From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-25.02.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 25.02.2019 09:10
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 25.02.2019

ტელევიზია

24.02.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

რუკაზე რომელსაც ნახავთ მთელი საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტური დასახლებებია მონიშნული. ქვეყანაში გვყავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული 282 848 დევნილი მოქალაქე რაც  92 051 ოჯახია. აქედან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 40 660 დევნილი ოჯახი. ანუ ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარი ჭერი 51 378 დევნილ ოჯახს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5897320

---

 

24.02.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

გაუსაძლისი ყოფა მიტოვებულ ვაგონში - სოციალურად დაუცველი ორი ოჯახი აქ უკვე 15 წელია ცხოვრობს. დიასამიძეებს კუთვნილი ფართის დაკანონებას და მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ აძლევს. დიასამიძეები დახმარებას ითხოვენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5897074

---

 

23.02.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეცმანქანა გადასცა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება. სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა, სპეცმანქანების საშუალებით დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5895596

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5896142

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5895237

---

 

23.02.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, ხულოში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც კლინიკაში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. არასრულწლოვნები ხულოდან - ბათუმში, 4 წლის გოგონას პნევმონიით გარდაცვალების შემდეგ გადმოიყვანეს. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, რვა ბავშვს შორის ყველაზე პატარა 4 თვისაა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, დამაკმაყოფილებილია. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ანალიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ H1N1 ტიპის ვირუსი ჰქონდეთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5896281

---

 

23.02.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

ხულოში სოფელ წაბლანაში 4 წლის გოგონა სუნთქვის მწვავე უკმარისობით პნევმონიით გარდაიცვალა. ის ხულოს საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გოგონას გარდაცვალების შემდეგ იმავე სოფლიდან გრიპის ვირუსის მსგავსი ნიშნებით კლინიკაში კიდევ 9 ადამიანი მიიყვანეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5896056

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5895887

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5895589

---

 

23.02.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 19:00

რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის ირგვლივაც მსჯელობა სამედიცინო საზოგადოებაში არ წყდება. პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები, სადაც ძირითადი მოთხოვნა საკითხის ირგვლივ ბუნდოვან საკითხებზე მეტი ინფორმაციის მიღებაა. აქციის ორგანიზატორებს რამდენჯერმე უთხრეს, რომ კლინიკის გასხვისება არ იგეგმება, თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები: რატომ არ არის სამედიცინო აღჭურვილობისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული ცენტრალურ ან რეგიონის ბიუჯეტში, რატომ იკარგება მესამე წელი ისე, რომ სამედიცინო პერსონალის გადამზადება არ დაწყებულა და ვინ მართავს კლინიკას?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5896209

---

 

23.02.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

39 წლის ნინო თურქაძე-ბუჭუხიშვილს სჭირდება თქვენი დახმარება. 4 შვილის დედას ექიმებმა მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ძვლის ტვინის გადანერგვის რეკომენდაცია მისცეს. ოპერაციისთვის კი საჭიროა 100 000 დოლარი. თუმცა, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოგროვება ვერ ახერხებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5896101

---

 

22.02.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

დევნილი მოქალაქეებისთვის ახალი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა იგეგმება. პირველი ადგილი, საიდანაც პროექტის განხორციელება დაიწყება, მარნეულია. გეგმაშია სოფლის ტიპის დასახლების მოწყობა და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობა. საცხოვრებელი კომპლექსები იმ ტერიტორიებზე აშენდება, სადაც მიწის ფართები დევნილებს საკუთრებაში უკვე გადაცემული აქვთ და ცხოვრობენ კიდეც. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გერმანიის მთავრობაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5894755 

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5893490

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5894718

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5893712

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5894377

---

 

22.02.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობამ სეზონურ მაჩვენებელს მიაღწია. მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების მიღების მხრივ დეფიციტი არ ყოფილა. რაც შეეხება გრიპის მეორე, სავარაუდო ტალღასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, დავით სერგეენკოს თქმით, მის მიმართ ჰიპოთეტური მოლოდინი არსებობს და არა რეალური.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5894554

---

 

22.02.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა -

გადაცემა: მთავარი 18:00

ახალშობილს აღენიშნება სახის მარცხენა მხარის მელანოციტური ნევუსი, რომელიც საჭიროებს ორ წლამდე მკურნალობას. ბავშვს მკურნალობა შვეიცარიაში სჭირდება, რაც 85 თასი ევრო ღირს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5894487

---

 

 

ინტერნეტი

25.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534382-evropuli-sakartvelo-davit-sergeenkos-sakomiteto-mosmenaze-ibarebs/?fbclid=IwAR0kPIzDTINCUFKeiYvaKDckwQNygU3fNS0ACfiIrYOJETR-rDqdt-0RpMY

ევროპული საქართველო" დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს

„ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს გამართულ ბრიფინგზე 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასა და სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ სოციალური მუშაკები პრობლემებზე ალაპარაკდნენ და ლეგიტიმური მოთხოვნები დააყენეს. მისივე თქმით, უცნობია, როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას. “სანზონაში მომხდარმა სასტიკმა შემთხვევამ, როდესაც გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, შეძრა მთელი საზოგადოება. გარდა იმ ემოციური შოკისა, რაც მივიღეთ, ჩვენი ყველას ვალია, რომ დავფიქრდეთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სახელმწიფომ თუ არ გაიაზრა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, ჩვენ უბრალოდ შოკიდან შოკამდე ვიცხოვრებთ. ამ შემთხვევამ სოციალური მუშაკების სისტემაში გამოიწვია სერიოზული კრიზისი. აქ საუბარია როგორც მათ არასაკმარის რაოდენობაზე, ასევე არასაკმარის სერვისებზე, სატრანსპორტო საშუალებების არარსებობაზე. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სატრანსპორტო სერვისის არარსებობა ვინმეს კომფორტის საგანი კი არ არის, ეს არის ზუსტად მსგავსი შემთხვევების თავიდან ვერ აცილება. შეიძლება ძალიან მწვავე შემთხვევებში სოციალური მუშაკები ვერ ავიდნენ და ვერ მიასწრონ შემთხვევას, რომ ბავშვები საშინელი ძალადობისგან დაიცვან“, - განაცხადა ხოშტარიამ. მისივე თქმით, სოციალური მუშაკები ალაპარაკდნენ და საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები ჩამოაყალიბეს. „აქ საუბარია იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ შეიძლება მივიდეთ ჩიხურ სიტუაციამდე, როდესაც 240-დან 200 სოცმუშაკის გაფიცვა მოხდება. ეს კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა: ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

---

 

25.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534368-mamuka-baxtaze-sigaribe-mtavar-gamocvevad-rcheba-da-arc-erti-reitingi-arapers-nishnavs-tu-ekonomikuri-cinsvla-ar-ikna-qvelastvis-xelshesaxebi/?fbclid=IwAR0f-3-k3Xxl5N67S1z51IHBdpze8tLQ50lXdQvOLUJxS3wkTlustP2rfeE

მამუკა ბახტაძე - სიღარიბე მთავარ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები

არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინკლუზიურ ზრდას. „საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციადაც იქცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს რეგიონალურ ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევის ამბიცია, ჩვენი მიზანია ყველა წამყვან რეიტინგში ვიყოთ ტოპ-ხუთეულში. და რაც მთავარია, ეს უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის სიღარიბე მთავარ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს არ ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინკლუზიურ ზრდას. ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

---

 

25.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534387-sainvesticio-sabchos-shesarchevi-komisia-dakomplektda-erovnulma-bankma-komisiis-damoukidebel-cevrad-zurab-lalazashvili-caradgina/

საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა - ეროვნულმა ბანკმა კომისიის დამოუკიდებელ წევრად ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა. ეროვნულმა ბანკმა შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრად ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა, რომელიც BDO-ს მმართველი პარტნიორია, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს. ამასთან, კომისიის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები – ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და რომან გოცირიძე. საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძს განცხადებით, უკვე დღეს საინვესტიციო საბჭოს ვაკანსია გაიგზავნება გამოცემა „ეკონომისტში“ (The Economist). „დაველოდებით აპლიკაციებს. შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება“, – აღნიშნა სურგულაძემ. მას შემდეგ, რაც ვაკანსიები გამოქვეყნდება, 21 დღის განმავლობაში მოხდება აპლიკაციების მიღება. კომისია შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, პარლამენტის დამტკიცების შემდეგ კი უკვე დამტკიცდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს. პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტიც. ცნობისთვის, ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოში დანაზოგის სახით 60 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული. დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე 41 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული და 500 000 ათასი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშია გახსნილი. 30 მლნ ლარი ეროვნულ ბანკში გაიხსნილ მიმდინარე ნომინალურ პროცენტიან ანგარიშზეა და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში ერიცხება 6.75% სარგებლის სახით. სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგის ნაწილი, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულთა დანაზოგს წარმოადგენს, ასევე მიმდინარე პროცენტიან ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული კერძო კომერციულ ბანკებში და ერიცხება 5-6%-იანი სარგებელი.

---

 

24.02.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1551028344-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1

''უსინათლო ანა ბებო შიმშილით სიკვდილის პირასაა მისული, ძლივს ახერხებს გადაადგილებას '' - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართა

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში უსინათლო ანა ბებოს შესახებ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც ქველმოქმედი წერს, ანა ბებო შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილის პირასაა მისული და იგი სოფელ საბათლოში, ნახევრად დაშლილ სახლში ასევე ასაკოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ''სასწრაფოდ წაიკითხეთ რა ანა ბებო შიმშილით და ავადმყოფობით მართლა სიკვდილის პირამდე დაგხვდა მისული. ამ წამს ჩამოვედით სოფელ საბათლოში, ბოლო ქართული სოფელია დედოფლისწყაროში აზერბაიჯანის საზღვართან. მოხუცი არის უსინათლო, რაღაც დაავადება აქვს თავზე, კი ჩანს ფოტოზე რა დღეშია და ძლივს ახერხებს გადაადგილებას, ნახევრად დაშლილ სახლში ასევე ასაკოვან შვილთან ერთად არის. სოციალური მოხსნილი აქვთ ორი წელია, სოფელიც ღარიბია რა ქნან,აღარც ნისიას გვაძლევენო მაღაზიაში და ორივე დიდი ხნის მშიერი დაგხვდა, სულ ტირის, მომკალითო გვეხვეწება, ამ ტანჯვას ვეღარ ვუძლებო, ცუდად გავხდი მართლა, ხშირად ეს ერთი ნათურაც არ უნთიათ, ვერ იხდიან თუ ვინმე მადლიანი არ ჩაურთავს ხოლმე, ძალიან სასწრაფოდ სჭირდება ბებოს საჭმელი, ექიმი, წამლები, შეშა, ტანსაცმელი, დენის გადახდა და მკურნალობა. იქნებ ოთახიც მოვუწესრიგოთ ცოტა, მართლა ჯოჯოხეთს ჰგავს ყველა დღე აქ, აქ დავრჩებით სანამ ყველაფერს არ გავუკეთებთ, რასაც შევძლებთ, ჩვენც გვაქვს ცოტა ფული და მოგვეხმარეთ რა, ესე როგორ ვუყუროთ, როგორ ებრძვის სიკვდილს ადამიანი აბა ჩვენ ვიცით ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili #სიკეთეგადამდებია '' - წერს აკა სინჯიკაშვილი

ტოპნიუს.ჯი- http://topnews.com.ge/index.php?newsid=15792&fbclid=IwAR3iTo1s4qM4uwKk5D1Z7hsR7emjRfEo-O2FPMbcvdAXW1d6I-Iwwv_Y5o0

---

 

23.02.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ashsh-is-tavdacvis-departamentis-evropulma-sardlobam-centrs-4-spec-manqana-gadasca

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება. სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა. სპეც-მანქანების საშუალებით დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი. ავტოტრანსპორტის გადაცემის ცერემონიას დაესწრო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე. მან მანქანების აღჭურვილობა აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებთან - ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერ, მაიორ კვინტინ დოლთან და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერ, დავით სანიშვილთან ერთად დაათვალიერა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანების გადაცემა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 1.ავთანდილ თალაკვაძე - სსიპ საგანგებო სიტუაცების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი 2. კვინტინ დოლი - აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი, მაიორი ხმა: „დღეს ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების 4 სპეც-მანქანა გადავეცით. ეს არის კიდევ ერთი დიდი მიღწევა ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დადებით გავლენას მოახდენს უწყების გაძლიერებაზე.“

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/534294-ashsh-is-tavdacvis-departamentis-evropulma-sardlobam-sagangebo-situaciebis-da-gadaudebeli-daxmarebis-centrs-4-spec-mankana-gadasca/

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/ashsh-is-tavdacvis-departamentis-evropulma-sardlobam-centrs-4-specmanqana-gadasca/30244

პია.ჯი- https://pia.ge/post/248731-gadaudebeli-daxmarebis-centrs-4-spec-manqana-gadaeca

კვირა.ჯი- http://kvira.ge/451215

---

 

