მედიამონიტორინგი 26.02.2019
ტელევიზია
26.02.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
დასაქმების სახელმწიფო პორტალი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5900554
---
25.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ექსპერტები სოციალური მომსახურების სფეროში არსებულ კიდევ ერთ სისტემურ ხარვეზზე საუბრობენ. საქმე ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიური შემწეობის დანიშვნის წესს. 2015 წლიდან განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურ დახმარებას ოჯახები კონკრეტული ფორმულის მიხედვით იღებენ და გადაწყვეტილების მიღების დროს ქონების აღრიცხვის გარდა სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. მთავარია, რომ სარეიტინგო ქულების რაოდენობამ 65 000 არ გადააჭარბოს. თუმცა ქულათა დათვლის შეცვლილი წესის გამო, ოჯახების ნაწილმა საარსებო შემწეობა დაკარგა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდოლოგიის გადახედვას სთხოვენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5899879
---
25.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
4 წლის გოგონას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანამშრომლების წასვლა გრძელდება. უწყებაში მასშტაბური რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შიდა აუდიტმა მცირეწლოვნის გარდაცვალების საქმეზე სოციალური მუშაკების პასუხისმგებლობა გამოკვეთა, ჯანდაცვის სამინისტრომ სისტემის რეფორმირებაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა. დაანონსებული ცვლილებების ფონზე სააგენტოს ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომლები რეორგანიზაციის პროცესში მომსახურების ხარისხის გაუარესების საფრთხეზე საუბრობენ. ანალოგიურ რისკებზე მიუთითებს საპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც მინისტრს პარლამენტში იბარებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5899867
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5899191
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5898982
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5898980
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5898877
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5898482
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5898410
---
25.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
დავით სერგეენკო მზადაა პარლამენტში მივიდეს, განცხადება ამის შესახებ დავით სერგეენკოს უწყებაში გააკეთეს. სამინისტროში ამბობენ, რომ მინისტრი მზადაა პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს, მთავარი პროცესი რეგლამენტის შესაბამისად წარიმართოს. პარლამენტში მინისტრის მისვლას საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს. ელენე ხოშტარიას თქმით, მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სისტემური პრობლემებია. ოპოზიციის წარმომადგენელი სოციალური მუშაკების პროტესტს ეხმაურება. ის ამბობს, რომ 4 წლის გოგონას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი რიგის სისტემური ხარვეზები გამოავლინა, რასაც სასწრაფო მოგვარება სჭირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5899605
---
25.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა, შრომის ინსპექციის კონტროლს დაექვემდებარება ყველა დამსაქმებელი. შრომის უსაფრთხოების ყველა სექტორზე გავრცელებას გაერთიანებული პროფკავშირები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. ორგანიზაცია ახლა ცვლილებებით კმაყოფილია, თუმცა აქცს შენიშვნებიც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5898543
---
25.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სოციალური ქსელის (facebook) დახურულ ჯგუფში, სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა წინასწარი ვერსიით ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ატვირთა. მომხდარიდან მეორე დღესვე სკოლის ადმინისტრაციამ ორივე მოსწავლე გარიცხა. შემდეგ რეაგირებისთვის კი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სამსახურს მიმართეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5899697
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5899724
---
25.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
შსს არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართ კანონის გამკაცრებას მოითხოვს. პოლიციაში მიიჩნევენ რომ დანმაშავეებს სასჯელი მთელი სიმკაცრით უნდა შეეხოთ. სამინისტროს ინიციატივას აკრიტიკებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. გაეროს ბავშვთა ფონდში ძალოვანი უწყება უკვე დაადანაშაულეს ძალადობრივი მეთოდებით მოქმედებაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5899771
---
ინტერნეტი
26.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534604-germaniis-mier-gamoqopili-grantit-devnilebistvis-240-saxli-da-8-axali-sabavshvo-bagi-ashendeba/
გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, დევნილებისთვის 240 სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 240 კერძო სახლი აშენდება, ასევე აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და ორ სკოლამდელ დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია და ამავე დროს მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელმაც გამოგვიყო გრანტი და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება დაახლოებით 240 კერძო სახლი და მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განვახორციელებთ ამ მშენებლობებს. ამავე დროს აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი დაწესებულების შენობას. შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ამასთან, დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები. ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი იმისთვის, რომ მომავალ წლებში ჩვენ სწორედ ამ პროგრამით მიღებულ გამოცდილებაზე გავაფართოვოთ ჩვენი აქტივობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა დასრულდება წარმატებით“,- განაცხადა ბახტაძემ.
