From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-25.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 25.04.2019 08:20
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 25.04.2019

ტელევიზია

25.04.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

შეიძლება ბევრს გონია, რომ დღე 21-ე საუკუნეში ტუბერკულოზი, როგორც პრობლემური დაავადება წარსულს ჩაბარდა, თუმცა რეალურად ასე ნამდვილად არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6036372

---

 

25.04.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

რეგიონებში ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და ზედაპირულ წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი გრძელდება. სპეციალისტებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის პირველი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს და შემდგომი ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადააგზავნეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6036190

---

 

24.04.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:  მაესტროელები 

დღემდე ხელისფულება ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საყოველთო დაზღვევის პროგამას ასახელებს, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა და ახლაც გრძლედება, ოღონდ საყოველთაო ჯანდაცვის სახელით. თუმცა მხოლოდ სახელის ცვლილება არ მომხდარა, შეიცვალა ციფრები, გამოწვევები და გაჩნდა ხარვეზები. სპეციალისტები შავ ხვრელებზე ალაპრაკდნენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6035374

---

 

24.04.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია საკეისრო კვეთის შეზღუდვასთან დაკავშირებით, 2016 წელს ამოქმედებული კანონის გაუქმებას ითხოვს და საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სამშობიარო სახლებს საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარება შეეზღუდათ, კლინიკები და ექიმები რთულ პირობებში აღმოჩნდნენ. ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ შეზღუდვის ამოქმედებამ სტატისტიკა ვერ შეცვალა, საკეისრო კვეთები მაინც ტარდება და მედიკოსები დიდი თანხებით ჯარიმდებიან. ასოციაციის მოთხოვნას დღეს ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6034648

---

 

24.04.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

სოციალური დაცვის მექანიზმებზე იმსჯელეს პროფკავშირებმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ყურადღება გამახვილდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 102-ე კონვენციის რატრიფიცირებაზე, რაც სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ადგენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6034795

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6034569

---

24.04.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

15 წლის ნათია ბუხნიკაშვილი მძიმე სენს ებრძვის. მას მეოტხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6035373

--- 

 

ინტერნეტი

25.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543772-regionebshi-haershi-niadagsa-da-cqalshi-tqviis-shemcvelobis-monitoringi-mimdinareobs/

რეგიონებში ჰაერში, ნიადაგსა და წყალში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი მიმდინარეობს

---

 

25.04.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/258711-profesiuli-gadamzadebis-kursebze-swavla-1426-ma-beneficiarma-daiwyo?fbclid=IwAR1iIctt7CTtr8CLpT-LLxcsTG92FssFGo0dpYyZ7hcJk3n5zb4ZDIYYuWU

პროფესიული გადამზადების კურსებზე სწავლა 1426-მა ბენეფიციარმა დაიწყო

სოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოკლევადიან კურსებს 1426 ადამიანი გაივლის. თბილისსა და 11 მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. პროგრამაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, 30 პროფესიული სასწავლებელია ჩართული. სასწავლო კურსები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზეა შემუშავებული. პროგრამის მონაწილეები 31 მოთხოვნად პროფესიას ეუფლებიან. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. სწავლის დამთავრებისთანავე, კურსდამთავრებულებს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, მყისიერი დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მეორე ეტაპი 2019 წლის სექტემბერში დაიწყება.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=82589&fbclid=IwAR2HqL4ggM9xC1MphR3vHKGs5_-hxdZLZQo4Xz0-GK4yOnLKAw4FMbfcnPM

კვირა.ჯი- http://kvira.ge/465445?fbclid=IwAR1BQSJDOIhm86vHVyUdo129J6vJDoX9_1UzPPS1rlRZI9KdbunIRa2zS6M

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A/?fbclid=IwAR3zgLa_D916c8H8SsxK1qHWtQJFRdK5ojRxFjI0GsLwU_bFrVWwB0LjaRc

დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა და „მორბენალი მშობიარეები“

