მედიამონიტორინგი 27.03.2019
ტელევიზია
27.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
აქციის მესამე დღე - მთავრობის ადმინისტრაციასთან სოცმუშაკების პროტესტი გრძელდება. ისინი ხელფასების მატებას, გაუსაძლისი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალური პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. აქცია ბოლო დღეების მსგავსად, თბილისის გარდა გრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პარალელურად, ათასობით მოქალაქე, რომელიც ოჯახური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დაცვა, სათანადო ყურადღებისა და დახმარების გარეშეა დარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო კი კომპრომისზე არ მიდის და ამბობს, რომ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს დროებით სხვა თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967436
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967371
---
27.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობს. თამილა ბარკალაიას კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967748
იმედი-ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967572
---
27.03.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967695
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967762
იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967877
---
26.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სოციალური მომსახურების სააგენტო უკვე 48 საათია, მუშაობის საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გაფიცული სოციალური მუშაკების მოვალეობებს მეორე დღეა, სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლები ითავსებენ. შექმნილია სამკაციანი კრიზისული ჯგუფები, რომლებიც ძალადობის გადაუდებელ გამოძახებებზე დადიან. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის მიმდინარე ათასობით საქმეს, რომელთა მეთვალყურეობა და მართვა გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აბარიათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967012
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966984
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966859
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967139
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967102
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966845
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967091
ტვ პირველი -დღის ამბები 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966802
რუსთავი 2- კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966557
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966368
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966732
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966585
რუსთავი 2-კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965902
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966413
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966137
---
26.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: თავისუფალი ხედვა
ერთხელ შემოგთავაზათ სოციალური მუშაკების ირგვლივ მიმდინარე პროცესები და ამბები, უკვე 2 თვის განმავლობაში ისინი წინასაგაფიცვო პროცესში იმყოფებოდნენ რა დროსაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი. თუმცა 21 მარტს სოც. მუშაკებმა განაცხადეს , რომ ეს პროცესი ჩიხში შევიდა რამეთუ ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც სისტემას სოც. მუშაკებმა დაუყენეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967110
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით 200-მდე გაფიცული აქციებს მართავს. მოთხოვნებიდან ხუთი მთავარია, მათ შორისაა ტრანსპორტოს უზრუნველყოფა, ცენტრებში ფსიქოლოგების დანიშვნა, სოციალური მუშაკების დამატება და ანაზღაურების ზრდა. რაც შეეხება კრიზისულ გეგმას, რომელიც მათი გაფიცვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა, გაფიცულები ფიქრობენ რომ ამ ეტაპზე ბენეფიციარები სრულყოფილ მომსახურებას ვერ იღებენ, თბილისის გარდა დღეს აქციები გაიმართა ბათუმში, თელავში, ქუთაისში. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია თამილა ბარკალაია (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966452
---
26.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
ბავშვთა ონკოლოგია-რა სტატისტიკაა ქვეყანაში უმძიმესი დაავადების მხრივ, რას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები-ბავშთა ასაკის სიმსივნურ დაავადებებში ლეიკემიას პირველი ადგილი უჭირავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966883
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა. ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965776
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967090
მაესტრო-ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965428
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966532
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966096
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965322
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
შრომის უფლებები საქართველოში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965373
---
26.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციაზე აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად იმ პოლიტიკოსების ბანერები მიიტანეს, რომლებიც კონფერენციას არ ესწრებიან. წინა რიგში აქტივისტებმა დავით სერგეენკოს, გიორგი გახარიას, სოფო კილაძის, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები გამოფინეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965367
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ბათუმში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის საქმით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო დაინტერესდა. უწყების წარმომადგენლებმა რეფერალური საავადმყოფოდან და კლინიკა მედცენტრიდან სამედიცინო დოკუმენტები უკვე გამოითხოვეს. გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მედიკოსები კი უდანაშაულობის პრეზუმციუის დარღვევაზე საუბრობენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით გამოძიოება პასუხს გასცემს თუ რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966863
იმედი- ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966445
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967080
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967033
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966744
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966575
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966112
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966161
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965979
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5965870
---
26.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
მედიკოსების გუშინ გამართულ სოლიდარობის აქციას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. ზაალ მიქელაძე განმარტავს, რომ მედიკოსებს პრეტენზიები არა ჯანდაცვის, არამედ მედიასაშუალებების მიმართ აქვთ. ის მედიკოსებს სოლიდარობას უცხადებს და განმარტავს, რომ ვიდრე არ იქნება საბოლოო დასკვნა, რამ გამოიწვია 29 წლის ქალის გარდაცვალება, კონკრეტული პირების დადანასაულება არასწორია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966384
---
26.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა მდუმარე აქცია გამართეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5967081
---
26.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ იმსჯელეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5966440
---
ინტერნეტი
27.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/351769/
სოცმუშაკების მოთხოვნების ნაწილი შესრულებულია, სრულდება და არსებობს გეგმა – სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იმ მოთხოვნების ნაწილი, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა. სამინისტროს თქმით, მათი “უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს”. უწყების განცხასდებით, სოციალური მუშაკების გაძლიერება 2018 წლიდან დაიწყო. “ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით სარგებლობენ” , – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს 27 მარტის განცხადებაში. უწყებისვე ცნობით, თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზია, რომელიც გააჩენს შესაძლებობას გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, იგეგმება 12 იურისტის დამატება. გარდა ამისა, 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. “ასევე იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს – 1500 ლარამდე”, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ. მის განცხადებას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. რატომ გაიფიცნენ სოციალური მუშაკები სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს. სოციალური მუშაკები გაფიცვის მზიეზად ასახელებენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად, თავიანთი პირადი ფინანსების დახასრჯვა უწევთ ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.
---
27.03.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი დაემატება
წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი დაემატება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები აყენებენ, ბარკალაიას თქმით, მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა. ბარკალაიას თქმით, 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე. „ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. სოციალური მუშაკები და სოციალური მუშაობა საჭიროებს დამატებით რესურსებს, გაძლიერებასა და მხარდაჭერას. ეს პროცესები აქტიურად დაწყებულია 2018 წლიდან. სახელმწიფოს აქვს გეგმა, რომ სოციალური მუშაობა გააძლიეროს, განავითაროს და მათი შესაბამისი ხელშეწყობა უზრუნველყოს, რათა ხარისხიანი სოციალური მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი. ეს გეგმა არის ეტაპობრივი და საჭიროებს შესაბამისი რესურსებს. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები აყენებენ, მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა. კერძოდ, ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით სარგებლობენ. თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზია, რომელიც გააჩენს შესაძლებობას გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება 12 იურისტი. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. ასევე იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე გათავისუფლებულები არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზირებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში“, - განაცხადა ბარკალაიამ.
