მედიამონიტორინგი 26.03.2019
ტელევიზია
26.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
სოც.მუშაკების პროტესტი - ათასობით მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება, სათანადო ყურადღების გარეშეა დარჩენილი
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965341
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965425
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
სოციალური მუშაკების გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია თამილა ბარკალაია.
---
26.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
პროტესტის მეორე დღე და კარავი ვარდების სკვერში. სოცმუშაკები საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე ისევ უარს ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა გაფიცვის მიუხედავად არ შეფერხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შემუშავებულია. სოციალური მუშაკები სოციალური პოლიტიკისა და ხელფასების გადახედვას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ასევე სურთ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა. საპროტესტო ტალღა გუშინ დაიწყო და როგორც გაფიცულები აცხადებენ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციები გაგრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965231
---
26.03.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
გედევან ფოფხაძე დავით სერგეენკოს პარლამენტში იბარებს. ქართული ოცნების ყოფილ წევრს ჯანდაცვის მინისტრთან კითხვები სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით აქვს. ფოფხაძის თქმით, ის რომ დღეს სოცმუშაკები პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ეს არის სისტემური პრობლემა. დეპუტატი ამბობს, რომ ამ თემაზე მინისტრთან მძიმე საუბარი შედგება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964988
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
სოციალურ მუშაკთა გაფიცვა. აქციები დღესაც გაგრძელდება (პირველი ვიდეო ფაილი). პროტესტის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964575
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964643
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965113
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964533
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964697
---
26.03.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ვიფიცებით, რომ თქვენი უფლებები დავიცვათ-ასეთი წარწერით შეატყობინეს საზოგადოებას ერთ-ერთი სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა იმ საყოველთაო გაფიცვის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა. სოციალური მუშაკები სწორედ გუშინდლიდან არიან გაფიცულები. ისინი უკვე თვეზე მეტია, რაც სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე საჯაროდ საუბრობენ. ჯამში მათ 22 მოთხოვნა აქვთ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964504
---
26.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთვრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965322
---
26.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
სახიფათო მშენებლობები - „კურიერმა“ კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მუშები უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მუშაობენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964483
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ბათუმში სხვადასხვა კლინიკებში დასაქმებულმა ექიმებმა რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964578
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964700
25.03
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964246
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964093
---
25.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გაფიცვის 1 დღე - 200-მა სოციალურმა მუშაკმა სამუშაო კვირა ქუჩაში დაიწყო. სამსახურის ნაცვლად, მათ მთელი დღე მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაატარეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964251
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964116
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964198
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964193
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964099
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964058
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963920
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963916
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963788
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963718
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963602
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963589
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963538
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963478
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963414
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963287
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963226
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963200
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5963069
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5962971
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5962884
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5962362
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5962357
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5962305
---
25.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან დგანან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ხელფასების ზრდა, ტანსპორტირების უზრუნველყოფა, კადრების დამატება... ვრცელი ჩამონათვალი ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 8 თებერვალს გადეცა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია თამილა ბარკალაია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964014
კავკასია - ბარიერი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964180
---
25.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა - აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დაიკეტა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964225
---
25.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ევროკავშირი- საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინფორმაციით საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს პოლონეთის მთავრობასთან. მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5964292
---
ინტერნეტი
26.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190694/?fbclid=IwAR2VjMHVPDo7v0Xub79fxKv6jeQiY939FUv1HZw9NzYUVafiN9Zr-0de-I4
სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2
„ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები უკვე ასამარებს არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ მთლიანად სოციალურ სამსახურს. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ,“ – ეს რეაქცია აქვს სოცმუშაკს ინგა დავითაძეს მისი უშუალო უფროსების – მინისტრ დავით სერგეენკოს და მისი მოადგილეების ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე. მათი განმარტებით, სოცმუშაკების გაფიცვით სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება და სხვა თანამშრომლები შეასრულებენ სოცმუშაკის ფუნქციებს. სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის მეორე დღეს მათ ბათუმის „ვარდების სკვერში“ კარავიც გაშალეს. „თუკი სხვებს ასე მარტივად შეუძლიათ ჩვენი ჩანაცვლება, მაშინ რატომ გვიტარებდნენ ამდენ გადამზადებასა და ტრენინგს, ან ასე იოლი თუა სოცმუშაკის სამუშაო, რატომ არ გვიმატებდნენ სოცმუშაკებს? ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ზუსტად ეს არის, რომ სოცმუშაკების რაოდენობა გაიზარდოს,“ – ამბობს სოცმუშაკი ქობულეთიდან თამარ ღუნაშვილი. „მინისტრმა თქვა, მეც მინდა ხელფასი მომემატოსო… მე ამას ვერ დავარქმევდი მინისტრის პასუხს. არც ვიცი, რა დავარქვა ამას. თუკი ის ან ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ ხელფასის მომატებისთვის ვდგავართ აქ, ეს არის დარტყმა არა კონკრეტულად სოცმუშაკებზე, არამედ სოციალურ სამსახურზე მთლიანად,“ – დასძენს ინგა დავითაძე. „საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რას ნიშნავს ასეთი დამოკიდებულება, როცა ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ასეთი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თანამშრომლების მიმართ… აქ უკვე ჩანს, როგორ უყურებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს,“ – გვითხრა სოცმუშაკმა ნინო ტყეშელაშვილმა. სოცმუშაკების მხარდასაჭერად მოქალაქეები სპეციალურ ანკეტებს ავსებენ და წერენ, რატომ უჭერენ მხარს სოცმუშაკებს. „მე მოვედი თქვენთან იმიტომ, რომ გამძლეობა გისურვოთ…“ „ბევრ გახარებულ ბავშვს გისურვებთ,“ – ვკითხულობთ ჩანაწერებში. „უცხოელმაც დაგვიტოვა ჩანაწერი, ამერიკიდან ვარო,“ – სოცმუშაკი ნინო ტყეშელაშვილი ინგლისურ ენაზე შევსებულ ანკეტას გვაჩვენებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოცმუშაკების გარეშე ღარიბი ადამიანები უფრო დიდი პრობლემა გახდება სახელმწიფოსთვის.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190680/?fbclid=IwAR0gJP08lOMqmEcU7Re7fzKh8_TQdNZGbgujRkiC9bd8o8jSbO2NPN2OFqc
