From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-27.02,2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 27.02.2019 08:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.02.2019

ტელევიზია

27.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

შიდსისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე მსჯელობენ. ჯანდაცვის მინისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად ამ მიმართულებით უკვე არსებული პროგრამების შესახებ საუბრობს. ასევე, მსჯელობენ სამომავლო სტრატეგიაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5903507

---

 

27.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

თბილავიამშენის თანამშრომლები ხელფასის მატებას ითხოვენ. დასაქმებულთა ნაწილი მუშაობაზე ამ მოთხოვნის შესრულებამდე უარს ამბობს. დღევანდელ აქციას პროფკავშირებიც შეუერთდა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ბიუჯეტი ამ ეტაპზე არ იძლევა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5903623

რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5903288

---

 

26.02.2019

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ხუთი წლის შემდეგ რეგიონებში ამბულატორიების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. ამჯერად სამედიცინო დეწესბულებების გახსნა ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება, რისთვისაც 20 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. გეგმაშია 100 ახალი ამბულატორიის აშენება, 300-მდე შენობას კი, სადაც სამუშაოდ უმძიმესი პირობებია, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობასაც ითვალისწინებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5902673

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5902462

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5901558

---

 

26.02.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

ჩვენ ბევრი უფლება გვაქვს მათ შორის სუფთა ჰაერზე რომელიც ხშირად ირღვევა. ამ თემას სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მიუძღვნა. სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობას მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებია განხილული. ომბუდსმენის ინფორმაციით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მხრივ მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ნინო ლომჯარიას ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სამშენებლო და საწარმოო საქმიანობის დარეგულირება და ჰაერის დაბინძურებისთვის გათვალისწინებული სანქციების გაკაცრებაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5902490

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5902161

---

 

26.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

რა ხდება მმართველ გუნდში ? მართველი გუნდი განმარტავდა იმას რომ პოლიტიკური სიმულაციებია ის განცხადებები, რომ თითქოს მმართველი გუნდი იმართება რაიმე საერთო ჩატით. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5901385

ტვ პირველი -დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5902022

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5901641

---

 

26.02.2019

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს ხელისუფლებისგან, თამაბქოს ე.წ. ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტის მიმართ რეგულაციების შენარჩუნებას ითხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5901064

---

 

26.02.2019

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე ახალი აკრძალვები დააწესა. ხიდზე გადმოსვლის უფლება აღარ აქვთ გალის არხის მეორე მხარეს მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს. საუბარია ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების სოფლების მოსახლეობაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5901482

---

 

 

ინტერნეტი

27.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534807-jandacvis-saministro-antivirusuli-medikamenti-tamiplu-aptiakebidan-sazogadoebrivi-jandacvis-centrebidan-da-klinikebidan-8-000-ze-metma-pirma-miigo/

ჯანდაცვის სამინისტრო - ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ აფთიაქებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან და კლინიკებიდან 8 000-ზე მეტმა პირმა მიიღო

ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ აფთიაქებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან და კლინიკებიდან ჯამში 8 000-ზე მეტმა პირმა გაიტანა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან „ტამიფლუ“ 3 500-ზე მეტმა პირმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის გაცემა არა კოლოფებით, არამედ, ექიმის დანიშნულებისამებრ, კაფსულებით ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტამიფლუს“ მარაგი ქვეყანაში არის, ხოლო აღნიშნული რაოდენობიდან რაც დარჩება, დასაწყობდება და მომავალი წლისთვის შეინახება. მათივე ინფორმაციით, მედიკამენტი უფასოდ იქამდე გაიცემა, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. აღსანიშნავია, რომ გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ ანტივირული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან, ექიმის დანიშნულებით, ყველასთვის უფასო გახდა.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534781-davit-sergeenko-socialuri-mushakebis-sakitxebze-parlamentshi-var-dabarebuli-da-qvelas-miecema-sashualeba-detalurad-gaecnos-am-sakitxs/?fbclid=IwAR1VQVKmU41xYLlEskSy5EL5USxJIW-Bn09DVMqAVmVdiW_ItgL9XnUwB5o

დავით სერგეენკო - სოციალური მუშაკების საკითხებზე პარლამენტში ვარ დაბარებული და ყველას მიეცემა საშუალება, დეტალურად გაეცნოს ამ საკითხს

