მედიამონიტორინგი 24.04.2019
ტელევიზია
24.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6033664
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6033369
---
23.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
დავით სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებას ეხმაურება - მინისტრი ამბობს, რომ გაჭირევული ოჯახების აღწერა და სოცილური დახმარების დანიშვნაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. შეგახსებეთ, პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, დაიწყონ გაჭირვებული ოჯახების აღზერა და მათი დახმარება. ჯანდაცვის მინისტრის საპასუხო განცხადებას დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი გამოეხმაურა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032591
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032415
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032089
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031738
---
23.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 22:00
ხელისუფლება საგარეო და საშინაო ვალებს იღებს, ქვეყანაში კი სიღარიბე იზდება. რა თანხაა საკმარისი 1 ადამიანისთვის თვეში, ეს კითხვა სარსებო მინიმუმის ახალი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ სულ უფრო აქტიუალურია. გაეროს მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ყოველწლიურად შიმშილობით 300 მდე მოზარდი იღუპება, კვლევა, რომელმაც ერთი წლის წინ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა შეიწირა, აჩვენებს რომ ქვეყანაში ზოგადი და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი მომატებულია. სიღარიბეზე და სოციალურ პრობლემებნზე საუბრობენ მოქალაქეებიც, თუმცა პრობლემების გადაჭრაში ხელისუფლების იმედი არ აქვთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032938
---
23.04.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
რა პრობლემებს ხვდებიან შეზღუდული შესაძლებლობების პირები საქართველოში, ირკვევა რომ სამედიცინო დაწესებულებებსი გარე ინფრასტრუქტურის 80% მათთვის მიუწვდომელია, ასევე პრობლემად რჩება საპირფარეშოების ადაპტირება. ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" კლინიკებისა და პერსონალის სპეციალური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ სამედიცინო ობიექტების უდიდეს ნაწილს ინფრასტრუქტურა არ გააჩნია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032990
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032852
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031716
---
23.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კრიტიკულად მძიმე შედეგი, რომელიც UNICEF-ის კვლევამ აჩვენა - ტყვიის შემცველობა ბავშვებში საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს აღწევს. საგანგაშო შედეგით, საქართველოში გამოკვლეული ბავშვების, თითქმის, ნახევარს სისხლში ტყვია საშიშ ნიშნულზე აქვს. ეს არის კვლევის შედეგი რეგიონების მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი აჭარაშია. იქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში ტყვია აღმოაჩნდა. რამდენი მიკროგრამი დეცილიტრი ითვლება საგანგაშო მაჩვენებლად, ეს დასავლეთის ქვეყნებში დადგენილი არ არის. ევროპული სტანდარტით, ტყვია სისხლში საერთოდ არ უნდა იყოს. საქართველოში სპეციალისტებმა კი დასაშვებ ნორმად 5 მიკროგრამი დაადგინეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032853
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032719
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032815
მაესტრო -დღის მთავარი თემა 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032984
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032804
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032678
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032582
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032440
ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032973
რუსთავი 2- კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031845
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031693
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031879
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031461
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031265
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031239
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031210
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031233
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031199
---
23.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 13:45
ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მმიკროგრამს დეცილიტრზე აღემატება. საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. რა ნიშნავს ეს მონაცემები, რა რეკომენდაციები აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას? - თემაზე დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031447
---
23.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირე , 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამართა. განსხვავებულია მონაცემები რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს მონაცემები საგანგაშო არ არის. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია აკაკი ზოიძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032311
---
23.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედი დღე
დღევანდელი რისკ-ფაქტორი ეხება იმ ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიაზე ჩატარდა. გამოკვლეულია 1578 ნიმუში, რომელიც გადაგზავნილი იქნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში. 2-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მაღალი ტყვიის შემცველიბა აჭარაში აღმოაჩინეს. ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. აღმოჩნდა, რომ ტყვიის უფრო მაღალი შემცველობა საქართველოს რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ მცირეწლოვანებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031443
---
23.04.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, აპრილის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე 10 ადამიანი გარდაიცვალა და 11 მძიმედ დაშავდა. პროვკავშირებმა ამ თემასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგი გამართეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032798
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6031766
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032085
---
23.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, უბედური შემთხვევის ადგილზე. მუშა, რომელიც ქვის საამქროში მუშაობდა, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილი 44 წლის მურთაზ კეკუტიაა. გამოძიება სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6032477
---
ინტერნეტი
24.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/500-ze-meti-devnili-ojakhistvis-soflad-sakhlis-shesyidvis-sakitkhis-gankhilva-daiwyo/
500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხის განხილვა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს შეისყიდის. უწყება განმარტავს, რომ სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. სახლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი, საქართველოს მასშტაბით, 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა და აღნიშნული პროცესი გრძელდება.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82526
---
24.04.2019
ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და ზედაპირულ წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის კვლევების არეალი გაფართოვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებში აფართოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სპეციალისტები გურიის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს. ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას. გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით, შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება მიმდინარეობს. მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.
