მედიამონიტორინგი 26.11.2018
ტელევიზია
25.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
ცივილიზებული სამყარო ებრძვის სტიგმას, მცდარ შიშს, რომ კიბოს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენია. 21-ე საუკუნეში ქართულ რეალობაში კი ზოგიერთი პოლიტიკოსი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს მოიხსენიებს განწირულებად და მათ მკურნალობაში ან თუნდაც დარჩენილი დღეების გასახანგრძლივებლად სახელმწიფოს მიერ დახარჯულ ფულს შავ ხვრელში გადაყრილ ფინანსებს უწოდებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5714528
---
25.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
მელიქიშვილის გამზირზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმე რჩება. დაშავებული საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით , უგონო მდგომარეობაში გუშინ მიიყვანეს. მკურნალობას ხეჩინაშილის კლინიკაში გადის . დაშავებული ემ კვადრატის მშენებლობაზე მუშაობდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5714132
---
24.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
15 წილს თორნიკე კიკაბიძეს ხერხემლის იდიოპათიური სქოლიოზი, ოსტეოპოროზი, ძგიდეების გამრუდება აქვს, რაც წონასა და სიმაღლეში კლებას იწვევს. პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია თურქეთში, რიომელიც 25 000 დოლარი ღირს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5713387
---
24.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. მინისტრმა დღესვე რეგიონის ღვაწლმოსილ ექიმებს საპატიო სიგელები გადასცა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5713313
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5713286
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5713188
---
24.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეჯერებული პოზიცია არ აქვს ბაზარს, რა სეგმენტის მოკვლევა განხორციელდება, თუმცა, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ეს პროცესი სავარაუდოდ, დეკემბერში უნდა დასრულდეს. 2019 წლის იანვრიდან კი ბაზრის მონიტორინგი განხორციელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5713231
---
24.11.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა:შუადღე
ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეები იწყება
---
23.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფოთში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5712221
---
23.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ონში დაჭრილი ნაციონალური მოძრაობის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ დროისთვის ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადმოყვანილი და რეამნიამციულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს. დავით სერგეენკოს კმენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5712182
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711804
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711628
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711466
---
23.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი პროექტი - წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობა 9 ნოემბერს, დევნილების 904 ოჯახისთვის საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711992
---
23.11.2018
არხი: I არხი -
გადაცემა: მოამბე 15:00
გორმედის ქსელი შიდაქართლის რეგიონში კიდევ ერთ სამედიცინო დწესებულებას ხსნის. დღეს ხაშურში მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. საავადმყოფო 24 საათიანია სამედიცინო მომსახურეობას ადგილობრივ თუ მოწვეულ მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711252
I არხი - მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711746
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711625
---
23.11.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
თელავში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. რაიონული სამსახურის 70-მდე თანამშრომლისთვის ადგილზე სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711604
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711254
I არხი-მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711734
---
23.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ახალი ფარული ჩანაწერები. დავით სერგეენკოს კომენტარი (მესამე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711707
---
23.11.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისა თუ სხვა სახის მკურნალობის დაფინანსებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ 16-მდე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მიდიან. 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ონკოლოგიური დაავადებების თურქეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და რუმინეთში სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტროს 38-მა პაციენტმა მიმართა. რისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 415 ათას 584 ლარი დაიხარჯა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5711672
---
ინტერნეტი
26.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/shshm-pirebistvis-sivrciti-mowyobis-standartebis-darghvevaze-regulaciebi-mkacrdeba/
