From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-26.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 26.12.2018 08:03
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 26.12.2018

ტელევიზია

26.12.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 10:00

ლუგარის ლაბორატორია კიდევ ერთხელ მოექცა რუსი მაღალჩინოსნების ყურადღების ცენტრში. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსმა ბრიფინგი სწორედ თბილისის მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრზე საუბრით დაიწყო. რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ანა პოპოვამაც განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780935

---

 

25.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ჯანდაცვის მინისტრის ბოლო ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს, აქცენტები გაკეთდება 2012 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე, ასევე ამ რეფორმების შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780326

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780557

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780340

კავკასია - დღეს 20:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780445

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780101

I არხი-მოამბე 15:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779579

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779855

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779453

მაესტრო- ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779018

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778959

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779211

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779712

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779204

ტვ პირველი -დღის ამბები 13:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779325

---

 

25.12.2018

არხი:    მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 15:00

გადაცემის სტუმარია დავით სეგეენკო რომელიც საუბრობს საქართველოს ჯანდაცვს -მიღწევებზე და გამოწვევებზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779615

---

 

25.12.2018

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 16:00

რა ხდება გრიპის ვირუსზე და არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინები H1N1-თან საბრძოლველად. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779853

---

 

 

25.12.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

 პირდაპირ ეთერში-ჯანდაცვის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს აჯამებს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს ანგარიშის პრეზენტაცია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778762

---

 

 25.12.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ორსული პაციენტის გარდაცვალება ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის - H1N1-ს გართულებულ შემთხვევას უკავშირდება. 30 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა. სპეციალისტები ვირუსის განსაკუთრებით აგრესიულ ფორმაზე საუბრობენ და მისი გავრცელების პიკს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებიან. მიმართვიანობის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიის საფრთხეს ამ ეტაპზე ისევ ვერ ხედავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780310

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780302

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780285

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი ამბები 21:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780428

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780231

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780216

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780041

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780011

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780007

I არხი-მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779571

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779872

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779558

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779565

იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779348

რუსთავი 2 -კურიერი 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778962

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5779202

---

 

25.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დილა

აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მას "A" ტიპის ვირუსი დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში გრიპის 63 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, და აქედან 95%-ი H1N1-ი, ე.წ. ღორის გრიპია. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია პაატა იმნაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5778565

ტვ პირველი - საქმიანი დილა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5775982

---

 

25.12.2018

არხი: მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

დღეს უბედური შემთხვევა მოხდა რკინიგზის სადგურ სამტრედია ერთზე. სამუშაოს შესრულების პროცესში სამორიგეო კოშკურიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია პროფკავშირებმა გაავრცელა, რომლის ინსპექტორები შემტხვევას შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა საქართველოს რკინიგზა და სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოავლინა, აცხადებენ პროფკავშირებში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780264

---

 

 

ინტერნეტი

26.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526939-2019-clis-ianvridan-50-larian-daxmarebas-144-000-ze-meti-socialurad-daucveli-bavshvi-miigebs/?fbclid=IwAR0a0LL_o2-o-PtK_5RRLBo2WT7DlAZR3EdxxbCVez6cM5N7tqn8oxpZGsA

2019 წლის იანვრიდან 50-ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს

2019 წლის იანვრიდან, 50-ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 50-ლარიანი დახმარება იანვარში ყველა მათგანს ფულადი სახით ჩაერიცხება, თებერვლიდან კი მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებული ფორმით გაიცემა: ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შერეული (ფულადი და ვაუჩერული), ხოლო ზოგიერთში მხოლოდ ფულადი სახით. ამასთან, ფულადი დახმარების გაცემის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526941-sacxovrebeli-parti-sakutrebashi-217-devnil-ojaxs-gadaecema/

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 217 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს მასშტაბით, 217 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბინების დაკანონების გადაწყვეტილება „დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის განმხილველმა კომისიამ“ მიიღო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება და შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება. „დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/sackhovrebeli-farti-sakutrebashi-217-devnil-ojakhs-gadaecema/