5 მარტს, ფრაქცია „ევროპული საქართველოს” მიერ დაბარებული ვარ პარლამენტში, სწორედ სოციალური მუშაკების საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში, ყველას მიეცემა საშუალება, რომ დეტალურად გაეცნოს ამ საკითხს,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას საკმაოდ კარგად იცნობს. „შევქმენით საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და მასში უშუალოდ სოციალური მუშაკები არიან ჩართულები. ეს არის კომუნიკაციის პირდაპირი არხი. რაც შეეხება იმ პრობლემატიკასა და გეგმებს, რაც არამარტო სოციალურ მუშაკებთან, არამედ, დარგში - სოციალურ მუშაობაში არსებობს, ეს საკმაოდ მოცულობითია, მე გამიჭირდება, კომენტარში ჩავატიო, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ 5 მარტს დაბარებული ვარ პარლამენტში, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მიერ სწორედ ამ საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში ყველას მიეცემა საშუალება, რომ ძალიან დეტალურად გაეცნოს საკითხს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, სოციალური მუშაკებისთვის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულება გაუმჯობესებას საჭიროებს. “სოციალური სამუშაოს შესრულებას 5 სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი არის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული. მოცემული მომენტისთვის, ეს მიმართულება, როგორც სხვა მიმართულებები გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს პროცესი მიმდინარეობს. სრულყოფილი არც ერთი პროცესი არ არის, არც სოციალური სამუშაოსი, არც ჯანდაცვის და არც სხვათა შორის, მედიააქტივობის. მე მექნება საშუალება, რომ 5 მარტს ამის შესახებ ძალიან დეტალური პრეზენტაცია წარვადგინო”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის მოსმენაზე დაიბარა, მიზეზად კი სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-varaudobs-rom-shidsis-centri-or-weliwadshi-ashendeba/?fbclid=IwAR1xRYHUSKyAoiPS9LFBmbMiegQoY8jB93Jyj1SfLH73CqBUsTku1eYorJU

დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ შიდსის ცენტრი ორ წელიწადში აშენდება

შიდსის ცენტრის პროექტირებაზე ინტერესთა გამოკითხვა დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, შიდსის ცენტრი სტრატეგიული სამედიცინო ობიექტია, რომლის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. „ძალიან სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერიტორია შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერში. გუშინდელი მდგომარეობით დასრულდა ინტერესთა გამოკითხვა პროექტირებაზე. უშუალოდ ჩართული ვარ პროექტის მენეჯმენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, დღეიდან ორ წელიწადში ახალი და თანამედროვე სტანდარტებით გამართული შენობა გვექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/534793-davit-sergeenko-imedi-makvs-rom-2-celicadshi-shidsis-centrs-axali-gamartuli-da-tanamedrove-shenoba-ekneba/

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534787-davit-sergeenko-sabednierod-malariis-arc-erti-lokaluri-shemtxveva-sakartveloshi-ar-gvakvs/

დავით სერგეენკო - საბედნიეროდ, მალარიის არც ერთი ლოკალური შემთხვევა საქართველოში არ გვაქვს

მალარიის არც ერთი ლოკალური შემთხვევა საქართველოში საბედნიეროდ, არ გვაქვს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო როგორც მალარიას, ისე შიდსსა და ტუბერკულოზს მართავს. ამ პროცესში კი ქვეყანაში მალარია თითქმის სრულად აღმოფხვრილია და ის შემთხვევები, რაც ფიქსირდება, უცხოეთიდან არის შემოტანილი. ამასთან, დავით სერგეენკომ შიდსისა და ტუბერკულოზის აღმოფხვრის პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული დაავადებების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მოსახლეობას როგორც სკრინინგზე, ისე მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობა აქვს. „ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო ამ შემთხვევაში, მართავს, 3 დაავადებას: მალარია, შიდსი/აივ შიდსი და ტუბერკულოზი. მალარიის არც ერთი ლოკალური შემთხვევა საქართველოში საბედნიეროდ, არ გვაქვს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც შემოტანილია ანუ საქართველო შეიძლება ჩაითვალოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყანად. რაც შეეხება ტუბერკულოზს, რა თქმა უნდა, მკურნალობა აბსოლუტურად მიწვდომადია, მას მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო და დონორები. ტუბერკულოზს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, საჭიროა, არამხოლოდ მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა, არამედ პაციენტებთან აქტიური მუშაობა, რათა მათ მკურნალობა არ შეწყვიტონ. რაც შეეხება შიდსს, აქაც მდგომარეობა კონტროლირებადია. რა თქმა უნდა, სკრინინგით მოცვა უფრო მაღალი უნდა იყოს, თუმცა ჰეპატიტთან ერთად, ინტეგრირებულად ტარდება და ამ მხრივ სერვისები სრულად მისაწვდომია. მათ მთლიანად სახელმწიფო და დონორები აფინანსებენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534771-amiran-gamqrelize-sakartveloshi-100-000-mosaxleze-tuberkulozis-70-75-shemtxveva-piksirdeba-rac-mnishvnelovani-klebaa/?fbclid=IwAR2yGnN1lCiDdwNY893GOL04WcJclCo-g2eTwb-dpAQkt9NcOQQb-OcDuRY