შშმ პირებისთვის სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე რეგულაციები მკაცრდება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შშმ პირებისთვის სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე რეგულაციები მკაცრდება. კანონპროექტში შეტანილი ცვლილება ჯარიმების ოდენობის ზრდასაც ითვალისწინებს. თუკი კომპანია სტანდარტებს დაარღვევს და შენობა არ იქნება შშმ პირებზე ადაპტირებული სანქცია ამჟამად 300-დან 500 ლარამდეა. ცვლილების თანახმად კი, ჯარიმა 500-დან 30000 ლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, იცვლება ზედამხედველი ორგანო. იცავს თუ არა კომპანია სტანდარტს, ამას მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს. საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
---
25.11.2018
მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/229512-mcireclovani-shvilis-dedas-27-clis-tiko-zautashvils-sazogadoebis-daxmareba-esachiroeba/
მცირეწლოვანი შვილის დედას, 27 წლის თიკო ზაუტაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
27 წლის თიკო ზაუტაშვილს, რომელსაც მკერდის სიმსივნე (ინვაზიური კარცინომა G3) დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. როგორც Ambebi.ge-ს გოგონას ახლობლები უყვებიან, რამდენიმე თვის წინ ის ექიმთან მკერდის არეში ჯირკვლის არსებობის გამო მივიდა, რა დროსაც ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროისთვის მას უკვე გავლილი აქვს ქიმიოთერაპიის 3 კურსი. ასევე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც ერთი მკერდი მოკვეთეს. საჭიროა კიდევ რამდენიმე ქიმიოთერაპიის კურსი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თიკოს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ თიბისი ბანკის ანგარიშზე: GE30TB7857145061100071 მიმღები: ნინო ზაუტაშვილი
---
25.11.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/201177-reabilitirebuli-medicinis-muzeumi-gaikhsnareabilitirebuli-medicinis-muzeumi-gaikhsna.html?lang=ka-GE
რეაბილიტირებული მედიცინის მუზეუმი გაიხსნარეაბილიტირებული მედიცინის მუზეუმი გაიხსნა
25 ნოემბერს, რეაბილიტერბული მედიცინის მუზეუმი გაიხსნა. (მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. 51) ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და მუზეუმის დირექტორი რამაზ შენგელია უძღვებოდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მედიცინის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო. 2014-2018 წლებში, სამინისტროს მიერ დაფინანსდა რამდენიმე მიმართულების პროექტი. კონკრეტულად, მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 625 607 ლარი გამოიყო - განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოხდა ეზოს აღდგენაც. მუზეუმის რეაბილიტაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის მერიამაც.
---
24.11.2018
დავით სერგეენკო ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მედიკოსებისგან, სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემები მოისმინა და დისკუსიის სახით ექიმებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მინისტრის განცხადებით, მთავარი პრობლემა რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სავადმყოფოების ტექნიკური აღჭურვა წარმოადგენს. შეხვედრის ბოლო დავით სერგეენკომ მედიკოსებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი გეგა შენგელია და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ნიკოლოზ ჭეჟია ესწრებოდნენ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/434190
---
24.11.2018
მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=7818
"პრობლემად რჩება მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევები"
მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევების გადასამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფისთვის ამ დრომდე არც ერთ პაციენტს არ მიუმართავს. კლინიკური ფარმაკოლოგიის ჯგუფის ინფორმაციით, უწყება საკითხის შესწავლის მიზნით, შიდა მოკვლევას ახორციელებს. ლუიზა გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში პოლიფარმაციის შემთხვევები კვლავ ფიქსირდიბა, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის. "ჩვენ დავიწყეთ შიდა კვლევის საფუძველზე, ელექტრონული რეცეპტების სისტემის გზით ატვირთული დანიშნულებების შესწავლა. რაც გავიარეთ, გამოიკვეთა, რომ რეცეპტების გამოწერისას კვლავ პრობლემად რჩება პოლიფარმაციიის, ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევები. ეს არც არის გასაკვირი, სწორედ მაგიტომ შეიქმნა ეს პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფი. კვლევის ანალიზი ამ კვირაში დასრულდება და სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, გატარდება ღონისძიებები, რომელიც გადაჭრის ამ საკითხებს."-აცხადებს ლუიზა გაბუნია. მისივე განმარტებით, მოქალაქეების პასიურობის მიზეზი პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფისთვისაც უცნობია. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმების შესაძლებლობა 16 ივლისიდან მიეცათ. მსურველებს დანიშნულების შემოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ან ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან შეუძლიათ.
