მედიამონიტორინგი 22.11.2018
ტელევიზია
22.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ტყვიავის ამბულატორიაში მინისტრი სამედიცინო გასინჯვის აქციის მიმდინარეობას გაეცნო და შემდეგ პერსონალს გაესაუბრა. მან დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები პირადად გააცნო ექიმებს. მოგვიანებით მათი მოსაზრებებიც მოისმინა და კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ექიმი ნევროპათოლოგი გურამ მაჩაიძე მედლით დააჯილდოვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5707562
---
22.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
დღეს გრიპის საწინააღმდეგო აცრები უფასოდ ჩატარდება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ირაკლი ქარსელაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5707111
---
22.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დღე
შრომის ინსპექციას პირდაპირ ევალება, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები შეამოწმოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5707371
---
21.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ერთი თვით შეუჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა პროფესიული განვითარების საბჭომ ექიმს, რომელმაც ზუკა ფაღავას გაუწია პირველადი დახმარება გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის სანქცია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილ გადაცდომაზე, შესაბამისად ბეჟან ხოზრევანიძე პაციენტებს გადაუდებელ დახმარებას ვერ გაუწევს, მხოლოდ 9 დეკემბრამდე. ვადის გასვლის შემდეგ კი ექიმს შეუძლია, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5706826
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5706633
---
21.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმებმა 66 წლის ქალბატონის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოში გვიან ღამით დაიღუპა. ამის შესხებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დანარჩენი სამის დაშავებულის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5706779
---
ინტერნეტი
22.11.2018
გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება
22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გრიპის უფასო ვაქცინაციის ერთდღიანი აქცია მათი ორგანიზებით გაიმართება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს. „გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ! გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია! ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებელი ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია. ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში“, - აცხადებენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, თბილისში გრიპის ვაქციანცია შესაძლებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობაში, მის.: მ. ასათიანის ქ.N9. ბათუმში - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკებში, კერძოდ: შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30); შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2) შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4) "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3) "მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2) "მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17) ქუთაისში – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორიაზე (მის: ოცხელის ქ.N2). მსურველებს დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეუძლიათ იხილონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge.
---
22.11.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/86492/acharis-televiziis-tanamshromlis-mkurnal-eqims-litsenzia-1-tvit-sheucherda
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის მკურნალ ექიმს ლიცენზია 1 თვით შეუჩერდა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაცვლილი თანამშრომლის ზუკა ფაღავას მკურნალ ექიმს პროფესიული გადაცდომის გამო, ერთი თვით სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეუჩერდა. გადაწყვეტილება პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. შესაბამისად ბეჟან ხოზრევანიძე პაციენტებს გადაუდებელ დახმარებას 9 დეკემბრამდე ვერ გაუწევს. ვადის გასვლის შემდეგ კი ექიმს შეუძლია, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს. 26 წლის ზუკა ფაღავა 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, რამდენიმე საათში კი ზუკა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. პირველადი დიაგნოზი კი მოწამვლა იყო და პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად ''სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს'' აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა. პროცესს მონიტორინგს სახალხო დამცველი უწევს.
---
21.11.2018
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით შეიკრიბებიან
22 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებენ. ღონისძიება კამპანიის “ერთად ერთმანეთისთვის” ფარგლებში ეწყობა და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. შეხვედრის მიზანია პაციენტების მხარდაჭერა და სახელმწიფოსთვის შეხსენება, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. მათი მოთხოვნაა დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა. დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება და დაუსვან კითხვები წამყვან სპეციალისტებს. ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული (მრავლობითი) სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები და წამყვანი ნევროლოგები. ღონისძიების დასასრულს, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სახელზე პაციენტების მხრიდან მომზადდება და გაიგზავნება მიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა დაავადების ადექვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნას. მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer“ წელს, გაზაფხულზე დაიწყო. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები სირთულეების შესახებ, უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს, კამპანიას საქართველოც შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებოდნენ პროექტში კეთილი ნების ელჩებად და ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდობის პროგრესირების შემცირების მიზნით. ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმა: • რეციდიულ-რემისიული ფორმა – ყველაზე ხშირია (80-85%). დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს; • მეორადად პროგრესირებადი ფორმა – ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული; • პირველადად პროგრესირებადი ფორმა – პაციენტთა 15%-ში გვხვდება, დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.
