From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-23.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 23.04.2019 08:22
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 23.04.2019

ტელევიზია

23.04.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

უბედური შემთხვევა სამეგრელოში - მუშა, რომელიც საამქროში მუშაობდა ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა, ის ადგილზე დაიღუპა. ტრაგედია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მოხდა. გარდაცვლილი 44 წლის მურთაზ კეკუტიაა. გამოძიება, სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030590

---

 

23.04.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

აქცია პარლამენტთან - მოძრაობა ”ერთად სახლშის” წევრებმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს. მათი თქმით, საქართველოში, რომელსაც უმდიდრესი ადამიანი მართავს ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. აქტივისტები მოუწოდებენ ახალგაზრდებს გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ მათ. მოძრაობა ”ერთად სახლშის” წევრები აქციების გამართვას კვლავ გეგმავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030768

---

 

23.04.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

აბასთუმანში იმ შენობას, სადაც 12 წლის განმავლობაში ტუბერკულოზით დაავადებულებს მკურნალობენ, ანგრევენ. მედპერსონალი ახალ ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრში გადასასვლელად ემზადება. აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს შენობის ნაწილი უკვე დანგრეულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030526

---

 

22.04.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

დაპირისპირების და არეულობის შემდეგ პანკისის ხეობაში სადავო ჰესის მშენებლობა შეჩერებულია. პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ამ წუთამდე სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. კონკრეტული პირების აყვანის შემთხვევაში ხეობის მცხოვრებლები პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოში მხოლოდ ექვსი სამართალდამცველი რჩება. გუშინდელი მოვლენების შედეგად სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქეა. დაშავებულები საავადმყოფოში პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030167

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030159

რუსთავი 2 - კურიერი 21:00-(ავთანდილ თალაკვაძის კომენტარი 06:40)-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030086

---

 

22.04.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

"ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი," - ასე ეხმაურება სალომე ზურბაიშვილი მარტვილში მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს. ამასთან, პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, სასაწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდეურესად ღარიბი ოჯახების აღწერა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030170

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030375

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6029989

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6029693

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6029674

---

 

22.04.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

წითელას 3 ათასზე მეტი შემთხვევა საქართველოში. პარალელურად მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების შემთხვევები იზრდება. ქვეყანა ევროპის იმუნიზაციის კვირეულს უერთდება. მედიკოსები გართულებების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030350

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030328

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6029805

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030273

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030032

---

 

22.04.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

საქართველო ისევ წითელას ეპიდემიის საფრეთხის წინაშეა. 2019 წელს დღემდე დარეგისტრირებულია 3 000-ზე მეტი შემთხვევა. შემთხვევების 12% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 63% 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა 2 000-მდე ახალი შემთხვევა. ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში დაფიქსირდა 112 163 შემთხვევა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია პაატა იმნაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6028839

---

 

22.04.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სხდომაზე კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საქმეზე იმსჯელეს. კომპანიის დირექტორი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ გამოძიება და ტენდერები გაყალბდა. კომპანიის წინააღმდეგ კი ზეწოლა განხორციელდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ვინც საქმის გამოძიებას აწარმოებდა. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია ამბობს, რომ კომპანიის მასალას გაეცნო და კორუფციის ნიშნები იკვეთება, რის გამოც „პატრიოტთა ალიანსი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რათა დადგინდეს, რომელი მინისტრი იყო ჩართული კორუფციულ სქემაში. საკითხის განხილვა პარლამენტის ჯანდაცვისა და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც იგეგმებოდა, თუმცა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელების განმარტებით, სხდომა მაისისთვის გადაიდო, სადაც ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოსმენა იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030265

---

 

22.04.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 12:00

შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა, რიგით მე-9, დასაქმების ფორუმზე 400-მდე შშმ პირი დარეგისტრირდა და 22-მა დამსაქმებელმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე, კომპანიის წარმომადგენლებსა და შშმ პირებს შორის გასაუბრების შედეგად ნაწილი უკვე დასაქმდა, ნაწილს კი იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში იპოვნის სამსახურს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6028822

---

 

22.04.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 12:00

ელმავალმშენის თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. მუშების თქმით, მართალია სახელფასო დავალიანება დაიფარა, მაგრამ დეკემბრის შემდეგ წარმოება გაჩერებულია და შესაბამისად, საწარმოს თანამშრომლები საარსებო წყაროს გარეშე არიან დარჩენილები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6028674