„საკეისრო კვეთის ოპერაცია, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენად ითვლებოდა, პირიქით შედეგი მივიღეთ – დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა გაიზარდა. თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსოფლიოში საკეისრო კვეთების მაქსიმუმი 15% უნდა იყოს, საქართველოში არსებული მაჩვენებელი 44%-ია“ – აღნიშნული განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  როგორც ექიმთა უფლებადამცველმა აღნიშნა, 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა კანონმა უკუშედეგი მოგვცა და დადებითი პროცესების ნაცვლად, „მორბენალი მშობიარეები“ მივიღეთ.  „2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კლინიკებს, საკეისრო კვეთებზე ფიქსირებული პროცენტი დაუწესეს, არ გაამართლა. კანონის მიხედვით, საკეისრო კვეთა არ უნდა გასცდენოდა 40%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს საკეისრო რომც სჭირდებოდეს, ექიმი მას ვერ გაუკეთებს, ვინაიდან 40%-იანი ზღვარის გადაბიჯების შემთხვევაში, კლინიკა ჯარიმდება. ასე გაჩნდა ქართულ რეალობაში ტერმინი – „მორბენალი მშობიარეები“. ქალი ეძებს კლინიკას, სადაც მას საკეისროს გაუკეთებენ“ – აღნიშნა ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.  მისივე ინფორმაციით, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით საკეისრო კვეთების მაქსიმუმი ქვეყანაში 15% უნდა იყოს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.  „საკეისრო კვეთების შემცირება საქართველოში აუცილებელია და ის თუ არ გაუთანაბრდება, უნდა მიუახლოვდეს ყველა შემთხვევაში, „ჯანმოს“ მიერ დაწესებულ ზღვარს – 12-15%-ს, მაგრამ, არა ამ კანონით. ამ კანონმა გამოიწვია კატასტროფული შედეგები – საკეისრო კვეთების პროცენტმა კი არ დაიწია, არამედ გადანაწილდა კლინიკებს შორის. სამაგიეროდ მოიმატა ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობამ და ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა)“ – აღნიშნა ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/?fbclid=IwAR14OdMBPvR0gl5h5utqCUqsjt6i2Aap8FfIZXQZvfCK2nb5zK1V0VnYcJk

საკეისრო კვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველაზე მაღალია – სანქციები კლინიკებს

„საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, სამშობიარო კლინიკებს დიდი თანხით აჯარიმებენ ან საერთოდ იხურება. მნიშვნელოვანია, საკეისრო კვეთის რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი შემცირდეს, მაგრამ არა იმ კანონით, რომლეიც 2016 წელს იქნა მიღებული“ – აღნიშნული განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ორგანიზაციის სტატისტიკით, საკეისრო კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთშია. „საქართველოში საკეისრო კვეთის კატასტროფული მატება გვაქვს. არადა, 2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციტივით, პარლამენტმა აკრძალვა მიიღო, რომლითაც კლინიკები იზღუდებიან და თუ საკეისრო კვეთა 40% ცდება, ისინი ჯარიმდებიან. ჯარიმების ოდენობა კი იმდენად მაღალია, სამშობიარო სახლები იხურება კიდეც. თუ სასიცოცხლო ჩვენებით, ორსულს სჭირდება, რომ მშობიარობა დასრულდეს საკეისრო კვეთის ოპერაციით, მაგრამ ვერ მოხდა 40%-იან ზღვარში და 41%-ში გადავა, ამ შემთხვევაში, კლინიკა და ექიმი ჯარიმდება. როდესაც კლინიკას აჯარიმებენ, კლინიკა და ექიმი ერთად იხდიან ამ ჯარიმას” – აცხადებს სალომე ლოლუა. მისივე ინფორმაციით, თუ კლინიკა 1%-ით გადააჭარბებს საკეისრო კვეთების ზღვარს, ის ამ პროცენტების შესაბამისად კი არ ჯარიმდება, კოლოსარულ სანქციებს უწესებენ. „კლინიკაში 41% რომ იყოს საკეისრო კვეთის რაოდენობა, კლინიკა ჯარიმდება არა გადაცილებული 1%-ით, არამედ, მთლიანად 41% – ით. რა რაოდენობის საკეისრო კვეთის ოპერაციებიც შედის ამ 41%-ში ამრავლებენ 300 ლარზე და დაჯარიმებული კლინიკების თანხები არის კოლოსალური. იწყება 40 ათასი ლარიდან 340 ათას ლარამდე ადის. ამან გამოიწვია მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა. არის მრავალი კლინიკა, რომლებიც დაჯარიმებული არიან და იხდიან. ამ დახურვით მრავალი ექიმი დარჩა სამსახურის გარეშე და უხელფასოდ“ – აღნიშნა უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავაში“. რაც შეეხება რეგიონების მიხედვით არსებულ სტატისტიკას, ფეხმძიმე ქალები ბუნებრივ მშობიარობაზე უარს ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთში ამბობენ. რაც შეეხება საკეისრო კვეთების მხრივ რეგიონების მასშტაბით არსებულ სტატსტიკას, მაჩვენებელი შემდეგია: სამეგრელო-ზემო სვანეთი 51%; იმერეთი – 41%; აჭარა – 40%; თბილისი – 37%; კახეთი – 38,5%.

