მედიამონიტორინგი 25.03.2019
ტელევიზია
25.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ძალადობრივი და დანაშაულებრივი - ასე აფასებენ სამუშაო პირობებს სოციალური მუშაკები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ. თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები არიან და მათ რეგიონებიდან ჩამოსული სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ. პარალელურად, აქციების გამართვას გეგმავენ რეგიონებშიც. სოციალური მომსახურების სააგენტო ფაქტიურად პარალიზებულია. გაფიცული სოციალური მუშაკების მთავარი მოთხოვნა შრომითი პირობების გაუმჯობესებაა. სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, ხელისუფლებამ ისინი იმ საჭიროებებით უზრუნველყონ, რაც ბენეფიციარებისთვის მომსახურების გასაწევად აუცილებელია. მათი თქმით, სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის არ არსებობა წარმოადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5962410
რუსთავი 2- კურიერი 10:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961784
იმედი-ქრონიკა 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5962155
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961502
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961560
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961848
რუსთავი 2- კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961507
რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961390
---
24.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ხვალინდელ გაფიცვას ბათუმის სოციალური სამსახურის თანამშრომლებიც შეუერთდებიან. აქცია ვარდების სკვერში 10 საათზე დაიწყება. სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯერ არ იციან, რამდენი სოციალური მუშაკი შეუერთდება ხვალ დაგეგმილ აქციას. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალურ მუშაკებზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან ისინი არ შეუერთდნენ დაანონსებულ პროტესტს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961197
---
24.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
13 წლის ძმიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბიძის წინააღმდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერი ირემაძეს 2 წლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961174
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960839
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960974
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961201
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961012
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960654
---
24.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
29 წლის გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის მკურნალმა ექიმმა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება თავად შეიჩერა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ექსპერტიზისა და მოკვლევის შემდეგ გახდება მეტი დეტალი ცნობილი, გადაცდომისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში ყველა შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო რაც სიცცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961202
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960947
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961183
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960628
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960650
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960527
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960391
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960259
---
24.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. „მოქმედების დროა!“- ასეთია კონფერენციის სლოგანი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და ტუბერკულოზის ცენტრების ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე ქვეყანაში დაავადებულთა მაჩვენებლის შესახებ ისაუბრეს და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961070
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960879
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960998
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960620
რუსთავი 2 - დილა უქმეებზე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960253
---
24.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სამეგრელოში მცხოვრები ხორავების ოჯახი იმთაღლითების დასჯას ითხოვს, რომლებიც მათ ბავშვის თურქეთში მკურნალობას დაპირდნენ და ბეს სახით 2000 ლარიც გამოართვეს. გაირკვა, რომ პირს, რომელმაც თანხა აიღო, ექიმებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. თანხა ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ ხორავები ამბობენ, რომ თაღლითური პრაქტიკა ისევ გრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5961053
---
23.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ისინი რეფერალური საავადმყოფოს იმ ექიმების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული ფაქტი დროულად გახსნან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960156
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960019
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5960116
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5959904
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5959794
---
23.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნა, რომელიც საქართველოში ოჯახურ ძალადობისა და მისი პრევენციის მექანიზმებს ეხება. მაკონტროლებელმა ორგანომ სოციალური მუშაკების რაოდენობა და მათი დატვირთვის სტატისტიკა შეისწავლა. შედეგი მიუთითებს, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობისგან პრევენციის მექანიზმი, თითქმის, არ არსებობს. ამის მიზეზი სოციალური მუშაკების რეკორდულად მცირე რაოდენობაა, რაც მსოფლიო პრაქტიკით მიღებულ ნორმებს, თითქმის, ასჯერ ჩამოუვარდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5959999
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5959634
---
23.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
როგორია ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხი? საკითხზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. ასევე, იმსჯელეს ექიმების პროფესიული მოვალეობის პროცესში ხელის შეშლის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე. შეხვედრაზე დარგობრივი ასოციაციების აღიარების რკიტერიუმებიც განიხილეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5959621
---
22.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
29 წლის მელანო ფუტკარაძის დედა შვილის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. გოგონა კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს. 3-დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა 29 წლის პაციენტის სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს და ცხელი აბაზანების მიღება ურჩიეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5958739
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5958604
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5958692
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5958661
---
22.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
მე-4 დღეა ელმავალმშენებლებს ქარხანის შესასვლელი აქვთ გადაკეტილი. დასაქმებულები 7 თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. აპირებს თუ არა კომპანიის ადმინისტრაცია დავალიანების გასტუმრებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5957981
---
22.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
რა ვითარებაა საქართველოში რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებების მხრივ. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მომზადებული ეროვნული კვლევა სახალხო დამცველმა წარადგინა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად კვლავ გვხვდება სისტემური პრობლემები სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით. გამოწვევად რჩება სერვისის ფინანსური უზრუნველყოფა, ასევე სოციალური ბარიერები და ინფორმაციის ნაკლებობა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ყოველივე ეს განსაკუთრებული სიმწვავით აისახება ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირების, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებრივ მდგომარეობაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5958118
---
ინტერნეტი
25.03.2019
ბათუმში გაფიცული სოცმუშაკი ამბობს, რომ მას სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან
"დაუცველი დამცველები", "ზრუნვა ცარიელი ხელებით", "დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის", - ამ ლოზუნგებით სოცმუშაკები ბათუმშიც გაიფიცნენ. აქცია ვარდების სკვერში მომდინარეობს, სადაც კარვის დადგმას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ. მათივე თქმით, სოციალური მუშაკების ნაწილზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ისინი ვერ გამოვიდნენ, თუმცა პეტიციაზე ხელი მოწერილი აქვთ. როგორც აქციის მონაწილე თამარ ღუნაშვილმა თქვა, მასზე აჭარისა და ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები სამსახურიდან გაშვების მუქარით ზეწოლას ახორციელებენ. "მინდა აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ ქარცივაძეს ვუთხრა, რომ რცხვენოდეს, რადგან თანამშრომლებზე სხვადასხვა ზეწოლით ძალადობს. ასევე, ქობულეთის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ჭატურიშვილი სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდა. აქ გამოსვლამდე 22 მარტს ხელმძღვანელმა გამომიცხადა, რომ თუ გავაპროტესტებდი, დავკარგავდი სამსახურს. ასეთი ხელმძღვანელები ჰყავს სახელმწიფოს", - აცხადებს თამარ ღუნაშვილი. სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. მათივე თქმით, ორშაბათიდან სხვა თანამშრომლების მობილიზება მოხდება, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ.