კვირა.ჯი-http://kvira.ge/457943?fbclid=IwAR3FFsybG8mjK6LohJervTs_wgrUpnD91U1cklqtbvjQQ4nEw8MTAtXL8Lc
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=80962
---
27.03.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/457948?fbclid=IwAR2w2PpmzPBA6EITwsTW8ri1eTvI4TjEkrBVhYYuFPOY9-i-cNNX_jawLVM
პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ პროგრამაში ჩართულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31 როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 43 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ბარმენი, გიდი, ექთნის თანაშემწე, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი და სხვ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელსაც ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 15 აპრილს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამისთვის, მიმდინარე წლის, ბიუჯეტიდან 2 090 000 ლარი გამოიყო. 2018 წელს, პროფესიული სასწავლო კურსები წარმატებით 2574-მა ბენეფიციარმა დაასრულა. სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში კი, სააგენტოს ხელშეწყობით, 1888 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 99 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=80960&fbclid=IwAR3k5par9YswiXH7TY7ZqBqOdkpT0AdwHGqKHg1b__5jx-P0S2yhpaFXd08
---
26.03.2019
"ძალადობაგანცდილი ბავშვი 7 თვე ვერ დაელოდება ფსიქოლოგის დახმარებას"
სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაფიცულთა ფუნქციები "ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა". სოფო ხვთისიაშვილი, გაფიცული სოციალური მუშაკი "დილის საუბრებში" განმარტავს: "სოციალური მუშაობა არ არის ის სპეციალობა, რომელიც ასე უცბად ჩანაცვლებადია. როგორც ვიცით, ისინი არიან ყოფილი პრაქტიკანტები. მათ დაურეკეს და ამ ადამიანებს აქვთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, პერსონალურ ინფორმაციაზე, როგორიცაა მშვილებლებზე, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ინფორმაცია". მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ მისი "პრიორიტეტი და ამოცანაა, ადამიანებს, რომლებმაც უნდა ისარგებლონ და სარგებლობენ ამ პროგრამებით, წყვეტა არ ჰქონდეთ. ეს იქნება სრულყოფილი მომსახურება". სოციალური მუშაკების უკმაყოფილების და მიმდინარე გაფიცვის საფუძველი კი სწორედ ის არის, რომ ისინი ვერ ახერხებენ სრულფასოვნად მოემსახურონ ბენეფიციარებს იმ პირობებში, როგორშიც უწევთ საქმიანობა. მათ ჩათვალეს, რომ მინისტრის მიერ შეთავაზებული გეგმა "რეალურად პრობლემებს არ ცვლიდა" და საბოლოოდ მიიღეს გაფიცვის გადაწყვეტილება: "იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება ტრანსპორტი, შესწავლა არ სჭირდება. იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება კონფიდენციური გასაუბრების ოთახი, შესწავლა არ სჭირდება. ის, რომ ფსიქოლოგები უნდა დაემატოს ყველა სერვისცენტრს და ძალადობაგანცდილი ბავშვი 7 თვე ვერ დაელოდება ფსიქოლოგის დახმარებას, ამას შესწავლა არ სჭირდება", - ამბობს სოფო ხვთისიაშვილი. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს 7 ფსიქოლოგი ჰყავს. თბილისს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ემსახურება. სოციალური მუშაკი გვეუბნება: "ორი წელი ვიმუშავე და როცა დამჭირვებია, ფსიქოლოგთან ვერც ერთი ბავშვი ვერ გადავამისამართე. როცა დამჭირდა, მითხრეს, რომ 7 თვე ვერ მოემსახურებოდა. ფსიქოლოგების დამატება ყველა სერვისცენტრში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი". "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ნანა გოჩიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: "სოციალური მუშაკები წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს აწვდიდნენ ინფორმაციას პრობლემების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები არის უპასუხისმგებლო და წინააღმდეგობრივი. გუშინ შემოთავაზებული კრიზისული მენეჯმენტის გეგმა უპასუხსიმგებლოა - ერთი მხრივ აღიარებ ამ პრობლემებს, მეორე მხრივ ამბობ რომ პრობლემა არ არის. სოციალური მუშაკები წლების განმავლობაში საკუთარი რესურსების ხარჯზე ახერხებდნენ დაეცვათ თავიანთი ბენეფიციარების უფლებები". სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სოფო ხვთისიაშვილი აღწერს როგორ აისახება ეს სოციალური მუშაკების რეალურ დატვირთვაზე: "საერთაშორისო სტანდარტით, ერთ სოცმუშაკს უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ 20 შემთხვევა, რადგან ეს არ არის ერთჯერედად შესასრულებელი სამუშაო. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეკომენდაციით, საქართველოში სოციალურ მუშაკს დღეს უნდა ეწერებოდეს 11-12 საქმე თვეში და დღეის მდგომარეობით ეწერებათ 100-150 საქმე. ამ დროს ხომ ეფექტიანობაზე და ხარისხიანობაზე ვერ ვილაპარაკებთ". რაოდენობრივის გარდა, სოფო ხვთისიაშვილი საქმიანობის არეალის ზრდაზეც ლაპარაკობს: "წლების განმავლობაში სოციალურ მუშაკებს ეზრდებოდათ სამუშაო არეალი. ისინი ერთი მიმართულებიდან, რაც იყო ბავშვთა კეთილდღეობა, გადავიდნენ 30 მიმართულებაზე და არ ხდება სპეციალიზაცია. როგორ შეიძლება ერთი სოციალური მუშაკი მუშაობდეს ბავშვებთანაც, ხანდაზმულებთანაც, შშმ პირებთანაც, ქალებთანაც, კანონდამრღვევ პირებთანაც? შეუძლებელია ყველა მიმართულებით იმუშაო ხარისხიანად და ეფექტიანად. უნდა მოხდეს სპეციალიზაცია". სოციალურ მუშაკებს ტრანსპორტის ხარჯის საკუთარი ჯიბიდან გაღებაც უწევთ: "შემოგვთავაზეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო ბარათი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ წამოვიყვანო მოხუცი ან ბავშვი საზოგადოებრივი ტრანსპორტით? სოციალური მუშაკები 24 საათის განმავლობაში გადიან ბენეფიციართან. ხშირად პატრულს წამოუყვანია სოციალური მუშაკი შემთხვევის ადგილიდან". "დილის საუბრების" სტუმრები აღნიშნავენ, რომ სოციალურ მუშაკებს ბენეფიციარზე ზრუნვა უწევთ "შიშველი ხელებით, ინსტრუმენტების გარეშე, მხოლოდ სოციალური მუშაკის რესურსით". სოფო ხვთისიაშვილი წუხს იმ გარემოზეც, რომელშიც სოციალურ მუშაკს პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაც უწევს: "არც ერთ სერვისცენტრში არ არის გასაუბრების კონფიდენციური ოთახი. ანუ, როცა, მაგალითად, მოდის მშვილებელი, ან ძალადობის მსხვერპლი ადამიანი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, მან დაძლია შინაგანი ბარიერი, მოვიდა ჩემთან და მე მას ვესაუბრები 20 კაცის თანდასწრებით და მან უნდა მოყვეს სექსუალური ძალადობის, თუ ტრავმული გამოცდილების შესახებ. უნდა მოყვეს უცხო ადამიანებთან ერთად. ეს არის ბენეფიციარის უფლებების დარღვევა და ჩვენი ეთიკის კოდექსის დარღვევა". სოციალური მუშაკების გაფიცვა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები: "რეალისტები ვართ და 22-ვეს დღესვე ვერ შეასრულებენ, მაგრამ გვაქვს მყისიერი კონკრეტული მოთხოვნები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს".
---
26.03.2019
ჯანდაცვის სამინისტრო - სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ბენეფიციარებს სერვისები მიეწოდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მათივე ინფორმაციით, გუშინ და დღეს სააგენტოში სულ შევიდა 140 შეტყობინება, მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა. „შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ბენეფიციარებს სერვისები უწყვეტად მიეწოდება“, - ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „სწორედ ამ თემაზე გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44012/sotsmushakebi-gafitsulebi-arian-saagentoshi-ki-amboben-rom-tsentrebi-utsyvetad-mushaobs
სოცმუშაკები გაფიცულები არიან, სააგენტოში კი ამბობენ, რომ ცენტრები უწყვეტად მუშაობს
სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. ისინი მეორე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილები. თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე გაფიცვის პარალელურად სოციალური მუშაკები აქციას ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც მართავენ. სოციალური მუშაკები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც 20 მარტს მედიაციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და სოციალურ მუშაკებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული სოციალური მუშაკები მათი მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე. მათგან 6 მოთხოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ შესრულებამდე გაფიცვა გაგრძელდება, დანარჩენ მოთხოვნებზე კი სამომავლოდ კონკრეტულ ვადებში შესრულების პირობას ითხოვენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მიუხედავად სოცმუშაკების გაფიცვისა, სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. „ბოლო მონაცემებით, გუშინ და დღეს სააგენტოში სულ შემოვიდა 140 შეტყობინება, მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა. შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ბენეფიციარებს სერვისი უწყვეტად მიეწოდებათ. სწორედ ამ თემაზე გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა," - ამბობენ სააგენტოში.