რას [არ] აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად
უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც მიიჩნევენ, რომ მათ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ამ პრაქტიკას – დიაგნოზის რამდენიმე სპეციალისტთან გადამოწმებას, ექიმთა დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან. “ბათუმელებმა” ზაზა ბოხუას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს ჰკითხა, საქართველოში რატომ არ არის ექიმი ვალდებული კვალიფიკაცია აიმაღლოს. ზაზა ბოხუა: „ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეტაპობრივად მივდივართ რესერტიფიცირებისკენ. რესერტიფიცირების მთავარი აზრი არის ის, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ, როგორც მთელ მსოფლიოშია და მათ შორის ევროპაში, მოხდეს სათანადო კრედიტქულების დაგროვების მიზნით, ექიმის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განახლება. ლაპარაკია იმ ექიმებზე, რომლებიც უკვე არიან სერტიფიცირებულები. დავიწყეთ ეტაპობრივი გადახედვა, შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სავალდებულოდ გვაქვს ჩადებული სახელმწიფო პროგრამებში. დღეისათვის მეან-გინეკოლოგები და ნეონატოლოგები არიან ვალდებული რესერტიფიცირება გაიარონ. სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო დაწესებულება თუ არის ჩართული, მის კოლექტივს უნდა ჰქონდეთ გავლილი და დაგროვებული კრედიტები. 2018 წლის 19 ივლისს ჩვენ დავამტკიცეთ თვითონ სასწავლო პროცესის აკრედიტაცია, ანუ როგორ უნდა დააგროვოს ექიმმა კრედიტები. აქედან გამომდინარე, ტრენინგები არსებობს. არსებობს ონლაინტრენინგი, სადაც არც საფასური უნდა და არც სხვა, თვითონ ექიმი შედის და შეუძლია გაიაროს კურსი. ყველა რესურსი ქართულ ენაზეა. ექიმი თვითონ გადის, კითხულობს, ემზადება და ონლაინაბარებს, თუ ჩააბარებს მიიღებს კრედიტქულას“. კითხვაზე, რამდენი წელი დასჭირდება სამინისტროს, რომ რესერტიფიცირება ყველა პროფილის ექიმისთვის სავალდებულო გახდეს, ზაზა ბოხუა პასუხობს: „სავარაუდოდ, ოთხი წელი დასჭირდება, ყველა დარგი რომ მოვიცვათ“
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190697/?fbclid=IwAR0a9S9I-C-AY8zb2L1xFoHaL_QTb-6S55aGr9-VBSGPrNNHacLpfepYXQ4
რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190658/?fbclid=IwAR3W5FZngHbFdX5UtA3YKr59-bKfqL6mS8B5J8t-nCYldOOA-ggDAa2Cxec
2018 წელს რეგულირების სააგენტომ 348 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა
2018 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ 209 პაციენტმა მიმართა. 2018 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ 348 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის (162 საქმე) საკითხი განიხილა. 348 ექიმიდან 342 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მისცეს. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 105 ექიმს შეუჩერდა. 2 ექიმს საერთოდ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. 348 ექიმიდან მხოლოდ 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვკითხეთ, საშუალოდ, რა დრო სჭირდება პროფესიული განვითარების საბჭოს ერთი პაციენტის საქმის განსახილველად. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ განხილვის ვადა დამოკიდებულია საქმის მოცულობაზე.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190713/?fbclid=IwAR3LRjsUbr36yxwoTeuIvPaVi8vJm3JY15m8U3W4MbNfVSrgTLczph-QXhY
„ორივე კლინიკაში დღეს შევლენ შესასწავლად“ – 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
როდის გაარკვევს სამედიცინო რეგულირების სააგენტო ახალგაზრდა ქალის – მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს? – კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საქმის შესასწავლად საბჭოს, რომელიც მსგავს შემთხვევებს სწავლობს, განხილვის ვადა დადგენილი არ აქვს. სააგენტოს პრესცენტრის განმარტებით, განხილვის დროს დამოკიდებულია დოკუმენტაციის რაოდენობაზე. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ორივე კლინიკაში, ბათუმის „მედცენტრსა“ და რეფერალურ ჰოსპიტალში რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები დოკუმენტაციის შესასწავლად დღეს, 26 მარტს შევლენ. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. დაკრძალვამდე მელანო ფუტაკარაძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, ექსპერტიზის დასკვნები ამ დროისთვის უცნობია. 29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა “მედცენტრში”. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა. საპროტესტო აქციების შედეგად, ოჯახის მოთხოვნით რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს პირადი განცხადების საფუძველზე შუწყდა უფლებამოსილება. გუშინ ექიმებმა გამართეს ბათუმში საპროტესტო აქცია, სადაც აცხდებდნენ, რომ „ექიმის სახელის გატეხვას დაუმსახურებლად არავის შეარჩენდნენ“.
---
26.03.2019
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44001/sofo-kiladze-sotsmushakebis-motkhovnebi-absoluturad-samartliania-magram-tsels-resursi-ar-gvaqvs
სოფო კილაძე: სოცმუშაკების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია, მაგრამ წელს რესურსი არ გვაქვს
„[სოციალური მუშაკების] მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია და პირობებში, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ მათთვის ვისურვებდით" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უყლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა. მან აქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს წელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, „ყველაფერი ერთბაშად გაეკიეთებინა, ამიტომ მგადაწყდა, რომ კონკრეტული ნაბიჯები 2020 წლიდან გადაიდგას". კომიტეტის სხდომაზე კილაძეს „ევროპული საქართვეს" წარმოამდგენელმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მიმართა, რომლის თქმითაც, კანცელარიასთან მყოფ სოციალურ მუშაკებთან სასაუბროდ ოფიციალური პირები არ მისულკან. მან კილაძეს სთხოვა, კომუნიკაცია დაამყაროს მთავრობასთან, რომ ისინი სოციალურ მუშაკებთან მივიდნენ და გაესაუბრონ. კილაძის თქმით, 2019 წელი მოსამზადებელი წელია და პარალელურად, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად სოციალური მუშაკების გადამზადებაზე მუშაობენ. კილაძემ აღნიშნა, რომ იგეგმება სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროექტის დაწყება, რადგან დღეს მოქმედ ბევრ სოციალურ მუშაკას არ აქვს სოციალური მუშაკის განათლება, რაც „სერიოზული ხარვეზია". „სიმართლე გითხრათ, არ მგონია, დიდი განსხვავება იყოს დღევანდელ სიტუაციას - ანუ იმას რომ დღეს სხვა პროფესიის ადამიანები ახორციელებენ ან სამუშაოს, და ორი კვირის წინანდელ მდომარეობას შორის, იმიტომ რომ დიდი ნაწილი სოციალური მუშაკებისა არ არის განათლებით სოციალური მუშაკი და ეს ხარვეზი გვინდა აღოვფხვრათ იმით, რომ დავიწყოთ სერტიფიცირება. იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ყევლაზე დაჩაგრული ჯგუფები საზოგადოების გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე და დავიცვათ, უნდა დავიცვათ პირველ რიგში სოციალური მუშაკები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მოხდება ამ საკითხებზე შეჯერება, რომ მათი ინტერესიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ იყოს სახელმწიფოს ინტერესებიც გათვალისწინებული იმ კუთხით, რომ ნამდვილად დღევადელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი" - თქვა კილაძემ.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538842-adamianis-uplebata-dacvis-komitetshi-socialur-mushakebtan-dakavshirebit-mosmena-igegmeba/