ამირან გამყრელიძე - საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, 90-იან წლებში, როცა საქართველოში ტუბერკულოზმა იფეთქა, დაახლოებით, 160-170 შემთხვევა გვქონდა 100 000 მოსახლეზე. დღეს კი დაახლოებით, 100 000 მოსახლეზე, 70-დან 75-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანი კლებაა. „ყოველწლიურად, ჩვენ ტუბერკულოზის დაახლოებით, 2500 ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში და ყველა ადამიანს ეძლევა შესაბამისი მკურნალობა, როგორც პირველი რიგის დაავადებების შემთხვევაში, ისე მეორე რიგის“, - განაცხადა გამყრელიძემ. მან ასევე ისაუბრა შიდსის შემთხვევებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შიდსის 8 000 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა შიდსით დააავადებულთა სავარაუდო რიცხვი შედარებით მეტია. „შიდსთან მიმართებაში ჩვენ ვართ დაბალი პრევალენტობის ქვეყანა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 8 000-მდე შემთხვევა, მაგრამ ე.წ. სავარაუდო რიცხვი არის დაახლოებით 10 000-10 500 ადამიანი, ვინც არ არის გამოვლენილი სწორედ ამ ადამიანებზეა კონცენტრირება. ორივე შემთხვევაში, დღეს დაახლოებით, 4 500 ადამიანი შიდსით არის დაავადებული და მკურნალობს ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/tbilaviamshenis-administraciashi-ackhadeben-rom-khelfasebis-matebis-sashualeba-ar-aris/?fbclid=IwAR2HLq6GCmFfSzzj90wjkNM0rKcsKrUhvcreprYVSSeBOIa0fVSQvDkge-U

„თბილავიამშენის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელფასების მატების საშუალება არ არის

„თბილავიამშენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის ქარხანაში ხელფასების მატების საშუალება არ არის. აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლებს მხოლოდ დანამატების გაცემას სთავაზობს, რაც კონტრაქტის 2 პროცენტს შეადგენს. აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე არ ადასტურებს, რომ კომპანიაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. „დანამატებით, რომელიც დამოკიდებული იქნება ცალკეულ კონტრაქტზე, შემოსავალი გაცილებით და მნიშვნელოვნად გაეზრდება თითოეულ მოსამსახურეს. რაც შეეხება მათ მოთხოვნას, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაიწეროს ხელფასში, ამის დაკმაყოფილების საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს და შესაბამისად, ამ კუთხით ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ“,- განაცხადა ირაკლი გოგიბერიძემ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/tbilaviamshenis-120-tanamshromeli-gaifica--/30416

„თბილავიამშენის“ 120 თანამშრომელი გაიფიცა

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. IPN-ის ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულმა 120 ადამიანმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადა. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ განუცხადა, ისინი ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვენ. „აქ შეკრებილია სს „თბილავიამშენის“ კოლექტივი, რომელიც გაიფიცა რამდენიმე მოთხოვნის გამო. ეს არის ხელფასების ადეკვატური მატება, რაც შესაბამისი იქნება შესრულებულ სამუშაოსთან და პრემიალური სისტემის დანერგვა, რისი პირობაც ჩვენ მივიღეთ დამსაქმებლისგან და 3 თვის შემდეგ ეს პირობა არ ამოქმედდა. მივედით უკიდურეს ზომამდე, მანამდე გამოყენებული გვქონდა მედიატორის ჩართულობაც. ამან შედეგი ვერ გამოიღო. სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და პროფკავშირები გვიერთდებიან და გვიცხადებენ სოლიდარობას. ახლა საწარმოო პროცესი არის გაჩერებული. აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ძირითადი მოთხოვნები. მინიმალური ხელფასის ზღვარი უნდა იყოს 1000 ლარი და კომპეტენციის ფარგლებში ყველას უნდა მოემატოს 30-70% ფარგლებში. ამაზე უარს გვეუბნებიან", - განაცხადა ოთარ ბახტაძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/534757-tbilaviamshenis-tanamshromlebi-dges-saprotesto-akcias-gamartaven/