23.02.2019

მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/20005

უნდა ველოდოთ თუ არა გაზაფხულზე დიფტერიის გავრცელებას

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საკუთარი შვილი ჟურნალისტების თვალწინ წითელაზე ზედმეტად აცრა, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა, თუ ბავშვს განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ წითელას ვირუსით წელს ერთი ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა ფატალური შედეგები კვლავ მოსალოდნელია, თუ 150 ათასი ადამიანის ვაქცინაცია არ მოხერხდება. მან etaloni.ge-ს ასევე უამბო, რითი იყო გამორჩეული წლევანდელ ზამთარს გრიპის ვირუსი და უნდა ველოდოთ თუ არა გაზაფხულზე დიფტერიის გავრცელებას. – ბატონო პაატა, რითი იყო გამორჩეული წლევანდელი გრიპის ვირუსი და მისი სტატისტიკა სხვა წლებისგან? – ეს იყო ჩვეულებრივი ზამთარი, ჩვეულებრივი გრიპით. წამყვანი იყო H1N1 ტიპის ვირუსი და ისეთივე სიმძიმით მიმდინარეობდა, როგორც ბოლო 10 წლის მანძილზე 5–ჯერ. ევროპაში, რუსეთში ახლა დაიწყო ამ ვირუსის შემოტევა. საფრანგეთში 1 000 კაცზე მეტია ამ შტამპის ვირუსით წელს დაღუპული. ხორვატიაში 45 ადამიანი გარდაიცვალა. როდესაც H1N1–ია, სამწუხაროდ, მძიმე შემთხვევები უფრო მეტია. ეს ახალი ვირუსია და ბოლო 10 წელია, რაც დედამიწაზე დადის. – გრიპის გამო გარდაცვალების რამდენი შემთხვვევა დაფიქსირდა ოფიციალურად? – დადასტურებულია 20 შემთხვევა. – ითქვა, რომ თებერვალში კიდევ ელოდებოდით გრიპის გააქტიურებას. – თებერვლის ბოლოს, შესაძლოა, ოდნავი მატება დაფიქსირდეს. ახლაც არის გრიპის შემთხვევები. უბრალოდ, როდესაც მასმედია ატეხავს ხოლმე აჟიოტაჟს, ხალხი იგებს ამის შესახებ და მაშინ ატყდება პანიკა. ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო ვირუსის შემოტევა. სხვა ქვეყნებში კი ახლაა მზარდი. სამწუხაროდ, ზამთარი გრიპის გარეშე მსოფლიოში არსადაა. – 10 წლის წინ გრიპის ვირუსის ახალი შტამის გამოჩენა რას უკავშირდება? სპეციალურად, ლაბორატორიებში იქმნება ახალი ვირუსებიო, ამბობენ. – არა, ეს აბსოლუტური სისულელეა. გრიპის პირველი პანდემია 1918 წელსაა აღწერილი, როცა დედამიწაზე 50 000 ადამიანი დაიღუპა და ეს იყო H1N1. მაშინ მას ისპანკა ერქვა, ანუ ესპანური გრიპი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც გრიპის ვირუსიც კი არ იყო აღმოჩენილი, არამცთუ ლაბორატორია არსებობდა. ამის მერე, ეს შტამი დროდადრო აქტიურდება. ვირუსები ადამიანებზე გაცილებით დიდი ხანია ცხოვრობენ დედამიწაზე. დედამიწა პატარაა და მით უმეტეს, დღევანდელი მიმოსვლის პირობებში უფრო დაპატარავდა. 1918 წელს არც თვითმფრინავები იყო, რომლითაც რამდენიმე საათში სხვა ქვეყანაში აღმოჩნდებოდი, მაგრამ იყო გემი, მატარებელი... ჩვენთან ახლა ზამთარია და სამხრეთ ნახევარსფეროში – ზაფხული. იქ გრიპი არ არის, გრიპი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია. ჩვენთან რომ მორჩება, მერე დაიწყება სამხრეთ ნახევარსფეროში და ა.შ. – ანუ ვირუსი ყინვაში ინახება და სიცხეში კვდება? – დიახ, ვირუსი სიცხეში, მზის პირდაპირი სხივებით კვდება და ყინვაში დიდხანს ინახება. ჩვენ მაცივრებში ვინახავთ ბაქტერიებს, ვირუსებს მინუს 80 გრადუსზე. თუ გინდა შეინახო მიკრობი, უნდა გაყინო. თან, რაც უფრო კარგად გაყინავ, მით უფრო კარგად შეინახება. შესაბამისად, სადაც სიცივეა, იქ ვირუსები აღარ არიან. – წითელას ეპიდემიაა ქვეყანაში. როგორია მონაცემები ამ მხრივ და რას უნდა ველოდოთ? – წელს უკვე 60 000–ზე მეტი ადამიანი ავცერით. თუ მოსახლეობა შესაბამისად აიცრება, მოვერევით. ბავშვებს სჭირდებათ ორი აცრა – 1 და 5 წლის ასაკში. დიდებისთვის კი სრულიად საკმარისია 1 აცრა. ვინც 1 და 5 წლის ასაკშია აცრილი, მათ აღარ სჭირდებათ, მთელი ცხოვრება ჰყოფნით, მაგრამ მოზრდილ ასაკში რომ აუცრელია, ერთი ვაქცინა ეყოფა. – ზოგი მშობლები მიიჩნევს, რომ აცრა ბევრად სახიფათოა, ვიდრე შეყრილი ვირუსი... – 60 000 ადამიანი აიცრა ბოლო 2 კვირაში. გაგიგიათ, რომ ვინმეს რამე დაემართა?! წითელას გამო წელს, სამწუხაროდ, ერთი პატარა ბავშვის გარდაცვალება დაფიქსირდა – აცრილი არ იყო. კონფიდენციალურობის დაცვის გამო მისი სხვა მონაცემის გამხელა არ შემიძლია. საფრანგეთის მთავრობა მშობლებს აჯარიმებს იმის გამო, რომ შვილებს არ ცრიან. – აქაც იყო მსგავსი მცდელობა – პრობლემები შეექმნათ სკოლებში მასწავლებლებს, ბავშვებს... – ჩვენ კანონმდებლობაში არ გვიწერია, რომ უნდა დააჯარიმო, თუ არ არის აცრილი ვინმე. სკოლებში მოვითხოვეთ, რადგან მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა... ჩემთან, ლაბორატორიაში ყველა აცრილი უნდა იყოს, თუ არ აიცრება, არ ვამუშავებ. მასწავლებელიც უნდა აიცრას და მისი მოსწავლეებიც, რადგან სხვის ბავშვს არ უნდა შეუქმნა პრობლემა. არსებობენ ბავშვები, ვისი აცრაც მართლა არ შეიძლება. შესაბამისად, ყველა სხვა უნდა იყოს აცრილი. – რა შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის აცრა წითელაზე? – მაგალითად, იმუნოდეფიციტი თუ აქვს, სიმსივნე თუ აქვს და ქიმიოთერაპიას იტარებს. ასეთების აცრა არ შეიძლება და ისინი რომ დავიცვათ, სხვა ყველა უნდა ავცრათ, რომ დაავადება არ გავრცელდეს. – გაზაფხულზე დიფტერია გვემუქრებაო, ითქვა. მართალია ეს ამბავი? – არა, დიფტერია ნამდვილად არ გვემუქრება, თუმცა უკრაინაში ამ მხრივ დიდი პრობლემებია. რუსეთი აწარმოებს ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიას და ეს ყველაფერი იმის შედეგია. ჩვენ დიფტერიის გამო გასული საუკუნის 90–იანი წლების შუა პერიოდში დიდი პრობლემები გვქონდა. ძლივს დავამარცხეთ დიფტერია და, სხვათა შორის, აცრებით. მაშინ 3 მილიონ ნახევარი ადამიანი ავცერით დიფტერიის წინააღმდეგ და თან, ვაქცინა ინდური იყო. ეს აღარავის ახსოვს. საბედნიეროდ, ამის გამო, ამ ეტაპზე ჩვენ დიფტერიის შემობრუნების არ გვეშინია. ბავშვები თუ გააგრძელებენ ასევე კარგად აცრას, როგორც დღეს ხდება, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. უკრაინაში კი ცუდი სიტუაციაა, რადგან რუსული პროპაგანდისტული მანქანა ისე მოქმედებს, რომ არ იცრებიან. – გაზაფხულისთვის როგორ მოვემზადოთ, რა გავითვალისწინოთ? – გაზაფხული მოვა და გრიპიც წავა. წითელაც წავა, თუ აიცრება ყველა. თუ არ ავიცრებით, წითელა არ წავა. – წითელას გავრცელების სეზონი არ აქვს? – შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდში უფრო ხშირია, მაგრამ წელს ალბათ ზაფხულამდე მაინც გასტანს. ზაფხულშიც კი შეიძლება თითო–ოროლა ფაქტი კიდევ დაფიქსირდეს, თუ აუცრელი მოსახლეობა არ აიცრება. როცა ქვეყანაში 150 000–მდე ადამიანია, ვისაც შეიძლება წითელა დაემართოს... წითელა საკმაოდ მძიმე დაავადებაა და შეიძლება ზოგი შემთხვევა ფატალურადაც დამთავრდეს. – ზოგმა ალბათ არ იცის, აცრილი არის თუ არა. როგორ მოიქცნენ? – აიცრან და მორჩა, პრობლემა აღარ იქნება. ბავშვების ინფორმაციას უკვე კომპიუტერში ვინახავთ, მაგრამ მოზრდილების შემთხვევაში ცოტა რთულია ამის დადგენა. არაფერი დაუშავდება, თუ აცრილია და კიდევ აიცრება ვინმე. ჩემი შვილი, მაგალითად, სამჯერ არის აცრილი. – სამჯერ რატომ აცერით? – ჟურნალისტების თვალწინ ავცერი, რათა ყველასთვის დამენახებინა, რომ დამატებითი აცრა პრობლემა არ არის.