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით მოსმენა იგეგმება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის ინფორმაციით, 29 მარტს სოციალური მუშაობის საკითხზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. ამის შესახებ კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, სოციალური მუშაკების მოთხოვნა სამართლიანია და მთავრობა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას 2020 წლიდან აპირებს. კილაძემ ერთი წლით საკითხის გადავადების მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. „მგონია, რომ სოცმუშაკების მოთხოვნები არის სამართლიანი. ის პირობები, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ მათთვის ვისურვებდით. თუმცა, არის მეორე გარემოებაც, ეს არის სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობები და რესურსები. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამ რეფორმის შექმნისას, სახელმწიფოს ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა ეს ერთბაშად გაეკეთებინა, გადავწყვიტეთ, რომ 2020 წლიდან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. წლევანდელი წელი ავიღეთ მოსამზადებლად. ვაპირებთ სერთიფიცირების პროექტის დაწყებას, სწორედ იმის გამო, რომ უამრავი სოციალური მუშაკი, რომელიც დღეს არის დასაქმებული, არ არის პროფესიით სოციალური მუშაკი. ეს არის სერიოზული ხარვეზი. გარდა ამისა, ამ სფეროში არის უამრავი ხარვეზი და იმისთვის, რომ ყველაზე დაჩაგრული ჯგუფები გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე და დავიცვათ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ სოციალური მუშაკები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა კილაძემ. მისივე თქმით, მას ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია და შესაძლოა კონსენსუსი იქნას მიღწეული. „კომიტეტთან მოთხოვნა ან თხოვნა არ ყოფილა რაიმე ფორმით ჩავრთულიყავით ამ საქმეში, თუმცა, მქონდა მუდმივი კონტაქტი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვიცი, რომ კონკრეტული გეგმა იყო შემუშავებული და არის კონსენსუსის ლუფტი, მოხდება შეჯერება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ გათვალისწინებული იყოს მათი ინტერესებიც და სახელმწიფოც ინტერესებიც იმ კუთხით, რომ დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი. 29 მარტს 11 საათიდან ვგეგმავთ საკომიტეტო მოსმენას სოციალური მუშაობის თემაზე, როგორ სრულდება ის რეფორმა, რომელიც დავიწყეთ. და დიდი იმედი მაქვს, იმ საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი მხარე იქნება წარმოდგენილი, სადაც უფრო ნათლად დავინახავთ სად ვართ, რა კეთდება და რა შეიძლება სასწრაფოდ გავაკეთოთ“, - აღნიშნა კილაძემ.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253575-socialuri-musakebis-gaficva-dresac-gagrzeldeba
სოციალური მუშაკების გაფიცვა დღესაც გაგრძელდება
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაფიცვას დღესაც გააგრძელებენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან. სოციალური მუშაკები სოციალური პოლიტიკის გადახედვას, ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 მარტს დაიწყო. სოციალური მუშაკების პროტესტს ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებით გამოეხმაურნენ. როგორც მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. “სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა დაუყოვნებლივი, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივ ვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება განხორციელებული და ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან,“ - აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43996/politikosebis-banerebi-skamebze--aqtivistebis-protesti-zianis-shemtsirebis-konferentsiaze
პოლიტიკოსების ბანერები სკამებზე - აქტივისტების პროტესტი ზიანის შემცირების კონფერენციაზე
დღეს ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენციაზე აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად იმ პოლიტიკოსების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც კონფერენციას არ დაესწრებიან. ესენი არიან: დავით სერგეენკო, გიორგი გახარია, სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე. აქტივისტების თქმით, კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიხსნა და ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე მსჯელობენ, განიხილავენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ამიტომ გადაწყვეტილების მიმღები პირების ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „კონფერენცია ეხება ისეთ თემებს, რომ მნიშვნელოვანია, იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები. ვფიქრობთ, ასე გამოვხატავთ ჩვენს მინიმალურ პროტესტს. ადმიანები, რომელიც აქ უნდა იყვნენ და უსმენდნენ ჯანდაცვის სფეროდან ადამიანებს, აქტივისტებს, დარგის სპეციალისტებს, აქ არ არიან“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას აქტივისტი მარიამ უბილავა. ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია 150-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, პოლიტიკოსს, მკვლევარს, სტუდენტს, თემის წარმომადგენელსა და დაინტერესებულ ადამიანს მასპინძლობს. კონფერენცია ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობს. ორგანიზატორების თქმით, ზიანის შემცირების პროგრამების განვითარება პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული. საქათველოში არსებული ნარკოპოლიტიკა კი რეპრესიულია და ზღუდავს ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების მომსახურებებზე, წარმოადგენს რა ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ინსტრუმენტს. კონფერენცია იბრძვის კრიმინალიზებული, რეპრესირებული და დავიწყებული ადამიანებისათვის ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
---
25.03.2019
გედევან ფოფხაძე - ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან მძიმე საუბარი გვექნება
კარგია ეს საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ სოციალურ ნაწილში ჩვენ გვაქვს სრული კატასტროფა,- ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოციალური მუშაკების პროტესტს. ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაიბარონ. „"მოვილაპარაკებთ და ალბათ, ჯანდაცვის მინისტრს მივიწვევთ პარლამენტში. ყოველთვის ვსაუბრობთ წარმატებებზე ჯანდაცვის სფეროში და არ ვსაუბრობთ სოციალურ სფეროში წარუმატებლობაზე. ის, რომ სოცმუშაკები დღეს პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, ეს არის უკვე სისტემური პრობლემა. საჭიროა ჯანდაცვის მინისტრმა ამაზე პასუხი გაგვცეს. კარგია ეს საყოველთაო ჯანდაცვა და ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ სოციალურ ნაწილში ჩვენ გვაქვს სრული კატასტროფა. ჩვენ არც სოციალურ მუშაკებზე ვფიქრობთ და გარდა ამისა, ბაზაც ამორფული, არასისტემურია. რატომ ხდება ხალხის ხან ამოღება, ხან ჩასმა - ამ კითხვებზე ვერავინ პასუხს ვერ გაგცემთ. მე მგონია, სამინისტროს ეს ნაწილი აბსოლუტურად ჩავარდნილია და ჩვენ, ალბათ, ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან მძიმე საუბარი გვექნება,"- განაცხადა ფოფხაძემ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/daitsqho-brdzola-sistemuri-tsvlilebebisthvis-sotsmushakebi-bathumshits-gaiphitsnen/
“დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის” – სოცმუშაკები ბათუმშიც გაიფიცნენ
პროტესტის ნიშნად გაფიცული სოციალური მუშაკები ბათუმში ვარდების სკვერში შეიკრიბნენ და სისტემაში არსებული პირობები გააკრიტიკეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ. შეკრებილების განცხადებით, სოციალურ მუშაკების ნაწილზე ხელმძღვანელობისგან ზეწოლა ხორციელდება, რომ არ შეკრებილიყვნენ: “მინდა აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ ქარცივაძეს მოუწოდო, რომ სცხვენოდეს რადაგან თანმშრონლებზე სხვადასხვა ზეწოლებით ძალადობს. ასევე ქობულეთის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ჭატურიშვილი სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდა. აქ გამოსვლამდე 22 მარტს ხელმძღვანელმა გამომიცხადა, რომ თუ გავაპროტესტებდი დავკარგავდი სამსახურს. ასეთი ხელმძღვაბელები უზიან სახელმწიფოს”,- აცხადებს ერთ-ერთი სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი. ბრალდებებს გამოეხმაურა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. თემურ ქარცივაძე თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს. „მე მადანაშაულებენ მუქარაში და ამაზე შემიძლია, რომ სამართალდამცავებს მივმართო. თამარ ღუნაშვილთან კომუნიკაცია ერთი თვეა არ მქონია. მე ვცდილობდი, რომ თანამშრომლები აქციაზე არ გასულიყვნენ, თუმცა ისინი მაინც გავიდნენ. ის მოთხოვნები, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ, შესაბამის სტრუქტურებში წარდგენილია, რომლის გადაწყვეტაც ცენტრალურ მთავრობას ევალება“, – აცხადებს ქარცივაძე. სოციალური მუშაკები აქციის გაგრძელებას დღის ბოლომდე გეგმავენ და პროტესტის ნიშნად კარვების დადგმასაც არ გამორიცხავენ. საპროტესტო აქციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც” შეუერთდა. არასამათავრობო ორგანიზაცია გეგმავს თამარ ღუნაშვილს იურიდიულ დამხარება გაუწიოს.
---
25.03.2019
დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების გაფიცვაზე - გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება
სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მუშაკების მიერ დღეს დაწყებული გაფიცვის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს არ შეექმნათ შეფერხება. „ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც დღეს უკვე ძალაში შევიდა. ყველას ვარწმუნებ, არც ერთი სოციალური პროგრამების მოსარგებლეს შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტრო სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ახლა მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული და შეწყვეტილი", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, სულ 250 სოციალური მუშაკი ყავთ, რომელთაგანაც, მინისტრის ინფორმაციით, 180 მუშაკი გაფიცულია. დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ სოციალური მუშაკების მოლოდინები აქციის მიმართ გადაჭარბებული იყო, რადგან მათ თვეების განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე დეტალურად გაუწერეს რეალისტური სამოქმედო გეგმა.