---
24.11.2018
მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/9945-khashurshisamedicinoqselgormediskideverthisaavadmyofogaikhsna
ხაშურში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კიდევ ერთი საავადმყოფო გაიხსნა
ხაშურში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კიდევ ერთი საავადმყოფოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა. მრავალპროფილური კლინიკის გახსნას საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და ,,გორმედის" დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ,,გორმედის“ ქსელი შიდა ქართლის რეგიონში ოთხ სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს. მუდმივ სამუშაოზე დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი (სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი) და შესაბამისად, შპს ,,გორმედი“ რეგიონში მოქმედ კომპანიებს შორის, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
---
24.11.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/169977/
წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. რას ფიქრობენ ამ თემაზე ჯანდაცვის სპეციალისტები? თინა ტურძილაძე, ჯანდაცვის კონსულტანტი ფარმაკოეკონომიკის სპეციალიზაციით: პრობლემა სადაზღვევო პაკეტებში არ არის, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე და მ. შ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას სთავაზობს ბენეფიციარებს, ეს პაკეტები მოსახლეობის საჭიროების და, შესაბამისად, მოთხოვნილების პასუხადაა შექმნილი. ნიშანდობლივია, რომ ადამიანებს გეგმიური სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების შეძენა სურთ ქვეყნის გარეთ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს აქვთ საჭიროებები, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ქართული ბაზარი. რა თქმა უნდა, ამ სერვისებში გადახდილი თანხები ქვეყნიდან გადინებული ფულია, რომელიც სხვა ქვეყნის ბიუჯეტში ხვდება და სხვა ქვეყნის განვითარებას ხმარდება. ეს ნამდვილად არ არის გზა, რომელიც წარმატებამდე მიიყვანს სახელმწიფოს, მაგრამ ამ ხარჯების შეკავება, სერვისის მიწოდების შეზღუდვის ხარჯზე არ შეიძლება, ამისთვის საჭიროებების ადგილობრივი უზრუნველყოფაა საჭირო. გასაგებია, რომ საქართველო სამედიცინო ნანოტექნოლოგიებით ვერც დაეწევა და მით უფრო, ვერ გაუსწრებს მოწინავე ქვეყნებს, სადაც მილიარდობით დოლარი იხარჯება ახალი მედიკამენტების და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების R&D-ში. მაგრამ ის, რომ მისი მოქალაქეები ეფექტური და ხარისხიანი მედიკამენტების საყიდლად, მეზობელ ქვეყნებში არ გარბოდნენ, ეს ნამდვილად არ არის დაუძლეველი პრობლემა და უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოს ვალდებულება. სადაზღვევო და ფარმაცევტული ინდუსტრიის ინტერესები, როგორც წესი, კონფლიქტში უნდა იყოს ერთმანეთთან: სადაზღვევო უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად ხარჯ-ეფექტური წამლები დააფინანსოს და რაციონალური დანახარჯით მიიღოს სასურველი შედეგი თავისი ბენეფიციარისთვის, რომ არ გახდეს საჭირო შემდგომი ჩარევები და დამატებითი ფინანსები. რაც შეეხება ფარმაცევტულ ინდუსტრიას, ღარიბ ქვეყნებში მოგების მაქსიმიზაციას ის იაფი წამლებით ცდილობს. ამ მოცემულობაშიც კი, ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას შეუძლია ბევრად უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე არის. თუმცა სისტემურად მოცემულობის შეცვლისთვის მთავარი ფუნქცია ისევ სახელმწიფოზეა – მისი ვალდებულებაა, რომ ხარისხიანი, ეფექტური სასიცოცხლო მედიკამენტებისთვის პაციენტები სხვა ქვეყანებში არ გარბოდნენ.