პია.ჯი- https://pia.ge/post/240488-sacxovrebeli-farti-sakutrebasi-217-devnil-ojaxs-gadaecema

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1545809289-217-%E1%83%93-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=76815

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრმა თავის გამოსვალში ყურადრება 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე გაამახვილა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომელსაც პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა. პრეპარატებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღებენ. საპენსიო ასაკის პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეები მედიკამენტების შეძენისას მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებულია არამხოლოდ ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. აღნიშნული კვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე. გარდა მიღწევებისა, ანგარიშის პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე. ანგარიშში ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სტრატეგიულ შესყიდვებზე დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას საზოგადოების საჭიროებებზე მეტად მორგებულს, მიზნობრივსა და ხარჯეფექტურს გახდის. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიაზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90871/davit-sergeenko-2018-tslis-saqmianobas-sheajamebs

ინფო9- http://www.info9.ge/politika/202221-davith-sergeenko-2018-tslis-saqmianobas-sheajamebs.html?lang=ka-GE

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-sayoveltao-jandacvaze-gadasvlis-shemdeg-jandacvis-servisebis-mokhmareba-gaizarda/

დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის შემდეგ ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაიზარდა

2013 წელს, როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადავიდა საყოველთაო ჯანდაცვაზე, ჯანდაცვის სერვისების მოხმარება გაიზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2018 წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ე.წ. მიზნობრივი მეთოდით, ანუ ეხმარებოდა მხოლოდ იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისების გაზრდამ მეტი შესაძლებლობა მისცა შედარებით ღარიბ მოსახლეობას. ჯანდაცვის სერვისების მოხმარებისა და დანახარჯების კვლევის (HUES) შედეგების მიხედვით, გაიზარდა სერვისების მოხმარება, განსაკუთრებით სოფლად და ღარიბ შინამეურნეობებში. სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლამ ბევრ ადამიანს მისცა ამის შესაძლებლობა. ჰოსპიტალურ სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირება, განსაკუთრებით უღარიბეს ნაწილში, ალბათ ჩვენი ყველაზე მაღალი პრიორიტეტია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ე.წ. მიზნობრივი მეთოდით, ანუ ეხმარებოდა მხოლოდ იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა, მათ შორის იყო სოციალურად დაუცველების კატეგორიაც, რომელზეც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლამ ამ კატეგორიასაც კი გაუზარდა ხელმისაწვდომობა. ჩვენი ამოცანა არ არის პოზიტივის დომინანტად გამოტანა, არამედ მიზანია, დავინახოთ ობიექტური რეალობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90882/sergeenko-im-adamianebis-raodenoba-vints-upaso-sameditsino-servisebze-araperi-itsoda-ganakhevrda

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526779-davit-sergeenko-samedicino-bazarze-advilad-moxvedris-shesazlebloba-aratanabar-pirobebshi-aqenebs-mcire-da-msxvil-motamasheebs/

დავით სერგეენკო - სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და მსხვილ მოთამაშეებს

სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და მსხვილ მოთამაშეებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა, რაც ბოლო წლებში შეინიშნება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების პრობლემაც არის. „მინდა, ყურადღება საფრთხეებზე გავამახვილო. სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა - ეს არ არის საქართველოს უნიკალური პრობლემა, ყველგან ხდება, მათ შორის სხვა ქვეყნებშიც. სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე მსხვილ მოთამაშეებს. მთელი ეს ტენდენცია არის ბოლო წლების, რომელზეც მე აქცენტებს გავაკეთებ. სერვისის მომწოდებელთა მსხვილმა ქსელმა შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს სტრატეგიულ შესყიდვაზე ანუ იმ გეგმაზე, რის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. აქ სამედიცინო დასწრება მე მიჩენს იმედს, რომ ჩვენი კომუნიკაცია როგორც ადრე, ისე მომავალში იქნება კონსტრუქციული და ჩვენ ყველა პაციენტების ინტერესებიდან გამოვალთ და არამხოლოდ სერვისების მომწოდებლების ინტერესებიდან. მოკლე გეგმა, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, (ვრცელ გეგმას პარლამენტის წარვუდგენთ) არის სტრატეგიული შესყიდვების რეფორმირება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. ასევე, მინისტრმა სელექტიური კონტრაქტის გაფართოებაზეც ისაუბრა და ახსნა, თუ აღნიშნულში კონკრეტულად რა იგულისხმება. „რა იგულისხმება სელექტიურ კონტრაქტირებაში - სამედიცინო დაწესებულება აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს ანუ ის ფუნქციონირებს; სახელმწიფო აწესებს დამატებით კრიტერიუმებს, რომ სამედიცინო დაწესებულება არამარტო სანებართვო პირობებს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, იმისათვის, რომ ჩვენ მასთან ვითანამშრომლოთ. ეს თანამშრომლობა ხანდახან პლატონურ ხასიათს ატარებს ხოლმე, რადგან ზოგ დაწესებულებას რთულად წარმოუდგენია, ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლი - “რატომ გვაკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო, უბრალოდ, ფული გადაგვიხადოს და ამით დავამთავროთ”,- ამბობენ ისინი. ამით ვერანაირად ვერ დავამთავრებთ, ძვირფასო კოლეგებო და სელექტიურ კონტრაქტირებას ვაკეთებთ იმიტომ, რომ უბრალოდ, აწიოთ სანებართვო პირობები მაღლა”,- აღნიშნა მან.

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saxelmwifos-sheudzlia-medikamentebze-danaxarji-meotxedamde-sheamciros-/27881

„სახელმწიფოს შეუძლია მედიკამენტებზე დანახარჯი მეოთხედამდე შეამციროს“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას იმ ბერკეტებზე ისაუბრა, რაც შეიძლება სახელმწიფომ მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების მიმართულებით გამოიყენოს. „ფარმაცევტული ბაზარი დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია. მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგან ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს. რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს? ერთია გაზარდოს ბიუჯეტი და შეუძინოს ამ ადამიანებს წამლები, რისი ბიუჯეტიც ჩვენ არ გვაქვს და მეორეა გამოიყენოს მისი ძლიერი მხარის ინსტრუმენტები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამ ადამიანებს, აფთიაქში მისვლისას მაგალითად თუ ხარჯავენ დავუშვათ ჯამურად 400 მილიონს წელიწადში, სახელმწიფოს თავისი ინტერვენციით, უფრო ხარჯთეფექტური შესყიდვით, მწარმოებელთან მოლაპარაკებით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, შეუძლია ეს ხარჯი, რეალურად მეოთხედამდე ჩამოიყვანოს, თუმცა უფასო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება“-აცხადებს სერგეენკო. ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წელს დაიწყო პირველი ეტაპი, როცა სოციალურად დაუცველებს, ძალიან მკაფიოდ შერჩეული კრიტერიუმებით, 23 მედიკამენტზე, რომელიც ფარავდა ქრონიკული დაავდებების საკმაოდ ფართო სპექტრს, გაუჩნდათ წვდომა 1 ლარად. „ეს პროგრამა გაფართოვდა და ამ წლის სექტემბერში ამ ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლოდან მედიკამენტების ჩამონათვალი ავა 30-ზე. მთელი მოსახლეობისთვის ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასი განახევრდება და ეს მოხდება პრაქტიკულად იანვრიდან“-აცხადებს დავით სერგეენკო.

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526762-davit-sergeenko-medikamentebis-vershezenis-machvenebeli-2010-cels-iqo-13-xolo-2017-cels-96-gaxda/

დავით სერგეენკო - მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა

მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, 2010 წელს საშუალოდ, წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დამახარჯი 318 ლარი იყო, 2017 წელს ეს ხდება 450 ლარი. “ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტისათვის, სამედიცინო დახმარების მიღებისათვის, ეს დამახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ ეს დანახარჯები მათ მედიკამენტების შეძენაში გადაამისამართეს, რაც ყველაზე დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების ვერშეძენა 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა. შემცირება არის, თუმცა, რა თქმა, უნდა, ეს შემცირება უფრო დიდი უნდა იყოს. ეს რეალურად ის კლება არ არის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ. გაიზარდა ჯიბიდან გადასახადები განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მართლაც უმნიშნელოვანესი რამ და ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, რადგან თუ 2010 წელს საშუალოდ, წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დამახარჯი 318 ლარი იყო, 2017 წელს ეს ხდება 450 ლარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მიგნება ამ კვლევაში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/medikamentebze-magali-fasebi-jandacvis-sistemis-yvelaze-didi-gamowvevaa-/27874/