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/197822/

როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში

სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი.  როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შემუშავებულია მთავრობის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაიწყება ტყვიით დაბინძურების კერების გამოკვლევა, შემდეგ კი ამ კერების აღმოფხვრა. „ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა დ ჩვენ მათ გამოცდილებას მივყვებით. შევისწავლით იმ გარემოს, სადაც კვლევაში მონაწილე ბავშვები ცხოვრობენ. შემოწმდება საცხოვრებელი გარემო, – წყალი, ნიადაგი, კვების პროდუქტები, სათამაშოები და ა.შ. ამ ბავშვებს კი უფასოდ მიეწოდებათ კალციუმის და რკინის შემცველი პრეპარატები“, – გვეუბნება ნინო ნიჟარაძე. გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს ყველა შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლევების ჩატარებას. „იქნება ეს გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ სხვა შესაბამისი უწყება, ყველამ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა წარმოადგინოს ღონისძიებების ნუსხა, თუ რას გააკეთებს ტყვიით დაბინძურების კერების გამოსავლენად. ფაქტობრივად, იქნება მუდმივი მონიტორინგი ჰაერში, ნიადაგში, საკვებში, წყალში თუ საზღვარზე, რომ მოხდეს დაბინძურების კერის გამოვლენა“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე. ჯანდაცვის სამინისტრო კი ქვეყნის მასშტაბით იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ათი ათასი ბავშვის სკრინინგი ტყვიაზე. დადასტურების შემთხვევაში ბავშვებს უფასოდ მიეწოდებათ რკინისა და კალციუმის შემცველი მედიკამენტები, დაიწყება ამ ბავშვების ოჯახების საცხოვრებელი გარემოს გამოკვლევა. „კვლევაში, სავარაუდოდ, უფრო მეტი ბავშვი მოხვდება აჭარიდან და გურიიდან, რადგან  სწორედ ამ რეგიონებში გამოავლინა კვლევამ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში. გადამზადდებიან ოჯახის ექიმები და მათ მიეწოდებათ შესაბამისი ინდიკატორები, რომლითაც უნდა შეფასდეს საეჭვო მდგომარეობა და აუცილებლობა ტყვიაზე კვლევის ჩასატარებლად“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე. პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თვე და რიცხვი  ჯერჯერობით უცნობია. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა შეიძლება იყოს სავარაუდო წყარო ტყვიით დაბინძურების შემთხვევაში აჭარაში, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ კონკრეტულად ერთი წყაროს დასახელება რთულია. „არის მრავალი ჰიპოთეზა, ერთ-ერთია ძველი სამხედრო ბაზა, ასევე იმ საწვავის გამოყენება, რომელიც 2006 წლიდან აკრძალულია“. მისი თქმით, ტყვია ფართოდ არის გავრცელებული მრეწველობაში, მათ შორის გადამამუშავებელ მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საღებავებსა და სამშენებლო მასალებში. გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალინდიკატორული კვლევა გასულ წელს დაიწყო, რომელიც სწავლობს ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით, – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. ტყვიაზე კვლევის კომპონენტი კი დაემატა მხოლოდ საქართველოში, რადგან ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა პრობლემა. რა გამოავლინა კვლევამ სხვა კომპონენტებში, ამის შესახებ კვლების შედეგებს „იუნისეფი“  უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/500-ze-meti-devnili-ojakhisthvis-sophlad-sakhlis-shesqhidvis-sakithkhi-ganikhileba/

500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხი განიხილება

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. სახლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი, საქართველოს მასშტაბით, უკვე 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა და ეს პროცესი გრძელდება.

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1556090463-500-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D

კვირა.ჯი- http://kvira.ge/465096

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/147775-ra-aris-tambaqostvis-tavis-danebebis-preparati-champix-romlis-danergvasac-saqartveloshi

