მედიამონიტორინგი 25.12.2018
ტელევიზია
25.12.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა:ახალი ამბები 15:00
გადაცემის სტუმარია დავით სეგეენკო რომელიც საუბრობს საქართველოს ჯანდაცვს -მიღწევებზე და გამოწვევებზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779615
---
25.12.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
რა ხდება გრიპის ვირუსზე და არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინები H1N1-თან საბრძოლველად. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779853
---
25.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
განხორციელებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და მთავარი გამოწვევები. დავით სერგეენკომ სამინისტროს ერთ-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. მინისტრმა ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევის შედეგებზეც, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ღონისძიებაზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779579
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779855
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779453
მაესტრო- ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779018
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778959
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779211
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779712
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779204
ტვ პირველი -დღის ამბები 13:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779325
---
25.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პირდაპირ ეთერში-ჯანდაცვის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს აჯამებს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს ანგარიშის პრეზენტაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778762
---
25.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს დღეს დავით სერგეენკო. მინისტრი რეფორმებზე, სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრებს. ღონისძიებას პრემიერი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778393
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778359
---
25.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ვირუსული ინფექციით გარდაცვალების ახალი შემთხვევა. ბოლო 2 დღეში დამდგარი მე-2 ფატალური შედეგი. ბათუმის შემდეგ ქუთაისი. H1N1 ვირუსით 30 წლის ქალბატონი ორმხრივი მძიმე ფორმის ვირუსული პნევმონიის და მძიმე ფორმის სეფსისის შედეგად გარდაიცვალა.ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და იმედოვნებს, რომ ეპიდემიურ ზღვარს არ მიაღწევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779571
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779872
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779558
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779565
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779348
რუსთავი 2 -კურიერი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778962
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779202
---
25.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 10:00
H1-N1 ვირუსის გავრცელების ტემპი საქართველოში საგრძნობლად იზრდება - ბოლო სამი კვირის განმავლობაში საავადმყოფოებს გრიპის ვირუსით 63-მა ადამიანმა მიმართა, აქედან 96% H1-N1-დაუდგინდა. ვირუსით ბათუმში გუშინ ერთი ქალი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი ამბობენ, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება. უწყებაში მოსახლეობას ურჩევენ სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმებს მიმართონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778623
---
25.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მას "A" ტიპის ვირუსი დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში გრიპის 63 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, და აქედან 95%-ი H1N1-ი, ე.წ. ღორის გრიპია. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია პაატა იმნაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778565
ტვ პირველი - საქმიანი დილა-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775982
---
25.12.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
გრიპის სავარაუდო დიაგნოზით რეგიონის სხვადსხვა კლინიკაში 51 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის სამი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს ინფორმაცია მაუწყებელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოგვაწოდა. ზაალ მიქელაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778957
---
25.12.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 11:45
„მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ სამედიცინო სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების ხარჯზე გაიზარდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. მისივე განმარტებით, ადამიანები, რომლებიც დიდ თანხებს ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტში, მათ ეს დანახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ ეს თანხები მათ გადაამისამართეს მედიკამენტების შეძენაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778950
---
24.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778114
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5776968
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777759
---
24.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საქართველოში გავრცელებული H1N1 ვირუსის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადებში გამოძახებების მაჩვენებელი პიკს აღწევს. მარტო თბილისში დღეში საშუალოდ 2 000 გამოძახება ფიქსირდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ სწორედ გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა ბათუმში მცხოვრები 53 წლის ქალი. ახლა სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ, რომელი ტიპის ვირუსი გახდა ლეტალური შემთხვევის მიზეზი. დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს სიმპტომების პირველივე დღიდან მიმართონ ექიმს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778022
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777986
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777879
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777944
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777811
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777660
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777563
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777508
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777074
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777048
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777730
---
24.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სახელმწიფო აუდიტის მწვავე დასკვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავარ მაკონტროლებელს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. მექვაბიშვილის უწყება სოციალურად დაუცველებისთვის ქულების უფრო ობიექტურად განსაზღვრის ითხოვს. დასკვნაში, რომელიც სოციალური შემწეობების გაცემის მექანიზმის შესწავლის შემდეგ შემუშავდა, აღნიშნულია, რომ სოციალური დახმარების ყველა მაძიებელი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ამასთან ერთად, აუდიტის სამსახური სოციალურად დაუცველების ბაზების კონფიდენციალურობის დაცვასაც ითხოვს, მიზეზად კი ინფორმაციის არასწორი მიზნებისთვის გამოყენების თავიდან არიდებას ასახელებს. აუდიტის სამსახურის ანგარიშს და ქულების ობიექტურად განსაზღვრის მოწოდებას, ჯანდაცვის მინისტრის საპასუხო კრიტიკა მოყვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777998
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777980