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90889/2010-tsels-medikamentebis-vershedzenis-machvenebeli-13-iko-2017-tsels-96

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/2018-wlis-bolodan-epilefsiita-da-parkinsonit-daavadebulebistvis-samkurnalo-medikamentebze-fasebi-ganakhevrdeba/

ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტებზე იანვრიდან ფასები განახევრდება

იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. მისივე განმარტებით, მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება მათთვის ყველაზე დიდ გამოწვევად და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს. „მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. საკუთრივ ფარმაცევტული ბაზარი ძალიან დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია და ამ მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგანაც ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს. რა შეუძლია სახელმწიფოს, გააკეთოს. ერთია, რომ გაზარდოს ბიუჯეტი და შეუმციროს ამ ადამიანებს წამლები. ნახევარი მილიარდის დამატების ბიუჯეტი უბრალოდ არ გვაქვს და მეორე – თუკი ადამიანები აფთიაქში მისვლისას, დავუშვათ წელიწადში ჯამურად 400 მილიონს ხარჯავენ, სახელმწიფოს თავისი ინტერვენციით, უფრო ხარჯეფექტური შესყიდვით, მწარმოებელთან მოლაპარაკებით და ადგილობრივი მწარმოებლის ხელშეწყობით, შეუძლია, ეს ხარჯი რეალურად მეოთხედამდე ჩამოიყვანოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. 2017 წელს დაიწყო პირველი ეტაპი, როდესაც სოციალურად დაუცველებს ძალიან მკაფიოდ შერჩეული კრიტერიუმებით, შერჩეულ 23 მედიკამენტზე გაუჩნდა წვდომა თვეში ერთ ლარად, რომელიც ფარავდა ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრს. „2018 წლის სექტემბერში ჩამონათვალს დაემატნენ პენსიონრები და შშმ პირები. ადამიანები, რომლებიც არ შედიოდნენ ამ ჯგუფებში, დიაბეტის მეორე ტიპის წამალზე მნიშვნელოვნად გაეზარდათ წვდომა, ფასები შემცირდა. ეს ჩამონათვალი უკვე გაფართოვდა. წლის ბოლოდან დაემატება და გაიზრდება 30-მდე, რაც ნიშანდობლივია. ორი საკმაოდ გავრცელებული და ფინანსურად ძალიან მტკივნეული დაავადებებისთვის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება. ეს მოხდება წლის ბოლოს, პრაქტიკულად იანვრიდან“, – განაცხადა სერგეენკომ. „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ის ვრცელდებოდა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ. 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონრებსაც შეუძლიათ. პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი).

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/42161/ianvridan-epilefsiita-da-parkinsonit-daavadebulebistvis-medikamentebze-fasebi-ganakhevrdeba--sergeen

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526763-davit-sergeenko-jandacvis-saministroshi-autvisebeli-tanxebi-an-gadaxarjva-ar-aris/

დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტროში აუთვისებელი თანხები ან გადახარჯვა არ არის

ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტიდან თანხები დასახარჯი არ დარჩენია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროში არც გადახარჯვა მომხდარა. „ჯანდაცვის სამინისტროში ნულოვანი ბალასია, არც აუთვისებელი თანხები და არც გადახარჯვა არ არის და იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ასე გაგრძელდება",- განაცხადა სერგეენკომ.

