მედიამონიტორინგი 27.05.2019
ტელევიზია
27.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6106709
ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6106583
---
27.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 212 მლნ. ხარჯავს შშმ პირთა საჭიროებებზე. ეს თანხა ხმარდება ძირითადად სოციალურ დახმარებებს და არ არის ორიენტირებული შშმ პირთათვის აუცილებელი სოციალური პრობლემების დაფინანსებაზე. შედეგად ვერ ხდება შშმ პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში. ანგარიშს ევროპის ფონდი აქვეყნებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6106097
---
26.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შიმშილობის მეათე დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა. პარალელურად გაფიცულებსა და ჯორჯიან მანგანეზს შორის მოალაპარაკებები მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6105673
---
26.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
ჭიათურაში 15 მაღაროელი ოთხოვნების შესრულებას პროტესტის უკიდურესი ფორმით ითხოვს. ისინი შიმშილობენ, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.მეშახტეები ხელფასების 50 % იან ზრდას, ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას და მადნით დატვირთული სატვირთოების ქალაქში სიარულს აპროტესტებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6105542
---
25.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ჯანდაცვის სამინისტრომ 120 დევნილ ოჯახს მცხეთაში საცხოვრებელი ბინები გადასცა. კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6105082
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6104758
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6104870
---
25.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
შიმშილობის მეცხრე დღეს, 3 პირამოკირილი მაღაროელი და კვლავ მიუღწეველი შეთანხმება, ასეთია ჭიათურაში მიმდინარე მოვლენების დღევანდელი სურათი. გაირკვა, რომ მაღაროელები მარტო არ არიან, მათ პროტესტს ტყიბულელი მეშახტეები და ზესტაფონის ნაწილიც შეუერთდა. "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ რაც კი შეეძლოთ გააკეთეს და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ მათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6105070
I არხი- მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6105189
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6104835
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6104048
24.05
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6103283
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6103257
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6103143
---
25.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 18:30
ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანი დღე და გული მწყდება, რომ ერთ ქალაქს საერთოდაც არ ეზეიმება. საუკუნის წინ ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზ ეპერსპექტიული ქალაქი იყო. დღეს ჭიათურაში უიმედობა და როგორც ამბობენ, მძიმე ეკოლოგიური გარემოა. დღეს ჭიათურაში მაღაროელების მწვავე პროტესტს თითქმის მთელი ქალაქი უერთდება. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ დროებითი მმართველი სწორედ იმისთვის დანიშნა, რომ პირველ რიგში ეკოლოგიური პრობლემები მოეგვარებინა და მაღაროელების და მთელი ქალაქის ცხოვრება გაეუმჯობესებინა. როგორც გვითხრეს არცერთი გადაწყვეტილება და გაანცხადება, რომელიც კომპანიის სახელით გვესმის მის გარეშე არ მიიღება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6105011
---
25.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ტრაგედია აღაიანში - მომხდარის დეტალები "კურიერმა" გაარკვია. 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6105249
---
25.05.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მედიკოსებს დღეს, მხარდაჭერა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გამოუცხადა. სამედიცინო დაწესებულებასთან მორიგი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა კლინიკის აღჭურვისთვის თანხები მოითხოვეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6104527
---
24.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა
პაციენტთა და ექიმთა უფლებები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6103385
---
24.05.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო და დასაქმებულისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნა, სწორედ ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელეს დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6103345
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6102844
---
24.05.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს რომ თუ ერთიდან ხუთ წლამდე ბავშვებს წითელაზე ორჯერ არ აქვთ აცრილი აუცილებლად აცრან. მისი თქმით ბაღებსა და სკოლებში ასაცრელად რეგისტრაცია მიმდინარეობს. გამყრელიძის თქმით ტკიპები დათბობისთანავე დაიწყებენ სხვადასხვა დაავადებების გადატანას რის გამოც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6103124
---
24.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ. გიორგი ხეტეშვილი, რომელსაც უბნის ექიმის დახმარება სჭირდებოდა, კლინიკის მენეჯერმა შენობაში არ შეუშვა. პაციენტის თქმით, ამისთვის რუსუდან კუპატაშვილმა დაცვის თანამშრომლების მობილიზება გამოაცხადა. გიორგი ხეტეშვილის განცხადებით, კუპატაშვილს მასთან პირადი დაპირისპირება აქვს. მისი მტკიცებით, გასულ კვირას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს მის მცირეწლოვან შვილსაც. საავადმყოფოს მენეჯერი შენობაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ადგილზე „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი მივიდა. ხეტეშვილს სამედიცინო დახმარება მხოლოდ ტელევიზიის გამოჩენის შემდეგ გაეწია. პაციენტი რეაგირებას ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6102945
---
24.05.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
პრემიერმინისტრი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორს შეხვდა. საუბარი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101706
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101583
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6101665
---
24.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს ეწვია. რობერტ რედფილდი გაეცნო ერთობლივ პროექტებს და შეხვდა სპეციალისტებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6102710
---
ინტერნეტი
27.05.2019
დავით სერგეენკო - სამწუხაროდ, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე, ასეთ შემთხვევაში, რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა
სამწუხაროდ, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურელი მაღაროელების შესახებ განაცხადა. სერგეენკოს თქმით, შაბათს შეხვდა და მაღაროელებს ესაუბრა. „ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატების არის ჩვენი უშუალო ვალდებულება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ. რაც შეეხება ხელფასების მატებას, უნდა შეიქმნას იმის საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში, მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც კი აქვს რომ მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის",- განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
---
27.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/548554-jorjian-manganezi-gapicul-tanamshromlebtan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs
„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიამ გაფიცულ თანამშრომელს რამდენიმე წინდადება შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრენიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს. შეთვაზებულ წინადადებს შორის შესულია ხელფასების მატების საკითხიც. თუმცა როგორც განცხადებაშია ნათქვამი მაღაროელები კომპანიის შეთავაზებას არ დასთანხმდნენ. „1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან - 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან - 10%-იანი ზრდა; 2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი ივლისიდან - ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა; სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე. 3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება; 4. სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა; 5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა; 6. 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა; 7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა; 8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა; 9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა; 10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე - რიგითი ჭიათურელებისთვის. სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ“- ნათქვამია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში. „ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავ მოუწოდებს თანამშრომლებს, პასუხისმგებლობით გაიაზრონ ის მძიმე პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს და, კომპანიასთან ერთად, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება, რაც, როგორც განცხადებაშია ნათქვამია განმუხტავს სიტუაციას და ურთიერთსასარგებლო შედეგით დასრულდება. კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები რაციონალურია და იმედოვნებს, რომ, სწორად გაანალიზების შემთხვევაში, გაფიცული მაღაროელები საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ.
