From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-27.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 27.12.2018 08:00
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.12.2018

ტელევიზია

27.12.2018

არხი:    იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 08:00

საქართველოს დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი როსპოტრებნაძორის განცხადებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საქმე ეხება ზაფხულში რუსეთიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეების დაავადების ფაქტს. 31 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის 6 წევრს მწვავე ნაწლავური ინფექცია გამოუვლინდა, სამ პაციენტს კი განუვითარდა თირკმლების უმრავლესობა, რაც უწყების განმარტებით ახასიათებს დაავადებას. ავადმყოფებს თბილისში იაშვილის კლინიკაში უმკურნალეს და როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ არა ქართველი ექიმების მაღალპროფესიული და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული დიაგნოსტიკა, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში და მკურნალობა, ამ მძიმე დაავადების გართულების შედეგი შეიძლება ფატალურიც ყოფილიყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5783124

---

 

26.12.2018

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

ლუგარის ლაბორატორია კიდევ ერთხელ მოექცა რუსი მაღალჩინოსნების ყურადღების ცენტრში. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსმა ბრიფინგი სწორედ თბილისის მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრზე საუბრით დაიწყო. რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ანა პოპოვამაც განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5781391

კავკასია - დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5782588

---

 

26.12.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 18:00  

აჭარაში სამედიცინო კლინიკებში ამ დროისთვის სამოცამდე პირი მკურნალობს გრიპის ვირუსის დიაგნოზით. მათგან 9 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ გახშირებულია კლინიკებში მიმართვიანობა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება, თუმცა უყწების ინფორმაციით, მდგომარეობა არ არის საგანგაშო და ვითარება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5782522

---

 

26.12.2018

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00

ბოლო სამი დღის განმავლობაში გრიპით უკვე ორი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 100 000 მოსახლეზე ამ ეტაპზე გრიპის 221 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიის საფრთხე კი ამ ციფრის გაორმაგებისას იარსებებს. ექიმები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5781431

           

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5781210

---  

 

26.12.2018

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 11:45

2019 წლის იანვრიდან 50 ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 50-ლარიანი დახმარება იანვარში ყველა მათგანს ფულადი სახით ჩაერიცხება, თებერვლიდან კი მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებული ფორმით გაიცემა: ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შერეული, ხოლო ზოგიერთში მხოლოდ ფულადი სახით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5781302

---

 

26.12.2018

არხი:    I არხი

გადაცემა:  ახალი დღე

გრიპით დაავადებულთა 95 პროცენტს H1N1 ვირუსი დაუდგინდა. როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია  პაატა იმნაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5781043

---

 

26.12.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა TV1

ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5780881

---

 

 

ინტერნეტი

27.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527078-sakartvelos-biznes-asociacia-shromis-usaprtxoebis-shesaxeb-kanonis-arsebuli-pormit-qvela-biznes-subiektze-gavrcelebas-sagangashod-miichnevs/