---
26.03.2019
ბექა ნაცვლიშვილი - მხარდაჭერას ვუცხადებ სოციალურ მუშაკებს სამართლიან და მნიშვნელოვან ბრძოლაში
სოციალური მუშაკების პროტესტი უნდა გახდეს სახელმწიფოს როლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძვლიანი განსჯისა და გააზრების საფუძველი,- აცხადებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, სოციალური მუშაკების გაფიცვის შესახებ. „უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს სოციალური მუშაკების გაფიცვა. სოციალური მუშაკების სამართლიანი პროტესტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არა მხოლოდ დასაქმებულების სავალალო მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, არამედ ააშკარავებს სახელმწიფოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის უგულველყოფას მოქალაქეების მიმართ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს. ის, რასაც სოციალურ პოლიტიკას უწოდებთ, არის არა ადამიანების განვითარებაზე, არამედ ადამიანების ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული ქმედებების ერთობა, ყოველგვარი სისტემური გააზრების გარეშე. ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვისმენთ სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გასამართლებლად. ჩვენი პრობლემა უთანასწორობაა, რომელიც უფრო ღრმავდება და რომელიც დეკლარირებულია, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი საზოგადოების“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში საჭიროა რეფორმები, რომელიც წაახალისებს სოლიდარობას, თანადგომას და სახელმწიფოს აქცევს საყოველთაო განვითარების მექანიზმად საზოგადოების ხელში. „ჩვენ გვჭირდება სოციალური პოლიტიკა, რომელიც დაძლევს უთანასწორობას, რომელიც რეალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების, რათა მათ დაძლიონ უპერსპექტივობის განცდა, შეიძინონ მეტი რწმენა და მოახდინონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა განვახორციელოთ ნამდვილი სოციალური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. ამგვარი სახელმწიფო ვერ იქმნება რეფორმებით, რომლებიც ახალისებენ თავკერძობას, ინდივიდუალიზმს და მარტო ტოვებენ ადამიანებს ისეთი სირთულეების მიმართ, რომელთა გამკლავებაც მათ სახელმწიფოს თანადგომის გარეშე არ შეუძლიათ. ჩვენ გვჭირდება რეფორმები, რომლებიც წაახალისებს სოლიდარობას, თანადგომას და სახელმწიფოს აქცევს საყოველთაო განვითარების მექანიზმად საზოგადოების ხელში, სადაც ბიუჯეტი, სოციალური სისტემა, საპენსიო სისტემა იქნება სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა. დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხოლოდ სოციალური მუშაკების წინაშე არსებული პრობლემების აღიარება არ არის საკმარისი. „აუცილებელია მყისიერად იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც სამართლიანად ითხოვენ სოციალური მუშაკები, რათა არ დაზიანდნენ ოჯახები, რომლებზეც ისინი ზრუნავენ. ამიტომ მინდა ჩემი თანადგომა გამოვუცხადო სოციალურ მუშაკებს სამართლიან და მნიშვნელოვან ბრძოლაში. ეს პროტესტი უნდა გახდეს სახელმწიფოს როლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძვლიანი განსჯისა და გააზრების საფუძველი. აქვე მინდა გამოვეხმაურო ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვას და მივულოცო მათ პროცესის წარმატებით დასრულება. მხოლოდ ამგვარი ბრძოლით მიიღწევა შედეგი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. სოციალური მუშაკები უკვე ორი დღეა გაფიცულები არიან.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/146354-elene-xoshtariam-soc-mushakebis-gaficvis-sakitxi-adamianis-uflebata-komitetze-daakena
ელენე ხოშტარიამ სოც. მუშაკების გაფიცვის საკითხი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დააყენა
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სოციალური მუშაკების გაფიცვის საკითხი დააყენა. ხოშტარიამ სოფიო კილაძეს მოუწოდა, რომ მან, როგორც პარლამენტის წევრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართოს მთავრობას და სოციალურ მუშაკებთან დალაპარაკებისკენ მოუწოდოს. "ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, დღემდე რა დამოკიდებულებაც გამოჩნდა ამ ადამიანების მიმართ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ ამ უგულებელყოფას, რაც ახლა ხდება. ისინი მთელი დღეა ითხოვენ, რომ ვინმე ჩავიდეს და დაელაპარაკოს და ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასე შრომობენ ბავშვთა უფლებებისთვის, არ იმსახურებენ, რომ ასე ქუჩაში იყინებონდნენ,"- თქვა ხოშტარიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 25 მარტს გაჟღერებული პოზიცია უწყების მხრიდან თავის მოტყუებაა. "რაც თქვა ახლა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მუშაობა მიმდინარეობს, შეფერხებები არ ყოფილაო, ქ-ნო სოფიო, თქვენ, ალბათ, გესმით, რომ როდესაც სხვა პროფესიის ადამიანებს შეიყვანენ ამ ფუნქციების შესასრულებლად ოთახებში, ეს არანაირი გადაჭრა არ არის. ეს არის თავის მოტყუება, რომ ვითომ ეს სამსახური მუშაობს. ჩემი მთელი პატივისცემისდა მიუხედავად სხვა პროფესიებისადმი, პარლამენტარი იქნება ეს, ბუღალტერი თუ იურისტი, იმას რომ დაუსვამ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ან შშმ-ს, ეს არ ნიშნავს, რომ სამსახური მუშაობს. არ ვიცი ჯიბრში უდგება სერგეენკო, არ ვიმჩნევთ, რომ ეს ადამიანები იქ ასე დგანან, ამიტომ, გთხოვთ, რომ პარლამენტი ჩაერიოს კონკრეტული მოთხოვნით. პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოხდეს, რომ ამ ადამიანებს მოუსმინონ,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. სოფიო კილაძემ ხოშტარიას უპასუხა და აღნიშნა, რომ "ვის-ვის და, ამ კომიტეტს ნამდვილად ესმის ამ პროფესიის მნიშვნელობა". კილაძის თქმით, გაფიცული სოციალური მუშაკების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანად მიაჩნია, თუმცა ამასთან აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ფულადი რესურსი იმ ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც ამ სფეროში არსებობს. "სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ შევხედეთ ამ რეფორმის შექმნისას, რომ სახელმწიფოს წლევანდელი წლისთვის ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ეს ერთბაშად გაეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2020 წლიდან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ და წლევანდელი წელი ავიღეთ მოსამზადებლად,"- თქვა კილაძემ. კილაძის თქმითვე, სოციალური მუშაკები მის კომიტეტს არ დაკავშირებიან და მისთვის პროცესში ჩართვა არ უთხოვიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ამ საკითხზე მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და ის "კონსენსუსის ლუფტს" ხედავს. "ჩვენთან, კომიტეტთან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ რაიმე ფორმით ჩავრთულიყავით, თუმცა მე მქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და აქ არის კონსენსუსის ლუფტი, ასე ვთქვათ, და მოხდება შეჯერება ამ საკითხებთან დაკავშირებთ, რომ მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ იყოს ასევე სახელმწიფოს ინტერესებიც გათვალისწინებული, რომ ნამდვილად დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი, სამწუხაროდ,"- ამბობს კილაძე. სოციალური მუშაკების გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ არის შეკრებილი და აქციას მართავს. სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს 680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. სოციალური მუშაკების პროტესტის პასუხად ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მათ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, "როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა".