24.03
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/351068/?fbclid=IwAR3L3MYl5Jc1a2BKtu6CwiSt5eQAdzcR3qsYCC-rXzwO1XewwT1ys9-SpJc
---
25.03.2019
სოციალური მუშაკები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
სოციალური მუშაკები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სოციალური მუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. "ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჩვენი ადრესატი არის უკვე საქართველოს მთავრობა. გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სოცმუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მანამდე არც ერთი სოციალური მუშაკი არ დაუბრუნდება ადგილს", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. მისი თქმით, მათ 22 მოთხოვნიდან 6 „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" მოთხოვნა აქვთ, რომლის შესრულებასაც უმოკლედ ვადებში ითხოვენ. "მოთხოვნები არის ძალიან კომპლექსური. სოციალური მუშაკებს აქვთ 22 მოთხოვნა. თუმცა ვართ რეალისტურები, ვიაზრებთ, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველაფრის მოგვარება არ შეიძლება და გვაქვს 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ ადამიანურად მუშაობა და ვისაც ვემსახურებით, ბავშვები იქნებიან, ხანდაზმულები თუ სხვები, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება. ეს არის ტრანსპორტი ყველა სოციალური მუშაკისთვის, იმისთვის, რომ ისინი ფეხით არ დადიოდნენ ბენეფიციარებთან, ასევე მოთხოვნების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყვნენ ფსიქოლოგები ჩართული. ძალადობა განცდილი ბავშვები ფსიქოლოგს ელოდებიან 7, 8, 9, 10 თვის მანძილზე, რაც ჯანმრთელობას აზიანებს და სოციალური მუშაკების მოთხოვნაა ფსიქოლოგის, როგორც სერვისის შექმნა ყველა სოციალური მომსახურების ცენტრისთვის", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: http://csogeorgia.org/news/22663/geo?fbclid=IwAR36OyN1sWcpvOdG0PuaaoMq52b_qpzg-dffAe506PGtDgnm2A9hNxWv9ds
ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა მოთხოვნებს
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43968/ghia-sazogadoebis-fondi-mkhars-uchers-sotsialur-mushakta-motkhovnebs
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538624-socialurma-mushakebma-dgeidan-gapicva-gamoacxades/
სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადეს
თუ სოციალური მუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მუშაკების გაფიცვის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, სოცმუშაკებს 22 მოთხოვნა აქვთ, თუმცა აქედან 5 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ. „მოგეხსენებათ, 22 მოთხოვნა გვაქვს. თუმცა, 22-ვეს შესრულებას დღესვე არ ველოდებით, მაგრამ 5 ძირითად მოთხოვნაზე შევჯერდით, რომელთა შესრულებასაც დაუყოვნებლივ ვითხოვთ. ესენია - თითო სოციალურ მუშაკზე დაანგარიშდეს მაქსიმალურ საქმეთა რაოდენობა 50 და დაუყოვნებლივ დაემატოს შესაბამისი რაოდენობის კადრები; საპროცესო წარმომადგენლობა, რომელიც აბსოლუტურ პარალიზებას უკეთებს სოცმუშაკების სამუშაოს, ჩამოგვცილდეს. შეიქმნას ცალკე მობილური ჯგუფი, რომ სოცმუშაკს ჩამოსცილდეს არასრულწლოვნის პოლიციაში და სასამართლოში წარმომადგენლობა; ასევე ვითხოვთ ტრანსპორტს და ფსიქოლოგს ყველა ცენტრისთვის, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ამით სარგებლობა. ასევე ვითხოვთ ხელფასის 30%-იან მატებას, რომ სოციალური მომსახურების სოცმუშაკების ხელფასები გაუთანაბრდეს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული სოცმუშაკების ხელფასს. უნდა დაითვალონ რამდენი სოციალური მუშაკის დამატება იქნება საჭირო, ჩვენი მითითებაა, რომ არც ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ახლა ამ საქმეების რაოდენობა 200-ს სცდება და ზოგ სოცმუშაკს 300 საქმეც აქვს თვის მანძილზე და ბენეფიციარები ვერ იღებენ შესაბამის მომსახურებას. ვაცნობიერებთ, რომ საქმეს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ამას ჩვენი დამსაქმებელი ვერ ან არ აცნობიერებს“, - აღნიშნა ხუციშვილმა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სოცმუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ. „თუ ეს ხუთი მოთხოვნა არ შესრულდა, სოციალური მუშაკები არ უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. ამ გაფიცვის ადრესატი არის საქართველოს მთავრობა და პრემიერი. საუბარი ჯანდაცის სამინისტროსთან ფაქტობრივად დავასრულეთ, გვითხრეს, რომ მათ ფაქტობრივად არაფრის გაკეთება შეუძლით. მედიაციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გვქონდა მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან და სოცმომსახურების სააგენტოს დირექტორთან, თამაზ მოდებაძესთან. შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა. მათი პოზიციაა „საბანი სადამდეც გაგვწვდება, ისე უნდა დავიფაროთო“, ჩვენ მეტის გაკეთება არ შეგვიძლიაო“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. ცნობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დილით დაიწყო. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მათი აქცია იმართება.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/mteli-qveynis-masshtabit-socialuri-mushakebis-gaficva-iwyeba/31596/
---
25.03.2019
ბათუმში 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტო მოკვლევას იწყებს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტო მოკვლელვას იწყებს. მინისტრის თქმით, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ერთმა ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა. "გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და არამხოლოდ ერთი ექიმი, არამედ ყველა ჩართული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაიმე გადაცდომა თუ შეცდომა დაშვებული, ყველაზე იქნება ადეკვატური პასუხი", — განაცხადა მინისტრმა აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ექიმებს არასწორი დიანოზის დასმასა და არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ. გუშინ, 23 მარტს ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს და თავდაპირველად საავამყოფოს მიმდებარე, შემდეგ კი ქალაქში შესასვლელი ქუჩა გადაკეტეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
---
24.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190306/?fbclid=IwAR0nsdunx5Wwae-RJw1LbBxGqoYh1arIjBUW_s-alyUwDe47k7_Df5Zni60
თემურ ქარცივაძე სოცმუშაკების გაფიცვაზე: მათ ფუნქციას სხვა თანამშრომლები შეასრულებენ
რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით ხვალ, 25 მარტს იწყებენ? – ამ უწყებების პრესცენტრებში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. „ბათუმელები“ იგივე კითხვით სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსს, თემურ ქარცივაძეს დაუკავშირდა. „ყველა არ არის გაფიცული, არის სამსახურში რესურსი, რომ ერთი დღით სოცმუშაკები სხვებმა ჩაანაცვლონ. ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებულია და არავინ არ დაზარალდება,“ – ამბობს თემურ ქარცივაძე. მას ვკითხეთ, რატომ ჩათვალა, რომ გაფიცვა ერთდღიანია, ან რა რესურსით ჩანაცვლდება სოცმუშაკების შრომა. „ეს მათ ჰკითხეთ, არ ვიცი, რამდენდღიანია… ხვალ დაითვალეთ, რამდენი გავა გაფიცვაზე, მე არ ვიცი… გითხარით, რომ მათ ფუნქციას შეასრულებენ სხვა ადამიანები. სოცმუშაკის უნარ-ჩვევები ჩვენს სამსახურში ძალიან ბევრს აქვს. უფლებამოსილებას მივცემთ გაფიცვის რეჟიმში კომპეტენტურ ადამიანებს, ახლა სიას ვერ მოგცემთ, ვინ იქნებიან ესენი… ძალიან გთხოვთ, ნუ შემოდიხართ ჩვენს კომპეტენციაში,“ – აღნიშნა თემურ ქარცივაძემ „ბათუმელებთან“. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსს ასევე ვკითხეთ, სოცმუშაკების დაშინებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, ქობულეთის შემთხვევაზე – ქობულეთში მომუშავე სოცმუშაკი თამარ ღუნაშვილი ამბობს, რომ მას განყოფილების უფროსი სამსახურიდან გაშვებით დაემუქარა. „ყველა ეს ინფორმაცია არის ტყუილი…“ – მოკლედ გვიპასუხა თემურ ქარცივაძემ იმის მიუხედავად, რომ შემთხვევის შესახებ ჯერ არაფერი მოუკვლევია და არც თანამშრომლებს გასაუბრებია. „ვიცი მე ჩემს სამსახურში სიტუაცია, არ იყო ზეწოლა, ვიცი,“ – დასძინა თემურ ქარცივაძემ.