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777816
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777659
---
24.12.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
შეზღუდული შესაძლებლბის მქონე პირმა ჯემალ ჭელიძემ, პროტესტის ნიშნად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში ეტლი და საპენსიო მოწმობა დატოვა. ის ამ ფორმით სახელმწიფოს დახმარებაზე უარს აცხადებს. მოქალაქე ამბობს, რომ ის მოვალეთა რეესტრის სიაშია და წლებია უშედეგოდ ითხოვს დასაქმებას და საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5777994
---
ინტერნეტი
25.12.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=76815
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრმა თავის გამოსვალში ყურადრება 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე გაამახვილა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომელსაც პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა. პრეპარატებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ. საპენსიო ასაკის პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეები მედიკამენტების შეძენისას მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებულია არამხოლოდ ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. აღნიშნული კვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე. გარდა მიღწევებისა, ანგარიშის პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე. ანგარიშში ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სტრატეგიულ შესყიდვებზე დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას საზოგადოების საჭიროებებზე მეტად მორგებულს, მიზნობრივსა და ხარჯეფექტურს გახდის. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიაზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90871/davit-sergeenko-2018-tslis-saqmianobas-sheajamebs
---
25.12.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-sayoveltao-jandacvaze-gadasvlis-shemdeg-jandacvis-servisebis-mokhmareba-gaizarda/
დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის შემდეგ ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაიზარდა
2013 წელს, როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადავიდა საყოველთაო ჯანდაცვაზე, ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაიზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2018 წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ე.წ. მიზნობრივი მეთოდით, ანუ ეხმარებოდა მხოლოდ იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისების გაზრდამ მეტი შესაძლებლობა მისცა შედარებით ღარიბ მოსახლეობას. ჯანდაცვის სერვისების მოხმარებისა და დანახარჯების კვლევის (HUES) შედეგების მიხედვით, გაიზარდა სერვისების მოხმარება, განსაკუთრებით სოფლად და ღარიბ შინამეურნეობებში. სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლამ ბევრ ადამიანს მისცა ამის შესაძლებლობა. ჰოსპიტალურ სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირება, განსაკუთრებით უღარიბეს ნაწილში, ალბათ ჩვენი ყველაზე მაღალი პრიორიტეტია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ე.წ. მიზნობრივი მეთოდით, ანუ ეხმარებოდა მხოლოდ იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა, მათ შორის იყო სოციალურად დაუცველების კატეგორიაც, რომელზეც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლამ ამ კატეგორიასაც კი გაუზარდა ხელმისაწვდომობა. ჩვენი ამოცანა არ არის პოზიტივის დომინანტად გამოტანა, არამედ მიზანია, დავინახოთ ობიექტური რეალობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
25.12.2018
დავით სერგეენკო - სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და მსხვილ მოთამაშეებს
სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და მსხვილ მოთამაშეებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა, რაც ბოლო წლებში შეინიშნება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების პრობლემაც არის. „მინდა, ყურადღება საფრთხეებზე გავამახვილო. სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა - ეს არ არის საქართველოს უნიკალური პრობლემა, ყველგან ხდება, მათ შორის სხვა ქვეყნებშიც. სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე მსხვილ მოთამაშეებს. მთელი ეს ტენდენცია არის ბოლო წლების, რომელზეც მე აქცენტებს გავაკეთებ. სერვისის მომწოდებელთა მსხვილმა ქსელმა შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს სტრატეგიულ შესყიდვაზე ანუ იმ გეგმაზე, რის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. აქ სამედიცინო დასწრება მე მიჩენს იმედს, რომ ჩვენი კომუნიკაცია როგორც ადრე, ისე მომავალში იქნება კონსტრუქციული და ჩვენ ყველა პაციენტების ინტერესებიდან გამოვალთ და არამხოლოდ სერვისების მომწოდებლების ინტერესებიდან. მოკლე გეგმა, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, (ვრცელ გეგმას პარლამენტის წარვუდგენთ) არის სტრატეგიული შესყიდვების რეფორმირება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. ასევე, მინისტრმა სელექტიური კონტრაქტის გაფართოებაზეც ისაუბრა და ახსნა, თუ აღნიშნულში კონკრეტულად რა იგულისხმება. „რა იგულისხმება სელექტიურ კონტრაქტირებაში - სამედიცინო დაწესებულება აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს ანუ ის ფუნქციონირებს; სახელმწიფო აწესებს დამატებით კრიტერიუმებს, რომ სამედიცინო დაწესებულება არამარტო სანებართვო პირობებს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, იმისათვის, რომ ჩვენ მასთან ვითანამშრომლოთ. ეს თანამშრომლობა ხანდახან პლატონურ ხასიათს ატარებს ხოლმე, რადგან ზოგ დაწესებულებას რთულად წარმოუდგენია, ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლი - “რატომ გვაკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო, უბრალოდ, ფული გადაგვიხადოს და ამით დავამთავროთ”,- ამბობენ ისინი. ამით ვერანაირად ვერ დავამთავრებთ, ძვირფასო კოლეგებო და სელექტიურ კონტრაქტირებას ვაკეთებთ იმიტომ, რომ უბრალოდ, აწიოთ სანებართვო პირობები მაღლა”,- აღნიშნა მან.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saxelmwifos-sheudzlia-medikamentebze-danaxarji-meotxedamde-sheamciros-/27881
„სახელმწიფოს შეუძლია მედიკამენტებზე დანახარჯი მეოთხედამდე შეამციროს“
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას იმ ბერკეტებზე ისაუბრა, რაც შეიძლება სახელმწიფომ მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების მიმართულებით გამოიყენოს. „ფარმაცევტული ბაზარი დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია. მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგან ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს. რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს? ერთია გაზარდოს ბიუჯეტი და შეუძინოს ამ ადამიანებს წამლები, რისი ბიუჯეტიც ჩვენ არ გვაქვს და მეორეა გამოიყენოს მისი ძლიერი მხარის ინსტრუმენტები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამ ადამიანებს, აფთიაქში მისვლისას მაგალითად თუ ხარჯავენ დავუშვათ ჯამურად 400 მილიონს წელიწადში, სახელმწიფოს თავისი ინტერვენციით, უფრო ხარჯთეფექტური შესყიდვით, მწარმოებელთან მოლაპარაკებით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, შეუძლია ეს ხარჯი, რეალურად მეოთხედამდე ჩამოიყვანოს, თუმცა უფასო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება“-აცხადებს სერგეენკო. ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წელს დაიწყო პირველი ეტაპი, როცა სოციალურად დაუცველებს, ძალიან მკაფიოდ შერჩეული კრიტერიუმებით, 23 მედიკამენტზე, რომელიც ფარავდა ქრონიკული დაავდებების საკმაოდ ფართო სპექტრს, გაუჩნდათ წვდომა 1 ლარად. „ეს პროგრამა გაფართოვდა და ამ წლის სექტემბერში ამ ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლოდან მედიკამენტების ჩამონათვალი ავა 30-ზე. მთელი მოსახლეობისთვის ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასი განახევრდება და ეს მოხდება პრაქტიკულად იანვრიდან“-აცხადებს დავით სერგეენკო.