---

 

22.04.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 17:00

ახალგაზრდა ქალს მარიამ გამცემლიძეს დახმარება სჭირდება. მას თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6029819

---

 

22.04.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

ვინ არის 10 არასრულწლოვნისთვის იულია სუსლიაკი. რამდენიმე დღეა შსს იმის დადგენას ცდილობს თუ რა მოტივით ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე მოზარდებთან ერთად ზუგდიდში. ერთ-ერთი ვერსიით ქალს ბავშვები ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა გადაეყვანა. გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოზარდებს, ათივე არასრულწლოვანი უმწვავესი ინტოქსიკაციით ქუთაისის კლინიკაში რჩება. ისინი საავადმყოფოში შაბათს გადაიყვანეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6030346

---

 

ინტერნეტი

23.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543411-bavshvebshi-sisxlshi-tqviis-qvelaze-magali-machvenebeli-acharis-regionshia/?fbclid=IwAR2KygaHrYloK_6w6qtM8EnL3n-NjTa8RJLAwolIIdwSfSosT41Gttvbbm4

ბავშვებში სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონშია

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ შედეგები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა. მონაცემები ასე ნაწილდება: სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს: აჭარა - 85%; გურია-73%; თბილისი - 30%; იმერეთი - 61%; კახეთი - 25%; მცხეთა-მთიანეთი - 20%; სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71%; სამცხე-ჯავახეთი - 32%; ქვემო ქართლი - 18%; შიდა ქართლი - 21%; სულ: 41%; ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს: აჭარა - 50%; გურია - 44%; თბილისი - 7%; იმერეთი - 23%; კახეთი - 4%;; მცხეთა-მთიანეთი - 6%; სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29%; სამცხე-ჯავახეთი - 12%; ქვემო ქართლი - 6%; შიდა ქართლი - 4 %; სულ: 16 %. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონცენტრაციაც კი, რომელსაც არ ახლავს სპეციფიური კლინიკური გამოხატულება და ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა, დღეისათვის მიიჩნევა, რომ ორგანიზმში სხვადასხვა სპექტრის პრობლემებს განაპირობებს. კერძოდ, ტყვიამ შეიძლება დააზიანოს ტვინის განვითარება, რაც გამოიხატება ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებაში და ისეთ ქცევით ცვლილებებში, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ანტისოციალური ქცევა და დაბალი აკადემიური მოსწრება. ორგანიზმში ტყვიის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები.ორსულის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა შეიძლება გახდეს სპონტანური აბორტის, მკვდრად შობადობის, ნაადრევი მშობიარობისა და ახალშობილის დაბალი წონის მიზეზი.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/103627/dadginda-romel-regionebshi-mtskhovreb-bavshvebs-aqvt-siskhlshi-tkviis-kvelaze-magali-machvenebeli

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44657/bavshvebs-yvelaze-meti-tyvia-siskhlshi-acharasa-da-guriashi-aghmoachndat--kvleva?fbclid=IwAR3H2I8wxysku1eI03TpJOBGFwQv2Lesh6gL_ByaDDtNREFOGjcF4NWP6mc

---

 

23.04.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44656/saqartveloshi-gamokvleul-bavshvta-41--siskhlshi-tyviis-dasashvebze-maghali-shemtsveloba-aqvs?fbclid=IwAR3QYQkdKYPdjr7MNkGdu978_s9pFXq1WgfJuxA9zspsqWecye0tQ7AFrr0

საქართველოში გამოკვლეულ ბავშვთა 41 % სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აქვს

საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.   როგორც დააავდებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია „შერატონ გრანდ თბილისი პალასი" გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებიან. UNICEF-ის ცნობით, კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის(მიქსი) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ტყვიის კვლევის ოქროს სტანდარტს. „გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო”, - განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ, - “ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის აღიარებას და მთავრობის კეთილ ნებას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს”. UNICEF-ის ინფორმაციით, ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). „მთავრობა გეგმავს შეიმუშაოს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით;  საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს", - ნათქვამია პრესრელიზში. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.