რა არის თამბაქოსთვის თავის დანებების პრეპარატი Champix, რომლის დანერგვასაც საქართველოში გეგმავენ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, ფაიზერის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. პრესსრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავის დანებების დამხმარე მედიკამენტოზური საშუალებები ხელმისაწვდომი და იაფი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კი საერთოდ უფასოდ გაიცეს. დეპუტატებმა და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც ფაიზერის მიერ წარმოებული მედიკამენტი "ჩამპიქსი" წარმოებაში აქტიურად უნდა დაინერგოს. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში 4 აპრილს გაიმართა, მანამდე კი 1 აპრილს თამბაქოზე თავის დანებების პრეპარატების მწარმოებლებისთვის გადასახადების შემცირებაზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ალაპარაკდა. მასვე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი პრეპარატები ხელმისაწვდომი იყოს. ტაბულა კვირების განმავლობაში ცდილობდა ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას, როგორც ელექტრონულად, ისე სატელეფონო ზარების საშუალებით, თუმცა მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. თამბაქოზე თავის დანებების საშუალებების დანერგვაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა არც თამბაქოს კონტროლის ალიანსი და არც პარლამენტში თამბაქოს მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების ლობისტები თამბაქოზე თავის დანებების დიდი ბრიტანეთის მიერ აპრობირებულ ელექტრო სიგარეტებს არ აღიარებენ, რომელიც 95%-ჯერ უფრო ნაკლებად მავნებლურია, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქო. რა არის ჩამპიქსი და რას ყვებიან ამერიკელი მომხმარებლები მის შესახებ? ჩამპიქსს 10 წელზე მეტია იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში და უნდა ითქვას, რომ არსებობს ბევრი მომხმარებელი, რომელმაც ამ პრეპარატის გამოყენებით თამბაქოს მოწევას თავი დაანება, თუმცა ამავდროულად მათი აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჩამპიქსი მუდმივ გულისრევას იწვევს. ამასთან მომხმარებლები სხვადასხვა სამედიცინო ფორუმზე წერენ, რომ პრეპარატის გამოყენების დროს მათ ხასიათის ხშირი ცვლილებები და დეპრესიისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ. პრეპარატი აკრძალულია ფეხმძიმე და ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისთვის. 2009 წელს ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ავსტრალიელმა გამომძიებელმა გლენ ჰეიმ დაადგინა, რომ 3 შვილის მამის თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ჩამპიქსის მოხმარება გახდა. იმ პერიოდში ამ თემაზე მედია აქტიურად მუშაობდა. ამერიკული და ავსტრალიური სამედიცინო ვებსაიტები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩამპიქსს მოიხმართ და თქვენი ოჯახის წევრი, მეგობრები ან თანამშრომლები შეგატყობენ დეპრესიას, ცვლილებას ქცევაში, ფიქრში ან ხასიათში, ისეთს, რომელიც თქვენთვის დამახასიათებელი არ არის ან თქვენ თავად გექნებათ სუიციდური ფიქრები, შფოთვა, მღელვარება, პანიკა, აგრესია, არანორმალური შეგრძნებები, ჰალუცინაციები, პარანოია ან შიში, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და ექიმს მიმართოთ. თვითმკვლელობისა თუ ძალადობის შესახებ ნებისმიერი თქვენი ფრაზა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. სამედიცინო ექსპერტები წერენ, რომ ეს გვერდითი ეფექტები ძალიან სერიოზულია და რომ თქვენ შეიძლება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან სულაც ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ. მედიცინის ექსპერტები თავს იზღვევენ და წერენ, რომ დანამდვილებით არავინ იცის, ყველა ამ სიმპტომს ჩამპიქსი ქმნის თუ არა, რადგან როგორც წესი, თამბაქოზე თავის დანებებას ხასიათის ცვლილებები მოჰყვება ხოლმე. მედიცინის ექსპერტები მომხმარებლებს ასევე აფრთხილებენ, რომ თუკი მათ გულის ან სისხლძარღვების პრობლემები აქვთ, ჩამპიქსის მოხმარების დროს ნებისმიერ ცვლილებაზე ექიმს მიმართონ. ისინი ასევე აფრთხილებენ, რომ აბსოლუტურად ყველა ექიმი, სტომატოლოგი თუ ფარმაცევტი გააფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ამ პრეპარატს იღებთ. "ფრთხილად იყავით მანქანის ტარების ან მექანიკასთან მუშაობის პროცესში მაშინ, როდესაც ჩამპიქსს იღებთ, რადგან ამ პრეპარატმა შესაძლოა, გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩავარდნები, კრუნჩხვები და კონცენტრირების პრობლემები. თქვენ არ უნდა დაჯდეთ მანქანის საჭესთან ან გააკეთოთ რაიმე ისეთი, რაც ხიფათის შემცველია, სანამ კარგად არ დარწმუნდებით, რომ ეს პრეპარატები თქვენს შესაძლებლობებზე არ მოქმედებს. ფრთხილად იყავით ალკოჰოლის მიღებასთან. ალკოჰოლის მიღებამ მაშინ, როდესაც ჩამპიქსს სვამთ, შესაძლოა, თქვენში ხასიათის ცვლილებები, დეპრესიულ/სუიციდური ფიქრები, პარანოია და ჰალუცინაციები გამოიწვიოს". ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები: - შეკრულობა - დიარეა - მონელების პრობლემები - გულისრევა - მუცლის ტკივილი - პირის სიმშრალე - კბილის ტკივილი - თავის ტკივილი - თავბრუსხვევა - სირთულე ჩაძინების პროცესში - ძილიანობა - არანორმალური სიზმრები - ძილში სიარული - დაღლილობის შეგრძლება - გაციების ნიშნების და სიმპტომები - მადის ცვლილება - წონის მატება - გემოს ცვლილება - კუნთების ტკივილი შედარებით ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები: - კანკალი - კრუნჩხვები - მხედველობის პრობლემები ან თვალების ტკივილი - წითელი სისხლი განავალში - მუცლის ტკიცილი - უკიდურესი წყურვილი, პირისა და კანის გამოშრობა - სუნთქვის პრობლემები

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/ra-kategoriis-saqartvelos-moqalaqeebs-sheedzlebat-portugaliashi-legalurad-dasaqmeba/