---
25.12.2018
დავით სერგეენკო - მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა
მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, 2010 წელს საშუალოდ, წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დამახარჯი 318 ლარი იყო, 2017 წელს ეს ხდება 450 ლარი. “ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტისათვის, სამედიცინო დახმარების მიღებისათვის, ეს დამახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ ეს დანახარჯები მათ მედიკამენტების შეძენაში გადაამისამართეს, რაც ყველაზე დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების ვერშეძენა 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა. შემცირება არის, თუმცა, რა თქმა, უნდა, ეს შემცირება უფრო დიდი უნდა იყოს. ეს რეალურად ის კლება არ არის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ. გაიზარდა ჯიბიდან გადასახადები განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მართლაც უმნიშნელოვანესი რამ და ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, რადგან თუ 2010 წელს საშუალოდ, წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დამახარჯი 318 ლარი იყო, 2017 წელს ეს ხდება 450 ლარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მიგნება ამ კვლევაში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90889/2010-tsels-medikamentebis-vershedzenis-machvenebeli-13-iko-2017-tsels-96
---
25.12.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/2018-wlis-bolodan-epilefsiita-da-parkinsonit-daavadebulebistvis-samkurnalo-medikamentebze-fasebi-ganakhevrdeba/
ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტებზე იანვრიდან ფასები განახევრდება
იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. მისივე განმარტებით, მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება მათთვის ყველაზე დიდ გამოწვევად და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს. „მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. საკუთრივ ფარმაცევტული ბაზარი ძალიან დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია და ამ მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგანაც ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს. რა შეუძლია სახელმწიფოს, გააკეთოს. ერთია, რომ გაზარდოს ბიუჯეტი და შეუმციროს ამ ადამიანებს წამლები. ნახევარი მილიარდის დამატების ბიუჯეტი უბრალოდ არ გვაქვს და მეორე – თუკი ადამიანები აფთიაქში მისვლისას, დავუშვათ წელიწადში ჯამურად 400 მილიონს ხარჯავენ, სახელმწიფოს თავისი ინტერვენციით, უფრო ხარჯეფექტური შესყიდვით, მწარმოებელთან მოლაპარაკებით და ადგილობრივი მწარმოებლის ხელშეწყობით, შეუძლია, ეს ხარჯი რეალურად მეოთხედამდე ჩამოიყვანოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. 2017 წელს დაიწყო პირველი ეტაპი, როდესაც სოციალურად დაუცველებს ძალიან მკაფიოდ შერჩეული კრიტერიუმებით, შერჩეულ 23 მედიკამენტზე გაუჩნდა წვდომა თვეში ერთ ლარად, რომელიც ფარავდა ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრს. „2018 წლის სექტემბერში ჩამონათვალს დაემატნენ პენსიონრები და შშმ პირები. ადამიანები, რომლებიც არ შედიოდნენ ამ ჯგუფებში, დიაბეტის მეორე ტიპის წამალზე მნიშვნელოვნად გაეზარდათ წვდომა, ფასები შემცირდა. ეს ჩამონათვალი უკვე გაფართოვდა. წლის ბოლოდან დაემატება და გაიზრდება 30-მდე, რაც ნიშანდობლივია. ორი საკმაოდ გავრცელებული და ფინანსურად ძალიან მტკივნეული დაავადებებისთვის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება. ეს მოხდება წლის ბოლოს, პრაქტიკულად იანვრიდან“, – განაცხადა სერგეენკომ. „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ის ვრცელდებოდა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ. 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონრებსაც შეუძლიათ. პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი).
---
25.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526763-davit-sergeenko-jandacvis-saministroshi-autvisebeli-tanxebi-an-gadaxarjva-ar-aris/
დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტროში აუთვისებელი თანხები ან გადახარჯვა არ არის
ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტიდან თანხები დასახარჯი არ დარჩენია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროში არც გადახარჯვა მომხდარა. „ჯანდაცვის სამინისტროში ნულოვანი ბალასია, არც აუთვისებელი თანხები და არც გადახარჯვა არ არის და იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ასე გაგრძელდება",- განაცხადა სერგეენკომ.
