From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-28.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 28.01.2019 09:08
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 28.01.2019

ტელევიზია

28.01.2019

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00   

4 წლის გარდაცვლილი გოგონას მცირეწლოვან ძმას დაზიანებები აღენიშნება. ის ახლა მინდობით აღზრდაშია, რა მოხდა ჯერჯერობით დაუდგენელია. "იმედის კვირის" ინფორმაციით, ბავშვს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ლელა ქსოვრელს გარდაცვლილი გოგონას გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავს. ერთ-ერთი, რომელიც 17 წლის არის ბებიასთან რჩება, ორი მცირეწლოვანი კი მინდობით იზრდება. 4 წლის გოგონა გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს, მეზობლებს ბავშვების ტირილი ხშირად ესმოდათ, რის გამოც არაერთხელ გამოიძახეს სამართალდამცველები და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5835862

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5835530  

---

 

28.01.2019

არხი: იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

ეპიდაეფეტქების პროცესი ჩვენს ქვეყანაში გრძელდება. დღეის მონაცემებით 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის 23 000-მდე ადამიანია აცრილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5835537

---

 

27.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   ახალი კვირა

გასულ კვირაში 4 წლის ბავშვი დაიღუპა მეზობლებმა პირველივე დღეს დაიწყეს საუბარი, რომ ბავშვზე დედა ძალადობდა და ის ცემის დროს გარდაიცვალა. განსხვავებულია ოჯახის ვერსია. მამინაცვალი და ნათესავები. ბავშვის ავადმყოფობასა და ვირუსზე საუბრობდნენ. ამ დრომდე პასუხგაუცემელია უამრავი შეკითხვა, მათ შორის გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა საავადმყოფოში გადაყვანილი. გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით შესაძლო ძალადობის თაობაზე ინფორმირებულები იყვნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5835279

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5835060

---

 

27.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

რატომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ 4 წლის ნინო ოჯახური ძალადობისგან? საქმეზე მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა უკვე დაიწყო. როგორც მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, სამინისტრო გრძნობს ამ პასუხისმგებლობას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5835228

---

 

27.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

ძალადობის მსხვერპლი ბავშვები. სისტემის გაუმართაობას კიდევ ერთი ბავშვი შეეწირა. ვინ არის დამნაშავე ოთხი წლის ნინოს გარდაცვალებაში? რა გზავნილები აქვს საზოგადოებას და როგორ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო გამოწვევებს? ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა. როგორ ეპყრობიან პატარებს ქართულ ოჯახებში? სიყვარულის გადამეტებული გამოვლინება თუ სავარაუდო პედოფილიის ნიშნები, რა დიაგნოზით მოხვდა ორი წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში? შემზარავი ისტორია, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა.

http://rustavi2.ge/ka/video/39745?v=2

---

 

27.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

ბათუმის მედცენტრის ექიმს სასამართლოში უჩივიან. ბეჟან ხოზრევანიძეს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. უყურადღებობას უკავშირებენ ჩხობაძეები მათი ოჯახის წევრის, 51 წლის ქალის გარდაცვალებას. თუმცა ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ექიმს დაუდევრობას ედავებიან. თავად ექიმი ბრალდებას ბრალდებით პასუხობს. ბეჟან ხოზრევანიძეს, როემლსაც ერთხელ უკვე ჰქონდა ექიმის ლიცენზია შეჩერებული, ახლა სასამართლოს წინაშე მოუწევს საკუთარი სიმართლის დამტკიცება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834967

---

 

27.01.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 12:00

ბათუმის პოლიკლინიკებში აცრის კაბინეტი უქმე დღეებშიც მუშაობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში წითელას საწინააღმდეგო 2 ათასამდე არაგეგმიური აცრა გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიურად პაციენტთა მიმართვიანობა, 200-დან 119-მდე შემცირდა. წითელას, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონში 12-ია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834529

---

 

27.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს წითელას საწინააღმდეგო ვაქციანაცია არ ჩაიტარონ. მისი თქმის ორსულებისთვის გრიპის ვაქცინაციისგან განსხვავებით წითელას ვაქცინაცია დაუშვებელია. გამყრელიძე განმარტავს რომ ეს აცრა ორსულობამდე 3 თვით ან ყველაზე ადრე 1 თვით ადრე უნდა გაკეთდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834498

---

 

27.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

ზუგდიდი რეფერალურ საავდამყოფოში გრიპის ვირუსით 52 წლის ქალი გარდაიცვალა, კლინიკის დირექტორის თქმით პაციენტს ფილტვების შეშუპება და პნევმონია აღენიშნებოდა, ის 22იანვარს შეიყვანეს საავადმყოფოში. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834497

26.01

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834261  

რუსთავი 2 - კურიერი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834231

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834114

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833747

---

 