---
26.02.2019
პრემიერი - რეგიონებში სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობაზე და არსებულის რეაბილიტაციაზე 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა
რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობაზე და არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციაზე მთავრობა 20 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, წელსვე აშენდება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორია და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი. „რეგიონული განვითარება ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების სერვისების მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც არასდროს გადავუხვევთ. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას. ჩვენ 20 მილიონ ლარზე მეტს გამოვყოფთ ამ საკითხისთვის. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, წელსვე აშენდება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორია და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი“, - განაცხადა ბახტაძემ.
---
26.02.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43394/dedas-romelits-shvils-sistematurad-stsemda-4-tslit-patimroba-miesaja
დედას, რომელიც შვილს სისტემატურად სცემდა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
---
25.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534475-davit-sergeenko-mzad-aris-parlamentshi-mivides/
დავით სერგეენკო მზად არის, პარლამენტში მივიდეს
რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრი აუცილებლად გამოცხადდება კომიტეტზე, მაგრამ ამისათვის საჭიროა, კომიტეტის თავმჯდომარემ ერთი კვირით ადრე აცნობოს სამინისტროს და მიაწოდოს ის საკითხები, რომლებზეც მინისტრი შესაბამის კომიტეტშია დაბარებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო ჩაფიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებულ საკითხზე - სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მუშაობა უკვე დაწყებულია. „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია „ევროპული საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. რასაკვირველია, რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრი აუცილებლად გამოცხადდება კომიტეტზე, მაგრამ ამისათვის საჭიროა, კომიტეტის თავჯმდომარემ ერთი კვირით ადრე აცნობოს სამინისტროს და მიაწოდოს ის საკითხები, რომლებზეც მინისტრი შესაბამის კომიტეტშია დაბარებული. საუბარი იქნება სოციალური მუშაკების საკითხებთან დაკავშირებითაც. ამასთან, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. შეიქმნა სოციალური მუშაობის საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს. ასევე, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესში. რეორგანიზაციის პროცესში რასაკვირველია, განიხილება სოციალური მუშაკების პროფესიული მხარდაჭერის საკითხები, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოების გაძლიერების საკითხები და საბჭოს ფორმატში, რომელშიც ჩართულები არიან სოციალური მუშაკები და განხილული იქნება ის თემები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და საბჭოს ფორმატში მიღებული ყველა გადაწყვეტილება შესასრულებლად იქნება სავალდებულო. რაც შეეხება სოციალური მუშაკების წასვლის საკითხს, ის სოციალური მუშაკები, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს და შესაბამისი განცხადებები დაწერეს, მათ ადგილას უკვე გამოცხადებულია კონკურსი და ამასთან ერთად, კონკურსი უკვე გამოცხადებულია დამატებით 30 სოციალურ მუშაკზეც, რომლებიც ტერიტორიულ ერთეულებში გადანაწილდებიან“, - განაცხადა ნატო ჩაფიძემ.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/97735/davit-sergeenko-mzadaa-parlamentshi-mivides
---
25.02.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/bavshvta-datsvis-da-aseve-sotsialuri-mushakebis-sferoshi-chven-gvaqvs-seriozuli-krizisi-elene-khoshtaria/56645
ბავშვთა დაცვის და ასევე სოციალური მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისი - ელენე ხოშტარია
„ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს გამართულ ბრიფინგზე 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასა და სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა. „ცოტახნის წინ სანზონაში მომხდარმა სასტიკმა შემთხვევამ, როდესაც გარდაიცვალა 4 წლის გოგონა შეძრა მთელი საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ გარდა იმ ემოციური შოკისა რაც მივიღეთ ჩვენი ყველას ვალია, რომ დავფიქრდეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ თუ არ გამოვიტანეთ სწორი გაკვეთილები და სახელმწიფომ თუ არ გაიაზრა რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები, ჩვენ უბრალოდ შოკიდან შოკამდე ვიცხოვრებთ და ვერ გამოვასწორებთ ამ მდგომარეობას. ამ შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული კრიზისი სოციალური მუშაკების სისტემაში და დაგვანახა, რომ ზოგადად ბავშვთა დაცვის და ასევე სოციალური მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისი. აქ არის საუბარი როგორც მათ არასაკმარისს რაოდენობაზე, არასაკმარისს სერვისებზე, სატრანსპორტო საშუალებებიც არ არსებობს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, სატრანსპორტო სერვისი ვინმეს კომფორტი კი არ არის, ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევების თავიდან არიდება. პრაქტიკულად შეიძლება ძალიან მწვავე ვითარებაში სოც-მუშაკები ვერ მივიდნენ და ვერ მიასწრონ შემთხვევას, რომ დაიცვან ბავშვები საშინელი შემთხვევებისგან. სოც-მუშაკები ალაპარაკდნენ ამ თემაზე და ჩამოაყალიბეს საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები და აქ არ არის საუბარი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აქ არის საუბარი რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში და არამხოლოდ სოც-მუშაკების სფეროში, აქ არის საუბარი უამრავ სერვისზე, რომელსაც სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ბავშვთა დაცვისთვის, რაშიც გვაქვს სრული ჩავარდნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ ჩვენ შეიძლება მივიდეთ ჩიხურ სიტუაციამდე როდესაც მოხდება 240 სოც-მუშაკიდან 200_ის გაფიცვა და ეს კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა და მოვისმინოთ პასუხები ამ კრიზისულ ვითარებაზე. როგორც მთლიანობაში ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო და ასევე კონკრეტული სოც-მუშაკების კრიზისიდან გამოსვლას როგორ გეგმავს სახელმწიფო,“ -აცხადებს ელენე ხოშტარია.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/221531
---
25.02.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/auditis-samsakhuris-informaciit-batumshi-ori-klinika-gardacvlil-pirebs-moemsakhura/
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ორი კლინიკა გარდაცვლილ პირებს „მოემსახურა“
ბათუმში კლინიკას 6 გარდაცვლილ ბენეფიციართან ვიზიტი და მომსახურების გაწევა აქვს დოკუმენტირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად, უწყების განმარტებით, გარდაცვლილი პაციენტისთვის „მომსახურების“ გაწევა 2016 წელს შპს „ქირურგიულ კლინიკა SALVE“-ს 2 (2 შემთხვევა), ხოლო 2017 წელს „საქართველოს კარიტასს“ (4 შემთხვევა) უფიქსირდება. ბათუმის მერიის განმარტებით, მსგავს ფაქტებს ვერ გამორიცხავენ, რადგან არ აქვთ ინფორმაცია ბენეფიციართა გარდაცვალების შესახებ, თუმცა მერიას მარტივად შეუძლია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და დარღვევები თავიდან აიცილონ. აღნიშნული დარღვევა სახელმწიფო აუდიტმა 2016-2017 წლებში „მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა -პატრონობის და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების“ პროგრამაში გამოავლინა. ქვეპროგრამის ერთ-ერთ კომპონენტის ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება წარმოადგენს. ამ პროგრამის ბიუჯეტი აღნიშნულ წლებში 135 044 ლარი იყო. 2016 წელს ამ მომსახურებისთვის ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შპს „ქირურგიულ კლინიკა SALVE“-ს გაუფორმა, 2017 წელს კი ა(ა)იპ „საქართველოს კარიტასს“. ბენეფიციართან ვიზიტისას, მიმწოდებელი ადგენს დოკუმენტაციას, სადაც ჩამოთვლილია გაწეული მომსახურებისა და გაცემული წამლების შესახებ დეტალური ინფორმაცია. სახელმწიფო აუდიტმა დოკუმენტების შესწავლით გამოავლინა,რომ არსებული დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს ბენეფიციართა ხელშეწყობას და მათთვის სერვისების მიწოდებას. „ქირურგიულ კლინიკა SALVE“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უმეტესად არ არის სრულყოფილი, არ შეიცავს ბენეფიციარის ხელმოწერას და მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, ასევე შეუძლებელია იმის გარკვევა ვინ მოემსახურა ბენეფიციარს. გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდიდარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ბენეფიციართათვის სოციალური მომსახურების მიწოდების რეალობა მაღალ რიკს შეიცავს და შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯოს. სახელმწიფო აუდიტი ბათუმის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს გააძლიეროს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/534451-auditis-samsaxuris-inpormaciit-batumshi-ori-klinika-gardacvlil-pirebs-moemsaxura/