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526761-davit-sergeenkos-gancxadebit-jandacvis-programebistvis-sakartveloshi-ert-adamianze-117-dolari-ixarjeba/

დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე 117 დოლარი იხარჯება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე წელიწადში 117 დოლარი იხარჯება. ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით პოზიტიური მიღწევები არსებობს, თუმცა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები კიდევ უნდა ჩამოყალიბდეს. „თქვენ ხედავთ თვალსაჩინო დინამიკას, თუ როგორ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება. პრაქტიკულად გასამმაგდა ამ წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჩვენ წელიწადში ერთ ადამიანზე 177 დოლარი გვაქვს და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ 12000 დოლარი, ჩვენ ეს რაიმე შეღავათს არ გვიკეთებს, ჩვენი ამოცანა არის, რომ იმ თანხების, იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც არის მოცემულობა, ჩვენი მოსახლეობისთვის ბევრად მეტი შედეგი მივიღოთ”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/51549-davit-sergeenkos-gancxadebit-jandacvis-programebistvis-sakartveloshi-ert-adamianze-117-dolari-ixarjeba/

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadzem-c-hepatitis-skriningi-chaitara-foto/

მამუკა ბახტაძემ C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა. მას ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სეგეენკომ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. C ჰეპატიტის სკრინინგი „ექსპო-ჯორჯიაში“ ჩატარდა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

იმედნიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90878/premierma-c-hepatitze-upaso-testireba-chaitara

პრიმტაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1545724512-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1545722964-C-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველოში 50 000-მდე ადამიანი განიკურნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო საზოგადოებას ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აქცენტები 2012 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე გაკეთდა. ასევე, ამ რეფორმების შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებულია არამხოლოდ ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული კვლევა ტარდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე. გარდა მიღწევებისა, ანგარიშის პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად დაგეგმილ ნაბიჯებზე. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სტრატეგიულ შესყიდვებზე დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას უფრო მეტად საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულს, მიზნობრივსა და ხარჯეფექტურს გახდის. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება დაესწრო. 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ, ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. ეს ყველაფერი კი არის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურება, რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა უსახსრობის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რაც მთავარია, ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის პოლიტიკა შექმნის დღიდან ვითარდება და დღეს უკვე ის არამხოლოდ, სამედიცინო სერვისების, არამედ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსებასაც უზრუნველყოფს. არ შეიძლება არ აღინიშნოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის რეზონანსი მოჰყვა, ის უნიკალურია და ხორციელდება მხოლოდ საქართველოში. ამ პროგრამით უკვე განიკურნა 50 000-მდე ადამიანი, პროგრამა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს-აღმოვფხვრათ საქართველოდან C ჰეპატიტი და ჩვენი გამოცდილების გაზიარებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც შეძლონ იგივე. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევები დადასტურდა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გლობალური ფონდი. თუმცა მიღწევებზე მეტად, ჩვენი ყურადღება მიბყრობილია გამოწვევებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისკენ იქნება მიმართული მომდევნო წლებში და ვიმედოვნებთ, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატებული რეფორმაა, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/331447/

H1N1 ვირუსით ამ დროისთვის ორი ადამიანია გარდაიცვლილი – დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმთან მივიდნენ კონსულტაციაზე. “დაავადების რაოდენობა მატულობს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემია ზღვრის ნახევარზეა. ჯერჯერობით ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა აჭარასა და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა და, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებს მინისტრი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 24 დეკემბერს გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს: “17 დეკემბერს შემოვიდა საავადმყოფოში, შემოსვლისთანავე იყო მძიმე მდგომარეობაში, ეგრევე დავაწვინეთ რეანიმაციაში და ავიყვანეთ აპარატზე. ამ ხნის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გრიპის შესახებ ვიცით ოჯახის წევრებისგან, მას და ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ გრიპი. ჯერჯერობით დაგვიდასტურდა მხოლოდ A ტიპის ვირუსი. ვიცით, რომ გრიპი იყო, დანარჩენი, ზუსტად რა ტიპის ვირუსია, არ ვიცით, მასალა ლაბორატორიაშია.”