ნიუს.ჯი- https://news.ge/mat-tavisi-archevani-gaaketa-am-gapicvit/
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/351333/
---
25.03.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოციალური მომსახურების სააგენტო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სოციალური სამუშაოს მიმდინარეობა განიხილეს. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ბარკალაიას განმარტებით, მიმდინარეობს ახალი განცხადებების, მოთხოვნების საათობრივი აღრიცხვა/მონიტორინგი. მისვე თქმით, დღის 15:00 მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შემოსული იყო 21 განცხადება, რომლის უმრავლესობა ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში ჩართვას ეხებოდა, „ერთი განცხადება საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული იყო და ერთიც შშმ პირის მხარდამჭერობის ანგარიშს ეხებოდა. ეს განცხადებები დაფიქსირდა ქვეყნის 3 რეგიონსა და თბილისში, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ამ დროისთვის ახალი განცხადებები არ შემოსულა. სოციალური მომსახურების სააგენტო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და იღებს მოქალაქეთა მოთხოვნებს. დაახლოებით 70 თანამშრომელი იქნა მობილიზებული სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოში და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში, რომლებიც ეხმარებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაობის განხორციელებაში. დღევანდელი დღე ძირითადად მიმართული იყო გადაუდებელ სამუშაოზე, ახალი განცხადებების მიღებასა და მათზე რეაგირების მოხდენაზე, ხოლო ხვალიდან ჩვენ უკვე შეუდგებით გეგმურ სამუშაოებს, მათ შორის მონიტორინგს და შეფასებების განხორციელებას. დინამიკაში დავაკვირდებით დამატებითი კადრების საჭიროებას, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროება, ჩვენ გვაქვს მზაობა, ხელშეკრულების საფუძველზე კადრები დროებით ავიყვანოთ. სამინისტრო აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გარკვეული პერიოდულობით მოგაწვდით", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. აღნიშნულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/457431
სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას. „ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და, ასევე, ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას. სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა – საშუალოვადიანი და ხანგრძლივვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება გახორციელებული. ასევე, არის საკითხები, რომელთა გხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. როგორც ამ გეგმის შემუშავებაში, ასევე იმპლემენტაციაში, ჩართულია როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე – მისი ერთ-ერთი გამახორციელებელი უწყება – სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე, დამატებით, შექმნილია მართვისა და კოორდინაციის ინსტრუმენტი; სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები. ამ დრომდე, სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია; ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილს სჭირდება გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტა. როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა; თუმცა, ამით სოციალური სამუშაოს გახორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან, დღეიდან, სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – აცხადებენ უწყებაში.
აქცენტები.ქომ.ჯი- http://www.accentnews.ge/ge/news/details/69482
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=80852
---
25.03.2019
„ეს არის თავდასხმა სოციალურ მუშაობაზე, როგორც პროფესიაზე“ - სოცმუშაკების პასუხი სამინისტროს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გაფიცვა სოციალური მუშაკების უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება. მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას საინიციატივო ჯგუფი „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ ეხმაურება. ჯგუფის წარმომადგენლის, ქეთი ხუციშვილის შეფასებით, ეს არის სამინისტროს მხრიდან თავდასხმა სოციალურ მუშაობაზე, როგროც პროფესიაზე. „თურმე ის ფაქტი, რომ სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაფიცულები, რომ სოციალური სამსახური არის პარალიზებული, საერთოდ არ ქმნის პრობლემას და თურმე სოციალური მუშაობის განხორციელებას ამით საფრთხე არ ექმნება. ისინი ამბობენ, რომ თავიანთი სპეციალისტებით მშვენივრად იმუშავებენ ბენეფიციარებთან, მშვენივრად იმუშავებენ, მათ შორის, ძალადობის შემთხვევაზე. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებულები და გაბრაზებულები, იმიტომ, რომ ეს აღარ არის მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების საჭიროებების უგულებელყოფა, ეს არის თავდასხმა სოციალურ მუშაობაზე, როგორც პროფესიაზე“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი სოციალური მუშაკები მოუწოდებენ მოქალაქეებს შეუერთდნენ დღეს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსებულ აქციას - „ყველა ადამიანი, ვინც აცნობიერებს ამ ქვეყაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობას, ადამიანის უფლებების მნიშვნელობას, უნდა გაბრაზდეს, უნდა გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს სოციალური მუშაკების ძალიან სამართლიან გაფიცვას“. „პასუხი უნდა მოვთხოვოთ სამინისტროს, რომელიც ცდილობს, რომ დაასამაროს ბავშვთა უფლებები. ეს არის სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს ბავშვებს და რომელიც ცდილობს დაასამარო სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია. ჩვენ ამას არ მოვითმენთ, არავინ სახლში არ მიდის, არავინ სამსახურში არ მიდის, ბრძოლა არის ბოლომდე“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538706-socialuri-momsaxurebis-saagentos-acharis-pilialis-xelmzgvaneli-tanamshromlebze-zecolas-uarqops/
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს. „მე მადანაშაულებენ მუქარაში და ამაზე შემიძლია, რომ სამართალდამცავებს მივმართო. თამარ ღუნაშვილთან კომუნიკაცია ერთი თვეა არ მქონია. მე ვცდილობდი, რომ თანამშრომლები აქციაზე არ გასულიყვნენ, თუმცა ისინი მაინც გავიდნენ. ის მოთხოვნები, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ, შესაბამის სტრუქტურებში წარდგენილია, რომლის გადაწყვეტაც ცენტრალურ მთავრობას ევალება“, - განაცხადა თემურ ქარცივაძემ. სოციალური მუშაკები აქციას ბათუმშიც მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ თამარ ღუნაშვილმა განაცხადა, მას აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაშვებით ემუქრება. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად „ვარდების სკვერში“ კარვების გაშლას გეგმავენ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190503/?fbclid=IwAR1c8BGMbpfP2FVcrGAFazMnUXbTGqXoi_-uzfuYeYu4l9jsmwB6Tf8T6vQ
მოქალაქე: ბავშვის კვების ვაუჩერისთვის მოვედი და განცხადებას ვერ ვტოვებ
„ვაუჩერის მისაღებად მოვედი და განცხადებას ვერ ვტოვებ. გაიფიცნენო,“- გვითხრა მოქალაქე ვეფხვია ბერიძემ ბათუმელი სოცმუშაკების სამუშაო ოთახთან. ასეთი რეალობა დაგვხვდა სოცსააგენტოს ბათუმის ორგანიზაციაში. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით კი, სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან სერვისებს შეუფერხებლად იღებენ. სოცმუშაკების უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით დღეს, 25 მარტს, გაიფიცა. ბათუმის ორგანიზაციის ყველა სოციალური მუშაკიც დილიდან საპროტესტო აქციაზეა „ვარდების სკვერში“. სოცმუშაკების ფუნქციას სააგენტოს სხვა თანამშრომლები რომ შეასრულებდნენ, ეს გუშინ თემურ ქარცივაძემაც გვითხრა, სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. თუმცა გაფიცვის პირველ დღეს სოციალურ სამსახურში მხოლოდ ერთი პიროვნება დაგვხვდა, რომელმაც გასაუბრებაზე უარი გვითხრა. მან მხოლოდ მოქალაქეს მიმართა, რომ სოცმუშაკებს უნდა დაელოდოს, რომლებიც გაფიცულები არიან და კარი დახურა. ვეფხვია ბერიძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. მას მეხუთე შვილი გუშინ შეეძინა და კვების ვაუჩერის მისაღებად განცხადების შევსება სურდა. „წინა ოთხ ბავშვზე დამინიშნეს დახმარება, აგვიანდებოდა ვაუჩერს მოსვლა, მაგრამ ვიღებდი საბოლოოდ… ესენი ყველას კარგად ემსახურებოდნენ. საჭირო იყო ალბათ და გაიფიცნენ. მე ამ გოგოების მჯერა,“ – გვითხრა ვეფხვია ბერიძემ. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ვაუჩერის დანიშვნა ერთ-ერთი საკითხია, რომლის მოგვარებასაც სოცმუშაკები სისტემური ცვლილების ფარგლებში ითხოვენ. სოცმუშაკების თქმით, ვაუჩერს ხანდახან 5-6 თვეს ელიან მშობლები, ხოლო პროგრამას „კრიზისული ოჯახების დახმარება“ ჰქვია. „განცხადებებს იტოვებს თანამშრომელი… მინისტრის ბრძანების მიხედვით, ასევე გამოიყოფიან პირები, რომლებიც გადაუდებელ სიტუაციაში იმუშავებენ,“ – განმარტავს რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე. რუსუდან სალუქვაძე გაფიცვაზე გასული სოცმუშაკების მოთხოვნებს ეთანხმება, თუმცა არ იზიარებს ფორმას. „მოთხოვნები მისაღებია, მაგრამ არ ვიზიარებ გაფიცვის ფორმას… ნამდვილად ძალიან მძიმე შემთხვევები შემოდის და თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი სოცმუშაკები,“ – დასძინა მან.