---
24.04.2019
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=203293-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%99%E1%83%98,
მარტოობაში გატარებული სიბერე - 76 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
76 წლის მანანა ხაკკი სრულიად მარტოხელა ქალბატონია. იგი ართროზით არის დაავადებული, პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, დაქვეითებული აქვს მხედველობა. დაწოლის წინ, იგი ლოცულობს, რომ მეორე დღეს არ გაიღვიძოს. აი, ასეთ სავალალო მდგომარეობამდეა მისული ეს ადამიანი, რომელსაც ჭიქა წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს. მისი ცხოვრება მოიცვა ბურუსმა, სიღარიბემ და უიმედობამ. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს მას ყურადღებას. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მას, ვანუგეშოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ამასწინათ ჩვენ ვესტუმრეთ მანანა ხაკკის და ვთხოვეთ მოეყოლა საკუთარი პრობლემების შესახებ: -ქალბატონო მანანა, მარტო როგორ უმკლავდებით პრობლემებს? მანანა ხაკკი: საქმე ის არის, რომ ვერ ვერ ვუმკლავდები. ვცხოვრობთ ერთოთახიან ბინაში და საწოლიდან რომ სამზარეულომდე მივიდე, 20 წუთი მჭირდება. ძალიან მიჭირს სიარული. მინდა, რომ მოვკვდე და გავთავისუფლდე ტანჯვისგან. ძვლების საშინელი ტკივილები მაქვს, ერთი თვალით ვერ ვხედავ, ძალიან განვიცდი ჩემს უმწეო მდგომარეობას... -რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს? მანანა ხაკკი: პენსია და სოციალური შემწეობა 60 ლარის ოდენობით. 25 ლარს ყოველდღიურად ვიღებ უსინათლოთა საზოგადოებიდან. ეს არის ჩემი შემოსავალი. პენსია წამლებზე მეხარჯება, მოგეხსენებათ თვალის წამლები ძალიან ძვირი ღირს. დაახლოებით 200 ლარია თვეში საჭირო. -გეხმარებათ ვინმე? მანანა ხაკკი: ჩერნოვეცკის ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამა მეხმარება. მოდის ექთანი, მიკეთებს ნემსებს, ალაგებს ბინას? მამარაგებს წამლებით... ეს ნაქირავები ბინაა? მანანა ხაკკი: დიახ. როგორც სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, მერია მერია იხდის ბინის ქირას. -თუ მიმართეთ დეპუტატს დახმარებისთვის? მანანა ხაკკი: რამდენიმე წლის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს ბექა ოდიშარიას შეგვხვდა ამომრჩევლებს. ოქროს მთებს გვპირდებოდა. რომ საუბრობდა, მე მიყურებდა და მერე ხალხი მეუბნებოდა: „მანანა, გეშველა! ეს ადამიანი გადაჭრის შენს პრობლემებსო...“ -რატომ დაგჭირდათ ბინის ქირაობა? მანანა ხაკკი: ჩემი ბაბუა იყო ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი. ხაკკი- ეს ფსევდონიმია მისი, რომელიც შემდეგ გვარი გახდა. ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. ბინა გვქონდა თბილისის ცენტრში. გათხოვილი არ ვყოფილვარ. 90-იან წლებში ძალიან გაგვიჭირდა. მშობლები ავადმყოფობდნენ. არ მქონდა მკურნალობის, საკვები პროდუქტების შეძენის საშუალება და გავყიდე ბინა. მას შემდეგ სულ ნაქირავებში ვცხოვრობ. -პროფესიით ვინ ბრძანდებით? მანანა ხაკკი: ინჟინერი ვარ. სამშენებლო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი. დაქალები მყავს, მაგრამ ვერ ახერხებენ გამოსვლას ცუდი ჯანმრთელობის გამო, ხანდახან მირეკავენ... კიდევ კარგი, რომ ვიღაცას მაინც ვახსოვარ! მეგობრებო, დაეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალბატონს! იგი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს. ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანანა ხაკკი)
---
23.04.2019
დავით სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებაზე - გაჭირვებული ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა
სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების პასუხად განაცხადა. პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს. “ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა. სოციალური დახმარებების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა,”- განაცხადა დავით სერგეენკომ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართავს, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც მარტვილში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. „არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას. მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს, ამიტომ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/225037
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=97160
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82475
კვირა.ჯი- http://kvira.ge/464798
---
23.04.2019
დავით სერგეენკო - სიღარიბე ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანას 2 მთავარი გამოწვევა აქვს - ოკუპირებული ტერიტორიები და სიღარიბე. "სიღარიბე ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა 2 მთავარი გამოწვევიდან: ტერიტორიული მთლიანობა და სიღარიბე. იქამდე, სანამ ერთი ოჯახი მაინცაა, ვისთვისაც დაუძლეველი წინააღმდეგობაა სრულყოფილად უზრუნველყოს თავისი შვილების მოთხოვნები, სტატისტიკაზე ლაპარაკი ძალიან რთული იქნება. თუმცა ეს სტატისტიკა გარკვეულად ცალსახაა,"- განაცხადა სერგეენკომ. მინისტრმა ჟურნალისტებთან სიღარიბის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. "რა ნაბიჯები გადაიდგა აქამდე და რა იგეგმება ამის შემდეგ... პირველი ის, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაცაა - ბავშვთა დახმარება, რომელიც მხოლოდ 10 ლარს ითვალისწინებდა, მართალია, 50 ლარი არნახული თანხა არ არის, მაგრამ 2019 წლის პირველი იანვრიდან გახუთმაგდა. მეორე ის, რომ სოციალური დახმარების არსებული ჯერ კიდევ შარშანდლამდე არსებული მეთოდოლოგია, დემოტივატორი იყო აქტიური დასაქმებისთვის. თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი გადაწყვეტდა დასაქმებას, ხელფასის ცვლილების შემთხვევაში, მას ეხსნებოდა სოციალური დახმარება. ეს დემოტივატორი ბევრ ქვეყანას აქვს და მოგვარების მეთოდიც ცნობილია, რომელიც ახლა შემოვიღეთ. პირველი იანვრიდან დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარება არ მოეხსნებათ და ეს დემოტივატორი არაა, ანუ ამ მხრივ აქტიური მხარდაჭერაა," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
23.04.2019
კვლევა: ჯანდაცვის ობიექტების 75%-ს არ აქვს პირობები, რომ ეტლით მოსარგებლე გადაადგილდეს