რა კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმება

პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვერ შეძლებს. ამ თემაზე ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული და კონკრეტული დეტალები – თუ რამდენ ადამიანს შეეხება ან რა სპეციალობებზე იქნება გაცემული პორტუგალიაში ოფიციალურად მუშაობის ნებართვა, ამაზე ჯერ კიდევ სამუშაოა შესაბამის მხარეებთან. ამის შესახებ „რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა. „ამ ეტაპზე პორტუგალიასთან დაკავშირებით გვაქვს მხოლოდ ის, რომ პოლიტიკურ დონეზე ნება არის გამოხატული პორტუგალიის მხრიდან, ამ მიმართულებით ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, რაც ძალიან კარგია”, – აცხადებს ხულორდავა. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა, თუმცა, რადგან დიდია ინტერესი საზღვარგარეთ დასაქმებისა, საჭიროა იქაც შეიქმნას მსგავსი პირობები. „ასეთი ტიპის თანამშრომლობა გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც. საზოგადოებაში უცხოეთში დასაქმების ინტერესი არის მაღალი. გვინდა, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად გადავაქციოთ, ჩვენს მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში შეეძლოთ დასაქმება ლეგალურად და აქ ჰქონდეთ ღირსეული პირობები, თუმცა უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ სხვა ქვეყნებშიც იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ლეგალური და ღირსეული საქმიანობის პირობები. ამის გამო არის მნიშვნელოვანი ის შეთანხმება, რომელიც პორტუგალიასთან არის მიღწეული”, – განაცხადა ხულორდავამ. კითხვაზე, თუ ვის შეეძლება უცხოეთში ლეგალურად დასაქმება, ხულორდავა პასუხობს, რომ ეს კონკრეტული მოლაპარაკებების საკითხია. „შეთანხმება მიღწეულია საფრანგეთთანაც, თუმცა კონკრეტულად იმას, თუ ვის შეეხება და რა რაოდენობაზე იქნება, ეს არის კონკრეტული მოლაპარაკებების საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ ქვეყნებთან. მე ვერ გეტყვით, რამდენ ადამიანს შეეხება ან რა სპეციალობებზე იქნება, ამაზე ჯერ კიდევ სამუშაოა შესაბამის მხარეებთან. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/465093

“ჩერნოვეცკის” ფონდი: 76 წლის მანანა ხაკკი ძილის წინ ლოცულობს, რომ მეორე დღეს არ გაიღვიძოს

“76 წლის მანანა ხაკკი მარტოხელა ქალბატონია. იგი ართროზით არის დაავადებული, პრაქტიკულად, ვერ გადაადგილდება, დაქვეითებული აქვს მხედველობა. ძილის წინ იგი ლოცულობს, რომ მეორე დღეს არ გაიღვიძოს. აი, ასეთ სავალალო მდგომარეობამდეა მისული ეს ადამიანი, რომელსაც ჭიქა წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს. მისი ცხოვრება მოიცვა ბურუსმა, სიღარიბემ და უიმედობამ. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს მას ყურადღებას. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მას, ვანუგეშოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე”, – აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში. ფონდის წარმომადგენელი მანანა ხაკკის ესტუმრა და რამდენიმე კითხვის მიმართა: -ქალბატონო მანანა, მარტო როგორ უმკლავდებით პრობლემებს? მანანა ხაკკი: საქმე ის არის, რომ ვერ ვერ ვუმკლავდები. ვცხოვრობთ ერთოთახიან ბინაში და საწოლიდან რომ სამზარეულომდე მივიდე, 20 წუთი მჭირდება. ძალიან მიჭირს სიარული. მინდა, რომ მოვკვდე და გავთავისუფლდე ტანჯვისგან. ძვლების საშინელი ტკივილები მაქვს, ერთი თვალით ვერ ვხედავ, ძალიან განვიცდი ჩემს უმწეო მდგომარეობას… -რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს? მანანა ხაკკი: პენსია და სოციალური შემწეობა 60 ლარის ოდენობით. 25 ლარს ყოველდღიურად ვიღებ უსინათლოთა საზოგადოებიდან. ეს არის ჩემი შემოსავალი. პენსია წამლებზე მეხარჯება. მოგეხსენებათ, თვალის წამლები ძალიან ძვირი ღირს. დაახლოებით, 200 ლარია თვეში საჭირო. -გეხმარებათ ვინმე? მანანა ხაკკი: “ჩერნოვეცკის” ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამა მეხმარება. მოდის ექთანი, მიკეთებს ნემსებს, ალაგებს ბინას, მამარაგებს წამლებით… -ეს ნაქირავები ბინაა? მანანა ხაკკი: დიახ. როგორც სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, მერია იხდის ბინის ქირას. -თუ მიმართეთ დეპუტატს დახმარებისთვის? მანანა ხაკკი: რამდენიმე წლის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს ბექა ოდიშარიას შეგვხვდა ამომრჩევლებს. ოქროს მთებს გვპირდებოდა. რომ საუბრობდა, მე მიყურებდა და მერე ხალხი მეუბნებოდა: „მანანა, გეშველა! ეს ადამიანი გადაჭრის შენს პრობლემებსო…“ -რატომ დაგჭირდათ ბინის ქირაობა? მანანა ხაკკი: ჩემი ბაბუა იყო ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი. ხაკკი – ეს ფსევდონიმია მისი, რომელიც შემდეგ გვარი გახდა. ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. ბინა გვქონდა თბილისის ცენტრში. გათხოვილი არ ვყოფილვარ. 90-იან წლებში ძალიან გაგვიჭირდა. მშობლები ავადმყოფობდნენ. არ მქონდა მკურნალობის, საკვები პროდუქტების შეძენის საშუალება და გავყიდე ბინა. მას შემდეგ სულ ნაქირავებში ვცხოვრობ. -პროფესიით ვინ ბრძანდებით? მანანა ხაკკი: ინჟინერი ვარ. სამშენებლო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი. მეგობრები მყავს, მაგრამ ვერ ახერხებენ გამოსვლას ცუდი ჯანმრთელობის გამო, ხანდახან მირეკავენ… კიდევ კარგი, რომ ვიღაცას მაინც ვახსოვარ! “მეგობრებო, დაეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალბატონს! იგი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს. ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება. თანხა შეგიძლიათ, გადარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანანა ხაკკი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1556106021-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1?fbclid=IwAR2ArdBvag7ypQ__q5XB9kg1_IuJAOtBQjyWGX-1B4zMFri0o7bQuJRP2cs