---
24.11.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/201157-kompania-m2-is-ganckhadeba-meliqishvilis-quchaze-momkhdari-incidentis-shesakheb.html?lang=ka-GE
კომპანია m2 -ის განცხადება მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ
მელიქიშვილის ქუჩაზე მშენებლობაზე დაშავებულმა მამაკაცმა ადგილზე გონება დაკარგა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გახდა კონტაქტური და მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. თავდაპირველი კვლევის შედეგად, მას დაუდგინდა გემატომა და მსუბუქი მოტეხილობა მხარის არეში. მოგვიანებით, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ახლა ის მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტს სამ საათში ერთხელ უტარდება ხელახალი კვლევები. საავადმყოფოში მასთან ერთად იმყოფება კომპანია მ2-ის გუნდიც. კომპანია სრულად ფარავს მკურნალობის ხარჯებს. ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში, კომპანია მზადაა, უზრუნველყოს პაციენტის გადაყვანა საზღვარგარეთის ნებისმიერ საავადმყოფოში. კომპანია მ2 -ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, დავით მძელური აცხადებს, რომ დაცული იყო უსაფრთხოების უკლებლივ ყველა ზომა. მამაკაცს ეკეთა ჩაფხუტი და აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ყველა მექანიზმით. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, რა გახდა ინცინდენტის მიზეზი, თუმცა, მიმდინარეობს მოკვლევა და მისი დასრულებისთანავე, კომპანია მ2 საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
---
23.11.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/avith-sergeenko-phothshi-meditsinis-spheros-tsarmomadgenlebs-shekhvda/
დავით სერგეენკო ფოთში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ფოთში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში გაიმართა , რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ქალაქში არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირველ რიგში, სამშობიარო სახლის ინფრასტრუქტურის მოგვარება დადგება დღის წესრიგში. „ეს შეხვედრა მართალია შედგა სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში, რომელიც თანამედროვე პირობებია შექმნილი, თუმცა რეალურად ეს იყო შეხვედრა ფოთის ყველა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან. იყო გაზიარება სიახლეების, ხედვების შეჯერება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ინოვაციური ხედვის დანახვა შეიძლება კოლეგებთან სწორედ ასეთი ურთიერთობის დროს“_ აღნიშნა დავით სერგეენკომ
1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-fotshi-jandacvis-sferos-warmomadgenlebs-shekhvda/
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/522437-davit-sergeenko-potshi-samedicino-speros-carmomadgenlebs-shexvda/
---
23.11.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=85680
დავით სერგეენკო: ხელისუფლება ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს!
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს. „ბოლო პერიოდში მედიით იმდენი ფარული ჩანაწერი მოვისმინე, რომ უკვე რეაგირება მიჭირს. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, როცა ადამიანები საუბრობენ და გეგმავენ, რომ ისევ არეულობა და სისხლისღვრა იყოს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია იქნება და სახელმწიფო მსგავს არეულობას არ დაუშვებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია". ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანება “ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია. აუდიოჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პარტნიორებით უკმაყოფილოა, რადგან მათ რევოლუციური განწყობა არ აქვთ, რის გამოც პროცესები ისე არ მიმდინარეობს, როგორც მას სურს.
---
23.11.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=75177
დავით სერგეენკო: არავის ვურჩევდი, რომ ექიმების ღირსების შელახვას ეცადოს!
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ისინი დაჭრილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიმართ ექიმების უყურადღებობაზე საუბრობდნენ. სეერგენკოს თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება ექიმებისთვის მძიმე შეურაცხყოფაა. „მოვისმინე გარკვეული შეფასებები, გაოცებული ვარ. როგორ შეუძლია ვინმეს ენა მოუბრუნდეს, რომ ექიმმა ვიღაცას, რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აღმოუჩინა დახმარება. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ექიმისთვის არ არსებობს. არავის ვურჩევ ექიმების ღირსების შელახვას. ექიმები არიან ადამიანები, ვინც პოლიტიკურ კი არა, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგესა და მოსისხლე მტერს აღმოუჩენენ დახმარებას" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. შეგახსენეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს "ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ და დაჭრეს. ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/davith-sergeenko-aravis-vurchevdi-eqimebis-ghirsebis-shelakhvas/