ჯანდაცვის ობიექტების 75%-ზე მეტს არ გააჩნია სათანადო პირობები, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანმა, შეძლოს ავტომობილის პარკირება და დამოუკიდებლად გადაადგილება შენობის მთავარ შესასვლელამდე, - ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ დახმარებით ჩატარდა. კვლევის მონაწილეები უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონიტორები იყვნენ. ანგარიშის თანახმად, ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია ჯანდაცვის ობიექტების შიდა ინფრასტრუქტურაც, მაგალითად პალატები, ლიფტები, სამედიცინო სავარძლები და საპირფარეშოები. „85%-მდე საერთო დანიშნულების სანიტარული კვანძები სხვისი დახმარების გარეშე სრულიად მიუწვდომელია შშმ პირებისთვის დამოუკიდებლად სარგებლობისთვის. უკლებლივ ყველა სანიტარული კვანძი (საპირფარეშოები და საშხაპეები) არის შეუღწევადი კარების ღიობის სიმცირის გამო ან მიუწვდომელია მომხმარებლისთვის: დაფიქსირდა საპირფარეშოები ნიჟარების გარეშე, მათი არსებობის შემთხვევაში კი დამხმარე მოაჯირისა და ზედ საფარის გარეშე, ასევე არასაკმარისი სამოძრაო სივრცე“, - ნათქვამია ანგარიშში. კვლევის ავტორებმა 15 სამედიცინო დაწესებულება შეისწავლეს, ესენია: შპს თბილისის ონკოლოგიური; ა(ა)იპ ჯო ენის სამედიცინო ცენტრი; შპს ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი; შპს აკ. ნიკ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა; შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა; შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი; შპს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო; შპს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ფილიალი ; შპს ღია გული (კლინიკური საავადმყოფო #5); შპს ქ. თბილისის პირველი საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა-სახალხო ჰოსპიტალი; შპს ინოვა (მრავალპროფილური კლინიკა) ; შპს ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა; შპს პინეო სამედიცინო ეკოსისტემა; სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრი; შპს ავერსის კლინიკა;
---
23.04.2019
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენ არ გვითქვამს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიას ვცვლით, ჩვენ ვთქვით, რომ მის შეცვლას არ გამოვრიცხავთ
ჩვენ არ გვითქვამს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიას ვცვლით. ჩვენ ვთქვით, რომ ამ მეთოდოლოგიის განხილვასა და მის შეცვლას არ გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიის შეცვლა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე არ არის დამოკიდებული. „ამის შეცვლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ სასურსათო კალათაზეა დაფუძნებული. თუ მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა შეიცვლება, ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების განხორციელება ჩვენც მოგვიწევს, რადგანაც საქსტატი ამ შემთხვევაში ახორციელებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების შეფასებას“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ, რომლის განცხადებითაც, საქსტატის კარი, როგორც ექსპერტებისთვის, ასევე ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღიაა. რაც შეეხება კითხვას, შეიძლება საკმარისი იყოს თუ არა საარსებო მინიმუმი, რომელიც 2019 წლის მარტის თვის მონაცემებით, ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, გოგიტა თოდრაძემ უპასუხა, რომ ეს არასწორი შეკითხვაა. „ეს არასწორი შეკითხვაა. საარსებო მინიმუმი არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს თანხა არის საკმარისი თუ არა. საარსებო მინიმუმი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის იმ ფიზიოლოგიურად აუცილებელი ნორმების გათვალისწინებით, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სახით გამოხატული ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც საკმარისი კი არა, აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა სიცოცხლის უნარი შეინარჩუნოს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
---
23.04.2019
ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, აპრილის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე 10 ადამიანი გარდაიცვალა და 11 მძიმედ დაშავდა
აპრილის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე 10 ადამიანი გარდაიცვალა და 11 მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მეტროსადგურ „რუსთაველის“ წინ გამართულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მოწყობილი ფოტო-გამოფენით მოქალაქეებმა შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, რამდენადაც არ უნდა გაძლიერდეს ეკონომიკა, ხალხი მაინც ღარიბდება, რადგან არსებული ფული არასამართლიანად ნაწილდება. „დღევანდელი დღით ჩვენ გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ არასრული ჩამონათვალი იმ უბედურებისა და კატასტროფისა, რაც ხდება ამ ქვეყანაში მშენებლობებთან, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იმ დროს როცა, აპრილის მონაცემებით 10 გარდაცვლილი და 11 მძიმედ დაშავებული არის ქვეყანაში, ბუნებრივია, საზოგადოების ყურადღება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ამ დროს პოლიტიკოსები გვთავაზობენ ათას სისულელეს და აბსოლუტურად არაადეკვატურად ეხმაურებიან თავისი დღის წესრიგით. გვინდა, ჩვენი წუხილი გავაგონოთ მთავრობას, რათა პოლიტიკოსები სწორედ ჩვენი დღის წესრიგით ცხოვრობდნენ. იმ დროს, როდესაც ახალგაზრდების დასაქმება გახდა უდიდესი პრობლემა და 35% დაუსაქმებელი ახალგაზდა გვყავს ქვეყანაში, საპენსიო რეფორმის მეშვეობით აბსოლუტურად დემოტივირებულს ვხდით დამსაქმებელს, რომ დაასაქმოს ახალგაზრდა და აირჩიოს 40 წელს ზემოთ სამუშაოს მაძიებელი. ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა ფული გაჩნდეს ეკონომიკაში, ეს ფული არასამართლიანად ნაწილდება და ქვეყანა ღარიბდება, ამას სჭირდება მოსახლეობის მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულება”, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/358928/
---
23.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/shromis-usafrtxoebis-normebis-dasacavad-kerdzo-seqtors-mosamzadeblad-dro-schirdeba
„შრომის უსაფრთხოების ნორმების დასაცავად კერძო სექტორს მოსამზადებლად დრო სჭირდება“
---
23.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/bavshvebis-siskhlshi-tqhviis-shemtsveloba-saqarthveloshi-erovnuli-kvlevis-shedegebi-gamoqveqhnda/
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა საქართველოში – ეროვნული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. “გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო”, განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ. “ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს”. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები. მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/464687
