მედიამონიტორინგი 24.05.2019
ტელევიზია
24.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს რობერტ რედფილდის შეხვდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101204
---
24.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
"მინდა მაღაროელებს და კომპანიას ვთხოვო რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჭიათურაში მაღაროელებმა საპროტესტო აქცია 18 მაისს დაიწყებს და ისევ გრძელდება. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100973
---
24.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ჭიატურაში პროტესტი არ წყდება, უკვე მერვე დღეა ადგილობრივების ნაწილი შიმშილობას განაგრძობს. ჭიათურაში მიმდინარე პროცეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100913
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101168
---
24.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
რა გეგმები აქვთ მაღაროელებს, არსებობს თუ არა შეთანხმების რესურსი დასაქმებუილებსა და დამსაქმებელს შორის. გაფიცული მაღაროელები ჭიათურაში მსვლელობას მართავენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მსვლელობას შეუერთდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101344
---
24.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
შიმშილობის მერვე დღე ჭათურაში - გაფიცულ მაღაროელებს ამ დრომდე, მერიის წინ, კარვები აქვთ გაშლილი. რამდენიმე დღეა, მაღაროებში შეეჩერებულია საწარმოო პროცესიც. აქციის მონაწილეების ნაწილი ქალაქის შესასვლელში კოპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. გაფიცულების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის 50%-ით გაზრდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101365
იმედი -ქრონიკა 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100896
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101139
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101130
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100985
---
24.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
შრომის უსაფრთხოების რეგულაციებთან დაკავშირებით იმსჯელენემ დღეს, ბათუმში, ამ თემაზე პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექწა ფერაძე, ბიზენსსექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს სეხვდებიან, შეხვედრის მიზანი შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონის დამსაქმებლებისთვის უკეთ გაცნობაა. ცქიტიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხო შრომასთან დაკაცვშირებით სწორი ინფორამცია მიეწოდოს როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს, რათა მომავალში ტრაგიკული შედეგენი თავიდან ავიცილოთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101369
მაესტრო-ახალი ამბები 10:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101169
I არხი -მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100919
---
23.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი საქართველოში პირველად იმყოფება. რობერტ რედფილდი დელეგაციასთან ერთად ჯანდაცვის მინისტრს უკვე შეხვდა. უწყების წარმატებულ პროგრამებზე საუბრისას სტუმარმა ცე ჰეპატიტის ელიმინაცია და საყოველთაო ჯანდაცვა გამოყო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ლუგარის ცენტრში მივა, ასევე დაგეგმილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100455
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099982
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100600
---
23.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 22:00
ერთ კვირიანი შიმშილობის, შემდეგ მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ყოველ დღე ერთი მაღაროელი პირს ამოიკერავს. ამის ფონზე კომპანიამ გაფიცულების წინააღმდეგ სასაამართლო დავა დაიწყო. ისინი პროტესტს არ წყვეტენ და ხელფასების 50%-ით გაზრდას ითხოვენ და ვადას ბოლოჯერ აძლევენ. ამ დრომდე არ გამოჩენილან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღაროელებმა კომპანიას ვადა დღის ბოლომდე მისცეს. მიუხედავად მუქარისა, მაღაროელები პოზიციას არ შეცვლიან და ამბობენ, რომ შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100559
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100507
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100152
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6100036
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099968
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099893
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099820
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099805
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099478
ტვ პირველი - დღის ამბები 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099703
ტვ პირველი - დღის ამბები 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099191
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6099106
---
23.05.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
დავით სერგეენკო დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობს. წლეევანდელი ასამბლეა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა, დევიზით "არავინ დატოვო მიღმა". დავით სერგეენკომ ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობაზე გააკეთა აქცენტი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098906
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098709
---
ინტერნეტი
24.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/548161-mamuka-baxtazem-robert-redpilds-umaspinzla/
მამუკა ბახტაძემ რობერტ რედფილდს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორ რობერტ რედფილდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ქართული მხარის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. მათივე ინფორმაციით, ისაუბრეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ერთიანი ჯანდაცვის ჭრილში. ხაზი გაესვა ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციის მნიშვნელობას ჯანდაცვის მხრივ საფრთხეების თავიდან აცილების საკითხში. „აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის მიზანია, რობერტ რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და CDC-ის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. CDC უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელების და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით. საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, რესპირატორული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია და ა.შ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
---
24.05.2019
მამუკა ბახტაძე - საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა ძალიან მაღალია, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია
საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა ძალიან მაღალია, ეს მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ პრობლემას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, მოქალაქეებს შევეხიდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და 2019 წლის ბიუჯეტში ის უკვე გათვალისწინებულია. „ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი და ჯანდაცვის სამინისტრო ერთიანი შესყიდვების გზით შეისყიდის იმ მედიკამენტებს, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომ ეს ხარჯი ჩვენს მოქალაქეებს ჩამოვაშოროთ. საუბარია დაახლოებით 80 დასახელების წამალზე რომლითაც სრულფასოვნად, 100 პროცენტით მოამარაგებს ჩვენს პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. დიახ, საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს ძალიან უჭირთ. არის სიღარიბე და ამ პრობლემის დაძლევა მოითხოვს სწორ მიდგომასა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არ არის გამოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც ჩვენ შევძლებთ სავაჭრო დეფიციტის ბოლომდე აღმოფხვრას, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, იმას, რომ მეტი ექსპორტი გავიტანოთ და ა.შ. ფუნდამენტური საკითხები უნდა გადაიჭრას დღეს. ფუნდამენტური საკითხი ჩემი გადასახედიდან სამია - პირველი - განათლება, მეორე - ჯანდაცვა და მესამე - სასურსათო უზრუნველყოფა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა პრემიერმა.