პია.ჯი- https://pia.ge/post/235465-davit-sergeenko-aravis-vurcevdi-rom-eqimebis-rirsebis-selaxvas-ecados
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=85682
---
23.11.2018
"ჯანდაცვის მინისტრს ეყო ვაჟკაცობა, ეღიარებინა, რომ ჭრილობები ცივი იარაღით არის მიყენებული" - გრიგოლ ვაშაძემ დაჭრილი ნოდარ ბურდილაძე მოინახულა
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ონში დაჭრილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურძილაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა. მისი ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. "ერთ რამეს აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის მინისტრს ეყო იმის ვაჟკაცობა, ეღიარებინა, რომ ჭრილობები ცივი იარაღით არის მიყენებული, მაგრამ ველოდებით დადასტურებას, რომ ორი სხვადასხვა ცივი იარაღით არის მიყენებული. კიდევ ერთი კრიმინალი, რომელიც დაცვის პოლიციაში მსახურობდა, მგონი, უკვე გააგდეს სამსახურიდან, დაკითხეს და გაუშვეს. ისაკაძე კიდევ დაკავებულია და თავის თავზე იღებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ნოდარ ბუნდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველა ვლოცულობთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, რადგან ეს ადამიანი და ონი ამ ინციდენტს არ იმსახურებდა. ონი არის გადაქცეული ვინმე ვიგინდარა საგანაძის, ასეთივე კრიმინალის საკონცენტრაციო ბანაკად. ორჯერ როცა იქ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვიყავით, ხალხი ლაპარაკობდა რომ აბსოლუტურად ყველა არის დატერორებული და არჩევნები გადააქციეს სასაკლაოდ, რადგან იციან, რომ აგებენ" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს თავს დაესხნენ და დაჭრეს. ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
---
23.11.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/7613-thelavshi-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-akhali-administraciuli-shenoba-gaikhsna.html
თელავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
თელავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. რაიონული სამსახურის 70 -მდე თანამშრომლისთვის სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი. საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტარციულიშენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ახორციელებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/522409-telavshi-sascrapo-samedicino-daxmarebis-axali-administraciuli-shenoba-gaixsna/
---
23.11.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/shshm-piri-giorgi-chikvania-dakhmarebas-itkhovs
შშმ პირი გიორგი ჩიქვანია დახმარებას ითხოვს
თბილისში მცხოვრებ გიორგი ჩიქვანიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. „მე ვარ გიორგი ჩიქვანია ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (დიაგნოზი: გაფანტული სკლეროზი), პირველი ჯგუფი, უვადო (პარალიზებული ფეხები და ნაწილობრივ ხელები). მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი. მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის გამუდმებით მესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და რეაბილიტაციის კურსი, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. გთხოვთ, დამეხმაროთ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში“,_აღნიშნული წერილი „გურია ნიუსმა“ მიიღო, რის შემდეგაც ჩიქვანიას დაუკავშირდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, 13 წელია, რაც ეტლს არის მიჯაჭვული. სახელმწიფო ოპერაციებს და საავადმყოფოში მკურნალობას უფინანსებს, თუმცა, რეაბილიტაციის კურსის გავლისთვის, რომ მომჯობინდეს, საჭირო თანხა არ აქვს. „ეტლში ვზივარ 12-13 წელია. ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ვიღებ პენსიას, სოციალური დაუცველის სტატუსი არ მაქვს. როცა ოპერაცია მჭირდება სახელმწიფო მიფინანსებს, მაგრამ რეაბლიტაციის კურსს, რომ მოვჯობინდე ვერ მიფარავს. მესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება. იმისთვისაც მადლობა, რომ ამ პატარა მკურნალობას და ოპერაციებს მიფინანსებენ. ხშირად მაქვს შარდის ბუშტზე პრობლემები და ფილტვების ანთება“,_ამბობს ჩიქვანია. მისივე თქმით, თანხას აბასთუმანში, რეაბილიტაციის კურსის გასავლელად წასვლისთვის აგროვებს. „ფილტვების ანთება მქონდა, მინდა რომ აბასთუმანში წავიდე. ამისთვის ფულს ვაგროვებ. იქ წასვლაც ისეთი პრობლემატურია. ეტლში ვზივარ და მარტო ვერ წავალ, უნდა წავიდე მეუღლესთან ერთად, ბავშვები პატარები გვყავს და მარტო ვერ დავტოვებთ. ე.ი. ისინიც უნდა წავიყვანოთ, ამიტომ მივმართავ ორგანიზაციებს დახმარებისთვის წერილობით“,_ამბობს ჩიქვანია. გიორგი ჩიქვანიას დასახმარებლად ანგარიში „თიბისი“ ბანკშია გახსნილი. ანგარიშის ნომერია: GE45TB7582945062100001.