პია.ჯი- https://pia.ge/post/263559--jorjian-manganezi-gancxadebas-avrcelebs
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=84197
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/45366/jorjian-manganezi-gafitsul-magharoelebtan-dakavshirebit-gantskhadebas-avrtselebs
---
27.05.2019
მაღაროელებთან შეთანხმება ვერ შედგა, მოთხოვნა შეიცვალა – გავიდეს კომპანია ჭიათურიდან
გაფიცულმა მაღაროელებმა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაღაროელებმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დატოვა და მოთხოვნაც შეცვალეს. მათი თქმით, არავის არაფერს ეხვეწებიან, კომპანიამ საერთოდ უნდა დატოვოს ჭიათურა და გავიდეს ქალაქიდან. გაფიცვა და შიმშილობის აქცია გრძელდება. მაღაროელები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათი ეს, უკანასკნელი მოთხოვნა არ შესრულდება. „თუ ჩვენთან მოლაპარაკება უნდოდათ, ამისთვის მზად ვიყავით და ვეხვეწებოდით, რომ დაგველაპარაკებოდნენ და ჩვენი მოთხოვნებიც გაეთვალისწინებინათ. კომპანია ჩვენი მოთხოვნების გაზიარებაზე არ წამოვიდა, ვიშიმშილეთ, პირიც ამოიკერეს ბიჭებმა, მაგრამ, მაინც არაფერი, გვატყუებენ წლებია, არაფერი იცვლება, იცვლება მხოლოდ ხელმძღვანელობა. აწი, არაფრის მოსმენას არ ვაპირებთ, მოთხოვნა უცვლელია – დატოვონ ჩვენი ქალაქი და გავიდნენ ჭიათურიდან“, – აცხადებენ მაღაროელები. მოლაპარაკების პროცესში, მათი ძირითადი მოთხოვა ხელფასების 50%-იანი ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.
---
27.05.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/chiaturashi-magharoelebs-skolis-direqtorebi-da-moswavleebi-solidarobas-uckhadeben/
ჭიათურაში მაღაროელებს სკოლის დირექტორები და მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ
შიმშილობის მეთერთმეტე დღე ჭიათურაში. გაფიცული მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ და კვლავ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერა დღეს სკოლის მოსწავლეებმა გამოუცხადეს. ჭიათურის შვიდი საჯაროს სკოლის მოსწავლეები აქციის მონაწილეებთან ერთად ქალაქის მერიასთან იმყოფებიან. მაღაროელებს მხარდაჭერა რამდენიმე სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც გამოუცხადა. „ჭიათურის სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. თუმცა ბავშვების ნაწილი სკოლებში არ გამოცხადდა. მშობლებმა უარი თქვეს ბავშვების სკოლაში წაყვანაზე. მე მოვედი, რათა სოლიდარობა გამოვუცხადო მაღაროელებს. მამაჩემი იყო მაღაროელი და მე ვიცი, თუ რა მძიმე შრომაა მათთვის ეს. სასწავლო პროცესის არ შეწყდება და პედაგოგები მაღაროელების გვერდზე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დადგებიან“, – განაცხადა ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მიროტაძემ.
---
26.05.2019
მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/238823
მაღაროელებისა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის შემდეგ კვლავ კარავში დაბრუნდა და შიმშილობა გააგრძელა. გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
---
26.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/548443-kutaisshi-chiatureli-magaroelebis-mxardamcheri-akcia-gaimarta/
ქუთაისში ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ქუთაისში მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა და მოქალაქეებმა ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და რეგონების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს. "ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვა ქვეყანაში უნდა იყოს პრიორიტეტი. ჭიათურა კარგი მაგალითია, როგორ არიან ადამიანები და როგორ არის შრომითი პირობები დაცული ამ ქვეყანაში. ჭიათურის მსგავსი პრობლემებია მთელს ქვეყანაში, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროებს და მთელ ჭიათურას. ამავდროულად, ვაპროტესტებთ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებში და მოვუწოდებთ მათ, მეტად იზრუნონ რეგიონებზე და მოსახლეობაზე. ქვეყნის დამოუკიდებლობა გულისხმობს, ადამიანების დამოუკიდებლობას და დაცვას ამიტომ, 26 მაისს სიმბოლურად დავამთხვიეთ ", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში გუშინაც გაიმართა.
---
25.05.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=84151
120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა
120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ გადასცეს. 120 ბინიდან, 54-ერთოთახიანია, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანი. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, 3 ნგრევადი და ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ. კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია. გზებზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და დამონტაჟებულია გარე განათება. ორივე კორპუსს საკუთარი ავტოსადგომი აქვს. შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მცხეთაში, ორი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარი გამოყო. ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის შემდეგ, მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა, ფაქტობრივად, გადაიჭრა.