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/358894/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82451
---
23.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44665/sergeenko-chveni-strategiuli-amotsanaa-tyviis-tsyaros-povna-da-misi-eliminatsia
სერგეენკო: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ტყვიის წყაროს პოვნა და მისი ელიმინაცია
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვების სისხლში ნაჩვენები ტყვიის ოდენობა საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო. მინისტრის თქმით, პროექტში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებენ, რომ საქართველოში დღეს არის დაახლოებით იგივე მდგომარეობა, როგორიც 80-იან წლებში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში იყო. „კვლევის შედეგებმა დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან, რომლებსაც აღმოაჩნდათ მომატებული რაოდენობა, მათთან და მათი ოჯახის წევრებთან განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რასაც დაემატება გარემოს სინჯების აღება. ჩვენ გვაქვს პოზიტიური ნაწილიც, რომ 16 ბავშვთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ჰქონდათ მომატებული [ტყვიის შემცველობა], უკვე ჩავატარეთ განმეორებითი კვლევა. საბედნიეროდ, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და ამ მხრივ, არანაირი გართულება არ არის“, - განაცხადა სერგეენკომ ტყვიის შესახებ კვლევის პრეზენტაციის შემდეგ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბავშვებთან მუშაობის პარალელურად, მათთვის მეორე სტრატეგიული ამოცანაა ტყვიის წყაროს პოვნა და მისი შეძლებისდაგვარად ელიმინაცია. „რაც შეეხება რეგიონებს შორის სხვაობას. ჩვეულებრივ, ასეთი განსხვავება რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა ხოლმე. პირველ რიგში, ეს არ არის მუდმივმოქმედი ინდუსტრიული კომპონენტი, რადგან ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში ბევრად ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. მეორე, ეს გვაფიქრებინებს, ხომ არ არის გამოხატული ე.წ. „კლასტერიზაცია“. ანუ ამ რეგიონებში თუ არის რაიმე ისეთი არეალები, სადაც ათწლეულების წინანდელი წყარო - ძირითადად, საწვავი და საღებავი, რომელიც ნიადაგში დიდ ხანს რჩება ხოლმე, განაპირობებს მომატებულ შემცველობას. ამაზეც აღებულია სინჯები და პირველი ეტაპის პასუხები ძალიან მალე გვექნება“, - თქვა დავით სერგეენკომ. საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. კვლევის მიხედვით, ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. როგორც დააავდებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
---
23.04.2019
დავით სერგეენკოს განცხადებით, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა. „ზოგადად, მთელ მსოფლიოში ტყვიასთან მიმართებით ქვეყნები ორ ნაწილად იყოფა. ქვეყნები, რომლებიც ამ პრობლემის არსებობას აღიარებენ და საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ და ქვეყნები, რომლებიც ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებენ და აგრძელებენ ისე, როგორც იყვნენ. საქართველო ცალსახად მიეკუთვნება პირველ ჯგუფს, რომლის პრიორიტეტიცაა ეს მიმართულება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, ეკოლოგიური თვალსაზრისით, მთავარი ამოცანა ძველი მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მწვანე პოლიტიკა ანუ ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი გადასაჭრელი ამოცანა, ხაზს ვუსვამ, საუბარია ეკოლოგიასა და გარემოზე და არა პოლიტიკაზე, ძველი მემკვიდრეობის მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებაა. კონკრეტულად ტყვიასთან მიმართებით აბსოლუტურად პრაგმატული რამ იგულისხმება. თუკი ჰაერში, წყალში, სხვადასხვა ზედაპირზე, ტყვიის არსებობის ხანგრძლივობა არ არის მაინცდამაინც დიდი, ნიადაგში ის შეიძლება ათეულობით წლები დარჩეს. ტყვიასთან მიმართებით ძველი მემკვიდრეობა ამ შემთხვევაში ნიადაგია,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
23.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543486-sakartveloshi-tqviis-shemcvelobaze-analizi-dgeisatvis-6-laboratoriashi-ketdeba
საქართველოში ტყვიის შემცველობაზე ანალიზი დღეისათვის 6 ლაბორატორიაში კეთდება
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გამოკვლეული 1578 ბავშვიდან, 16-ს, ვისაც სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტად ჰქონდა მომატებული, მეორე ეტაპის კვლევები უკვე ჩაუტარდა. მინისტრის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, გართულება არ არის. „ჩვენ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი მონაწილე გვყავს ამ პროექტში. მათი ცალსახა შეფასებით, დღეს არის დაახლოებით იგივე მდგომარეობა, რაც 80-იან წლებში იყო აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში. კვლევის შედეგებმა ცალსახად დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომლებიც უკვე დაწყებულია. პოზიტიური ნაწილი ის გვაქვს, რომ 16 ბავშვს, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა ტყვიის შემცველობა მომატებული, უკვე ჩავუტარეთ მეორე ეტაპის კვლევები. საბედნიეროდ, მათი გონებრივი, ფიზიკური განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და არანაირი გართულება ამ მხრივ არ არის. მეორე სტრატეგიული ამოცანაა ამ ტყვიის წყაროს პოვნა, იდენტიფიკაცია და მისი შეძლებისდაგვარად ელიმინაცია, რომელსაც მჯერა, რომ შევძლებთ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, საქართველოში ტყვიის შემცველობაზე ანალიზი დღეისათვის 6 ლაბორატორიაში კეთდება, თუმცა ამ მხრივ ცვლილებებია დაგეგმილი. „5 მკგ/დლ-ზე არანაირი მკურნალობა არ სჭირდება. 40 მკგ/დლ-ზეა საჭირო კონსულტაციის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა. როგორც წესი, ჩვეულებრივი ტყვიის გაზრდილი რაოდენობის საპირწონე ანტაგონისტი არის რკინა-კალციუმი და ვიტამინი C. ამ ნივთიერებების შემცველი პროდუქტები უნდა მიიღონ ბავშვებმა. რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება ჩაიტარონ კვლევა, ახლა საქართველოში 6 ლაბორატორიაა, თვენახევრის განმავლობაში დაემატება სამხარაულის ექსპერტიზის ლაბორატორია, 3 თვის განმავლობაში ალბათ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც იქნება. ჩვენ ვქმნით ქსელს, სადაც პაციენტი მივა, იქ აიღებს სისხლს და უკვე სინჯის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, თვითონ პაციენტმა რომ არ იაროს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები საყურადღებოა, მაგრამ არა საპანიკო. მისი თქმით, „ეს მოსახლეობის ხელოვნურად დამშვიდება არ არის“. შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.
