მედიამონიტორინგი 25.01.2019
ტელევიზია
25.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
სამედიცინო დაწესებულებებში წითელას აცრებთან დაკავშირებით მიმართვიანობა მატულობს. მსურველთა უმეტესობა 20-დან 40 წლამდეა. ექიმების ინფორმაციით, წითელას ვაქცინის მარაგი საკმარისია და მასზე დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს. ცნობისთვის, ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830874
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5831284
---
25.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
წითელას ვირუსით დღეს 600-მდე ადამიანია დაავადებული. სპეციალისტები წითელას ინფექციისგან თავის დაცვის ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას ასახელებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. ოფიციალური ცნობით, წითელასგან განსხვავებით გრიპის ვირუსის გავრცელების ტემპი კლებულობს, თუმცა, აცრები აქაც გრძელდება. რამდენიმე დრის წინ საქართველოში გრიპის ვაქცინის დამატებითი 7000 დოზა შემოვიდა. დღეიდან კი ყველა დიდ ქალაქში მას პირველ რიგში ორსული ქალბატონები მიიღებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830872
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5831053
---
25.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
დღეიდან ორსულებისათვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ იქნება შესაძლებელი. ვაქცინა უკვე ყველა რაიონულ ცენტრში დარიგდა. გარდა ამისა უფასოდ აცრიან ორსულებს ევექსის კლინიკებშიც. ორსულის აცრა გრიპზე აუცილებელია, ხოლო წითელაზე არ შეიძლება. ბოლო მონაცემებით გრიპის ვირუსი მკვეთრად არსი სემცირებული, თუმცა როგორც ცენტრში აცხადებენ რისკი კვლავ არსებობს. საქართველოში წითელას ფართო მასშტაბიანი აფეთქებაა, თუმცა მოსახლეობის მიმართვიანობა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო აცრებზე იზრდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830914
I არხი -მოამბე 12:00http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5831488
რუსთავი 2- კურიერი 08:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830841
---
25.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
ე.წ. ღორის გრიპით ავადობის პიკი ჩავლილია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5831055
---
25.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
პირველადი ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ შულედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ჯერ საპილოტეა და დედაქალაქის მასშტაბით მოქმედებს. პროექტი გულისხმობს სპეციალურად შემუშავებული ინსტრუმენტების საშუალებით სამედიცინო მომსახურების სერვისების შეფასებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5831035
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5831106
---
25.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, 4 წლის ნინოს სამგლოვიარო აქცია გაიმართება. უფლებადამცველები მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. მათი განმარტებით, მცირეწლოვანზე სისტემატიური ძალადობის შესახებ, ყველა შესაბამისი უწყება იყო ინფორმირებული თუმცა არც ერთმა სამსახურმა რეაგირება არ მოახდინა. იურისტები ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. საგამოძიებო უწყებას კი მოუწოდებენ გაასაჯაროოს საქმის მასალები და დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830836
იმედი -ქრონიკა 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830860
---
24.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ე.წ. "ღორის გრიპით" ავადობის პიკი ჩავლილია, მაგრამ თებერვლიდან სპეციალისტები ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას ელოდებიან. შესაბამისად მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაცია ძალაში რჩება. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 3000 დოზა ვაქცინა ორუსლბისთვის არის განკუთვნილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830753
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830763
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830255
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830233
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829919
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829600
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829545
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829477
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829226
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829153
---
24.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. ოპოზიცია მოითხოვს ანგარიშს, სადაც სამინისტრო წარმოადგენს გეგმას თუ როგორი მომზადებული შეხვდება უწყება ვირუსის ახალ ტალღას მომდევნო თვეებშო. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ვირუსი თებერვალსა და მარტში კვლავ გააქტიურდება. "ძალა ერთობაშიას" განცხადებას ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829566
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829480
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5828945
---
24.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ჯანდაცვის კუთხით მთავარი გამოწვევა ქვეყანაში ახლა "წითელაა". საქართველო ეპიდემიის საფრთხის წინაშეა. დაავადების გავრცელების ცენტრები დედაქალაქი და სამეგრელოს რეგიონია. ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830749
---
24.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
სანზონაში დაღუპული გოგონას დედას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმის ამ ეტაპზე მშობელს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის დარღვევა ბრალდება. თუმცა სამართალდამცველები ასევე იძიებენ ბავშვის გარდაცვალების მიზეზს და აქ მთავარი მოლოდინი ექსპერტიზის დასკვნას უკავშირდება. ადვოკატის აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები არ დაურღვევია მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ვინაიდან შემაკავებელი ორდერი, რომელიც 6 იანვარს გამოსცა შსს-მ ითვალისწინებდა იმას, რომ დედა არ უნდა მიკარებოდა მსხვერპლს და საცხოვრებელ ადგილს და შესაბამისად ამის კონტროლი დაევალა შსს-ს და ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. ადვოკატი ითხოვს, რომ გამოძიებამ დაადგინოს რამდენად უზრუნველყო მათზე დაკისრებული მოვალეობა შესაბამისმა უწყებებმა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830704
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830650
---
24.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების გარეშე მოსწავლეებს არ დაუშვებენ. 19 წლამდე პირებისთვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება,რომელიც ყველა მოქალაქისთვის უფასოა სავალდებულო გახდა. ცველილება საქართველოში წითელას ეპიდ აფეთქებამ განაპირობა. მედიკოსების თქმით, აცრაზე უარის თქმის გამო ზიანი შეიძლება მიადგეს როგორც აუცრელ ადამიანს, ასევე მის გარშემომყოფებს. გართულებების თავიდან ასაცილებლად კი ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830681
---
24.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არის- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმარისი მარაგია. ცნობისთვის მედიკოსები გრიპის ვირუსის მცირე პიკს თებერვლის დასასწყისში ელოდებიან, ქყვეანაში ანტივირუსული პრეპარატი საჭიროების მიხედვიტ უფასოდ გაიცემა, მიმდინარეობს ვაქცინაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830645
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830407
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830048
---
24.01.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
წითელას 580 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წითელასაგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება აცრაა. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში,იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა. სპეციალისტები 20-45 წ მოქალაქეებს აცრების გარდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისაკენ მოუწოდებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5830049
---
24.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
თბილისის საქალაქო სასამარლოში, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე 21 ბრალდებულის ეპიზოდი განიხილება. დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს ისეთი მტკიცებულებები არ აქვს, რომლითაც ბრალდებულთა დანაშაული დამტკიცდება. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე, პატიმრობაში მყოფი ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას, მათი კვლავ პატიმრობაში დარჩენის მოითხოვს. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829620
პალიტრა ტვ- პალიტრა ნიუს 16:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5829748
---
ინტერნეტი
25.01.2019
დაწესებულებები, სადაც ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო, უფასო აცრის გაკეთება შეუძლიათ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო უფასო აცრების ჩატარებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე უფასო აცრები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის. უწყების ინფორმაციით, აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. თბილისის მასშტაბით აცრის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: 1. შპს „ვერე-21“ პოლიკლინიკა- მის: ქიაჩელის ქ. N 18 2. შპს „მედისონ ჰოლდინგი“- მის: კალოუბნის ქ. N 12 3. შპს „მედისონ ჰოლდინგი“-მის: ვაჟა-ფშაველა 83/11 4. შპს „ჰერა“- მის: ლუბლიანას ქ. N 5 5. შპს „მედკაპიტალი -გლდანი“- მის: ვეკუას ქ. N 18 6. შპს „მედკაპიტალი -სამგორი“- მის: მოსკოვის გამზ., კვ. 4, კორპ. 3 7. შპს „მედკაპიტალი – საბურთალო“ – მის: გამრეკელის ქ. N 19 8. შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“- წინამძღვრიშვილის ქ. N 57
25 იანვარს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვაქცინაციას განახორციელებს მხოლოდ ორსულებისთვის ევექსის თბილისის და რეგიონების პოლიკლინიკებში.
ვაქციანციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ „ევექსის“ შემდეგ პოლიკლინიკებს:
თბილისი: 1.ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა – ვაჟა ფშაველას 40 2.ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა – ა. წერეთლის გამზირი 141ა. 3.ევექსის ისნის პოლიკლინიკა – ქ. წამებულის 69 4.ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა -ვეკუას ქ. 3 5.ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა – პეტრიწის 16
რეგიონები: 1.ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა – ს. ხიმშიაშვილის #20 2.ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა – მ.კოსტავას 1 3.ევექსის ფოთის პოლიკლინიკა – გამსახურდიას ქ. N6 4.ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა – პ.იაშვილის ქ. 9/11
შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში 7 ათასი დოზა ვაქცინა შემოვიდა. ყველა ეს მედიკამენტი განკუთვნილია ორსულებისთვის. „ევექსის“ ინფორმაციით, თუ ორსულთა ვაქცინაციის შემდეგ, ვაქცინები დარჩება, აცრა ნებისმიერ მსურველს შეეძლება მარაგის ამოწურვამდე. თუმცა კომპანიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რამდენი ვაქცინა დარჩება ორსულთა იმუნიზაციის შემდეგ.
---
25.01.2019
ორსულებისთვის დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრა საქართველოს რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი
"იმედი გვაქვს, ორსულები, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ გრიპის დაავადების შემთხვევაში, გამოიყენებენ შესაძლებლობას და აიცრებიან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა. თბილისსა და დიდ ქალაქებში ორსულების აცრა გუშინ დაიწყო, დღეიდან კი უკვე რეგიონებში, 12:00 საათიდან აცრის გაკეთება შესაძლებელი იქნება. გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულებისთვის უფასოა. ვაქცინა უკვე ყველა რაიონულ ცენტრშია დარიგებული. რაც შეეხება წითელას, პაატა იმნაძის თქმით, შემთხვევები მატულობს, თუმცა ამავდროულად მატულობს იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც წითელას საწინააღმდეგოდ იცრებიან. "ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წითელას მალე შევაჩერებთ, თუ მოქალაქეები მალე აიცრებიან," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90335
---
24.01.2019
გაერთიანებული ოპოზიცია ამირან გამყრელიძეს 1995-2004 წლების საქმიანობას ახსენებს და 9 წელზე საუბრის ნაცვლად, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას ურჩევს
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს პასუხობენ. ამირან გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სერგო ჩიხლაძემ და მანანა ჯებაშვილმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება H1N1 ვირუსის გავრცელებას სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ მთავრობასთან კონრეტული შეკითხვები აქვთ, ხოლო პასუხის ნაცვლად, ხელისუფლება ისევ „9 წელზე“ საუბრობს. „ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეკითხევბი მთავრობასთან: • რა ღონისძიებები (საინფორმაციო, პრევენციული და ა.შ.) იგეგმება სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა მომზადებული შეხვდეს შემდეგ თვეებში ვირუსის შემოტევას? • რა მდგომარეობაშია სამედიცინო მარაგები - ვაქცინები აცრისთვის, ანტივირუსული პრეპარატები (ტამიფლუ) და სხვ.? რამდენია საწყობებში ამ მომენტისთვის და რა რაოდენობის შემოტანა იგეგმება? ვადები? • რამდენად არიან მზად ჯანდაცვის დაწესებულებები და ჯანდაცვის მუშაკები გაზრდილი პაციენტის ნაკადის მისაღებად? ასევე, შევთავაზეთ თანამშრომლობა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ვერცერთ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. ნაცვლად კითხვებზე პასუხის გაცემისა და კონკრეტული გეგმების გაცნობისა, მთავრობის წარმომადგენლისგან გვესმის ისევ საუბარი ყოფილ ხელისუფლებაზე და „9 წელზე“. ბატონ ამირანს შევახსენებთ რომ იმ „9 წლის“ პერიოდამდე კიდევ უფრო ადრე, თავად ბრძანდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, იგი იყო მინისტრის მოადგილე 1995 წლიდან, და შემდეგ მინისტრი 2004 წლამდე. ყველას ახსოვს თუ რა სისტემა გადაააბარა ბატონმა ამირანმა თავისი 10 წლიანი მოღვაწეობის შედეგად ახალ ნაციონალურ ხელისუფლებას (დანგრეული საავადმყოფოები, პალატებში მორბენალი ქუჩის ცხოველები, სამედიცინო მასალების კრიტიკული დეფიციტი, აპარატურის არარსებობა და „გაყინული ხელფასები“). ასევე, ცნობილია რა სისტემა და ბიუჯეტი დატოვა 2013 წლისთვის ყოფილმა ხელისუფლებამ. ბატონ ამირანს შევახსენებთ 2003-2012 წლის ზოგიერთ მიღწევებს ჯანდაცვაში: • ჯანდაცვის დაფინანსება ბიუჯეტიდან გაიზარდა 380% ით 74 მლნ დოლარიდან (2003) 281 მილიონ დოლარამდე (2012). • თითქმის 700 % ით გაიზარდა სამედიცინო სექტორში დასაქმებულების ხელფასი - 76 ლარი 2003 წელში და 712 ლარი 2012 წელს. • მოეწყო და მოწესრიგდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა. განახლდა და აღიჭურვა უახლესი აპარატურით 150 ზე მეტი კლინიკა. მოზიდული იქნა 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია სამედიცინო ინფრასტრუქტურის გასანახლებლად. • ორჯერ შემცირდა 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა (24,9-2000, 13-2013). • ორჯერ შემცირდა დედათა სიკვდილიანობა (49,2 -2000 წელს და 22,9 2012-ში). • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მფლობელთა რიცხვი გაიზარდა 40 000 დან 450 000 მდე (ათჯერ). • მწყობრში ჩადგა და მოწესრიგება დაიწყო სავალდებულო აცრების სიტემამ. დაინერგა იმ დროისთვის ინოვაციური შეტყობინების სისტემა აცრების შესახებ სატელეფონო შეტყობინებების (სმს) სახით,რომელიც ყველა მშობელს დროულად ატყობინებდა შვილისთვის ჩასატარებელი ვაქცინი პერიოდს. კიდევ მრავალ მიღწევაზე შეიძლება საუბარი, თუმცა ამ შედეგებს რა თქმა უნდა ჭირდებოდა განვითარება და დახვეწა. რომ არა ეს დიდი ნახტომი 2003-2012 წლებში, როგორც ბიუჯეტური, ასევე დარგის მთლიანად, შეუძლებელი იქნებოდა დღეს არსებული ნებისმიერი ჯანდაცვის პროგრამის არსებობა ქვეყანაში.“ - ნათქვამია „ძალა ერთობაშია“ წევრების განცხადებაში.