 

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534646-davit-sergeenko-samtavrobo-mesij-boksi-arsebobs-tumca-vinme-vinmes-mititebas-azlevdes-aseti-mesiji-tvalit-ar-minaxavs/

დავით სერგეენკო - სამთავრობო “მესიჯ ბოქსი” არსებობს, თუმცა ვინმე ვინმეს მითითებას აძლევდეს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს

სამთავრობო “მესიჯ ბოქსი”, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ვინმე ვინმეს მითითებას აძლევდეს, კენჭი უყარონ ამა თუ იმ საკითხს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს ჩემს საკომუნიკაციო სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად მართალს ამბობს გედევან ფოფხაძე, რომლის მტკიცებით, არსებობს „ჩათი“, სადაც ხდება ძირითად საკითხებზე შეჯერება და მითითებების მიცემა, თუ რა პოზიცია უნდა დააფიქსირონ. „სამთავრობო „მესიჯ ბოქსი“, რა თქმა უნდა, არსებობს. უფრო მეტიც, არის თემატური „მესიჯ ბოქსები“, როდესაც გარკვეული საკითხების შესახებ ცალკე ჯგუფი იქმნება და ვმსჯელობთ ამაზე. მე რა თქმა უნდა, არ ვარ ვალდებული, რომ ყველა მიმოწერის შინაარსი გავასაჯაროვო. რაც შეეხება იმას, რომ მე ვღებულობდე მითითებებს ან ვადევნებდე თვალყურს, რომ ვინმეს მითითებას აძლევდნენ, კენჭი უყარონ ამა თუ იმ საკითხს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს ჩემს საკომუნიკაციო სივრცეში,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/451758

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/205170-davith-sergeenko-samthavrobo-mesij-boqsi-arsebobs-thumca-vinme-vinmes-mithithebas-adzlevdes-asethi-mesiji-thvalith-ar-minakhavs.html?lang=ka-GE

---  

 

26.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534638-davit-sergeenko-mimdinare-process-ar-davarkmevdi-dashlis-process/

დავით სერგეენკო - მიმდინარე პროცესს არ დავარქმევდი დაშლის პროცესს

მე მიმდინარე პროცესს არ დავარქმევდი დაშლის პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, პარლამენტში არ უნდა მოხდეს ემოციური გადაწყვეტილებების მიღება. „მე მიმდინარე პროცესს არ დავარქმევდი დაშლის პროცესს. ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნისათვის მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტი, როგორც წესი, არის ადგილი, სადაც ხდება გარკვეული მოსაზრებების შეჯერება. რიგ შემთხვევაში ამ მოსაზრებების შეჯერება ვერ ხერხდება და პარლამენტის წევრები რჩებიან თავის აზრზე. ჩემი აზრით, მთავარია არა ის, თუ ვინ რა ემოციურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგალითად, თუ კანონპროექტი არ გავიდა, დატოვოს უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ მთავარია, პარლამენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის წინსვლისკენ იქნება გადადგმული,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534665-davit-sergeenko-centraluri-xelisupleba-gamoqops-20-milionian-biujets-rata-municipalitetebma-ambulatoriebis-asheneba-shezlon/

დავით სერგეენკო - ცენტრალური ხელისუფლება გამოყოფს 20 მილიონიან ბიუჯეტს, რათა მუნიციპალიტეტებმა ამბულატორიების აშენება შეძლონ

ცენტრალური ხელისუფლება გამოყოფს 20 მილიონიან ბიუჯეტს, რათა გადანაწილდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და ამ თანხით მუნიციპალიტეტებმა ამბულატორიების აშენება შეძლონ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 363 ამბულატორია აშენდება და გარემონტდება. ასევე დაიწყება რაიონული დახმარების სადგურების აშენება. მინისტრის თქმით, პროექტი ორი წლის განმავლობაში განხორციელდება. „ასევე არის რამდენიმე ამბულატორია, რომელიც არ იმყოფება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ასეთ შემთხვევაში სოფლის ექიმები კომუნალურ გადასახადებს თავისი ხელფასებიდან იხდიდნენ. ამ პროეტქის ფარგლებში, ეს საკითხიც მოწესრიგდება. იგივე ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე 39 მუნიციპალიტეტი, სადაც რაიონული დახმარების სადგურები ძველია, აშენდება და რეალურად ინფრასტრუქტურულად რეგიონული ჯანდაცვის საკითხები მოგვარდება. ეს საკითხები ორი წლის განმავლობაში იქნება მოგვარებული“, - განაცხადა დავით სრეგეენკომ.