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/146365-kiladzes-ar-hgonia-rom-socialuri-mushakebis-gaficvis-gamo-saagentoshi-gansxvavebuli
კილაძეს არ ჰგონია, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო სააგენტოში განსხვავებული სიტუაციაა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თვლის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ადამიანები განათლებით სოციალური მუშაკები არ არიან, ამიტომაც არ არსებობს განსხვავება 2 კვირის წინანდელ და დღევანდელ ვითარებას შორის, როდესაც გაფიცვის პარალელურად მათ მოვალეობებს სამინისტროს სხვა თანამშრომლები ასრულებენ. კილაძემ ეს პარლამენტში, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, ელენე ხოშტარიას კითხვის პასუხად თქვა. "ეს არის თავისი შინაარსით და არსით უმნიშვნელოვანესი პროფესია, იმიტომ რომ ყველაზე დაჩაგრული ადამიანების თვითრეალიზაციას და გაძლიერებას ემსახურება და ემსახურება ამით ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას. მათი მოთხოვნები არის აბსოლუტურად სამართლიანი და ის პირობები, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ ვისურვებდით მათთვის, თუმცა, არის მეორე გარემოებაც, ეს არის სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და შესაძლებლობები. ჩვენ შეხვედეთ ამ რეფორმის შექმნისას, რომ სახელმწიფოს წლევანდელი წლისთვის ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ყველაფერი ერთბაშად გაეკეთებინა, ამიტომ გადაწყდა, რომ კონკრეტული ნაბიჯები 2020 წლიდან გადაიდგას. წლევანდელი წელი ავიღეთ მოსამზადებლად. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ვატარებთ მათი გადამზადების ტრენინგებს და ა.შ, სწორედ იმიტომ, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც დღეს სოციალურ მუშაკად არის დასაქმებული, არ არის პროფესიით სოციალური მუშაკი. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, დიდი განსხვავება იყოს დღევანდელ სიტუაციას - ანუ იმას, რომ დღეს სხვა პროფესიის ადამიანები ასრულებენ ან სამუშაოს - და ორი კვირის წინანდელ მდგომარეობას შორის, რადგან დიდი ნაწილი სოციალური მუშაკებისა არ არის განათლებით სოციალური მუშაკი და ეს ხარვეზი გვინდა, აღმოვფხვრათ იმით, რომ დავიწყოთ სერტიფიცირება. ამ სფეროში არის უამრავი ხარვეზი. იმისთვის, რომ ჩვენი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფები საზოგადოების გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე და დავიცვათ, უნდა დავიცვათ პირველ რიგში სოციალური მუშაკები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ აქ არის კონსენსუსის ლუფტი და ამ საკითხებზე შევჯერდებით, რათა მათი ინტერესიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ იყოს სახელმწიფოს ინტერესებიც დაცული იმ კუთხით, რომ ნამდვილად, დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი, სამწუხაროდ. მაგრამ როდესაც წელს შემოვა ბიუჯეტის პროექტი, ამ პროექტში უფრო მეტს მოვითხოვთ სწორედ ამ მიმართულებით", - თქვა სოფო კილაძემ. სოციალური მუშაკები უკვე მეორე დღეა, გაფიცულები არიან. პროტესტის უკიდურეს ზომებს მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოციალური მუშაკები სისტემის ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, რათა ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურების გაწევა შეძლონ. გაფიცულია საქართველოს მასშტაბით ყველა სერვის-ცენტრის ყველა სოციალური მუშაკი. თუმცა, მინისტრ სერგეენკოს თქმით, სააგენტო შეუფერხებლად მუშაობს, რადგან სოციალური მუშაკების ფუნქციებს უწყების სხვა თანამშრომლები ასრულებენ.
---
26.03.2019
სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს ოფისის სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან
სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს ოფისის სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან. „ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად" , - ამ შინაარსის წარწერები სამხარეო სააგენტოში დილით მისული თანამშრომლების ნაწილს დახვდა. „ბენეფიციარების მომართვიანობა ეს დღეები არ არის. ვცდილობთ, ამ ეტაპზე სიტუაციის კონტროლი არ დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ბენეფიციარებს“, - აცხადებს სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დალი მოსიაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან.
პია.ჯი- https://pia.ge/post/253738-socialuri-musakebis-gaficva-kaxetsic-grzeldeba
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socialuri-momsaxurebis-saagentos-tanamshromlebma-batumshi-protestis-nishnad-karavi-gashales
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს
ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ვარდების სკვერში კარავი გაშალეს და გაფიცვას აგრძელებენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, სისტემაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა დამატებას ითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ და ქობულეთის ფილიალის უფროსმა თემურ ჭანტურიშვილმა თანამშრომლებზე ზეწოლა მოახდინეს და აქციის გამართვის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სამართალდამცავებს განცხადებით უკვე მიმართეს. „ბრძოლას არ შევწყვეტთ და მოთხოვნები უცვლელი იქნება. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი მყავს, რომელიც ელოდება ჩემს კონსულტაციას. ასეთი ფაქტები ბევრია და ვერ ვეხმარებით ადამიანებს, ამის რესურსი არ გვაქვს. საკუთარი ჯიბიდან ვეხმარებოდით მოქალაქეებს",- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სისტემაში ცვლილებების მიზნით მეორე დღეა აქციას მართავენ.
ნტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/538853-socialuri-momsaxurebis-saagentos-tanamshromlebma-batumshi-protestis-nishnad-karavi-gashales/
---
26.03.2019
ბათუმში სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება
სოციალური მუშაკები კვლავ ვარდების სკვერში კარავიც გაშალეს. შეკრებილები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ. გუშინ ერთ-ერთმა სოც-მუშაკმა ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა საჯაროდ. აღნიშნულთან დაკავშირებით მან უკვე მიმართა განცხადებით პროკურატურას. ამ დროისთვის მისი გამოკითხვა არ მომხდარა. “გთხოვთ ჩვენ არ გვინდა ბრძოლა. ის მოთხოვნები, რაც არის გაითვალისწინონ. მელოდება ბენეფიციარები. მყავს ძალადობის მსხვეროლი ბავშვი, რომელიც ელოდება ჩემს კონსულტაციას,”- აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული სოც-მუშაკი ნაიარა კორძაია.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538859-socialuri-momsaxurebis-saagentos-imeretis-organizaciis-tanamshromlebis-protesti-grzeldeba/
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. სოცმუშაკები წერეთლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები გააჟღერეს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების და სერვისების გაუმჯობესებას და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ. „ჩვენი მიზანი არ არის გაფიცვა და ადამიანებისთვის პრობლემის შექმნა, ჩვენი მიზანია გამართული სერვისები და სათანადო პირობები, ამიტომ, მეორე დღეა ვაგრძელებთ პროტესტს, ვმართავთ აქციას. სოცმუშაკები არასათანადო პირობებში მუშაობენ და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მოთხოვნები შესრულდა, მცდარია. ასევე შეუძლებელია ერთ დღეში აყვანილ ადამიანებს შეეძლოთ ბენეფიციარების სათანადო მომსახურება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი შექმნილი მდგომარეობის გამო ბენეფიციარებს ბოდიშს უხდიან. სოცმუშაკების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. სოცმუშაკების აქციას სახალხო დამცველის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები შეუერთდნენ. იმერეთში 32 სოცმუშაკია. აქციის მონაწილეები გეგმავენ მსვლელობით მერიასთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მივიდნენ.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538906-mtavrobis-administraciastan-gapiculi-socialuri-mushakebis-akcia-ganaxlda
მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფიცული სოციალური მუშაკების აქცია განახლდა
მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფიცული სოციალური მუშაკების აქცია განახლდა. სოციალური სამსახურის თანამშრომლები მეორე დღეა მოითხოვენ დაუყოვნებლივ შესრულდეს მათი მოთხოვნების ის ნაწილი, რაც ხელფასების ზრდას, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას და კადრების დამატებას გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური მუშაკები აქციის გაგრძელებას გეგმავენ. „დღეს სოციალური მუშაკები მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ შევიკრიბეთ, ჩვენი გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არ ვიცი, სიახლედ რამდენად ჩავთვლით იმას, რომ მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ სისტემაში ნამდვილად არის პრობლემები და ნამდვილად არის კრიზისი, ასევე აღიარა ისიც, რომ გაფიცვა ვერ გახდება სოცმუშაკის გათავისუფლების საფუძველი, რადგან ქვეყანაში კადრების დეფიციტია. სხვა არავინ გამოგვხმაურებია“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა "სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის" სოფო ღვთისიაშვილმა. მისივე თქმით, ისინი ითხოვენ 22 პუნქტიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა ამ ეტაპზე რათა გაფიცვა შეწყდეს დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს 6 პუნქტი. კერძოდ, ეს არის: კადრების დამატება, ფსიქოლოგების და იურისტების დამატება სერვის ცენტრებში, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება და ხელფასების ზრდა. კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/socmushakebis-nawili-dgesac-gaificeba
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253652-qutaissi-socialuri-musakebis-aqcia-grzeldeba
ქუთაისში სოციალური მუშაკების აქცია გრძელდება
ქუთაისში მეორე დღეა სოციალური მუშაკების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ლოკაციებზე გადაადგილების ხარჯების დაფარვა საკუთარი ხელფასიდან უწევთ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ჩანაცვლებას, სავარაუდოდ, არაკვალიფიციური კადრებით აპირებს, რაც არასწორია და ბენეფიციარებს ზიანს მოუტანს. "ჯანდაცვის სამინისტროსაგან ჩვენ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ. მოთხოვნებს ვუყენებთ ახლა უკვე მთავრობას. აპირებენ არაკვალიფიციური კადრების მოყვანას, რომელთაც არ იციან როგორ ამოიცნონ ძალადობის მსხვერპლნი და მოახდინონ რეაგირება სათანადო სიტუაციებში. პასუხისმგებლობები ყოველ დღე გვემატება, თუმცა უცვლელია ხელფასი,"-აცხადებს მზევინარ ღაჭავა. იმერეთში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა საპროტესტო აქცია 25 მარტსაც გამართეს. ისინი აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.