---
24.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/548164-gapiculi-magaroelebis-inpormaciit-chiaturashi-samma-magaroelma-piri-amoikera/
გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა
ჭიათურაში სამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. როგორც გაფიცული მაღაროელი გელა ბაძგარაძე „ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, მათი პროტესტი გრძელდება. „წუხელ ამოიკერა სამმა მაღაროელმა პირი. ადმინისტრაციამ არ დააკამყოფილა ჩვენი მოთხოვნები, რაც გახდა პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზეზი. გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ შემოთავაზება მიუღებელია. ჩვენ გვერდითაა თითქმის მთელი ქალაქი და გაფიცვა გაგრძელდება", - განაცხადა გელა ბაძგარაძემ. ჭიათურაში მაღაროელები მერვე დღეა გაფიცული არიან. პარალელურად, რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
---
24.05.2019
სკოლის დირექტორის განცხადებით, გოგონა, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალად, ამ დრომდე სკოლის მოსწავლედ ირიცხება, მისი ფეხმძიმობა კი არ შეუმჩნევიათ
---
23.05.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=84065
საქართველოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი ეწვია
23-25 მაისს, საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი - ბატონი რობერტ რედფილდი დელეგაციასთან ერთად. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, ფუნდამენტური და გამოყენებითი სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დონორ და პარტნიორულ თანამშრომლობას 20 წელიწადზე მეტია უწევენ ამერიკული ორგანიზაციები და უნივერსიტეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა CDC-თან. 1996 წელს CDC-ის სტრუქტურული და ფუნქციური მოდელი გამოყენებულ იქნა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის პროცესში. ინფექციური დაავადებების კვლევებისა და ქართველი ეპიდემიოლოგების გადამზადების მიზნით, CDC-მ საქართველოში თავდაპირველი საქმიანობა, ჯერ კიდევ, 90-ანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. ხოლო 2009 წ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში დაფუძნდა CDC/ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (FELTP) მიწოდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის. პროგრამის ამოცანას წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით. პროგრამა მოიცავდა საკლასო და საველე სწავლებას. დღეის მდგომარეობით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების 127 სპეციალისტს მიღებული აქვს პროფესიული გადამზადება, მათ შორის 70 სპეციალისტს საქართველოდან. ამჟამად, საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. CDC უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელების და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით. საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, ზოონოზური, რესპირატორული, დიარეული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია, სქესობრივად გადამდები დაავადებები და სხვა. CDC-ის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე საქართველო მსოფლიოში გახდა სამაგალითო ქვეყანა. აღნიშნული ვიზიტის მიზანია, ბ-ნი რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და CDC-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებულ ისტორიებს, კერძოდ თუ რა როლი ითამაშა CDC-მ, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ლიდერმა ორგანიზაციამ ქართული პარტნიორული ინსტიტუციების გაძლიერებაში, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით. ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამერიკულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრები გამართოს, როგორც კოლაბორატორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სახელმწიფო მაღალი რანგის პირებთან: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან. შეხვედრების მიზანია განიხილონ მიმდინარე თანამშრომლობა და დასახონ მომავალი ურთიერთობების ახალი გზები და მიმართულებები.
---
23.05.2019
საქართველოს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი სტუმრობს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი იმყოფება. პირველი ოფიციალური შეხვედრები მან უკვე გამართა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან და C ჰეპატიტის პროგრამის კომისიის წევრებთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რობერტ რედფილდი პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა და განკურნებულ პაციენტს თემურ რადიანს შეხვდა, რომლის ნამუშევრებიც ჯანდაცვის სამინისტროში იყო წარმოდგენილი. თემურ რადიანმა საპატიო სტუმარს საკუთარი ნამუშევარი უსახსოვრა. რობერტ რედფილდმა ყოფილ პაციენტს წარმატება უსურვა და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მედალი გადასცა.