პია.ჯი- https://pia.ge/post/263398-120-devnil-ojaxs-mcxetasi-bina-gadaeca
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/dghes-qalaq-mtskhetashi-120-devnil-odjakhs-gadaetsa-bina/59505
რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/14604-120-devnil-ojaxs-mzxetashi-bina-gadaeza
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenkom-120-devnil-odjaxs-binebi-gadasca
---
25.05.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/davith-sergeenko-magharoelebs-problemebi-mougvardebath/
დავით სერგეენკო: მაღაროელებს პრობლემები მოუგვარდებათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ყველა საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება, იქნება მოგვარებული. „ასეთ შემთხვევებში, ვალდებული ვართ, შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ, თუმცა გაფიცულებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. წინა შაბათს, ზუსტად ერთი კვირის წინ, ვიყავი მათთან ჩასული. აქ რამდენიმე საკითხია: მათი ჯანდაცვითი სერვისებით უზრუნველყოფა, კვებით უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ისინი ცვლაში იმყოფებიან და შრომის უსაფრთხოების პირობებით უზრუნველყოფა. ის, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია და ვალდებულიც არის აქტიურად ჩაერიოს. წინა კვირაშივე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ყველა ეს საკითხი იქნება მოგვარებული. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს თავად კომპანიის მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული, სამუშაო პირობებში. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ, გამოეყოთ წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ უარი განაცხადეს. დიდი იმედი მაქვს, ხელფასების მომატების საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. რაც შეეხება დანარჩენს, რაც ჩამოვთვალე, ამაზე ვართ პასუხისმგებელი და მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ“, – განაცხადა სერგეენკომ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/473786
---
25.05.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=99701
დავით სერგეენკო: მაღაროელთა ხელფასების საკითხი „ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული
„მაღაროელთა ხელფასების მომატების საკითხი „ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული და დიდი იმედი მაქვს, გადაწყდება მოლაპარაკებების გზით“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას თავად იმყოფებოდა ჭიათურაში და ადგილზე გაეცნო ვითარებას. სერგეენკოს განცხადებით, ყველა საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება, იქნება მოგვარებული. „ასეთ შემთხვევებში ვალდებული ვართ, შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ, თუმცა გაფიცულებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. წინა შაბათს, ზუსტად ერთი კვირის წინ, ვიყავი მათთან ჩასული. აქ რამდენიმე საკითხია: მათი ჯანდაცვითი სერვისების უზრუნველყოფა, კვების უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ისინი ცვლაში იმყოფებიან და შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა. ის, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია და ვალდებულიც არის აქტიურად ჩაერიოს. კვირა დღესვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ყველა ეს საკითხი იქნება მოგვარებული. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს თავად კომპანიის მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული, სამუშაო პირობებში. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ, გამოეყოთ წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ უარი განაცხადეს. დიდი იმედი მაქვს, ხელფასების მომატების საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. რაც შეეხება დანარჩენს, რაც ჩამოვთვალე, ამაზე ვართ პასუხისმგებლები და მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ“,- განაცხადა სერგეენკომ.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/sergeenko-gaficuli-magaroelebi-mediatoris-chartulobit-davis-mogvarebaze-uars-acxadeben
---
25.05.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/45350/chiaturashi-aqtsias-tyibuleli-meshakhteebi-sheuertdnen
ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ
რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. "აქცია სამართლიანია, ვიზიარებთ, მათ მოთხოვნებს. არამარტო ჩვენ, არამედ მთელი საქართველო უნდა დაუდგეს ამ ადამიანებს გვერდით - ამბობს ერთერთი ტყიბულელი მეშახტე „რადიო თავისუფლებასთან“ - „ახლა 50-მდე ვართ ჩამოსულები, მაგრამ როცა საჭირო იქნება ასობით ჩამოვალთ" შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. თავდაპირველად ერთი ცვლა - 150 მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. კომპანიის შენობის ადმინისტრაციიდან მაღაროელებმა ჭიათურის მერიასთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ პროტესტს. მაღაროელები ხელფასის მომატებას (50%-იან ზრდას), კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. გაფიცვიდან მეორე დღეს მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ. ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მაღაროელებს დაჰპირდნენ, რომ კომპანია იმ დღესვე დაიწყებდა მათი მოთხოვნების შესრულებას. ამის შემდეგ მაღაროელები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაფიცულები ამბობენ, კომპანიის შეთავაზება იყო ხელფასების 10 -15%-იანი ზრდა, ისიც ეტაპობრივად და კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ. ამ პირობას მაღაროელები არ დასთანხმდნენ. ამის შემდეგ 15 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი მე-9 დღეა შიშილობენ. კომპანიაში ამბობენ, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, ვითარების განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ცნობით, „დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“. „შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50%-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/366889/
---
25.05.2019
ჯორჯიან მანგანეზი კვების კომპანიასთან ხელშეკრულების სავარაუდო გაწყვეტის მიზეზად მუშების პრეტენზიებს ასახელებს
ჯორჯიან მანგანეზი კვების კომპანიასთან ხელშეკრულების სავარაუდო გაწყვეტის მიზეზად მუშების პრეტენზიებს ასახელებს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კომპანიასთან, რომელიც მუშებს უკვე სამი წელია, საკვებით უზრუნველყოფს, აქამდე არც მათ და არც სურსათის უვნებლობის სამსახურს პრეტენზია არ ჰქონიათ. „ეს ნაბიჯი კომპანიამ გადადგა და დაიწყო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა, რადგან მოთხოვნა იყო და ერთ-ერთი მესიჯი იყო აქ აქციებიდან კვების საკითხი. მაღაროელებთან ერთად მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მათთან ერთად ავდიოდი და ვიკვებებოდი ყოველთვის, როცა კი ვახერხებდი. შესაბამისად, გარკვეული ტიპის სერიოზული პრობლემები არ ყოფილა იმიტომ, რომ პრეტენზიები იყო. 220 ადამიანი იკვებება, 220 ადამიანისთვის ერთი და იგივე ტიპის გემოვნება გამორიცხულია, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გარკვეული ტიპის შენიშვნები ჩვენ არ მიგვიღია, ანუ კომპეტენტური ორგანოებისგან იმიტომ, რომ ზოგს მარილიანი მოსწონს, ზოგს უმარილო, ზოგი ხახვს ჭამს, ზოგი არ ჭამს,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
---
25.05.2019
„მეწარმემ შრომის ინსპექტორში დამყაჩაღებელი არ უნდა დაინახოს“- კანონის განხილვა ქუთაისში
ქუთაისში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილების მიხედვით, შრომის ისნპექტორს წინასწარი გაფრთხილების გარეშე უფლება ეძლევა ნებისმიერ დროს შეამოწმოს ინსპექტირებას დაქვემდებარებული ნებისმიერი საწარმო. მას ამისთვის არც სასამართლოს ნებართვა დასჭირდება. კანონი დაჯარიმების მექანიზმსაც ითვალისწინებს. მეწარმე საწარმოს მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა, 100 ლარიდან 50 000 ლარამდე დაჯარიმდეს. კანონში შეტანილი ცვლილებები დამსაქმებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინეტრესებულ პირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა და დევნილთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნეს. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მეწარმემ შრომის ინსპექტორი რერპესიულ მექანიზმად არ აღიქვას, ამიტომ შემუშავებლი იქნა სანქციების სამ ეტაპიანი სისტემა. „მეწარმემ ინსპექტორში დამყაჩაღებელი არ უნდა დაინახოს. მას არ უნდა ჩამოუყალიბდეს განწყობა, რომ ეს არის რესპრესიული მექანიზმი. ამიტომ, ჩვენ შევქმენით დაჯარიმების სამი პუნქტი: გაფრთხილება, დაჯარიმება და ყველაზე მძიმე სანქცია საწარმოო პროცესის შეჩერება, თუმცა, ეს მოხდება კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისი თქმით, კანონის ეფექტური მუშაობა თავიდან აგვაცილებს სამუშაო ადგილებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებსაც. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 2018 წლის საგაზაფხულო სესაიზე დაამტკიცა. კანონში შეტანილი ცვლილებები მიდმინარე წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
---
25.05.2019
"უკვე თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, მერე იტყვიან, გიჟი იყოო" - თელაველი ქალბატონი შველას ითხოვს
თელავში მცხოვრები დარეჯან შაშიაშვილი დახმარებას ითხოვს. შაშიაშვილი მარტოხელაა და უკვე 22 წელია ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფება. ქალბატონი მძიმე სოციალურ პირობებში, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს.ის საწოლს არის მიჯაჭვული, არ ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.შაშიაშვილი ამბობს, რომ სოციალური დახმარება საჭმლისა და წამლების საყიდლად არ ჰყოფნის. უპოვართა სასადილოდან მოაქვთ საკვები, წამლები არ მყოფნის. სამედიცინო გამოკვლევები მჭირდება, მაგრამ ფული არ მაქვს. უკვე თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, მერე იტყვიან, გიჟი იყოო- განაცხადა შაშიაშვილმა პრაიმტაიმთან საუბრისას. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, გასულ წელს მერია შაშიაშვილს შეშით დაეხმარა, თუმცა წელს, მოქალაქეს მათთვის აღარ მიუმართავს. ორშაბათს გავაგზავნით წარმომადგენელს და შევისწავლით მის მდგომარეობას- განაცხადა ენუქიძემ. დარეჯან შაშიაშვილი 64 წლისაა.ის, წლების განმავლობაში, თელავში ერთ- ერთ საუკეთესო ფინანსისტად ითვლებოდა.