---

 

23.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543392-kvlevis-tanaxmad-sakartveloshi-2-dan-7-clamde-bavshvebis-25-is-sisxlshi-tqviis-shemcvelobis-mciredi-bavshvebis-16-shi-ki-shedarebit-magali-matebaa

კვლევის თანახმად, საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა

კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს. „კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ,,გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო”, - განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ. მისივე თქმით, იგი აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები და შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს. ცენტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები. მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს. ,,მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/103621/kvleva-bavshvebis-25is-siskhlshi-tkviis-shemtsvelobam-moimata

1ტვ.ჯი-- https://1tv.ge/news/saqartveloshi-gamokvleul-bavshvta-41-procents-siskhlshi-tyviis-dasashvebze-maghali-shemcveloba-daufiqsirda/

---

 

23.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543382-martvilshi-traktoris-kvesh-44-clis-mamakaci-moqva-da-adgilze-gardaicvala/

მარტვილში ტრაქტორის ქვეშ 44 წლის მამაკაცი მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა

მარტვილში ტრაქტორის ქვეშ 44 წლის მამაკაცი მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი დღეს სოფელ სალხინოში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543293-davit-sergeenko-adamianebis-raodenoba-vinc-samedicino-daxmarebis-migeba-shezlo-gaormagda/

დავით სერგეენკო - ადამიანების რაოდენობა, ვინც სამედიცინო დახმარების მიღება შეძლო, გაორმაგდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. "საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი, ჩვენი თხოვნით, ყოველწლიურად აკეთებს. ისინი ამას აკეთებენ მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებულად. რეკომენდაციები და მითითებები ბევრია, თუმცა გამოკვეთილად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ადამიანების რაოდენობა, ვინც სამედიცინო დახმარების მიღება შეძლო, გაორმაგდა. ჯიბიდან გადასახადები 2017 წლის ბოლო მონაცემებით, 70 პროცენტიდან 56-მდე შემცირდა. ეს რაც შეეხება მიღწევებს, ხოლო რაც შეეხება გამოწვევებს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარება ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ყველაზე მთავარ გამოწვევად რჩება ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. საქართველოში უკვე დაფუძნდა ე.წ. "ჯი ემ პი" სტანდარტი, რომლის ინსპექტორები უკვე მომზადებულები არიან. უკვე მომავალი წლიდან ეს ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი ხარისხის კონტროლისთვის სავალდებულო გახდება. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, შარშან დაწყებული პროგრამა ფართოვდება. ახლა დავასრულეთ კვლევა, რომელმაც ცალსახად გვაჩვენა, თუ რატომაა მედიკამენტების ათვისება მოსალოდნელზე უფრო დაბალი და სახელმწიფო პროგრამაში ამ წერტილების გასაძლიერებლად ზომები უკვე მიღებულია," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543303-davit-sergeenko-minda-qvelas-movucodo-gansakutrebit-20-40-clis-asakshi-mqopebs-chaitaron-citelaze-acra/

დავით სერგეენკო - მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში მყოფებს, ჩაიტარონ წითელაზე აცრა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელასთან დაკავშირებული საფრთხეები ისევ არსებობს. მინისტრი საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „საფრთხეები ჯერ არ განულებულა და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც დარწმუნებით არ იცის, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში მყოფებმა, რომ აცრა ჩატარებული აქვთ წითელაზე, ვაქცინაცია აუცილებლად გაიკეთონ. 120 000-მა ადამიანმა უკვე გაიკეთა, თუმცა სამიზნეა, რომ წელს 300 000 ადამიანამდე გავაკეთოთ ვაქცინაცია, რათა დაავადება ჩავაქროთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/464521

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/208334-davith-sergeenko-minda-yvelas-movutsodo-gansakuthrebith-20-40-tslis-asakshi-myofebs-chaitaron-tsithelaze-acra.html?lang=ka-GE

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543313-paata-imnaze-citelas-acrebis-garda-araperi-gaacherebs/

პაატა იმნაძე წითელასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წითელას ეპიდემიის ზღვარზეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, იმუნიზაცია ისეთი რამეა, თუ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას, მობრუნდება დავიწყებული დაავადებები. „საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში. ეს კვირეული ტრადიციული გახდა მთელი ევროპის რეგიონისათვის და ჩვენი ქვეყნისათვისაც. ვსარგებლობთ ამ კვირეულის დროს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმუნიზაციას. მოგეხსენებათ, იმუნიზაცია ისეთი რამეა, თუ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას, მობრუნდება დავიწყებული დაავადებები. ჩვენ ეს გვეხება, რადგან შეიძლება ითქვას, წითელა გვაქვს ქვეყანაში მოდებული, ეპიდემიის ზღვარზე ვართ, თუმცა იგივე ხდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ისეთ ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც წითელა საერთოდ დავიწყებული დაავადება იყო. წითელას არაფერი გააჩერებს, აცრების გარდა. დღეს წითელას ძალიან ბევრი შემთხვევაა წლამდე ასაკის ბავშვებში, იმიტომ, რომ დედები, რომლებიც მშობიარობენ თვითონ არ არიან იმუნურები და ამიტომ ეს ბავშვები ავად ხდებიან, სანამ მათ მოუწევთ აცრის ასაკი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/208333-paata-imnadze-tsithelas-acrebis-garda-araferi-gaacherebs.html?lang=ka-GE