---
23.05.2019
მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/14845-magharoeltha-mkhardasatcerad-tciathurashi-sabagirom-mushaoba-sheachera
მაღაროელთა მხარდასაჭერად ჭიათურის საბაგირომ მუშაობა შეაჩერა
შიმშილობისა და პროტესტის მე-7 დღეს, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბაგიროსა და ტრესტის თანამშრომლები შეურთდნენ. ჭიათურის საბაგიროში დასაქმებულების თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" გამუდმებით უგზავნის სმს-ეს, სადაც ეუბნებიან, არ აყვნენ პროვოკაციას და არ შეუერთდნენ აქციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასების შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება. "ვიცით, რომ ხალხს ემსახურება ის, მაგრამ იძულებულები გავხდით გაგვეჩერებინა, რადგან იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენი მეუღლეები, ძმები და შვილები დგანან. არ ვიცი რა იქნება ზეგ", - ამბობს ითხვისის საბაგიროს თანამშრომელი, მაია აბესაძე. გაფიცულების თქმით, არ დაიშლებიან, ვიდრე მოთხოვნები არ დააყოფილდება. "ჩვენი შეშინება უნდათ, მაგრამ არ გვეშიანია. მათ უნდა ეშინოდეთ, რომ არ მოვითხოვოთ მათი წასვლა აქედან. უკვე ორო დღეა ერთი და იგივე სმსებს გვიგზავნიან, მაგრამ ჩვენი პასუხი რა არის? არის ის, რომ დღეს უფრო მეტნი ვართ, ვირე ვიყავით გუშინ და ხვალ კიდევ მეტი ვიქნებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელფასების 25%-იანი მატება ტყუილია და მათ მხოლოდ 15%-იას ზრდას სთავაზობენ, რომელსაც საშემოსავლოც გამოაკლდება. ჭიათურელების თქმით ეს არსებულ მდგომარეობას არ შეცვლის. ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. გარდა ამისა გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ. კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია. პარალელურად, თავის მხრივ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.
---
23.05.2019
მამუკა ბახტაძე ჭიათურის მაღაროელებს და კომპანიას მიმართავს, დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე
მინდა მაღაროელებს და კომპანიას ვთხოვო რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის უფლებები, უსაფრთხოება, ადგილზე სამედიცინო მომსახურება, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონდე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელებმა სპროტესტო აქციები 18 მაისს დაიწყეს და ამ დრომდე გრძელდება. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=99531
აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=906
---
23.05.2019
მამუკა ბახტაძე - მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია
მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს ორივე მხარეს, ინტენსიური დიალოგის შედეგად კონსესუსი მოიძებნოს, რათა საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით. „როდესაც ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადგილზე ჯანდაცვის მომსახურების წვდომა, კვების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოება, ეს არის საკითხები, რომელიც მყისიერად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ეს პრობლემა ზოგადად, არ უნდა დამდგარიყო. იქ არსებობს კიდევ სხვა ტიპის სოციალური მოთხოვნები, რომელსაც აქვს საფუძველი. მე ვიცი, რომ კომპანიამ გააკეთა წინადადება და მე კიდევ ერთხელ მსურს ყველას ვთხოვო, რომ ინტენსიური დიალოგის შედეგად რაღაც კონსესუსი ჩამოყალიბდეს, რომ საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით. მაღაროელების ის მოთხოვნები, რომელიც მე პირადად ვნახე და წავიკითხე, არის სრულიად სამართლიანი. ის მიმართულებები, რომელიც მე ჩამოვთვალე, მყისიერად უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკმაყოფილებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამ პროცესის გამო მაღაროელებს სამსახურის გარეშე დარჩენა ხომ არ ემუქრებათ, პრემიერმა აღნიშნა, რომ არცერთი სამუშაო ადგილი არ არის დასაკარგი. „არცერთი სამუშაო ადგილი არ გვაქვს დასაკარგი, პირიქით - რაც შეიძლება მეტი უნდა შევქმნათ. ეს არის ჩემი სულისკვეთება. აქედან გამომდინარეა სწორედ ჩემი თხოვნაც. კომპანიამ გააკეთა წინადადება. ახლა აუცილებელია ემოციების გარეშე მოხდეს სწრაფი მოლაპარაკებები, კონსესუსის გამოძებნა, რომ საწარმომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება, ამ ადამიანებმა განაახლონ სამუშაო პროცესი და აიღონ ხელფასი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/366412/
---
23.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/548117-salome-zurabishvili-prezidenti-ar-unda-exebodes-chiaturashi-mimdinare-shromiti-davis-sakitxs/
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს. ამავდროულად, ზურაბიშვილი შრომის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს. „პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
---
23.05.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/tchiathurashi-magharoelebi-meshvide-dghea-shimshiloben/
ჭიათურაში მაღაროელები მეშვიდე დღეა შიმშილობენ
რამდენიმე მათგანმა გვიან ღამით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებისა და სამართალდამცავების თხოვნით ნაკერები მოიხსნეს. მაღაროელები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” ვადას საღამომდე აძლევენ, თუ მათი პოზიცია არ შეიცვლება შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ მეტმა მაღაროელმა მიმართოს. ამ დრომდე გაფიცულებს მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი, რამდენიმე დღეა მაღაროებში შეჩერებულია საწარმოო პროცესიც. დილიდან აქციას მოქალაქეები შეუერთდნენ. გაფიცულებს სოლიდარობას ჭიათურის მცხოვრებლებიც უცხადებენ. აქციის მონაწილეების ნაწილი ქალაქის შემოსასვლელშია და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
---
23.05.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/2019/05/23/gorgian-manganezi-kontrbraldebebi-gapiculebs/