---
23.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/522404-shida-kartlshi-2-axali-saavadmqopo-amokmedda/
შიდა ქართლში 2 ახალი საავადმყოფო ამოქმედდა
ხაშურში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კიდევ ერთი საავადმყოფო ამოქმედდა. მრავალპროფილური კლინიკის გახსნას საქართველოს იძულებულ გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის დაცვის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენ ვიმყოფებით ხაშურის ახალგახსნილ კლინიკაში, სადაც შესანიშნავად არის დაგეგმარებული მშენებლობაც, აღჭურვაც. აქ დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც აუცილებელია პაციენტის უსაფრთხო მოვლისთვის და ასევე პერსონალისთვის. ეს კლინიკა ახლა გათვლილია 70 სტაციონალურ საწოლზე, თუმცა მას აქვს პერსპექტივა, რომ კიდევ 20 საწოლით გაიზარდოს და ახალი დარგები და მიმართულებები განავითაროს. ძალიან სასიხარულოა, რომ ქალაქს ექნება თანამედროვე საავადმყოფო. ამ კლინიკას ასევე სტატეგიული მნიშვნელობა აქვს არამარტო ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის, არამედ ზოგადად ავტოსაგზაო შემთხვევებისას პრევენციისა თუ მიღებული დაზიანების, ტარავმების მართვისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ხაშურის პარალელურად, „გორმედის“ ქსელში ახალი საავადმყოფო ქარელშიც ამოქმედდა. „შიდა ქართლში 2 ახალი საავადმყოფო ამოქმედდა, ერთი ეს ხაშურში და მეორე ქარელში. ორივე კლინიკაში შეიქმნა ხუთასამდე ახალი სამუშაო ადგილი, ორივე საავადმყოფო შესაბამება უმაღლეს სამედიცინო სტანდარტებს და ამ სამედიცინო ცენტრების ამოქმედებით რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის სერვისების ადგილზე მიწოდების შესაძლებლობა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში 227 ადამიანი დასაქმდა და სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-აღჭურვისთვის 3 ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკის გენერალური დირექტორის და დამფუძნებლის გია სვანაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობა ყველა იმ სამედიცინო სერვისს 24 საათის განმავლობაში მიიღებს, რაც მოსახლეობისთვის და სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
რეგიონ.ჯი- http://region.ge/7624-shida-qarthlshi-2-akhali-saavadmyofo-amoqmedda.html
---
22.11.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/index.php?id=75105&fbclid=IwAR2VvyI0Pf0cgJ1WFMo4rRU7-h9eQXTbibgH9Xzzz3DKMxii18vpaJqIZWQ
დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ის ტყვიავის ამბულატორიაში სამედიცინო გასინჯვების აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო და მედპერსონალს გაესაუბრა. მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისწავდომობისთვის მსგავსი ტიპის აქციების მნიშვნელობა გამოჰყო. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შედგა. მათ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამების შეფასება და დაგეგმილი სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მოგვიანებით კი, აუდიტორიის მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილი ექიმი-ნევროპათოლოგი გურამ მაჩაიძე მედლით დააჯილდოვა. რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა პერმანენტულად, მიმდინარე პროექტების შეფასებისა და ახალი გეგმების დასახვაში ჯანდაცვის სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფისთვის იმართება.