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/auditis-samsaxuris-informaciit-batumshi-ori-klinika-gardacvlil-pirebs-moemsaxura
---
25.02.2019
მედიასაშუალება: http://faxinter.news/?id=16895
მოხუცი ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით ევექსმა სახლში გაწერა
ევექსის მედპერსონალმა მოხუც პაციენტს დაზიანებები მიაყენა და სახლშო გაწერა. - ამის შესახებ ვახტანგ გოგეშვილი ოჯახის წევრმა, ნათია წერეთელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ვახტანგ გოგეშვილი ოჯახმა დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით, საავადმყოფოდან სახლში გადმოიყვანა. "ვახტანგ გოგეშვილი (ჩემი მამამთილი) სამი დღეა გვყავდა ევექსი • EVEX -ში, საიდანაც დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით წამოვიყვანეთ. ეს არის არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის რამდენი პაციენტია იქ ასეთ დღეში. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თქვენ რას აკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად? კლინიკაში არ უვლიან პაციენტებს, არც ახლობელს უშვებენ რომ მოუარონ, დღეს ძლივს მოვახერხეთ შესვლა და ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა. ან სად იყო ექიმი, ან ექთანი? რატომ არავინ მიაქცია ყურადღება, დააბეს ცხოველივით და მიატოვეს. ადგილზევე გაირკვა რომ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ! ჯანდაცვის სფერო რომ ყველაზე ჩავარდნილი დარგია ეს დღეს კიდევ ერთხელ საკუთარ მშობელზე ვიწვნიეთ! - დაწერა წერეთელმა. "ევექსი" აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
აიტივი.ჯი- https://itv.ge/?m=3&CID=57732
---
25.02.2019
"ღუდუშაურის კლინიკაში მიყვანილი ტურისტი, რომელსაც ორივე მხარი ამოგდებული ჰქონდა, კლინიკიდან იმავე მდგომარეობაში გამოგვატანეს"
სოციალურ ქსელში ბექა ბუბუტეიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით წერს: "ძვირფასო ღუდუშაურის კლინიკა, სამყაროში ზეაღმატებული ფასეულობის, ფულის გარდა არსებობს კიდევ სხვა ფასეულობებიც, კერძოდ ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადად ადამიანობა, რომელიც გასაკვირია და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება პირველხსენებულზე ოდნავ უფრო ფასეულიც კი იყოს. გმადლობთ, რომ საღამოს 10 საათზე მოყვანილი, ორივე მხარამოგდებული, 200 კილომეტრ გამოვლილი ტურისტი, ორივე მხარამოგდებულივე გაგვატანეთ სხვა ჰოსპიტალში ღამის 2 საათზე. ღირსები ხართ პასუხი მოგთხოვონ და უნდა მოგთხოვონ კიდეც! იმედია, მალე ასე ვეღარ გააგრძელებთ! ნიუ ჰოსპიტალსი გმადლობთ ოპერატიული, პროფესიონალური და ადამიანური რეაგირებისთვის. იმედია დღესაც ასე გააგრძელებთ! პ.ს. ნებისმიერ დაინტერესებულ სტრუქტურას სიამოვნებით მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას!" - წერს ბუბუტეიშვილი.
---
25.02.2019
ვაგონში გაზრდილი ბავშვები - შვიდი შვილის დედის უმძიმესი ისტორია
უკვე ათი წელია, თბილისის შუაგულში, საბურთალოს ქუჩაზე, ია მასპინძელაშვილი მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად ამ ვაგონში ცხოვრობს. ამჟამინდელი და წინა ხელისუფლებას, საცხოვრებელი ფართის დაკმაყოფილების მიზნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ მათი ცხოვრება ამ დრომდე არ შეცვლილა. მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით შემოიფარგლება. იას მეუღლე 21 წლის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა და თავის ტრავმა მიიღო. ამის გამო ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია, ის მეორე ჯგუფის ინვალიდია. ერთ-ერთ შვილს გულის მანკი, მეორეს კი ძვლებზე წამონაზარდები აქვს. ბავშვები ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში იზრდებიან. ხშირად არის დღეები, როცა პურიც არ აქვთ. ამის გამო ბავშვებს სკოლაში მშივრებს უწევთ წასვლა. ძირითადად უფასო სასადილოდან მოტანილი კერძებით იკვებებიან, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. დაზიანებულია სახურავი, კედლები და იატაკი... როცა ცივა და წვიმს, ვაგონშიც ორპირი ქარი და წვიმაა. ამ ვაგონში ბავშვები ნამდვილ ბავშვობაზე და ტკბილეულზე ოცნებობენ... არავინ იცის, შუაგულ თბილისში გაჩერებული მატარებლის ვაგონი, რამდენ ხანს გაძლებს.