“ჯორჯიან მანგანეზის” კონტრბრალდებები გაფიცულებს – კომპანია თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს
“ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ თანამშრომლებმა კომპანიას არ მისცეს მოლაპარაკების საშუალება. “ჯორჯიან მანგანეზში” გაფიცულების მოთხოვნას, ანაზღაურების 50%-იან ზრდასთან დაკავშირებით, არარეალურს უწოდებენ. კომპანიის წარმომადგენლები 15-კაციანი საინიციატივო ჯგუფის გამოყოფას ითხოვენ, პარალელურად კი გაფიცული თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. „თავდაპირველად მოთხოვნილ იყო 50%-იანი ზრდა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გაფიცვა გახლავთ უკანონო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არსებობს ის სამართლებრივი გარემო და ის მოთხოვნები რომელიც გაფიცვის დროს უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ეს გახლავთ პირველ რიგში კომპანიის ადმინისტრაციის გაფრთხილება გაფიცვასთან დაკავშირებით,“-განაცხადა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ. “ჯორჯიან მანგანეზის ” თანამშრომლები მეშვიდე დღეა შიმშილობენ. მათ პროტესტს კი 3 ათასზე მეტი დასაქმებული უერთდება. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
---
23.05.2019
„ჯორჯიან მანგანეზი“ კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კომპანიაში თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომითი ანაზღაურება 1002 ლარია, ამასთანავე, ხელფასთან ერთად, დასაქმებულები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით. სადაზღვევო მომსახურებით, 3116 თანამშრომელთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს. „შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობებია: ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3214 თანამშრომელი; კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების - 924 ლარია; კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში, საშუალოდ, შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ია, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა - 78,9 %. ხელფასთან ერთად თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია; „ჯორჯიან მანგანეზის“ სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც. საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება, ჯამში, 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/shps-djordjian-manganezshi-dasaqmebulta-shromiti-da-socialuri-pirobebi
---
23.05.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/366322/
თუ ჭიათურაში გაფიცვა ორშაბათამდე არ შეწყდება, ზესტაფონის “ფერო” გაჩერდება – “მანგანეზი”
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მე-8 დღეა მიმდინარეობს. დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზისგან” ხელფასების მომატებას ითხოვენ. “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ თუ ჭიათურაში გაფიცვა ორშაბათამდე არ შეწყდება, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ნედლეულს ვერ აწვდიან. ლომინაძის თქმით, ამჟამად “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელი კომბინანტი სრულად პარალიზებულია და გაფიცულია 3200-მდე ადამიანი. კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, გაფიცვის შედეგად კომპანია ყოველდღიურად დაახლოებით მილიონი ლარით ზარალდება. “ნეტგაზეთმა” კიდევ ერთხელ ჰკითხა კომპანიის წარმომადგენელს, რაზე დაყრდნობით განაცხადა 17 მაისს, ჭიათურის მერის არჩევენბამდე ორი დღით ადრე, “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ კომპანია დასაქმბულების ყველა მოთხოვნას შეასრულებდა და იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ ხელფასის 50-პროცენტიანი მატების შესახებ დასაქმებულების მოთხოვნას კომპანია არაადეკვატურად მიიჩნევს. ამ კითხვის საპასუხოდ მერაბ ლომინაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრაზე მათ მზაობა გამოთქვეს გაფიცულების მოთხოვნების შესრულებაზე, მათ შორის სახელფასო პოლიტიკის გადახედვაზეც, თუმცა არ უსაუბრიათ კონკრეტულ რიცხვებზე: “ჩვენ რეალურად შევასრულეთ უკლებლივ ყველა მოთხოვნა, რომელიც გაფიცულების მიერ იქნა დაყენებული, გარდა ხელფასების ზრდისა. როდესაც საუბარია არაადეკვატურ ზრდაზე, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ რეალობას, იმაზე ძალიან ძნელია დათანხმება. მათ შორის, ჩვენ თანახმა ვიყავით გადაგვეხედა სახელფასო ფონდისთვის ჩვენი თანამშრომლების და დღესაც თანახმა ვართ ეს გავაკეთოთ, თუმცა ეს უნდა იყოს ადეკვატური”. “თქვენ თვლით, რომ ერთი დღე საკმარისია იმისათვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება ათეულობით მილიონ ლართან დაკავშირებით ისე, რომ არ ჩავიხედოთ და დეტალებში არ გავერკვიოთ?! შესაბამისად, ჩვენ განვაცხადეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ შევსულიყავით დიალოგში, დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა რომელიც იყო, მათ შორის ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით”, – ამბობს “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი. შპს ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. კომპანიის განცხადებით, მიმართავენ სამართალდამცველებს და დავას სასამართლოში განაგრძობენ. როგორც კომპანია აცხადებს, კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით. შპს ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, არაერთხელ სცადეს და მოუწოდეს თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს. რაც შეეხებათ დასაქმებულებს, ისინი თავდაპირველად ხელფასების 50%-იან ზრდას ითხოვდენ, მათმა ნაწილმა ჭიათურის ცენტრში შიმშილობაც დაიწყო. კომპანიამ დასაქმებულებს გუშინ ხელფასების 25-პროცენტიანი მატება შესთავაზა, თუმცა მათ თქმით, ეს ეტაპობრივად მოხდება, რაზეც დასაქმებულები არ დათანხმდნენ.