---
22.11.2018
იწვევს თუ არა ,,პარაცეტამოლი” ადამიანის სიკვდილს? _ ჯანდაცვისა და შსს სამინისტროებს
---
22.11.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/169729/?fbclid=IwAR1GCeEr22dZqYr3CLiNVZMIlNA3SakqCJzH7qOL931tw3C5g2PwRwzXTbA
დაზღვევა თურქეთში – როგორ გაჩნდა ახალი შეთავაზება პაციენტებისთვის
---
ბეჭდვითი მედია
24.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
შშმ პირებისთვის განკუთვნილი საოჯახო საცხოვრისები შეიძლება დაიხუროს
საოჯახო ტიპის საცხოვრისები ევროპაში ძალიან პოპულარულია. განვითარებული ქვეყნები საჯარო უწყებებზე ამბობენ უარს და ახალ-ახალი ტიპის ჰოსპისებს აშენებენ, თუმცა საქართველოში არსებული 5 საცხოვრისი დაფინანსების სიმცირის გამო დახურვის პირასაა. რა ელით იქ მყოფ ადამიანებს, არავინ იცის. ორგანიზაცია "ხელი ხელს", რომლის საოჯახო საცხოვრისებშიც უკვე მეშვიდე წელია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, შესაძლოა, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. ამ დროს კი შშმ პირები იქ დაცულად გრძნობენ თავს, არ აქვთ ყოველდღიური პრობლემები, თუმცა მომავალი წლიდან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამირან დათეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დაფინანსება ექნებათ თუ არა, მისთვის უცნობია. "მოლაპარაკება გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და თითქოს მზად არიან, რომ გაითვალისწინონ შემდეგი წლის ბიუჯეტში ჩვენი საკითხი, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ არის. რა ფორმით და როგორ მოხდება დაფინანსება, ჯერ კიდევ უცნობია. საუბარია 5 საცხოვრებელ სახლზე. ერთ-ერთი უკვე დახურულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დროებითია", - აღნიშნა მან. მომავალი წლიდან მათ დაფინანსებას უმცირებს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოც", 2020 წლიდან კი საერთოდ შეუწყვეტს, რადგან ფონდის დახმარებითვე ამ წლების განმავლობაში შემუშავდა საქართველოზე მორგებული საოჯახო საცხოვრისების სტრატეგია. მან მსგავსი საცხოვრებლების პრაქტიკა დანერგა და ახლა მისი ფინანსური ჩანაცვლების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. ხათუნა დოლაბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც აპროტესტებს საცხოვრისების დახურვის საკითხს და ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შშმ პირების მიმართ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, გამოყოს დაფინანსება და ამჟამინდელი გარემო შეუნარჩუნოს. "ხშირად მინახავს სხვადასხვა სიუჟეტი ამ თემაზე და მუდმივად სიამაყის განცდა მქონდა, რადგან ვხედავდი, როგორ მიიყვანეს ეს ადამიანები და აცხოვრებდნენ ოჯახურ, თბილ გარემოში. ახლა რა გამოდის, ვითარება იცვლება? შშმ პირების ბედი ნამდვილად არ ანაღვლებთ. როგორ შეიძლება, ასეთ პროგრამაზე ამბობდე უარს. დისშვილი მყავს, რომელსაც საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს. მუდმივად ვფიქრობ, როცა აღარ ეყოლება დედა, სად უნდა წავიდეს და ვინ მიხედავს მას? ამ დროს სწორედ ეს საცხოვრისები მახსენდება და ვხვდები, რომ მარიამს აქვს საშუალება, იცხოვროს ისე, რომ მის სურვილებს პატივი სცენ და იგრძნოს დამოუკიდებლობა. სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და ეს კარგი საქმე, რომელიც წამოწყებულია, კი არ უნდა გაანადგუროს, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყოს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავალთ. ევროპაში ასეთ საცხოვრისებს უფრო და უფრო მეტს ხსნიან, ჩვენ თან რა ხდება? როგორ შეიძლება, ისედაც თითზე ჩამოსათვლელი დაწესებულებები დახურო და ეს ადამიანები ქუჩაში დატოვო, სითბოს, ზრუნვის გარეშე და დააბრუნო იქ, საიდანაც კარგი არაფერი ახსოვთ და ეშინიათ კიდეც იქ დაბრუნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხათუნა დოლაბერიძემ. საოჯახო ტიპის საცხოვრისების აუცილებლობას საზოგადოება სწორად აღიქვამს და პროტესტიც უჩნდებათ არსებული რეალობის გამო. ადამიანები, რომლებიც ამ საცხოვრისებში ცხოვრობენ, დამოუკიდებლად ახერხებენ არსებობას, საშუალება ეძლევათ, ოჯახურ გარემოში იცხოვრონ, მათი უმეტესობა უკვე მუშაობს და დამოუკიდებლად ცდილობს ყოფითი საკითხების გადაჭრას. აქედან გამომდინარე, ჰოსპისმა თავისი ვალი შეასრულა და ამ ადამიანებს დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. სახელმწიფო კი იმის ნაცვლად, რომ საცხოვრისების რაოდენობას ზრდიდეს, ხელს უშლის და დაუფინანსებლობის გამო, შესაძლოა, ის ხუთი სახლიც კი დაიხუროს. ორგანიზაციამ "ხელი ხელს", ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, ბიუჯეტში ამისთვის თანხის გათვალისწინების თხოვნით პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა და, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტებსაც მიმართა.