---
24.03.2019
მედიასაშუალება: http://gasw.org/index.php/ka/events/news/625-2019-03-24-18-30-28?fbclid=IwAR1hgsyLjtMg3ltzerhtEgi99a0gzKKFy6oF9gAZCukIaLFJflBMMqODdUU
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან სოციალურ მუშაკებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს
25 მარტს, დილის 08:30 საათიდან, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით, მათი მოთხოვნების შესრულებამდე, საკუთარი და მათი მხარდაჭერის იმედად მყოფი მოქალაქეების უფლებების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან. აღნიშნულის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააგენტოში დასაქმებული კონკრეტული პირები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები, ზეწოლას ახორციელებენ სოციალურ მუშაკებზე და გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგებითა და პასუხისმგებლობების დაკისრებით ემუქრებიან. მაგალითად, ქობულეთის სოციალური მუშაკის განმარტებით,[1] 2019 წლის 22 მარტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების უფროსი, სამსახურიდან გათავისუფლებითა და ,,შვილების ულუკმაპუროდ დარჩენით" დაემუქრა მას, თუკი ის შეუერთდებოდა გაფიცვას. მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვა რაიონულ ცენტრებშიც. გაფიცვის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და დაუშვებელია კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის გამო, დასაქმებულის დაშინება ან/და მასზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება. კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.[2] გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.[3] ამასთან, აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლების რეალიზაცია სრულყოფილად შეძლონ, იმის მიუხედავად, თუ ამ აქტს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვა ჯგუფების მდგომარეობაზე. სოციალური მუშაკების უფლებების ეფექტიანი დაცვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესებზე აისახება დადებითად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულთა შრომითი უფლებებით განუხრელი სარგებლობის მიზნით აუცილებელია სახელმწიფომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს ყველა მსგავს შემთხვევაზე. ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესწავლას და სოციალური მუშაკების ინტერესების დაცვისათვის გამოვიყენებთ კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის ყველა საშუალებას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სოციალურ მუშაკებს მათ სამართლიან ბრძოლაში და მოვუწოდებთ: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უზრუნველყონ თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს დასაქმებულთა მიმართ ყევლა სახის ზეწოლას,სოციალური მუშაკების დაშინებას სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარის სახით და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მათი თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული მუქარის ყველა მსგავს შემთხვევაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
---
24.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253335-13-wlis-zmissvilis-mkvlelobasi-braldebuli-2-wlian-izulebit-mkurnalobas-gaivlis
13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2-წლიან იძულებით მკურნალობას გაივლის
რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა. მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერი ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მადონა მაისურაძემ სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერი ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა დიაგნოზით – ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირი იძულებით მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაივლის.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/538574-rustavis-sasamartlom-13-clis-zmisshvilis-mkvlelobashi-braldebuls-2-cliani-izulebiti-mkurnaloba-ganusazgvra/
---
24.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253288-gardacvlili-melano-futkarazis-mkurnalma-eqimma-uflebamosileba-seicera
გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის მკურნალმა ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ უფლებამოსილება შეიჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება ექიმმა ოჯახისა და ახლობლების მიერ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. ეკა ფუტკარაძე რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის წინ გარდაცვლილ 29 წლის მელანო ფუტკარაძეს მკურნალობდა. ოჯახი სწორედ მის არასწორ დიაგნოზს უკავშირებს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას. პაციენტის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური ქუჩები დღის განმავლობაში არაერთხელ გადაკეტეს. ისინი ექიმის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვდნენ. უფლებამოსილების შეჩერების საკითხს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. პარალელურად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 116-ე მუხლით რაც დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მელანო ფუტკარაძეს ოჯახი ხვალ დაკრძალავს. მისი გარდაცვალების მიზეზი, როგორც ახლობლები ამტკიცებენ, აპენდიციტის გამწვავება გახდა. ამ დროისთვის ბათუმში აქცია დასრულებულია.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/29-wlis-gogos-gardacvalebashi-dadanashaulebul-eqims-saqmianobis-ufleba-sheucherda
---
24.03.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=94764
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, არც ერთ უწყებას უფლება არა აქვს ექიმს საქმიანობა შეუწყვიტოს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს. მისივე ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა. „ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები და მოკვლევა არ დასრულდება, არც ერთ უწყებას, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სხვას, უფლება არა აქვს, ექიმს საქმიანობა შეუწყვიტოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაალ მიქელაძემ. მინისტრი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ექიმმა ეკა ფუტკარაძემ საქმიანობა საკუთარი განცხადების საფუძველზე შეწყვიტა თუ არა. ამასთან, ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის ქალის ახლობლებმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს, რომელიც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდა, საქმიანობა შეუწყდა. სწორედ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს აქციის მონაწილეებმა დაშლა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
23.03
---
23.03.2019
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება - აუდიტის სამსახურის დასკვნის საგანგაშო მონაცემები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ოჯახში ძალადობისგან დაცვისა დაპრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს. უწყებამ აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა: ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირება და სოციალური მუშაკის ჩართულობა, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ცნობიერების დონესთან დაკავშირებული საკითხები, რომლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები: აუდიტის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის სისტემური შეფასების მექანიზმი არ იყო დანერგილი. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემა და რეაგირების ღონისძიების განსაზღვრა პოლიციის მიერ ხდებოდა ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც რიგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა ძალადობის ფაქტებზე თანაბარზომიერ და თანმიმდევრულ რეაგირებას. 