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/464654?fbclid=IwAR3Xx6Hk27XDMDzvwHYFIWYEGSHq9Xvi3xWLbn9KOctgXZVU6yJxlVIoL7Q

რვაას ლარზე მეტი შემოსავალი თვიურად და ხუთი სახის სახელმწიფო დახმარება – იცრუა თუ არა დარიკო ხიჯაკაძემ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩას მკვიდრის, დარიკო ხიჯაკაძის შესახებ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში სიუჟეტი გავიდა, სადაც მისი მძიმე სოციალური პირობები იყო ასახული.  სიუჟეტში მოქალაქე აცხადებდა, რომ სოციალურად დაუცველია,  ხუთსულიან ოჯახში რამდენიმე შშმ პირი ჰყავს და  გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ხიჯაკაძე ამბობდა, რომ  მის გარდა, ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, მას კი მუდმივი  სამსახური არ აქვს. პერიოდულად მუშაობს მეზობლების ვენახებში, ალაგებს სახლებს და ამით არჩენს ოჯახს. ოჯახს, რომ უჭირს, ფაქტია,  თუმცა,  სოფელ ობჩაში  დარიკო ხიჯაკაძის ოჯახის შემოსავლების და დახმარებების შესახებ  “კვირას” განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს. აღმოჩნდა, რომ მოქალაქეს მხოლოდ სოციალური დაცვის სამსახურიდან ყოველთვიურად 800 ლარზე მეტი ერიცხება,  სისტემატურად იღებს რამდენიმე სახის ერთჯერად დახმარებას,  მუნიციპალიტეტი მას შეშით უზრუნველყოფს, ასევე ის ბაღდათში, ერთ-ერთ ე.წ. საწიწილეშიც არის დასაქმებული.  ასევე, გაირკვა, რომ  დარიკო ხიჯაკაძის ვაჟს იმერეთის რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ პირადად  შესთავაზა  საკონტრაქტო სამსახურში დასაქმება, და ამჟამად  ის  “კარანტინში” იმყოფება.

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-rogorc-qveynis-prezidentma-vici-rom-bavshvis-shimshilisa-da-tvitmkvlelobis-urtiertkavshiri-aris-qveynis-tragedia-sirckhvili-da-aseti-tragediebi-unda-aghikvetos/?fbclid=IwAR2-dUMrEE-9EHpY-ldteQqbq6UIKzddT9qVFAwx87HURefVBtfMOiJp7ng

სალომე ზურაბიშვილი - როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია, სირცხვილი და ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე ოჯახის წინაშე ბოდიშს იხდის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი, ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. „არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან ამ ფაქტის დაკავშირებას. ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ აქვე, მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყონ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად, უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/prezidenti-djandacvis-saministros-mouwodebs-saswrafod-daiwyos-gachirvebuli-odjaxebis-agwera-da-am-odjaxebis-bavshvebistvis-migebul-iqnas-gansakutrebuli-zomebi

კვირა.ჯი- http://kvira.ge/464585

პია.ჯი- https://pia.ge/post/258233-prezidenti-sesabamis-samsaxurs-mimartavs-saswrafod-daiwyos-socialurad-daucveli-ukiduresad-raribi-ojaxebis-arwera    

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/543331-salome-zurabishvili-martvilshi-gardacvlili-bavshvis-ojaxs-bodishs-uxdis/

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/prezidenti-sergeenkos-uwyebas-saswrafod-daiwyos-ukiduresad-garibi-ojaxebis-agwera-/32940

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/147689-prezidentibavshvis-shimshilisa-da-tvitmkvlelobis-urtiertkavshiri-aris-saxelmtsifos

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/543326-prezidenti-jandacvis-saministros-moucodebs-sascrapod-daicqos-gachirvebuli-ojaxebis-agcera-da-am-ojaxebis-bavshvebistvis-migebul-iknas-gansakutrebuli-zomebi/