26.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

წითელას ვაქცინაცია კატეგორიულად იკრძალება ორსულებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფეხმძიმე ქალბატონებს მიმართავს, რომ არ ჩაიტარონ აცრა, რადგან ვაქცინა მათ შემთხვევაში უკუჩვენებას იწვევს. ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაქცინაციის რეკომენდაცია ორსულების შემთხვევაში, მხოლოდ გრიპის ვირუსზე გასცა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას 716 შემთხვევა ფიქსირდება და სტატისტიკა, ჯერჯერობით, მზარდია. ამ დროისთვის აცრილია 22 000 მოქალაქე. გამყრელიძე გარდა ორსულებისა, ყველას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834400

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834264

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834230

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834118

---  

 

26.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 15:00

ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ორსულ ქალბატონებს, რომ გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარონ. მინისტრის მოადგილის მაია ლაგვილავას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული. რაც შეეხება წითელას, ფიქსირდება შემთხვევების მატება. ამ დროისთვის წითელათი 600-მდე ადამიანია დაავადებული. უფასო ვაქცინაცია გრძელდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, რომლებიც შაბათ-კვირის განმავლობაში გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, უფასო აცრა ჩაიტარონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833871

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833753

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834073

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833863

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833692

რუსთავი 2 - კურიერი 12:00-  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833560

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833506

---

 

26.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილმა და მოქალაქეებმა სამედიცინო დაწესებულების ეზოში აქცია გამართეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834391

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834381

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834259

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834149

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833852

---

 

26.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

4 წლის ნინო ზალინაშვილი სახელმწიფოს გულგრილობის მსხვერპლია - "კურიერმა" დოკუმენტები მოიპოვა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834383

---

 

26.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 19:00

ბათუმელი მამუკა ანანბა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 18 იანვარს გარდაიცვალა. მანამდე კი, მაღალი ტემპერატურითა და სავარაუდოდ H1N1 ვირუსით, ბათუმის ორ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. გარდაცვლილის მამა, სწორედ ამ კლინიკების მიმართ გამოთქვამს ეჭვს და პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მის შვილს სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ოჯახის ბრალდებებს არ ეთანხმებიან ბათუმის ინფექციურ და რეფერალურ საავადმყოფოებში, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტს ყველა შესაბამისი პროცედურა გაეწია. მამუკა ანანბას ტრაპიზონში გადაყვანის გადაწყვეტილება ოჯახმა მისი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მიიღო, თუმცა უშედეგოდ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834320

---

 

26.01.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

გალში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. ადგილობრივები საზღვრის ჩაკეტვის გამო უკმაყოფილოები არიან. გალში ამბობენ, რომ საზღვრის ჩაკეტვის გამო, საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტების მარაგიც ამოიწურა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834187

---

 

26.01.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 13:00

სამგლოვიარო აქცია 4 წლის გოგონას გარდაცვალების გამო სანთლებითა და მოთხოვნებით. მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და სახელმწიფოს მოუწოდეს სანზონაში გარდაცვლილი გოგონას საქმეზე მასალები გაასაჯაროვონ და ეფექტურად გამოიძიონ. აქციის მონაწილეების შეფასებით დაღუპულ ბავშვზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რადგან არაერთმა უწყებამ იცოდა, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833695

---

 

26.01.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

ახალგაზრდა ქალი კურიერს უყვება, რომ ის პოლიციელებმა საავადმყოფოში ძალით მიიყვანეს და აბორტი გააკეთებინეს. მათგან ერთ-ერთი მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი და პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5834369

---

 

25.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   აქტუალური თემა 21:30

შემზარავი შემთხვევა, რომელმაც ქვეყანა შეძრა. 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია დედა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833224

---

 

25.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, საწარმოები და საშიშპირობებიანი სამსახურები ვალდებული არიან ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ეს ადამიანები საფრთხეების შეფასებასა და რისკების იდენტიფიცირებაზე იქნებიან პასუხისმგებლები. ის რომ რეგიონსა და ქვეყანაში სპეციალისტების დეფიციტია, ამას შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში არ უარყოფენ. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ გასულ წელს მინისტრმა აკრედიტაციის პროგრამა დაამტკიცა და ახლა უკვე 10 ორგანიზაციაა მზად სპეციალისტები მოამზადოს. სამწლიანი გამოცდილების მქონე ინჟინრებს კი სერტიფიკატის მოპოვება გამოცდის გზით შეეძლებათ. მოთხოვნა სიახლეა, ამიტომ შესაძლო დარღვევებიც არაა გამორიცხული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833148

---

 

25.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

4 წლის ნინის სამგლოვიარო აქცია“- ამ სახელწოდებით ქალთა მოძრაობამ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ორგანიზაციის შეფასებით, 4 წლის გოგონა ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა და მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სისტემა ძირეულად შესაცვლელია და ხელისუფლებას საქმის მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდეს. 4 წლის გოგო საკუთარ სახლში 22 იანვარს იპოვეს. პოლიციამ იმავე დღეს მისი დედა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო დააკავა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833085