---

 

23.02.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/161880/pacientebis-75-s-sisxlSi-tyviis-normaze-maRali-Semcveloba-daudginda.html

„პაციენტების 75%-ს სისხლში ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა დაუდგინდა“

ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა სისხლში კლინიკა „ნეოლაბში“ გამოკვლეული პაციენტების (უმრავლესობა ბავშვების) 75%-ს დაუდგინდა. ნეოლაბის დირექტორის, გია კამკამიძეს თქმით შედეგი შემაშფოთებელია და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ბავშვებში და ორსულებში, რადგან ტყვიის ზემოქმედებამ, შესაძლოა, ნაყოფის მკვდრად შობაც გამოიწვიოს. აღნიშნულ პრობლემაზე წლებია აქტიურად მუშაობს გაეროს ბავშვთა ფონდიც, თუმცა, For.Ge-სთან საუბრისას, იუნისეფის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ განაცხადა, რომ ვერანაირ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემს და ვერაფერს მოითხოვენ სახელმწიფოსგან მანამ, სანამ თავიანთი კვლევის შედეგები არ იქნება ცნობილი. იუნისეფის კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1500-2000, 2-დან 10 წლამდე, ბავშვის გამოკვლევა იგეგმება და ანალიზები გამოსაკვლევად საზღვარგარეთ გაიგზავნება. ქურციკიძის თქმით, კვლევის შედეგებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა ველოდოთ. მანამ იუნისეფი იკვლევს For.Ge საქართველოში არსებული კლინიკის ანალიზის შედეგებს გთავაზობთ. For.Ge „ნეოლაბის“ დირექტორს, გია კამკამიძეს ესაუბრა. გია კამკამიძე: სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად პაციენტების ანალიზები საზღვარგარეთ, ლაბორატორიაში იგზავნებოდა, რაც მეტ დროსა და ხარჯთან იყო დაკავშირებული, ამიტომ პაციენტების ხშირი მოთხოვნით უკვე სამი თვეა კლინიკა „ნეოლაბში“ სისხლში ტყვიის დასადგენი აპარატი არსებობს და 300-მდე პაციენტი უკვე გამოკვლეულია. მათგან 75%-ს სისხლში ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა აქვს, რაც საკმაოდ დიდია. მაგალითად, ჩვენგან განსხვავებით, აშშ-ში 3%- დან 5%- დეა ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი, დანარჩენ შემთხვევაში სისხლში ტყვიის შემცველობა ნორმაშია. ბატონო გია, 75% ნიშნავს იმას, რომ საშიში ზღვარია და პაციენტმა მკურნალობა უნდა დაიწყოს? და თუ კი, -როგორ? - ამ შემთხვევაში, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის კონტროლი, რომ ბავშვი, თუნდაც ზრდასრული იღებდეს შესაბამის რაოდენობის მიკროელემენტებს. მაგალითად? - პირველ რიგში ეს არის რკინა, რაც საქართველოში პრობლემაა. რკინა არის ტყვიის ანტაგონისტი, ანუ მისი საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ხელს უშლის ტყვიის ჩალაგებას ქსოვილებში. ვაკონტროლებთ, რომ ანემია აღმოიფხვრას, ანუ მოწესრიგდეს რკინის ნაკლებობით გამოწვეული მდგომარეობა. ტყვიის საპირისპიროა კალციუმი, თუთია და სელენიუმი, რასაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს. ორგანიზმიდან ტყვიის გამოსაძევებლად აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს გარემო პირობები, ანუ არ უნდა ვასეირნოთ ბავშვი იქ, სადაც ძალიან მაღალია გამონაბოლქვი. თუ ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა, ასევე ხდება გამოკითხვა, როგორ სახლში ცხოვრობს პაციენტი. მაგალითად, საშიშია ძველი საღებავებით შეღებილი სახლი, რადგან საღებავების უმრავლესობა ტყვიას შეიცავს. მაგალითად აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში ძალიან მკაცრად კონტროლდება, რომ საღებავი არ შეიცავდეს ტყვიას. ჩვენთან ჯერჯერობით ამის მკაცრი მოთხოვნა არ არის და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, როგორი საღებავით შეღებავს სახლს. ზოგიერთ ქვეყანაში რეკომენდაცია იყო, რომ ჩამოფხეკილიყო ყველა ძველი საღებავით შეღებილი კედლები და შეღებილიყო ახალი სტანდარტის ამერიკული ან ევროპული საღებავებით. თუმცა საქართველოში ასეთი მიდგომა არ არსებობს. პრობლემაა საწვავში ტყვიის შემცველობაც. ახალი სტანდარტით არ უნდა შეიცავდეს საწვავი ტყვიას და მართალია, წამყვანი კომპანიები ამას აკონტროლებენ, მაგრამ საქართველოში შემოდის ისეთი საწვავიც, რომელიც ტყვიას შეიცავს. მოკლედ, ტყვიის შემცველობის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში ხდება ჰაერით, ჩასუნთქვით და საკვებით. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც უკვე მოწამვლის ფაქტი ფიქსირდება. ამ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. ხელატური მედიკამენტები და ეს ხდება სტაციონარის პირობებში და ხდება ინტენსიური მკურნალობა, თუმცა საბედნიეროდ ასეთი მაღალი დოზები ძალიან იშვიათია. როგორც ცნობილია, ყველა დაავადების 1% ტყვიით გამოწვეულ დაზიანებებზე მოდის... - დიახ და განვითარებულ ქვეყნებში მას უკვე ათწლეულებია ყურადღება ექცევა, ჩვენ ცოტა გვიან დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ეს არის ის, რასაც „გარემოს მედიცინას“ ეძახიან. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რასაც ვდგამთ ახლა საქართველოში. პირველ რიგში, უნდა ვნახოთ ეს რა პრობლემაა და ვიზრუნოთ, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია. როგორც უკვე თქვით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ბავშვებში და ორსულებში. ტყვიის ზემოქმედებით, რა მავნე გავლენას შეიძლება ველოდოთ მათ შემთხვევაში? - ბავშვებში გახშირდა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს აქვს უკვე და ამის პროცენტული წილი წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ტყვია. ამ დაავადების სინდრომის პრევენციისთვის უნდა მოხდეს ტყვიის დონის კონცენტრაციის განსაზღვრა და მერე უკვე რეგულირება. ორსულებში ტყვიის ზემოქმედებას მივყავართ ნაყოფის მძიმე დაზიანებებთან, ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფის მკვდრად შობადობასთან. შეიძლება აბორტი გამოიწვიოს, ან ნაყოფის დაზიანება და შემდეგ უკვე დაზიანება ბავშვის ნერვული სისტემის, ამიტომ ამ ორ კონტიგენტზე განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი.

---

 

23.02.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/248704-gripis-virusit-xulosi-4-wlis-bavsvi-gardaicvala

გრიპის ვირუსით ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 4 წლის გოგონა გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. უკავშირდება თუ არა შემთხვევა ე.წ. "ღორის გრიპს" ხულოს სამედიცინო ჰოსპიტალში ვერ ადასტურებენ. კლინიკის მენეჯერის რუსლან აბულაძის განმარტებით რენდგენოგრაფიის შედეგად პაციენტს პნევმონია დაუდასტურდა. "ბავშვი გუშინ შემოიყვანეს 13:00 საათისთვის, გაუკეთდა რენდგენოგრაფია, რამაც დაადასტურა ანთება. რეანომობილი გამოვიძახეთ, გაუწიეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიცი ღორის გრიპის შემთხვევა იყო თუ არა, პნევმონია დადასტურებულია. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მეზობლებმა ვის შვილებსაც ახველებდა და სურდო ჰქონდა, კლინიკაში შემოიყვანეს მდგომარეობის გამოსაკვლევად. მათი მოთხოვნის საფუძველზე გადავიყვანეთ ბათუმის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. 9-ვე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა რუსლან აბულაძემ.