2018 წლის 1 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედდა რისკის შეფასების მექანიზმი და განისაზღვრა ორდერის გაცემის საფუძველი, რითაც შემაკავებელი ორდერის გაცემის პროცესი უფრო თანმიმდევრული გახდა, თუმცა, გამოწვევად რჩება პოლიციის მხრიდან რისკის შეფასების ოქმის სრულყოფილად შევსება. აუდიტის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორდერის პირობების შესრულების მონიტორინგი სისტემურად არ მიმდინარეობდა. შედეგად, ორდერის პირობების დარღვევის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი თავად აცნობებდა აღნიშნულის შესახებ. რისკის შეფასების ინსტრუმენტის დანერგვასთან ერთად, ამოქმედდა შემაკავებელი ორდერის ზრდა. ძალადობის რისკის შეფასების და რეაგირების ღონისძიების განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაციაზე დაშვება პატრულ-ინსპექტორების და უბნის ინსპექტორების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დონეზე განსხვავებულია. საჭირო ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა, ქმნის რისკს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი განიხილება, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ასახულია სასამართლოს მიერ 2017 წელს გამოცემული დამცავი ორდერების მხოლოდ 22%, რაც არ იძლევა დამცავი ორდერების ძალადობის ისტორიაში გათვალისწინების და მათი პირობების შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას. მოძალადის სახლიდან გარიდება პრაქტიკაში ხშირად სირთულეებს უკავშირდება (ღამის საათებში, ნასვამობის და სახლის საკუთრების შემთხვევაში). შედეგად, ხშირია მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული რამდენიმე პირის თავშესაფარში გადაყვანა, რაც დისკომფორტს უქმნის მსხვერპლს და არა მოძალადეს. ძალადობის ინციდენტში მონაწილე პირთა საცხოვრებლიდან განცალკევების სამოქმედო ინსტრუქცია სამინისტროში შემუშავებული არ არის, რაც ვერ ქმნის მსხვერპლის ინტერესების სათანადოდ გათვალისწინების საფუძველს. მოხუცებზე განხორციელებული ეკონომიკური ძალადობის მიმართ რეაგირების მოქმედი მექანიზმი გარკვეულ შემთხვევებში არაქმედითია და ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადოდ დაცვას. უწყებათაშორისი კომისია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც საჭიროებს ანალიზით გამყარებას. ასევე სუსტია კომისიის მონიტორინგის და კოორდინაციის ფუნქციები. შედეგად, სამოქმედო გეგმა ნაწილობრივ სრულდება და ხშირია მნიშვნელოვანი საქმიანობების შემდგომ სამოქმედო პერიოდში გადატანის შემთხვევები. დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მოძალადის ქცევის კორექციის კანონით გათვალისწინებული კურსები პრაქტიკაში დანერგილი არ არის, ასევე განუსაზღვრელია მათ დანერგვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო. შედეგად, მოძალადის მიერ ქცევის კორექციის კურსის გავლა პრაქტიკაში უზრუნველყოფილი არ არის, რაც ამცირებს ძალადობის პრევენციის ღონისძიებების პროდუქტიულობას. სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა და მათი შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ძალადობის შემთხვევებში − მათ არასათანადო ჩართულობას განაპირობებს. სოციალური მუშაკები არ მუშაობენ დასვენების დღეებში, შაბათ/კვირას და არასამუშაო საათებში, მათი უფლება-მოვალეობები არაპროპორციულია მათ რაოდენობასთან შედარებით. სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება თვეში რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას. აღნიშნულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და ძალადობისგან დაცვის მექანიზმების სათანადო აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანშეწონილია უზრუნველყოს: - ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მორეაგირე პოლიციელებისთვის საჭირო ინფორმაციაზე (ძალადობის წინა ისტორია და სხვ.) ხელმისაწვდომობა, რაც შედეგად, რისკის სწორად შეფასებით, ხელს შეუწყობს მსხვერპლის დაცულობის ხარისხის გაზრდას და სამართალდარღვევაზე შესაფერისი საპასუხო ღონისძიების განსაზღვრას. სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში როგორც დამცავი, ისე შემაკავებელი ორდერების აღრიცხვა, რაც შექმნის სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების წინაპირობას. დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობისა და ორდერების სათანადოდ აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანშეწონილია მოამზადოს გარიდების პროცესის შესაბამისი ინსტრუქცია. ასევე მიზანშეწონილია, სამინისტრომ განიხილოს მოძალადის მიმართ გარიდების პრაქტიკული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობა. ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას: ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილია უზრუნველყოს, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა. ოჯახში ძალადობის შემთხვევების ადრეული იდენტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანია შეიმუშაოს და დანერგოს ძალადობის ადრეული გამოვლენის მექანიზმები (მაგალითად, ბავშვების სავალდებულო სამედიცინო შემოწმების, სკრინინგის პროგრამის და ა. შ. ფარგლებში). მოხუცებზე ეკონომიკური ძალადობის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების მიზნით, კომისიამ პასუხისმგებელ უწყებებთან (შსს, სოციალური მომსახურების სააგენტო) ერთობლივი ძალისხმევით, მიზანშეწონილია უზრუნველყოს რეაგირების არსებული პროცედურების დაზუსტება/განახლება (მოხუცებზე უგულებელყოფის გავრცელება ან ეკონომიკურ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესება), რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის მსხვერპლისათვის ამ კუთხით არსებულ სახელმწიფო სერვისებს. ასევე, კომისიამ მნიშვნელოვანია განსაზღვროს ქცევის კორექციის კურსებზე პასუხისმგებელი ორგანო და ხელი შეუწყოს მის დროულ დანერგვას. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს: სოციალური მუშაკის არასამუშაო საათებში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიზანშეწონილია დანერგოს სოციალური მუშაკების მორიგეობის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას და არასამუშაო საათებში ძალადობის გადაუდებელ შემთხვევებზე შეუფერხებელ რეაგირებას.
---
23.03.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/elmavalmshenebelshi-dasaqmebulebma-gaficvis-shemdeg-xelfasi-miiges-/31548
„ელმავალმშენებელში დასაქმებულებმა გაფიცვის შემდეგ ხელფასი მიიღეს“
საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ელმავალმშენებელში დასაქმებულებმა გაფიცვის შემდეგ ხელფასი მიიღეს. პროფკავშირების და დასაქმებულების 24 საათიანი აქციების და პიკეტის ფონზე ,,ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისათვის დასაფარი თანხა ინვესტორმა დარიცხა. აღნიშნული ინფორმაცია სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით მიმართავდა და დასაქმებულებთან ერთად პროტესტის სამომავლო ნაბიჯებს სახავდა. ინფორმაციის დადასტურების შემდგომ, პროტესტის მონაწილე დასაქმებულებმა ქარხნის ადმინისტრაციის შენობაზე პიკეტირება მოხსნა, რათა ბუღალტერიისთვის საშუალება მიეცათ მუშების სახელფასო ანგარიშებზე ჩარიცხვები განხორციელებულიყო. „მაქვს მყარი გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ინვესტორი შემოვა და არის შესაბამისი კონტრაქტები მზად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქარხანა ამუშავდება. უნიკალურია ეს ქარხანა და მოთხოვნა ამ ქარხნის პროდუქციაზე განუზომლად დიდია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ქარხნის გაჩერება, ამ ქარხნის გაჯართება ნიშნავს უუნარობას და რესურსების განიავებას, რისი ფუფუნებაც ქართულ ეკონომიკას არ აქვს. მოვუწოდებ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად, იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენ დასაკარგი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "ელმავალმშენებლის" დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი ადმინისტრაციისგან 6 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვდნენ. შრომით დავაში ჩართული იყო როგორც პროფკავშირები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახური. პროფკავშირების ინფორმაციით, ადმინისტრაცია სახელფასო დავალიანებას ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობით იმიზეზებდა და რომ კომპანიას ფინანსური პოლიცია ამოწმებდა. ის, რომ შემწომება ნამდვილად მიმდინარეობს, bm.ge-ს საგამოძიებო უწყებაშიც დაუდასტურეს.