---

 

25.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

2017 წელს ტუბერკულოზის დიაგნოზი 2 900-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. სტატისტიკა მზარდი არ არის, თუმცა მესამე სექტორი მკურნალობის პროცესში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. სპეციალისტების განმარტებით, მთავარი პრობლემები შეწყვეტილი მკურნალობა და რეზისტენტული ტუბერკულოზის გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელია. პროცესში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ სპეციალისტებიც და მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5833079

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5832430

---

 

 

ინტერნეტი

28.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/daavadebata-kontrolis-erovnuli-centri-h1n1-is-virusis-gavrcelebis-masshtabebi-mcirdeba/

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - H1N1-ის ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება

გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, ასი ათას მოსახლეზე ვირუსი 249 შემთხვევა ფიქსირდება. „წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 251-ს შეადგენდა. ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი იკლებს“,- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარე სეზონზე H1N1-ის ვირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა.

---

 

28.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ndi-gamokitkhulta-51-procenti-miichnevs-rom-yvelaze-mnishvnelovani-erovnuli-sakitkhi-samushao-adgilebia-kholo-35-procenti-sigharibe/

NDI – გამოკითხულთა 51 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38 პროცენტი კი, სიღარიბეს 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია სამუშაო ადგილები. კითხვაზე – რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველზე მნიშვნელოვანი, გთხოვთ მითხარით არაუმეტეს სამი პასუხისა, 51 პროცენტი პასუხობს, რომ „სამუშაო ადგილები“,  38 პროცენტი – „სიღარიბე“, 37 პროცენტი  – „ფასების ზრდა/ინფლაცია“. კვლევის თანახმად, ტოპ ექვსი ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა და ესენია: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა/ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა  – 27 პროცენტი, პენსიები  – 25 პროცენტი და ხელფასები – 18 პროცენტი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

---

 

28.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ndi-gamokitkhulta-umravlesoba-fiqrobs-rom-sityvis-tavisuflebis-samedicino-momsakhurebis-evrokavshirisa-da-mediis-damoukideblobis-kutkhit-mdgomareoba-swori-mimartulebit-vitardeba/

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების, სამედიცინო მომსახურების, ევროკავშირისა და მედიის დამოუკიდებლობის კუთხით, მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების მიხედვით ქვეყენაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 31% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება, 19% ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების მიხედვით, სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება. ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – 42% ფიქრობს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 29% საერთოდ არ იცვლება, 26% მიიჩნევს, რომ სიტუაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება. ევროკავშირში გაწევრიანება – 38% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 37% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ იცვლება, 13%-ის აზრით კი მდგომარეობა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება. მედიის დამოუკიდებლობა – 37% მიიჩნევს, რომ მედიის დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება, 19% -ს აზრით კი არასწორი მიმართულებით ვითარდება. განათლება – 35%  მიიჩნევს, რომ განვითარების კურსი სწორი მიმართულებით ვითარდება, 30%-ის აზრით,  საერთოდ არ იცვლება, 28 % ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ადამიანის უფლებები – 30% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 35%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 29% მიიჩნევს, რომ სიტუაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება. ნატო-ში გაწევრიანება – 29% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 41%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 15%-ი კი ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. სამართლიანი არჩევნები – 28% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 29% – საერთოდ არ იცვლება, 35% – არასწორი მიმართულებით ვითარდება. სასამართლო სისტემა – გამოკითხულთა 33%-ი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30%-ი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში საერთოდ არაფერი იცვლება, 16%-ი მიიჩნევს, რომ სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

---

 

28.01.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/52367-istorikosi-psikologi-ra-propesiebis-arian-da-sad-miiges-umaglesi-ganatleba-kartvelma-ministrebma/?fbclid=IwAR34qtfybM_8bDtD2ffqIjHTBNI6eyMHAQJ8jtZY7ksBLSsNuxPrkHS9Iao

ისტორიკოსი, ფსიქოლოგი - რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

---

27.01.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gamqhrelidze-kategoriulad-ar-sheidzleba-orsuli-qalbatonebisthvis-tsithelas-satsinaaghmdego-atsra/

გამყრელიძე: კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონებისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა

ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა,”-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრეილძემ განაცხადა.  “ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით.თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა,“ – ამბობს გამყრელიძე ჟურნალისტებთან.

---

 

27.01.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gamqhrelidze-erthi-kviris-ganmavlobashi-tsithelas-satsinaaghmdego-atsra-damatebith-22-athasma-adamianma-chaitara/

გამყრელიძე: ერთი კვირის განმავლობაში წითელას საწინააღმდეგო აცრა, დამატებით 22 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა

თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში.”,-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრეილძემ განაცხადა. 26 Shares 26 “ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის.ამის ყველაზე საუკეთესო საშუალება გახლავთ მასობრივი ვაქცინაცია და ძალიან კარგია, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა,“ – ამბობს გამყრელიძე ჟურნალისტბთან..