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1555923354-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1?fbclid=IwAR2kGlqCL66VNW0cctwuXgJLJVSJKMnB_0ZiY1vbBbo8hCUD_1g9Xw67d4k

ტანსაცმელსა და სათამაშოებზე მეოცნებე ბავშვები - მარტოხელა დედა ყოფილ სახანძროში ცხოვრობს

მარტოხელა დედა ხუთ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ყოფილ სახანძროში ცხოვრობს. სახლად ქცეულ შენობაში არც ბუნებრივი აირია და არც ელექტრო ენერგია. პატარა დავითს თანდაყოლილი ბრონქული ასთმა აქვს, ბავშვი მუდმივად ინჰალაციას საჭიროებს.  13 წლის აჩიკო, 6 წლის ანანო, 4 წლის ქეთევანი, 3 წლის დათუნა და 2 წლის ელენე საკვებზე, ტანსაცმელსა და სათამაშოებზე ოცნებობენ. ბავშვებიდან უფროსები, აჩიკო და ანანო სკოლაში არ დადიან. აჩიკომ მხოლოდ 6 კლასის დახურვა მოახერხა. შემდეგ იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა, რადგან ფეხსაცმელი და სამოსი არ ჰქონდა. მიუხედავად უმძიმესი ყოფისა, მოზარდი რაგბისტობაზე ოცნებობს. თუმცა, მარტოხელა დედას შვილის ხელშეწყობა არ შეუძლია, რადგან მათი შემოსავალი მხოლოდ მრავალშვილიანთა დახმარებაა. უკვე ერთი წელია, ოჯახი არც სოციალურად დაუცველთა დახმარებით სარგებლობს. „პრაიმტაიმი“ 41 წლის მარტოხელა დედას საცოხვრებელში ესტუმრა. როგორც, ნინო კაპანაძემ აღნიშნა, მან ამ დრომდე ყველაფერი სცადა, ფიზიკური მუშაობაც და ქუჩაში მოწყალების თხოვნა. ახლა, კეთილი ადამიანების იმედზეა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის უფროსს, დავით ცაგურიშვილის განცხადებით,  კაპანაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალური დახმარებით სარგებლობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში მიღებული განმარტების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ კაპანაძეების ოჯახს ისევ დაუკავშირდა. 5 შვილის დედამ გაარკვია, რომ მისი ოჯახის ახლობელი სარგებლობდა თანხით, რომელიც ბავშვების კვებას უნდა მოხმარებოდა...

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/147687-saqstatis-direqtori-sasursato-kalatis-shemadgenlobis-dadgena-chveni-kompetencia-araa

საქსტატის დირექტორი: სასურსათო კალათის შემადგენლობის დადგენა ჩვენი კომპეტენცია არაა

საქსტატის აღამსრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 22 აპრილს პირველი არხის ეთერში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა. თოდრაძის განცხადებით, სასურსათო კალათის შემადგენლობას განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილება, საქსტატის ამოცანა კი მხოლოდ მასში შემავალი პროდუქტების ფასის დადგენაა. "ფასებს ვაკვირდებით ყოველთვიურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ანალოგიურ პროდუქციაზე. ამ ფასებზე დაკვირვებით განვსაზღვრავთ სასურსათო კალათაში შემავალი თითოეული პროდუქტის ფასს, რომლის გამრავლებითაც დღიურ ნორმებზე ვიღებთ სასურსათო კალათის შუალედურ ღირებულებას" - ამბობს საქსტატის დირექტორი. კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია, სასურსათო კალათის დღიური ღირებულება დღეში 2300 კილოკალორიით განისაზღვროს, გოგიტა თოდრაძე პასუხობს: "2300 კილოკალორია ენერგეტიკული ღირებულება საკმარისი არის თუ არა, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ, ჩვენი ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ავსახავთ იმ მინიმალური კალათის ღირებულებას, რომელიც დადგინდა [ჯანდაცვის სამინისტროს] ბრძანებით. 2300 უნდა იყოს, 2000 თუ 2500, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის." შეგახსნებთ, რომ საქსტატმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მარტის მონაცემები საარსებო მინიმუმზე, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2.1 ლარით გაიზარდა. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი საქსტატმა 176.9 ლარით განსაზღვრა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 256.8 ლარია, სამსულიანის 288.9, ოთხსულიანის კი 321 ლარი. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის განსაზღვრულია 361.2 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 427-ით.