---
23.04.2019
გოტფრიდ ჰანე: ვაფასებ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები
გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა საქართველოს მთავრობას კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო. გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები და შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს. ცენტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე 30 მკგ/დლ-ს აღემატებოდა და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები. მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი(UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/464901
---
23.04.2019
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი - უნდა გავარკვიოთ, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრისას, ჩვენს ქვეყანაში რა წყაროები თამაშობენ წამყვან როლს
გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის თაკო უგულავას განცხადებით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა, თუმცა მისივე თქმით, საკითხის მოსაგვარებლად, ქვეყნის მზაობა აშკარაა. „კვლევა მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტყვიის შემცველობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა. იმიტომ, რომ ამით ბავშვების საკმაოდ დიდ რაოდენობას განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნება. ქვეყნის მზაობა, რომ ამ საზოგადოებრივი პრობლემის ადრესირება სწორად მოახდინოს, ადგილზეა. უფრო მეტსაც ვიტყვი. დასწრებულიც კი არის ის ქმედებები, რომლებიც ამ კუთხით შეიძლება გაიშალოს. ეს ყველაფერი იმის იმედს ქმნის, რომ ჩვენ შევძლებთ პრობლემის დაძლევას. პრობლემა დაძლია ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ. მის დაძლევას წლები დასჭირდა. მთავარია, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემაზე მიმართვას და თვალს არ ვხუჭავთ, რომ ის არსებობს. ჩვენც, საერთშორისო ორგანიზაციები აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, იმის მიხედვით, რა რაოდენობით ტექნიკური დახმარებითა და რა მხარდაჭერით მოინდომებს სახელმწიფო ჩვენს გვერდში ყოფნას,“ - განაცხადა თაკო უგულავამ. მისივე თქმით, პირველ რიგში, მთავარია, დადგინდეს წყაროები, საიდანაც ტყვია ბავშვების ორგანიზმში ხვდება. „რა თქმა უნდა, მეცნიერულად დადასტურებული წყაროები არსებობს, მაგრამ ეს არის წყაროების ძალიან დიდი ჯგუფი. უნდა გავარკვიოთ, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრისას, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში რა წყაროები თამაშობენ წამყვან როლს. მათი დადგენის შემდგომ კიდევ გაიშლება სხვა ტიპის მოქმედებები. შეიძლება ქმედებები დავყოთ, მეორე, მესამე ფაზად, მაგრამ როგორც ვამბობ, ქვეყანაში ამის მზაობა რეალურად დავინახეთ,“ - განაცხადა თაკო უგულავამ. შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.
---
23.04.2019
650-მდე ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 650-მდე ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა და კვლევას სახელმწიფო დააფინანსებს. „სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მთავრობაზე დამტკიცდება და ამუშავდება პროგრამა, რომელიც შეეხება სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული 1 578 ბავშვიდან დაახლოებით 650-ს. კერძოდ, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ, ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევა და კვლევას დააფინანსებს სახელმწიფო. მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით საჭირო იქნება ჩარევა. ასევე ჩავატარებთ გარკვეულ მონიტორინგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, პირველ რიგში, მუშაობა მიმდინარეობს მათთვის, ვისაც ექიმის დანიშნულების მიხედვით შესაბამისი გამოკვლევები სჭირდება. „19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ, ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებმა შეიმუშაონ გრძელვადიანი პროგრამა. 650 ბავშვზე და მათ ოჯახებზე შესწავლილი იქნება გარემოს სამინისტროს სინჯები შესაძლო წყაროს აღმოსაჩენად. ანუ აღებული იქნება წყლის, ნიადაგისა და საკვების ნიმუში. ნიმუშები გამოკვლეული იქნება, რათა გავიდეთ სისხლში რკინის მოხვედრის წყაროზე. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს წყარო, 80-90-იან წლებში, უმრავლეს ქვეყნებში ეს იყო ძირითადად ეთირილებული ბენზინი. მას შემდეგ, რაც დასავლეთში და მათ შორის ჩვენთან აიკრძალა ასეთი საწვავის მოხმარება, ამან სერიოზული შედეგები დადო. თუ 1998-1999 წლებში საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში იყო 14-15 მიკროგრამი. დღეს ამ კვლევის მიხედვით, მთელ საქართველოში მედიანა არის 4 მკგ; თუ ავიღებთ მსოფლიო ჯანდაცვის მიერ დაწესებულ ნორმას – 5 მკგ-ს, მედიანათი მასზე ქვევით ვართ, მაგრამ მაინც არის 5-ს ზემოთ შემთხვევები. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ქმედებები ამ ორი პროგრამით იქნება გაწერილი და განხორციელებული. ამასთან, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, დღეს ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, გარკვეული ჰიპოთეზები არსებობს, მაგრამ ამ ჰიპოთეზებით ვერ ვილაპარაკებთ, თუ არ გვქონდა დამადასტურებელი ფაქტები. მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის ნიადაგისა და წყლის. არ გამოვრიცხავ და გარკვეული მინიშნებით შემიძლია ვთქვა, რომ იყოს დაბინძურებები ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე, სადაც ტყვია ნიადაგშია, რომელიც ბენზინიდან ილექებოდა, წლობით რჩება, ამიტომ გამორიცხული არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის შემდგომი კვლევის საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
23.04.2019
ლევან დავითაშვილი სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებულ კვლევაზე - შედეგები არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო
შედეგები არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გამოცდილებას დაეყრდნობა და შეისწავლის იმ ფაქტორებს, რომელიც ტყვიით დაბინძურების წყარო ხდება. „აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გამოცდილებას გავყვებით და შევისწავლით ფაქტორს, რომ გავიდეთ სხვადასხვა დაბინძურების წყაროზე. ეს შეიძლება იყოს, როგორც შიდა გარემო, ნებისმიერი სამრეწველო პროდუქცია, კოსმეტიკა, რომელსაც ეხება ბავშვი, ოჯახის სხვა წევრი და ასევე გარე ფაქტორები -ჰაერი, ნიადაგი, წყალი და ა.შ. ამ დამატებით შესწავლაში დაავადებათა კონტროლის სპეციალისტებთან, პედიატრებთან ერთად ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც. ამის შემდეგ მთავრობის განკარგულებით უნდა შემუშავდეს ძალიან კომპლექსური გეგმა ტყვიის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება რამდენიმე წლიანი გეგმა. ეს არის პრობლემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში დგას. არიან ქვეყნები, რომლებიც თვალს ხუჭავენ და ამ პრობლემას არ სწავლობენ, არ რეგირებენ, ასევე არიან პასუხისმგებლიანი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, რომლებსაც აქვთ მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიის პრიორიტეტები, რომლებიც ამ პრობლემაზე ღიად საუბრობენ და გადაჭრისთვის დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იკვლევს ტყვიის მიმართულებთ ქვეყანაში არსებულ ზოგად ფონსაც და ამ კუთხით ვითარება სტაბილურია. „ტყვია, როგორც დამაბინძურებელი ჩვენთვის ძალიან საინტერესო შესწავლის საგანია. ვატარებთ კვლევებს, როგორც ატმოსფერულ ჰაერში, ისე პოტენციურ დაბინძურების წყაროებში -საწვავში, ბენზინგასამართ სადგურებში და ა.შ. ასევე, ვიკვლევთ, როგორც ნიადაგს, ასევე წყალს და აქ გვაქვს საკმაოდ ნორმალური მდგომარეობა. მნიშვნელოვანია კონკრეტულად ოჯახებში გავარკვიოთ, თუ რა არის დაბინძურების წყარო“, - აცხადებს მინისტრი. ლევან დავითაშვილის თქმით, უკვე ორი წელია სურსათის მიმართულების შესწავლაც ხდება. მინისტრის თქმით, ერთეულ შემთხვევებში ამ კუთხით გარკვეული გადაცდომებიც დაფიქსირდა, თუმცა გადაცდომები იყო უმნიშვნელო და სისხლის ტყვიით დაბინძურების მიზეზი ვერ გახდებოდა.