---

 

27.01.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/159986/4-wlis-ninos-gardacvalebis-axali-detalebi.html

4 წლის ნინოს გარდაცვალების ახალი დეტალები

4 წლის ნინო ზალინაშვილის დედას – ლელა ქსოვრელს, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. დოკუმენტით დგინდება, რომ 6 იანვარს, საღამოს 21:00 საათზე, საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალი პოლიციამ დედას, ლელა ქსოვრელს, დასდო და შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ორდერში წერია, რომ ბავშვი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, მიღებული დაზიანების გამო კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ორდერის მეცხრე პუნქტში პირდაპირი წერია, რომ მსხვერპლი – ოთხი წლის ნინო ზალინაშვილი, უნდა განერიდებინათ მოძალადისაგან. 16 დღის განმავლობაში სამართალდამცველებს და სოციალურ მუშაკებს აღარ გადაუმოწმებიათ, რა მდგომარებაში იყო ძალადობის მსხვერპლი გოგონა და აგრძელებდა თუ არა დედა მის ცემას. საბოლოოდ 22 იანვარს ნინო ზალინაშვილი გარდაცვლილი ნახეს. სოფელ კავთისხევში 4 წლის ნინო ზალინაშვილის პანაშვიდზე მისასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც სოფელმა გაიგო, რომ ბავშვი პროზექტურიდან პირდაპირ ბაბუის სასაფლაოზე მიასვენეს და დაკრძალეს. ნინო ზალინაშვილი სიკვდილის შემდეგ მისი მცირეწლოვანი და-ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვების დედა ციხეშია, მამინაცვალი კი ამტკიცებს, რომ 4 წლის ნინოს გარდაცვალების მიზეზი ძალადობა არ გამხდარა. შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ბავშვების მამასაც გამოუწერა. კურიერის ინფორმაციით, სხეულზე დაზიანებები გარდაცვლილი ნინოს მცირეწლოვან და ძმას აღენიშნება. 5 წლის ლუკას, რომელიც სოციალურ მუშაკებმა მინდობთ აღზრდაში გადაიყვანეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, სახეზე კი ცემის კვალი აღენიშნებოდა. თუ პოლიციამ დაადგინა, რომ მშობლები ბავშვებზე ძალადობდნენ, მაშინ მათ სოციალური მუშაკები გააშვილებენ.

---

 

27.01.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/336337/

დაკბენილი სხეული და გენიტალიები – 2 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმე

გამოძიება 2 წლის ბავშვზე სავარაუდო, ძალადობის საქმეს სწავლობს. რ2-ის გადაცემა p.s-ში გასული სიუჟეტის თანახმად, რამდენიმე კვირის წინ, მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანეს, მას სხეულზე ნაკბენები ჰქონდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბავშვს ნაკბენი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის სასქესო ორგანოზეც ჰქონდა. ბავშვი საავადმყოფოში შარდვის შეკავების პრობლემით მიიყვანეს. სიუჟეტის თანახმად, ბავშვის დედა თავდაპირველად ამბობდა, რომ ბავშვი მისმა დამ დაკბინა, თუმცა ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მცირეწლოვანი ზრდასრული ადამიანის კბილებით იყო დაკბენილი. “ეს არ იყო ერთი სილურჯე, აქ იყო მრავლობითი ჰემატომა, ამიტომ ექიმს გაუჩნდა ეჭვი, რომ საქმე ოჯახურ ძალადობას ეხებოდა. ამის გამო ეს საქმე პოლიციას გადავეცით,”- აცხადებს გადაუდებელი დახმარებისა და ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ოთარ რუსაძე. როგორც რუსთავი 2-ს ბავშვის დედა უყვება, ბავშვზე სავარაუდო ძალადობა ძველით ახალ წელს მოხდა. დედა ყვება, რომ ბრალდებულს ბავშვზე ძალადობა არ უფიქრია და ეს გადამეტებული “მოფერება” იყო. მისივე თქმით, ამ დროს ეს ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. “მე ვიცნობ ამ პიროვნებას, ის მსგავს რაღაცაში არ არის შემჩნეული. მე მის ოჯახსაც კარგად ვიცნობ, შვილების გადამკვდარი მამაა. შრომობს, ალალი შრომით ცხოვრობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე ამ ადამიანს აღარ ვუჩივი,”-ამბობს ბავშვის დედა. ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყეს. ბრალდებული დაკავებული იყო, თუმცა რუსთავი 2-ს ინფორმაციით, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის მარი წერეთელის შეფასებით, მომხდარი არის ცალსახად ძალადობა და არც ერთ შემთხვევაში ეს ყველაფერი “ზედმეტ მოფერებას” არ უნდა დაბრალდეს.