---
24.01.2019
"ჯერ პრეპარატების დეფიციტი შეიქმნა, შემდეგ ვაქცინის და პირბადეების" - "ძალა ერთობაშიას" წევრები აცხადებენ, რომ H1N1 ვირუსის გავრცელებას სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრები აცხადებენ, რომ H1N1 ვირუსის გავრცელებას სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა. გაერთიანების ჯანდაცვის მიმართულების წევრი მანანა ჯებაშვილის თქმით, ქვეყანაში პრეპარატების, ვაქცინის და პირბადეების დეფიციტი შეიქმნა. „ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა გრიპის აფეთქებას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა დეფიციტი შეიქმნა ანტივირუსული პრეპარატების. გარდა იმისა, რომ იყო დეფიციტი ფასი იყო არახელმისაწვდომი. შემდეგ ვნახეთ, რომ ვაქცინების დეფიციტი შეიქმნა. იქამდე მივედით, რომ პირბადეების დეფიციტი იყო, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა,რომ მართვა იყო ძალიან სუსტი“-აცხადებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია"-ს ჯანდაცვის მიმართულების წევრი მანანა ჯებაშვილი. სერგო ჩიხლაძის თქმით, მათ აინტერესებთ, კონკრეტულად რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან თებერვალში ვირუსის გავრცელების რისკი ისევ მაღალი რჩება. "აქამდე რაც ვნახეთ არის ის რომ არანაირი სამოქმედო გეგმა არ იყო და ასე მოქმედებდა სამინისტრო და მასთან დაქვემდებარებული უწყებები ძალიან არაკოორდინირებულად მოქედებდნენ. მართვა იყო ძალიან საცოდავი"- აცხადებს ის.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/529781-amiran-gamqrelize-opoziciaze-roca-isini-poziciashi-iqvnen-gripze-adamianebs-saertod-ar-cridnen/
ამირან გამყრელიძე ოპოზიციაზე - როცა ისინი პოზიციაში იყვნენ, გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ
ოპოზიციას ასე ვუპასუხებ - როცა ისინი პოზიციაში იყვნენ, გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას. მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ 2013 წლის შემდეგ “სერიოზულად გაზარდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსახლეობისადმი შეთავაზება”. “მოგეხსენებათ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 85% ძირითადად, სეზონის წინ ტარდება. ასე მოხდა საქართველოშიც, გასულ წელს, სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში 41 000 ადამიანი აიცრა. მათი რაოდენობა წინა სეზონებთან შედარებით გაორმაგდა. გასაგებია, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ გუშინ ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის გარკვეული რაოდენობა და კიდევ არის შეკვეთილი, რომელიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს - ორსულებს მოხმარდება”, -აღნიშნა მან. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად არის. „გრიპის სეზონი ევროპაში იწყება მე-40 კვირას და გრძელდება მომავალი წლის მე-20 კვირამდე. შეიძლება, იყოს ერთი, ორი ან მეტი ტალღა. ჩვენ გრიპზე დაკვირვების მრავალწლიანი ტალღა გვაქვს. არ არის აუცილებელი, რომ თებერვალში იყოს მეორე ტალღა, მაგრამ ქვეყანა და მოსახლეობა უნდა იყოს მზად და ფხიზლად. ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადყოფნაშია. თუ თებერვალში გრიპის ვირუსის მატება იქნება, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა შესაბამის ზომებს მიიღებს”,- აღნიშნა მან. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არის „ტამიფლუს“ საკმარისი მარაგი, რომ ამბულატორიულ სექტორში დროულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა და ქვეყანა ამისთვის მზადაა. მისი გაცემა სეზონის ბოლომდე რეცეპტის ან ფორმა 100-ის საფუძველზე უფასოდ გრძელდება”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42678/gripis-ufaso-vaqtsinatsia-eveqsisgan
გრიპის უფასო ვაქცინაცია ევექსისგან
გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით სამედიცინო კორპორაცია ევექსმა უზრუნველყო 4000 ვაქცინის შესყიდვა, რომელსაც უსასყიდლოდ გამოყოფს პირველ ეტაპზე მაღალი რისკ ჯგუფის - ორსულების ვაქცინაციისთვის. 25 იანვარს ვაქცინაცია განხორციელდება მხოლოდ ორსულებისთვის ევექსის თბილისის და რეგიონების პოლიკლინიკებში. ვაქცინა - ვაქსიგრიპი, მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთი. მომართვიანობის და მარაგების გათვალისწინებით შესაძლებელია უფასო ვაქცინაიცია გავრცელდეს სხვა რისკ ჯგუფებზეც. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სამედიცინო კორპორაცია ევექსის ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისისა და თბილისის პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. თბილისი: ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40 ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა - ა. წერეთლის გამზირი 141ა. ევექსის ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69 ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ. 3 ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16 რეგიონები: ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა - ს. ხიმშიაშვილის #20 ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1 ევექსის ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6 ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა - პ.იაშვილის ქ. 9/11
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/335637/
თბილისის კერძო კლინიკებში ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ – NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ორსულმა ქალებმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის დღეს, 24 იანვარს 15.00 საათის შემდეგ შეუძლიათ მიმართონ რიგ კერძო კლინიკებს, სადაც მათ სეზონური გრიპის ვაქცინა უფასოდ ჩაუტარდებათ. მოქალაქეებს ვაქცინისთვის შეეძლებათ შემდეგ კლინიკებს მიმართონ: როგორც ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინეს. “საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის წარმოადგენენ. ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით,” – წერია NCDC-ის განცხდებაში. 2 დღის განმავლობაში ვაქცინაცია მხოლოდ ორსულებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მომართვიანობის საფუძველზე გადაწყდება, კიდევ რომელი ჯგუფებისთვის გახდება გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი. NCDC ამბობს, რომ ვაქცინაციისთვის კომპანია „გეფა“-მ საკუთარი მარაგებიდან ვაქცინის 4000 დოზა გამოყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე (ოქტომბერ-ნომებრის პერიოდში) რისკ-კგუფში შემავალი 41 000 ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო. სახელმწიფო 2017 წლიდან ახორციელებს ორსულთა ვაქცინაციას და შეინიშნება ვაქცინაციისადმი მოთხოვნის მზარდი ტენდენცია, მაგალითად, თუ 2017-2018 სეზონზე აიცრა 532 ორსული, 2018-2019 წლის სეზონზე მათმა რაოდენობამ შეადგინა – 1 111.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/19173
წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში მოსწავლეებს, პედაგოგებს და სტუდენტებს შესაძლოა სტატუსი შეუჩერდეთ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო აცრის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულო ხდება. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნული საკითხი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, წითელას პრევენციული ღონისძიებების შესახებ მთავრობის მიერ გამოცემულიგანკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს - იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. „21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია წითელათი დაავადების 430 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, შესაბამისად, ის სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ გამოსცა წითელას პრევენციული ღონისძიებების შესახებ განკარგულება. ამ განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს სხვადასხვა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40 წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა, რომელზეც განსახორციელებელ ნაწილებს დეტალურად გავწერთ. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ”,- აღნიშნა მან. რაც შეეხება შემოწმების მექანიზმს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოითხოვოს კონკრეტული პირის აცრის სტატუსის შესახებ ინფორმაცია. ადამიას თქმითვე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ საჯარო სამსახურებშიც რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო. „განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო”,- აღნიშნა მან. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხუციშვილი განმარტავს, სტატუსის შეჩერება აუცრელი პირის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვას არ გულისხმობს. „განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლოა, განიხილოს ბენეფიციარის სტატუსის შეჩერების საკითხი. ბენეფიციარი 2 თვის განმავლობაში თუ არ წარადგენს ცნობას აცრის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებას მხოლოდ განხილვის ვალდებულება აქვს. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, დაგეგმილი გვაქვს სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდება. არც ერთი პირის განათლების უფლება არ შეიზღუდება იმ მიზეზით, რომ მას აცრა არ აქვს გაკეთებული. საჭიროა, ცნობიერების ამაღლება, რათა ყველამ გაიგოს, რომ აუცრელობის გამო შეიძლება ზიანი მიადგეს, როგორც აუცრელ ადამიანს, ისე მის გარშემო მყოფებს. ტერმინი „სტატუსის გადახედვის“ დასაზუსტებლად ვიკრიბებით ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც აღსრულების მექანიზმის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21112
პაატა იმნაძე:’ ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა, წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა’
ქვეყანაში წითელათი ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სამწუხარო პროგნოზი წითელას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით გამართლდა. ქვეყანაში დაფიქსირებული 580 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. „მოგეხსენებათ, დაიწყო საკმაოდ აქტიურად აცრების კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000 ჩვენი მოქალაქე აიცრა. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა",- ამბობს პაატა იმნაძე. შეგახსენებთ, რომ , წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ. ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე, 25 იანვრის ჩათვლით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ბაღში წითელას აცრის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ დაიშვებიან. აცრა სავალდებულოა ბაღში დასაქმებულებისთვისაც. ნახეთ რომელ მუნიციპალიტეტში სადაა აცრა შესაძლებელი: ახალციხე – რუსთაველის N105 ა. ახალციხე – ახალქალაქის გზატკეცილი N3. ადიგენი - ბალახაშვილის N11. ახალქალაქი – აღმაშენებლის N31. ასპინძა – შალვა ახალციხელის N1ა. ნინოწმინდა – თავისუფლების N48.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/quthaisshi-klinika-mediqal-sithis-mimdinare-thveshi-tsithelas-diagnozith-94-ma-patsientma-mimartha/
ქუთაისში კლინიკა “მედიქალ სითის” მიმდინარე თვეში წითელას დიაგნოზით 94-მა პაციენტმა მიმართა
ამ დრომდე კლინიკაში წითელას დიაგნოზით დაავადებული 20 ადამიანი მკურნალობს. მათი მკურნალი ექიმის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მომართვიანობა სამჯერ არის გაზრდილი. ნუგზარ მაღლაკელიძის ვარაუდით მომდევნო კვირაში მიმართვიანობის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს. რაც შეეხება გრიპისვირუსს და H1N1 შემთხვევებს, ექიმი ამბობს, რომ მიმართვიანობა ამ ეტაპზე ფაქტიბრივად შეწყვეტილია.