---
23.03.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/maqvs-myari-garantiarom-elmavalmshenebelshi-axali-investori-shemovaquot/31550
„მაქვს მყარი გარანტია,რომ ელმავალმშენებელში ახალი ინვესტორი შემოვა"
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაცია, ელმავალმშენებელ ქარხანაში ახალი ინვესტორი შევა. ამის შესახებ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელიც ელმავალმშენებლის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ეხება. საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ელმავალმშენებელში დასაქმებულებმა გაფიცვის შემდეგ ხელფასი მიიღეს. „მაქვს მყარი გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ინვესტორი შემოვა და არის შესაბამისი კონტრაქტები მზად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქარხანა ამუშავდება. უნიკალურია ეს ქარხანა და მოთხოვნა ამ ქარხნის პროდუქციაზე განუზომლად დიდია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ქარხნის გაჩერება, ამ ქარხნის გაჯართება ნიშნავს უუნარობას და რესურსების განიავებას, რისი ფუფუნებაც ქართულ ეკონომიკას არ აქვს. მოვუწოდებ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად, იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენ დასაკარგი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "ელმავალმშენებლის" დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი ადმინისტრაციისგან 6 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვდნენ. შრომით დავაში ჩართული იყო როგორც პროფკავშირები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახური. პროფკავშირების ინფორმაციით, ადმინისტრაცია სახელფასო დავალიანებას ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობით იმიზეზებდა და რომ კომპანიას ფინანსური პოლიცია ამოწმებდა. ის, რომ შემწომება ნამდვილად მიმდინარეობს, bm.ge-ს საგამოძიებო უწყებაშიც დაუდასტურეს.
---
23.03.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/photo/146190-vificebit-tqven-dasacavad-dghes-socialuri-mushakebis-bolo-samushao-dghea-gaficva
"ვიფიცებით თქვენ დასაცავად" - დღეს სოციალური მუშაკების ბოლო სამუშაო დღეა, გაფიცვა იწყება
"სოციალური მუშაკები ტოვებენ სამუშაო ადგილებს და ბენეფიციარებს უტოვებენ შეტყობინებას, რომ იფიცებიან მათ დასაცავად!", - წარწერა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კარებზე სოციალურმა მუშაკებმა დატოვეს. ისინი, ისევე როგორც მთელი საქართველოს ყველა სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკი 25 მარტიდან იფიცება. გაფიცვა მათ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს - ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს იმის გამო მიმართავენ, რომ სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოციალური მუშაკები სისტემაში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვენ. რატომ იფიცებიან სოციალური მუშაკები.
---
23.03.2019
"ვერ ლაპარაკობს, ვერ გვაგებინებს რა სტკივა... შეტევის დროს კედელს ურტყამს თავს" - 12 წლის გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება
12 წლის გიორგი ჯანაშია ჰიდროცეფალიით არის დაავადებული. ბავშვს არ ესმის, ვერ ლაპარაკობს, ვერ ისვენებს, ზოგჯერ გამოსცემს ცალკეულ ბგერებს. თავში მას შუნტი აქვს ჩადგმული, რომლის გარეშე ის ვერ იცოცხლებს. გიორგი დედასთან და უმცროს ძმასთან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით მის დედას, თამუნა კაკასვილს. – თამუნა, როგორ მოხვდით ამ ბინაში? – გათხოვებამდე თბილისში ვცხოვრობდი, შემდეგ მეუღლესთან მარტვილში გადავედი, გიორგის დაბადებამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. – გართულება გქონდათ ორსულობის დროს? – არა. ორსულობამ მშვენივრად ჩაიარა, უბრალოდ მედპერსონალის დაუდევრობის გამო, ახალშობილი დავარდა და თავის ტრავმა მიიღო. ამან ჩვენ ცხოვრება დაგვინგრია! – ამის გამო მოგიწიათ ყველაფრის მიტოვება და დედაქალაქში გადმოსვლა? – დიახ, მარტვილში არანაირი პირობები არ არის, რომ მძიმე ავადმყოფ ბავშვს ვუპატრონო. მე და ბავშვები ჩამოვედით, მეუღლე იქ დარჩა და იქიდან გვეხმარება. აქ ჩემი მშობლები მეხმარებიან. – გიორგის შეუძლია აგიხსნათ რა აწუხებს? – ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. ვერ ლაპარაკობს, ვერ გვაგებინებს რა სტკივა. შეტევის დროს კედელს ურტყამს თავს... საშინელი სანახავია ეს. – და ამას პატარა ლუკა როგორ უძლებს? – ლუკა 5 წლისაა, ძალიან ეშინია ძმის. ზოგჯერ უნდა რომ ჩაეხუტოს, მაგრამ ვერ ეკარება. მამას ეხვეწება წამიყვანე შენთანო. იქ რომ არის, ჩვენ ვენატრებით, ვერ ძლებს ჩვენს გარეშე. – სახელმწიფო გეხმარებათ? – სოციალურ შემწეობას ვიღებთ, მერია გვიხდის ქირას, ადრე ოპერაციების თანხაც გადაიხადეს. თვეში 1000 ლარის წამალი მჭირდება და ამას როგორ დამიფინანსებენ? ვიცი, რომ ჩემი შვილი ვერასდროს იქნება ისეთი, როგორც სხვა ბავშვები არიან. მაგრამ სასწაულის მაინც მჯერა. მჯერა, რომ მკურნალობის შედეგად გიორგი უკეთ გახდება, მაგრამ რანაირად ვუმკურნალო? 200 ლარი თვეში ნუთუ საკმარისია ასეთი მძიმე ავადმყოფი ბავშვის მოსავლელად? მეგობრებო, გიორგის ჩვენი დახმარება სჭირდება. მართალია მძიმე ავადმყოფობის გამო, იგი ვერ ხვდება რა მძიმეა მისი მდგომარეობა, მას უბრალოდ სტკივა. მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, ჩვენ ხომ ვხედავთ... ერთად უნდა დავეხმაროთ ამ პატარა ბიჭს, მასთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის. თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ გიორგის, თანხა მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ჯანაშია)
კვირა.ჯი- http://kvira.ge/457249
---
23.03.2019
მედიასაშუალება: http://alia.ge/news/27041?fbclid=IwAR1qvBNgGlwm1jw65_6_5OFdvCqRFNmPIrhvE6EjmkutciFmbPZsn5-coT8
„ერთი ნაჭერი ყველი გვთხოვა, მენატრებაო, ლამის გული გაგვისკდა... ზაფხულს ელოდება რომ გათბეს...“
ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილის სოციალურ ქსელში წერს: ყურადღება!!! მოხუცი ბებო ვიპოვეთ ნახალოვკაში, ამ ნანგრევებში წევს. აკანკალებული იწვა სიცივისგან. რამდენიმე დღე საჭმელიც არ უჭამია. არავინ არ ჰყავს, სულ მარტოა და ზოგჯერ გარეთ გამოსვლას ახერხებს რომ პურისთვის ფული სთხოვოს ვინმეს. ოთახში ბალახია ამოსული, შუქი და გათბობა ძალიან ბევრი წელია ჩამქრალი აქვს, არასდროს არ მქონიაო ამბობს... არ აქვს სულ არაფერი, არც ტანსაცმელი, თეფში და ჭიქაც კი არ აქვს ერთი... ერთი ნაჭერი ყველი გვთხოვა, მენატრებაო, ლამის გული გაგვისკდა მართლა... საჭმელი ენატრება ადამიანს და ზაფხულს ელოდება რომ გათბეს... სიკვდილს ნატრობს, ვეღარ ვძლებო ამბობს... ტირის და გვატირებს ჩვენც რა. ვერაფრით ვერ დავტოვებთ ასე, მშიერს და გაყინულს! ოთახი თავისია და შეგვიძლია გავუკეთოთ ისე, რომ დათბეს, დენი უნდა ჩავურთოთ და გათბობა. უნდა ჩავაცვათ და ისე ვიზამთ რომ საჭმელი არასდროს მოაკლდეს! მომეხმარეთ რა, ცხოველი ვერ გაძლებს ამ პირობებში, მოხუცი ბებო კი არა... დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას რასაც შევძლებთ, გამივრცელეთ როგორც შეძლებთ რა...