---
25.12.2018
დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე 117 დოლარი იხარჯება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე წელიწადში 117 დოლარი იხარჯება. ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით პოზიტიური მიღწევები არსებობს, თუმცა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები კიდევ უნდა ჩამოყალიბდეს. „თქვენ ხედავთ თვალსაჩინო დინამიკას, თუ როგორ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება. პრაქტიკულად გასამმაგდა ამ წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჩვენ წელიწადში ერთ ადამიანზე 177 დოლარი გვაქვს და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ 12000 დოლარი, ჩვენ ეს რაიმე შეღავათს არ გვიკეთებს, ჩვენი ამოცანა არის, რომ იმ თანხების, იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც არის მოცემულობა, ჩვენი მოსახლეობისთვის ბევრად მეტი შედეგი მივიღოთ”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadzem-c-hepatitis-skriningi-chaitara-foto/
მამუკა ბახტაძემ C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა. მას ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სეგეენკომ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. C ჰეპატიტის სკრინინგი „ექსპო-ჯორჯიაში“ ჩატარდა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
იმედნიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90878/premierma-c-hepatitze-upaso-testireba-chaitara
---
25.12.2018
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველოში 50 000-მდე ადამიანი განიკურნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო საზოგადოებას ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აქცენტები 2012 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე გაკეთდა. ასევე, ამ რეფორმების შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებულია არამხოლოდ ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული კვლევა ტარდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე. გარდა მიღწევებისა, ანგარიშის პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად დაგეგმილ ნაბიჯებზე. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სტრატეგიულ შესყიდვებზე დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას უფრო მეტად საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულს, მიზნობრივსა და ხარჯეფექტურს გახდის. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება დაესწრო. 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ, ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. ეს ყველაფერი კი არის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურება, რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა უსახსრობის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რაც მთავარია, ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის პოლიტიკა შექმნის დღიდან ვითარდება და დღეს უკვე ის არამხოლოდ, სამედიცინო სერვისების, არამედ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსებასაც უზრუნველყოფს. არ შეიძლება არ აღინიშნოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის რეზონანსი მოჰყვა, ის უნიკალურია და ხორციელდება მხოლოდ საქართველოში. ამ პროგრამით უკვე განიკურნა 50 000-მდე ადამიანი, პროგრამა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს-აღმოვფხვრათ საქართველოდან C ჰეპატიტი და ჩვენი გამოცდილების გაზიარებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც შეძლონ იგივე. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევები დადასტურდა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გლობალური ფონდი. თუმცა მიღწევებზე მეტად, ჩვენი ყურადღება მიბყრობილია გამოწვევებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისკენ იქნება მიმართული მომდევნო წლებში და ვიმედოვნებთ, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატებული რეფორმაა, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42163/video-paata-imnadze-ghoris-gripis-shesakheb-rekomendatsiebs-avrtselebs
ვიდეო► პაატა იმნაძე „ღორის გრიპის" შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
---
25.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526760-gripis-virusit-kidev-erti-adamiani-gardaicvala/
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვრისთვის არ მიუღწევია. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. „სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", -განაცხდა სერგეენკომ.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-sezonuri-gripit-daavadebulebis-raodenoba-matulobs-magram-djer-epidemiis-zgvris-naxevarzea
დავით სერგეენკო - სეზონური გრიპით დაავადებულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და იმედოვნებს, რომ ეპიდემიურ ზღვარს არ მიაღწევს. „სეზონური გრიპით დაავადებულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზე არის და ვიმედოვნებ, რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და ამ სიმპტომების შემთხვევაში, ყველამ მიმართოს ოჯახის ექიმს. ჯერჯერობით, ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ერთი აჭარაში და ერთი ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
პია.ჯი- https://pia.ge/post/240336-davit-sergeenko-gripis-virusze-vfiqrobt-epidemiur-zrvars-ar-mivarwevt
---
25.12.2018
ამირან გამყრელიძე - მოსახლეობას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს, გრიპის ვირუსი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გასულ წელს იყო. მისივე ინფორმაციით, საზოგადოების მზარდი მიმართვიანობაა პოლიკლინიკებში და სტაციონარებში. „ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა, რომელიც თუ მანამდე იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, ახლა ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. ამიტომ არის მზარდი მიმართვიანობა პოლიკლინიკებში და სტაციონარებში. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს გარდაცვალების 2 შემთხვევა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ. თუ იქნება გრიპი მაღალი ტემპერატურით, აუცილებელია მშობლებმა განსაკუთრებით ბავშვისთვის გამოიძახონ უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი და ჩაატარონ კონსულტაცია. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული პირები. ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რომ ისინი არიან ამ შტამისადმი განსაკუთრებულად მოწყვლადები, ამიტომ ნებისმიერ ორსულს ეწყება თუ არა გრიპის ვირუსი, მაღალი ტემპერატურა, ოჯახის ექიმთან და გინეკოლოგთან კონსულტაცია გაიარონ",- განაცხადა გამყრელიძემ.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526758-paata-imnaze-gripis-virusis-epidemiamde-ar-vart-magram-es-aravis-shegavats-ar-azlevs/
პაატა იმნაძე - გრიპის ვირუსის ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს
დღეს ვისაც გრიპი აქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არის H1N1 ვირუსი. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიამდე არ ვართ, - ამის შესახებ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. „აცივდა, შესაბამისად, მოიმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმა. დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ძირითადად ყველა არის ავად ამ ვირუსით. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე საქართველოს შემთვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა უკვე გადაიტანა, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად, ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ეს არის იგივე რაოდენობის მიმართვიანობა, რაც გვქონდა 2 წლის წინაც. დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე იყო შარშან. გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ ამავე დროს ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე“,- განაცხადა იმნაძემ. მან ასევე გრიპის მიმდინარეობაზე და სიმპტომებზეც ისაუბრა. „ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით",- განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, სასურველია, რომ მსგავს შემთხვევაში ავადმყოფი სახლში დარჩეს. "ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა წავიდეს სკოლაში, სამსახურში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და 38,5 -ს თუ გადასცდა ტემპერატურა აუცილებლად რომელიმე სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის, მაგრამ არის გარკვეული წესი, რომ ბავშვს თუ აქვს სიცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, მანაც უნდა მიმართოს ექიმს",- განაცხადა პაატა იმნაძემ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/440371
---
25.12.2018
''დაობლდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი!'' - სამორიგეო კოშკურიდან დასაქმებული გადმოვარდა და გარდაიცვალა
სამტრედიაში სამორიგეო კოშკურიდან დასაქმებული გადმოვარდა და გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. ,,დღეს, სადგურ სამტრედია I_ში, საწარმოო შემთხვევა მოხდა. სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაობლდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი! რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს ,,საქართველოს რკინიგზა" და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს. აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში!'', - აღნიშნულია განცხადებაში.