მარტოხელა სიმსივნით დაავადებული მოხუცი დახმარებას ითხოვს

ახლა როცა ამ სტატიას კითხულობთ, ლისის ტბაზე ონკოლოგიურში, პალიატიური განყოფილების მეხუთე პალატაში, სიმსივნის მეოთხე სტატიის მქონე, 65 წლის მარტოხელა   ვაჟა ვარდიაშვილი, საკვებზე ოცნებობს... ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც ოთხი დღის წინ პალიატიურ განყოფილებაში მოხვდა, მძიმე და დიდი ისტორია აქვს. ყველაფერი კი ასე დაიწყო... 20 წლის წინ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ოჯახიდან წამოვიდა. პროფესიით მექანიკოსმა ბევრი სამსახური გამოიცვალა. ღამესაც იქ ათევდა, სადაც მუშაობდა. ბოლო სამი წელია აღმაშენებელზე, ერთი დანგრეული შენობის სარდაფში ცხოვრობდა. დღის განმავლობაში, ხან პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილებს მეთვალყურეობდა და ხანაც მოწყალებას ითხოვდა. ყოველდღიურად საკვებით ერთ-ერთი თურქული რესტორნის ქართველი პერსონალი ამარაგებდა. სამი თვის წინ ქუჩაში დაეცა და მენჯის ძვალი მოიტეხა. დაზარალებული „ალადაშვილის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერაციის შემდეგ როცა გაწერის დრო მოვიდა, წასასვლელი არსად ჰქონდა და პერსონალის გადაწყვეტილებით ახლად ნაოპერაციევი პაციენტი კლინიკაში დატოვეს. ასე გავიდა სამი თვე. რამდენიმე დღის წინ კი ვაჟა ვარდიაშვილი აღმაშენებლის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. კლინიკიდან ის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეასთან არსებულ სკვერში, ღია ცის ქვეშ წვიმის დროს მიიყვანეს. ეს ფოტო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. „პრაიმტაიმი“ მეორე დღესვე მივიდა მითითებულ მისამართზე, თუმცა იმ ადგილას, მხოლოდ ბალიში და საბანი დახვდა. ონკოლოგიური პაციენტის ძიებაში ერთი დღე გავიდა. „როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ვაჟა ვარდიაშვილი იმ საღამოს პატრულმა ჯერ იმავე ტერიტორიაზე არსებულ „კათარზისში“ გადაიყვანა, თუმცა იმის გამო, რომ უპოვართა დაწესებულებას ღამის გასათევი არ ჰქონდა, იქიდან ლილოს თავშესაფარში გადაიყვანეს. რაც შეეხება აღნიშნულ თავშესაფარს, შიდა განაწესის მიხედვით, იქ მხოლოდ თვითმოვლის უნარ-ჩვევების მქონე მოქალაქეებს ტოვებენ. უწყებაში გვითხრეს, რომ მათ არ აქვთ პალიატიური განყოფილება და შესაბამისად, სიმსივნის მეოთხე სტადიის მქონე პაციენტს თავშესაფარი ვერ დაიტოვებდა. ამის შემდეგ ის ლისის ტბაზე არსებულ, უნივერსალი სამედიცინო ცენტრის პალიატიური განყოფილებაში გადაიყვანეს. მეხუთე პალატაში ის ახლა სამედიცინო პერსონალისა და ღმერთის იმედად არის დარჩენილი. მარტოხელა, ყველასგან მივიწყებული მოხუცი ახლა სიმსივნესთან უთანასწორო ბრძოლაში მარტოა. როგორც მედ-პერსონალი ამბობს, მას მამაკაცებში იშვიათად გავრცელებული დიაგნოზი, მკერდის სიმსივნის ბოლო სტადია აქვს. თავად კი მხოლოდ საჭმელზე ოცნებობს. ვაჟა ვარდიაშვილი: „ბოლო სამი წელია, ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერიის უკან მშენებლობა მიდის და იმ ნანგრევებში ვცხოვრობ. მეუღლეს 20 წლის წინ დავშორდი. ერთი შვილი მყავს 33 წლის წინ. მასთან ყოველთვის მქონდა ურთიერთობა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელი აღარ გამოჩენილა, სავარაუდოდ საქართველოში აღარ არის, თორემ ერთხელ მაინც მნახავდა... ერთი და მყავდა ჩემზე უფროსი, რომელმაც გამზარდა და დაიღუპა. დისშვილი მყავს რუსეთში, რომელიც შეძლებისდაგვარად მეხმარება ხოლმე, ოღონდ არა იმდენით, რომ თავშესაფარი მეყიდა. მქონდა ბინა, რომელიც წლების წინ გავყიდე 90-იან წლებში და მეუღლის სახლში ვცხოვრობდი. მერე როცა დავშორდით, დავრჩი ღია ცის ქვეშ. მეოთხე დღეა აქ ვარ. საკვებს ექთნები მაჭმევენ. ახლაც მითხრეს წიწიბურას მოგიხარშავთო. თუ რომელიმე პაციენტს საკვები დარჩა, იმასაც მე მაჭმევენ. აი ახლა, ერთი ყველის ნაჭერი მაქვს... შეზღუდვა საკვებში არ მაქვს, ყველაფერი მეჭმევა. არ ვიცი აქ რამდენ ხანს გამაჩერებენ. “ მედ-პერსონალის თქმით მას ყოველდღიურად ესაჭიროება მეტრონიდაზოლის აბები, პამპერსი, სველი და მშრალი ხელსახოცი. მას კი იმდენ ხანს დატოვებენ პალიატიურ განყოფილებაში, რამდენიც დასჭირდება. იმის გამო, რომ მას მუდმივი თავშესაფარი არ აქვს, ვერ სარგებლობს სოციალური დახმარებით. ის ახლა ისევ ლისის ტბაზე, ონკოლოგიური საავადმყოფოს პალიატიურ განყოფილებაშია. ისევ ელოდება, რომელ პაციენტს დარჩება საკვები ან მედ-პერსონალი რითი გამოკვებავს... ვაჟა ვარდიაშვილი კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის...