---
22.03.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=11618
აჭარაში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო
რეგიონში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო. რა იწვევს შემცირებულ სტატისტიკას? რა პირობებში გადიან პაციენტები მკურნალობის კურსს და რა პროგრამები ხორციელდება დაავადებასთან საბრძოლველად? გახანგრძლივებული ხველა, საერთო სისუსტე, წონაში კლება, ოფლიანობა, მაღალი ტემპერატურა - ეს ტუბერკულოზის ზოგადი ნიშნები მაიამ ერთი თვის წინ შეამჩნია, რომლის შემდეგაც ექიმთან კონსულტაცია გადაწყვიტა. ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. მაიას მსგავსად სამედიცინო დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავედებული 25 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 6 ბავშვია. დისპანსერულ განყოფილებაში გვეუბნებიან, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მკურნალობას ექვემდებარებიან. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში გასულ წლებთან შედარებით ტუბერკულოზის შემთხვევების მნიშვნელოვან კლებაზე საუბრობენ. აქ ამბობენ, რომ აჭარაში, 2018 წლის მონაცემებით, საეჭვო შემთხვევაზე 4 444- ადამიანი მათ შორის 206 ბავშვი გამოიკვლიეს. საიდანაც 264 პირს დაავადება დაუდგინდა. ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პროექტს „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს ტუბერკულოზზე, აივ ინფექციაზე და c ჰეპატიტზე კვლევებს უტარებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
---
22.03.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=11606
5 წლის ტატა ცეცხლაძეს სასწარფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
5 წლის ტატა ცეცხლაძეს სასწარფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ოპერაციის ღირებულებაა, 105 ათასი ევრო, რისი გადახდის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ 599 33 01 14 -ზე ან თანხა ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანაგარიშის ნომერზე. საქართელოს ბანკი GE55BG0000000588221400
---
22.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190183/
ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი დაცვა – ბათუმელი სოცმუშაკები
სოცმუშაკებმა გაფიცვა ბათუმშიც დაიწყეს. სამუშაო ოთახის კედლებსა და შესასვლელ კარშიც სოცმუშაკებმა ერთი და იგივე განცხადება დატოვეს: „ძვირფასო მოქალაქეები, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც“. სოციალურმა მუშაკებმა სისტემური ცვლილებებისთვის პეტიციით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე მოთხოვნები არ შესრულებულა. რას ითხოვენ სოციალური მუშაკები – ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ. ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას სოცმუშაკები ორშაბათიდან [25 მარტი] იწყებენ. ბათუმელი სოცმუშაკები ორშაბათს 10 საათზე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის შესასვლელთან იკრიბებიან აქციის ჩასატარებლად. იქვე გახსნილი იქნება ჩანაწერთა წიგნი, სადაც მოქალაქეები დააფიქსირებენ სოცმუშაკების მიმართ მხარდაჭერას. სოცმუშაკებს იმედი აქვთ, რომ მათ აქციას ბათუმშიც ეყოლება მხარდამჭერები.
---
22.03.2019
სახელმწიფო აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, ძალადობის განმეორებითი ფაქტის მონიტორინგს სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ ახორციელებს, რადგან სოციალურ მუშაკთა რაოდენობა არ იძლევა მათ პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვის საშუალებას. გაზრდილი მიმართვიანობის პირობებშიც კი, 2018 წელს სოციალურ მუშაკთა რაოდენობამ არათუ მოიმატა, პირიქით, 279-დან 255-მდე შემცირდა. „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეკომენდაციით, სოციალური მუშაკების დატვირთვა უნდა განისაზღვროს თვეში 20 საქმის წარმოებით.სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში, საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის, რაც 6-ჯერ აღემატება რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას და ართულებს სოციალური მუშაკის მიერ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას,“-აღნიშნულია ანგარიშში.
---
22.03.2019
მედიასაშუალება: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=19822&lang=geo
'აგარის შაქრის' ქარხნის 432 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
,,აგარის შაქარის“ წარმოების კიდევ ერთხელ შეჩერების მიზეზი ის გახდა, რომ აგარის ,,შაქრის ქარხანას" წარმოება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ამასთან, ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. „აგარის შაქრის“ 432 თანამშრომელი გაურკვეველი ვადით დაითხოვეს სამსახურიდან. ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის განცხადებით ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. ,,კონკურენციას ვერ ვუწევთ საზღვარგარეთიდან შემოსულ შაქარს, ადგილზე წარმოება უფრო ძვირი გვიჯდებოდა და ამის გათვალისწინებით, ინვესტორმა, ქარხნის მფლობელმა გადაწყვეტილება მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ. 432 თანამშრომელი გაურკვეველი ვადით გაგვათავისუფლეს. ოთხთვიანი კომპენსაცია მოგვცეს და ამ ოთხი თვის განმავლობაში ჩვენც დაველოდებით, იქნებ აღდგეს წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავთ, რომ აქციები განვაახლოთ", - აცხადებს აგარის შაქრის ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი, გიორგი ცისკაძე. შეგახსენებთ, რომ აგარაში, შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. ბოლოს - გასული წლის თებერვალში. ქარხნის წარმოების შეჩერებას დასაქმებულების პერმანენტული აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც ქარხანამ მუშაობა აღადგინა, თუმცა “აგარის შაქრის” გენერალურმა დირექტორმა, ალხან ალიზადემ, ერთი წლის შემდეგ კვლავ წარმოების გაჩერებისა და თანამშრომლების უვადოდ დათხოვნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
---
22.03.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21884
ადიგენში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
ადიგენის მერია საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობას ადიგენში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე აშენებს. ადიგენში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აქამდე ადიგენში საკუთარი შენობა არ ჰქონდა. „გადაუდებელი დახმარების ცენტრი აქამდე ცენტრალურ საავადმყოფოს ერთ–ერთ ფლიგელში ფუნქციონირებდა. შენობა რომელსაც ვაშენებთ გადაუდებელ დახმარების სერვისს გააუმჯობესებს“, – ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე. ადიგენის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტმა 249`800 ლარის ღირებულების ტენდერი 21 მარტს გამოაცხადა.