---
25.03.2019
სოციალურ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გაფიცვა იმიტომ შედგა, რომ მედიაციის პროცესი არ დასრულდა იმ შედეგით, რაც შეთანხმებაც იყო
„სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს საჭიროზე მეტი დრო მისცეს ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად“, - ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი გიგინეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გაფიცული სოციალური მუშაკების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სოციალური მუშაკების გაფიცვა შედგა სამართლებრივად გამართულად, იმიტომ, რომ მედიაციის პროცესი არ დასრულდა იმ შედეგით, რა შეთანხმებაც თავიდან იყო. „თვითონ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაც მედიაციის პროცესში ჩართული იყო და ესწრებოდა შეხვედრას. საქმის კურსში ვართ. ვიცით, რა შეთავაზება მოხდა სამინისტროს მხრიდან. რა თქმა უნდა, მინისტრის მოადგილემ რაც განაცხადა, რომ მოთხოვნების ნაწილზე მზადება დავიწყეთო, ეს ასეა. მოგეხსენებათ, სოციალურ მუშაკებს 22 მოთხოვნა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ, რომ ამას დრო სჭირდება და რა თქმა უნდა, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებას სამუშაო პროცესი სჭირდება და ამაზე შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ვიმუშავებდით. მაგრამ არის რაღაც ტექნიკური საკითხები, რომლის მოგვარებასაც ითხოვენ სოციალური მუშაკები სასწრაფოდ, რაც სამუშაოს შესრულებაში ხელს უშლით. გასაგებია, რასაც გულისხმობენ სამინისტროში, რომ რაღაცებზე შეთანხმება გვაქვს და სამინისტრომ მუშაობა დაიწყო, მაგრამ რაც ამოსავალი წერტილია და რაზეც სოციალურ მუშაკებს შეხვედრაზეც ჰქონდათ კამათი, როგორიცაა ტექნიკური საქმეებიდან ჩამოშორება, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება, ხელფასი, ფსიქოლოგის მომსახურება და ა.შ. არ არის შესრულებული“, - განაცხადა ქეთი გიგინეიშვილმა. დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას. შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/aranormaluria-rodesac-jandacivis-saministroshi-sajaro-moxele/
არანორმალურია, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში საჯარო მოხელე შრომითი კოდექსის დაცვას ითხოვს – პროფკავშირები სოცმუშაკების აქციას შეუერთდნენ
სოციალური მუშაკები მთელი ქვეყნის მაშტაბით კვლავაც გაფიცულები არიან. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო გამოსვლას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროფკავშირებიც შეუერთდნენ. სოცმუშაკები პრემიერთან შეხვედრას და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა, როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე სახელმწიფო რესურსის მიმართვა ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დასაცავად და სოციალური სამსახურის სრული რეფორმა. „ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ პრიორიტეტების სწორად განსაზღვროს და სწორად გადაანაწილოს. მე ვფიქრობ, რომ სოცმუშაკების უფლებების დაცვა, მათი სამუშაო პირობები, მათი სამუშაო გარემო პრიორიტეტებში უნდა იჯდეს ამ საზოგადოების. იმიტომ, რომ ისინი უამრავ გაჭირვებულ ჩვენს დას და ძმას ემსახურებიან და თუ მათი უფლებები დაუცველი იქნება, ისინი დაუცველი მოქალაქეების უფლებებს ვერ დაიცავენ. არანორმალურია, როდესაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო მოხელეს ექმნება პრობლემა შრომის კოდექსის მუხლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს არის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ეს არის სამუშაო კონტრაქტები, ეს არის სამუშაო გარემო,“-განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
---
25.03.2019
ირაკლი პეტრიაშვილი - საზოგადოებისთვის და პროფკავშირებისთვის მნიშვნელოვანია სოცმუშაკების შრომითი უფლებები მოგვარებული იყოს
საზოგადოებისთვის და პროფკავშირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების შრომითი უფლებები რამდენად მოგვარებული იქნება, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში, მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც პროფკავშირების წარმომადგენლები სოციალური მუშაკების გაფიცვას შეუერთნენ. როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, როდესაც არ გაქვს ნორმალური შრომითი გარემო, მუშაკებს თავისი ხელფასებიდან უწევთ ბენეფიციარების მომსახურება და თვითონ არიან დაუცველები, ბუნებრივია, ეს სამსახური გამართულად ვერ იმუშავებს. „როდესაც სოციალური მუშაკი იქნება დაუცველი, ბუნებრივია, საზოგადოებაც დაუცველი იქნება. იმ დროს, როდესაც მათი შრომითი უფლებები ირღვევა, იმ დროს, როდესაც მათ არ გაქვთ ნორმალური შრომითი გარემო და თავიანთი ხელფასიდან უწევთ ბენეფიციარების მოსახურება და თვითონ არიან დაუცველები, ბუნებრივია, ეს სამსახური გამართულად ვერ იმუშავებს", - განაცხადა პეტრიაშვილმა. რაც შეეხება სოციალური მუშაკების მოთხოვნას, რომ ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სერვისებში ფსიქოლოგების მომსახურების დამატება უმოკლეს ვადებში მოხდეს, პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ "ეს მოთხოვნა აბსოლუტურად ადეკვატურია". „ჩვენმა იურისტებმა მათთან ერთად გაიარეს ყველა კანონიერი გზა, რათა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მათ მოეპოვებინათ დაცვის უფლება. დამსაქმებელს ჰქონდა ყველა საშუალება, დრო იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმართულიყო 21 დღის ვადაში და 21 დღეზე მეტია გასული და ახლა მოთხოვნა აქვთ საქართველოს მთავრობის მიმართ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/13336-saqartveloshi-sozialuri-mushakebi-gaipiznen
საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით დღეიდან, 25 მარტიდან გაიფიცნენ. მათი ნაწილი თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არის შეკრებილი, სადაც 19:00 საათზე გაფიცულების მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი. სოციალური მუშაკები აქციებს მართავენ ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. გაფიცვას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია, რომელმაც თქვა, რომ სოციალურ მუშაკებს გაფიცვის უფლება აქვთ და ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება. „დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სოციალურმა მუშაკებმა „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური შრომითი დავა 8 თებერვალს დაიწყეს და საკუთარი მოთხოვნები წარადგინეს. ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა თითქმის ორთვიანი პროცესი უშედეგოდ დასრულდა. 