---
25.02.2019
"იქნებ 34 წლამდე მაინც შეუმსუბუქდეს ტკივილი" - 22 წლის გოგონას დახმარება სჭირდება
22 წლის მერი სისასურს უიშვიაათეს დაავდებას, "ვოლფრამის სინდრომს" ებრძვის. გოგონას დედა ამბობს, რომ ამ დაავდებით ადამინიები მთელ მსოფლიოში მხოლდ 34 წლმდე ცხოვრობენ. "სამწუხაროდ მერის აქვს გართულებები. დაკარგა მხედველობა,დაუქეითდა სმენა. საშინელი ტიკივლით იტანჯბება"- აცხადებს სისაურის დედა. საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე ამბობს, რომ დედას სურს გერმანიმდე ჩაიყვანსო შვილი რომ შეძლოს 34 წლმდე მიანც შუმსუბუქოს შვილის ტკივლი. "მისთვის ყოველი წამი მნიშვნელოვანია. გთხვთ დაეხმაროთ ყველამ თითო ლარი რომ გავიღოთ"- აცხადებს აბაშიძე. დახმრების მსურველთათვის ქვეყნდება ანგარიში ნომერი . დანიშნულებაში მიუთითეთ #მერი #სისაური საქველმოქმედოზარი 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
25.02.2019
"მამა ავად გახდა და I ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა" - თევზაძეების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
თევზაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ქრისტიანული წესებით ცხოვრობს. მიუხედავად მრავალი ცხოვრებისეული პრობლემისა, ისინი არ მიეცემიან სასოწარკვეთას და ღრმად სჯერათ, რომ უფალი აუცილებლად მოუვლენს მათ წყალობას! თევზაძეების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: მამა მუშაობდა, დედა უვლიდა ოჯახს, ბავშვები იზრდებოდნენ, დადიოდნენ სკოლასა და ბაგა-ბაღში, არ განიცდიდნენ ტანსაცმლისა თუ საკვების ნაკლებობას. რამდენიმე წლის წინ, მამა ავად გახდა. მას I ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და, შესაბამისად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. 6 ბავშვი, რომელთაგან უფროსი 10 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი 2 წლის, ამჟამად მოკლებულია კალორიულ კვებას, თბილ ტანსაცმელს, სათამაშოებს, ტკბილეულს, ყველაფერ იმას, რაც ასე ახარებს ბავშვის ბუნებას. „ჩვენ მფარველი ანგელოზი გვიცავს, თორემ მთლად ცუდად წავიდოდა საქმე“, - ამბობს 6 შვილის დედა ზინა თევზაძე, რომელსაც რამდენიმე შეკითხვა დავუსვით: თუ ეხმარება თქვენს ოჯახს ვინმე? ზინა: დიახ, გვეხმარებიან. შესანიშნავი მეზობლები გვყავს, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი გასაჭირი. მაგალითად, ამასწინათ მათ ორი ოთახი და სამზარეულო თავისი სახსრებით გაგვირემონტეს. ხომ არ გვეტყვით მათ გვარებს? ზინა: არ ვიცი, თანახმა იქნებიან თუ არა... მე მინდა მათ უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ. სახელმწიფო თუ გეხმარებათ? ზინა: გვეძლევა სოციალური დახმარება და მეუღლის პენსია. შემთხვევით ვინმესგან ხომ არ გაგიგიათ ასეთი სახის საყვედური: „თუ საშუალება არ გაქვთ, რატომ აჩენთ ამდენ შვილს?“. ზინა: ეს ჩემთვის პირადად არავის უთქვამს, თუმცა გამიგია ამგვარი მოსაზრება. იცით, მე ქრისტიანი ადამიანი ვარ და თუ ბავშვი ჩაისახა, მას ვერ მოვკლავ. ეს ძალიან დიდი ცოდვაა ჩემი აზრით. ბავშვები - ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია, დიდი ბედნიერება და დიდი იმედი! მე მინდა ვთქვა, რომ ადრე ჩვენ არ გვიჭირდა, კარგად ვცხოვრობდით. სანამ ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდებოდა, მატერიალური პრობლემები არ გვქონდა. თქვენ არ გიცდიათ მუშაობის დაწყება? ზინა: პროფესიით ბუღალტერი ვარ. რა თქმა უნდა, ვიმუშავებდი ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ ამ ეტაპზე პატარა ბავშვებს ვერ ვტოვებ მარტო. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ უფროსი შვილები მეხმარებიან პატარების მოვლაში. ისინი მამასაც ეხმარებიან სანთლების დამზადებაში. მეუღლე ეკლესიაში მსახურობს. შეგიძლიათ, რომ გაგვიმხილოთ თქვენი სანუკვარი ოცნება? ზინა: რა კარგია ეს კითხვა რომ დამისვით! იქნებ გამოგვეხმაურონ. ვოცნებობ, რომ ვინმემ მიწის პატარა ნაკვეთი გვაჩუქოს ან დროებით გადმოგვცეს... მოვაშენებდი ბოსტანს ან ბაღს, მოვაწყობდი მცირე მეურნეობას. ეს დიდი შვება იქნებოდა ჩემი ოჯახისთვის.... არადა, რამდენი მიტოვებული სახლია სოფლებში?! მზად ვართ წავიდეთ სოფელში, ვიცხოვროთ და მეურნეობას მოვუაროთ. თევზაძეებთან სტუმრობის დროს ჩვენ ბავშვებსაც გავესაუბრეთ: ბავშვებო, რა არაის თქვენი ოცნება? ილია (5 წლის): მე ყველაზე მეტად მინდა ნოუთბუკი, აი ისეთი ჩემს დაიკოს რომ მისცეს სკოლაში... ბარბარე (10 წლის): მე მინდა გავხდე მხატვარი და ვოცნებობ ახალ ფუნჯზე და საღებავებზე... ფოტინე (7 წლის): მე კი ვოცნებობ ლამაზ სახლზე! იოანე (9 წლის): ახალ ჩანთაზე ვოცნებობ და ახალ ფეხსაცმელებზე, ჩემი უკვე დაიხა... მეგობრებო, თევზაძეების 6-შვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ამ ბავშვებს უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს, თეთრეულს და ერთ-ერთი ოთახის გასარემონტებლად აუცილებელ სამშენებლო მასალებს. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თევზაძეების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge
კვირა.ჯი- http://kvira.ge/451353
---
25.02.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/248923-sss-saxelmwifo-uwyebebis-mier-arasrulwlovanta-danasaulis-prevenciuli-ronisziebebis-gaaqtiurebis-iniciativit-gamodis
შსს სახელმწიფო უწყებების მიერ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე დღეს, „თბილისი მერიოტში“ შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და გაუზიარა სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პრობლემა არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას სხვადსხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. დღეს, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით, იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და პრობლემები მოვაგვაროთ, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა უფრო მეტად პრევენციული მიმართულებით. უფრო მეტი პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს, არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იმიტომ, რომ ამ ნაწილში პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე ნაკლებად ეხება, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, როგორიც არის მაგალითად განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე მოვუწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები ჩადონ. ბუნებრივია არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური, არამედ მთელი ის ექსპერტული ცოდნა რაც აქვთ, რომ მოახმარონ ამ მიმართულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია არასრულწლოვნებს შორის დანაშაული, ძირითადად ეს გახლავთ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - თუ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენ მომავალში აუცილებლად მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც კანონის გამკაცრება მოუწევს სახელმწიფოს. პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. კანონის გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება იმიტომ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მიზეზები უფრო კომლექსურია ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა. გასააქტიურებელია მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, დასახვეწია რეფერირების მექანიზმი. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მოზარდი მოდის, უკვე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, საკითხის ასე დასმა, როგორი უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება, როდესაც არასრულწლოვნებზე ვსაუბრობთ - არასწორია. უფრო სწორია დავსვათ კითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დანაშაული არ ჩაიდინონ არასრულწლოვნებმა. ამიტომ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე. უწყებები შეიკრიბებიან, უკვე განისაზღვრება კონკრეტული გეგმა და უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
---
ბეჭდვითი მედია
26.02.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საავადმყოფოებში გარდაცვლილებს "მკურნალობენ"!