კომერსანტი.ჯი-https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-sezonuri-gripit-daavadebulebis-raodenoba-matulobs-magram-djer-epidemiis-zgvris-naxevarzea

პია.ჯი- https://pia.ge/post/240336-davit-sergeenko-gripis-virusze-vfiqrobt-epidemiur-zrvars-ar-mivarwevt

--- 

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526786-amiran-gamqrelize-mosaxleobas-movucodeb-meti-quradgeba-gamoichinon-qovelgvari-gripis-msgavsi-simptomebis-mimart/

ამირან გამყრელიძე - მოსახლეობას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს, გრიპის ვირუსი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გასულ წელს იყო. მისივე ინფორმაციით, საზოგადოების მზარდი მიმართვიანობაა პოლიკლინიკებში და სტაციონარებში. „ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა, რომელიც თუ მანამდე იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, ახლა ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. ამიტომ არის მზარდი მიმართვიანობა პოლიკლინიკებში და სტაციონარებში. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს გარდაცვალების 2 შემთხვევა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ. თუ იქნება გრიპი მაღალი ტემპერატურით, აუცილებელია მშობლებმა განსაკუთრებით ბავშვისთვის გამოიძახონ უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი და ჩაატარონ კონსულტაცია. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული პირები. ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რომ ისინი არიან ამ შტამისადმი განსაკუთრებულად მოწყვლადები, ამიტომ ნებისმიერ ორსულს ეწყება თუ არა გრიპის ვირუსი, მაღალი ტემპერატურა, ოჯახის ექიმთან და გინეკოლოგთან კონსულტაცია გაიარონ",- განაცხადა გამყრელიძემ.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/amiran-gamyrelidze-dges-gavrcelebulia-gripis-virusis-h1n1-shtami-romelic-ufro-agresiulobit-gamoircheva-vidre-sharshandeli-h3-shtami

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/dghes-gavrtselebulia-gripis-virusis-h1n1-shtami-romelits-ufro-agresiulobit-gamoircheva-vidre-sharshandeli-h3-shtami-amiran-gamkrelidze/54259

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526758-paata-imnaze-gripis-virusis-epidemiamde-ar-vart-magram-es-aravis-shegavats-ar-azlevs/

პაატა იმნაძე - გრიპის ვირუსის ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს

დღეს ვისაც გრიპი აქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არის H1N1 ვირუსი. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიამდე არ ვართ, - ამის შესახებ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. „აცივდა, შესაბამისად, მოიმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმა. დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ძირითადად ყველა არის ავად ამ ვირუსით. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე საქართველოს შემთვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა უკვე გადაიტანა, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად, ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ეს არის იგივე რაოდენობის მიმართვიანობა, რაც გვქონდა 2 წლის წინაც. დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე იყო შარშან. გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ ამავე დროს ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე“,- განაცხადა იმნაძემ. მან ასევე გრიპის მიმდინარეობაზე და სიმპტომებზეც ისაუბრა. „ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით",- განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, სასურველია, რომ მსგავს შემთხვევაში ავადმყოფი სახლში დარჩეს. "ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა წავიდეს სკოლაში, სამსახურში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და 38,5 -ს თუ გადასცდა ტემპერატურა აუცილებლად რომელიმე სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის, მაგრამ არის გარკვეული წესი, რომ ბავშვს თუ აქვს სიცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, მანაც უნდა მიმართოს ექიმს",- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ნიუპოსტ.ჯი-http://www.newposts.ge/?l=G&id=193239-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98

კვირა.ჯი- http://kvira.ge/440371

ლიბერალი.ჯი:http://liberali.ge/news/view/42163/video-paata-imnadze-ghoris-gripis-shesakheb-rekomendatsiebs-avrtselebs

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/331502/

სამტრედიის სადგურში რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა

დღეს, სადგურ სამტრედია N1-ში სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მას ორი არასრულწლოვანი ბავშვი დარჩა. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებით, მათი შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს “საქართველოს რკინიგზა” და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს. აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ,” – აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროკფავშირი. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში. ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1545736805-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/rkinigzelta-axali-profkavshiri-samushaos-shesrulebis-processhi-erti-piri-gardaicvala/27896

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/42171/sotssaagento-Facebookit-gavrtselebuli-videos-shesakheb-ganmartebas-aketebs

სოცსააგენტო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოს შესახებ განმარტებას აკეთებს