---
26.03.2019
სოციალურ მუშაკებს სააგენტოს იურისტები სოლიდარობას უცხადებენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტები სოციალური მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ. განცხადებას ხელს თბილისისა და რეგიონების 26 იურისტი აწერს ხელს. „სოციალური მუშაკების გაფიცვა ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას, ისეთივე კეთილშობილურ მიზნებს, რისთვისაც მოწოდებულია სოციალური სამსახური ზოგადად. ეს არის პრობლემების აღიარების, გადაჭრის გზების ძიების და მათზე სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობის მცდელობა. ამიტომ მხარს გიჭერთ ბენეფიციარის ინტერესზე მორგებული სისტემური ცვლილებებისათვის,"-აცხადებენ იურისტები. ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გუშინ აქცია თელავშიც გამართეს. ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. "სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის", "ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს" - ამ და სხვა ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
---
26.03.2019
„ბავშვთა უფლებების კოდექსის" პროექტით, ბავშვის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილებას, სოციალური მუშაკი ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს
„ბავშვთა უფლებების კოდექსის" პროექტით, ბავშვის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილებას, სოციალური მუშაკი ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განუცხადა, არსებობს ორი ძირითადი ვერსია, პირველი - გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო მიიღებს 24 საათის ვადაში და მეორე ვერსია, რომ თუ სოციალური მუშაკი ან პოლიციელი, ბავშვს ოჯახს ან მეურვეს განარიდებს, მათ გადაწყვეტილებაზე სასამართლო იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. კითხვაზე, რამდენად მოახერხებს სასამართლო მსგავსი საკითხის შემჭიდროებულ ვადაში განხილვას, კილაძე პასუხობს, რომ განრიდების სტატისტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემას არ წარმოადგენს. „ისეთი ხშირი შემთხვევებიც არ არის ბავშვის გამოყვანის, რომ ამას სასამართლოები ვერ აუვიდეს. გვქონდა თავდაპირველ ვერსიაში, რომ მხოლოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს თავიდანვე, მაგრამ შემოგვთავაზეს შუალედური ვერსია, რომ სასამართლოს ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების დადასტურების უფლება. თუ გადაუდებელი შემთხვევაა, ამ შემთხვევაში ჰქონდეს სოციალურ მუშაკს და პოლიციას, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის უფლება, მაგრამ ამაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იყო თუ არა ეს კანონიერი. თუმცა ეს საკითხი ჯერ მსჯელობის საგანია“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
---
26.03.2019
სოფო კილაძე - სამწუხაროდ, ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო
ძალადობის კუთხით სერიოზული ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც კატასტროფის წინაშე დავდგებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, ბავშვები ხშირ შემთხვევაში დაუცველნი არიან როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით, ასევე ერთმანეთში ჩაგვრის და ძალადობის კუთხითაც. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ეს კოდექსი, როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში და საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ბავშვები ხშირ შემთხვევაში დაუცველნი არიან როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით, ასევე ერთმანეთში ჩაგვრის და ძალადობის კუთხით, ე.წ. ბულინგის კუთხით, რამაც ძალიან ცუდი ფორმები მიიღო, სამწუხაროდ. ჩემს ბავშვობაშიც იყო, მაგრამ ასეთი, რასაც ახლა ვუყურებ, ნამდვილად არ იყო. ჩემი მშობლების თაობაში კიდევ უფრო ნაკლებად. რაღაც სერიოზული ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც კატასტროფის წინაშე დავდგებით“, - განაცხადა კილაძემ.
---
26.03.2019
სოფიო კილაძე - კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის
კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა. კილაძის თქმით, ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს და სახელმწიფოს. როგორც კილაძემ განმარტა, იქ, სადაც ამას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, კონკრეტულად შესაბამისი ფილტრების დაყენებით და ტექნიკური საშუალებებით. „ძლიერდება ბავშვის სოციალური მხარდაჭერა და ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მექანიზმები. ასევე, იქნება ბავშვის ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვის ქმედითი მექანიზმები. სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს მასმედიითაც, ინტერნეტითაც, ასევე ალბათ, თქვენს გარემოცვაშიც არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ განსაკუთრებით ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეების კუთხით. კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის განუსაზღვრელად და საერთოდ არ შეიძლება ეს ხელმისაწვდომი იყოს. ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს და რა თქმა უნდა, შემდეგ სახელმწიფოს. იქ, სადაც ამას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, კონკრეტულად შესაბამისი ფილტრების დაყენებით და ტექნიკური საშუალებებით. პასუხისმგებლობა არის ჩვენს მხარეზე“, - განაცხადა კილაძემ.
---
26.03.2019
„ბავშვის კოდექსის“ პროექტით, მოზარდები ღამის კლუბებში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით, 18:00-დან 00:00 საათამდე დაიშვებიან
საქართველოს პარლამენტში მომზადებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით, მოზარდები ღამის კლუბებში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით, 18:00-დან 00:00 საათამდე დაიშვებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა. „ჩვენი მიზანია, ბავშვები მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ. ეს არის აზარტული თამაშები და ნარკოტიკები. ღამის კლუბებში ბავშვები შედიან და ნარკოტიკს იკეთებენ ან პროსტიტუციაში ებმებიან. მოზარდები ღამის კლუბებში 18:00 საათიდან 12:00 საათამდე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით დაიშვებიან. პატარა ბავშვი ღამის კლუბში ვერ წავა. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კოდექსით გათვალისწინებულია, არის ის, რომ პრევენციულ პროგრამებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ, რომლებიც პრევენციულად იმოქმედებს. ანუ ბავშვების ენერგია ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და განათლებაში უნდა მივმართოთ. ბავშვები ასეთი ტიპის აქტივობებით უნდა დაკავდნენ. კოდექსის მიხედვით პრევენციული ნაწილი ძალიან ძლიერია“, – განაცხადა სოფო კილაძემ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სოფო კილაძემ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადასაწყვეტი იქნება, მიიღებს თუ არა მისი შვილი სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს. „იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება და მშობლების აღშფოთება თავიდან ავიცილოთ, ვფიქრობთ, თავად მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება, განსაზღვროს, აქვს თუ არა სურვილი, მისმა შვილმა მიიღოს სქესობრივი აღზრდის კონკრეტული გაკვეთილები, რადგან უახლოეს წარსულში საზოგადოებაში ვნახეთ, რომ ძალიან დიდი აღშფოთება და დაპირისპირება გამოიწვია ზოგიერთი ადამიანის მიერ წარმოდგენილმა სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებმა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ანგარიში უნდა გავუწიოთ და მშობლის გადასაწყვეტი იყოს, ისე, როგორც ეს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება. ჩვენ არ ვადგენთ, რომ გაკვეთილები უნდა იყოს. პირიქით, ვამბობთ, რომ თუ ასეთი გაკვეთილები იქნება, მათ შორის ინტერნეტში, მშობელმა გადაწყვიტოს, ეს კონკრეტული გაკვეთილი მის შვილთან შესაბამისობაში არის თუ არა ან უნდა თუ არა მის შვილს ასეთი ტიპის გაკვეთილებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