---

 

 

26.02.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saxelmwifo-regionebshi-gadaudebeli-saswrafo-daxmarebis-centrebs-da-ambulatoriebs-aashenebs/30402

სახელმწიფო რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებს და ამბულატორიებს ააშენებს

სახელმწიფო რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებს და ამბულატორიებს ააშენებს სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და სპეციალური პროგრამის დაწყება დაანონსა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა. „ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/221645

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sakhelmtsifo-saqartvelos-regionebshi-gadaudebeli-sastsrafo-dakhmarebis-tsentrebisa-da-ambulatoriebis-msheneblobas-daafinansebs/56697

პია.ჯი- https://pia.ge/post/249073-regionebsi-saswrafo-daxmarebis-centrebisa-da-ambulatoriebis-msenebloba-dafinansdeba

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/politics/item/12745-regionebshi-xels-100-ze-meti-axali-ambulatoriis-mshenebloba-daixybeba-premieri

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=198511-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2C+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A1&fbclid=IwAR0W1kDEKdi39CO8wr45xrDEWQYgv7hPnZWenr7X6wy8EcAS0ggJDKH_qHM

"სხეულში სიმსივნური უჯრედების სწრაფად გავრცელების დიდი რისკებია..." - ნიკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნიკას მხოლოდ 9 ათასი ლარი სჭირდება ჩვენგან ოპერაციის ღირებულების ნაწილი დააფინანსა საქართველოს და აჭარის ჯანდაცვამ მაგრამ დრო ცოტაა, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება ოპერაციის გაკეთება.  ნიკას 2016 წელს გაუკეთდა ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაში ოსტეოქონდრომის . ის იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, მაგრამ საწუხაროდ ოპერაციის შემდეგ განვითარდა #ოსტეო #სარკომა,  ნიკას ესაჭიორება ძვლის ტრანსპლანტაცია , სხეულში სიმსივნური უჯრედების სწრაფად გავრცელების დიდი რისკებია ,ამიტომ თურქეთის კლინკაში მისცეს რეკომენდაცია სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციის. 9 ათასი ლარი გვაქვს შესაგროვებლი მეგობრებო ეს არც თუ ისე დიდი თანხა რომ ვერ შევძლოთ, ვინაიდან აქამდე ოჯახი დამოუკიდებლად თავისი ძალებით იბრძოდა ყველა რესურსი უკვე ამოწერათ ეხლა მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ... ნიკას გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ნიკას დასახმარებლად მითითებულია ორგანიზაციის ანგარიშის ნომრები გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #ნიკა #გოგიტიძე - 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთსის ქვემოთ მოცემულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ - საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი - საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, დოლარში #GE94TB7990736180100002, ევრო

#GE94TB7990736180100002

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=198411-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალას, რომელზეც პაციენტის კიდურების დაზიანებებია აღბეჭდილი განცხადებით პასუხობს

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ადმინისტრაცია ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასა და ფოტო მასალას, სადაც პაციენტის კიდურების დაზიანებებია აღბეჭდილი. "მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ძირითადი დაავადების მართვისას გართულებებს ადგილი არ ქონია, ჩვენი მხრივ, სრულად ვიზიარებთ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის (მათ შორის, შესაბამისი განყოფილების ყველა ექიმისა და ექთნის, რომელთაც პაციენტზე ზრუნვა და ზედამხედველობა ევალებოდა) მიმართ ტარდება ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები. აღსანიშნავია, რომ პაციენტის რიგი ფსიქო-მოტორული მდგომარეობისას, თვითდაზიანებების რისკის შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია კიდურების იმობილიზაცია (კიდურების დაფიქსირება), თუმცა, ამ პროცესში საჭირო იყო მედპერსონალის მხრიდან მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ქრონიკული კარდიოლოგიური პაციენტების მართვისას გამოიყენება რიგი მედიკამენტები, რომელთა ინფუზიისას ხდება სისხლძარღვოვანი ანთებები, რაც ვიზუალურად მძიმე შესახედია. „სამედიცინო კორპორაცია ევექსისთვის" უმნიშვნელოვანესია პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება. წუხილს გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ პაციენტის ყველა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაზე", - ნათქვამია განცხადებაში. 