სოციალური მომსახურების სააგენტო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოს შესახებ განმარტებას აკეთებს.  სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვის მშობელმა არ შეასრულა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნა, რაზედაც მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. „რამდენიმე დღეა ფეისბუქის მეშვეობით ვრცელდება ვიდეო, სადაც ბავშვი ტირის და ისმის მამაკაცის ბრალდებები სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების თანამშრომლების მისამართით. მამაკაცის რეპლიკებში ჩანს, თითქოს სააგენტომ არ დაიცვა სათანადოდ მისი და არასრულწლოვანი შვილის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, შეუთანხმებლობის გამო, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლომ განუსაზღვრა მოდავე მშობლებს შვილთან ურთიერთობის წესი. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ვიდეოს ავტორმა, რომელიც იმავდროულად ბავშვის მშობელია, არ შეასრულა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნა, რაზედაც მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამავე მოქალაქემ, დადგენილი ფაქტის უარყოფისთვის, წინასწარ დაგეგმა ვიდეოგადაღება, ასევე, სააგენტოს ოფისში მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომლებს. ვიდეოში ნათლად იკვეთება ბავშვით მანიპულაციის სავარაუდო ფაქტები. არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის სავარაუდო ფაქტის იდენტიფიცირების მიზნით, საქმეში ჩართულია სააგენტოს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ამასთან, შემდგომი რეაგირებისათვის საქმე გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ამბობენ სააგენტოში.

---

 

25.12.2018

მედიასაშუალება:

Роспотребнадзор заявил, что штамм кишечной инфекции в Грузии мог быть искусственно изменен

Глава ведомства Анна Попова сообщила, что двое детей, пострадавших летом в Грузии и находившихся в тяжелом состоянии, уже приступили к учебе, один ребенок находится на диализе. МОСКВА, 25 декабря. /ТАСС/. Эксперты не исключают возможности искусственного изменения штамма кишечной инфекции, из-за которого российские дети этим летом пострадали в Грузии. Об этом на пресс-конференции во вторник заявила глава Роспотребнадзора РФ Анна Попова. По словам Поповой, группа туристов летом 2018 года отправилась в Грузию самостоятельно на отдых. В результате несколько человек были госпитализированы с острой кишечной инфекцией. Состояние некоторых заболевших стабилизировалось, но некоторых пришлось эвакуировать в Москву самолетом - это были дети в тяжелом состоянии на диализе. "Что говорят наши эксперты? Они не исключают возможность искусственного изменения этого штамма", - сказала Попова. Она отметила, что на данный момент двое детей, находившихся в тяжелом состоянии, уже приступили к учебе, один ребенок по-прежнему находится на диализе. "Конечно, наши ученые выяснили, что это за возбудитель, с которым дети сюда приехали в таком тяжелом состоянии. Оказалось, такого варианта E.coli не описано и не представлено. <...>. Да, он похож... на возбудитель вспышки 2011 года в Европе, а я напомню, было более 4 тыс. пострадавших, из них 50 погибли. <...> Конечно, это вызывает у нас определенные вопросы, на которые у нас нет ответа", - добавила глава Роспотребнадзора.

---

 

ბეჭდვითი მედია:

26.12.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

"სიტუაცია ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა" - დავით სერგეენკო გრიპზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და იმედოვნებს, რომ ეპიდემიურ ზღვარს არ მიაღწევს. „სეზონური გრიპით დაავადებულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზე არის და ვიმედოვნებ, რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და ამ სიმპტომების შემთხვევაში, ყველამ მიმართოს ოჯახის ექიმს. ჯერჯერობით, ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ერთი აჭარაში და ერთი ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5780632&name=26.12.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

ქუთაისში, გრიპის ვირუსით დაღუპული ქალი ორსული იყო

ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმის ინფორმაციით, ორსულს კლინიკაში შემოსვლისთანავე რთული მდგომარეობა აღენიშნებოდა. „შემოსვლისთანავე აღენიშნებოდა რთული მდგომარეობა, სუნთქვის უკმარისობა. პაციენტი იყო 38 კვირის ორსული. ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. დაეწყო სათანადო მკურნალობა. ეჭვი გვქონდა გრიპზე, რის საფუძველსაც იძლეოდა მისი ანამნეზური მონაცემები. ოჯახის წევრების თქმით, იყო 2-3 დღის შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში განხორციელდა საკეისრო კვეთა. მდგომარეობა მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე"-, განაცხადა ექიმმა. საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5780944&name=26.12.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