---
26.03.2019
სოცმუშაკების გაფიცვა - დარღვეული შრომისა და კონსტიტუციური უფლებები
„დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლს, ხანდაზმულს“, „მოქნილი და ეფექტური სერვისები ადამიანების გადასარჩენად“, „დაუცველი დამცველები“, „ვითხოვთ ღირსეულ მოპყრობას და შრომის შესაბამის ანაზღაურებას“, „ვიფიცებით ჩვენი პროფესიის გადასარჩენად“ - ამ და სხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრთან შეიკრიბნენ. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 30 სოციალური მუშაკია. მათ, საქართველოს მასშტაბით გაფიცული სხვა კოლეგების მსგავსად, გააპროტესტეს შრომის მძიმე პირობები და სისტემაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება მოითხოვეს: „ყველამ უნდა გაითავისოს, ჩვენ რა კატორღული შრომა გვიწევს. ეს არის ძალადობა ჩვენზე. იძულებული ვარ ვიმუშაო ზეგანაკვეთურად, ღამით - მაშინ, როცა სახლში უნდა ვიყო - და არასრულწლოვანი შვილები დავტოვო“; „ჩვენ ხშირად ღამის საათებში გვიძახებენ, სადღესასწაულო დღეებში. არ გვაქვს არც დღესასწაულის და დასვენების უფლება“; „დაგვემატა დიდი მოცულობის სამუშაო და არ მოჰყვა მას შესაბამისი მეთოდოლოგია, გამართული სისტემა, ინსტრუქტაჟი და ანაზღაურება, რის გამოც ჩვენ სამუშაო დრო აღარ გვყოფნის“; „ვეღარ ვახერხებთ ბენეფიციარებზე ზრუნვას, რადგან ჩვენც უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. როგორც მათ სჭირდებათ დახმარება, ასევე გვესაჭიროება ჩვენც“, - ამბობენ სოცმუშაკები. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომუშავე სოციალური მუშაკის, ვენერა გაჩეჩილაძის, თქმით, მას 20 სოფელში უწევს ბენეფიციარების მომსახურება, ხშირად მუნიციპალური ტრანსპორტით ან ტაქსით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთი სოფლის რთული მდებარეობის გამო დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრს ფეხითაც გადის. ვენერა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რთული სამუშაო პირობები მომსახურების ხარისხზე აისახება: „ნორმალურად რომ ვიმუშაო, 20 საქმე უნდა მქონდეს სტანდარტული და ახალი. ყოველთვიურად მაქვს 177 საქმე სტანდარტული, რასაც თვის განმავლობაში კიდევ ემატება რამდენიმე“. ვენერა გაჩეჩილაძის თქმით, 10 წლის წინ, როცა სოციალური მუშაკები სააგენტოს დაქვემდებარებაში მოექცნენ, მხოლოდ სამი მიმართულებით მუშაობდნენ, ამჟამად კი 32 მიმართულებით უწევთ ბენეფიციართა მომსახურება, რამაც ძალიან გაზარდა სამუშაოს მოცულობა და დატვირთვა, სოციალური მუშაკების რაოდენობა კი არ გაზრდილა. ვენერა გაჩეჩილაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უწევს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და ბენეფიციარებს არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებშიც ემსახურება, მისი ხელფასი არ არის გაწეული შრომის შესაბამისი: „სოფლებიდან დილით მოდის ტრანსპორტი და საღამოს ბრუნდება, ამიტომ ტაქსით მიწევს გადაადგილება, რაშიც ხელფასის დიდი ნაწილი მეხარჯება“. უფროსი სოცმუშაკი მზევინარ ღაჭავა, რომელსაც 17-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს,აცხადებს, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით იღებს ვალდებულებებს, რომელთა შესრულებას სოციალურ მუშაკებს აკისრებს, სანაცვლოდ კი არ სთავაზობს არც მატერიალურ და არც ტექნიკურ რესურსს: „თუ ვინმე თვლის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისეა რიგზე, რომ მხოლოდ ერთი ბავშვი მოკვდა, ძალიან ცდება. ჩვენ თავი გვაქვს გადადებული, საკუთარ შვილებს ვტოვებთ და გავრბივართ, რომ კიდევ ვინმე არ მოგვიკვდეს. რომ არ არის ბევრი ბავშვი, მოხუცი თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი დაღუპული, სწორედ სოცმუშაკების დამსახურებაა“. გაფიცვას უშედეგო ბრძოლის შედეგად მიიჩნევს სოციალური მუშაკი ნათია წივწივაძე. მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მედიაციის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობასთან ვერ მიაღწიეს ვერანაირ შედეგს. ნათია წივწივაძე 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან რამდენიმეს გამოყოფს, რაც, მისივე თქმით, მოკლე დროში უნდა მოგვარდეს: „მოვითხოვთ ანაზღაურებას ჩვენი შრომის შესაბამისად, მოხდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების გადაცემა სხვა უწყებისთვის და მოვითხოვთ სოციალური მუშაკის შრომის ეფექტურ გამოყენებას სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი ეფექტურისერვისების არსებობით“. გაფიცული სოციალური მუშაკების მიერ ქუთაისში გამართულ აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის, განცხადებით, სოცმუშაკების მძიმე სამუშაო პირობები უარყოფითად აისახება იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან: „ეს არის დარღვევა შრომითი პირობების და არა მხოლოდ შრომის კოდექსის დარღევაა, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. დარღვეულია სოცმუშაკების და მათთან ერთად იმ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება, რომლებსაც ემსახურებიან“. როგორც გაფიცული სოცმუშაკები აცხადებენ, პროტესტის მიუხედავად, მზად არიან მოქალაქეებს მოემსახურონ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, რადგან აცნობიერებენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და ფუნქციებს. გაფიცვის მიუხედავად, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ სააგენტოს ფუნქციონირება არ შეფერხდება და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარებს მოემსახურებიან სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელები, ფსიქოლოგები და იურისტები. ნინო ჭიღლაძისავე განცხადებით, „სამხარეო ცენტრი მოკლე დროში უზრუნველყოფს იმ საკითხების მოგვარებას, რომელთა გადაჭრა ცენტრის კომპეტენციაშია“. სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის, ინფორმაციით, რეგიონში კონკურსია გამოცხადებული სოციალური მუშაკის 5 ვაკანტურ ადგილზე, ახლო მომავალში კი მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება სისტემურ პრობლემებს, ნინო ჭიღლაძეს იმედი აქვს, რომ ამ საკითხებს ჯანდაცვის სამინისტრო დროულად მოაგვარებს.
---
26.03.2019
თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში, მათ შორის სათამაშოებში, სუნელებში და კოსმეტიკაში, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა
2019 წლის იანვარ-მარტში, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. „ტყვიის წყაროების დადგენაზე მომუშავე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან და წყლის ხარისხის საკითხთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად და ადასტურებს გარემოში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის პრობლემის სიმწვავეს. 2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. შემოწმება მოხდა იმ ოჯახებში, რომლის ერთ-ერთ წევრს მაინც დაუდგინდა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. კვლევის მთავარი მიზანი იყო ოჯახებში ტყვიის ძირითადი წყაროების გამოვლენა და პრობლემის მასშტაბურობის დადგენა. კვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, რომლის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება 2 აპრილს სასტუმრო “იოტაში”, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ცნობისთვის, კვლევაში ჩართული იყვნენ „ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ხარისხის ლაბორატორია“, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის თქმით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/457826
---
26.03.2019
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.