21 მარტს საინიციატივო ჯგუფმა „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ გაფიცვა დააანონსა. სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, სოციალური მუშაკი, როგორც მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიონალი, ხშირად ვერ აკმაყოფილებს მომსახურების მიმღებთა საჭიროებებს შესაბამისი მომსახურებების, სამუშაო ინსტუმენტების, მოდელებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის გამო. მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალურ მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება. „ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, ისინი დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სოციალური მუშაკებისთვის დაკისრებული სამუშაო არის ძალიან დიდი მოცულობის და სცდება პროფესიის მანდატს, რაც, თავისთავად, ნეგატიურად აისახება სოციალური მუშაობის განხორციელებასა და ბენეფიციარების კეთილდღეობაზე და არღვევს ბენეფიციართა ისეთ ფუნდამეტურ უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და განვითარება“, – აცხადებს სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფი. პრობლემურია სოციალურ მუშაკთა ანაზღაურების საკითხიც. თბილისში დასაქმებული სოციალური მუშაკის ხელფასი 680 ლარია, ხოლო ტერიტორიულ ერთეულებში 640 ლარს შეადგენს. სოციალურ მუშაკებს ანაზღაურების დიდი ნაწილის ხარჯვა სამსახურეობრივი მიზნებისთვის - ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად უწევთ, რამდენადაც სააგენტო არ უზრუნველყოფს მათი გადაადგილების ხარჯების დაფარვას. სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავორობო ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW), სოლიდარობის ქსელი - დამოუკიდებელი პროფკავშირი და „ღია საზოგადოების ფონდი“.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/146326-mtavrobis-administraciastan-socialuri-mushakebis-aqcia-mimdinareobs
მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკების აქცია მიმდინარეობს
სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო. მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ არის შეკრებილი და აქციას მართავს. სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს 680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. სოციალური მუშაკების პროტესტის პასუხად ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მათ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, "როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა". სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/351493/
რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/29840236.html?fbclid=IwAR1fRyHgIqtQ7IWRsthd1Z6_mHlX3D2nwSPoAj67Uz3yRYVGwOpqGVotoUs
---
25.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190336/?fbclid=IwAR0jVUPxl1d1H812993tcdL9Peg1AIXQgCqeympLsb7tHxslS_SYA3y7Z5s
„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს
„ზრუნვა ცარიელი ხელებით“, „ერთად სისტემური ცვლილებებისთვის“ – ბათუმის ვარდების სკვერში სოციალურმა მუშაკებმა ეს და სხვა ტრანსპარანტები გამოფინეს და გაფიცვა დაიწყეს. სოცმუშაკები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება სისტემური ცვლილებებისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს. „მოვედით აქამდე, რადგან წლების განმავლობაში არავინ მოისმინა ჩვენი პრობლემა… ჩვენ ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, არ შეიძლება 30 მიმართულებით ერთდროულად მუშაობდე, გიწევდეს ღამით გასვლა და ტრანსპორტი არ გყავდეს… არ შეიძლება მიდიოდე დაჩაგრულ ადამიანთან, უბრალოდ ანკეტას ავსებდე და ვერ სთავაზობდე მომსახურებას“, – ამბობს სოციალური მუშაკი მარინე ჭანტურია. ბათუმში მომუშავე ყველა სოცმუშაკი გაფიცულია. საპროტესტო აქციაზეა უფროსი სოცმუშაკი ნინო ცეცხლაძეც. „წლებია ვითხოვთ კრიზისულ თავშესაფარს ბავშვებისთვის… იგივე ქცევითი აშლილობის ბავშვებისთვის მომსახურება არ გვაქვს. რა სერვისიც გვაქვს, იმასაც აგვიანდება. ამას წინათ, სოციალურად დაუცველ ოჯახში მყოფ ბავშვს ვიდრე კვების ვაუჩერი დაენიშნა, ბავშვი ერთი წლის გახდა…“ – გვიყვება ნინო ცეცხლაძე. სოცმუშაკების თქმით, მუნიციპალიტეტებში სოცმუშაკები განყოფილების უფროსებმა სამსახურიდან გაშვებით დააშინეს. ერთ-ერთი სოცმუშაკი, ვინც ამის შესახებ ღიად გუშინ, 24 მარტს, ისაუბრა, თამარ ღუნაშვილია ქობულეთიდან. ის დღეს საპროტესტო აქციაზეც მივიდა. ქობულეთის სოცმუშაკებიდან აქციაზე მხოლოდ ის გამოვიდა. „სოცმუშაკები მასობრივად დააშინეს ბათუმის გარდა ყველგან… მე მესმის მათი. მათ პეტიციას ხელი მოაწერეს და ისინი ჩვენს მოთხოვნებს უერთდებიან. ჩვენ ველით სოცმუშაკს ხელვაჩაურიდან, ხულოდანაც. ყველა ვერ გამოვიდა ამ ზეწოლის გამო,“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე. სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო. მათ 25 მარტის დილით ასევე მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს „დაუყონებლივ დაიწყოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევების შესწავლა“. სოცმუშაკები ასევე ეხმიანებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის, თემურ ქარცივაძის მიერ „ბათუმელებთან“ გაკეთებულ კომენტარს. მან თქვა, რომ სოცმუშაკებს სხვა თანამშრომლები ჩაანაცვლებენ. „როგორ ჩაანაცვლებს, ეს არის ძალიან სენსიტიური სამუშაო. შესაძლოა, ჩვენც არ ვართ განათლებით სოცმუშაკები, მაგრამ გავიარეთ უამრავი გადამზადება, ასევე, საუნივერსიტეტო ტემპუსი. მოთხოვნა არის კატეგორიული, რომ სოცმუშაკი უნდა მუშაობდეს ამ ურთულეს შემთხვევებზე,“ – აცხადებს უფროსი სოცმუშაკი, ნინო ცეცხლაძე. სოცმუშაკები ამ დროისთვის გაფიცულები არიან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ბათუმის ვარდების სკვერში ჯერ არ გამოჩენილან სოცმუშაკები აჭარის მაღალმთიანეთიდან. ბათუმში სოცმუშაკებს გახსნილი აქვთ ჩანაწერის წიგნიც, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს სოცმუშაკების მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირება შეუძლია. „კარავსაც გავშლით და მორიგეობით დავრჩებით, არ ვიცით, სადამდე,“ – გვითხრა სოცმუშაკმა, ინგა დავითაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა, ჯერჯერობით, არ დაუწყიათ. უცნობია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია სოცმუშაკების ქვეყნის მასშტაბით გაფიცვაზე.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538766-mtavrobis-kancelariastan-akcias-kutaisidan-socmushakebi-sheuertdnen/
მთავრობის კანცელარიასთან აქციას ქუთაისიდან სოცმუშაკები შეუერთდნენ
მთავრობის კანცელარიასთან სოციალური სამსახურის თანამშრომლების აქციას ქუთაისიდან გაფიცული სოცმუშაკები შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ სოც მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დავა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგო აღმოჩნდა. დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა მოთხოვნები, შესაბამისად სოც მუშაკებმა 25 მარტიდან გამოიყენეს კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება. აქციები გაიმართა საქართველოს სხვა და სხვა რეგიონშიც, ბათუმში ქუთაისსა და კახეთში, მათი მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, კადრების დამატებას, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538769-ana-dolize-socmushakebis-akcias-sheuertda/
ანა დოლიძე სოცმუშაკების აქციას შეუერთდა
ანა დოლიძე მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე სოცმუშაკების აქციას შეუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა გაფიცულებს. "მე აქ მოვედი, რათა ვიყო სოლიდარული სოციალური სამსახურის მუშაკების მიმართ, პირველ რიგში, როგორც მშობელი და როგორც ადამიანი, რომელმაც პირადად ვნახე დასავლეთში, რომ სოციალური სამსახური არის ყველა ოჯახის მხარდამჭერი, ყველა პრობლემის დროს, კონფლიქტების შემთხვევაში, ბავშვთან პრობლემების დროს. პირველი, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პრობლემის მოგვარებაში ნორმალურ სახელმწიფოში, არის სოციალური სამსახური. ჩვენს სოცსამსახურს არ აქვს საშუალება, რომ ადამიანებს დაეხმაროს და პრობლემები გადაუჭრას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ, რომელიც აცხადებს, რომ მისი მთავარი ფასეულობა ადამიანია, გაიაზროს ამ სამსახურის მნიშვნელობა და მეტი ყურადღება მიაქციოს მას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/saprotesto-aqcia-imeretshi/