სამტრედიაში, სამორიგეო კოშკურიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

სადგურ სამტრედია I-ში, საწარმოო უბედური შემთხვევა მოხდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ცნობით, სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები მომხდარს ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5780941&name=26.12.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015-2016 წლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეისწავლა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც გასცა.. გამოვლენილ დარღვევებს შორისაა, ლიბერთი ბანკის მიერ ხელშეკრულების შესრულების არასათანადო მონიტორინგი, სარეიტინგო ქულის გამოთვლასთან დაკავშირებული ხარვეზები და ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა. სააგენტოს მიერ შემუშავებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარებზე თანხის გადარიცხვის ეფექტიან/ადეკვატურ პროცესს— აცხადებს აუდიტის სამსახური სააგენტო 2014 წლის შემდეგ არ ახორციელებს „ლიბერთი ბანკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. შესაბამისად, სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მიზნობრივად ხარჯავს ბანკი საბიუჯეტო სახსრებს. აღსანიშნავია, რომ 2013- 2014 წლებში გამოვლინდა ლიბერთი ბანკის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები თანხების დაგვიანებით გადარიცხვის გამო და აღნიშნულისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა. ამასთან, დღემდე მიმდინარეობს 2014 წელს დაწყებული სასამართლო დავა „ლიბერთი ბანკსა“ და სააგენტოს შორის სადავო თანხებზე, რომელიც მოიცავს 7 ბენეფიციარის საქმის განხილვის შედეგად „ლიბერთი ბანკზე“ დაკისრებულ 486,758.06 ლარის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების პირობის დარღვევისათვის. „სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის შედეგად, სააგენტოს არ გააჩნია რწმუნება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და დროულ ხარჯვაზე,“-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში. ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის ვალიდაციის პროცესში არსებული ნაკლოვანებები სააგენტო ვერ ახორციელებს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დაზუსტებას. მიზეზი კი ისაა, რომ სააგენტოს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები შესაბამის უწყებებთან და ამასთან ქვეყნის დონეზე სრულყოფილი მონაცემები არ არსებობს, რაც რისკის ქვეშ აყენებს მაძიებელთათვის ადეკვატური ქულის გამოთვლის პროცესს და არათანაბარ პირობებში აყენებს საარსებო შემწეობის მაძიებლებს. ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დააფიქსირა ბენეფიციარებზე საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტები. სააგენტოს არ აქვს შემუშავებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა სააგენტო არსებული საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესრულებას და რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეთა შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. კერძოდ, არსებობს თანამშრომელთა არაავტორიზებული დაშვების შესაძლებლობა მოქალაქეთა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ამასთანავე, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს რაიონული ცენტრების ადეკვატურ ტექნიკურ მხარდაჭერას (IT support), რაც ზრდის ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკს. არსებული ნაკლოვანებების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემდეგი რეკომენდაციები გასცა: • ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სააგენტომ შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმები, ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის ვალიდაციისათვის; • სარეიტინგო ქულის მუდმივი სისწორის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ განახორციელოს აპლიკაციაში შესაბამისი ბრძანების მოდიფიცირება, რომელიც პერიოდულად განაახლებს ასაკის ველს; • სააგენტომ, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა, არსებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შეიმუშავოს პოლიტიკა და პროცედურები ინფორმაციული წვდომისა და პრივილეგიების განსაზღვრის მიზნით; დანერგოს სისტემაში მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ქმედებების მონიტორინგის ქმედითი სისტემა. შეგახსენებთ, რომ საარსებო შემწეობის პროგრამა 2006 წლიდან მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფებისთვის საარსებო მინიმუმის გაცემით, ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრა და სოციალური რისკების შემცირება. სააგენტოს მიერ 2013-2016 წლებში ჯამურად გაცემული საარსებო შემწეობის მოცულობა 1,018.8 მლრდ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5780899&name=26.12.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​