---

 

23.02.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/184108/

„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი

---

 

23.02.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/narkologi-saqartveloshi-yoveli-me-11-narkodamokidebulia

ნარკოლოგი: საქართველოში ყოველი მე-11 ნარკოდამოკიდებულია

ნარკოლოგ ზაზა გუნცაძის თქმით, საქართველოში ოფიციალურად 200 ათასი ნარკომომხმარებელია დარეგისტირებული, რომლებიც სხვადასხვა პროგრამაში არიან ჩართული. ამის შესახებ მან „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ეს ძალიან დიდი ციფრია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც საქართველოა. წარმოიდგინეთ, ყოველი მეთერთმეტე არის ნარკოდამოკიდებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება და ასევე აუცილებელია სკოლის მერხიდანვე საზოგადოების, ოჯახის, პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობა, რათა ახალგაზრდები სრულფასოვნად აღიზარდონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ”, - განმარტავს გუნცაძე.

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/144761-farosanas-tsinaaghmdeg-koordinaciis-miznit-komisia-sheiqmna-mas-sozar-subari

ფაროსანას წინააღმდეგ კოორდინაციის მიზნით კომისია შეიქმნა, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. მას პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისიაში შედიან - შს მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარების მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია,ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. კომისიასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2019 წლის პროგრამაც დაამტკიცა. "მოსალოდნელია, რომ 2019 წელს აზიური ფაროსანა შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდეს. მისი გავრცელების კონკრეტული არეალის და რიცხოვნობის პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია ამ მაჩვენებელების მონიტორინგი და მავნებლის წინააღმდეგ ლოკალური ღონისძიებების ოპერატიულად გატარება" - წერია მთავრობის განკარგულებაში.

---  

 

22.02.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1550828564-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1

"შიმშილისგან გონება დაუკარგავს ბავშვს ქუჩაში! - სიკვდილის პირას არიან!" - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში, შეუძლოდ მყოფი დედა-შვილის, უაღრესად მძიმე მდგომარეობას ეხმიანება - შემაძრწუნებელ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს: "გუშინ ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ, შიმშილისგან გონება დაუკარგავს ბავშვს ქუჩაში! მართლა სიკვდილის პირას არიან! ორივე, გონებრივად და ფიზიკურად ავადმყოფია, ორივეს რამდენიმე მძიმე დაავადება აქვთ, ეგრევე შესამჩნევია. 8 კვადრატულ, ნახევრად დამპალ ოთახში, ორი საწოლი ეტევა, ვიღაც მადლიანმა უქირავა ორი თვით და აქედანაც გამოყრიან, ზეგამდე თუ ქირა არ გადაიხადეს, ორი თვის დავალიანება აქვთ - 300 ლარი. ბავშვი, 13 წლისაა და სულ სამი კლასი შეძლო ესწავლა სკოლაში. თავი, შეხვეული ქონდა ბავშვობიდან. ორივე, თითქმის სულ წევს, რომელიც ადგომას ახერხებს, იქვე გამოდის გარეთ და მოწყალებას თხოულობს, რომ ერთი პური მიიტანოს სახლში. ახლა, ბავშვი წევს და დედა დგას სახლთან ახლოს, რომ რამე შეაჭამოს, სოციალურიც დაუნიშნავს დახმარებას, ეს მისამართი თუ შევუნარჩუნეთ. გეუბნებით, ჯოჯოხეთში არ იქნება ასეთი პირობები, რასაც ეს დედა-შვილი უძლებს. სასწრაფოდ სჭირდებათ ექიმი, საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი. დავუტოვე მე, რაც მქონდა რომ ორი დღე მაინც არ გამოვიდნენ რომელიმე ამ ყინვაში. დენის პლიტა აქვთ, მაგრამ ვერ რთავენ, ვერ გადავიხდით და ამ ერთ ნათურასაც ჩაგვიქრობენო : - მოგვეხმარეთ რა, მოვლით, ჩვენ მოვუვლით და მივხედავთ სადამდეც შევძლებთ, იქნებ შეგროვდეს და ერთი წლის ქირა მაინც გადავუხადოთ და დენის გადასახადი. საჭმელს, მე მივუტან და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავუკეთებ, ასე, ვერაფრით ვერ ვუყურებ, ჩემს თვალწინ როგორ კვდებიან, უფულობის და შიმშილის გამო ადამიანები ! მისამართს, აქ ვერ დავწერ. ნომერი, ინფოში მიწერია, დამირეკეთ და გეტყვით. დღესვე დავიწყებთ მოგვარებას, თქვენი იმედი გვაქვს. აბა, ჩვენ ვიცით. ფული, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა, "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს". უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ, გზავნილით. Akaki Sinjikashvili #სიკეთეგადამდებია" - წერს აკა სინჯიკაშვილი.

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/vaqtsinatsiis-damadasturebeli-dokumentis-tsarudgenlobis-gamo-mostsavles-statusi-ar-sheucherdeba-davit-sergeenko/56564

ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მოსწავლეს სტატუსი არ შეუჩერდება - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საკმარისია მშობელმა წარადგინოს მხოლოდ ანკეტა, სადაც არის ჩანაწერი ვაქცინაციაზე. სავარაუდოდ, ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც სკოლაში წითელას აცრის დადასტურება ანტისხეულების ანალიზით მოითხოვეს. „ცალსახად მინდა განვმარტო და თხოვნა მექნება ყველასთან, რომ ყურადღება მიაქციონ თითოეულ სიტყვას ამასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას რომ ვთხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის არ წარდგენის შემთხვევაში მოსწავლეს გაუჩერდება სტატუსი. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ამოცანა ის არის, რომ მშობლების ყურადღება გავამახვილოთ, რათა იზრუნონ და იცოდნენ, რომ ვაქცინაცია გასაკეთებელია და არა იმისთვის, რომ სტატუსი შეუჩერონ ვინმეს. ალბათ ერთეული გაუგებრობა იყო, თუ სადმე ითხოვდნენ წითელას აცრის ანტისხეულების ანალიზით დადასტურებას. ამის საჭიროება არ არსებობს. საკმარისია წარადგინო ანკეტა, სადაც არის ჩანაწერი ვაქცინაციაზე“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/451111

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534163-sopo-kacarava-lugaris-centri-gaxda-rusetis-mxridan-masshtaburi-dezinpormaciuli-kampaniis-samizne/

სოფო ქაცარავა - ლუგარის ცენტრი გახდა რუსეთის მხრიდან მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ გენადი ონიშნეკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი გახდა რუსეთის მხრიდან მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, რომელმაც დაუსაბუთებლად დაადანაშაულა ცენტრი, თითქოსდა აშშ-ის ხელშეწყობით ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ამზადებს ბიოლოგიურ იარაღს. სოფო ქაცარავას განცხადებით, რეალურად ლუგარის ცენტრი არის უნიკალური ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირებას და ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ზრდას. „ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოებასთან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ლუგარის ცენტრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის 14-15 ნოემბერს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობდა, რომელში მონაწილეობაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ფორ.ჯი-https://for.ge/view/161792/lugaris-centri-gaxda-ruseTis-federaciis-mxridan-morigi-masStaburi-dezinformaciuli-kampaniis-samizne.html