---
23.04.2019
თამარ ჩერგოლეიშვილი: გილოცავთ, რომ არ გვეხოცებიან ტყვიისგან ბავშვები
თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში ტყვიის შემცველობის ვითომდა გაზრდის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „ცოტა გადარბენა მაქვს და სწრაფად ვიტყვი, რომ მკურნალობა ტყვიაზე არ ინიშნება 45 მიკროგრამამდე. ჩვენთან 16 პროცენტს აქვს 10 მიკროგრამი და მეტი. დანარჩენს - უფრო ნაკლები. საგანგაშოსთან ახლოსაც კი არ ჩაუვლია შედეგს. გილოცავთ, რომ არ გვეხოცებიან ტყვიისგან ბავშვები. ვწუხვარ მათ გამო, ვისაც განგაშის ზარი სახეზე შეახმა. P.S. იმათ აღარაფერი ეშველებათ, ვინც თავში მაინც ხელს იშენს“, - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს. სპეციალისტები ამჯერად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ზესტაფონში #7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს. ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.
---
23.04.2019
აკაკი ზოიძე - ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო ნამდვილად არ არის
ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, კარგია, რომ მთავრობას პრობლემასთან გასამკლავებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს ჩამოყალიბებული. „გეგმა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩაღრმავებული, ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს იმის თაობაზე, საიდან არის ეს ექსპოზიცია ტყვიასთან. საყურადღებოა, რომ თბილისში, სადაც თითქოს და უნდა ყოფილიყო ტყვიის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ეს ასე არ არის და სინამდვილეში შედარებით მაღალი კონცენტრაცია რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. სწორედ კომპლექსური კვლევის ჩატარების აუცილებლობას ჰაერში, გარემოში, ნიადაგში და საკვებში, წყაროს დასადგენად. ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჰაერში მონიტორინგი ტარდება მუდმივად“, – განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, გარემოს დაცვის კომიტეტმა გააკეთა თემატური მოკვლევა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით და გამოჩნდა, რომ ჰაერი წესით ძირითადი დაბინძურების წყარო არ უნდა იყოს ისევე, როგორც ბენზინი და ანალოგიური მდგომარეობაა საკვებთან მიმართებაში. „გვახსოვს, სუნელებთან დაკავშირებული შემთხვევები, მაგრამ ვინაიდან ბავშვები სუნელებს ამ ასაკში არ მოიხმარენ და კვლევის შედეგები კი ეხება 2-დან 7 წლამდე ბავშვებს, იმ ასაკს, როდესაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანი ტყვიის მავნე ზემოქმედების მიმართ, ესეც ვერ იქნება ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მომატების მიზეზი. მას შემდეგ, რაც ტყვიით დაბინძურების წყარო დადგინდება, პროფილაქტიკურ სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება კონკრეტული მიზეზის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა ზოიძემ. საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობს, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებს, ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82496
---
23.04.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=82490
თემურ მიქელაძე: თუ ბავშვის ორგანიზმში რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამლვა არ განუვითარდება
პედიატრის, თემურ მიქელაძე განცხადებით, თუ ბავშვის ორგანიზმში რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამლვა არ განუვითარდება. როგორც მან აღნიშნა, ზოგადად ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის. „ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის დროს კლინიკური გამოვლინებების იდენტიფიცირება ძნელია. იმიტომ, რომ ესე კლინიკური, გამოხატული ნიშანი მას არ გააჩნია, თუ არ გვაქვს მწვავე მძიმე მოწამვლა. მწვავე მძიმე მოწამვლა საკმაო იშვიათია, პრაქტიკულად არც კი შეგხვედრია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა და ესეთი პაციენტები, იმ დღესვე ხვდებიან, ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში. რაც შეეხება ზოგადად ტყვიის ხანგრძლივი ქრონიკული ზემოქმედების შედეგად, შეიძლება განვითარდეს, ადვილად დაღლილობის სინდრომი, შეიძლება მოხდეს ბავშვის გონებრივი და ფსიქომეტრიული განვითარების შეფერხება, და სკოლაში აკადემიური მოსწრება დაქვეითება, გონებრივი განვითარების შეფერხება და ა.შ. ჩვენ კვლევას ვაკეთებთ იმისთვის რომ დავადგინოთ წყარო, საიდან ხდება ამ ბავშვების მოწამვლა, შესაბამისად ქვეყანამ და მთავრობამ ამის შემდეგ უნდა მიიღოს ძირითადი სტრატეგიული ღონისძიებები, რომელიც სწორედ ამ წყაროს აღმოფხვრის. თუ ჩვენ გვექნება ბავშვებში სწორი ნუტრიენტული სტატუსი, ანუ ბავშვებთა კვება მოხდება სწორი მიმართულებით და მათ ორგანიზმში სწორად იქნება რკინის და კალციუმის საკმარისი შემცველობა, რაც გინდა მაღალი შემცველობა ჰქონდეთ ტყვიის, მათ ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდებათ. ამიტომ ძირითადად რეგიონებში, სამი რეგიონი იყო დასახელებული ალბათ ჩემი, აზრით მთავარია სწორი ნუტრიენტული სტატუსის შეფასება ამ პაციენტების. თუ იქნება ამ კონკრეტული ნივთიერებების დეფიციტი, საჭიროა სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება, ასეთი პაციენტებისთვის, რომელსაც სახელმწიფო პრაქტიკულად უფასოდ უზრუნველყოფს და შესაბამისად ტყვიის ასეთი მძიმე მოწამვლა, ან ქრონიკული მოწამვლა მათ არ უნდა განუვითარდეთ. ზოგადად ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ სიტუაცია დაახლოებით 90 იან წლებში იგივე იყო აშშ-ში და სწორედ აშშ იყო პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო, სტრატეგიული ღონისძიებები და ამოიღო ხმარებიდან ისეთი პროდუქტების მიწოდება რომლებიც შეიცავდა ტყვიას. ეს იყო საღებავები, ეთილირებული ბენზინი, სათამაშოები და ა.შ. თუ ეს ყველაფერი გაკონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ტყვიის პრობლემას მაქსიმალურად აღმოვფხვრით“, - განაცხადა თემურ მიქელაძე.