კვირა.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/223109
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=80901
---
26.03.2019
"მოვითხოვთ გამოძიებული იქნას აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი" - აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებიის ფაქტს განცხადებით ეხმაურება
აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქალის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გამო. გაერთიანება თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. "ახლობლებთან ერთად მოვითხოვთ გამოძიებული იქნას აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი და ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის ფარგლებში დაისაჯოს. აქვე გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დღეებში პრეტენზიები და აგრესია არასწორად იყო პერსონიფიცირებული, რითაც უხეშად დაირღვა ექიმ-რადიოლოგის ეკატერინე ფუტკარაძის უფლებები. კერძოდ, ისმოდა ბრალდებები, რომ მან მიიღო პაციენტი, დაუნიშნა და ჩაუტარა გამოკვლევები, იყო მკურნალი ექიმი, დანიშნულებით გაწერა ბინაზე და ა. შ ამ დროს არ აღმოჩნდა არცერთი უფლებამოსილი თუ არაუფლებამოსილი პირი, ვინც საჯარო განცხადებას გააკეთებდა, რომ ეკატერინე ფუტკარაძე არის ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი), რის გამოც პაციენტთან შეხება ჰქონდა მხოლოდ მისი კვლევის ფარგლებში და საბოლოო დიაგნოზს არ სვამს. ამდენად, ჩვენ, ყველამ ერთად, ახალგაზრდა სპეციალისტს სხვა არჩევანი არ დავუტოვეთ გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, სადაც მისი ბრალეულობა ფაქტიურად არ არსებობს. მოგმართავთ მასმედიის საშუალებებს, ამასთან დაკავშირებით სრულიად მიზანშეუწონელი და მავნეა მასმედიით გავრცელებული ყველა ცნობა, რომელიც არღვევს ექიმის თავი უდანაშაულობის პრეზუმციას. გთხოვთ, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან” – წერია წერილში, რომელიც მედიკოსებმა გაავრცელეს.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saeqimo-shecdomebze-saqartvelos-samedicino-asociaciebis-gaertianeba-gancxadebas-avrcelebs
საექიმო შეცდომებზე „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ განცხადებას ავრცელებს
საექიმო შეცდომებზე „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ: „განვითარებული ქვეყნებში არსებული პრაქტიკით, პროფესიული საქმიანობისას დაშვებული შეცდომისას დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა საქართველოში, სამწუხაროდ დაინერგა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პაციენტის გარდაცვალებისთანავე იწყება სისხლის სამართლის გამოძიება . მაშინ როდესაც არ არის შესწავლილი რამ გამოიწვია პაციენტის ლეტალური შედეგი, არ არის დადგენილი დანაშაულის ნიშნების არსებობა და გარემოებები, თუ რამ გამოიწვია შესაძლო საექიმო შეცდომა. „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ აზრით, შესაბამისმა ორგანოებმა შსს/პროკურატურამ ნებისმიერი შეტყობინებისას უპირობოდ არ უნდა დაიწყონ გამოძიება ( 116 მუხლით- სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). არამედ უნდა გაატარონ ოპერატიული ღონისძიებები და დაელოდონ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ( პროფესიული საბჭოს ) დასკვნას. რის შემდეგაც თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაძლებელი იქნება გამოძიების დაწყება. ვფიქრობთ, საქართველოში დანერგილი პრაქტიკის შეცვლა მნიშვნელოვანი იქნება ექიმთა ინტერესებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც შეწყვიტავს ექიმთა პასუხისმგებლობის უპირობოდ სისხლის სამართლებრივ ჭრილში განხილვის მანკიერ პრაქტიკას“-ნათქვამია განცხადებაში.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=80924
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/batumshi-28-wlis-qalis-gardacvalebis-faqttan-dakavshirebit-samedicino-regulirebis-saagento-or-klinikashi-shevida
ბათუმში 28 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტო ორ კლინიკაში შევიდა
ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკა „მედცენტრსა" და „რეფერალურ საავადმყოფოში" დღეს შევიდნენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტისთვის ჩატარებული მომსახურების შესწავლასთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა. რაც შეეხება კლინიკებს, ამ დროისათვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. „სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან მოვიდა პასუხი, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდება პაციენტისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ. როგორც ცნობილია, აღნიშნული კლინიკებიდან დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ამოიღო და გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით აწარმოებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ 28 წლის მელანო ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ მუცლის მწვავე ტკივილით მიმართა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციით მეორე დღეს კლინიკიდან სახლში გაწერეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მელანო ფუტკარაძე მეორე დღეს კლინიკა "მედცენტრში" ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მკურნალმა ექიმმა ეკა ფუტკარაძემ 23 მარტს უფლებამოსილება თავად შეიჩერა.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/538870-batumshi-28-clis-kalis-gardacvalebis-pakttan-dakavshirebit-samedicino-regulirebis-saagento-or-klinikashi-shevida/
---
26.03.2019
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი - 28 წლის ქალის მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, ექიმებს გამოვკითხავთ
დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მკურნალობაში ჩართულ ექიმებს გამოვკითხავთ, - ამის შესახებ სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსმა კახაბერ ხიპრაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, 28 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე კომენტირებისას განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან და კლინიკა "მედცენტრიდან" 28 წლის მელანო ფუტკარაძის მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღების პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კახაბერ ხიპრაძემ განაცხადა, გარდაცვლილ მელანო ფუტკარაძის მიმართ გაწეულ სამედიცინო საქმიანობას პროფესიული განვითარების საბჭო შეაფასებს. "აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მომართვის საფუძველზე, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საქმის შესწავლა დაიწყო. დოკუმენტაციებს გავეცნობით და ამის შემდეგ დავიწყებთ ექიმებთან უშუალო გასაუბრებას. საბოლოო დასკვნისთვის დოკუმენტაციები სპეციალისტებს გადაეგზავნება და გაწეულ სამედიცინო მომსახურებას პროფესიული განვითარების საბჭო შეაფასებს", - განაცხადა კახაბერ ხიპრაძემ. ბათუმში, 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკა „მედცენტრსა" და „რეფერალურ საავადმყოფოში" დღეს შევიდნენ.
---
26.03.2019
ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ნათესავები რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ
ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ნათესავები რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ. როგორც გარდაცვლილი გოგონას ბიძამ ნოდარ ქათამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმების მიერ გამართულ სოლიდარობის აქციას აპროტესტებენ, რომლებმაც ექიმ ეკა ფუტკარაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ექიმების აქციით ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს და შესაბამის უწყებებს ფაქტის დროულ გამოძიებისკენ მოუწოდებენ. „დღეს მდუმარე აქცია გვაქვს. გუშინ ექიმებმა გამართეს აქცია. როგორ არ ცხვენიათ! ბრმანაწლავით 21 -ე საუკუნეში ადამიანი არ უნდა კვდებოდეს. აქციებს გავაგრძელებთ. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. დღეს მგლოვიარე ხალხი შეურაცხყოფილი ვართ, ექიმებმა თავი იმართლეს. უცოდინარი ექიმი თავს ვერასდროს გაიმართლებს“, - განაცხადა მზევინარ ფუტკარაძემ. ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე სხვადასხვა კლინიკის ექიმები გუშინ შეიკრიბნენ და რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, რომელმაც პროფესიული საქმიანობა ორი დღის წინ შეიჩერა. შეგახსენებთ, რომ 28 წლის მელანო ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ მუცლის მწვავე ტკივილით მიმართა. ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციით მეორე დღეს კლინიკიდან სახლში გაწერეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მელანო ფუტკარაძე მეორე დღეს კლინიკა "მედცენტრში" ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
---
26.03.2019