---

 

27.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77957

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ამბებს, რომელსაც რუსები ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველი არ ჰქონდა

"ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემაში „კვირის მთავარი“ საუბრისას განაცხადა. "ლუგარის ცენტრი ყოველთვის იყო რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი და სასაცილო ბრალდებების საგანი. ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, რომ საკუთარი თვალით ენახათ თუ რა კეთდება ლაბორატორიაში. იქ არაფერია საიდუმლო, ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. და ჩვენ ვცდილობდით, კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გაგვეხადა სწორედ რუსეთისათვის, ის რაც ამ ლაბორატორიაში ხდება. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში თავად საქართველომ აიმაღლა ხმა და ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის თაობაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველომ ისაუბროს ამ ცენტრზე და გაფანტოს ფუჭი ბრალდებები." - განაცხადა როს უილსონმა.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ashsh-s-elchi-lugaris-tsentri-qhovelthvis-iqho-rusethis-mkhridan-dausabuthebeli-da-sasatsilo-braldebebis-sagani/

---

 

27.01.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=195855-

ბათუმში პაციენტის გარდაცვალებას ექიმის უყურადღებობას აბრალებენ და მას სასამართლოში უჩივიან

51 წლის 51 წლის ელზა ჩხობაძის გარდაცვალებას, ოჯახის წევრები ბათუმის მედცენტრის ექიმის ბეჟან ხოზრევანიძის უყურადღებობას უკავშირებენ და მას სასამართლოში უჩივიან. ელზა ჩხობაძე 14 დეკემბერს თირკმლის შეტევით კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში რამდენიმე საათის ინტერვალით ორჯერ შეიყვანეს. შვილის მტკიცებით, ქალს მხოლოდ გამაყუჩებლები გაუკეთეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის მტკიცებით, მკურნალ ექიმს ლიცენზია ერთი თვით შეჩერებული ჰქონდა. 51 წლის ქალი კი, ლიცენზიის აღდგენიდან 4 დღეში გარდაიცვალა. ოჯახს პრეტენზიები კლინიკის მენეჯმენტის მიმართაც აქვს. გარდაცვლილი ქალის შვილი ამბობს, რომ კლინიკიდან მას თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ პაციენტის გარდაცვალებისთვის არ ეჩივლა. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ბეჟან ხოზრევანიძეს პაციენტის ახლობლები ედავებიან. ექიმის ლიცენზიის შეჩერების მიზეზი კიდევ ერთი პაციენტის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება გახდა. გარდაცვლილის მამის მტკიცებით, მის შვილს ინფარქტი ჰქონდა, თუმცა ცუდად ყოფნა ექიმმა კუჭის პრობლემებს დაუკავშირა და პაციენტს შესაბამისად არ უმკურნალა. კიდევ ერთი 53 წლის ქალის ოჯახიც წევრებიც ამტკიცებენ, რომ პაციენტი გულის პრობლემით გარდაიცვალა, თუმცა ბეჟან ხოზრევანიძემ მდგომარეობა სწორად ვერ შეაფასა. ბრალდებებს უარყოფს თვითონ ექიმი და პაციენტების ახლობლებს მისა და კლინიკის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშულებს და საპასუხო ბრალდებებს უყენებს.

---

 

27.01.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/231183-rogor-davicvat-tavi-citelas-virusisgan-temur-mikelazis-rchevebi/

როგორ დავიცვათ თავი წითელას ვირუსისგან - თემურ მიქელაძის რჩევები

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/4-wlis-nino-zalinashvili-saxelmwifos-gulgrilobis-msxverplia-kurierma-dokumentebi-moipova

4 წლის ნინო ზალინაშვილი სახელმწიფოს გულგრილობის მსხვერპლია - "კურიერმა" დოკუმენტები მოიპოვა