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: https://www.fortuna.ge/fortuna/post/levan-chakhaia-rodesac-dainakhav-rom-8-wlis-bavshvi-quchashi-matkhovrobs-fuli-ki-ar-unda-misce-unda-dareko-policiashi?fbclid=IwAR0vShhURzo245Y98qnYXobXb8D_UIfxVq_sbLGYDGkQvTRPoAKlQAk7N7Y

ლევან ჩახაია: „როდესაც დაინახავ, რომ 8 წლის ბავშვი ქუჩაში მათხოვრობს, ფული კი არ უნდა მისცე, უნდა დარეკო პოლიციაში!..“

ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს ლევან ჩახაია, რომელიც თავად ბავშვთა სახლში გაიზარდა, ახლა 27 წლისაა და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება. ის ჟურნალთან იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბავშვებს ექმნებათ ქუჩაში ცხოვრებისას, თუმცა მაინც იქ ამჯობინებენ ყოფნას. ამის მიზეზებს „სარკესთან“ რესპონდენტი ვრცლად განმარტავს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან. ლევან ჩახაია: თბილისის ქუჩებში დაახლოებით 1000-1500 ბავშვი ცხოვრობს. მათ ნაწილს არ სურს ბავშვთა სახლში ცხოვრება. უმრავლესობამ არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები. ზოგის ცხოვრება იწყება ჩვილ ბავშვთა სახლში, შემდეგ კი იპარებიან ქუჩაში. სამართალდამცველები ან ბავშვთა სახლის დირექცია არაფერს აკეთებს? კი, აბრუნებენ, მაგრამ ისევ გარბიან. არავის აქვს უფლება, ბავშვი ცაკეტოს და თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდოს. ყოფილა შემთხვევა, როცა ათჯერ მაინც დაუბრუნებიათ, მაგრამ მაინც გაქცეულა. იცით, რატომ ურჩევნიათ ქუჩაში ცხოვრება? მათხოვრობენ და დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხასაც აგროვებენ. 10 წლის ბავშვმა რომ იცის, დღეში 50 ლარს იშოვის და, რაც უნდა, იმას გააკეთებს, ურჩევნია, იმ ფულით საყვარელი ტკბილეული ჭამოს, თავის თანატოლებთან ითამაშოს. მერე რა, რომ სცივა, სცემენ და თავშესაფარი არ აქვს. მათ ფული არავინ უნდა მისცეს. ერთმანეთსაც სცემენ და მოქალაქეებისგანაც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. შუაღამეს, როცა ქალაქს სძინავს, ქუჩაში ბევრი ნარკომანი თუ ლოთი მოძრაობს, რომლებიც ამ ბავშვებზე, გოგონებზე და ბიჭებზეც, ძალადობენ, მათ შორის- სექსუალურად. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ პატარებს ფული არ მისცენ, როდესაც დაინახავ, რომ 8 წლის ბავშვი ქუჩაში დგას დასვრილი, სუნი ასდის და მათხოვრობს, ფული კი არ უნდა მისცე, უნდა დარეკო პოლიციაში. როცა ვერ მიიღებს ფულს, ის მიხვდება, რომ ბავშვთა სახლში ურჩევნია, რადგან იქ აჭმევენ.