---
22.03.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21894
სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა
ახალციხეში მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 11 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა 18 მარტს მეექვსე კლასელი ბიჭი მესამე გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა. სკოლის ექიმთან ის აკანკალებული მიიყვანეს. „ვირუსული ვერაფერი შევამჩნიე, არც სიცხე ჰქონდა, უბრალოდ კანკალებდა, უცახცახებდა ნიკაპი, ხელები. ვუთხარი დამრიგებელს და სახლში გავუშვით“, – გვიყვება სკოლის ექიმი. ბიჭი დედამ თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში წაიყვანა. ფსიქიატრის დასკვნის მიხედვით, რომელიც დედამ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადმოუგზავნა, მოზარდს რიგი პრობლემები დაუდგინდა, ეს ყველაფერი კი ნევროზულ ნიადაგზე განუვითარდა. ამავე სამედიცინო დოკუმენტშია გაწერილი მკურნალობის კურსიც. „ბავშვი იმდენად შეშინებული და დასტრესილია, ექიმმა გასინჯვის დროს შუქი რომ აანთო, ტირილი დაიწყო. წამოვიღებ აქედან ამ სამედიცინო დოკუმენტებს და დირექტორს იმ მასწავლებლის მოხსნას მოვთხოვ, რომელმაც ჩემი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – ამბობს დედა. რა მოხდა სკოლაში ყველაფერი 31 იანვარს დაიწყო. ამ დღეს, მეექვსე კლასელი ბიჭი თანაკლასელთან შეკამათდა. ბიჭმა თანაკლასელს უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა, პოლიციაში დარეკავდა და შეშინების მიზნით ტელეფონზე 911 აკრიფა. მოზარდი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ამიტომ იცოდა, რომ უსაფრთხოებისთვის ამ ნომერზე უნდა დაერეკა. თანაკლასელმა ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა, თუმცა ზარი ამერიკის საელჩოში შევიდა. საელჩომ კი ის 112–ზე გადაამისამართა. პოლიციამ მეექვსე კლასელი ბიჭის ტელეფონზე მაშინვე გადმორეკა, თუმცა მოზარდმა უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა. ეს მოგვიანებით, სამართალდამცველებს მშობლებმაც დაუდასტურეს და ვითარება მალევე მოგვარდა. თუმცა, ამავე დღეს, თითქმის იგივე პერიოდში, სკოლაში მერვე და მეცხრე კლასელებმაც იჩხუბეს. ამის შესახებ, პოლიციას მანდატურმა შეატყობინა და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოკვლევაც დაიწყეს. მეორე დღეს, პირველ თებერვალს, მეექვსე კლასელ ბიჭს პირველ გაკვეთილზე დააგვიანდა. საგნის მასწავლებელი მას დერეფანში შეხვდა და როგორც 11 წლის ბიჭის ბებია გვიყვება, მან ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა: „მერვე და მეცხრე კლასელებმა რომ იჩხუბეს, პოლიციაში შენ დარეკეო. ეს მასწავლებელი მეცხრე კლასელი ბიჭის ბებიაა და ამიტომ ბრაზობდა. არადა ჩემს შვილიშვილს პოლიციაში ნამდვილად არ დაურეკავს“. 11 წლის ბიჭს ბებია ზრდის, რადგან მშობლები საზღვარგარეთ მუშაობენ: „ბავშვი სახლში რომ განერვიულებული მოვიდა, მასწავლებელს დავურეკე, ვუთხარი სახატავი რვეული უნდა ეყიდა და ამის გამო შეაგვიანდა–მეთქი, მოვუბოდიშე და დავემშვიდობე, მაგრამ ვიდრე ის ტელეფონს გათიშავდა, მეც და ჩემს შვილიშვილსაც გვესმოდა, როგორ ლანძღავდა ის ბავშვს, მის დედას, მამას. ბიჭი ძალიან დაითრგუნა ამის გამო“. როგორც ბებია გვიყვება, მასწავლებლის მხრიდან ბავშვის შეურაცხყოფა გაკვეთილებზე ამის მერეც გაგრძელდა, ამ ყველაფერს კი მოგვიანებით მოზარდის მიმართ თანაკლასელების ბულინგიც მოჰყვა: „მისი ორი კლასელი ბიჭი მუდმივად ეუბნებოდა შენ ჩაუშვი უფროსკლასელები პოლიციაშიო, დასდევდნენ, დასცინოდნენ და ბურთს ესროდნენ, ასე გვინდაო“. მომდევნო დღეებში, ბიჭმა სკოლაში წასვლაზე უარი თქვა. ვითარების გასარკვევად კლასის დამრიგებელი მოზარდთან სახლში მივიდა: „სახეზე ხელები მიიდო და მითხრა, სკოლაში არ წამოვალო“. ხუთ თებერვალს, სკოლის დირექტორის სახელზე ბებიამ განცხადება დაწერა და მომხდარი დაწვრილებით აღწერა. საქმის შესწავლა დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო. შედეგად, მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო, მას სახდელიც დაეკისრა. ამის შემდეგ, მან საკუთარი განცხადების საფუძველზე მეექვსე კლასი დატოვა, თუმცა, ირწმუნება, რომ ბიჭისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია: „ხშირად იგვიანებდა ხოლმე და შენიშვნებსაც ამის გამო ვაძლევდი. იმ დღესაც დილით დერეფანში შემხვდა. ვკითხე, რატომ იგვიანებ–თქო. მითრა, რატომ იტყუებით, თქვენც იგვიანებთო. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა. მეც ვიცოდი, რომ წინა დღეებში ჩხუბი მოუვიდა კლასელებთან და პოლიციაში დარეკა, ხოდა ვუპასუხე, თუ ვიტყუები და თავის დაცვა გინდა, წადი პოლიციაში დარეკე–მეთქი. ამის შემდეგ, მე ამ ბავშვისთვის არაფერი მითქვამს და არც ერთ გაკვეთილზე მსგავს თემაზე არ მილაპარაკია“. მას შემდეგ რაც მასწავლებელი მეექვსე კლასს ჩამოშორდა, ამავე კლასის ბავშვების მშობლებმა მის დასაბრუნებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. განცხადებას 15–დან 13 მშობელი აწერდა ხელს: „კარგი პედაგოგია და კლასიდან არ უნდა წასულიყო“, – გვითხრეს მათ. ბებიის თქმით, კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც ბავშვი ძალიან დაისტრესა, სკოლის სასადილოში შემთხვევით მოსმენილი საუბარი იყო: „სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მშობლების ერთი ჯგუფი სასადილოში იჯდა და ხმამაღლა საუბრობდნენ, მასწავლებელს ისევ დავაბრუნებთო. ბავშვმა აკანკალებული ხმით დამირეკა, ის ისევ დაბრუნდებაო?!“ 11 წლის ბიჭის თანაკლასელებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, თუმცა ამბობენ, რომ მასწავლებელი მას ხშირად შენიშვნას, მართლაც დაგვაინების გამო აძლევდა: „მაგრამ ერთხელ კლასში პოლიციაში დარეკვაზეც უთხრა“. პოლიცია და სოციალური სამსახური მას შემდეგ რაც სკოლაში ბებიამ განცხადება დაწერა, დირექციამ ამის შესახებ გარდა დისციპლინური კომიტეტისა, სოციალურ სამსახურს და პოლიციასაც შეატყობინა. „ბავშვის ფსიქო–ემოციური მდგომარეობა არ იყო გაწონასწორებული, ამიტომ საქმეში ჩავრთეთ ფსიქოლოგი და მან იმუშავა მოზარდთან“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი ელენე არბოლიშვილი. ბავშვი ფსიქოლოგისა და ბებიის თანდასწრებით პოლიციაში უკვე დაიკითხა. „წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უკვე ორივე მხარის წარმომადგენლები გამოიკითხნენ. ამ ეტაპზე რაიმე სახის დანაშაულებრივი ნიშნები გამოკვეთილი არაა“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 11 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ ჯერ ბავშვის დიაგნოზის შესახებ დასკვნას სკოლაში წარადგენს, ამის შემდეგ კი სხვა უწყებებსაც აცნობებს.
