, ბევრი მუტაციის შედეგი შეიძლება გახდეს. ტყვიის ჭარბი რაოდენობა განსაკუთრებით საშიში გახლავთ ორსულებსა და ბავშვებში. ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც ტყვიის მატებას გვაძლევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არის საღებავები. საღებავები, რომლითაც იღებება ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო გარემო, სკოლები, ბაღები, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც აღნიშნული რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ. ექიმის განმარტებით, ტყვია იწვევს ნეირო-სენსორული სმენით დაქვეითებას, რაც ძალიან მომატებულია ბოლო წლებში და ტყვიის კონცენტაციისგან დაქვეითებული სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ხათუნა ჩიტაძემ აღნიშნა, სმენის დაქვეითება ადრეულ ასაკში იწვევს მეტყველების დაქვეითებასაც და მივდივართ სავალალო მდგომარეობამდე. „მნიშვნელოვანი გახლავთ ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან ტყვიას ადვილად იღებს ორგანიზმი, მაგრამ მის განდევნას ორგანიზმიდან დიდი დრო სჭირდება. რამოდენიმე კვირა სჭირდება, რომ ტყვია სისხლიდან გამოიდევნოს, რამდენიმე თქვე, რომ რბილი ქსოვილებიდან და რამდენიმე წელი, რომ ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოიდევნოს,“ - განაცხადა ხათუნა ჩიტაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.
---
22.05.2019
„ჯორჯიან მანგანეზი“ - ჭიათურის მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის 25%-იანი მატება შევთავაზეთ, თუმცა მათ უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს
2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანია მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე მაინც შესთავაზა. „თუმცა მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდათ. სანაცვლოდ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას. დღევანდელი გაფიცვით, დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა. იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“, - აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djordjian-manganezma-tanamshromlebs-xelfasis-25-iani-mateba-shestavaza
პია.ჯი- https://pia.ge/post/262709--jorjian-manganezma-tanamsromlebs-xelfasis-25-iani-mateba-sestavaza
კვირა.ჯი- http://kvira.ge/472776
---
22.05.2019
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება
---
21.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547760-batumis-respublikuri-saavadmqopos-ezoshi-ekimebma-protestis-nishnad-karvebi-gashales/
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ექიმებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმმა კლინიკის ეზოში პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. როგორც ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლა მიზანმიმართულად ჭიანურდება. ბენო ჭელიძის თქმით, სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმი აქციებს აანონსებს და მოითხოვენ, რომ საავადმყოფო არ გასხვისდეს. აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება და ამ დროისათვის, საავადმყოფოს ადმინისტრაციაზე ახალი კორპუსის გადაბარების პროცედურები მიმდინარეობს.
---
21.05.2019
ყველაზე დადებითი დამოკიდებულება სერგეენკოს, კალაძის და სააკაშვილის მიმართ, ყველაზე უარყოფითი კი ივანიშვილის და ჯაფარიძის მიმართ აქვთ - NDI-ის კვლევა
რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკოსების მიმართ. NDI-ის კვლევის თანახმად რესპოდენტებს ყველაზე დადებითი დამოკიდებულება დავით სერგეენკოს 40%, კახა კალაძის 40% და მიხეილ სააკაშვილის 31% მიმართ აქვთ. პირველ ათეულში ასევე არიან შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე 28-28%-ებით, გიორგი გახარია 27%-ით, ზაალ უდუმაშვილი 27%, ალეკო ელისაშვილი 26%, მამუკა ბახტაძე 26%. ყველაზე დიდი უარყოფითი დამკიდებულების მაჩვენებელი აქვთ ბიძინა ივანიშვილს 39% და ზურაბ ჯაფარიძეს 35%. აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
---
21.05.2019
პატარა, რომელიც სიღარიბესთან ერთად ჯანმრთელობის მძიმე პრობელემებს ებრძვის საზოგადოების დახმარება სჭირდება