ბათუმის ორი კლინიკა 6 გარდაცვლილ პაციენტს "მოემსახურა". ავადობის გაზრდილი ჩამონათვალის, არასაჭირო კვლევებისა და გეგმური ოპერაციების გადაუდებლად დარეგისტრირების შემდეგ, საავადმყოფოებმა საყოველთაო დაზღვევიდან მეტი თანხის მისაღებად გარდაცვლილი პაციენტების მომსახურებაც დაიწყეს, ჩვეულებრივი შემთხვევების "მწვავედ" გატარების რაოდენობამ კი ყველა რეკორდი მოხსნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით დასტურდება, რომ ბათუმში კლინიკას 6 გარდაცვლილ ბენეფიციართან ვიზიტი და მომსახურების გაწევა აქვს დოკუმენტირებული. უფრო კონკრეტულად, გარდაცვლილი პაციენტისათვის "მომსახურების" გაწევა 2016 წელს შპს "ქირურგიულ კლინიკა თფდქუ"-ს (2 შემთხვევა), ხოლო 2017 წელს "საქართველოს კარიტასს" (4 შემთხვევა) უფიქსირდება. ის, რომ გარდაცვლილი პაციენტების მომსახურება ორმა სხვადასხვა კლინიკამ დაარეგისტრირა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, პრობლემის სისტემურობაზეც მიანიშნებს. გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდიდარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ბენეფიციართათვის სოციალური მომსახურების მიწოდება მაღალ რიკს შეიცავს და შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს, გააძლიეროს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. როგორც ჩანს, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და სამედიცინო სფეროში განუკითხაობამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ კლინიკები დაზღვევის მეტი თანხის ასათვისებლად სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ. სწორედ ამიტომ სტატისტიკურად მწვავე შემთვევების რიცხვი 300%-ით არის გაზრდილი. "პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სისტემურ ხარვეზთან გვაქვს საქმე, რადგან სისტემა იძლევა მსგავსი მანიპულაციების საშუალებას. კლინიკები ცდილობენ, მაქსიმალურად გამოწოვონ სახსრები საყოველთაო ჯანდაცვიდან. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი იღუპება, მაგრამ დაზღვევის ლიმიტი ამოწურული არ არის, რამდენიმე დღე კვლავ არ აფორმებენ გარდაცვალების ფაქტს. სამწუხაროდ, ბათუმში აღმოჩენილი ფაქტები არ არის ერთეული შემთხვევა. გარდა ამისა, არის სხვა ნაირ-ნაირი მეთოდი, როცა ბიუჯეტის თანხის სრულად ათვისებას ცდილობენ. ეს არა მხოლოდ ჩვენი ინფორმაციაა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა დასკვნებში არსებული ფაქტებიცაა. მაგალითად, ხშირია გეგმური შემთხვევების გადაუდებლად გაფორმება, რადგან სახელმწიფო გადაუდებელს ანაზღაურებს სრულად. თუ გადავხედავთ 2014-15 წლის მონაცემებს, იქ ვნახავთ, რომ "მწვავე შემთხვევების" რაოდენობა დღეს 300%-ზე მეტად არის გაზრდილი, რაც თავისთავად აბსურდული რიცხვია, თუ ქვეყანა საომარ ვითარებაში არ იმყოფება ან რამე ეპიდემია არ არის გავრცელებული. ჩვეულებრივ პირობებეში ეს წარმოუდგენელია. შესაბამისად, ესეც მანიპულაციის შედეგია, ისევე როგორც დიდი ოდენობით კვლევების დანიშვნა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, რომლებსაც სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო", - აცხადებს ჩიხლაძე. კერძო მესაკუთრეთა მხირდან მეტი მოგების სურვილით ხსნის ფაქტს ორგანიზაციის "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" დამფუძნებელი მარინა ბერაძე. ისიც ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება არასაკმარისი რეგულაციების გამო. "კონკრეტულ საქმეზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რასაკვირველია, მსგავსი ფაქტები იქნება, როცა არ არის საკმარისი რეგულაციები და აღსრულება. კლინიკები, რომლებიც კერძო მფლობელის საკუთრებაშია, მაქსიმალურად დიდი მოგების მიღებას ცდილობენ, სწორედ ამით არის გამოწვეული ეს ქაოსი და სხვა ბევრი შემთხვევაც. სამწუხაროდ, ზოგიერთ დაწესებულებას ავიწყდება მედიცინის მთავარი პრინციპი - "არ ავნო!" - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბერაძე.