4 წლის ნინო ზალინაშვილის სიკვდილი სახელმწიფოს კისერზეა - კურიერისმოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ ბავშვი სახელმწიფოს გულგრილობის მსხვერპლია. შსს-მ ბავშვის დედას - ლელა ქსოვრელს, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. დოკუმენტით დგინდება, რომ 6 იანვარს, საღამოს 21:00 საათზე, საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალი პოლიციამ დედას, ლელა ქსოვრელს, დასდო და შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ორდერში წერია, რომ ბავშვი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, მიღებული დაზიანების გამო კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ორდერის მეცხრე პუნქტში პირდაპირი წერია, რომ მსხვერპლი - ოთხი წლის ნინო ზალინაშვილი, უნდა განერიდებინათ მოძალადისაგან. თუმცა, პოლიციამ ეს პუნქტი არ შეასრულა და ბავშვი დატოვა სახლში, სადაც მას საფრთხე ემუქრებოდა. 16 დღის განმავლობაში სამართალდამცველებს და სოციალურ მუშაკებს აღარ გადაუმოწმებიათ, რა მდგომარებაში იყო ძალადობის მსხვერპლი გოგონა და აგრძელებდა თუ არა დედა მის ცემას. საბოლოოდ 22 იანვარს ნინო ზალინაშვილი გარდაცვლილი ნახეს. 16 დღის განმავლობაში სახელმწიფო სახელით გამოცემულ ორდერს პოლიცია თავადვე არღვევდა, ამიტომ ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ დგება შს თანამშრომლების და სოციალური მუშაობის პასუხისმგებლობის საკითხი. სოფელ კავთისხევში 4 წლის ნინო ზალინაშვილის პანაშვიდზე მისასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც სოფელმა გაიგო, რომ ბავშვი პროზექტურიდან პირდაპირ ბაბუის სასაფლაოზე მიასვენეს და დაკრძალეს. ნინო ზალინაშვილი სიკვდილის შემდეგ მისი მცირეწლოვანი და-ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვების დედა ციხეშია, მამინაცვალი კი ამტკიცებს, რომ 4 წლის ნინოს გარდაცვალების მიზეზი ძალადობა არ გამხდარა. შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ბავშვების მამასაც გამოუწერა. კურიერის ინფორმაციით, სხეულზე დაზიანებები გარდაცვლილი ნინოს მცირეწლოვან და ძმას აღენიშნება. 5 წლის ლუკას, რომელიც სოციალურ მუშაკებმა მინდობთ აღზრდაში გადაიყვანეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, სახეზე კი ცემის კვალი აღენიშნებოდა. ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ლელა ქსოვრელის უფროსი შვილი ბებიასთან ცხოვრობს. 5 და წლინახევრის ბავშვებს კი, რომლებიც დროებით აღმზრდელებთან არიან, სტრესის გამო, რეაბილიტაცია სჭირდებათ. თუ პოლიციამ დაადგინა, რომ მშობლები ბავშვებზე ძალ

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=36399

კახეთში წითელას ვირუსით დაავადების 70 შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში წითელას ვირუსით 70 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულები ძირითადად 21-დან 40 წლამდე პირები არიან. ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული ვირუსით დაავადების ყველაზე ბევრი შემთხვევა საგარეჯოს, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა. ,,ამ მონაცემებით წითელას 70 შემთხვევაა დაფიქსირებული კახეთის რეგიონში. ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოში ყვარელსა და ახმეტაშია დაფიქსირებული. თელავში კი ამ ეტაპზე წითელას ვირუსით სამი პაციენტია ინფიცირებული. დაავადებული პაციენტების ასაკი 20-40 წლამდეა”, – განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა. მისივე თქმით, წითელას წინააღმდეგ უკვე 1500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/179094/