---
25.05.2019
"ქმარმა 2 წლის წინ მიგვატოვა, ძალიან მიჭირს ბავშვების მოვლა,ხშირად საჭმელი არ გვყოფნის, ხანდახან კი - ვშიმშილობთ"- მარტოხელა დედა საზოგადოებას მიმართავს
განგებამ ამ ბავშვებს მძიმე ხვედრი არგუნა. ისინი შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან და გაუსაძლის პიროებში ცხოვრობენ. მამამ ისინი მიატოვა, თუმცა დედა ძალღონეს არ იშურებს, რომ პატარებს არ მოაკლდეს საკვები და ტანსაცმელი, მაგრამ ახალგაზრდა ქალი უძლურია მატერიალური სიდუხჭირის წინაშე და შველას ითხოვს! ჩვენ ვესაუბრეთ ამ ბავშვების დედას - ნინო ბექიშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა მისი ოჯახის სატკივარი: - მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ აღმოჩნდით ასეთ სავალალო მდგომარეობაში? ნინო: ქმარმა 2 წლის წინ მიგვატოვა და მას შემდეგ არც გამოჩენილა. ძალიან მიჭირს ბავშვების მოვლა, ვერ ვუმკლავდები უამრავ პრობლემას. ხშირად საჭმელი არ გვყოფნის, ხანდახან კი - ვშიმშილობთ. ბავშვებს არ აქვთ განვითარების ნორმალური პირობები და გული მიკვდება, როდესაც მათ მომავალზე ვფიქრობ. -როგორია თქვენი შემოსავალი? ნინო: სოციალურ შემწეობას ვიღებთ, რომელსაც პროდუქტებზე ვხარჯავთ. ამას ემატება კომუნალური გადასახადები და რაიმე საჭირო ნივთის საყიდლად ფული არ გვრჩება. მაგალითად, ბავშვები ერთ საწოლზე წვანან. ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს და არც მაცივარი, არც გამათბობელი და არც თეთრეული. - სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი საკუთარია? ნინო: ამ ნახევრად დაუმთავრებელ სახლში ჩვენი მხოლოდ 2 ოთახია. აქ საშინელი საცხოვრებელი პირობებია: ირგვლივ ნესტის სუნი დგას, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლებზე ობი გაჩნდა... -დახმარებისთვის მიმართეთ ხელისუფლებას ან თქვენი საარჩევნო ოლქის დეპუტატს? ნინო: გამგეობას მივმართე და მივაღწიე იმას, რომ წელიწადში 4-ჯერ 200 ლარს მაძლევენ ფინანსურ დახმარებას. სარეცხი მანქანა სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისყიდა ჩვენთვის... რაც შეეხება დეპუტატს, მისთვის არ მიმიმართავს თხოვნით. რა, განა შეიძლება? - რა თქმა უნდა. დეპუტატი ვალდებულია, რომ იზრუნოს ამომრჩეველთა კეთილდღეობაზე. -ნინო, რაზე ოცნებობთ? ნინო: მე ვოცნებობ ჩემი შვილების კარგად ყოფნაზე! ღმერთს ვეხვეწები, რომ გავუძლოთ ამ სიდუხჭირეს და ჩვენც გვქონდეს ნორმალური ცხოვრება! -ბავშვებო, თქვენ რაზე ოცნებობთ? სალომე (10 წლის) : მე ვოცნებობ, რომ ჩვენ არ ვიყოთ მშივრები, რომ პატარა ძამიკომ არ იავადმყოფოს... კიდევ ლამაზ კაბაზე ვოცნებობ. თაკო (8 წლის): მეც ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და ახალ ფეხსაცმელზე. კიდევ ვოცნებობ, რომ ბაჭია დაგვიბრუნდეს, რომელიც ამასწინათ მოგვპარეს... საბა ( 3 წლის) : მე ნაყინზე ვოცნებობ, ძალიან მიყვარს... მეგობრებო, ნინო ბექიშვილის ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საწოლს, მაცივარს, ტელევიზორს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/473731
---
24.05.2019
მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/29960792.html?fbclid=IwAR0Beke5RCALRhYnDGZIt-2Dnde5cpKwm2ohmhX7vFcfUGZcJce3HC4EeFE
საქართველოში იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების(CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი. ის პირადად ეცნობა საქართველოსა და CDC-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგებს. დღეს რობერტ რედფილდი პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდა. საქართველოში CDC-ის მისიაა ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციით. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, ზოონოზური, რესპირატორული, დიარეული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია, სქესობრივად გადამდები დაავადებები და სხვა. ეროვნული ცენტრის განმარტებით, CDC-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში. 1996 წელს სწორედ CDC-ის სტრუქტურული და ფუნქციური მოდელი გამოიყენეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის პროცესში. 2009 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში დაფუძნდა CDC-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის მიწოდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/226707-mamuka-bakhtadzem-robert-redfilds-umaspindzla
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/mamuka-bakhtadzem-robert-redfilds-umaspindzla/59449
პია.ჯი- https://pia.ge/post/263173-mamuka-baxtazem-robert-redfilds-umaspinzla
კვირა.ჯი- http://kvira.ge/473475
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/238258
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=99615
---
24.05.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=948
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს თხოვნით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს თხოვნით მიმართავს, თუ ბავშვი წითელაზე 1-დან 5 წლის ასაკამდე ორჯელ არ არის აცრილი, აუცილებლად ასრად, რადგან "წითელა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში". მისი თქმით, წელს 140 000 ადამიანი აიცრა, რაც საკმარისი არაა. გამყრელიძის თქმით, ამჟამად ბაღებში და სკოლებში ბავშვების წითელაზე ასაცრელად რეგისტრაცია მიმდინარეობს. "ჯერჯერობით წითელას შემთხვევების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას აცრისკენ. წითელას ვერაფერი შეაჩერებდა აცრების გარდა. წელს დამატებით უკვე 140 000 ადამიანი ავცერით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს მიმდინარეობს ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია, ასევე სკოლებში პირველკლასელების, ასე რომ, ყველა მშობელს უმორჩილესად ვთხოვთ, გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი. თუ ბავშვი არ არის აცრილი ორჯერ 1-დან 5 წლის ასაკამდე, აუცილებლად აცრან, რადგან წითელა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში", - განაცხადა გამყრელიძემ. რაც შეეხება გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონს, რა დროსაც ტკიპები აქტიურობენ, ამირან გამყრელიძის თქმით, ტკიპები დათბობისთანავე დაიწყებენ სხვადასხვა დაავადებების გადატანას. "უკვე, როგორც კი თბება, ტკიპებს გადააქვთ სხვადასხვა დაავადებები. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფრთხილად", - აღნიშნა გამყრელიძემ.