---
23.05.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mtavrobis-gankargulebit-diasporis-sakitxebze-uwyebatashorisi-komisia-sheqmna
მთავრობის განკარგულებით, დიასპორის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შექმნა
დიასპორის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს. შესაბამისი განკარაულება საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა. უწყებათაშორისი კომისიის შექმნის მიზანი "დიასპორული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება" და "საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების კოორდინაციაა". დიასპორის საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება, ხოლო მისი მოადგილე - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. კომისიის წევრები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მთავრობის განკარგულებით, პრეზიდენტის წარმომადგენელს და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას სთხოვენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდიც შეიქმნა. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
---
23.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/473089?fbclid=IwAR1--NlMWDZFQWxDFtfFMpQHbAea7yt-YfpSadfJHZd4OufItu3gZcIU6es
57 წლის ლელა თამარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება – მარტოხელა ქალის მდგომარეობა რთულია
“ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, 57 წლის ლელა თამარაშვილს გულის საშინელი ტკივილები აწუხებს. ამ მარტოხელა ქალის მდგომარეობა რთულია. მან დაკარგა მომავლის იმედი, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე ითრგუნება, რადგან სადღესასწაულო მხიარულება მხოლოდ მოგონებებში დარჩა. ჩვენ გავესაუბრეთ ლელა თამარაშვილს: – მოგვიყევით თქვენს ოჯახზე. – მეუღლეს 32 წლის წინ დავშორდი. მარტო ვზრდიდი ორ შვილს. მქონდა ბინა, სამსახური… პროფესიით ექიმი-ფიზიოთერაპევტი ვარ, მაგრამ 2008 წელი ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აგვისტოს ომის დროს რუსული სამხედრო მანქანა დაგვეჯახა, ჩემ გარდა ყველა დაიღუპა, ვინც იჯდა მანქანაში. უამრავი მოტეხილობით მოვხვდი საავადმყოფოში. ერთი პერიოდის მანძილზე, თითქოს, უკეთ გავხდი, თუმცა 6 თვის შემდეგ ინსულტი დამემართა, რამაც, ფაქტობრივად, საწოლს მიმაჯაჭვა. – სირთულეები ამით არ დასრულდა? – ბინა ბანკში ჩავდე, გავყიდე ყველაფერი ძვირფასი, რაც მქონდა, დავიწყე ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა. ბინა დავკარგე და ახლა ვცხოვრობ მიტოვებულ შენობაში. თუმცა ვერც ეს შეედრება იმ ტკივილს, რაც გადავიტანე მანამდე. 12 წლის ბიჭი დავკარგე, მანქანამ გაიტანა. ღმერთმა არავის აგრძნობინოს ასეთი ტკივილი. ამაზე აუტანელი და მძიმე არაფერი არსებობს. – ნათესავები არ გყავთ? – მყავს მეორე ვაჟი, რომელიც უკრაინაში წავიდა. ძალიან დიდი ხანია, კონტაქტზე აღარ გამოდის, არც ვიცი, არის თუ არა ცოცხალი. აღარავინ დამრჩა… – თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე? – საშინელი ტკივილი მაწუხებს გულის არეში, ღამით არ მძინავს უჰაერობის გამო. ერთი ფეხი და ხელი პარალიზებული მაქვს, დამოუკიდებლად ვერ დავდივარ. – თქვენი შემოსავალი რამდენ ლარს შეადგენს? – სოციალური შემწეობა – 30 ლარი, ინვალიდობის პენსია – 80, 200-ის ნაცვლად, რადგან 4 წლის წინ ძალიან დამჭირდა ფული და წინასწარ ავიღე… მოკლედ, 110 ლარზე ვცხოვრობ. – ვინმე თუ გეხმარებათ? – მხოლოდ ღმერთს არ დავავიწყდი! ზოგჯერ მეზობლები საჭმელს მომაწოდებენ… იმ შემთხვევაში, როცა აქვთ, თვითონაც ძალიან გაჭირვებულები არიან. – ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ? – ეს პოლიციის მიტოვებული განყოფილებაა. რამდენიმე წლის წინ, 4 უსახლკარო ოჯახი შემოსახლდა აქ და მათ შორის – მე. ამ პატარა ოთახში საშინელი ნესტია, ბნელა, კედლები ლპება, ტუალეტიც აქვეა. – მერია ან დეპუტატი თუ გეხმარებათ? – მერია მეხმარება – წელიწადში რამდენჯერმე მცირე თანხას გამოყოფს. თვეში 200 ლარის მედიკამენტები მჭირდება. არ მყოფნის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვკმაყოფილდები იმით, რაც არის. გარდა ამისა, ახლა მერიას უფასოდ შემოჰყავს ბუნებრივი აირი, თუმცა თანხა არასდროს მექნება იმისთვის, რომ ვიყიდო გაზქურა… – ჩვენ წერილს მივწერთ საარჩევნო უბნის დეპუტატს თქვენ შესახებ, რა გსურთ, რომ სთხოვოთ? – მე სახსრების სერიოზული ოპერაცია მჭირდება და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, უფასოდ ჩამიტაროს. თუმცა, თავს