---
24.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
შინ მოვლას საქართველოში 185 ათასი ადამიანი საჭიორებს
საქათველოში დაახლოებით 185 000 ადამიანი გრძელვადიან ზრუნვას და მკურნალობას - შინ მოვლას საჭიროებს. შესაბამისი მონაცემები 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებშია ასახული. სახელმწიფო ფრაგმენტულად აფინანსებს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სხვადასხვა პროგრამას, ხოლო შინ მოვლის მომსახურება არ შედის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ არც ერთ პროგრამაში. როგორც "საქართველოს კარიტასის" ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, დღეისათვის, საერთო ჯამში, შინ მოვლის სერვისებით ბენეფიციარების მხოლოდ 5 პროცენტი სარგებლობს, დანარჩენი კი კვალიფიციური სერვისის მიღმა რჩება - მათ მომსახურებას უწევენ ოჯახის წევრები ან მომვლელი, რასაც თან ერთვის არასათანადო სერვისი და მომსახურების დაბალი ხარისხი.
---
24.11.2018
მედიასაშუალება:ახალი თაობა
მოსკოვს ლუგარის ლაბორატორია კვლავ არ ასვენებს
რუსეთში ლუგარის ლაბორატორიის გამო ისევ დაკარგეს მოსვენება. რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის ირგვლივ სკანდალი იგორ გიორგაძის განცხადების შემდეგ ატყდა. გიორგაძე ირწმუნებოდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და სხვადასხვა სახის დაავადებას ავრცელებენ. ცოტა ხნის წინ გიორგაძემ თავისი ნათქვამი უკან წაიღო. საგანგებო პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, არ მაქვს მტკიცებულებები, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენო. საქართველოს ხელისუფლებამ 17 ნოემბერს 17 ქვეყნის 23 დელეგატს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა გამოეხმაურა. ის თბილისისგან ისევ ითხოვს განმარტებებს. _ მინდა, ყურადღება მივაქციოთ 14-15 ნოემბერს დაანონსებულ საერთაშორისო ექსპერტების, გაურკვეველი ჯგუფის ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრში სტუმრობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მიზანია, დაადასტურონ ის, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცით _ გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობა. ასეც მოხდა. ქართული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტებმა თითქოს არაორაზროვნად დაადასტურეს ცენტრის მშვიდობიანი და ტრანსპარენტული ხასიათი, _ განაცხადა მარია ზახაროვამ. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ეს ოპტიმისტური დასკვნებია გაკეთებული, თვითონ ლუგარის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული განცხადებაა. _ ამ განცხადებისთვის ხელი არავის აქვს მოწერილი, მასში არ წერია უცხოელი ექსპერტების სახელები, არ დასახელებულა ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ. ამ ე.წ. დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ცენტრის ყველა თანამშრომელმა ამ უსახელო ექსპერტებს დაუდასტურა თავიანთი სამსახურის მშვიდობიანი ხასიათი. ეტყობა, ამის შემდეგ `სტუმრებმა~ ზედმეტად ჩათვალეს, დაინტერესებულიყვნენ, `მშვიდობიანი ქართული სამედიცინო დაწესებულების~ სახელით რატომ მუშაობს აშშ-ის სამხედრო ძალების სამედიცინო კვლევითი სამმართველო და რა კვლევები ტარდება იქ, _ ამბობს რუსული დიპლომატიის დედა. მისივე განმარტებით, მოსკოვი თბილისისა და ვაშინგტონისგან ისევ ელოდება განმარტებებს ცენტრის შესახებ.
---