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1555925639-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1

„სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

კომპანია სიტროენ ჯორჯია დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე მისი კომპანიის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მან ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენა, რაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომპანიის საქმეზე მოსმენა გადაიდო, ამიტომ ეს საკითხი დღეს ფრაქციის ფორმატში პატრიოტთა ალიანსის მიერ განიხილება. კომიტეტს მოსმენის თხოვნით სწორედ პატრიოტთა ალიანსმა მიმართა. სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრიც უნდა დაებარებინათ, თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ერთი თვით გადადება დავით სერგეენკომ მოითხოვა. სიტროენ ჯორჯიას დამფუძნებელი აცხადებს, რომ რომან კაკულიამს სხდომა მიზანმიმართულად გადადო. „მინისტრს გამბედაობა არ ეყო აქ მოსულიყო. ცდილობენ დანაშაული დაფარონ. ამაში ხელს უწყობს რომან კაკულია და აკაკი ზოიძე. ვითხოვ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია“- აცხადებს გიორგი შარაშიძე. ბიზნესმენმა უკვე დაასახელა ის უწყებები, რომლებმაც მისი თქმით „სიტროენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ჩამონათვალში მოხვდნენ: ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური, შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი, ასევე, მოსამართლე თამარ მეშველიანი. სიტროენ ჯორჯიამ2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=203153-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"სოფოს დაუდგინდა მოკლე კისერის სინდრომი, რომელიც სასწრაფოდ კვლევას საჭიროებს..." - ცინცაძეების პატარებს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ცინცაძეების ოჯახის ისტორია ყველასთვის ცნობილია, პატარა გაბრიელი და სოფიო თქვენი დახმარებით იყვენენ თურქეთში ჩაუტარდათ პირველადი გამოკვლევები, გაბრიელის ოპერაცია გადიდო ერთი წლით, სოფოს კი არ აღმოჩნდა ხერხემლის გამრუდება, მას აქვს მოკლე კისერის სინდრომი საჭიროებს სასწრაფოდ იმონლოგიურ კვლევას, რომელიც ჯდება 4 ათასი ლირა. სხვა შემთხვევაში სოფოს არ განუვითარდება კისრის მალები და ის ვერასოდეს შეძლებს იყოს ჩვეულებრივი ბავშვი. სოფო 3 წლისაა ჯერ კიდევ დაბლენდრებულ საკვებზეა, არ შეუძლია ხილის მირთმევაც კი. ძველი დარიცხული თანხებიდან კვლევებზე დაგვრჩა 360 ლარი, დანარჩენი თანხები კი სასწრაფოდ მოსაგროვებელია. გთხოვთ კიდევ ერთხელ დაუდექით ცინცაძეებს გვერდით მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე ვაჩუქოთ სოფოს ბედნიერი მომავალი. 09 01 200 128 - დანიშნულებაში მიუთითეთე სოფიო ცინცაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები, იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, დოლარში #GE94TB7990736180100002, ევრო#GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: http://dianews.ge/dgis/3231--.html?fbclid=IwAR3LwGltLKEsMm_xUfcHl7ZOou9XthJNESU7FqQV_YN_KEEm7_4JwSCfuhs

მამაკაცმა ეპილეფსიით დაავადებული ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ქუჩაში გაყარა - რა მოხდა გორის რაიონში

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცმა, რომელიც სასჯელს ძალადობისთვის იხდიდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ეპილეფსიით დაავადებული ცოლი და 2 მცირეწლოვანი შვილი სახლიდან გააგდო. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვავა გუშინ მოხდა. ფაქტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს და პოლიცია გამიძახეს. მამაკაცი, რომელმაც ცოლი და შვილები სახლიდან გააგდო, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა. გამოკითხეს მისი მეუღლეც, რომელიც მოგვიანებით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, თავშესაფარში გადაიყვანეს.