---
26.02.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
"პანკისის ხეობა ყოველთვის რუსეთის თვალთახედვის ქვეშაა!"
2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სპეცოპერაციის დროს 19 წლის პანკისელი ახალგაზრდა მძიმედ დაჭრა. 19 წლის ბიჭის მშობლებმა მედიას უთხრეს, რომ დაჭრილი ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა. "„დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოგვივარდა სპეცრაზმი. ჩამათრიეს დაბლა. დაგვაწვინეს ამ ცივ ამინდში იატაკზე. გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ - ერთი დაჭრილი გვყავსო. ზუსტად ვერ მივხვდი მამაჩემი იყო თუ ძმა. რომ ჩამიმიყვანეს დაბლა, მამა დაბლა დამხვდა, ძმა კი თვალით არ მინახავს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ გვანახებდნენ ძმას. ნუ ნერვიულობთო, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ.... ეხლა, როცა ოთახში შევედით სისხლი დაგვხვდა. ჩემი ძმა ტემირლან მაჩალიკაშვილია დაჭრილი. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს როგორ წაიყვანეს. რა გახდა სროლის მიზეზი უცნობია, რადგან ჩემ ძმას იარაღი არ ჰქონია და მძინარეს დაადგნენ... გვითხრეს, რომ ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. გვეკითხებოდნენ, ვინ გყავდათ ამ ბოლო დროს სტუმრადო. ვის გულისხმობდნენ არვიცი.მარტო მე კი არა, აქ სამეზობლოში სხვასაც დაადგნენ იარაღით. პატარა ბავშვები გვყავს და შეშინებულები ეხლაც ხმას ვერ იღებენ. პანიკაში არიან. გვითხრეს, გაიგებთო ყველაფერს, თქვენც დაგკითხავენო“, - ამბობს ნატა მაჩალიკაშვილი. პანკისში სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდა 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახი, თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გარდაცვალების წინა ღამეს მიიღეს. "ოთხი დღე მალოდინეს, როცა ჩემი შვილისთვის ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლებოდა" - ამბობდა მაჩალიკაშვილის მამა. "აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვამს, ჩვენი ხალხი გერმანიაში პირდაპირ კლიბნიკის ადმინისტრაციაში მივიდა და გაირკვა რომ პანციენტს ახლაც ელოდებიან ბერლინში. ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება - ალბათ უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ არიან" - ამბობდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. დუისის სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიგფო უწყებებმა გვითხრეს, რომ თემირლა მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრი იყო, თუმცა რატომ გახდა საჭირო 19 წლის ბიჭის მოკვლა, ამის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცის. 2018 წლიდან თემირლას მამა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამასთან - ზაზა სარალიძესთან ერთად აქციებს მართავს, სადაც მოითხოვს გამოძიებული იქნას მისი შვილის მკვლელობა და დაისაჯოს ყველა მონაწილე პირი. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს პანკისის ხეობისგან მტრის ხატის შექმნა აღარავის უცდია, რაც წინა წლებში ხდებოდა. "ქართული ოცნწების" ხელისუფლებაში მოსვლის სემდეგ პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობიდან ახალგაზრდები სირიაში მიდიოდნენ,. იყო თუ არა ეს მართული პროცესი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში სირიაში არაერთი პანკისელი გარდაიცვალა. სხვადასხვა თემებზე "ქრონიკა+"-ს სალაფიტური თემის წარმომადგენელი, მუსა პანკისელი ესაუბრა. ზუსტად 1 წლის წინ, რომელიც ადგილობრივი თემის პრობლემებს ზედმიწევნით კარგად იქცნობს, განცხადება სალაფიტური თემის წარმომადგენელი მურაზ გოდერძიშვილმა "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა: "დღეს საქართველო იმ ბეწვის ხიდზე გადის , რომელზეც 2008 წელს გაიარა! სიტუაცია ძალზედ სერიოზულია . ოკუპანტები თავისას არ იშლიან და განაგრძობენ საუკუნეების მანძილზე მათთვის ჩვეულ საქმიანობას. რუსეთი ეცდება სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო ავანტიურა წამოიწყოს. ვფიქრობ , რომ ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩაივლის რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები. ნურავის ექნება იმის ილუზია , რომ პუტინის რუსეთი თავის იმპერიალისტურ ზრახვებზე უარს იტყვის!" წერს გოდერძიშვილი.
---