---
24.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/473633
დიმიტრი ცქიტიშვილმა და ბექა ფერაძემ ბათუმში შრომის უსაფრთხოების კანონში შესული ცვლილებების შესახებ შეხვედრა გამართეს
საქართველოს პარლამენტის წევრმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ბექა ფერაძემ ბათუმში შრომის უსაფრთხოების კანონში შესული ცვლილებების შესახებ შეხვედრა გამართეს. როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროსა და საჯარო სექტორზე (2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან). ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე (2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან). კანონში, ასევე, დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა მერყეობს 100 ლარიდან 50,000 ლარამდე, დარღვევის ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად. მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს. კანონით საქართველოს მთავრობას 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე განესაზღვრა ვადა იმისათვის, რომ პარლამენტს წარმოუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი, ავტონომიური და ეფექტური შრომის ინსპექციის ფუნქციონირებას. კანონი მნიშვნელოვნად ხაზს უსვამს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის როლს და მათთან კონსულტაციების შედეგად ხორციელდება კანონის ფარგლებში მიღებული სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება. შეხვედრაზე განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა.
---
24.05.2019
„საქართველოში თითქმის გამოშიგნულია სოციალური პოლიტიკა და შრომის ბაზარი მთლიანად მიშვებულია თავისუფალი ბაზრის ნებაზე“
„რეგულაციების ნაკლებობა თავისუფალი ბაზრის პირობებში იწვევს იმ სოციალურ უთანასწორობას, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ადამიანებს, რომლებიც არიან ექსპლუატირებულები და ყიდიან სამუშაო ძალას, მონურ პირობებში უწევთ მუშაობა. უნდა გვყავდეს ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახური, რათა გვქონდეს ხარისხიანი შრომის პირობები,“ - ამბობს დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი, რევაზ კარანაძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“. რევაზ კარანაძემ , გადაცემის წამყვან, ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ თავმჯდომარესთან გიორგი ლომინაძესთან ერთდ საქართველოში არსებულ შრომის პირობებსა და ამ სფეროში რეგულაციების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქსტატის კვლევის შედეგებს დასაქმებისა და უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კითხვის ნიშნები უნდა დავუსვათ, ვინაიდან პრობლემატურად მიმაჩნია საქსტატის განსაზღვრება დასაქმებულობასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თვითდასაქმებული საქსტატის მიხედვით, არის ადამიანი, რომელიც ფლობს მიწას და ამით აღწერენ ისინი დასაქმებულობას. რაც ჩემი აზრით, მიუღებელია. მეთოდოლოგიურად არასწორია. საქართველოს შრომის ბაზარს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ კუთხით საკმაოდ ცუდია. საქართველოში თითქმის გამოშიგნულია სოციალური პოლიტიკა და შრომის ბაზარი მთლიანად მიშვებულია თავისუფალი ბაზრის ნებაზე. საკმაოდ დაბალია სახელფასო ბადე, ბევრი ადამიანი ხდება შრომითი მიგრანტი. ეს საკითხი ბევრ პრობლემას უქმნის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს, სადაც ექთნების ნაკლებობა გვაქვს. მაგალითად, გვყავს 28 ათასი ექიმი და 18 ათასი ექთანი. დაბალი ხელფასების გამო, ეს ადამიანები ხდებიან შრომითი მიგრანტები და იცვლიან პროფესიას. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ჰოსპიტალების, კლინიკების 95% პრივატიზებულია და მათ 1/3-ს საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია, ევექსი ფლობს. ფიქრობდნენ, რომ ჯანდაცვის სფეროს მასობრივი პრივატიზება გააუმჯობესებდა. თუმცა, პირიქით მოხდა, ექთნების ხელფასი 300-500 ლარამდე მერყეობს და ერთ ექთანზე საშუალოდ 11-ზე მეტი პაციენტი მოდის, როცა ევროპული სტანდარტებით უნდა იყოს 4. რეალურად, ეს ფაქტი მომსახურების დონის დაბალ ხარისხზეც მეტყველებს. შრომის ინსპექციას საქართველოში მანდატი არ აქვს. მეორე მხრივ, ჯანდაცვის სფეროს გარდა, მშენებლობებზე იძულებულები არიან ადამიანები იმუშაონ გამომუშავებაზე. მაგალითად, ჭავჭავაძის N5 ნომერში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ იმავე მშენებლობაზე, ერთ-ერთი დაღუპულის 17 წლის შვილიც მუშაობდა საბუთისა და ხელშეკრულების გარეშე, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ ვერ გაამართლა, ამ მავნე წრეზე დავდივართ ბოლო 25 წელია და აუცილებელია პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვართ ის პროფკავშირები, რომლებმაც რეალური ორგანიზების ტაქტიკის გამოყენება დავიწყეთ. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე პროფკავშირს, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ამბობს, რომ ასი ათასზე მეტი წევრი ჰყავს, ვფიქრობ, თუ წევრების ეს რაოდენობა ჰყავს, უფრო ეფექტური შედეგები უნდა დაედო აქამდე. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ ორგანიზება მომსახურების სფეროში, რომელიც არის ყველაზე დიდი და ზრდადი სფერო. 1-ლ მაისს გავერთიანდით და შევქმენით ახალი გაერთიანება. ჩვენი ორგანიზების შედეგია მაგალითად ის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 30%-ით გაეზარდა ხელფასი მეტროს მემანქანეებს, რასაც ხელფასების ზრდის ჯაჭვრუი რეაქცია მოჰყვა. ახლა პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი შეგვაქვს, რომელიც შრომის დროის, დასვენებების, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ამდენად, რეგულაციების ნაკლებობა თავისუფალი ბაზრის პირობებში იწვევს იმ უთანასწორობას, რაც დღეს გვაქვს. ადამიანებს, რომლებიც არიან ექსპლუატირებულები და ყიდიან სამუშაო ძალას, მონურ პირობებში უწევთ მუშაობა. უნდა გვყავდეს ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახური, რათა გვქონდეს ხარისხიანი შრომის პირობები. კონკურენცია ჯანდაცვის სფეროს მაგალითზე, არ არის გარანტი იმისა, რომ ექთანს 40 პაციენტი არ ეყოლება. როდესაც დასაქმებულებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი დამსაქმებელთან ასიმეტრიულ ურთიერთობაში არიან. დამსაქმებლებს აქვთ ძალაუფლება, რადგან დასაქმებულებს სოციალური გარემო არ უწყობთ ხელს, ჰქონდეთ არჩევანი. ჩვენ ნიჭიერ და ახალგაზრდა ადამიანებს არ ვუქმნით შრომის პირობებს საქართველოში. ეს ადამიანები კი ხდებიან შრომითი მიგრანტები და თვითრეალიზებას ვერ ახერხებენ საკუთარ სამშობლოში,“ - ამბობს რევაზ კარანაძე.