---
23.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44666/kvlevam-achvena-rom-siskhlshi-tyviis-shemtsveloba-sazogadoebrivi-jandatsvis-problemaa--ugulava
კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა - უგულავა
„შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა." - ასე შეაფასა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, თაკო უგულავამ ჟურნალისტებთან ტყვიის შემცველობაზე ეროვნული კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელებმა საზოგადოებას გააცნეს. კვლევის შედეგებით, საქართველოს მასშტაბით ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვია დასაშვებ ნორმას აღემატება. კერძოდ, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. „ტყვიის უსაფრთხო დონე სისხლში არ არსებობს, მინიმალურად პირობითად დაყენებულია ზღვარი 5 მკგ-ზე. ჩვენს ქვეყანაში მომატებული რაოდენობა 41%-ს აქვს. 41%-იანი ზღვარი ძირითადად პრობლემას ქმნის ბავშვების განვითარების კუთხით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც დღეს გამოავლინა კვლევამ. ეს მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. იმიტომ, რომ ბავშვების დიდ რაოდენობას ექმნება განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველამ მოისმინეთ, რომ ქვეყნა მზადაა, საზოგადოებრივ პრობლემის ადრესირება მოახდინოს. ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას. ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ დაძლია ეს პრობლემა. ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავერთვებით ამ პროცესში. პირველი ქმედება, რაც უნდა იყოს არის ის, რომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რატომ? რა თქმა უნდა, არსებობს მეცნიერულად დადასტურებული წყაროები, მაგრამ ეს არის დიდი ჯგუფი და უნდა გავარკვიოთ, ჩვენს ქვეყანაში რა წყაროები თამაშობს წამყვან როლს, ანუ რა იწვევს ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდას. წყაროების დადგენის შემდგომ გაიშლება სხვა ტიპის მოქმედებები.“ - განაცხადა თაკო უგულავამ. მისივე თქმით, შემდეგ ეტაპზე დამატებითი კვლევები ჩატარდება იმ ოჯახებში, რომელთა წევრ ბავშვებსაც სისხლში ტყვია აღმოაჩნდათ. „1578 ბავშვი, რომელთა სისხლშიც შემცველობა იყო შესწავლილი, ამ ოჯახებში შევა. ამ ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრებთან სისხლში ტყვიის განსაზღვრისთვის დამატებითი კვლევები ჩატარდება.“ თაკო უგულავას თქმით, საგულისხმოა, რომ ტყვია ფეხს იკიდებს იქ, სადაც ბავშვის ნუტრიციული სტატუსი არ არის სახარბიელო.
---
23.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44658/ras-itsvevs-bavshvebshi-tyviis-maghali-shemtsveloba
რას იწვევს ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა
საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „ლიბერალი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თაკო უგულავას ჩამოვართვით. თაკო უგულავას თქმით, როცა გარემო დაბინძურებულია ტყვიით, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან უფრო აქტიურად ხვდება ბავშვების ორგანიზმში, ვიდრე მოზრდილებისაში. „ეს ძალიან მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. ტყვიის მინიმალური შემცველობის შემთხვევაშიც (დაბალ ზღვარზე) ის პირდაპირ გავლენას ახდენს IQ-ს კომპონენტზე" . - ამბობს უგულავა. უგულავა ჰყვება, რომ კოგნიტური განვითარება ტყვიის შემცველობით ძალიან ზარალდება. ტყვია გადის პლაცენტარულ ბარიერს. ამიტომ თუ ორსული დაბინძურებულია ტყვიით, ის ნაყოფზეც გადადის. მისივე თქმით, ფაქტობრივად, ტყვია არ იკურნება. არსებობს მისი ე.წ. ხელატური მკურნალობის მეთოდი, მაგრამ მას ბევრი უკუჩვენება აქვს. მას ტყვიის მსგავსად სხვა მიკროელემენტებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. ძალიან კრიტიკულ ზღვრამდე მისულ შემთხვევაში იძლევიან ამ მკურნალობის რეკომენდაციას. დანარჩენ შემთხვევაში ბავშვი უნდა ჩამოვაშოროთ წყაროს. იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვიის მომეტებელმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კალციუმის მეტაბოლიზმი დ ვიტამინის მეტაბოლიზმის პრობლემები - მაქსიმალურად კარგია კვების ნუტრიციის მოწესრიგება - რომელიც ყველა მიკროელემენტს შეიცავს. ეს შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორც ტყვიის ანტიდოტი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მომატებულია სისხლში ტყვიის შემცველობა, ჯერ წყაროს დადგენაა საჭირო და მერე კვებითი რეჟიმის შერჩევა - ამბობს უგულავა.
---
23.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/rogor-mkurnaloben-sisxlshi-tyviis-magal-shemcvelobas-/33016
როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას
საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ს აღემატება. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას. ამავე თემაზე რამდენიმე თვის წინ „ბათუმელები“პედიატრ თემურ მიქელაძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: - ბატონო თემურ, როგორი მკურნალობა ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ? ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ინიშნება გამომძევებელი თერაპია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ძალიან მაღალია მისი შემცველობა და აშკარად გამოხატულია სიმპტომები. გამომძევებელი თერაპია ყოველთვის არ სჭირდება პაციენტს, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ არის მძიმე მოწამვლა. ეს საკითხი ტოქსიკოლოგთან ერთად უნდა გადაწყდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვატარებთ ტყვიაზე მკურნალობას. - მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულად ხდება, თუ სახლის პირობებშიც შესაძლებელია? სპეციალური ნივთიერებებია, რომლებსაც პაციენტი იღებს. პირველად ეს უნდა მოხდეს კლინიკაში, შემდეგ შეუძლია სახლშიც გააგრძელოს მკურნალობა. ინდივიდუალურად განისაზღვრება მკურნალობა. - თქვენ ამბობთ, რომ მკურნალობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ინიშნება. გარდა ტოქსიკური წყაროს აღმოფხვრისა, რა ზომები უნდა მიიღოს კიდევ ადამიანმა, რომ ორგანიზმში შემცირდეს ტყვიის შემცველობა? ტყვია არის მსოფლიოს პრობლემა. აშშ-ში, 80-იან წლებში როცა ჩატარდა კვლევები, მოსახლეობის 88 პროცენტს ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, თუმცა 2010 წელს ჩატარებულმა კვლევებმა 0,88 პროცენტი აჩვენა იგმავე პაციენტებში. ეს იმიტომ, რომ აშშ-ის მთავრობამ შეამცირა ტყვიის შემცველი ნაწარმის რეალიზება, სამშენებლო მტვერი, მასალები, საღებავები, ბენზინი ნორმალური შეიტანა, ძველი ავტომანქანები შემცირდა, რაც აისახა კიდეც შედეგზე. იგივე უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამაც. ამ ნივთიერების არსებობა აუცილებელია როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სამრეწველო საქმიანობაში, მაგრამ აქ საუბარია მის სწორად მოხმარებაზე. მთავარია, ადამიანის ორგანიზმში არ უნდა მოხდეს მისი მაღალი შემცველობა.