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543653-jandacvis-eksperti-10-maisidan-amokmeddeba-servisi-romelic-tqviis-keris-agmochenashi-individualurad-daexmareba-ojaxebs/?fbclid=IwAR2wkdkwrD5BvgHnV_yzW06kLmSSzMdIeJDGCieO2tE8kCwW7mOCUs3Q45s

ჯანდაცვის ექსპერტი - 10 მაისიდან ამოქმედდება სერვისი, რომელიც ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდუალურად დაეხმარება ოჯახებს

10 მაისიდან ამოქმედდება სერვისი (გამსვლელი ჯგუფი), რომელიც ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდუალურად დაეხმარება ოჯახებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა დავით ჯორბენაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მომსახურების სერვისს, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში მუშაობას, ტყვიის კერის მოსაძებნად, ახორციელებს ლაბორატორია ,,მედი პრაიმი“, სადაც აღმოჩენის შემთხევაში კეთდება შეთავაზება, დაახლოებით 85-ლარამდე ჯდება სახლის გარემო პირობების გამოკვლევა(ჰაერის გარეშე). ეს სერვისი(გამსვლელი ჯგუფი) ამოქმედდება 10 მაისიდან და ოჯახში ტყვიის შემცველი საყოფაცხოვრებო საგნის აღმოჩენაში დაეხმარება ადამიანებს, რადგან კერის მიგნება უმთავრესია შემდგომი მკურნალობისთვის. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს სპეციალური აპარატი, რომლითაც ისინჯება სამშენებლო მასალები ტყვიის შემცველობაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს ამ მოწყობილობის შეძენას თავისი ლაბორატორიისთვის“, - განაცხადა დავით ჯორბენაძემ. მან ასევე ორსულების სისხლში ტყვიის შემცველობაზეც ისაუბრა. „ფაქტობრივად, ორსულთა თითქმის 90%-ს უდგინდება სისხლში ტყვია. არის რამდენიმე კლინიკა საქართველოში, სადაც ყველა ორსულზე კეთდება ანალიზი ტყვიაზე. ქართველი ექიმები უკვე მზად არიან ამერიკული და ევროპული პროტოკოლებით იმუშაონ საქართველოში ორსულებზე, ტყვიის მართვასთან დაკავშირებით. მე ვიყავი ავტორი პეტიციის, რომ ორსულებშიც დაწყებულიყო კვლევა და მივმართე მერიას. უკვე მერიაში ამზადებენ შეხვედრას და საუბარი მალე გვექნება. მთავარია, რომ დაიწყო პროცესი, ვემზადებით მასშტაბური სამუშაოებისთვის, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან სრული ხელშეწყობა გვაქვს“, - განაცხადა დავით ჯორბენაძემ. ექიმ- ტოქსიკოლოგის, ინგა ღვინერიას თქმით, უნდა მიექცეს დიდი ყურადღება ანემიით დაავადებულ ადამიანებს, რადგან ტყვია განსაკუთრებით მოქმედებს ჰემოგლობინის სინთეზზე. ,,ტყვია საკმაოდ ვერაგი მეტალია, რომელიც მთელ რიგ დაზიანებებს იწვევს. ტყვიით დაინფიცირებულ ბავშვებს ახასიათებთ ჰიპერაქტიურობა, დაუმორჩილებლობა, სწავლაში ჩამორჩენა და ა.შ. მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ბავშვის კვებისას, რადგან უნდა მისცეს კალციუმით, ცილებით, რკინით მდიდარი საკვები. უნდა მოარიდოს ცხიმოვან საკვებს, რადგან ცხიმოვანი მჟავების წარმოშობის პროცესში ტყვიის მდგრადობა ორგანიზმში მატულობს. აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, დადგინდეს პირველადი წყარო. უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ანემიით დაავადებულ ადამიანებს, რადგან ტყვია მოქმედებს ჰემოგლობინის სინთეზზე“,- განაცხადა ინგა ღვინერიამ. რაც შეეხება ორსულების საკითხს, მისი თქმით, სანამ ქალი ორსულობას გადაწყვეტს, ძალიან კარგი იქნება ტყვიაზე ანალიზი გაიკეთოს. „მაგრამ კვლევებით ისიც ფაქტია, რომ ტყვიის კონცენტრაცია უფრო დიდი რაოდენობით ორგანიზმში სწორედ ორსულობის დროს ხდება“, - განაცხადა ინგა ღვინერიამ.

---

 

24.04.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/191696/

საქართველოში ყოველი მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს

---

 

 ​