---
21.11.2018
ადვოკატი - ვანო მერაბიშვილი დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროებს, რათა მისი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა მოხდეს
ვანო მერაბიშვილი დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროებს, რათა მისი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა მოხდეს, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა. „მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, უფრო მეტიც, მას ვერ დაუსვეს დიაგნოზი, თუ რითია გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. შესაბამისად, არც მიმდინარეობს მკურნალობა. ოჯახის მიერ, უცხოელ ექსპერტებთან და ექიმებთან იქნა კონსულტაციები გავლილი, სადაც აღმოჩნდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას ან გამორჩა, ან ვერ გადმოგვცა ისეთი კვლევა, როგორიცაა ერითროციტების დალექვა, ე.წ. როე. ანალიზის კვლევებში მითითებული არ არის, რომ ეს ჩატარებულია. ასევე არ არის მითითებული, ტყვიის შემცველობის განსაზღვრა სისხლში, რაც მნიშვნელოვანია, როცა საუბარია მოწამვლასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კვლევები უნდა ჩაუტარდეს დამატებით, რაც შეიძლება სწრაფად. ასევე უნდა ჩატარდეს ბაქტეოროლოგიური კვლევები. ასევე უნდა ჩატარდეს მის საკანში არსებულ ნივთებზე, კედლებზე აღებულ ნიმუშებზე კვლევა, ვინაიდან შეიძლება ეს ბაქტერია იყოს იმ პირობებში, სადაც ის დღეს ცხოვრობს. აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელია ლუგარის სამედიცინო კვლევით ცენტრში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსდაქვემდებარებაშია და არის უნიკალური ბაქტეოროლოგიური კვლევებისთვის. ან ჩატარდეს სადმე სხვაგან, სადაც თავად ისინი ჩათვლიან სწორად", - აცხადებს ჩივიაშვილი. როგორც ის განმარტავს, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ ჩაიწერა. „უახლოესი დღეების წინ, როცა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, იქ ჩაიწერა მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მე-18 მუხლის დარღვევა. იქვე არის განმარტება გაკეთებული, რომ მისი დაკავება გამომდინარეობდა ფარული მიზნებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანე მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი", - დასძენს ჩივიაშვილი.
---
21.11.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/rogor-sruldeba-tambaqos-kanonmdebloba---daavadebata-kontrolis-centri-kvlevas-chaatarebs/26787/
როგორ სრულდება თამბაქოს კანონმდებლობა? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევას ჩაატარებს
თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კველავას ჩაატარებს. კვლევის ფარგლებში 400-მდე სამასპინძლო დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, სახელმწიფო და საჯარო დაწესებულება და სავაჭრო ობიექტი უნდა შემოწმდეს. მათი შერჩევის კრიტერიუმი კი იქნება, უკვე დაფიქსირებული დარღვევები, თამბაქოს მოხმარების კუთხით, ასევე ისეთი ობიექტები, რომლებზეც კანონის ძალაში შესვლიდან დღემე არ მომხდარა დაკვირვება. დაკვირვება 7 ქალაქში-თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, თელავში, სიღნაღში, ბათუმსა და ქუთაისში მოხდება. შერჩეული ობიექტების 40% თბილისში, დანარჩენი კი სხვა ქალაქებში იქნება განთავსებული. კომპანია, რომელიც ობსერვაციას განახორციელებს, ვალდებული იქნება მონიტორინგი სამასპინძლო დაწესებულებებში (კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ.) საღამოს საათებში განახორციელოს. თუკი აღმოჩენილ დარღვევაზე ადმინისტრაცია რეაგირებას არ მოახდეს, დამკვირვებელი ვალდებული იქნება 112-ს შეატყობინოს, ასევე მოუწევს რეკომენდაციები გაუწიოს დამრღვევ ობიექტებს, მონიტორინგის დასასრულს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ანგარიში უნდა წარუდგინოს. კვლევის ჩატარებაზე უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირბულებაც 10 ათასი ლარია. კვლევა 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
---
21.11.2018
"ხატია ტრავმაის ქვეშ 40 წუთი იყო მოყოლილი... ორივე ფეხი დაკარგა"- 27 წლის ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
27 წლის ხატია თებიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ორივე ფეხის პროტეზირება. მან ქალაქ ოდესაში სამსახურში მიმავალმა ორივე ფეხი დაკარგა. ხატიას ტრავმაი დაეჯახა და 40 წუთი მის ქვეშ იყო მოყოლილი. მისი სიცოცხლის შენრჩუნება მოხერხდა, მაგრამ ხატიამ ორივე ფეხი დაკრგა. პირველადი დახმარების შემდეგ, საელჩოს დახმარებით ხატია სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობა აქ გაგარძელა. მას საქართველოში 3 ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის ინფორმაციით, ოპერციების შემდეგ გაირკვა, რომ გოგონას საქრთველოში და კიდევ რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ტრავმების სირთულის გამო ვერ გაუკეთდება პროტეზირება. “ხატია იმედით უყურებს ხვალინდელ დღეს. სჯერა ჩვენი თანადგომის, ის უმოკლეს დროში უნდა იყოს გერმანიაში. (ქალაქი ბილეფელდი). ორივე ფეხის პროტეზირება ჯდება 132 ათასი ევრო. აქედან მხოლდ 10 % აფინანსებს საქართველოს ჯანდაცვა. დანარჩენის თანხის მობილზება კი მოვახერხეთ ჩვენ მეგობრების დახმარებით ახლა კი გვჭირდება 20 ათასი ლარი . ვადების სიმცირის გამო მოგმართავთ ყველას, სულ რაღაც 5 დღეში ხატია უნდა იყოს გერმანიაში. ნუ ჩაგვიყრით ამდენ ნაშრომს წყალში დაგვეხმარეთ ერთად მივიყვანოთ საქმე ბოლომდე ნათიას თხოვნით ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #ხატია #თებიძე“- აცხადებენ ხატიას მეგობრები. #საქველმოქმედოზარი 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი 599 33 01 14.
---