პია.ჯი- https://pia.ge/post/244045-qutaissi-witelas-semtxvevebi-gasul-weltan-sedarebit-samjer-aris-gazrdili
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/203160-qsheidzleba-iyos-erthi-ori-an-meti-talghaq-gamyrelidze-gripis-virusze.html?lang=ka-GE
"შეიძლება, იყოს ერთი, ორი ან მეტი ტალღა" - გამყრელიძე გრიპის ვირუსზე
საქართველო გრიპის ვირუსის მეორე ტალღას ელოდება და ამისთვის მზად არის- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმარისი მარაგია, რომ ამბულატორიულ სექტორში დროულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა. "ევროპაში გრიპის სეზონი მე-40 კვირას იწყება და მომავალი წლის მე-20 კვირამდე გრძელდება. ჩვენ გრიპზე დაკვირვების მრავალწლიანი მაჩვენებელი გვაქვს. შეიძლება, იყოს ერთი, ორი ან მეტი ტალღა. არ არის აუცილებელი, მეორე ტალღა თებერვალში იყოს, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს. ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია. თუ თებერვალში გრიპის ვირუსის მატება იყო, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა შესაბამის ზომებს მიიღებს. რაც შეეხება "ტამიფლუს", მისი გაცემა სეზონის ბოლომდე რეცეპტის ან ფორმა 100-ის საფუძველზე უფასოდ გრძელდება," – აღნიშნა გამყრელიძემ.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/26867-zugdidisinfeqciursaavadmyofostsithelasvirusithboloerthkvirashi34mapacientmamimartha.html
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს წითელას ვირუსით ბოლო ერთ კვირაში 34-მა პაციენტმა მიმართა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევები გაიზარდა. სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს 34 პაციენტმა მიმართა, იანვრის თვეში კი 95-მა. ექიმ-ინფექციონისტის, მარინა ქილორავას განცხადებით, ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას წითელას ვირუსზე 8 ადამიანი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „თითქმის ყოველდღიურად, ინფექციური საავადმყოფო წითელას დიაგნოზით საშუალოდ 8-10 პაციენტს იღებს. მათ არ აღენიშნება გართულებები. აქედან გამომდინარე სტაციონალურ მკურნალობას მათგან მხოლოდ გამონაკლისები გადიან. რაც შეეხება აცრებს, საავადმყოფო მომარაგებულია ვაქცინებით და შესაბამისად კეთდება აცრებიც"- განაცხადა ინფეციონისტმა მარინა ქილორავამ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წითელას აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/143277-imnadze-gripisgan-gansxvavebit-tsitelas-veraferi-gaacherebs-acrebis-garda
იმნაძე: გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა
გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა. იმნაძე ამბობს, რომ წითელათი დაინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. "ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისათვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ისევ ყველაზე მეტ შემთხვევები არის თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში. მოგეხსენებათ, დაიწყო საკმაოდ აქტიურად აცრების კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000 ჩვენი მოქალაქე აიცრა. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა",- ამბობს პაატა იმნაძე. ცნობისთვის, წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით უფასო ვაქცინაციის გაკეთება შესაძლებელია თბილისში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, სამცხესა და შიდა ქართლში. სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც წითელას ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ არის შესაძლებელი, ნახეთ აქ. რა არის წითელა და თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
---
24.01.2019
1-დან 19-წლამდე ასაკის პირთათვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება
ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-დან 19-წლამდე ასაკის პირებისათვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. "21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია წითელას 430 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება. მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ წითელას პრევენციული ღინისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19-წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40-წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს განკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა, რომელზეც განსახორციელებელ ნაწილებს დეტალურად გავწერთ. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ", – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ. ამასთან, ეკატერინე ადამია განმარტავს, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ საჯარო სამსახურებშიც რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო. "განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო", – აღნიშნა ადამიამ.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/335451/
სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი
ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა თბილისში, სანზონაში, 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ექსპერტიზის შედეგები. თუმცა საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს არა მხოლოდ შსს-ს, არამედ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართაც. ბავშვთა უფლებადამცველებისა და ომბუდსმენის თქმით, პრობლემა არის არა მხოლოდ ინდივიდუალური გულგრილობა, არამედ სისტემური გაუმართაობა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სათანადოდ ვერ იცავს. როგორც ბავშვის გარდაცვლების შემდეგ გაირკვა, ბავშვს ჯერ კიდევ სიკვდილამდე აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები, მის ბიოლოგიურ დედაზე კი გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს პასუხი, იცოდა თუ არა უწყებამ, რომ ბავშვის დედაზე ორდერი იყო გამოწერილი და თუ იცოდა, რატომ დატოვა მცირეწლოვანი იმავე ოჯახში. რა (არ) ვიცით ამ დრომდე? შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 22 იანვრის დილით ოჯახის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს. ადგილზე მისულ ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ში ამბობენ, 6 იანვარს, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, პატრული ბავშვის ოჯახის მეზობელმა გამოიძახა. შსს-მ ამ დღეს ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცირეწლოვნის დედა დააკავეს, ხოლო ბავშვი პატრულის ეკიპაჟთან ერთად იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ შსს-მ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და ბავშვთან კონტაქტი აუკრძალა. საქმეზე გამოიკითხნენ ბრალდებული და მოწმეები, მათ შორის, ოჯახის წევრები. ოჯახმა დედის მხრიდან ბავშვზე რაიმე ფორმით ძალადობა უარყო და მის სხეულზე არსებული დაზიანებები მისსავე ჰიპერაქტიურობას დააბრალა. თუმცა ოჯახის მეზობლები სხვადასხვა ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ ბავშვი იქამდეც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მას სხეულზე ხილვადი ტრავმები აღენიშნებოდა. შსს-ს განცხადების მიხედვით, ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, მცირეწლოვნის დედის მიმართ პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის იაშვილის კლინიკაში 6-იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. იაშვილში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანებები არ გამოვლენილა. პაციენტი მოთავსდა ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ. იაშვილის კლინიკაში არ აკონკრეტებენ, ჰქონდა თუ არა ბავშვს ძალადობის ნიშნები და არც იმაზე საუბრობენ, თუ სხეულის რომელი ნაწილები იყო დაზიანებული. თუმცა რუსთავი 2, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ბავშვის კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც ბავშვი სახეზე არაერთი დალურჯება ჩანს. იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, ბავშვი 8 იანვარს, სოცაგენტისა და ოჯახის წევრის, სავარაუდოდ, მამინაცვალის თანხლებით გაწერეს. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ კი ბავშვის დედა პოლიციამ ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა. ამავე დღეს სოცსააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები სახლიდან გაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ 6 იანვარს დაკავებულ დედას ორდერი გამოუწერეს, სოცსააგენტოში ამ დრომდე ვერ პასუხობენ კითხვას, იცოდნენ თუ არა იმის შესახებ, რომ მცირეწლოვანი, შესაძლოა, ფიზიკური და განგრძობითი ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა ამბობენ, რომ ოჯახი და ბავშვი დაბადებიდან მონიტორინგის ქვეშ იყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვი დაბადებიდან მალევე მინდობით აღზრდაში დედის თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს. უწყება ამბობს, რომ სამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რა დროსაც ბავშვმა მინდობით აღზრდაში დაჰყო, ბიოლოგირი დედა მას სისტემატურად აკითხვდა, მიჯაჭვულობას იჩენდა და, ზოგადად, ოჯახი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მათივე თქმით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი იყო, ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდილიყო, რასაც ისიც ემატებოდა არგუმენტად, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. სოცსააგენტოში დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ თანამშრომელთა ბრალეულობის დადგენის მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტი ამ საქმეს სწავლობს. ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ბავშვის ცხედრიდან ნიმუშების აღების შემდეგ ლაბორატორიულ გამოკვლევას ატარებს. შსს-ს ინფორმაციით, ბიუროდან ბავშვს , სავარაუდოდ, 24 იანვარს მამინაცვალის განცხადების საფუძველზე გადაასვენებენ. იყო თუ არა შემაკავებელი ორდერი საკმარისი – უფლებადამცველის შეფასება უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში როგორც ამბობს, შემაკავებელი ორდერის მიზანია მსხვერპლის დაცვა და ამ მიზნის მისაღწევად საკმარისია გადაწყვეტილების აღსრულება, მხოლოდ ორდერის გამოცემა არ არის საკმარისი. “აღსრულების გარეშე ის იქცევა უბრალო ფურცლად და მსხვერპლს არ იცავს,” – ამბობს ანა არგანაშვილი. მისივე მოსაზრებით, ორდერის გამოცემისთანავე უნდა დაეკავებინათ ბავშვის დედა. უფლებადამცველი განმარტავს, რომ როდესაც საქმე 4 წლის ბავშვს ეხება, სიტუაცია უფრო რთულდება. ამის მიზეზი შემდეგია: 4 წლის ბავშვი ვერც თავს დაიცავს მოძალადისგან და ვერც პატრულს შეატყობინებს, როდესაც მოძალადე არღვევს შემაკავებელ ორდერს, რაც თავისთავად უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. არგანაშვილის თქმით, როცა არსებობს ეჭვი ფიზიკურ ძალადობაზე, სავარაუდო მოძალადე უნდა დააკავონ, რადგან შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის. “სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლების დაცვა გულისხმობს ყველა ამ პროცედურის ჩატარებას. მაშასადამე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენას, რომლის გარეშეც საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის გამო ბავშვის უფლებების სისტემურ დარღვევასთან,” – ამბობს ანა არგანაშვილი. უფლებადამცველის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, არათუ ფიზიკური დაზიანებების აღმოჩენისას, არამედ უმცირესი ეჭვის გაჩენის დროსაც, გამორიცხოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ძალადობის საფრთხე, პირველი გადაწყვეტილება არის მოძალადის სახლიდან გაყვანა. თუმცა, თუ მსხვერპლი ბავშვია, რომელიც სავარაუდო მოძალადეზე დამოკიდებულია ზრუნვის განხორციელების თვალსაზრისით, მაშინ არ არის საკმარისი მხოლოდ მოძალადის გაყვანა. ამიტომ უნდა გაიყვანონ ბავშვი. როგორც არგანაშვილი მიიჩნევს, საკმარისი არ არის სოციალური მომსახურების სააგენტოს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, დედა ბავშვს 3.5 წლის განმავლობაში, სანამ ის მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, ნახულობდა და ზრუნავდა და მისი ოჯახში დაბრუნების ერთ-ერთი არგუმენტი ეს იყო. “შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება უვლიდეს ბავშვს, მაგრამ იყოს ერთი კონკრეტული ძალადობის მომენტი და ეს სრულიად საკმარისია. ბავშვზე ძალადობას არ სჭირდება განმეორებითობა. როდესაც ისეთი ინტენსივობაა, რომ საავადმყოფოში ხვდება ბავშვი, მორჩა, იქ არის ძალიან სერიოზული რისკი. ასევე საინტერესოა, ორდერის გამოწერის დროს თუ შეავსეს სავალდებულო რისკების შეფასების კითხვარი და რა ხარისხის რისკი დაფიქსირდა,” – ამბობს არგანაშვილი. უფლებადამცველი დასძენს, რომ 4 წლის ბავშვის შემთხვევაში, როგორც წესი, ძალადობა იმ მომენტამდეა უჩინარი, სანამ ფიზიკური მაჩვენებლები არ გამოჩნდება, რადგან ბავშვი ხშირად ვერბალურად ვერ გადმოსცემს იმას, რაც მოხდა. ამიტომ სიფრთხილე სახელმწიფოს მხრიდან გასამმაგებული უნდა იყოს. არგანაშვილი გვიყვება, რომ სოციალურ მუშაკს ბავშვის ოჯახიდან მყისიერად გამოყვანის უფლებამოსილება და ვალდებულება პოლიციის ჩარევის გარეშეც კი აქვს. მაგრამ, მისი თქმით, პრობლემა სწორედ აქ იჩენს თავს. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოცმუშაკი ბავშვს ოჯახიდან გამოიყვანს, მას ბავშვის წასაყვანად, ფაქტობრივად, ადგილი არ აქვს. უფლებადამცველის თქმით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ის სერვისები, რომლის მეშვეობითაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სასწრაფო განთავსება და რეაბილიტაცია მოხდებოდა. “ეს არ არის ინდივიდუალურად მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა – ეს არის მთელი სისტემის პრობლემა. სინამდვილეში, ჩვენ ბავშვთა დაცვის სისტემა რეალურად არ გვაქვს და ბავშვი რომ ოჯახიდან გამოჰყავთ, არ იციან, სად წიაყვანონ. არ იციან, ბავშვს რეაბილიტაცია ვინ უნდა ჩაუტაროს იმიტომ, რომ ფსქიოლოგები არ გვყავს. მთელ თბილისში, მილიონნახევარ მოსახლეობაზე, სოციალურ სამსახურს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ჰყავს, მთელ საქართელოში კი – 10. არ გვყავს ასევე ძალადობაზე სპეციალიზებული ექიმები. ძალიან ბევრი რგოლი აკლია ძალადობისგან დაცვის მექანიზმს. ძალადობისგან დაცვის სისტემა თანამედროვე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოდელის, INSPIRE-ის მიხედვით, რომელიც აღიარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ყველა წამყვანმა ბავშვთა დაცვის სააგენტომ, 7 რგოლისგან შედგება. ჩვენთან მხოლოდ ერთი რგოლია განვითარებული და ისიც არასრულფასოვანად. შესაბამისად, სისტემური პრობლემა სახეზეა. აქ ინდივიდუალური დამნაშავის ძებნა საკმარისი არ არის,” – აცხადებს ანა არგანაშვილი მისივე თქმით, დღესდღეობით, საქართველოში სოციალური სერვისების ოდენობა ძალიან მცირეა. ანა არგანაშვილი დასძენს, რომ იმ სერვისებს, რომლებიც აქამდე იყო, სახელმწიფო არასაკმარისად აფინანსებდა. შესაბამისად, მათ არსებობა შეწყვიტეს. ასეთი სერვისების რიცხვში ანა არგანაშვილს მცირე საოჯახო ტიპის სახლებიც შეჰყავს. როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, ასეთ სახლებში, სადაც ბავშვის გადაყვანაა შესაძლებელი, სახელმწიფო მხოლოდ მინიმალურად, დაახლოებით 50%-ით აფინანსებს, დანარჩენი ფული კი სერვისის მიმწოდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს, “…თუ ვერ იშოვის, მაშინ იქ ბავშვი იშიმშილებს. შემდეგ ამ სერვისს შეამოწმებენ და სერვისის მიმწოდებელს დააჯარიმებენ. ამ პირობებში სერვისის მიმწოდებლები იხურებიან და ბავშვებს სერვისები აღარ ან უკიდურესად დაბალი ხარისხით მიეწოდებათ,” – განმარტავს ანა არგანაშვილი. რას ამბობს ომბუდსმენი “ქვეყნის პრობლემად” აფასებს ბავშვზე ძალადობას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მისი თქმით, ეს და სხვა არაერთი ფაქტი ნათლად აჩვენებს საქართველოში ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის სისტემის გაუმართაობას. “სახელმწიფო ეფექტურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას – დაიცვას ბავშვები ძალადობის და არასათანადო მოპყრობისგან. სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშსა და რეკომენდაციაში საუბრობს ბავშვის დაცვის სისტემის ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა,” – წერს ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ხშირად დაგვიანებულია და უშედეგო. ომბუდსმენივე შეფასებით, პასუხისმგებელი პირების მხრიდან კვლავ სუსტია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ცოდნა და აღნიშნულის საფუძველზე საკუთარი მოვალეობების გაცნობიერება. ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების იდენტიფიცირებისას დროულად და ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რეფერირება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ხელი შეეწყოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენებას. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ასევე აუცილებელია სისტემატური და ეფექტური მონიტორინგი. თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვები დროულად უნდა გადაიყვანოს უსაფრთხო გარემოში და უნდა უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება. ომბუდსმენის განმარტებით, ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ აღზრდის მცდარ სტერეოტიპებზე, რაც ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველას უნდა ესმოდეს, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რეაგირება მოახდინონ და მიმართონ შესაბამის უწყებებს ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში. “რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ბავშვი მძიმე სოციალური მდგომარეობისა და სავარაუდო უგულებელყოფის გამო „ჯართის“ შეგროვებისას დაიღუპა. მსგავსი შემთხვევები ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს და არ შეიძლება შეფასდეს უბედურ შემთხვევად, რადგან ამ ტრაგედიას აქვს მიზეზი და მას ბავშვთა სიღარიბე ჰქვია. სახელმწიფო პროგრამები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ოჯახის დაცვას სიღარიბისგან და კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვნების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი,” – ამბობს ლომჯარია. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის არსებული სისტემის რეფორმირების მიმართულებით. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას სოციალური სამსახურის ძლიერი მექანიზმი და ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა. სოცმომსახურების სააგენტოს განმარტება რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, მათი თქმით, ბავშვის შესახებ, ფაქტობრივად, დაბადებიდან გახდა ცნობილი. უწყება ამბობს რომ დაბადებიდან მალევე ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ სოციალურ სამსახურს სთხოვა ბავშვის დროებით სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, მიზეზად კი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერთლის თქმით, ბავშვი მინდობით აღზრდაში დაბადებიდან მალევე, დედის თხოვნის შემდეგ, გადაიყვანეს. როგორც ის განმარტავს, ოჯახს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა. მარი წერეთელი ამბობს, 3.5 წლის განმავლობაშიც, რა დროც ბავშვმა მინდობით აღზრდაში გაატარა, მისი ბიოლოგიური დედა შვილთან ხშირად მოდიოდა და მათზე მონიტორინგი ხორციელდებოდა. მისივე თქმით, ბავშვის ზრუნვიდან სამომავლოდ გაყვანის მიზნად და შესაბამისი ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების შემდეგ, დედა მნახველ და გამყვან პირად დარეგისტრირდა. “მე მინდა აღვნიშნო, რომ 3.5 წლის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არ დაუფიქსირებია ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები როგორც ამ ბავშვის, ასევე ამ ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად იმ გეგმით, რომ სამომავლოდ აქტიური მონიტორინგის განამვლობაში უნდა დაწყებულიყო ბავშვის ოჯახში სამომავლო რეინტეგრაციაზე მუშაობა,” – ამბობს მარი წერეთელი. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი საკითხს სწავლობს. რაც შეეხება 6 იანვრის შეტყობინებას, 6 იანვრამდე, მაშინ, როდესაც დედის ვიზიტები ხდებოდა, ძალადობაზე შეტყობინება არ შესულა. რაც შეეხება ბავშვის ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილებას, მარი წერეთელი ამბობს, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო დედას ბავშვის ზრუნვიდან რამდენიმე დღით გაყვანის უფლებაც კი ეძლეოდა. კითხვაზე, იცოდა თუ არა სოცსააგენტომ, რომ შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, მარი წერეთელი პასუხობს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. “ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან. მათ ჰქონდათ წინსვლა. ზოგადად, სოციალური დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გაიყვანონ, პირიქით, ოჯახები უნდა გავაძლიეროთ. ამ კონკრეტული ოჯახის ბავშვების ჰიგიენური ნორმები ყოველთვის დაცული იყო, სხვა პირობებზე მსჯელობა კი ძალიან სადავო თემაა მაშინ, როდესაც მშობლებისა და შვილების მიჯაჭვულობაზეა საუბარი”, – ამბობს მარი წერეთელი. მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის მდგოამრეობა გაუმჯობესდა, მათი მხრიდან იყო ბავშვის დაბრუნების მზაობა. ასევე, ოჯახი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, გადამისამართებული იყო სხვადასხვა სერვისში, ოჯახში მცხოვრები კაცი იყო დასაქმებული, მას ჰქონდა საქმიანობა, ბავშვის დაბრუნება “მისი ჭეშმარიტი ინტერესი იყო”. “დედასაც ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა, იყო მზრუნველი, მოდიოდა აქტიურად. ამ ბავშვის ინტერესი იყო, რომ გაზრდილიყო ბიოლოგიურ ოჯახთან. თუმცა ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა,” – განმარტავს მარი წერეთელი. მარი წერეთელი ასევე ამბობს, რომ ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვები ამ დროისთვის მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილნი. რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის ადრინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწყებაში ამბობენ, რომ ის დაბადებიდან იმყოფებოდა ყველა საჭირო სამედიცინო დაწერესბულებაში შესაბამის აღრიცხვაზე და განსაკუთრებული ავადობა არ აღენიშნებოდა.
---
25.01.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42684/orderis-gamotseris-shemdeg-bavshvi-dedisgan-unda-ganridebuliyo--4-tslis-gardatsvlili-bavshvis-dedis-
ორდერის გამოწერის შემდეგ ბავშვი დედისგან უნდა განრიდებულიყო“ - 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედის ადვოკატი
22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის ადვოკატის ნინო ტაბატაძის თქმით, ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია, რადგან დაზარალებული მოძალადისგან განრიდებული უნდა ყოფილიყო, რაც სამართალდამცველებსა და სოციალურ სამსახურს არ გაუკეთებია. ადვოკატის თქმით, მართალია შემაკავებელ ორდერში წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ ეს იმოქმედებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს იმ სახლიდან გაიყვანდნენ. „ორდერი არ დაურღვევია, ვინაიდან მასში ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა ეცადა მასთან კომუნიკაცია. თუმცა, დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადისგან, რაც არ განხორციელებულა. ის სამართალდამცავებს, სოციალურ სამსახურს უნდა გაეყვანა. იმ შემთხვევაში, თუკი, განრიდება მოხდებოდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიუახლოვდებოდა განრიდებულ ბავშვს, მაშინ იქნებოდა ორდერის პირობების დარღვევა. არც ერთი წინადადება ორდერში, რომ ქალბატონი უნდა წასულიყო, არ არის“, - თქვა ადვოკატმა გარდაცვლილი ბავშვის დედის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობის დასრულების შემდეგ. ნინო ტაბატაძის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებსა და სოციალურ სამსახურს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩიინათ. თუმცა, კითხვის ნიშნები არსებობს ორდერის გამოწერის კანონიერებაზეც. ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შვილზე ძალადობდა. „გამოძიებამ, სამართალდამცავმა ორგანომ და სოციალურმა სამსახურმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს. ორდერის გამოწერაზე კითხვის ნიშნები არსებობს, გამოვარკვევთ თუ რამდენად კანონიერი იყო. სამწუხაროა, რომ ამ აჟიოტაჟის და შექმნილი ხმაურის ფონზე მოსამართლემ ვერ გაბედა სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. გადაწყვეტილებას კანონით გათვალისწინებულ ვადაში გავასაჩივრებთ. არც ერთი იმის მტკიცებულება, ან მოწმის ჩვენება საქმეში, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შვილზე ძალადობდა, არ არსებობს„, - განაცხადა ადვოკატმა. თბილისში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. არასრულწლოვნის დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/335805/
---
24.01.2019
"ბინის მესაკუთრემაც კი, თუ მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, თავისი საკუთარი ბინა უნდა დატოვოს"- პროკურორი
შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც მითითებულია, რომ ბინის მესაკუთრემაც კი, თუ მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, თავისი საკუთარი ბინა უნდა დატოვოს და ეს განემარტა ბრალდებულს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა. პროკურორი ქსოვრელისთვის ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს. „სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობის მოთხოვნა. შესაბამისად, იმ საფრთხეების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ორდერი არის გამოცემული მოძალადე ქალის მიმართ, რომელსაც აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება. ეს არის ორდერის პირობა. შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც მითითებულია, რომ ბინის მესაკუთრემაც კი, თუ მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, თავისი საკუთარი ბინა უნდა დატოვოს. ეს განემარტა ბრალდებულს. შემაკავებელი ორდერით ჩამოთვლილი იყო ის გარემოებები, რაც მას უნდა შეესრულებინა. რაც შეეხება არასრულწლოვნის გაყვანას, ესეც მოხდა თავდაპირველად, როდესაც ძალადობის შესახებ შევიდა ინფორმაცია 6 იანვარს. 6 იანვრიდან 8 იანვრამდე ბავშვი გაყვანილი იყო საავადმყოფოში, შესაბამისად, ეს იყო მისი დაცვის ღონისძიება, რაც შესრულდა. ასევე, დაცვის ღონისძიება იყო ის აკრძალვა, რომელიც უნდა შეესრულებინა ბრალდებულს",-აღნიშნა ჟორჟოლაძემ. "ყველა ვერსია იქნება განხილული, შესაძლებელია დამძიმდეს ან არ დამძიმდეს". ჟორჟოლაძის თქმით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ დედა სთხოვდა, მას პოლიციისთვის ინფორმაცია არ მიეწოდებინა.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/335782/
4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 25 იანვარს კანცელარიასთან აქცია გაიმართება