---
ბეჭდვითი მედია
25.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ბათუმელმა ექიმმა წნეხს ვერ გაუძლო - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
29 წლის გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის მკურნალმა ექიმმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით ჩამოშორდეს სამუშაო პროცესს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. ნიჟარაძე განმარტავს, რომ ზოგადად ექიმისთვის მუშაობის უფლების შეჩერება მანამდე ვერ მოხდება, ვიდრე არ დასრულდება საქმის დეტალური შესწავლა და არ დაიდება ექსპერტიზის დასკვნა. თანაც ეს უფლებამოსილება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს. ინფორმაციის მისაწოდებლად მინისტრის მოადგილე გვიან ღამით ოჯახის წევრებს შეხვდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აქციებს ექსპერტიზის დასკვნამდე შეწყვეტენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ვინაიდან, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მელანო ფუტკარაძეს არაკვალიფიციური სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. შეკრებილებმა ექიმის ლიცენზიის შეჩერება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციები დაანონსეს.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა – პირველი არხი
13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა, - ამის შესახებ „ახალი კვირისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერ ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერ ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა დიაგნოზით - ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. „ახალმა კვირამ" გაარკვია ისიც, რომ 17 თებერვალს ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც სამართალდამცველების გულგრილობა იკვეთებოდა, შსს-ს რიგებიდან სამი პოლიციელი დაითხოვეს.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
გიგანტური კუს მპოვნელი: ძალიან მიჭირს და იმედი მქონდა, სიმბოლურ თანხას მაინც გადამიხდიდნენ
ფოთში, ზღვის სანაპიროზე გიგანტური კუს მპოვნელი ლაშა ხოჯაზე „აიპრესთან" დეტალებზე ჰყვება. მისი თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომრეობის გაუარესების გამო ძალიან სჭირდებოდა ფინანსური დახმარება, წორედ ამ მიზეზით დარეკა შესაბამის უწყებაში, მაგრამ თანხის გადახდაზე რომ მივიდა საქმე, კუს წაყვანაზე უარი უთხრეს და საბოლოოდ, გამომდინარე იქიდან, რომ უნიკალური ჯიშის რეპტილია ოჯახის პირობებში შეიძლება დაღუპულიყო, თავად სთხოვა რომ წაეყვანათ. „დილით რვა საათი იქნებოდა, ზღვაზე შეშის მოსაგროვებლად წავედი. ნაპირზე კუ დავინახე, წყალში შევაბრუნე, მეგონა გაცურავდა, მაგრამ ვერ გაინძრა და ტალღამ ისევ ნაპირზე გამორიყა. ასეთ მდგომარეობაში რომ იყო შემეცოდა და გადავწყვიტე სახლში წამეყვანე. რაღაც პლასტმასის ნაჭერი ვიპოვე, მასზე მოვათავსე და ძლივს თრევა-თრევით მოსახლეობამდე მივაღწიე. იქ ხელის ურიკა ვითხოვე და ასე მოვიყვანე სახლამდე. აბაზანაში წყალში მოვათავსე, ცოტა უკეთ რომ გახდა და ამოძრავდა, ბათუმის დელფინარიუმში დავრეკე. ბავშვი 15 დღე რეანიმაციაში მყავდა და ძალიან მჭირდება ფინანსური დახმარება, ახლაც ექიმთან შემოწმებაზე დამყავს. ვიფიქრე დელფინარიუმში ერთ-ორ თეთრს მაინც მომცემდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ორი პირი მოვიდა, გვითხრეს გარემოს ეროვმნული სააგენტოდან ვართო. როდესაც მეზობლებმა და ახლობლებმა აუსნეს ჩემი ოჯახის მდგომარეობა, არც ერთი თეთრის გადამხდელი არ ვართო. უკვე მანქანაში ჯდებოდნენ, უკან მოვაბრუნე. ორსაუკუნოვან, უნიკალური ჯიშის რეპტილიის მოვლას მე ვერ შევძლებდი, შემეცოდა და გავატანე რომ არ დაღუპულიყო" _ განაცხადა ლაშა ხოჯავამ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
25 მარტს საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცებიან
დღეს, 25 მარტს, 08:30 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა იწყება. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. მათივე თქმით, ორშაბათიდან სხვა თანამშრომლების მობილიზაცია მოხდება, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: ალია
„სად ვთქვა, ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპაო..." - მელანო ფუტკარაძის დედა
29 წლის მელანო ფუტკარაძე კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს. 3-დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა 29 წლის პაციენტის სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს და ცხელი აბაზანების მიღება ურჩიეს. სახლში მისვლიდან რამდენიმე საათში მელანო ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ოჯახმა გოგონა კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალს ბრმა ნაწლავის პერფორაციამ სეფსისი გამოიწვია. 29 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მომხდარ ტრაგედიაში ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, ეკა ფუტკარაძეს ადანაშაულებს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. "სად ვთქვა, ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპა, ხალხო. ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ გამოიჩინეს. მუცელი სტკიოდა, ვერ მიხვდნენ. სამი ექოსკოპია გადაიღეს, ვერაფერს მიხვდნენ", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
---