---
24.12.2018
მედიასაშუალება: http://newpress.ge/qutaisshi-52-devnil-ojaxs-bina-gadasces
ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადასცეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ქუთაისში ბინა 52 დევნილ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა. აღმაშენებლის გამზირზე ახალაშენებულ კორპუსში არსებული 52 ბინიდან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. გარდა ამისა, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, 725 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. ასევე, წყალტუბოში 140 ოჯახზე გათვლილი 2 კორპუსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. 2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი, ჯამში, 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/526649-kutaisshi-bina-52-devnil-ojaxs-gadaeca/
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/qutaisshi-bina-52-devnil-odjaxs-gadaeca
რეგიონ.ჯი- http://region.ge/8290-quthaisshi-52-devnil-ojakhs-bina-gadaeca.html
ფორ.ჯი- https://for.ge/view/158192/quTaisSi-bina-52-devnil-ojaxs-gadaeca.html
კვირა.ჯი- http://kvira.ge/440183
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/52-devnil-odjakhs-qutaisshi-binebi-gadaetsa/54208
პია.ჯი- https://pia.ge/post/240195-qutaissi-52-devnil-ojaxs-bina-gadaeca
---
24.12.2018
დავით სერგეენკო - საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ
ეპიდემიაზე საუბარი არ არის, როგორც წინა წლებში, წელსაც გაიზარდა ავადობისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების რაოდენობა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ H1N1 - ე.წ ღორის გრიპის გავრცელების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს მიმართონ. „ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო 3 წლის პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. აჭარაში გრიპის ვირუსით დღეს 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ამასთან, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ნიუს.ჯი-https://news.ge/davit-segeenkos-tqmit-gripis-epidemiis-safrtxe-jer-ar-arsebobs/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/218121
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=76768
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/gripis-epidemiis-safrtkhe-djer-ar-arsebobs-davit-sergeenko/54210
---
24.12.2018
დავით სერგეენკო - ვიწვევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თუ აქვთ სურვილი, სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა
ვიწვევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თუ მათ აქვთ სურვილი, სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა, მობრძანდნენ და ერთად ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკო აუდიტის სამსახურს შეფასებების გამოქვეყნებამდე მათთან კონსულტაციების გავლას ურჩევს. „აუდიტის სახელწიფო სამსახური ბოლო პერიოდში ფინანსური ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლთან ერთად მონაწილეობს თვისობრივ ანალიზშიც, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, რასაც ჩვენ მივესალმებით. აქედანვე ვთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ როდესაც ასეთი ეფექტურობის შეფასებებს აკეთებენ და აქვეყნებენ, იქამდე კარგი იქნება, ჩვენთან თუ გაივლიან კონსულტაციას. სიამოვნებით გავაცნობთ მეთოდოლოგიებს, რეფორმებს, სოციალური პოლიტიკის ნაწილს და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების (IT აუდიტი)” ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოვლინდა. აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს ინფორმაციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დადგენას, ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა ბენეფიციარებზე საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტები დააფიქსირა. პროგრამის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა 2015-2016 წლებში საარსებო შემწეობის სახით გადარიცხული თანხების ლეგალიზება, რომელიც საერთო ჯამში 1 668 000-მდე ლარს შეადგენს.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/440244
---
24.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526672-amiran-gamqrelize-laboratoriulad-dadasturda-gripis-63-shemtxveva-romlis-95-scored-h1n1-ia/
ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% სწორედ H1N1-ია
ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა და აქედან 95% სწორედ H1N1-ია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ არის, რადგან მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე 221-ს შეადგენს და აღნიშნული ვირუსი წელს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცირკულირებს. „მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსებს სეზონურობასთან ერთად ციკლურობა ახასიათებს და ამიტომ სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. შარშან იყო უფრო მეტი H3, წელს კი არის H1N1 და ის უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე H3. H1N1-ის შემთხვევაში, მძიმე შემთხვევებით მიმართვიანობა ძირითადად, პირდაპირ სტაციონარებში იმატებს. ამასთან, მომატებული რისკის მქონე ადამიანებში სხვადასხვა გართულება მიმდინარეობს. ეს გართულებები ძირითადად, სასუნთქ სისტემას ეხება - წელს, პნევმონიის უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე შარშან, განსაკუთრებით, მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, ორსულ ქალებში, მოხუცებსა და პირველ რიგში, ბავშვებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა დღეს, აჭარის რეგიონში მოხდა. „ჯერჯერობით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია არ გვაქვს. დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე დაახლოებით, 221-ია, ეპიდემიური ზღვარი კი გადის დაახლოებით 450-500-ზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯერ ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში არ არის, თუმცა ვითარება საყურადღებოა, რადგან წინა კვირასთან შედარებით, 100 000 მოსახლეზე დაახლოებით, 30 ერთეულით გვაქვს მატება“, - აღნიშნა მან. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. „ასევე,სტაციონარებში მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით იყვნენ, პირველ რიგში კი მშობლები ბავშვებთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსზე ზემოთ აიწევს, აუცილებელია, ექიმთან კონსულტაცია. ბავშვი არ უნდა გავუშვათ ბაღში, სკოლაში და სახლში იზოლირების საშუალება უნდა იყოს. პირველივე დღეს აუცილებელია კონტაქტი ოჯახის ექიმთან“, - აღნიშნა მან.