4 წლის ნინო სამგლოვიარო აქცია” ამ სახელწოდებით ხვალ, 25 იანვარს 19:00 საათზე ქალთა მოძრაობა კანცელარიასთან აქციას გამართავს. ორგანიზაციის შეფასებით, 4 წლის ბავშვი ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. “ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ მას სცემდნენ, უყვიროდნენ და ატირებდნენ სისტემატურად. ამას ადასტურებენ მეზობლები, რომლებიც იძახებდნენ პოლიციას და სოციალურ მუშაკებს. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო უტიფრად ტყუის, რომ ამ ოჯახში პრობლემა არ არსებობდა და თავად კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ,”-აცხადებენ ორგანიზაციაში. ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძირეულად შესაცვლელია ბავშვზე ზრუნვის სისტემა. “მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაასაჯაროოს საქმის მასალები; დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე; უფლებამოსილება შეუჩეროს პირებს, ვინც არაჯეროვნად მუშაობდა ამ ოჯახთან და დაიწყოს ძირეული რეფორმები ბავშვთა დასაცავად! გთხოვთ, თან მოიტანოთ ყვავილები და სანთლები,”-წერია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, 22 იანვრის დილით ოჯახის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს. ადგილზე მისულ ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ბავშვის დედითვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ამავე თემაზესისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა თბილისში, სანზონაში, 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ექსპერტიზის შედეგები. თუმცა საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს არა მხოლოდ შსს-ს, არამედ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართაც. ბავშვთა უფლებადამცველებისა და ომბუდსმენის თქმით, პრობლემა არის არა მხოლოდ ინდივიდუალური გულგრილობა, არამედ სისტემური გაუმართაობა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სათანადოდ ვერ იცავს. როგორც ბავშვის გარდაცვლების შემდეგ გაირკვა, ბავშვს ჯერ კიდევ სიკვდილამდე აღენიშნებოდა … Continue reading
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/42679/khval-25-ianvars-4-tslis-ninos-samgloviaro-aqtsia-gaimarteba
---
24.01.2019
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=195637-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1
"4 წლის გოგოს დედა წლების წინ სხვა ბავშვზეც ძალადობდა" - ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია
ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის განცხადებით, მათთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 4 წლის ბავშვის დედა წლების წინ სხვა არასრულწლოვანზეც ძალადობდა და ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქონდა. „ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ბავშვთა დაცვის სისტემის რღვევასა და შედეგად, ბოლო პერიოდში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და აფიქსირებს პოზიციას ქვეყანაში სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 22 იანვარს 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით ამგვარი ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმართაობაა, რაც უმკაცრესად უნდა იყოს შეფასებული საზოგადოების და საგამოძიებო ორგანიზაციების მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 4 წლის ნინო, 2019 წლის 6 იანვარს, ძალადობით მიყენებული ფიზიკური დაზიანებებით, გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. დედის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც კონტაქტი აეკრძალა მშობელს ბავშვთან. მიუხედავად ამისა, ბავშვი სიკვდილამდე კვლავ ცხოვრობდა დედასთან. მეზობლების გადმოცემით, ბავშვის მიმართ ძალადობის გამო გამოწვეული ტირილი თვეების განმავლობაში, მათი მხრიდან, პატრულის და სოციალური სამსახურის გამოძახების მიზეზი ხდებოდა. ბავშვს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის ხილული კვალი. ამავდროულად, სარწმუნო წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წლების წინ, დედის მხრიდან არაერთი ძალადობის ფაქტი მომხდარა სხვა არასრულწლოვანზე, რაზეც სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტო. მიუხედავად ამისა, 23 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში იყო კეთილსაიმედო გარემო და მათ მხოლოდ 2019 წლის 6 იანვარს შეიტყვეს ბავშვზე ძალადობის შესახებ. ჩვენი შეფასებით, საზოგადოებას განზრახ არ მიეწოდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და სრული ინფორმაცია, რაც მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უნდა იყოს საჯარო და დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კრიტიკას. უკვე რამდენიმე წელია, ბავშვთა დაცვის სისტემა ქვეყანაში სრულყოფილად ვერ ემსახურება ბავშვების დაცვის ჭეშმარიტ ინტერესს. მიუხედავად ძალადობის შესახებ შეტყობინებების მატებისა, სისტემა ხშირ შემთხვევაში ვერ იცავს ეფექტურად ბავშვებს და თავისი უმოქმედობით ხდება ძალადობის ხელშემწყობი. ძალადობის შეტყობინებების უმრავლესობა კი ფაქტიურად მხოლოდ სტატისტიკად რჩება. პრობლემა მდგომარეობს სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღები პირების არაკომპეტენტურობაში, რაც თავისთავად წარმოშობს ადამიანური და ფინანსური რესურსების კრიტიკულ დეფიციტს. არ ვითარდება და დახურვის პირასაა ბავშვზე ზრუნვის მომსახურებები. მშობლებს არ მიეწოდებათ პოზიტიური მშობლობის და ბავშვთა უფლებების შესახებ მინიმალური განათლება, ფაქტიურად არ არსებობს ოჯახის მხარდამჭერი და სარეაბილიტაციო მომსახურებები, არ ფუნქციონირებს ბავშვთა დაცვის 24 საათიანი ცხელი ხაზი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამართალდამცავები და სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ ახერხებენ თანამშრომლობას ვერც ინდივიდუალურ შემთხვევებზე და ვერც ერთობლივ ინიციატივებზე, ბავშვთა ძალადობის შესახებ სტატისტიკაც კი უწყებების მიხედვით განსხვავებულია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ სფეროში არსებულ უკუსვლაზე და ბავშვთა დაცვის სისტემის რღვევაზე. ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას მიაჩნია, რომ 4 წლის ნინოს შემთხვევა, ბავშვების მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის არაეფექტური სახელმწიფო სისტემის გამოვლენაა. შესაბამისად მოვითხოვთ: - მთავარმა პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის შესწავლა ამ ოჯახის საქმეში ჩართული ყველა პროფესიონალის მხრიდან მოვალეობების შესაძლო შეუსრულებლობის ფაქტზე; ამავდროულად, გამოძიების პროცესში უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა პირს, რომელიც ჩართული იყო ან/და ინფორმაციას ფლობდა ამ ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე; - საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში დაგეგმოს და განხორციელოს რადიკალური რეფორმები ბავშვთა დაცვის სისტემის არსებითი გაუმჯობესებისთვის. შეიქმნას ინტერდისციპლინარული კომისია საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაციების მონაწილეობით რათა მოხდეს პრობლემების რეალისტური იდენტიფიცირება და დაიგეგმოს გადაჭრის გზები. - დაუყოვნებლივ მიეწოდოს საზოგადოებას ყველა მასალა, რომელიც, როგორც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, შეგროვდა წლების განმავლობაში და დაკავშირებულია ამ საქმეში ოჯახის შესწავლასთან და შეფასებასთან.“- აღნიშნულია განცხადებაში.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/529856-prokurori-ar-gamoricxavs-rom-sanzonashi-gardacvlili-4-clis-bavshvis-dedas-brali-daumzimdes/
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდეს
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორი, ლევან ჟორჟოლაძე არც გამორიცხავს და არც ადასტურებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდეს. "შემაკავებელი ორდერით, დედას აეკრძალა ბავშვთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რაც მან არ შეასრულა და ამის გამო ის დაკავებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და იმ საფრთხების საფუძველზე, რაც საქმეზე იკვეთებოდა, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ", - განაცხადა ჟორჟოლაძემ. რაც შეეხება ქსოვრელისთვის შესაძლო ბრალის დამძიმებას, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. "ბრალის დამძიმებას რაც შეეხება, გამოძიება საწყის ეტაპზეა, ამიტომ წინასწარ შეუძლებელია ითქვას, რა შედეგები იქნება მიღწეული. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე იმუშავებს. მტკიცებულებების შინაარსზე გამოძიების და არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბარი ამ ეტაპზე არ შემიძლია", - განაცხადა პროკურორმა. კითხვაზე, შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ, თუ ვის ევალებოდა მონიტორინგი, ჟორჟოლაძე პასუხობს, რომ ეს როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა. მისივე განმარტებით, გამოძიება ყველა კუთხით მიმდინარეობს. პროკურორის განმარტებითვე, გამოძიება გარდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლითაც მიმდინარეობს. "გამოძიება გრძელდება ორი მუხლით, მათ შორის, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის. შემაკავებელი ორდერით, დედას აეკრძალა ბავშვთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რაც მან არ შეასრულა, ამის გამო არის ის დაკავებული. მას 30 დღის განმავლობაში, 6 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, მსხვერპლთან, ანუ არასრულწლოვანთან, მის საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიეერი სახით კომუნიკაცია ეკრძალებოდა. ვალდებულება დედას ჰქონდა, რომ მის სახლში არ მისულიყო. აღსრულება თავად მოძალადეს, დედას ევალებოდა. ყველა პირის გამოკითხვა, ყველა ვერსიის შემოწმება მიმდინარეობს", - განაცხადა ჟორჟოლაძემ. სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/529766-advokati-gia-tvalavazes-ar-chaudenia-is-danashauli-romelsac-mas-braldebis-mxare-edaveba/
ადვოკატი - გია თვალავაძეს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც მას ბრალდების მხარე ედავება