საპროტესტო აქცია იმერეთში – სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
საპროტესტო აქცია იმერეთში – სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობასთან შეიკრიბნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ აუცილებელია თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდოს. აქციის მონაწილეებს საია-ს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მასშტაბური აქციები იმართება თბილისში და ასევე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა მედიაციის თვენახევრიანი პროცესი უშედეგოდ დასრულდა.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ver-davitsavth-skhvis-uphlebebs-thelavshi-sotsmushakebi-aqtsias-marthaven/
“ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს” – თელავში სოცმუშაკები აქციას მართავენ
“სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის; ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს ” – ამ ტრანსპარანტებით ხელში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრმლებმა აქცია თელავშიც გამართეს. სოცმუშაკები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურების შექმნას ითხოვენ. “კადრების სიმცირეა, ამიტომ ვერ ვასრულებთ დამუაშაოს ადამიანური რესურსის სიმცირის გამო. ხშირად ჩვენი ხელფიდან გვიხდება ხარჯების დაფარვა. აუცილებელია სამუშაო პირობების გაუმჯობესება”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. აქციას კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეუერთდა.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253481--daucveli-damcvelebi-socmusakebi-batumsic-gaificnen
"დაუცველი დამცველები" - სოცმუშაკები ბათუმშიც გაიფიცნენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს სისტემაში არსებულ პირობებს უწყების თანამშრომლები აპროტესტებენ. სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ. შეკრებილების განცხადებით, მათ ნაწილს სააგენტოს ხელმძღვანელი აშინებდა, რომ საპროტესტო აქცია არ გაემართათ. "მინდა აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ ქარცივაძეს მოვუწოდო, რომ რცხვენოდეს, რადგან თანამშრომლებზე სხვადასხვა ზეწოლებით ძალადობს. ასევე ქობულეთის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ჭატურიშვილი სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდა. აქ გამოსვლამდე 22 მარტს ხელმძღვანელმა გამომიცხადა, რომ თუ გავაპროტესტებდი, დავკარგავდი სამსახურს. ასეთი ხელმძღვანელები უზიან სახელმწიფოს",- აცხადებს ერთ-ერთი სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი. ბრალდებებს გამოეხმაურა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. თემურ ქარცივაძე თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს. „მე მადანაშაულებენ მუქარაში და ამაზე შემიძლია, რომ სამართალდამცველებს მივმართო. თამარ ღუნაშვილთან კომუნიკაცია ერთი თვეა არ მქონია. მე ვცდილობდი, რომ თანამშრომლები აქციაზე არ გასულიყვნენ, თუმცა ისინი მაინც გავიდნენ. ის მოთხოვნები, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ, შესაბამის სტრუქტურებში წარდგენილია, რომლის გადაწყვეტაც ცენტრალურ მთავრობას ევალება“, - აცხადებს ქარცივაძე. საპროტესტო აქციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" შეუერთდა. არასამათავრობო ორგანიზაცია გეგმავს, თამარ ღუნაშვილს იურიდიული დამხარება გაუწიოს. სოციალური მუშაკები აქციის გაგრძელებას დღის ბოლომდე გეგმავენ და პროტესტის ნიშნად კარვების დადგმასაც არ გამორიცხავენ.
---
25.03.2019
„ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში გათვალისწინებულია“ – კილაძე
სოციალური მუშაკების პროტესტი და გაფიცვა საქართველოს მასშტაბით – აღნიშნულს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა და განაცხადამ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში გათვალისწინებულია. “გაფიცვა, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა. ვიცი, რომ ბევრი გამოწვევაა ამ სფეროში და მათი მოთხოვნები სამართლიანია. ამიტომ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაიწყო საკანონმდებლო ორგანოში მათ პრობლემებზე საუბარი 2017 წელს და სწორედ ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით მივიღეთ ახალი კანონი ”სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელმაც მთლიანად მოაწესრიგა სოციალური მუშაობის სფერო და გააძლიერა სოციალური მუშაკების პროფესია. ამ ფუნდამენტურ რეფორმაში დიდი მხარდაჭერა მქონდა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, დღევანდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის, ასევე დავით სერგეენკოს. იმის გამო, რომ სახელმწიფოს 2019 წელს არ ჰქონდა არც შესაბამისი ფინანსური სახსრები, არც ადამიანური რესურსი, რეფორმის რეალური ამოქმედება 2020 წლიდან იწყება. მიღებული კანონის საფუძველზე გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, მათთვის ხელფასების მომატება, მათი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია სოციალური მუშაკების არა მხოლოდ რაოდენობის, არამედ, ხარისხის უზრუნველყოფა, ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ამა წლის თებერვლიდან რეფორმის დეტალებს ვაცნობთ მოქმედ სოციალურ მუშაკებს, ვიწყებთ სერტიფიცირების პროცესს. ყველა მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, უკვე გათვალისწინებულია კანონში. მე მესმის მათი მოთხოვნების სამართლიანობის, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, სამინისტრო მის ხელთ არსებული რესურსებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონსენსუსის მიღწევა იყოს შესაძლებელი. იმედს ვიტოვებ, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არ დაზარალდეს არც სოციალური მუშაკების და არც ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი საჯარო ინტერესი, რომელსაც ეს პროფესია ემსახურება“, - განაცხადა კილაძემ.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253424-socmusakebis-gaficvas-samegrelodanac-seuertdnen
სოცმუშაკების გაფიცვას სამეგრელოდანაც შეუერთდნენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის 20-მდე სოციალური მუშაკი შეუერთდა გაფიცვის აქციას. ისინი ხელფასების გაზრდას და ბენეფიციარებისთვის სერვისების უზრუნველყოფას ითხოვენ. „გავიფიცეთ იმიტომ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს ბავშვებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვერ ვაწვდით იმ სერვისებს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ვითხოვთ ხელფასების გაზრდას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ჩვენ გვიწევს, რომ ჩვენი ხელფასიდან ვიხადოთ ტრანსპორტის თანხა. სამეგრელოს სოციალური მუშაკები შესაბამისად შევუერთდით იმ საერთო აქციას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს“, - აღნიშნა სააგენტოს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ქეთევან ხუბუტიამ. საქართველოს მასშტაბით სოციალური მუშაკები მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან.