ვიკავებ, რადგან პოსტოპერაციული ამბულატორიული მკურნალობის კურსის ჩატარებისთვის ფული დამჭირდება, დაახლოებით, 500 ლარი, ეს ჩემთვის კოლოსალური თანხაა. – ამ ეტაპზე, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? – საკვები, ჰიგიენური საშუალებები, თეთრეული, არ მაქვს მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა… – ლელა, რაზე ოცნებობთ? – ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა. ვოცნებობ, რომ ჩემით გავიარო ოთახში, შემიწყდეს შეტევები… ზოგჯერ სასოწარკვეთაში ვვარდები, ვტირი და მხოლოდ ჩემი ბიჭუნას სულისთვის ლოცვა თუ მამშვიდებს. მეგობრებო, ქალბატონი ლელა 57 წლისაა. მას სჭირდება, რომ იგრძნოს ჩვენი თანადგომა. საერთო მონდომებით ჩვენ შევძლებთ, რომ დავუბრუნოთ მას სიცოცხლის იმედი! თქვენ შეგიძლიათ, თავად მოინახულოთ ქალბატონი, გაუწიოთ დახმარება ან, უბრალოდ, გაამხნევოთ. მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის 34, კორპუსი 1, პოლიციის ყოფილი განყოფილება, ტელ.: 574111129 თანხა შეგიძლია ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლელა თამარაშვილი).
---
ბეჭდვითი მედია
24.05.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა-
7 თვის ჩვილის მკვლელობა... მსხვერპლი თუ მსხვერპლები?!
შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ჩვილის დაკრძალვას არ დასწრებია 16 წლის დედა. დედას შსს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ... საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა”, - წერია შსს-ს განცხადებაში. პოლიციამ 16 წლის გოგო რამდენიმე საათში თბილისში იპოვა და დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დედა შვილის მკვლელობას აღიარებს. მკვლელობაში დადანაშაულებული მოზარდის მეზობლები ამბობენ, რომ მოზარდი წყალტუბოდან აღაიანში დაახლოებით ორი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მეზობლები ვერანაირი ლოგიკით ვერ ხსნიან მომხდარს, შეძრულნი არიან სოფელში დატრიალებული ტრაგედიით: „ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის შესახებ არ გვსმენია. გოგო შვილს განსაკუთრებული სიყვარულით უვლიდა. ორი დღის წინ, აი, აქ, ჩვენს თვალწინ ეთამაშებოდა, ეხუტებოდა, არ ვიცით, რა მოხდა“. ჯაჭვი - სახელმწიფო სტრუქტურების რგოლებით ჯაჭვი, რომელმაც სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილი იმსხვერპლა, გრძელია. ჯაჭვის ყველა რგოლს კი სახელმწიფო სტრუქტურებამდე მივყავართ - სკოლა, სოციალური მომსახურების სააგენტო, სამედიცინო დაწესებულება, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბავშვთა უფლებადამცველები და იურისტები შვიდი თვის ჩვილის 16 წლის დედის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და იმ სტრუქტურულ დანაშაულზე ლაპარაკობენ, რომელმაც მათი თქმით, ერთნაირად იმსხვერპლა ჩვილიცა და მისი არასრულწლოვანი დედაც. ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ჩვილის გარდაცვალების საქმეზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორი წლის წინ, თავად 16 წლის მოზარდის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სრულწლოვანი პირის მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებას გულისხმობს და რაც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, არ მართლდება „ქორწინებით“. შსს-ს ინფორმაციით, მოზარდის ქმარი 21 წლისა რაც გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა: „რეაგირების ვალდებულება რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურას ჰქონდა. მოზარდმა, სავარაუდოდ, 14-15 წლის ასაკში მიატოვა სწავლა. ამ შემთხვევაში, სკოლა ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა სოციალური მომსახურების სააგენტო და შსს. გარდა ამისა, როდესაც მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში დადგა აღრიცხვაზე, როგორც ორსული, იმავე წამიდან, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება, რომ შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის შსს და სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაეყენებინა საქმის კურსში. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება ჩვილი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მაინც სახელმწიფოსა და მის უმოქმედობას ეკისრება“. ანა თავხელიძის თქმითვე, ჩვილის გარდაცვალების საქმის პარალელურად, გამოძიება უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველი პირის სხეულში და რაც 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს: „საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ე.