---
24.05.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/263282-gurjaanis-saavadmyofosi-ertmanets-pacienti-da-klinikis-xelmzrvanelebi-daupiripirdnen
გურჯაანის საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირიპირდნენ
გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი გიორგი ხეტეშვილი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ. კლინიკის მენეჯერმა ხეტეშვილი,რომელიც უბნის ექიმის დახმარებას საჭიროებდა, შენობაში არ შეუშვა. ხეტეშვილის თქმით, რუსუდან კუპატაშვილმა დაცვის თანამშრომლები გამოიძახა. პაციენტის თქმით, კუპატაშვილს მასთან პირადი დაპირისპირება აქვს და გასულ კვირას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს მის მცირეწლოვან შვილსაც. საავადმყოფოს მენეჯერი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ხეტეშვილს რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონდა. ხეტეშვილი რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
---
24.05.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/366585/
არასრულწლოვანთა ქორიწინება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა — ინტერვიუ ეკა სხილაძესთან
დედა, რომელსაც 7 თვის შვილის მკვლელობას ედავებიან, თვითონაც არასრულწლოვანია. იმის მიუხედავად, თუ გამოძიება რა შედეგით დასრულდება და სასამართლო რა ვერდიქტს გამოიტანს, დარჩება შეკითხვა, რომელიც სახელმწიფოს ზოგად პოლიტიკას მიემართება — რატომ რჩება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არასრულწლოვანთა კანონით აკრძალული ქორწინება? სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა, რაც პრობლემის გენდერულ განზომილებას უსვამს ხაზს. რომელ სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა ხვდებოდეს არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია? როგორ მუშაობს და უნდა მუშაობდეს მზრუნველობის სისტემა? ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ნეტგაზეთი სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკატერინე სხილაძეს. საიდან შეიძლება სახელმწიფომდე მიაღწიოს ინფორმაციამ, რომ გოგოები ადრეულ ასაკში არაფორმალურად ქორწინდებიან? სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება კვლავ ტენდენციად და გამოწვევად რჩება. მთავარი პრობლემა არის ის, რაზეც სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში საუბრობს: ხშირად არ აწვდიან შესაბამის უწყებებს დროულად ინფორმაციას. მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებები არ აწვდიან ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს. ასევე, საკმაოდ სუსტია უწყებებს შორის კოორდინაცია და კომუნიკაცია მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით. სამწუხარო ტენდენციაა ისიც, რომ ხშირად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები არ აღრიცხავენ მოსწავლის სკოლაში გამოცხადების ფაქტს, არ უთითებენ დასწრების მაჩვენებელს სწორად, — ამაზე სახალხო დამცველს ცოტა ხნის წინ რეკომენდაციაც ჰქონდა, — რითაც ისინი ერთგვარად ფარავენ ადრეულ ასაკში ქორწინებისა თუ ნიშნობის შემთხვევებს. ფეხმძიმობისა და მშობიარობის ეტაპზე არის თუ არა საავადმყოფო და ჯანდაცვის სისტემა კიდევ ერთი რგოლი, საიდან სახელმწიფომ შეიძლება ინფორმაცია მიიღოს? დიახ. ხშირად სახელმწიფოსთვის ერთადერთ გზად რჩება ამ შემთხვევების შესახებ გაიგოს და რეაგირება მოახდინოს, როდესაც არასრულწლოვანი გოგო იმშობიარებს. სამწუხაროა ეს, რადგან სახელმწიფოს აქვს პროაქტიულად შემთხვევების გამოვლენის ვალდებულება. რეაგირების მაჩვენებელსაც თუ გადავხედავთ, არ ხდება ეფექტური რეაგირება. კერძოდ, ის არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა შემწყნარებლურია მსგავსი შემთხვევების მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში შესაძლოა იწვევდეს, ერთი მხრივ, იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ ხდება ეფექტური რეაგირება და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა პრევენციულ ღონისძიებებზე ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიოს. მაშინ როდესაც საზოგადეობას აქვს განცდა, რომ ამ შემთხვევაში არ მოხდება შესაბამისი რეაგირება, ეს შეიძლება შემდგომში მსგავსი ფაქტების წამახალისებელიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სწავლება არ არის ინტეგრირებული შესაბამისი სახით ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში. ის ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებების პრევენცია, ხოლო, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების მავნე ზეგავლენისა თუ ხასიათის შესახებ. სახალხო დამცველის 2017 წლის სპეციალურ ანგარიშში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ წერია, რომ პოლიცია და სხვა უწყებები არ აღიქვამენ დარღვევად 18 წლამდე ქორწინებას, — ხშირად უთითებენ ქორწინების ნებაყოფლობითობაზე ან ტრადიციულ ფაქტორებზე და არ ატარებენ ქმედით ღონისძიებებს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. რამდენად არის ეს მათი გადასაწყვეტი? აქვთ მათ ამის შეფასების უფლებამოსილება? საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვრცელდება პროფესიონალებზეც — იმ ადამიანებსა თუ უწყებებზე, რომლებსაც ამ შემთხვევებზე რეაგირება ევალებათ. პრაქტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მსგავს ფაქტებზე სამართალდამცავი თუ სოციალური დაცვის სისტემის წარმომადგენელი უწყებების მხრიდან არასაკმარისი ღონისძიებები ტარდება. შეგვიძლია აქვე ვისაუბროთ სოციალური მუშაკების ჩართვის მნიშვნელობაზეც და იმაზეც, რომ მათი მწირი რესურსების, მცირე რაოდენობის თუ სხვა პრობლემების გამო ისინი ეფექტურად ვერ მართავენ ამ შემთხვევებს. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათთვის ცნობილია მსგავსი ფაქტების შესახებ, მათი რეაგირება დაგვიანებულია ან ფრაგმენტული. ეს ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების სისტემურ დაცვას. იმავე ანგარიშში მითითებულია, რომ სოცმომსახურების სააგენტოს უჭირს, მიიღოს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის გადაწყვეტილება და ცდილობს, დაფაროს ოჯახში არსებული პრობლემები. იქვე მოყვანილია ასეთი შემთხვევაც, როდესაც სოცმუშაკმა არასრულწლოვნის ოჯახში ყოფნის გამართლებისთვის ფორმალური საფუძვლის შესაქმნელად სავარაუდო მოძალადის, ანუ საქმროს დედა დანიშნა მზრუნველად. ხშირია ხოლმე მსგავსი შემთხვევები? სახალხო დამცველის პრაქტიკის მიხედვით და ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინებაზე, პასუხისმგებელ უწყებებს შორის მთავარი როლი ეკისრება სკოლას, რომელიც ხშირად პირველი იგებს მსგავსი შემთხვევების შესახებ, რომ დროულად მოახდინოს რეფერირება. მეორე უწყება არის სოციალური სამსახური, როდესაც მშობელი არ ან ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას ან უგულებელყოფს მას, რომელიც უნდა ჩაერთოს და რეაგირება ჰქონდეს მსგავს შემთხვევებში; და, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი უწყება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ გამოწვევებს, რადგან, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინებას, მის პრევენციას და შემთხვევებზე რეაგირებას კვლავ არ ექცევა სათანადო ყურადღება და მასზე ეფექტური რეაგირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე. სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, პრობლემად იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულება. ეს ის მუხლია, რომელიც კრძალავს 16 წლამდელთან სქესობრივ კავშირს. როგორ უნდა იქცეოდეს პოლიცია? მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციაზე, რათა ასეთი შემთხვევები არ ხდებოდეს, ხოლო მომხდარ შემთხვევებში რეაგირება ეფექტური უნდა იყოს, რათა საზოგადოებაში უფრო მეტად განმტკიცდეს წარმოდგენა ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ. როდესაც ვხვდებით მოსახლეობას, ხშირად ისინი მიუთითებენ, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის არ არის ადეკვატური და შესაბამისი, ეს კი მსგავს შემთხვევებს ახალისებს და პირიქით, ხელს უწყობს მსგავსი პრაქტიკების დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეფექტური რეაგირება არის გზა იმისთვის, რომ შემდგომი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. შეგიძლიათ, აგვიხსნათ ლოგიკა კანონის იმ მუხლებს მიღმა, რომლებიც 18 წლამდე ქორწინებასა და 16 წლამდელთან სქესობრივ კავშირს კრძალავს? რა სირთულეებს იწვევს ეს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში? საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის წინაპირობა არის ის, რომ პირი იყოს სრულწლოვანი — 18 წლის ასაკიდან არის დასაშვები. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია როგორც ქორწინების იძულება ნებისმიერი ასაკის მქონე პირისთვის; ასევე, აკრძალულია სექსუალური ხასიათის კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან. ერთია, რას ამბობს კანონი, მეორე, როგორ აღესრულება ის პრაქტიკაში. სამწუხაროდ, ჩვენი შესწავლილი შემთხვევები მიუთითებს, რომ ხშირად მომხდარზე ეფექტური რეაგირება ვერ ხდება, გავრცელებულია ნიშნობების პრაქტიკა, რაც იწვევს გოგოების უფლებათა დარღვევას. რა პრაქტიკაა ეს? 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ამაზე დეტალურად ვმსჯელობთ. კერძოდ, არასრულწლოვანთა ნიშნობა შეიძლება იწვევდეს რიგი უფლებების დარღვევას გოგოსთვის, მათ შორის, სკოლაში სიარულის აკრძალვას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულის აკრძალვას, საზოგადოებრივ ინტეგრაციას და სხვა. ნიშნობა, რისი დეფინიციაც არ არის კანონში გაწერილი, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკაა, მთელი რიგი უფლებების დარღვევას იწვევს. შესაბამისად, როგორც ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლები უფრო აქტიურად მეთვალყურეობდნენ მსგავს შემთხვევებს, აღრიცხავდნენ და შესაბამის უწყებებს აწოდებდნენ რეაგირებისთვის. როდესაც დგება ხოლმე მხოლოდ ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა — პოლიციელის, მასწავლებლის, ა.შ. რამდენად საკმარისია ეს ნაბიჯი სისტემურ პრობლემასთან საბრძოლველად? იმისთვის, რომ ვისაუბროთ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების შემთხვევების აღმოფხვრასა და პრევენციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემური ხედვა გააჩნდეს თითოეულ უწყებას, მათ შორის, შიდა უწყებრივი მონიტორინგის მექანიზმები, რათა აკონტროლონ, მაგალითად, რეფერირების პროცედურით გათვალისწინებული ღონისძიებები. რეფერირების პროცედურა ავალდებულებს ყველა შესაძლო უწყებას, ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევაში მოახდინონ კომუნიკაცია და კოორდინაცია ერთმანეთთან, თუმცა ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში, რომ ეს პრობლემაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწყებების ყურადღება გამახვილდეს ამ პროცედურის შესრულებაზე, მის განუხრელ დაცვაზე, მეორე მხრივ კი, ყველა შემთხვევაში ეფექტური რეაგირება ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა სხვა შემთხვევების პრევენცია ამით მოვახდინოთ, რადგან საზოგადოებაში გაჩნდება განცდა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი ქმედება.