---
25.03.2019
სოციალური მუშაკების პროტესტი – მათ სოლიდარობას მესამე სექტორი უცხადებს
სოციალური მუშაკები აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ. ისინი საკუთარ სამუშაო პირობებს ძალადობრივსა და დანაშაულებრივს უწოდებენ. თბილისში, მტავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს, რეგიონებიდან ჩამოსული სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო ფაქტიურად პარალიზებულია. სოციალური მუშაკები სამუშაო პირობებს გაუმჯობესებას ითხოვენ. სოციალური მუშაკები მესამე სექტორს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ აქციას. მათ სოლიდარობას საია უცხადებს. სულხან სალაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნები ლეგიტიმურია: „ყველა წესის დაცვით გაიარეს ის ეტაპები რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გაფიცვასთან. ამის მიუხედავად იყო შემთხვევები როდესაც ერთგვარი ზეწოლის ფაქტები შეიძლება ყოფილიყო მათ არ შეეწყვიტათ მუშაობა, არ ყოფილიყო გაფიცვა. ჩვენ მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს პირველ რიგში რომ უზრუნველყოს იმ უფლებით სარგებლობა რომელიც გარანტირებულია კანონით,“-განაცხადა სულხან სალაძემ. სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც. „სრულიად საგანგაშოა ის შრომის პირობები რომელშიც მათ უწევთ მუშაობა. ერთი მხრივ გადატვირთული გრაფიკი. დაბალი ხელფასი, უსაფრთხოება რომელიც არ არის დაცული. აშკარაა , რომ რამდენიმე ასეულ სოციალურ მუშაკს უწევს ძალიან დიდ პრობლემებთან გამკლავება. მათი მოვალეობები ბოლო წლებში გაიზარდა მაგრამ არანაირად არ გაუმჯობესებულა შრომის პირობები. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დღეს გაფიცვას იწყებენ სრულად გამართლებულია და მისასალმებელიც,“-განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/bathumshi-melano-phutkaradzis-gardatsvalebis-gamo-uphlebamosilebashecherebuli-eqimis-solidarobis-aqtsia-mimdinareobs/
ბათუმში, მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გამო უფლებამოსილებაშეჩერებული, ექიმის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
სხვადასხვა კლინიკებში დასაქმებული ექმიმები რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლი 29 წლის მელანო ფუტკარაძის საქმეში ბრალეული ექიმის ეკა ფუტკარაძის მხარდასაჭერ აქციას მართავენ. ოჯახის საპროტესტო აქციების შემდეგ ექიმმა უფლებამოსილება ორი დღის წინ თავად შეიჩერა. მედიკოსებმა ხელისუფლებას მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმართვა გაუგზავნეს. ექიმები მედიასაშუალებებეს ორი დღის წინ მწვავე აპენდიციტით გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლების საპროტესტო აქციების სუბიექტურად გაშუქებაშიც ადანაშაულებენ. “ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას, ექიმი იძულებული გახდა ზეწოლის გამო სამსახურზე უარი ეთქვა და არავინ არ გამოჩნდა, რომ ეს ექიმი ექოსკოპისტია და ვერ იქნებოდა დიაგნოზში კომპეტენტური, ასე ექიმები დაუცველად გრძნობენ თავს” – აცხადებს პროფესორი რამაზ სურმანიძე. მელანო ფუტკარაძე 21 მარტს “მედ-ცენტრში” მწვავე აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მანამდე კი ოაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც აღნიშნული პრობლემა ვერ აღმოუჩინეს. გარდაცვლილის ოჯახი პაციენტის მკურნალ ექიმს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და მის დასჯას მოითხოვენ. ახლობლები პროტესტის ნიშნად რეფერალურ საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ და ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ექიმმა ეკა ფუტკარაძემ უფლებამოსილება შეიჩერა. ფაქტზე გამოძიება 116 მუხლით იმდინარეობს, რაც დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21908
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
კურორტ აბასთუმანში მდებარე ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო დაიხურა. 25 პაციენტიდან, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა, 23 სახლში გაუშვეს, ერთი თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, მეორე კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ტუბსაავადმყოფო იქამდე დაიხურა, ვიდრე ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დასრულდებოდა. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 100 პაციენტზე იქნება გათვლილი, კურორტიდან სამ კილომეტრშია და გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის გაზაფხულზევე უნდა გაიხსნას. აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2018 ოქტომბერში დაიწყო. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, შენობას ერთ მხარეს კლდე, მეორე მხარეს კი ბუჩქნარი აკრავს. აბასთუმანში მოქმედი ტუბსაავადმყოფო კი წიწვოვან ტყეში იყო. ამის გამო, საავადმყოფოს კურორტიდან მოშორებით გადატანას პაციენტების უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა. კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აბასთუმანში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. 2018 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონი გახდება. არსებული ინფორმაციით, ყოფილ ტუბსაავადმყოფოს შენობას დაანგრევენ. ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ცნობით, ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილი სასტუმროს აშენებას გეგმავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ისევე როგორც ადგილობრივი მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია, თუმცა ის მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს. 2017 წელს საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2 927 შემთხვევა აღირიცხა.
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=73725
ივანიშვილის მითითებით, აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებული ხალხი ვეღარ იმკურნალებს - კურორტი ოლიგარქმა იყიდა
---
25.03.2019
მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/29792130.html?fbclid=IwAR09EfkUdEcT4rBXIKwPjJ49v0BZzbGNzOhZ7TssUPuagkjmUFqK2bzJw1Y
ექთნების შრომა - სოლიდარობის ქსელმა ამ სფეროში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
---
25.03.2019
სასტუმრო "საირმეს" თანამშრომელი ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა და დაიღუპა
ბაღდათში ახალგაზრდა ქალი მესამე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე დაიღუპა. “პრაიმტაიმის” კორესპონდენტის ცნობით, ის სასტუმრო “საირმეში” მუშაობდა და აივნიდან მუშაობის დროს გადმოვარდა. “ზოგი ამბობს გადახტაო, ზოგი კიდევ გადმოვარდაო. მოკლედ საშინელება მოხდა”-აცხადებს თვითმხილველი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
---
25.03.2019
“ეს გოგო ბედის ანაბარად არის დარჩენილი” - 20 წლის ნაილი მელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
20 წლის სიცოცხლით სავსე გოგო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაცია- "დედების ფონდი" ავრცელებს. "ბედის ანაბარად დარჩენილია ეს გოგო, იცოცხლებს თუ ვერ იცოცხლებს??? გადაიხდის ოჯახი კლინიკის დავალიანებას, გაუგრძელდება ამ გოგოს მკურნალობა?! ნაილი მელაძე 20წლისაა. თავდაპირველად შეაწუხა ძლიერმა მუცლის ტკივილმა თავდაპირველად ექიმებმა ჩათვალეს, რომ ბრმანაწლავი იყო და გაუკეთეს ოპერაცია. სამწუხაროდ ტკივილმა მაინც იმატა და მოათავსეს საავადმყოფოში. დიაგნოსტიკური კვლევებით დადგინდა მწვავე პორფირია. ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამჟამად იმყიფება რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით. დაავადებას თან დაერთო პოლინეიროპათია, საშარდე გზების ინფექცია,ანემია. აქვს ეპიელფსიური შეტევები. დაუზიანდა თვალის კონიუქტივი და მხედველობაც წაერთვა... ოჯახი უკიდურესაც მძიმე პირობებშია, რაც კი გააჩნდათ ყველაფერი გაიღეს შვილისთვის... ახლა დახმარებას ითხოვენ ჩვენგან, კეთილი ადამიანებისგან და გვჯერა რომ არ მიგვატოვებთ. #ნაილისთვის www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD). ჩარიცხვა აპარატიდან: თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ "სხვადასხვა"-> "ქველმოქმედება" -> "დედების ფონდი" სხვა დანარჩენი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ). საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :დედების ფონდი საქართველოს ბანკი GE46BG0000000689979800 თიბისი ბანკი: GE17TB7174136080100007 ხალიკ ბანკი: GE08HB0000000000473608 ლიბერთი ბანკი GE22LB0115121073654001 ტერა ბანკი GE61KS0000000360801210 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი 0901700483" - წერს საქველმოქმედო ორგანიზაცია "დედების ფონდი"- Www.pondi.ge
---
ბეჭდვითი მედია
26.03.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. 24 მარტს მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას აპროტესტებენ. ისინი უკვე თვეზე მეტია სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯამში მათ 22 მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და კადრების დამატება. აქციას შეუერთდნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი უშედეგოდ დასრულდა. ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადა გაფიცულებს. სოცმუშაკებს სხვა ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს: პროფკავშირები, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საია, ა.შ.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სოცმუშაკების საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წევრები შეუერთდნენ
სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს. მათ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირების გაერთიანების წევრები და საზოგადოებრივი ჯგუფებიც შეუერთდნენ. შეგახსენებთ, სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დავა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგო აღმოჩნდა. დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, სოცმუშაკებმა 25 მარტიდან გამოიყენეს კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება. აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში გაიმართა. მათი მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, კადრების დამატებას და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგეენკო სოცმუშაკების გაფიცვაზე: მათ თავისი არჩევანი გააკეთეს, ჩვენ - ჩვენი
სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი გააკეთა ამ გაფიცვით – ასე ეხმაურება სოციალური მუშაკების მასშტაბურ აქციას ჯანდაცვის მინისტრი. „ყველას ვარწმუნებ, რომ არც ერთ მოსარგებლეს ამ სოციალური პროგრამებისას შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება იქამდე სანამ არ დავრწმუნდები, რომ წყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი გააკეთა ამ გაფიცვით. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა. თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის რეალური პრობლემები, რომელიც მათ აქვთ და ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. მათი არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
---