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543274-inpekcionisti-maia-bucashvili-tuberkulozis-gavrcelebis-klebis-tendencia-aginishneba-tumca-rezistentuli-tuberkulozi-gamocvevad-rcheba/

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი - ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა, რეზისტენტული ტუბერკულოზი გამოწვევად რჩება

საქართველოში, ბოლო წლებში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება რეზისტენტული ტუბერკულოზი, რა დროსაც, მედიკამენტი პაციენტის ორგანიზმში არსებულ ტუბერკულიოზის ბაქტერიას ვერ კლავს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, რეზისტენტულ ტუბერკულოზთან და მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა გაძლიერებულია. მაია ბუწაშვილი იმ მიზეზებსაც აკონკრეტებს, რამაც შესაძლოა, რეზისტენტული ტუბერკულოზი გამოიწვიოს. „საქართველოში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლებადი ტენდენცია შეინიშნება. ფაქტორივად, 2011 წელთან შედარებით, ნახევარი გვაქვს წლიური შემთხვევების. 3000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება რეზისტენტული ტუბერკულოზი, ანუ ტუბერკულოზის ის ფორმა, რომელიც გამძლეა მედიკამენტების მიმართ. არსებობს ერთი ან ორ პრეპარატზე რეზისტენტობა და ასევე რამდენიმე პრეპარატზეც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით გაძლიერებულია მუშაობა, რომ რაც შეიძლება მეტად მოხდეს ბრძოლა რეზისტენტულ ტუბერკულოზთან. მიზეზებს დავაკონკრეტებ: ეს არის დაგვიანებით დაწყება მკურნალობის, რაც შეიძლება პაციენტის ბრალი იყოს და ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმის, რომ გვიან მიმართოს ექიმს. შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალის ბრალიც, რომ დროულად ვერ მიიტანს ეჭვს და ვერ დასვამს დიაგნოზს. რეზისტენტობის ერთ-ერთი მიზეზია ასევე ნაადრევად შეწყვეტილი მკურნალობა და მკურნალობაზე არასწორი დამყოლობა. ყველაფერი ამის გაუმჯობესება შესაძლებელია დროული გამოვლენით, ექიმების განათლებით და მედიის დახმარებით, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდით“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა და დასძინა, რომ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროული გამოვლენისთვის ახალი ნაბიჯი გადაიდგა, რაც დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის, აპარატ Genexpert-ის გამოყენებას გულისხმობს. მისი თქმით, ამ აპარატით, ოჯახის ექიმს, ფტიზიატრის გარეშე, რამდენიმე საათში შეეძლება ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა ნახველში ტუბერკულოზის ბაქტერიის განსაზღვრით. „რაც შეეხება დროულ გამოვლენას, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნი ნაბიჯი გადაიდგა. ეს გახლავთ დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი, აპარატ Genexpert-ის გამოყენებით. ასეთი უკვე საქართველოს ყველა რეგიონში დგას. კიდევ იგეგმება დამატებით Genexpert-ების დადგმა. „ჯინექსპერტი“ არის მოწყობილობა, რომელიც სვამს ტუბერკულოზის დიაგნოზს რამდენიმე საათში, ნახველში ტუბერკულოზის ბაქტერიის განსაზღვრით. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ აუცილებლად ფტიზიატრთან გადამისამართება აღარ არის საჭირო, ოჯახის ექიმს შეუძლია, თვითონვე გაუშვას პაციენტი „ჯინექსპერტზე“ სადიაგნოსტიკოდ. ამით მცირდება პაციენტის გარემოსთან კონტაქტის პერიოდი. თვითონ პაციენტისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რომ დროულად ისმევა დიაგნოზი და გარშემომყოფებისთვისაც, რადგან ნაკლებად დაინფიცირდებიან მისგან. ამიტომ ახლა უკვე გახანგრძლივებული ხველის პირობებში, პაციენტებს შეუძლიათ ოჯახის ექიმებს მიმართონ და დროულად გაირკვევა ხომ არ აქვთ ტუბერკულოზი“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543267-adamianis-uplebebis-ganvitarebis-pondi-martoxela-mshoblis-statusis-mimgeb-pirta-cris-gapartoebas-itxovs/