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/221631

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/534640-eveksis-administracia-socialur-kselshi-gamokveqnebul-gancxadebas-da-potos-exmaureba/

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/205208-saqarthveloshi-eqthnebis-umravlesobis-khelfasi-500-larze-naklebia.html?lang=ka-GE

საქართველოში ექთნების უმრავლესობის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია

"სოლიდარობის ქსელმა" კვლევა ჩაატარა, სახელწოდებით "ექთნების შრომის პირობები საქართველოში". კვლევა 10 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა და გამოიკითხა 200 ექთანი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. კვლევისას გაირკვა, რომ გამოკითხული ექთნების 91% ქალია. დანარჩენი 9% ძირითადად სტუდენტია, რომელიც ექიმის პროფესიას ეუფლება; 69% უკმაყოფილოა ცვლაში შესვენების დროით, ხოლო 30,5% ვერ სარგებლობს შესაბამისი ანაზღაურებადი შვებულებით; ექთნების 87%-ს არ აქვს მოსასვენებელი ოთახი სამუშაო ადგილზე, ხოლო 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასადილოზე. კვლევის თანახმად, საშუალოდ ერთი ექთანი ემსახურება 11 პაციენტს. კვლევის მიხედვით: ❖ ხელფასის სიმწირის გამო, გამოკითხულ ექთანთა 20,4% დასაქმებულია სხვა სამსახურშიც. ❖ ექთნების 91,7% სხვა სამსახურის ქონის მიზეზად დაბალ ხელფასს ასახელებს. ❖ მეორე სამსახურში სხვა პროფესიით დასაქმებულია გამოკითხულთა 31%. ❖ ექთნების უმრავლესობას უწევს, როგორც პაციენტის მოვლა, ასევე სხვა საქმიანობის შესრულებაც. მაგ: გამოკითხული ექთნების 59,1% აღნიშნავს, რომ მათ უწევთ პალატებისა და განყოფილების ფართის დალაგებაც; ხოლო 46,6% ითვისებს ბიუროკრატიულ საქმიანობას. ❖ ექთნების 74,5% ხაზს უსვამს კლინიკებში სამუშაოს არასწორ დანაწილებას. ❖ გამოკითხულთა 57,7% ძალიან უკმაყოფილოა სამუშაოთი. სამსახურიდან წასვლის მთავარი ფაქტორები "თუ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4-6 პაციენტი მოდის, ჩვენს შემთხვევაში პაციენტთა რაოდენობა ძირითადად 11 შეადგენს; თუ საერთაშორისო პრაქტიკით მაღალი საათობრივი განაკვეთი 12 საათია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური 16, ხოლო მაქსიმალური 24 საათიანი მორიგეობაა", - აცხადებენ "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები, რომელთა კომენტარსაც "ლიბერალი" ავრცელებს. საქართველოში ექთნების დეფიციტთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტში განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. "წელიწადში 100 ექიმი გვჭირდება და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მწვავე დეფიციტი გვაქვს ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით", - იკითხა მაშინ აკაკი ზოიძემ.

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/205210-15-tslis-gogo-sakuthar-deidas-dzaladobashi-adanashaulebs.html?lang=ka-GE

15 წლის გოგო საკუთარ დეიდას ძალადობაში ადანაშაულებს

რუსთავში 15 წლის გოგონამ მასწავლებლებს უამბო, თუ როგორ ძალადობს დეიდა მასზე. გოგონას განცხადებით დეიდა მას სცემს და ამასთან აიძულებს სახლის საქმეები აკეთოს. მომხდართან დაკავშირებით დღეს რუსთავის მე-18 სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. როგორც გაირკვა გოგონას მშობლები არ ჰყავს და მისი ერთადერთი მეურვე დეიდაა. ამ დროისთვის გოგონა სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაყვანილი და მიმდინარეობს საქმის დეტალების შესწავლა.