პატარას, რომელიც სიღარიბესთან ერთად ებრძვის ჯამრთელობის უამრავ პრობლემას, ჩვენი დახმარება ისევ სჭირდება. დაბადებიდან დღემდე ხალხის კეთილგანწობამ და გვერდში დგომამ მოიყვანა , ეხლა კი ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. გიო 3 წლისა, მარჯვენა ყურში მესამე ხარისხის მძიმე სმენის დაქვეითება აქვს. მარცხენაში კი, მძიმე მეოთხე ხარისხის დაქვეითება აღენიშნება. პატარას სჭირდება სასმენი აპარატი, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსებით ჩაუდგამენ ოპერაციის შედეგად ყურში. მაგრამ მანამდე უამრავი გამოკვლევები დაგვჭირდა, რომელიც არ დაფინანსდა, სამწუხაროდ გიოს აქვს თავში კისტა რომლის ირგვლივაც არის წარმოქმნილი სითხე, რაც ქმნის საფრთხეს. ამიტომ საჭიროებს დეტალური კვლევებს. აქამდე ემიგრანტების და კეთილი ხალხის იმედად მოვედით დაგვრჩა ბოლო კვლევა, რომელიც დაახლოებით 500 ლარი ჯდება. გთხოვთ არ მიგვატოვოთ ეხლა როცა ყველაზე მეტად სჭირდებით გიოს, მივცეთ შესაძლებლობა რომ სიღარიბის მიუხედავად შეძლოს სრუფასოვანი ცხოვრების გაგრძელება. დახმარების მსურველებისთვის ქვემოთ მოცემულია ორგანიზაციის ანგარიშის ნომრები. 09 01 200 127 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთეთ გიო მელაძე, თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867, დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, საქართველოს ბანკის აპარტები, იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ: საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი, საქართველოს ბანკი - #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, დოლარში - #GE94TB7990736180100002, ევრო - #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
ბეჭდვითი მედია
22.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს - რას წერს აშშ-ში მყოფი ქართველი ჟურნალისტი
ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გაუკეთეს. „ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს!!!! ქართველ ექიმთან გავიარე კონსულტაცია რომელიც 28 წელია ნიუ-იორკში მუშაობს. - ვინ გაგიკეთა ოპერაცია? - ნინო ... ( გვარს შეგნებულად არ ვწერ). მითხრეს რომ ნომერ მეორე ქირურგია ამ სფეროში. - რა უცნაურია, არადა მანდ ყველა პირველობას იბრალებს ( გაეღიმა). აბსოლუტურად სხვა პრობლემა გაქვთ და სხვა ადგილას. ქირურგი საერთოდ არ გჭირდებათ. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? საკუთარ თავს აღარ ვჩივი. მე უკვე ნაშველი მაქვს, მაგრამ ის ექიმი ნომერ მეორე როა საქართველოში ის მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის," - წერს მჭედლიშვილი. რამდენიმე დღის წინ, მსგავს თემაზე, „პრაიმტაიმმა" ახალგაზრდა ტელეწამყვანზე დაწერა. ანა მამულაშვილის თქმით, საქართველოში ჩატარებული დასხივების შემდეგ, თავში 25 მეტასტაზი აღმოაჩნდა. ის მედიასაშუალებებს სთხოვს გააშუქონ, რომ საქართველოში, სამედიცინო სფეროში საგანგაშო მდგომარეობაა.
---
22.05.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ არც ინტელექტი ეყოფა და არც ფული"
`ქართული ოცნების~ ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. _ ბატონო დავით, ენდიაის კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე და დავით სერგეენკო იკავებენ. თქვენ რითი ხსნით მათ ლიდერობას? _ კახა კალაძე `ქართული ოცნების~ გენე რალური მდივანია, თბილისის მერია. თბილისში ყველაზე მეტი ამომრჩეველია. შესაბამისად, ცნობადობაც მაღალი აქვს. ადამიანებთან შემხებლობაც მეტი აქვს. დანარჩენები, არც მინისტრები არც `ოცნების~ ლიდერები, ხომ ხედავთ, არ ჩანან. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, სრულიად გასაგებია, რატომაც. პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია. პრინციპული ადამიანია, მას თავისი შეხედულებები აქვს და ამ შეხედულებებს მიჰყვება. მის უწყებაში, რაც არ უნდა თქვა, რეფორმაც მოხდა და ყველაზე ხელშესახები არის საყოველთაო ჯანდაცვა. ამიტომაც არის, რომ როდესაც პოლიტიკური თვალსაზრისით კრიტიკული მომენტი დგება, ხალხს მაინც უფრო მეტი ნდობა `ქართული ოცნების~ მიმართ აქვს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ადამიანებს ავადმყოფობის გამო სახლის გაყიდვა არ უწევთ ან მევახშეებთან მთელი ცხოვრება ურთიერთობა. მართალია, სამედიცინო ბიზნესში ძალიან ბევრი ლაქა და შავი ხვრელია, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი სერგეენკო ვერ მოერევა. ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკაა შესაცვლელი. _ წინა გამოკითხვებში გიორგი გახარია ლიდერობდა. რატომ გადაინაცვლა უკანა პლანზე? _ მითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ შეიძლება პოპულარული იყოს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს?! გახარიამ თავისი საქმიანობა გააუარესა და ამიტომაც ჩამოქვეითდა. ძალიან მარტივია ახსნა. ყოველდღე ქურდობა, დაყაჩაღება და ამ ფონზე, როგორ შეიძლება გახარია პოპულარული იყოს?! ხომ ხედავთ, მხოლოდ სტატისტიკის გამოქვეყნება არ აღმოჩნდა საკმარისი, მოქმედებაა საჭირო. _ კალაძეზე შეიძლება ივანიშვილმა იეჭვი ანოს? _ ვერ გეტყვით. _ რამდენად შეიძლება, კალაძე დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს? თითქოს ემზადება კიდეც ამისთვის, მისი განცხადებები მთლად პარტიულ ხაზს არ მიჰყვება. _ ვერ გეტყვით, რომ კალაძეს ამბიცია არ აქვს. ამბიცია აქვს, მაგრამ გაუჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი პოლიტიკური ინტელექტი არ ყოფნის და არც იმდენი ფული აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე ღიად დაუპირისპირდეს. რა თქმა უნდა, ამბიცია აქვს, მაგრამ ის უპირატესობა, რაც მას უნდა გააჩნდეს ივანიშვილთან შედარებით, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, არც ერთ ასპექტში არ აქვს. არც იმდენი ინტელექტი აქვს და არც ფული. თან, მისი ფულის წარმოშობა ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ივანიშვილის. მე ფეხბურთელობით მიღებულ ფულს არ ვგულისხმობ. _ აბა, რომელ ფულს გულისხმობთ? _ ბიზნესიდან, უფრო კონკრეტულად კი, ენერგეტიკიდან. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, სწორედ მისი მინისტრობის დროს გაჩნდა ძალიან ბევრი ტრანზიტული კომპანია ენერგეტიკაში. ენერგოსექტორში ბევრი შუამავალი კომპანიაა. თუ ასეთი გულანთებული პატრიოტია და ძალიან უყვარს ეს ქვეყანა, მაშინ გამოვიდეს და ღიად ილაპარაკოს სიმართლე, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რაც ხდება ენერგეტიკის სფეროში. რა, არ იცის რისთვის მოვიდა თურნავა, რას შეეწირა ქობულია?! _ რისთვის მოვიდა თურნავა? _ თუ კიდევ რამე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპანია არის დარჩენილი, ამის პრივატიზება მოახდინოს თავისი კონკრეტული ჯგუფისთვის, რომელიც მას ყოველთვის ქაჩავს სხვადასხვა თანამდებობაზე. ჩხარტიშვილს ვგულის ხმობ, პირველ რიგში. გიორგი ქობულია ბაქოში ჩავიდა, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გაემართა. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ დაიწყო ქობულიას გაშვებაზე ფიქრი. თუ იმასაც დავაკ ვირდებით, ქობულიას ვიზიტის შემდეგ რომელი ბიზნესმენები გაფრინდნენ ბაქოში, ყველაფერი ნათელი გახდება, ისე, რომ მინიშნებაც აღარ იქნება საჭირო. _ რომელ ბიზნესმენებზე საუბრობთ? _ ენერგეტიკით დაინტერესებულ ბიზნესმენებზე, მათი სია დიდია. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ჟურნალისტებს არ გაგიჭირდებათ, აეროპორტს მიმართოთ და სია გამოითხოვოთ, თუ ვინ გაფრინდა მაშინ თბილისიდან ბაქოში. _ ბატონო დავით, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ? _ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ არის კორუფცია, არ არის ეფექტური გადაწყვეტილებები და არსებობენ შუამავალი ფირმები, რომლებიც მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე სახელმწიფო. ამის გამო სახელმწიფოს არ აქვს იმდენი ეკონომიკური მოგება, რამდენიც უნდა ჰქონდეს. როგორც ჩანს, მან წურბელების მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ თვი თონ მოიშორეს. ქობულიამ თქვა, რომ ჩავიხედე, რაც ხდებოდა, თუ ადრე ვამბობდი, რომ ეკონომიკის გაზრდა შეიძლება 7%მდე, ახლა ვამბობ, რომ შეიძლება 9%მდეც გაიზარდოს, თუ სწორად დავალაგებთ ყველაფერსო, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორად დალაგების უფლება არ მისცეს. ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხები ხელისუფლების მხრიდან. _ ქობულიასთან პოლიტიკაში დარჩენის შესახებ ხომ არ გისაუბრიათ? _ ნამდვილად არ მისაუბრია. თუმცა, თუ ბევრი პატიოსანი და კეთილსინდისიერი პოლი ტიკოსი გვეყოლება, ჩვენს ქვეყანას გამოადგება. ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ქობულია თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, თუ პატიოსანი იქნება და ხალხის მსახურების სურვილი ექნება და არა პირიქით, მაშინ ხალხის ძალიან დიდ მხარდაჭერას მიიღებს. _ კალაძემ შეიძლება 2020 წლისთვის დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მოქმედება თუ მაინც ვერ გაბედავს? _ კალაძე მცველია, არასდროს ყოფილა თავდამსხმელი. ის პოლიტიკაშიც მცველია. ამიტომ, ვერ იქნება თავდამსხმელი. არავის არ გამოეყოფა, ამისთვის გამბედაობა არ ეყოფა.
---