---
ბეჭდვითი მედია
24.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
კვლევა თითქმის კატასტროფული შედეგებით - ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მეტი აქვს
აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი - ამ რეგიონების ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. მასშტაბური კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იუნისეფ-მა ჩაატარა და დადგინდა, რომ გამოკვლეული ბავშვების 41%-ში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, სადაც ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კვლევა საყურადღებოა, მაგრამ არა - საგანგაშო და კვლევა დამატებით ჩაუტარდებათ იმ ბავშვებს, რომელთა სისხლშიც ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოჩნდა. მინისტრის თქმით, კვლევის შედეგად პოზიტიური ნაწილიც აქვთ, ბავშვების გონებრივი განვითარება აბსოლუტური ნორმის ფარგლებშია. "კვლევის შედეგებმა დაგვანახვა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან, რომლებსაც აღმოაჩნდათ მომატებული რაოდენობა, და მათი ოჯახის წევრებთან განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რასაც დაემატება გარემოს სინჯების აღება. "ჩვენ გვაქვს პოზიტიური ნაწილიც - 16 ბავშვთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ჰქონდათ მომატებული (ტყვიის შემცველობა), უკვე ჩავატარეთ განმეორებითი კვლევა. საბედნიეროდ, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და ამ მხრივ არანაირი გართულება არ არის", - აღნიშნა სერგეენკომ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გამოკვლეული 1578 ბავშვიდან დაახლოებით 650-ს ჩაუტარდება დამატებითი კვლევა, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს. "სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით ჩარევა იქნება საჭირო. ჩარევა ძირითადად გახლავთ რკინის, კალციუმის, პრეპარატების, ვიტამინების მიცემა. ასევე მონიტორინგი მოხდება გარკვეული პერიოდულობით. "სხვადასხვა მიდგომაა პროტოკოლში, თუ როგორი ინტენსივობით უნდა გაიმეორო ტყვიის ანალიზი. პროგრამის მიხედვით, ამ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს. ამავე დროს, 19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ - ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის - ხანგრძლივვადიანი პროგრამა უნდა შეიმუშაოს", - აღნიშნავს გამყრელიძე. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე სტრატეგიული ამოცანაა ტყვიის წყაროს პოვნა. "რაც შეეხება რეგიონებს შორის სხვაობას, ჩვეულებრივ, ასეთი განსხვავება რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა ხოლმე. პირველ რიგში ეს არ არის მუდმივმოქმედი ინდუსტრიული კომპონენტი, რადგან ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში ბევრად ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. "მეორე, ეს გვაფიქრებინებს, ხომ არ არის გამოხატული ე.წ. "კლასტერიზაცია". ანუ ამ რეგიონებში თუ არის რაიმე ისეთი არეალები, ათწლეულების წინანდელი წყარო - ძირითადად საწვავი და საღებავი, რომელიც ნიადაგში დიდხანს რჩება ხოლმე და განაპირობებს მომატებულ შემცველობას. ამაზეც აღებულია სინჯები და პირველი ეტაპის პასუხები ძალიან მალე გვექნება", - თქვა დავით სერგეენკომ. ოთხშაბათს, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფ-ის) დახმარებით ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ რეგიონების მიხედვით. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია. კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია. 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო მეტ ბავშვს აქვს მომატებული დასავლეთ საქართველოში, ვიდრე აღმოსავლეთში. სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ზე მეტი აქვს: აჭარაში - ბავშვების 85%-ს, გურიაში - 73%-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 71%-სა და იმერეთში - 61%-ს. ხოლო 10 მკგ/დლ-ზე მაღალი ან ტოლი შემცველობა აჭარაში მცხოვრები ბავშვების 50%-სა და გურიაში მცხოვრები ბავშვების 44%-ს აქვს მაშინ, როცა შიდა ქართლსა და კახეთში ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, მრავალინდიკატორული, კლასტერული კვლევა ჩატარდა. ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისაგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხვდა შემთხვევითი პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ლაბორატორიაში. ტყვიის შემცველობა ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმში, იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხებას და ა.შ. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია. ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. ცნობისათვის, აპრილის დასაწყისში გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ერთმა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რამდენად მაღალია ტყვიის შემცველობა პროდუქტებში. კვლევა ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითმა კვლევების ცენტრმა ჩაატარა და კვლევის შედეგად ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, ასევე რიგ სათამაშოებსა და სუნელებში, განსაკუთრებით - ყვითელ ყვავილში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დონე დასაშვებ ზღვარზე 200-ჯერ მაღალი იყო სამშენებლო და სარემონტო მასალებში და ითქვა, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სახლებში რემონტი ჩაატარეს. ამ კვლევამ დიდი ხმაური გამოიწვია. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ დააანონსა, რომ ერთ თვეში გამოაქვეყნებდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და იუნისეფ-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგებს ბავშვთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხზე და, დიდი ალბათობით, ამ დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად საგანგაშოა ვითარება ქვეყანაში.
---
24.04.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
დავით სერგეენკო პრეზიდენტს არ ეთანხმება
სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. დავით სერგეენკოს თქმით, სოციალური დახმარების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. „სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შინამეურნეობების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა. რაც შეეხება მარტვილში უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ ახლა, როდესაც ოჯახი გლოვობს და ჯერ ბავშვი არ დაუკრძალავთ, ამაზე ჩემგან საუბარი არ იქნება სწორი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს.
---