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საგანგაშოდ მიიჩნევს

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, დღეს მოქმედი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, უკვე ვრცელდება ბიზნესის ყველა იმ სფეროზე, ყველა კომპანიაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან და ამ გზით უზრუნველყოფილია იმ ადამიანებისათვის უსაფრთხოების გარანტიები, ვინც მსგავს სამუშაოებზე არიან დასაქმებულები. „დღეისათვის დღის წესრიგში დგას კანონის მოქმედების სფეროს გავრცელება აბსოლუტურად ყველა ტიპის საქმიანობაზე, მათ შორის ისეთებზე, რაც არანაირ არსებით საფრთხესთან არაა დაკავშირებული დასაქმებულებისათვის და ამ გზით იგეგმება ქვეყანაში არსებულ თითოეული კომპანიისათვის, მეწარმე ფიზიკური პირებისათვის და ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც კი ისეთი სამართლებრივი ტვირთის დაკისრება, რაც დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან. კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას, მეწარმე ფიზიკურ პირს, მიკრო თუ მცირე ბიზნესს და ადმინისტრაციულ ორგანოს, მიუხედავად მისი ზომისა და საქმიანობის სფეროსი, მოუწევს ყოველწლიურად ათასობით ლარის გაღება, რათა ისარგებლონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურებით, სამუშაო ადგილებზე პერიოდულად ზომონ და აკონტროლონ გარემო ზემოქმედების ფაქტორები (ტემპერატურა, ტენიანობა, გამოსხვივება, საწარმოო ხმაური), შეიმუშაონ და შრომის ინსპექციას წარუდგინონ რისკების შეფასების დოკუმენტები, უზრუნველყონ დასაქმებულები ტრენინგებით და ა.შ. ჩვენი ღრმა რწმენით, მსგავსი დაუსაბუთებელი რეგულაციების შემოღება და ფორმალური ვალდებულებების დაკისრება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების კონცეფციას და ხედვებს; ეს კი განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ მხოლოდ თეორიული საფრთხეების პრევენციის გამო, ბიზნეს სექტორს მოუწევს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დახარჯვა თავის საქმიანობის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და იმ კანონის შესასრულებლად, რომლის განხილვაც ისე მიმდინარეობს, რომ არაა გაანალიზებული მოსალოდნელი ფინანსური შედეგები ბიზნესისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაბამისი ფინანსური ანალიზის გარეშე ნუ მიიღებენ კანონპროექტს არსებული ფორმით“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/shromis-usafrtkhoebis-kanonis-arsebuli-formit-yvela-biznessubieqtze-gavrcelebas-saqartvelos-biznesasociacia-sagangashod-miichnevs/

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527039-sakartvelos-daavadebata-kontrolis-centri-rospotrebnadzoris-xelmzgvanelis-gancxadeba-arapropesiuli-da-politikurad-motivirebuli-insinuaciebis-shemcvelia/

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი - „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის განცხადება არაპროფესიული და პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაციების შემცველია

ქალბატონ ანა პოპოვას განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეების დაავადების ფაქტს, არაპროფესიული და კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაციების შემცველია, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განმარტებით, სანკ-პეტერბურგიდან მიმდინარე წლის 11-26 ივლისის დღეებში საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ 31 ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში, რომლებიც თითო კვირით იმყოფებოდნენ მესტიასა და ურეკში, გამოვლინდა მწვავე ნაწლავური ინფექციით დაავადებული 6 პირი. მათი დაავადება გამოიწვია მედიცინაში ათეულობით წლების