---
ბეჭდვითი მედია:
25.12.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
პაატა იმნაძე - მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია
მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. „თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
---
25.12.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა - 2019 წელს პრიორიტეტები იცვლება
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება 2019 წლისთვის გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავამ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა თემაზე "ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ხედვა" "თბილისი მერიოტში" გაიმართა და მას უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ასოციაციებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დარგის უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრაზე მომხსენებლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, რომელიც დიდ როლს თამაშობს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში. დარგის ექსპერტებმა შეაფასეს არსებული რესურსები და საჭიროებები, ასევე ჰოსპიტალგარე სერვისების ეფექტიანობა და ყურადღება გაამახვილეს მომავალი წლის სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიზანს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, წარმოადგენს ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს მოსახლეობისათვის. პროგრამით მოსარგებლეთა შორისაა საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ფსიქიკური ჯანრმთელობის პრობლემები. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა რაოდენობა 100 000-ს აღემატება, ამას ცხადყოფს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები, თუმცა ფსიქიატრიული სერვისების მომხარებელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და 50 000-მდე ბენეფიციარს შეადგენს. ეს რიცხვები მოწმობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც შესაბამის მიდგომასა და სწორ ხედვას საჭიროებს სამომავლო განვითარებისთვის. რა ნაბიჯები იდგმება ფსიქიკური ჯანრმთელობის სფეროში და კიდევ რა კუთხით აქვს ჩვენს ქვეყანას სამუშაო? ამ და სხვა საკითხებზე "ქრონიკა+" ესაუბრა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელ ირმა ხაბაზს: "ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე საკმაოდ დიდი ხანია, ვმუშაობთ. ამ კუთხით სხვადასხვა პროექტი გვაქვს, რომელიც სფეროს განვითარებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ჩვენ გვსურს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმირება და არსებული სახელმწიფო სერვისების ხელშეწყობა, როგორც ფინანსურად, ასევე შინაარსობრივუ თვალსაზრისითაც. 2017 წელს შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი. იგი შედგება ადგილობრივი სპეციალისტებისგან, ქართველი ექსპერტებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და ასევე საერთაშორისო სპეციალისტებისგან. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო შვიდ მიმართულებად დაიყო და სხვადასხვა ფორმატით ვმუშაობთ. დღეის მდგომარეობით ყველა მიმართულებით სტანდარტი მზადაა. იგი სამინისტროებშია წარდგენილი დამტკიცებისთვის. ამ სტანდარტებით შემდეგი წლების განმავლობაში საქმიანობები დაიგეგმება და შეფასდება.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ქუთაისში ბინა 52 დევნილ ოჯახს გადაეცა
იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს. ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა. ახალაშენებულ კორპუსში არსებული 52 ბინიდან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. „ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, 725 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. ასევე, განიხილება ნგრევადი ობიექტების დახურვის საკითხიც. განსახლების პროცესში პრიორიტეტი ვეტერანი დევნილების ოჯახებს მიენიჭებათ. წყალტუბოში, უკვე დასრულდა ტენდერი და 420 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსის მშენებლობა დაიწყება. ამ ეტაპზე, კი 140-ბინიანი 2 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობები დასრულების შემდგომ, წყალტუბოში ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხურება. 2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი, ჯამში, 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
„ეპიდემია იქნება, თუ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევა დაფიქსირდება"