ახალშობილის მშობელი ორი ექიმს და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება. 3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, ვინც მისი თქმით, მისი ახლაშობილი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. „ჩემს მეუღლეს 23 იანვარს გაუკეთეს საკეისრო კვეთა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვი დღის 14:30 საათზე გაჩნდა საკეისრო კვეთით, სრულიად ჯანმრთელი. მივიღეთ მილოცვები, ექიმებს მადლობა გადავუხადეთ. სადღაც შვიდის ნახევარი იყო, ბავშვი დედაჩემს ვანახე და წავედით სახლში. ღამის თერთმეტ საათზე მირეკავენ და მეუბნებიან, ბავშვს პრობლემები შეექმნაო. თურმე ბავშვს დაეწყო კრიზისი, შვიდი საათის შემდეგ და მთელი ოთხი საათი არ გაგვაგებინეს. ახლა იმას ამბობენ, იმიტომ არ დავრეკეთ, რომ არ შეშინებულიყავითო. არადა ადრე რომ ეცნობებინათ, ჩვენ მაშინვე წავიყვანდით და შეიძლება ასე არ გართულებულიყო ბავშვის მდგომარეობა. „მედინაში“ რომ გადავიყვანეთ, ორი დღე იყო აპარატზე შეერთებული. მარცხენა ფილტვი ჰქონდა დახურული. ახლა უკეთაა, საავადმყოფოშია ისევ, თუმცა საკვების მიღება დაიწყო. აქამდე გადასხმებით კვებავდნენ,“ – გვიყვება ბავშვის მამა გოგიტა გოგაძე. გოგიტა გოგაძის თქმით, მის მეუღლეს 15 თებერვალს უწევდა მშობიარობა, 23 იანვარს კი მხოლოდ გეგმიურ გამოკვლევებზე მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, რა დროსაც მკურნალმა ექიმმა და გინეკოლოგმა საკეისროს გაკეთება გადაწყვიტეს. „მიზეზი გვითხრეს, მუცელში წყალი აღარაა და რომ დავაყოვნოთ შეიძლება ფატალური შედეგი დადგესო. რომელი მშობელი არ დათანხმდება მაგას. ხელი მოვაწერე თანხმობას საკეისრო კვეთაზე. ახლა, როცა ვეკითხები ექიმებს, რატომ გაუკეთეთ ასე სასწრაფოდ საკეისრო კვეთათქო, სხვადასხვა მიზეზს მეუბნებიან. არცერთი მიზეზი ერთმანეთს არ ემთხვევა,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე. გარდა ექიმებისა, გოგიტა გოგაძეს პრეტენზია აქვს თავად სამედიცინო დაწესებულებასთან. მისი თქმით, დაწესებულება ვერ ახერხებს ახალშობილისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას და არ არის შესაბამისად აღჭურვილი. გოგიტა გოგაძის თქმით, კლინიკას რომ შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონოდა, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენდა ახალშობილს რა ტიპის დახმარება სჭირდებოდა. „როდესაც ექიმებს ვეკითხებოდი, რამ გამოიწვია ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობათქო, პასუხს ვერ მცემდნენ. კლინიკა „მედინაშიც“, სადაც ბავშვი გართულების შემდეგ გადაიყვანეს, სხვადასხვა ვერსიას გვეუბნებიან, ბოლოს რაც გვითხრეს, ინფექცია მოხვდა და მაგ მიზეზით დაეხურა ბავშვს ფილტვიო. ინფექცია გასაგებია საიდან მოხვდებოდა. იმ სამშობიაროში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ იმშობიარა, ახალშობილი ბავშვების ოთახთან ახლოს მიმდინარეობს რემონტი. კედელს ტეხავდნენ და მტვერი მოდიოდა ბავშვების ოთახისკენ. შეიძლება მაგანაც გამოიწვია ეს ინფექცია, არ ვიცი. დღეში ალბათ 50-60 მნახველია. ბავშვები სადაც არიან, ის კარები იღებოდა და ალბათ ხვდებოდა ბავშვების ოთახში. ჩვენ რომ ვიჩივლეთ, მერე დაკეტეს კარები და მოაშორეს ცემენტი,“ – ამბობს გოგიტა გოგაძე. „ბათუმელები“ კომენტარისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ექიმებმა, გინეკოლოგმა და ნეონატოლოგმა ინტერვიუზე უარი თქვეს. თუმცა ისინი მზად არიან სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კითხვებს უპასუხონ. მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა: „ნეონატალური სამსახურის რეგიონალიზაციის სამი დონე არსებობს: პირველი, მეორე და მესამე. მესამე დონე არის ყველაზე მაღალი. სამი თვეა, რაც ავიღეთ რეგიონალიზაციის მეორე დონე და დამერწმუნეთ, მეორე დონის კლინიკას რაც მოეთხოვება, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. ექიმები მოიქცნენ აბსოლუტურად პროფესიონალურად და სწორად. და თუ რაიმეს ჰქონდა არასწორს ადგილი, ამას შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და ორგანო განიხილავს. თუმცა მე როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, მქონდა საუბარი ჩემს ექიმებთან, ყველაფერი იყო ჩვენების, საჭიროების მიხედვით და პროფესიონალურად გაკეთებული. ის, რომ ბავშვი გადაიყვანეს [სხვა კლინიკაში] ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მეორე დონის აღჭურვა, ბავშვის მდგომარეობამ მოითხოვა დონის შეცვლა და ამიტომ გადავიყვანეთ“. დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამშობიაროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს: „სამშობიარო [შენობის] მეორე სართულზეა განთავსებული. მესამე სართულზე საჭიროება გახდა კარის ღიობის გაფართოების. რა მტვერი უნდა შეექმნა გარეთ სადარბაზოში, ისიც ზედა სართულზე? რა მტვერი უნდა ყოფილიყო, რომ ის ბავშვებთან მოსულიყო? ამის თქმა არც უნდა იკადროს ვინმემ. მთელი სული და გული ჩავდეთ ამ სამედიცინო ცენტრში და ვერ მივიღებთ იმ შენიშვნას, რომ აქ რამე შესაბამისი გარემო არ არის“. ვიდრე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ განიხილავს ამ საჩივარს, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ექიმების ვინაობას და არც კლინიკას, რომლებსაც ახალშობილის მშობელი სააგენტოში უჩივის.