კვირა.ჯი- http://kvira.ge/451123

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534120-davit-sergeenkos-gancxadebit-devnilebistvis-saxlebis-mshenebloba-romlebzec-samushaoebi-germaniis-dapinansebit-daicqeba-or-clamde-vadashi-dasruldeba/

დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა, რომლებზეც სამუშაოები გერმანიის დაფინანსებით დაიწყება, ორ წლამდე ვადაში დასრულდება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იმ სახლების მშენებლობა, რომლებზეც სამუშაოები გერმანიის ფედერაციის მთავრობის დაფინანსებით დაიწყება, წელიწადნახევრიდან მაქსიმუმ, ორ წლამდე ვადაში დასრულდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ დაფინანსების სამმხრივ ხელშეკრულებაზე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ კლაუს ფაიგელთან და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ ვინსენტ დონტოტთან ერთად ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული სახლები ძირითადად, სოფლებში აშენდება და იქ მცხოვრებლებს მეურნეობის გამართვის საშუალებაც ექნებათ. „ეს ხელშეკრულება, რასაც დღეს მოეწერა ხელი, რამდენიმე მომენტით არის გამორჩეული. პირველი - საკუთრივ თანხა, რომელსაც გერმანიის მთავრობა დევნილებისთვის გამოყოფს და მეორე არის ექსპერტიზა, რომელიც დანიის დევნილთა საბჭოს აქვს იმისათვის, რომ ეს თანხა მაქსიმალურად შედეგიანად იქნას გამოყენებული. ამ შემთხვევაში, ეს მოიაზრებს იმას, რომ გარდა იმისა, რომ 240-მდე სახლი აშენდება და ეს იქნება ძირითადად, სოფლის არეებში, იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომ ამ სახლში მცხოვრებლებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მეურნეობა გამართონ და იმისი რესურსი, რომ ამ მეურნეობით მოწეული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ. ერთგვარი კომპლექსური მიდგომაა, რაც ძალიან კარგია და წარმატების ნამდვილად მჯერა, იმიტომ რომ პარტნიორებს, რომლებიც ამაში გვეხმარებიან, ასეთი პროექტების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდება 236 კერძო სახლი. მათ შორის მარნეულში, აშენდება სოფლის ტიპის დასახლება, დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. მათ შორის, განხორციელდება 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი - დევნილთა დასახლებებში ან მის სიახლოვეს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას; ამასთან, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა 236 გრანტი, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასული დევნილებისთვის; ასევე, დაფინანსების ფარგლებში 130 ბიზნეს გრანტი გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე, დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; ამასთან, 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

კომერსანტი.ჯი-https://commersant.ge/ge/post/germania-saqartvelos-10-milionit-dolarit-daexmareba

ინფო9-http://www.info9.ge/chven-shesakheb/204940-germania-saqarthvelos-10-milionith-daekhmareba.html?lang=ka-GE

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/germania-saqartvelos-e10-milionit-daekhmareba/

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534100-davit-sergeenko-tibisi-bankze-chemi-didi-survilia-rom-aseti-msxvili-pinansuri-instituciis-irgvliv-mimdinare-procesebi-maksimalurad-gamchvirvale-iqos/

დავით სერგეენკო „თიბისი ბანკზე“ - ჩემი დიდი სურვილია, რომ ასეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუციის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს

ჩემი დიდი სურვილია, რომ ასეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუციის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აღქმადი იყოს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მამუკა ხაზარაძის მიერ „თიბისი ბანკის” დატოვებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, სურს სჯეროდეს, რომ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა არ დარჩება. „თიბისი ბანკთან” დაკავშირებით ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც საჯარო სივრცეშია. ჩემი დიდი სურვილია, რომ ინფორმაცია და ზოგადად, ასეთი მსხვილი ფინანური ინსტიტუციის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აღქმადი იყოს, იმისათვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ნამდვილად მინდა მჯეროდეს, რომ ასეც იქნება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/451074

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534141-davit-sergeenko-gripis-virusis-mxriv-situacia-mshviddeba/

დავით სერგეენკო - გრიპის ვირუსის მხრივ სიტუაცია მშვიდდება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობამ სეზონურ მაჩვენებელს მიაღწია. მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების მიღების მხრივ დეფიციტი არ ყოფილა. „გრიპით ავადობა უკვე დაუბრუნდა სეზონურ მაჩვენებელს. არა მინიმალურს, ფონურს, არამედ, სეზონურს, რაც წინა წლებში იყო. ამ მხრივ საფრთხეები ნორმის ფარგლებშია ჩამოსული. არ ყოფილა არც ჯანდაცვის სერვისების მიღების მხრივ დეფიციტი, არც მედიკამენტზე, არც ვაქცინაცია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ მხრივ, სიტუაცია წყნარდება და მშვიდდება“, -აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება გრიპის მეორე, სავარაუდო ტალღასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, დავით სერგეენკოს თქმით, მის მიმართ ჰიპოთეტური მოლოდინი არსებობს და არა რეალური. „ეს არის თეორიული მოლოდინი გამოწვეული იმით, რომ ჩვენ ევროპის საინფორმაციო ქსელში ვართ ჩართულები, ჩვენთან დაწყებული გაზრდილი ავადობის პროცესი 3-4 კვირით ასწრებს ევროპულს, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ევროპაში ავადობის პიკი ახლაა და მიმოსვლის გამო შეიძლება, ახალი მცირე ტალღა იყოს, რომელიც იმის ნახევარი ან მესამედიც არ იქნება, რაც ჩვენ გვქონდა. ეს არის ჰიპოთეტური მოლოდინი და არა რეალური“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: http://tanamgzavritv.ge/?p=1501&fbclid=IwAR2uhBDL1aEl9HkTcPKEh97NkR4imL1nlfaLpvg_0iAlxOhJmr0wjCh4v3E#more-1501

სოციალური შემწეობის მიღმა დარჩენილი ოჯახები

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

25.02.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ჯეფრი სილვერმანი: ეს ყველაფერი ბნელი ექსპერიმენტის ნაწილია და დაუსრულებლად შეიძლება

ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ ჯეფრი სილვერმანთან. ჯეფრი სილვერმანი: - თუ ლუგარის ლაბორატორიაში ექსკლუზიური კვლევები ტარდება, და როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, რატომ ჰყავს ასეთი სუსსტი დაცვა? ეს ტერიტორია, სადაც ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს, ფურცელზე საქართველოს ეკუთვნის, თუმცა, რეალურად - ამერიკას. - თქვენი აზრი ვაქცინაციაზე... - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენდირექტორს ამირან გამყრელიძეს რა ბრძანებასაც მისცემენ, იმას ასრულებს, ასევეა პაატა იმნაძეც. ამიტომაც არ აწყობენ საჯარო შეხვედრებს, მარტო იმას გაიძახიან - ვაქცინაცია კარგია, აუცილებლად უნდა აიცრათო. ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. მგონია, ისევე დატესტავენ ამ ვაქცინებს, როგორც ამერიკულ სამხედრო ვაქცინებს, მთავრობა ამით ფულს აკეთებს. განზრახული აქვთ ხალხის შეშინება, რათა მასობრივი ვაქცინაცია დადებითად შეაფასონ. ვინ გაიგებს, რომ ის ვაქცინები, რასაც გვთავაზობენ, ევროპაშია დამზადებული და არ წარმოადგენს ლუგარის ლაბორატორიაში დამზადებულ, დაავადებების გამომწვევ კოქტეილს?! ვწუხვარ, რომ ხალხ შეცდომაში შეჰყავთ - სანერვიულო არაფერია, არადა, იმ ექსპერიმენტული ვაქცინებით მკურნალობენ, რომლებიც არ მუშაობს და მხოლოდ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისათვის მოაქვს სარგებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5897632&name=25.02.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.02.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"თაღლითობაში მონაწილეთა 95% დევნილები არიან"