გია თვალავაძეს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც მას ბრალდების მხარე ედავება, - ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. ამ წუთებში თბილისის სააალაქო სასამართლოში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. „დღეს ტარდება წინასასამართლო სხდომა გია თვალავაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე წარმოადგენს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დაცვის მხარეს ასევე მოპოვებული აქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად დაერთვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით. წარმოდგენილი გვაქვს მთელი რიგი გამოკითხვის ოქმები, მთელი რიგი სხვა განცხადებები და სხვა მტკიცებულებები, რომლითაც მიმაჩნია, რომ დასტურდება გია თვალავაძის უდანაშაულობა. გია თვალავაძეს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც მას ბრალდების მხარე ედავება. მჯერა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აუცილებლად დადასტურდება მისი უდანაშაულობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა კაკაბაძემ. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს აეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სამაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. დანაშაული 7 დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
---
24.01.2019
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმის პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებები ოცდაერთივე პირის, მათ შორის გია თვალავაძის ბრალეულობას ადასტურებს
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმის პროკურორი, მაია სილაგაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ საქმეში არსებობს 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, ასევე წერილობითი მტკიცებულები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, რაც ოცდაერთივე პირის, მათ შორის, გია თვალავაძის ბრალეულობას ადასტურებს. „დღევანდელ პროცესზე მოსამართლე განიხილავს ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომ დასაშვებად იქნას ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ასევე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დასაშვებად იქნას ცნობილი მათი მტკიცებულებები. გარდა ამისა, განიხილება დაპატიმრებული ბრალდებულებისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, დაახლოებით, 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, ასევე არაერთი სხვა წერილობითი მტკიცებულება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ 21-ივე ბრალდებულის მიმართ არსებით სხდომაზე მათ მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდება", - აცხადებს სილაგაძე. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე, პატიმრობაში მყოფი ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას, მათი კვლავ პატიმრობაში დარჩენის მოითხოვს. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
---
24.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/529801-gia-tvalavaze-tavs-damnashaved-ar-vcnob/
გია თვალავაძე - თავს დამნაშავედ არ ვცნობ
წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილმა უფროსმა, გია თვალავაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ბრალდებული 21 პირიდან წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ გია თავლავაძე და აღნიშნულ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის დაკავებული „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჯანჯღავა არ ცნობენ. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები საკუთარ მტკიცებულებებს წარადგენენ, რომელთა დასაშვებობაზეც სასამართლო იმსჯელებს. დღესვე მოხდება პატიმრობაში მყოფი პირის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვა. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
---
24.01.2019
რატომ ვერ ახერხებს "სიტროენ ჯორჯია" სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას? კომპანიის განცხადება და მიმართვა პრემიერს
სიტროენ ჯორჯია" საქართველოს პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს და მათი საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ "სიტროენ ჯორჯია" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მხოლოდ იმის გამო ვერ ახერხებს, რომ უკვე მერვე თვეა მოსამართლე თამარ მეშველიანი მათ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ აბარებს. პრაიმტაიმი "სიტროენ ჯორჯიას" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მას შემდეგ რაც "სიტროენ ჯორჯიასა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის არსებულ სასამართლო დავაში ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის გამოჩნდა და ამ საქმემ ხელოვნურად პოლიტიკური ელფერი შეიძინა, სასამართლოს, კონკურენციის სააგენტოსა და შესყიდვების სააგენტოს მიერ "სიტროენ ჯორჯიას" წინააღმდეგ განხორციელდა მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიხატება შემდეგში: შესყიდვების სააგენტომ გააქრო ის აუდიო მასალები, რომლითაც ჩვენ ვდაობდით ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში და რითაც დასტურდებოდა ჯანდაცვის სამინიტროს დანაშაულებრივი ქმედება. სასამართლო პროცესზე მათ განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერები უბრალოდ არ არსებობდა. თუმცა, ამის შემდეგ გამოჩნდა ორი მოწმე. მათ შორის ერთ-ერთი მამუკა ტუსკაძე. ორივე მათგანი შესყიდვების დავების საქმის კომისიის წევრები იყვნენ მაშინ, როდესაც ჩვენი საქმე სასამართლოში იხილებოდა. მათ განაცხადეს, რომ ჩანაწერები არსებობდა და ისინი, როგორც დავების საბჭოს მოქმედი წევრები მზად იყვენენ სასამართლოში დაედასტურებინათ მათი არსებობა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოწმეების დაკითხვაზე უარი განგვიცხადა. ამ ყველაფრის შემდეგ, მოსამართლე თამარ მეშველიანმა გამოიტანა სიტყვიერი სასამართლო გადაწყვეტილება და თქვა, რომ "სიტოროენ ჯორჯიას" წინაშე არ დარღვეულა კანონი და ჯანდაცვის სამინისტრო ამ დავაში მართალი არის. საგულისხმოა ის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ 8 თვის წინ გამოიტანა. 8 თვის შემდეგაც კი სიტროენ ჯორჯიას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ ჩაგვბარებია მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მაშინ, როდესაც კანონი დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთვის 2 თვეს განსაზღვრავს. სწორედ, ამ ფაქტის გამო ვერ ვახერხებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, რადგან ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის მოსამართლე თამარ მეშველიანის დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობაა საჭირო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს კანონდარღვევას და ეჭვქეშ ვაყენებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა გააყალბა სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევა. არსებობს ამის დამადასტურებელი ოფიციალური აუდიო ჩანაწერი, რომელიც დღის სინათლეზე გამოვიტანეთ, მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესებულა "სპეცოპერაციით", რომელსაც "სიტროენ ჯორჯიას" ბაზრიდან გაქრობა ჰქვია. ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა და ამიტომ თხოვნით მივმართავთ ახალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომ მან „სიტროენ ჯორჯიას“ საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. თუ "სიტროენ ჯორჯია" სამართალს საქართველოში ვერ მიაღწევს,მაშინ მოგვიწევს დავა ქვეყნის გარეთ გავიტანოთ, რადგან გვყავს უცხოელი ინვესტორი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ინტერესს არ წარმოადგენს საქართველოს იმიჯის შელახვა და სწორედ ამიტომ ამ დრომდე ვიკავებდით თავს. "სიტროენ ჯორჯია" არის ხელოვნურად გაკოტრებული. სასამართლომ კი ფაქტობრივად თქვა ის, რომ ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია." - ნათქვამია "სიტროენ ჯორჯიას" განცხადებაში.
---
ბეჭდვითი მედია
25.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
“4 წლის გოგოს დედა წლების წინ სხვა ბავშვზეც ძალადობდა” - ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია
ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის განცხადებით, მათთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 4 წლის ბავშვის დედა წლების წინ სხვა არასრულწლოვანზეც ძალადობდა და ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქონდა. "სარწმუნო წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წლების წინ, დედის მხრიდან არაერთი ძალადობის ფაქტი მომხდარა სხვა არასრულწლოვანზე, რაზეც სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტო. მიუხედავად ამისა, 23 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში იყო კეთილსაიმედო გარემო და მათ მხოლოდ 2019 წლის 6 იანვარს შეიტყვეს ბავშვზე ძალადობის შესახებ. ჩვენი შეფასებით, საზოგადოებას განზრახ არ მიეწოდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და სრული ინფორმაცია, რაც მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უნდა იყოს საჯარო და დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კრიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
---
25.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
უმუშევრობა ერთბაშად გაორმაგდება და 25%-ს მიაღწევს
---