---
24.05.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=75269
როგორ ჩაიგდო ხელში ჯორჯიან მანგანეზი ივანიშვილის კლანმა და რა დავალება მისცა „რიჟას“ ოლიგარქმა
---
ბეჭდვითი მედია
27.05.2019
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ქეთევან ღოლიჯაშვილი: ჯანდაცვის სამინისტროს მფარველობით ჩვენს შვილებზე მედიკოსები ექსპერიმენტებს ატარებენ!
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია - დღეისათვის ქართველი ექიმების მიმართ პაციენტებმა ნდობა დკარგეს. ამის საფუძველს იძლევა არაერთი მცდარი დიაგნოზი და საბედისწერო სამედიცინო შეცდომა, რომელსაც უამრავი ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. სამწუხაროდ, ამბავი, რომელიც პატარა მარიამ შიოლაშვილს გადახდა თავს, კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას ჯანდაცვის სისტემისა და პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართ. "ასავალ-დასავალს" მომართა 41 წლის ქეთევან ღოლიჯაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი - 2 წლის მარიამ შიოლაშვილი ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავამ არასწორი დიანოზის დასმით და არასწორი მკურნალობით სამუდამო ინვალიდობისთვის გაწირა. ქეთევან ღოლიჯაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თქვენს გაზეთს. მინდა, მივმართო ყველა მშობელს, რომელთა შვილები მავანის უცოდინრობას, გამიზნულ ექსპერიმენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობა ეწირებიან! მთელი ჯანდაცვის სისტემა მებრძვის, მიუხედავად იმისა, რომ რეგულირების სააგენტომ დაამტკიცა ექიმ ირაკლი ფაღავას ბრალეულობა, თუმცა, მის მიმართ მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. მაინც არ ვჩერდები, საქმე პროკურატურაშია, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რათა ახლა უკვე სხვისი შვილები გადავარჩინო, რომელთაც ასევე არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად, არასწორი მკურნალობა - ჰორმონოთერაპია აქვთ დანიშნული, რომელიც ანადგურებს მათ ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს! -მარიამი ჯერ თვისაც არ იყო რომ გამიცივდა: ჰქონდა ცხვირიდან გამონადენი და ხველა. ავადმყოფობის მესამე დღეს დაფიქსირდა სიცხე - 37,5 გრადუსი, რის გამოც გამოვიძახე სასწრაფო და ბავშვი გადაყვანილ იქნა ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის ნეონატროლოგიურ განყოფილებაში, სადაც 2 თვემდე ასაკის ბავშვებს მკურნალობენ. კლინიკაში წოლის მესამე დღეს, ვინაიდან მარიამმა ჭამას არ უმატა, გაგვიკეთეს ჰორმონების ანალიზი და თავისუფალი ტესტოსტერონი. ამ ანალიზების მიხედვით დაგვისვეს დიაგნოზი: თირკმელზედა და ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა - ადრენოგენიტალური სინდრომის კლასიკური ფორმა. დაავდება, რომელიც იწვევს ორსქესიანობას, როცა ქალისა და კაცის სასქესო ორგანო ერთდროულად აქვს ადამიანს ან სასქესო ორგანო იმდენად პათოლოგიური აგებულებისაა, რთულია სქესის გარჩევა. -ვინ დაგისვათ ეს დიაგნოზი? -დიაგნოზზე ეჭი მიიტანა და კვლევები დანიშნა ნეონატოლოგმა თამარ გოთუამ. დიაგნოზი მეორე დღეს დაადასტურა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ. ბოლოს ჩემი პირადი ენდოკრინოლოგისა და ერთ-ერთი პედიატრის რჩევით, გადავწვიტე, ბავშვი მიმეყვანა ბავშვთა ენდოკრინოლოგ ნინო აბდუშელიშვილთან. ისევ ციციშვილის კლინიკაში. ექიმა გასინჯა ბავშვი, დაუთვალიერა სასქესო ორგანო და გვკითხა - საერთოდ, რატომ მიიტანეს ეჭვი დაავადებაზეო? ქალბატონი ნინო ანალიზების პასუხებსაც გაეცნო და გვითხრა, რომ ბავშვს ყველა მაჩვენებელი ნორმაში ჰქონდა. ვინაიდან ჰორმონების მოხსნა ერთბაშად არ შეიძლებოდა, ქალბატონმა ნინომ დოზები გაგვინახევრა, რის შემდეგაც, სულ რამდენიმე დღეში ბავშვმა ოდნავ უმატა ჭამას. ეს იყო იმ 3-კვირიანი ჯოჯოხეთის დასასრული, როცა ცოცხალი ბავშვი მატირეს. ასე რომ, ნინო აბდუშელიშვილი უფლის მიერ მოვლენილი ანგელოზია ჩვენი ოჯახისთვის. დღეს სხვისი შვილების გადასარჩენად ვიბრძვი, რათა ექიმებს, რომელბიც ასე ეთამაშებიან ჩვენი პატარების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აღარასოდეს გაუჩნდეთ მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სრული განუკითხაობაა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, პირადად დავით სერგეენკო აფარებს ხელს ირაკლი ფაღავას! სავარაუდოდ, ამ ბავშვებზე ატარებენ კვლევებს და ჩვენს შვილებს საცდელ კურდღლებად იყენებენ! მოვითხოვმ მოძებნონ დანარჩენი ბავშვებიც და გადაამოწმონ, სჭირდებათ თუ არა მათ ეს მკურნალობა!".
---
27.05.2019
მედიასაშუალება: ალია
რას უპირებენ გაფიცულებს მაღაროს რეალური მეპატრობები?!
---
27.05.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან "ჯორჯიან მანგანეზის" გაძევებას ითხოვენ
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის შემდეგ კვლავ კარავში დაბრუნდა და შიმშილობა გააგრძელა. გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
---
25.05.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მამუკა ბახტაძემ რობერტ რედფილდს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორ რობერტ რედფილდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო. განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ქართული მხარის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. ისაუბრეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ერთიანი ჯანდაცვის ჭრილში. ხაზი გაესვა ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციის მნიშვნელობას ჯანდაცვის მხრივ საფრთხეების თავიდან აცილების საკითხში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის მიზანია, რობერტ რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და CDC-ის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზ
---