წ. ქორწინება, ვერ გაამართლებს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. 2017 წლის პირველი იანვრიდან კანონი გამონაკლისს აღარ ცნობს და 18 წლამდე ასაკის პირების ქორწინების დარეგისტრირება არანაირი მიზეზით და თანხმობით აღარ ხდება. რა იცოდა სკოლამ, სოციალურმა სააგენტომ და შსს-მ? წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგოს საქმის შესახებ, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა, მას შემდეგ მოიძია, რაც რესურს-ცენტრს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა. მამუკა ჩხეტიანმა სკოლის დირექტორზე დაყრდნობით უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ დაკავებული მოზარდი, კვლავაც ირიცხება ერთ-ერთი სოფლის მეთერთმეტე კლასში: „აღაიანიდან წყალტუბოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. თუკი გაცდენები უგროვდებოდა, ექსტერნად აბარებდა გამოცდებს. როგორც დირექტორმა მითხრა, საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო. მისი დაქორწინების შესახებ სკოლამ ცხადია იცოდა. დირექტორმა მითხრა, რომ როგორც კი გოგონას ძმამ სკოლაში მოიტანა ამბავი მისი დაქორწინების შესახებ, სკოლამ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. მათ კი დირექტორს უთხრეს, რომ მშობლები ჩვენთან არიან და საქმის კურსში ვართო“. სოციალური მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა არც სკოლიდან და არც სამედიცინო დაწესებულებიდან მოზარდის დაქორწინებისა და ორსულობის შესახებ: „გადავამოწმეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც და კასპის მუნიციპალიტეტშიც. არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდმა ადრეული ქორწინების ნიადაგზე სკოლაში სწავლა შეწყვიტა და შემდეგ დაფეხმძიმდა, ჩვენს სააგენტოში არ შემოსულა. შესაბამისად, ჩვენი სოცმუშაკები არსებული ვითარების საქმის კურსში არ იყვნენ“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეს-სამსახურში. ჩვილის მკვლელობაში დადანაშაულებული არასრულწლოვანი დედის ადვოკატის, ქეთევან გაგოევის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალი, სავარაუდოდ, გვიან საღამოს წარედგინება. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ის დაკავებულისათვის ყველა საჭირო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, მათ შორის, ექსპერტიზას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ დაკავებული არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გასცემს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საქმის ძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა წარიმართოს. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ამ დანაშაულისათვის 13-დან 17 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, უფლებადამცველთა თქმით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება.
---
24.05.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"ქვეყანა, სადაც ჩავარდნილია პირველადი ჯანდაცვა და საექთნო სისტემა, ვერასდროს გახდება ლიდერი"
„ქვეყანა სადაც ჩავარდნილია პირველადი ჯანდაცვა და საექთნო სისტემა, ვერასდროს გახდება ვერავითარი სერვისების მიმწოდებელი და მით უმეტეს ლიდერი. ჩემი აზრით, მედიცინის ხარისხი, პრაქტიკულად, ყოველ წელს ვარდება. თქვენ ვერ ნახავთ კლინიკას თურქეთში, სადაც ქართველი პაციენტი არ მკურნალობს, თანაც ისეთ პრობლემებზე, რაც აქაც შეიძლება მოგვარდეს. განათლების დონე ძალიან დაბალია, ექთანს მიჰყავს მთელი საქმიანობა საავადმყოფოში. ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.8 ექთანი მოდის, როცა გერმანიაში ერთ ექიმზე მოდის 4.2 ექთანი და მიაჩნით, რომ ცოტაა და 6 უნდა იყოს. ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ჩვენს კლინიკაში აბსოლუტურად არარეგულირებადია, სამაგიეროდ შემოაქვთ თანამდებობები, რომლის შემოტანა ყველანაირ აზრს მოკლებულია. ამასთანავე არ გვყავს კლინიკებში ფარმაკოლოგი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს და სახელმწიფოს მიერ უნდა რეგულირდებოდეს. არსებობს ჯანდაცვის ფინანსური სისტემის შეფასების 4 კრიტერიუმი, რომელთაგან საქართველო არც ერთს აკმაყოფილებს,“ - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მამუკა ბახტაძზემ აღნიშნა, რომ საქართველო სამედიცინო სფეროში რეგიონის ლიდერი გახდება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართველი ერისთვის, სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს ორიენტირი მომავლისკენ. რა სჭირდება ჯანდაცვის სისტემას იმისთვის, რომ პრემიერის პროგნოზი გამართლდეს და რა ასპექტში უნდა განვითარდეს ეს სფერო, ამასთან დაკავშირებით ვატო სურგულაძე ასახელებს იმ ძირითად ბერკეტებს, რომელთა გათვალისწინება და მათზე მუშაობა სასიცოცხლოდ სჭირდება ქართულ მედიცინას. მანვე აღნიშნა, რომ პირველადი მედიცინა ქვეყანაში განუვითარებელია და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ისწრაფოდეს ჯანდაცვის სისტემა. „ჯანდაცვის რეფორმას სჭირდება 5 ძირითადი ბერკეტი, ამას წერს მარკ რობერტი, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პირი, ესენია: დაფინანსების ადეკვატური სისტემა, თანხის პროვაიდერებზე გადანაწილების და გადახდის შესაბამისი სისტემა, რეგულაციები ჯანდაცვის სისტემაში, სტრუქტურა უნდა იყოს შესაბამისობაში (ექთნების რაოდენობა და ა.შ.,) მეხუთე ბერკეტის მიხედვით უნდა შეიცვალოს Behavior-ი , ანუ ადამიანების ქცევა თავისი ჯანმრთელობის მიმართ. ჩვენ არ ვიყენებთ არცერთ ბერკეტს. როდესაც ქვეყანა 2019 წელს მუშაობს იმ ფასებზე, რაზეც 2012 წელს მუშაობდა, რა ხარისხის გაუმჯობესებაზეა საუბარი. არ ჩამოვა არცერთი უცხოელი, როცა ვერ დაინახავს, რომ ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე თურქეთში და უფრო დაბალი ფასებია. ასეთი არასისტემური მიდგომით საქართველო ვერ გახდება ლიდერი რეგიონში, წარმოუდგენელია. საავადმყოფოები ავაშენეთ და პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პრევენციული მედიცინისკენ მიდის, არაადეკვატურია. 2013 წელს, ექთანი რომ 500 ლარზე მუშაობდა და წელსაც ისევ 500 ლარზეა, როგორ უნდა მოსთხოვო მას მოტივირებული მუშაობა. ქვეყანაში 282-ამდე კლინიკაა და რომ მკითხოთ, რომელია ხარისხიანი, მაქსიმუმ 2 შემიძლია დავასახელო, რაც ევროპულ სტანდარტებთან მეტნაკლებად ახლოსაა. არ შეიძლება ჯანდაცვაში რეფორმის ალაგ-ალაგ გაკეთება, ეს არ არის სისტემა,“ - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ იმედაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პაციენტების გადინება საქართველოდან საგანგაშოა და იმისთვის, რომ ეს პროცესი დარეგულირდეს რამდენიმეწლიანი კომპლექსური მუშაობაა საჭირო. „ძალიან დიდია გადინება საზღვარგარეთ სამედიცინო სერვისების მისაღებად, თვეში, მარტო თურქეთში 10 მილიონი დოლარი გადის. თურქული კომპანიები კი პაციენტების მოზიდვის მიზნით საქართველოში ოფისებს ხსნიან. უნდა დაისახოს პრემიერმა მიზანი და კადრები გადამზადდეს უცხოეთში, რადგან კადრები არ არიან მზად, რომ რეგიონში საქართველო გახდეს ლიდერი. ამას კომპლექსური მუშაობა სჭირდება. ვფიქრობ, 3-5 წელიწადი საკმარისი უნდა იყოს ამ პროცესისთვის. ძალიან კარგი თაობა მოდის სამედიცინო სფეროში და მათ უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები. ბევრი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და მოემსახუროს ქვეყანას, თუკი აქ შესაბამისი გარემო დახვდება,“- განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. კარდიოლოგ ანზორ იმედაძის განცხადებით კი, საყურადღებოა ძველი კლინიკები, სადაც ბევრი პროფესიონალი მუშაობს, თუმცა ახალი კლინიკების გახსნით მომსახურების ხარისხი არათუ უმჯობესდება, არამედ უარესობისკენ იცვლება. პრემიერს ვურჩევ, რომ გააანალიზოს ის ტრადიციული კლინიკები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და აქვთ სახელი. ახალი კლინიკები, რომელთაც ვიღაც ბიზნესმენები ხსნიან მომსახურების დონეს აქვეითებენ. თუ ფიქრობენ, რომ ახალი კლინიკების გახსნით, ამ სფეროს დაარეგულირებენ, ცდებიან. კლინიკამ 10 წელი მაინც უნდა იარსებოს ასეთი არასწორი საბაზრო ეკონომიკის დროს, რომ ღირებული გახდეს. მთავრობის წევრები რომ ახლად გახსნილ კლინიკებს მფარველობენ, ეს ცხადზე ცხადია. მართლაც თუ ხელს შეუწყობენ იმ ტრადიციულ კლინიკებს, რომელიც დიდი ხანია ბაზარზე არსებობენ, საქართველო მართლაც წამყვანი იქნებია რეგიონში. ახლად გახსნილი კერძო კლინიკები გადასულები არიან ფულის კეთებაზე და არა ავადმყოფის მოვლაზე. კლინიკებში როცა გულგრილობას ხედავენ პაციენტები, არ ჩერდებიან და მიდის საზღვარგარეთ,“ -აცხადებს ანზორ მელია „კომესანტთან“ ინტერვიუში.
---
24.05.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
მამუკა ბახტაძე: "ჭიათურაში სიტუაცია მძიმეა"
ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე. ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდეს მისაღებ შედეგებზე “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---