რამდენიმე წელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს ბინებს გადასცემს, თუმცა ისინი ჩივიან, რომ არის ბევრი ხარვეზი და ხშირად სუბიექტური მიდგომა, რაც მათ არცთუ უსაფუძვლო ეჭვს იწვევს. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ქულათა მინიჭების სისტემით მიმდინარეობს, რომლის მინიჭება-არმინიჭებაზე, ასევე შეკრება-გამოკლების შესახებ დევნილებს არაერთი კითხვა აქვთ, რადგან, მათი ინფორმაციით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქულა მიანიჭეს ისეთ ოჯახს, რომელსაც უკვე ჰქონდა ბინა მიღებული... "ვიცი, რომ რამდენიმეს მისცეს ბინა, მაგრამ მეორე წელია, საცხოვრებლად არ გადასულან" ნათია: - 13 წელია დევნილის მეუღლე ვარ და ამ ხნის განმავლობაში კომპაქტურ ჩასახლებაში, 17 კვმ ფართობში ვცხოვრობ მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, რომელთაგან ერთი შშმ პირია. სველი წერტილები არა გვაქვს და იმავე სართულზე, დერეფნის ბოლოში, დედამთილ-მამამთილის ოთახში დავდივართ. მეუღლეს ხან ჰქონდა სამსახური, ხან არა, ამიტომაც ქულებს ჯერ დაგვიმატებდნენ, მერე ჩამოგვაკლებდნენ. ბავშვს აუტიზმის სპექტრი აქვს და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ამას წინათ გავიგე, რომ ვისაც დევნილისა და შშმ პირის სტატუსი აქვს, წელიწადში ერთხელ ერთჯერად დახმარებად 150 ლარს აძლევენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ახლობელი გყავს. მეზობელმა მითხრა, შარშანაც ავიღეო, მის შვილსაც აუტიზმის სპექტრი აქვს... რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ ოროთახიანი ბინა მივიღოთ. ისიც ვიცი, რომ რამდენიმეს მისცეს "ჰუალინგში" ბინა, მაგრამ მეორე წელია, საცხოვრებლად არც გადასულან, სტუდქალაქის ბინებში ცხოვრობენ. ასეთი ფაქტების შემდეგ გაგიჩნდება კითხვები, აბა, რა იქნება?! მე თბილისელი ვარ და დევნილზე ვარ დაქორწინებული, ვიცი, კანონით არ მეკუთვნის დახმარება და არც ვითხოვ, მაგრამ არიან დევნილები, რომლებიც თხოვდებიან არადევნილებზე და ხელს არ აწერენ, რომ სოციალური შეღავათები არ დაკარგონ. შვილები სამშობიაროდან მამობის დადგენის უფლების საფუძველზე გამოჰყავთ და ცხოვრობენ ასე. ცოლ-ქმრის ყალბი გაყრის უამრავი ცნობაა წარდგენილი და ისინიც დააკმაყოფილეს ბინით. ეს ყველაფერი ან არ კონტროლდება, ან ხელის წამკვრელი უნდა გყავდეს ვინმე და ბინასაც მიიღებ. - ახლა რამდენი ქულა გაქვთ? - 10 ქულა მაქვს. ბინას ჯერ დეკემბერში გვპირდებოდნენ, შემდეგ თებერვალში, ახლა მაისშიო. "სამზარეულოში იატაკზე მძინავს" მზია სალაყაია: - მეუღლე აფხაზეთის ომში დავკარგე. წლებია, ქირით ვცხოვრობთ. როდესაც სოზარ სუბარი იყო ამ უწყების მინისტრი, შემპირდნენ, გაისად ბინა გექნებათო. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა... დევნილების აქციებს მეც შევუერთდი. სირცხვილია, მართUულებს რომ გვეძახიან. ვინ უნდა მმართოს, როცა 25 წელია ქირით ვცხოვრობ?! 7,5 ქულა მქონდა და ერთ დღესაც გავიგე, რომ 5,5 მაქვს. არადა, ისევ ქირით ვართ და იგივე შემოსავალი გვაქვს. ვიკითხე, რატომ ჩამოგვაჭერით-მეთქი, მაგრამ პასუხი არავინ გამცა... შევხვდი სამინისტროს წარმომადგენელს და მითხრა, 4 700-ზე მეტი კაცია ოროთახიანი ბინის რიგში და ამ წელს თქვენ არ გეკუთვნითო. ჯანმრთელობა რომ მიწყობდეს ხელს, ვიშიმშილებდი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც რუსეთს დავა სტრასბურგში მოუგო. 2006 წელს დამაკავეს, თვე-ნახევარი მოსკოვის ქალთა კოლონიაში, "ბუტირკაში" ვიჯექი. იუსტიციის სამინისტროში გვეუბნებიან, იმ თანხაზე, რომელიც რუსეთმა კომპენსაციად უნდა მოგცეთ, ჯერ არაფერი ისმისო. ოჯახში სამნი ვართ, ძალიან პატარა ბინა გვაქვს, სამზარეულოში იატაკზე მძინავს, მაინცდამაინც უნდა მოვკვდე?! "დაკავებულია თაღლითების 12 ჯგუფი" დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია: - ამ ეტაპზე 382 ბინაა მზად. ზოგი "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსშია, ზოგი დიდ დიღომში, ნაწილი გლდანსა და ვაზისუბანშია. - დევნილთა სამინისტრო კერძო კომპანიებისგან შეღავათიან პირობებში ყიდულობს ბინებს. "დირსის" შესახებ, ალბათ, გსმენიათ, რომ ბიზნესპროექტი ჩაუვარდა, რადგან უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. - ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, სადაც წერია, რომ ეს არის მაღალი სტანდარტით აშენებული კომპლექსი. ამ ეტაპზე იქ 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი, 1000-ზე მეტი ოჯახი, არადევნილია. - როგორ ხდება ქულების მინიჭება? - 2013 წლამდე არ არსებობდა რეგულაცია, რა კრიტერიუმებით უნდა მიეცათ ბინები დევნილებისთვის, შემდეეგ შევიმუშავეთ ორ ბლოკად დაყოფილი შეფასების კრიტერიუმი: საცხოვრებელი და სოციალური პირობების მიხედვით. ქულების დაჯამების შემდეგ მაღალქულიანები რიგითობის მიხედვით იღებენ ბინას: ის ოჯახები, რომლებიც ნათესავთან ან ქირით, ასევე კომპაქტური განსახლების ობიექტებში, ან ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ან კიდევ იმ შენობებში, რომლებიც სახელმწიფო ან თვითმმართველობის მნიშვნელობისაა, ან კერძო პირი ითხოვს მათ გამოსახლებას. თუ შენობა ავარიულია ან საცხოვრებელი პირობები მძიმეა - სარდაფში, ფიცრულში ან ავტოფარეხში ცხოვრობენ, დამატებითი ქულები ენიჭებათ. 1,5 ქულა ემატება ოჯახს, რომელმაც კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრი დაკარგა. ბინის მიღებამდე ტარდება მონიტორინგი და მოვიპოვებთ ფოტომასალას რეალური საცხოვრებელი პირობების შესახებ, რადგან რაღაცები იცვლება: ზოგს შეიძლება სოფელში ჰქონდეს სახლი ან მიწის ნაკვეთი და ა.შ. ამ მასალების საფუძველზე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. - კომისიაში ვინ შედის? - არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ვეტერანთა დეპარტამენტის, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები - სულ 21 კაცი. - თუ გსმენიათ ფაქტებზე, როდესაც ერთი და იგივე ოჯახი იღებს ბინას? - დიახ, თაღლითებზე მსმენია და 12 ჯგუფია დაკავებული, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ამაში გარეული ყოფილიყვნენ ის პირები, რომელთაც ეს საქმე ევალებათ, მათ შორის, ჩვენი სამინისტროდან. თაღლითობაში მონაწილეთა 95% დევნილები არიან და ავრცელებენ ხმას, რომ სამინისტროს ამა თუ იმ მაღალჩინოსანს განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ შეუძლია მათი დახმარება. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ოჯახიდან რამდენიმე წევრი იღებს ბინას, 2013 წელს დევნილების ხელახალი აღწერა ჩატარდა და მონაცემები ონლაინბაზაში შევიყვანეთ. დევნილების თანხმობის გარეშე რაიმე ცვლილების შეტანა შეუძლებელია. ბაზა იუსტიციის სამინისტროს გადავეცით და მისი დაარქივება-გადამოწმება ყოველთვიურად ხდება. გამორიცხულია, ერთხელ ბინამიღებულმა ოჯახმა ხელმეორედ მიიღოს. ხშირად დევნილებს ავიწყდებათ, რომ აფხაზეთიდან წამოსული ოჯახი გამრავლდა და მათ სრულწლოვანი შვილები ჰყავთ თავიანთი ოჯახებით. - რა სისტემით აკლდებათ ქულები? - ქულები აკლდებათ იმ დევნილებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი იყვნენ, შშმ პირები ჰყავდათ ან მძიმე საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ და შემდეგ რაღაცები შეიცვალა. ორი წლის წინ დევნილთა მოთხოვნით კრიტერიუმები შევცვალეთ, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაცას 500 ლარი ჰქონდა შემოსავალი, ვიღაცას კი ბევრად მეტი, მაგრამ ბარათზე არ ერიცხებოდა. ამასთან, ადრე შშმ პირის სტატუსს ფორმა 100-ის საფუძველზე ანიჭებდნენ, მაგრამ შემდეგ ფორმა 100 ძალიან მომრავლდა, ექიმებს ურიგდებოდნენ და აწერინებდნენ. ახლა მხოლოდ იმ ოჯახს ენიჭება ქულა, სადაც შშმ პირი ცხოვრობს და დროდადრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ, შესაბამისად, მას სპეციალური ბარათი ეძლევა. ასე რომ, ხარვეზები პრაქტიკულად აღმოფხვრილია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5897424&name=25.02.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.02.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