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1551182450-%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/249163-sagareo-saqmeta-ministri-jandacvis-msoflio-organizaciis-xelmzrvanels-sexvda

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორ განიზაციის გენერალურ დირექტორთ ან ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთან ორგანიზაციის წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და იმ წარმატებულ პროექტებს, რომელიც ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს. საუბარი შეეხო c ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებულ პროექტს, რომელიც სამაგალითოა საერთაშორისო პროექტებს შორის. განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, საქართველოს კანდიდატების დასაქმების საკითხი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, სადაც მიმდინარეობს გაეროს ადამიანიას უფლებათა საბჭოს სესიის მაღალი სეგმენტის შეხვედრა.

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534579-ombudsmeni-sakartveloshi-dgemde-ar-xdeba-shepaseba-ra-gavlena-akvs-haeris-dabinzurebas-chvens-janmrtelobaze/

ომბუდსმენი - საქართველოში დღემდე არ ხდება შეფასება, რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიში სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობას, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს ასახავს. როგორც ანგარიშშია მოცემული, მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება. კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას 6 ქალაქში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური სწავლობს, რაც ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან სურათს არ იძლევა. „ჯანსაღი ჰაერის უფლება ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ავადმყოფობასთან და სიკვდილიანობასთან აქვს პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბინძურებას. სამწუხაროდ , საქართველოში დღემდე არ ხდება შეფასება, თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, ის რომ დღემდე ვერ ხდება ჰაერის დაბინძურების სრულფასოვანი კონტროლი. მხოლოდ ექვს ქალაქში ხდება კონტროლი ათი სადგურის საშუალებით, რაც ვერ ასახავს იმ რეალურ სურათს, რაც საქართველოშია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს; ამ დრომდე დანერგილი არ არის სამეწარმეო საქმიანობიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციის ქმედითი ბერკეტები; ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი წყაროები (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) არ ექცევა ქმედითი გარემოსდაცვითი რეგულაციების ქვეშ, ხოლო ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი ცალკეული სანქციები ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების განგრძობითი უგულებელყოფის პრევენციას. „მიუხედავად იმისა, რომ რისკების შემცირებას ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ქუთაისში დაახლოებით 8 მ2-ს შეადგენს, ბათუმსა და რუსთავში 5-6 მ2-ს, თბილისში კი დღემდე არ არის განსაზღვრული. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ძირითადად 25 მ2-ს აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტს – როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე, დროული და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციებით მიმართა.

---

 

26.02.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1551193089-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

მიცვალებული ამ წუთამდე არ არის სახლში მისვენებული - რევაზ მანველიძის მეგობარი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

ეს ქვეყანა მართლა უპატრონო და ჩალითაა დახურული! რეზოს გავლენიანი პატრონი რომ ჰყოლოდა დღეს ცოცხალი თუ არა შინ მაინც იქნებოდა მისვენებული“ - წერს საკუთარ „ფეიზბუკ“ გვერდზე ტელეკომპანია იმედის რეჟისორის, რევაზ მანველიძის მეგობარი რეზო იუკურიძე. “გუშინ გამთენიისას ჩემს უახლოეს მეგობარს რეზო მანველიძეს დაეწყო ტკივილი გულ-მკერდის არეში... ნახევარ საათში სასწრაფომ გადაიყვანა ნიუ ჰოსპიტალში, სადაც გაუკეთეს სტენდირება (ოპერატორი შინიდან გამოიძახეს - ისე სასწრაფოს უნდა სცოდნოდა მორიგე ოპერატორი რომელ საავადმყოფოში დახვდებოდათ) . რეზო „წარმატებით“ ჩატარებული სტენდირების შმდეგ 12 საათზე გარდაიცვალა... აქ უკვე ახალი „მოთამაშე“ სადაზღვევო კომპანია ჩაერთო საქმეში - და ბევრი რომ არ გავაგრძელო მიცვალებული ამ წუთამდე არ არის სახლში მისვენებული - ეს ქვეყანა მართლა უპატრონო და ჩალითაა დახურული! რეზოს გავლენიანი პატრონი რომ ჰყოლოდა დღეს ცოცხალი თუ არა შინ მაინც იქნებოდა მისვენებული -

---

 

ბეჭდვითი მედია

27.02.2019

მედიასაშუალება: მესინჯერი

სახელმწიფო რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებს და ამბულატორიებს ააშენებს

სახელმწიფო რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებს და ამბულატორიებს ააშენებს სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და სპეციალური პროგრამის დაწყება დაანონსა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა. „ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5903687&name=27.02.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 ​