განმავლობაში კარგად ცნობილმა ტოქსინწარმომქმნელმა ნაწლავის ჩხირმა, რომელსაც ეწოდება ენტეროჰემორაგიული ეშერიხია და ახასიათებს გართულები თირკმელების უკმარისობის სახით. „აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც 6 დაავადებულიდან 5 პირის ფეკალურ სინჯებში დადასტურდა ზემოთაღნიშნული ბაქტერიის სპეციფიკური გენეტიკური მარკერის (stx2 - შიგატოქსინი 2) არსებობა. ერთი დაავადებული განისაზღვრა როგორც დაავადებაზე საეჭვო. შემდგომი კვლევებით დამატებით გამოვლინდა შიგატოქსინ მაპროდუცირებელი ნაწლავის ჩხირის მტარებელი პირი (პედაგოგი), რომელსაც არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები. 6 დაავადებულიდან 3 პაციენტში განვითარდა თირკმელების უკმარისობა, ჰემოლიზურ-ურემიული სიდრომით (HUS) სახით. მესტიაში პირველი დაავადებულების (სისხლიანი დიარეით) მიმართვიდან მეორე დღესვე, დიაგნოსტიკაში ჩაერთო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქუთაისის და ლუგარის ლაბორატორიები და პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის მეთოდით დადგინდა შიგატოქსინმაპროდუცირებელი E. coli (ნაწლავის ჩხირი) და ავადმყოფები ოპერატიულად გადმოყვანილ იყვნენ თბილისში. ჯგუფის დანარჩენ წევრებზე, რომლებიც გაემგზავრნენ ურეკში, დამყარდა ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა, ყველა მათგანს ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევები და სწორედ ამ გამოკვლევებით გამოვლინდა უსიმპტომო ინფიცირებული პედაგოგი. თირკმელებზე გართულების მქონე ბავშვები მკურნალობდნენ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სადაც ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის შედეგად, სამივე ბავშვი ჰუს-ის სინდრომით გაეწერა კლინიკიდან და ჯგუფთან ერთად ავიარეისით დაბრუნდნენ სანკ-პეტერბურგში. რუსეთის ინტერესების გამომხატველი დიპლომატების მიერ, გამოხატული იყო მადლიერება ქართველი ექიმების მიმართ, ჩატარებული მაღალპროფესიული დახმარების და ბავშვებზე ზრუნვის გამო. ქართველ ექიმებს მუდმივი კონტაქტი ქონდათ ბავშვების მშობლებთან და ექიმებთან გამგზავრების შემდეგაც. რუსულ მხარეს, სექტემბრის შუა რიცხვებში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს დახმარებით მიეწოდა სრული ინფორმაცია ჩატარებული კვლევების და მკურნალობის შესახებ. თვით პოპოვა, როგორც თავის გამოსვლაში აღნიშნავს, გერმანიაში მსგავსი დაავადების გავრცელებისას, სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა გარდაცვალების შემთხვევებსაც. რომ არა ქართველი ექიმების დროული, მაღალპროფესიული და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული დიაგნოსტიკა (მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში) და მკურნალობა, ამ მძიმე დაავადების გართულების გამოსავალი შესაძლოა ფატალურიც ყოფილიყო“, - აღნიშნულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია. როგორც გუშინ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ზაფხულს საქართველოში რუსი ბავშვები ნაწლავური ინფექციის ხელოვნურად შეცვლილი შტამით დაავადდნენ. მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში რუსი ტურისტების ჯგუფი საქართველოში ნაწლავური ინფექციის სიმპტომებით ჰოსპიტალში მოხვდა, ხოლო ზოგიერთი მათგანის მოსკოვში გადაყვანა გახდა საჭირო. „რა თქმა უნდა, ჩვენმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. აღმოჩნდა, რომ E.coli-ს ამგვარი ვარიანტი არ არის აღწერილი და წარმოდგენილი. ის ჰგავს 2011 წელს ევროპაში არსებული ანთების გამომწვევს. შეგახსენებთ, რომ მაშინ 4 ათასი ადამიანი დაზარალდა, აქედან 50 გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ“, - დასძინა მან.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=76887