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბათუმის სხვადასხვა კლინიკის ექიმების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ბათუმის სხვადასხვა კლინიკის ექიმების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომლებიც რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, ეკა ფუტკარაძეს სოლიდარობას უცხადებენ. ზაალ მიქელაძის განცხადებით, ექიმების პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ 28 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დააკავშირებით გამოძიების დასრულებამდე მედიასაშუალებებმა დასკვნები არ უნდა დადონ. მინისტრის შეფასებით, ექიმმა ეკა ფუტკარაძემ გამოძიების დასრულებამდე პროფესიული უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება სწორად მიიღო. „ექიმების მიმართვის ტექსტს არ ვიცნობ, თუმცა მედიასაშუალებებს ვთხოვ, რომ დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, რადგან არ იყოს რომელიმე მხარე დადანაშაულებული. გადაწყვეტილების შემდგომ ასეთ თემაზე საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე ცალსახად დავიცვა რომელიმე მხარე ან დავადანაშაულო. რადგან ოჯახს ასეთი მოთხოვნა ჰქონდა, ექიმმა ასეთი შემთხვევისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თავადვე პროფესიული უფლებამოსილება შეიჩერა, რამაც ამ პროცესის მართვა გააადვილა",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ. ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე სხვადასხვა კლინიკის ექიმები გუშინ შეიკრიბნენ და რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, რომელმაც პროფესიული საქმიანობა ორი დღის წინ შეიჩერა. შეგახსენებთ, რომ 28 წლის მელანო ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ მუცლის მწვავე ტკივილით მიმართა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციით მეორე დღეს კლინიკიდან სახლში გაწერეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მელანო ფუტკარაძე მეორე დღეს კლინიკა "მედცენტრში" ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
---
26.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/190819/
გარდაცვლილი პაციენტის, თემურ გაბაიძის დედის მიმართვა ექიმებს, მოქალაქეებსა და მთავრობას
2017 წელს კურორტ გოდერძიზე დაშავებული და ბათუმში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დედა, ნაიარა დიასამიძე 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებასა და ჯანდაცვის არსებულ სიტუაციას წერილით ეხმაურება. „ბათუმელები“ სტილის დაცვით, მცირე შემოკლებით გთავაზობთ წერილს, რომელიც ნაირა გაბაიძემ თავად მოგვაწოდა. ნაირა დიასამიძე, თემურ გაბაიძის დედა კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე შეიწირა ექიმების გულგრილობამ და უცოდინარობამ. ვიზიარებ 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის მწუხარებას, უდიდეს სინანულს გამოვთქვამ მომხდარის გამო. გამიახლდა ორი წლის წინ მიღებული ტკივილი. როგორც ცნობილია, მელანოს ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა. ჩემს შემთხვევაში ჩემი შვილის – თემურ გაბაიძის გარდაცვალების გამო დასჯილ ექიმებს ეყოთ თავხედობა და მომმართეს განადგურებულ დედას – თითქოს თემურისთვის გაწეული „მკურნალობა იყო ადეკვატური და რეგულირების სააგენტოს დასკვნა იყო მცდარი და არაზუსტი“. გათამამებულები პროფესიული საბჭოს სხდომას არც კი დაესწრნენ – ეგონათ დაუსჯელები დარჩებოდნენ ან რამდენიმე თვით შეუჩერებდნენ საქმიანობას. როგორც ეს მიღებულია ექიმების დასჯად, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები… 2 ექიმი დაისაჯა, სერტიფიკატები გაუუქმეს, მაგრამ რა… როგორც გავიგე, ერთი ისევ საავადმყოფოში მუშაობს ექიმად. ეს არის დასჯა? რატომ მოხდა სამსახურიდან ასეთი მძიმე ფაქტის გამო დათხოვნილი ექიმის ისევ აყვანა ექიმად სხვა საავადმყოფოში? სწორად მიუმართავს მელანო ფუტკარაძის ერთ-ერთ ახლობელს პოლიციის უფროსისთვის: „თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის გამო ექიმი დასაჯეს?“ მე ვეთანხმები მათ მოთხოვნას, რომ განყოფილების გამგე უნდა დაისაჯოს. განყოფილების გამგე უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა ხდება მის განყოფილებაში. ჩემი შვილის შემთხვევაში რეანიმაციულის გამგე სრულად დაუსჯელი დარჩა და ყველაფერი ახალგაზრდა ექიმების თავზე გადატყდა. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა თემურის შემთხვევაში. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა ანესთეზიის მინიმალურზე დაბალი დოზით. ოპერაცია მიმდინარეობდა ტკივილის ფონზე და ოპერაციიდან შვიდი დღის განმავლობაში პაციენტისთვის მორფი არ გაუკეთებიათ. სხვა რამე სახის მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემს შვილს გამაყუჩებელი დაამადლეს – ამ ცოდვას სად წაუვლენ?! როგორც კი დაზღვევის თანხა ამოწურეს, იმ დღეს დალია სული ჩემმა შვილმა. ასეთი რაღაცები როცა ხდება, კლინიკამ უკან უნდა დააბრუნოს თანხა. თანხას ვიხდით მკურნალობისთვის და არა ჩვენი სიცოცხლის მოსასპობად. ეს მძიმე ფაქტი საავადმყოფოს უფროსობამ რეაგირების გარეშე დატოვა. პირიქით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ექიმებსო – ურცხვად გამოვიდნენ ტელევიზიით. სირცხვილი მათ… მათი შვილები რომ ყოფილიყვნენ, მაშინაც ასე იტყოდნენ? პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას საკითხი – გათავხედებული კერძო კლინიკები უნდა ემორჩილებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს… ისე კი არა, სასამართლოს უწყების გარეშე შესვლის უფლება რომ არ აქვთ – ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს უმაღლესი ორგანო. მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და დაზარალებული გახლავართ. ბევრის უფლება არა მაქვს, მაგრამ საქმე დღითიდღე უკან მიდის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. არ დაიჯეროთ თითქოს სამართალი აღსრულდება. 2 წელი და 3 თვე გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან. მწარე სიმართლე გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ გავიგე. საქმე კომისიური ექსპერტიზისთვის გასული წლის ივნისში გადაეგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ორი თვის შემდეგ ჩემი წერილით მიმართვის პასუხად მივიღე შემდეგი: „ექსპერტის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო გახდა შესაბამისი ექიმი-სპეციალისტების მოწვევა ანესთეზია-რეანიმატოლოგიის დარგში, ნეიროქირურგიის და ინფექციონისტი ექიმ სპეციალისტების მოწვევა.“ უაზრო ლოდინით გაბეზრებულმა ამა წლის 8 თებერვალს განმეორებით მივმართე ექსპერტიზის ბიუროს წერილობით, საიდანაც მიპასუხეს, რომ „ექსპერტიზა წარმოების პროცესშია. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნის სავარაუდო ვადის განსაზღვრა შეუძლებელია“. ასე მპასუხობს 8 თვის ძიების შემდეგ იურიდიული სამმართველოს უფროსი – ტარიელ ზამბახიძე. 2 წელი და 3 თვე გავიდა და არანაირი შედეგი. ასე ვპოულობთ სამართალს. კიდევ რამდენი წელი დამჭირდება? მე ეჭვი მაქვს, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. აი, ამდენი დრო რომ სჭირდება ასეთი გახმაურებული საქმის ძიებას (ტელევიზიები და ჟურნალისტები გვერდში მედგნენ) და ექიმები დაუსჯელად რომ იძვრენენ თავს დანაშაულიდან (რამდენიმე ხნით შეჩერება საქმიანობის, რაც მათთვის კურორტზე დასვენების ტოლფასია) – ამიტომ გახშირდა პაციენტების სიკვდილი. საზოგადოებამ, მთავრობამ – ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გულგრილობას, უპასუხისმგებლობას და უვიცობას. ხვალ, ზეგ იქნებ თქვენც აღმოჩნდეთ ჩვენს მდგომარეობაში. იქნებ თქვენს შვილებსაც ასე გაიმეტებენ. ასეთი ლამაზი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ახალგაზრდები რამდენ კარგს გააკეთებდნენ ქვეყნისთვის… თემურ გაბაიძე, ზუკა ფაღავა, მელანო ფუტკარაძე და კიდევ რამდენი სხვა… ორი წლის წინ სათანადო რეაგირება რომ მოჰყოლოდა ჩემი შვილის გარდაცვალების საქმეს, სხვა ახალგაზრდების სიცოცხლეც არ გაქრებოდა. სამართალი და სასამართლო არ არსებობს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემი შვილის უაზრო დაღუპვაში არავინ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. არც ის, ვინც ასეთი მძიმე ტრავმა მიაყენა… უბრალოდ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ… ხალხო, რამ გაგიყინათ გულები? მე ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემი შვილის აშკარა მკვლელებს ხელს აფარებენ. მე არ გავჩერდები, გვერდით დაგიდგებით. უნდა გამომზეურდეს რაც ხდება რეფერალურ საავადმყოფოში და სხვა საავადმყოფოებში. პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა და საავადმყოფოს (უფრო სწორად, „სასაკლაოს“) უფროსობამაც. ვის უხდის მთავრობა ჩვენს კუთვნილ დაზღვევას და რისთვის? ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ჩემს გულისტკივილს სხვანაირად ვერ გადმოვცემდი, საერთო სენს ერთად უნდა ვებრძოლოთ.
---
26.03.2019
"ცარიელი ძვალი და ტყავი დავრჩი, ჩემი შვილები რომ მაგიდაზე დატოვებენ, იმ პურის ნამცეცებით ვარ... სიძლიერე აღარ შემრჩა" - ოთხი შვილის დედის უმძიმესი ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის
---
26.03.2019
"ჩემი სურვილი იყო დედა გათხოვილიყო, არ მინდოდა ეთქვა - შენთვის რაღაც გავწირე" - რაზე ოცნებობს ბიჭი, რომელიც ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრობს
---
26.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253650-saxalxo-damcveli-qalta-ekonomikuri-gazlierebisa-da-sromiti-uflebebis-gaumjobesebis-kutxit-mdgomareoba-ar-secvlila
სახალხო დამცველი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა
---
ბაჭდვითი მედია
27.03.2019
მედიასაშუალება: ვერსია
მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზების შესწავლა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაიწყო
29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზების შესწავლა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაიწყო. 29 წლის პაციენტი "მედ-ცენტრში" მწვავე აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ კლინიკას სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე მედ-ცენტრში მისვლამდე მკურნალობდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა სწორედ ამ კლინიკიდან დაიწყეს საკითხის შესწავლა, რის შემდეგაც ისინი კლინიკა "მედცენტრში" შევლენ. პირველ ეტაპზე დოკუმენტაციების შესწავლა მოხდება, მოგვიანებით კი მკურნალობაში ჩართულ ექიმებსაც გაესაუბრებიან. რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცის მინისტრმა მიმართა. მელანო ფუტკარაძის ახლობლების აქციების შედეგად, რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთმა მკურნალმა ექიმმა უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეიჩერა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ცხედარს ექსერტიზა ჩაუტარდა.
---