„ეპიდემიასთან გვექნება საქმე, თუკი 100 ათას მოსახლეზე 450-დან 500 შემთხვევა იქნება დაფიქსირებული. ახლა კი, 221 შემთხვევა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე. ეს არის ორჯერ მეტი, რაც შარშან იყო და ზუსტად იმდენი, რაც შარშანწინ," - აღნიშნა დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რეზონანსთან" საუბრისას. იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს: „თავის დროზე ამისთვის ვაქცინაცია იყო შეთავაზებული. ახლა კი, ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ. ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, ჯანმრთელმა უნდა იაროს სკოლაში და სამსახურში," - აცხადებს იმნაძე. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიან რეჟიმში გადავა, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს მიმართონ. „ეპიდემიაზე საუბარი არ არის, როგორც წინა წლებში, წელსაც გაიზარდა ავადობისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების რაოდენობა. „ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო 3 წლის პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. "თუმცა, მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ," - განაცხადა დავით სერგეენკომ. ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს: „გრიპის ეპიდემია ყოველწლიურად გვაქვს, ახალი არაფერია. სეზონური გრიპის ახალი შტამპის ეპიდემია გვაქვს და მათ შორის ახლაც," - აღნიშნა მან. ინფექციონისტი ვირუსის თავიდან არიდების მიზნით საზოგადოებას მოუწოდა. „ახლა უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებდით მოსახლეობას და კარგი იქნებოდა, რომ შემოდგომაზე აცრები ჩაეტარებინათ გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან აცრის შემთხვევაში გართულებების რისკი მკვეთრად მცირდება. „დღეის მდგომარეობით თავის დაცვა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მოვერიდეთ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დავიბანოთ ხელები. ვინც ავად არის, გარშემომყოფები, რომ დაიცვან, ეცადონ ნუ მივლენ სამსახურში, სკოლაში. ნუ მიიღებენ თვითნებურად ანტიბიოტიკებს და ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიც არის ძლიერი ხველა, რამდენიმე დღე ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, აუცილებლად მიმართონ ექიმს," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
---
25.12.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
პაატა იმნაძე: "გრიპის დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა არავითარ ეფექტს არ იძლევა"
ზამთრის დადგომასთან ერთად, ტრადი-ციულად, ვირუსებმაც იმატა. ბოლო პერიოდში კი გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრი- ვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექ-ტორის მოადგილე პაატა იმნაძემ `ახალ თაობას-თან~ საუბარში განაცხადა, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმ-რავლესობა H1N1 ე.წ. ღორის გრიპია. გრიპის ვირუსების გავრცელება საკმაოდ გაზრდილია და, როგორც იმნაძე ჩვენთან საუბარში აღნიშ-ნავს, თუ ორი დღის წინ 100 ათას მოსახლეზე 185 ადამიანი იყო დაავადებული, დღევანდელი მონა-ცემით, უკვე 100 ათას მოსახლეზე 221 ადამიანია გრიპის ვირუსით ავად. _ ბატონო პაატა, გრიპის ვირუსი მძვინვა-რებს, შეშინებულია ჩვენი მოსახლეობა. ამბობენ, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპია. ასეა? _ გრიპის ვირუსმა ნამდვილად იმატა, უფ-რო მეტი ადამიანი ავადდება. ეს არის H1N1 ვი-რუსი. რას ერჩით ამ საწყალ ღორს?! საერთოდ ის არაფერ შუაშია და ამ ვირუსს მექსიკური გრიპი ჰქვია ოფიციალურად. მატება დიდია. სულ ბოლო მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე მიმართვიანობის მაჩვენებელი 221-ზეა ასული. დღეს ვისაც რაიმე გრიპის მაგვარი აქვს, ყველა არის H1N1. ძალიან იშვიათად არის H3N2. თუმცა ძალიან ცოტაა მისი წილი და აბსოლიტური უმრავლესობა, დღეს ვისაც აქვს გრიპი, ყველა არის H1N1. _ როგორია თქვენი რეკომენდაციები? _ თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდა-ციას ვაძლევდით, ახლა კი ჩვენი რეკომენდაციე- ბია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში. H1N1 ვირუსით ადამიანი შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, ამიტომ ყურადღებაა ძალიან მისაქცევი. ბავშვს თუ სიცხე აქვს 38,5 და მეტი ერთი დღე, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. იგივე ეხება ორსულს, ასევე მათ, ვინც რისკის ჯგუფებია. რაც შეეხება დანარჩენებს, თუ სამი დღეა ტემპერატუ- რა 38,5, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. გრიპი ყველას გადაგვიტანია. ეს H1N1-ც 2009 წლიდან დადის დედამიწაზე, მათ შორის საქარ- თველოში. _ თუმცა ამბობენ, რომ ამ სეზონზე ძალიან იმატა. _ კი ბატონო, ორჯერ მეტია ავადობა, ვიდრე იყო, ვთქვათ, შარშან, მაგრამ ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო შარშანწინ. _ გარდაცვალების შემთხვევები თუ და-ფიქსირდა? _ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარა-ში. 53 წლის ქალბატონი გარდაიცვალა გრი-პის ვირუსით. სხვა დადასტურებული შემ-თხვევები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, როცა ამდენი ადამიანი ხდება ავად, შესაძლოა, ძალი- ან მძიმე მიმდინარეობაც იყოს, ამიტომ მთავა-რი და ძირითადია, რომ დროულად მიმართონ ხოლმე ექიმს და ნუ დაელოდებიან იმას, რომ მერე სასწრაფო გამოიძახონ. აუცილებელია კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და შემდეგ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა ანტივირუსული საშუალებების ჩართვა მკურ-ნალობაში. ხაზს ვუსვამ _ ანტივირუსულის და არა ანტიბიოტიკების, რომელიც ვირუსზე