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/2019-wlis-ianvridan-50-larian-daxmarebas-144-000-ze-meti-socialurad-daucveli-bavshvi-miigebs

2019 წლის იანვრიდან 50-ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს

2019 წლის იანვრიდან, 50-ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 50-ლარიანი დახმარება იანვარში ყველა მათგანს ფულადი სახით ჩაერიცხება, თებერვლიდან კი მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებული ფორმით გაიცემა: ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შერეული (ფულადი და ვაუჩერული), ხოლო ზოგიერთში მხოლოდ ფულადი სახით. ამასთან, ფულადი დახმარების გაცემის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=193376-%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

თორუების მრავალშვილიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს - 7 მცირეწლოვან ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თორუების მრავალშვილიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 7 მცირეწლოვან ბავშვს არ გააჩნია ელემენტარული პირობები ნორმალური განვითარებისთვის: ისინი ხშირად შიმშილობენ, ავადმყოფობენ, ხოლო ტანსაცმლის არქონის გამო ხშირად აცდენენ სკოლის გაკვეთილებს. თორუების ოჯახი ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს, ირგვლივ ობის სუნი დგას, ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, სახურავიდან კი წვიმა ჩამოდის... თორუების ოჯახის დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდმა საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50 ქველმოქმედმა. საერთო ჯამში შეგროვდა 1080 ლარი. ამ თანხით ფონდმა მათთვის შეისყიდა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები ანუ ის, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ მოცემულ ეტაპზე. მეგობრებო, თქვენ ამ ბავშვებს დიდი საახალწლო საჩუქარი გაუკეთეთ! შესაძლოა, ზოგისთვის ეს თანხა არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ ამ ოჯახისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გურანდა თორუას და მის ბავშვებს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ: გვითხარით, ეხმარება თუ არა თქვენს ოჯახს მერია ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია? გურანდა თორუა: 540 ლარი 8 ადამიანზე - ეს არის ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური შემწეობის სახით. ჩერნოვეცკის ფონდი არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მოგვაქცია ყურადღება. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანეს? გურანდა თორუა: ჩემო კეთილო ადამიანებო, ვლოცულობ თქვენზე, ძალიან დიდი მადლობა! ერთად ამდენი პროდუქტი არასდროს მინახავს ჩემს სახლში! თქვენ ძალიან გაახარეთ ჩემი შვილები. ღმერთმა ბარაქა არ მოგაკლოთ! ბავშვებო, თოვლის ბაბუა თქვენთან სტუმრად ოდესმე ყოფილა? ბარბარე, 11 წლის: განა თქვენ არ ხართ თოვლის ბაბუა?! რამდენი საჩუქარი მოგვიტანეთ...და სად არის თქვენი თეთრი წვერები? გიორგი, 9 წლის: სახლში არ მოსულა თოვლის ბაბუა, მაგრამ ქუჩაში მყავს ნანახი... ანანო, 8 წლის: სკოლაში გოგოები ყვებიან, რომ მათთან დადის თოვლის ბაბუა და საჩუქრებს ჩუქნის, ჩვენთან კი არ დადის... გურამი, 12 წლის: ნაძვის ხე ჩვენ არასდროს გვქონია...დედა ამბობს, ძვირიაო... ანანო: აი, რომ არ ვდგამთ ნაძვის ხეს, ამიტომ არ დადის ჩვენთან თოვლის ბაბუა... ბავშვებო, რა გსურთ რომ თოვლის ბაბუამ გაჩუქოთ? გურამი: ჩემი ქურთუკი დაიხა და ვერ ვიცმევ... ისე, „პეჩენია“ მიყვარს ძალიან... გიორგი: მე მინდა, რომ თოვლის ბაბუამ მაჩუქოს „ბოტასები“... ანანო: მე კაბა მინდა. აი, ფერიებს რომ აქვთ ისეთი... ანამარია: მე კი მინდა თოჯინა ბარბი... მეგობრებო, ამ პატარებს სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა მათ საჩუქრებს აჩუქებს და გაახარებს! ერთი შეხედვით, არც თუ ისე „ძვირადღირებული“ სურვილები აქვთ მათ. მოდით, გახდით მათთვის თოვლის ბაბუა, გაულამაზეთ დღესასწაული, არ დატოვოთ ყურადღების გარეშე! გფარავდეთ უფალი მუდამ! თქვენ ასევე შეგიძლიათ ამ ბავშვებისთვის გაიღოთ ფულადი შემოწირულობა. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორუების ოჯახი).

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=193328-%E1%83%94.%E1%83%AC.%20%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98

როგორ ვებრძოლოთ ე.წ. ღორის გრიპს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია. გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა.გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევსმსოფლიოში. გრიპის ვირუსი ასნებოვნებს, როგორც ადამიანებს, ასევე ფრინველებსა და ცხოველებს. მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები: თუ ადამიანს გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები: უცაბედად დაწყებული მაღალი ცხელება (380C და მეტი), ყელის ტკივილი, ხველა და სერთო ინტოქსიკაცია (კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი) · მაქსიმალურად უნდა მოერიდოს საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილებს; · სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები; · ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია; · განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა; · ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას; · გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას. · სივრცეები სადაც იმყოფება/იმყოფებოდა დაავადებული საჭიროებს სტანდარტულ სანიტარულ დასუფთავებას სველი წესით, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოების გარეშე; · რეკომენდებულია სათავსების ხშირი განიავება. ü დროული ადექვატური მკურნალობა (ანტივირუსული პრეპარატებით) ექიმის დანიშნულებით · გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება (380C მეტი 3 დღის შემდგომ), ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა! · გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს, როდესაც ქვეყანაში დადგენილია გრიპის ვირუსის ცირკულაცია, სპეციალური ლაბორატორიული კვლევები გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ. · გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკი!

---

 

26.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=193324-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 217 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს მასშტაბით, 217 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბინების დაკანონების გადაწყვეტილება „დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის განმხილველმა კომისიამ“ მიიღო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება და შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.

---

 ​