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოებას ითხოვს

"ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი" მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციას კონსტიტუციაში არსებული რიგი ნორმების არაკონსტიტუციურდ ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და გადაწყვეტილების მოლოდინშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდის" კოორდინატორმა, სალომე მეზურნიშვილმა განუცხადა, თუკი სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს ნორმებს, რომლითაც კანონმდებლობა დღეს არასწორ კრიტერიუმებს ადგენს მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად, პარლამენტს მოუწევს, რომ კონკრეტული ვადის ფარგლებში ახალი კრიტერიუმები დაადგინოს, რითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდება. მისივე განმარტებით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება მხოლოდ დოკუმენტირებულად დადასტურებული ფაქტების არსებობაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მიექცეს რეალურ ვითარებას და არა მარტო დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს. „საკანონმდებლო ხარვეზით, მარტოხელა მშობლების სტატუსის განსასაზღვრად, კრიტერიუმები სწორად არ არის დადგენილი. აღნიშნული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 28 მაისს მიიღო წარმოებაში და პირველი პროცესი ამ წლის 11 თებერვალს ჩატარდა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარედ გვყავს პარლამენტი. საკონსტიტუციო სასამართლო ახლა მსჯელობს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმე არსებითად განიხილოს თუ არა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საბოლოოდ ჩვენი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები კონსტიტუციასთან მიმართებაში, პარლამენტს მოუწევს და ვალდებული იქნება, რომ კონკრეტული ვადის ფარგლებში ახალი კრიტერიუმები დაადგინოს, რის ფარგლებშიც სტატუსის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდება და მისი მიღების შესაძლებლობა იმ ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებსაც ექნებათ, ვისაც კანონი დღეს არ ანიჭებს ამ სტატუსს“, - განაცხადა სალომე მეზურნიშვილმა. სალომე მეზურნიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომელიც დღეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არსებობს. თუმცა, აღნიშნული კრიტერიუმები არ აძლევს ყველა მარტოხელა მშობელს, სარგებლობდეს სტატუსით. მისი თქმით, მარტოხელა მშობლის სტატუსი კანონით ენიჭება როგორც ქალს, ისე მამაკაცს, იმ შემთხვევაში, თუკი იგი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი და დაბადების სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები. ხოლო, ვიანიდან, დედის მონაცემის ასახვა ბავშის დაბადების სამედიცინო ცნობაში ყოველთვის ხდება, შესაბამისად, დღეს საქართველოში, მარტოხელა მშობლის სტატუსი, არც ერთ მამას არ აქვს. „რაც შეეხება არასწორ კრიტერიუმებს, დღევანდელი კანონმდებლობით, სტატუსის მიღება შეუძლია მარტოხელა დედასაც და მამასაც. მარტოხელა დედების შემთხვევაში გასაგებია, რადგან სტატისტიკით გვყავს მარტოხელა დედები, მაგრამ მარტოხელა მამა არ გვყავს ფიზიკურად, იმიტომ რომ კანონის ხარვეზი არ იძლევა რეალურ და ობიექტურ კრიტერიუმებს, რათა მარტოხელა მამამ მიიღოს სტატუსი. ჩვენ მიერ სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, არც ერთი სამედიცინო ცნობა არ გაგზავნილა სერვისების განვითარების სააგენტოში, სადაც ბავშვის დაბადების შემდგომ დაფიქსირდებოდა მხოლოდ მამის მონაცემი. ლოგიკურიცაა, ვინაიდან მელოგინე ქალის აღრიცხვა სამშობიაროში ყოველთვის ხდება, ბავშვის დაბადების შემდგომ კი, სამედიცინო ცნობაში ავტომატურად იწერება დედის მონაცემებიც. შესაბამისად, ეს გამორიცხავს იმას, რომ მამამ ამ მხრივ სტატუსი მიიღოს. საქართველოში არ ფიქსირდება, არც ერთი მშვილებელი მამაც, ვინც სარგებლობს მარტოხელა მშობლის სტატუსით. სამუშაო ჯგუფში სტატუსის გაფართოებაზე მსჯელობისას, პარლამენტი მარტივად დათანხმდა ქვრივებისთვისაც სტატუსის მიცემას. ეს უკანასკნელი განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოში უკვე არსებობს მარჩენალდაკარგული ბავშვების ბაზა, ვინც იღებს სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობთ. თუმცა, ჩვენი ორგანიზაციის პოზიცით, სტატუსს უფრო მეტი ადამიანი იმსახურებს: ქვრივები, განქორწინებულები, რომელთა შვილ(ებ)იც ალიმენტს ვერ იღებენ, იმიტომ რომ ალიმენტდაკისრებული პირი სოციალურად დაუცველია, ან არ აქვს შემოსავალი ან ქვეყანა აქვს დატოვებული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ის ქალები, რომელთაც მართალია ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობელი უფიქსირდებათ, მაგრამ ფაქტობრივად მარტო უწევთ მშობლის ტვირთის ტარება. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ დედას უწევს ხოლმე ბავშვის აღზრდის ტვირთის ტარება“, - განმარტავს მეზურნიშვილი.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

23.04.2019

მედიასაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

ეს არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი!

საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში, 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი, არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. პრეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური დაცვის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაიწყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. „მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი, არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6030572&name=23.04.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 

​