არ მოქმედებს. _ ანტივირუსულში რომელ პრეპარა-ტებს გულისხმობთ? _ არსებობს ანტივირუსული პრეპარა-ტები, თუნდაც ოსენტაბილირი, ქიმიური დასახე-ლებაა ამ პრეპარატის, რომელიც ტამიფლუს სახელით უფრო იცის ჩვენმა მოსახლეობამ და ექიმებმაც. _ კლინიკები ზედმეტად გადატვირთულია გრიპით დაავადებული პაციენტებითო. _ კლინიკებში მიმართვიანობა, კი ბატონო, მაღალია, თუმცა ზედმეტად გატვირთული არ არის. H1N1-ს დამახასიათებელი სწორედ ეს არის, რომ დამძიმება იცის ისეთი, რომ კლინიკაში მიმართვიანობა ნამდვილად არის მომატებული, მაგრამ საქართველოში ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ჯერ-ჯერობით ამის ნახევარი გვაქვს. _ შეიძლება ითქვას, რომ პიკი არ არის? _ არა, პიკი ნამდვილად არ არის. _ რამდენად ელოდებით მატებას? _ ჩვენი გამოთვლებით, მატება ალბათ კიდევ ერთი კვირა იქნება, შემდეგ ალბათ მოიკ-ლებს და მეორე მატებას ველოდებით სადღაც უკვე თებერვლისკენ. _ ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელ-დებაო. როგორ შეიძლება ამ გრიპისგან თავის დაცვა? _ პაციენტისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს მას H1 აქვს, H3 თუ ბე ტიპის ვირუსი. პაციენტს ემართება გრიპი. გრიპი ზოგჯერ არის მსუბუქი მიმდინარეობა, ზოგჯერ საშუალო, ზოგ-ჯერ მძიმე მიმდინარეობა. ძირითადად კი ამ გრიპს ავრცელებენ ისინი, ვინც არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. სამწუხაროდ, წამალგაჭყე- პილ ბავშვს რომ ბაღში და სკოლაში გაუშვებ, ეს არ არის სწორი. არ შეიძლება, ადამიანები ასე უდგებოდნენ ამ საკითხს. სწორედ ასეთები ავ- რცელებენ ამ გრიპს, თორემ ის, ვინც მძიმედ არის, წევს სახლში და ვერ გამოდის გარეთ. გრიპი ხომ ყველას გვქონია. არ არსებობს ადამი- ანი, რომელსაც გრიპი არ ჰქონოდეს. მაღალი ტემპერატურა გაქვს და ისეთი დამტვრეულობის შეგრძნება, რომ წევხარ და სიარულის თავი ნამდვილად არა გაქვს. მსუბუქად ვისთანაც მი- დის, აი, ისინი დადიან და, სამწუხაროდ, ისინი ავრცელებენ ვირუსს. იმდენს არ ფიქრობენ, თა- ვად რომ მსუბუქად აქვთ, სხვას შესაძლოა მძიმედ დაემართოს. _ რისკის ჯგუფებზე რას იტყვით? ბავშვები და ორსულები? _ სხვათა შორის, H1N1 ვირუსზე, რისკის ჯგუფები არა მარტო ბავშვები და ორსულები, მოზრდილებიც, ახალგაზრდებიც არიან. განსა- კუთრებით კი სიფრთხილე მართებთ ორსულებს, რადგანაც, მათ თუ ერთი დღე მაინც აქვთ ტემპე- რატურა, დროულად უნდა მიმართონ ექიმს, რომ გადაწყდეს, ანტივირუსული საშუალებებით მკურნალობა დაიწყონ თუ არა, წინააღმდეგ შემთხვე- ვაში, შეიძლება, მდგომარეობა მძიმედ წავიდეს. _ შესაძლოა სწრაფად დამძიმდეს პაციენ- ტი, თუკი ეს გრიპი დაემართება? _ კი, შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოხდეს დამძიმება. ამიტომაც ვამბობ, რომ 38,5 და მეტი თუა ტემპერატურა ერთი დღე მაინც, უნდა მიმართოთ ექიმს. _ ეს არის პირველი სიმპტომი ამ გრი- პის? _ დიახ, ძირითადი არის ეს. 38,5 მეტი ტემპერატურა ერთ დღეზე მეტი თუ აქვს ბავშვს ან ორსულს, აუცილებლად უნდა მი- მართონ ექიმს. _ ბატონო პაატა, ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითნებურად მკურნალობენ ან- ტიბიოტიკებით. ზემოთ გაკვრით ვახსენეთ ეს საკითხი. რამდენად შედეგიანია გრიპის დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა? _ არც ერთი ანტიბიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. აქედან გამომდინა- რე, ანტიბიოტიკებით მკურნალობა არავი- თარ ეფექტს არ იძლევა, პირიქით, ხელსაც კი უშლის ორგანიზმს ბრძოლაში ვირუსულ ინ- ფექციასთან. ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს ექიმმა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსულ ინფექ- ციას მოჰყვა ბაქტერიული გართულება. თუ ბაქტერიული ინფექცია წავიდა ვირუსის ფონზე, მხოლოდ ამ დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. ჩვეულებრივ ვირუსზე ეს, პირიქით, საზიანოა და ხელსაც კი უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძო- ლაში. _ თუ რთულად არ მიმდინარეობს გრიპის ვირუსი, ამ შემთხვევაში რას ურჩევთ პაციენტს, როგორ იმკურნალოს სახლის პირობებში? _ რაც შეიძლება ბევრი სითხე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ინტოქსიკაციის სიმ- პტომები მოვიხსნათ, ასევე სიწყნარე, სიმშვიდე, ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება, აი, ეს არის ძირითადად ამ დროს მოვლის საშუალება. ტემპერატურის შემთხვევაში მივიღოთ სიცხის დამწევი, პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატე- ბი. კიდევ ერთი კვირა მოგვიწევს გამკლავება ამ ვირუსთან. ასევე, ჩვენი გათვლებით, არც ეპიდემიურ ზღვარს არ უნდა გადააჭარბოს. _ რაიმე ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე თუა? _ არა, არანაირი ახალი ტიპის ვირუსის გავრცელებას არ ველოდებით. ეს ვირუსი იქნება, თუმცა არც H1N1 ვირუსი არ არის ახალი. უკვე მეათე წელია, დადის დედამიწაზე. თუმცა, სხვასთან შედარებით, მაინც ახალია, რადგან მხოლოდ ათი წელია, რაც დადის, იგივე H3N2 დადის უკვე ათეული წლებია დედამიწაზე. თუმცა ყოველ ჯერზე ცოტათი სახეცვლილია დ ამიტომაც არის, რომ შესაძლოა ადამიანი ყოველ სეზონზე ავად გახდეს.
---