ტყვია, რომელიც ნელა კლავს...

დროგამოშვებით სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა პროდუქტს ამოწმებს. ბოლო შემოწმების შემდეგ შევიტყვეთ, რომ სუნელებსა და ნედლ რძეში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. საიდან ხვდება საკვებ პროდუქტში ტყვია, რა ზომას უნდა მიმართოს მწარმოებელმა, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი საფრთხეები, ამ საკითხებზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე გვესაუბრება: - წყაროები, თუ სად ხდება პროდუქტის ტყვიით დაბინძურება, არ ვიცით. მხოლოდ ერთი წყაროა აღიარებული, ბოლნისის რაიონის საბადოები. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგითაც დადგინდა, რომ ამ ტერიტორიებზე ნიადაგში ტყვიის დიდი შემცველობაა, სავარაუდოდ, იმ ადგილებში წარმოებული პროდუქტიც ტყვიით დაბინძურებული იქნება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოავლინა ფალსიფიცირებული სუნელების კუსტარული საწარმო, რომელშიც სუნელების შესაღებად არასაკვებ, ტყვიის შემცველ საღებავებს იყენებდნენ. ეს ერთეული შემთხვევაა, მაგრამ სხვადასხვა ტერიტორიასა და სხვადასხვა სურსათში საიდან ჩნდება ტყვია, უცნობია. სახელმწიფომ ვერ (ან არ) ჩაატარა კვლევა-ძიება ამის დასადგენად. სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად იღებს ნიმუშებს და ამოწმებს, მაგრამ თუ არ მიაგნეს დაბინძურების წყაროებს, აზრიც არა აქვს მუშაობას. არ მოწმდება ბევრი სხვა სამომხმარებლო პროდუქციაც (სამშენებლო მასალა, ბიჟუტერია, საღებავები თუ სხვ.), საამისოდ არც კონკრეტული მოთხოვნები არსებობს. მაგალითად, ბავშვთა სათამაშოებში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოვაჩინეთ და ამის გამო არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ბაზრიდანაც არ ამოღებულა. არ არსებობს ნორმა, რომ სათამაშოებში არ შეიძლება ესა და ეს ნივთიერება რაღაც დონეს აჭარბებდეს. კანონში არის მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ პროდუქცია უნდა იყოს უსაფრთხო. ტყვია და სხვა დამაბინძურებლები თუ მაღალი დოზით არ არის მიწოდებული, არ იწვევს მოწამვლას და სიკვდილს. ტყვია ნელ-ნელა სახლდება ორგანიზმში და დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ტყვია ძვლებში ილექება და განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში - იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, გაღიზიანებას, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას. შეიძლება ერთბაშად ვერც გაიგოს ადამიანმა, რატომ გაუჩნდა ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ტყვიაზე არ გაიკეთა ანალიზი. მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა - შერჩევის პრინციპით 1200 ბავშვი მოწმდება. შემდეგი ნაბიჯი კერების გამოვლენა და აღმოფხვრა უნდა იყოს. - საქართველოს საზღვარზე შემოსული პროდუქტები თუ კონტროლდება? - საზღვარზე 2017 წლის ბოლომდე არ ამოწმებდნენ მცენარეული წარმოშობის სურსათში მავნე ნივთიერებების შემცველობას, მოწმდებოდა მხოლოდ ცხოველური პროდუქტი. რაც საბაჟოზე გამოვლინდება, უკან იგზავნება ან ანადგურებენ. არასასურსათო პროდუქცია ანალოგიურ შემოწმებას არ ექვემდებარება. ხელისუფლებამ უნდა დანერგოს კონტროლის მექანიზმები როგორც სურსათზე, ისე სხვა პროდუქციასა და გარემოზე. მხოლოდ ტყვია ხომ არ არის პრობლემა, ბევრი სხვა დამაბინძურებელიც არსებობს... კვლევის შედეგად... სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძისა და რძის ნაწარმის - 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137, თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2%-ს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში (2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა).

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5897434&name=25.02.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.02.2019

მედიასაშუალება: ალია

ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს, ისე გამოგვყარეს სახლიდან” - უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახი ღია ცის ქვეშაა

უკრაინაში დაღუპული 32 წლის ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახი ქუჩაში, ღიას ცის ქვეშ აღმოჩნდა. აფხაზეთის ომის, აგვისტოს ომის, ერაყის ომისა და ბოლოს უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლის მეუღლე და შვილი რამდენიმე დღის წინ ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან ოჯახმა 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლო. დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახმა ნაქირავები სახლიდან პირადი ნივთებისა და ტანსაცმელის წამოღებაც ვერ მოახერხა. ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მას ერთი თირკმელი დახურული აქვს. “ბავშვს მარჩენლდაკარგულის 100 ლარი აქვს პენსია და დედას – 250 ლარი ხელფასი. ორი თვის ქირა დამიგროვდა გადასახდელი. საუბარია 500 ლარზე. ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს, ისე გამოგვყარეს სახლიდან”, – ამბობს მეომრის ქვრივი. ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკემბერს უკრაინის ომში დაიღუპა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5898119&name=25.02.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​