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/244350-34-wlis-kaci-savaraudod-roris-gripit-gardaicvala-ojaxi-eqimebs-adanasaulebs

34 წლის კაცი სავარაუდოდ "ღორის გრიპით" გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გარდაცვლილის ოჯახი ლეტალურ შედეგს H1N1 ვირუსს უკავშირებს და ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა კაცი გასულ კვირას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვირუსით დაიღუპა. თუმცა, დღეს ოჯახი ბათუმის "ინფექციურის კლინიკასა" და "რეფერალურ საავადმყოფოს" არასწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ადანაშაულებს. სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებში გადიოდა პაციენტი 12 იანვრიდან მკურნალობას. მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდა. ახალგაზრდა მაღალი სიცხის გამო პირველად შეუძლოდ 12 იანვარს გახდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსა. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს H1N1 ვირუსის დიაგნოზი არ დაუსვეს და კლინიკიდან ისე გაწერეს. მოგვიანებით პაციენტი სუნთქვის მწვავე უკმარისობით "რეფერალურ საავადმყოფოში" მოათავსეს, შემდეგ კი ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით, რეანომობილით თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. "ჩვენ რომ დროულად გადაგვეყვანა კლინიკიდან თურქეთში, გადავარჩენდით. რომ ჩავიყვანეთ პროფესორმა მითხრა დაგვიანებულიაო. სანამ ჩავიდოდით მისი ფორმა ასი გადავუგზავნეთ და რომ ჩავედით გვითხრეს რა დიაგნოზიც გამოგვიგზავნეთ სულ სხვა პაციენტი მომიყვანეთო. ის არაა რაც მეგონაო. მე რომ ასე მძიმე მდგომარეობა მცოდნოდა არც გაწვალებდითო", - აცხადებს გარდაცვლილის და დიანა ანანბა. არასწორი დიაგნოსტირების ბრალდებას უარყოფენ "რეფერალურ საავადმყოფოში". კლინიკის მთავარი ექიმის თამარ მხატვარის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მიყვანისთანავე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ინფექციურ საავადმყოფოში კი ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს H1N1 ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მისთვის შესაბამისი ანალიზის ჩატარება ვერ მოხერხდა და პაციენტმა კლინიკა პირადი გადაწყვეტილებით მეორე დღეს დატოვა. "შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. გამოკვეთილი იყო გრიპის სიმპტომები, ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულის რევა და საერთო სისუსტე", - განაცხადა ინფექციურის ექიმმა ნატო მიშველაძემ. აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/atcharashi-34-tslis-katsis-gardatsvalebas-ojakhi-h1n1-viruss-ukavshirebs-da-eqimebs-arastsor-mkurnalobashi-adanashaulebs/

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=42&id=90455

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77916

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული

„დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა. მან ორსულებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შანსი და ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ. „სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჯგუფის პირებს, ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინით. დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ეს შანსი, იზრუნონ თავიანთი და მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა ლაგვილავამ. მინისტრის მოადგილემ წითელაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული. "რაც შეეხება წითელას, სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევების მატება. დღეის მდგომარეობით წითელათი 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს წითელას უფასო ვაქციანაციას და უკვე 17000-მდე პირია აცრილი შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. წითელას თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის განმავლობაში გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს წითელაზე უფასოდ აცრის ჩასატარებლად“, - განაცხადა მაია ლაგვილავამ.

 ინტერპრესნიუს.ჯი-https://www.interpressnews.ge/ka/article/530059-jandacvis-ministris-moadgile-gripis-vakcinacia-mxolod-100-mde-orsuls-akvs-chatarebuli-movucodebt-droulad-chaitaron-vakcinacia/

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/maia-lagvilava-gripis-vaqcinacia-mxolod-100-mde-orsuls-aqvs-chatarebuli-movuwodebt-mat-isargeblon-ufaso-vaqcinit

გურიანიუს.ჯი- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ministris-moadgile-orsulebs-movutsodebt-droulad-chaitaron-vaktsinatsia

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/203231-jandacvis-ministris-moadgile-gripis-vaqcinacia-mkholod-100-mde-orsuls-aqvs-chatarebuli-movutsodebth-droulad-chaitaron-vaqcinacia.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/445302

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/gripis-vaqtsinatsia-mkholod-100-mde-orsuls-aqvs-chatarebuli-movutsodebt-droulad-chaitaron-vaqtsinatsia-djandatsvis-ministris-moadgile/55530

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=195775-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98,%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

პია.ჯი- https://pia.ge/post/244292-jandacvis-saministro-saqartvelosi-mxolod-100-mde-orsuli-aicra

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/42718/saministro-moutsodebs-moqalaqeebs-chaitaron-vaqtsinatsia-gripsa-da-tsitelaze

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90416

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/219728

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530106-amiran-gamqrelize-orsulebs-mimartavs-citelas-sacinaagmdego-vakcinacia-ar-chaitaron/

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ. გამყრელიძის განცხადებით, ორსულთათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან განსხვავებით, წითელას ინფექციაზე ვაქცინაცია დაუშვებელია. „მოგეხსენებათ, ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მასობრივი ვაქცინაციაა. ბოლო მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში დამატებითი 22 ათასი ადამიანი აიცრა, რაც ძალიან კარგია. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ მასობრივ ვაქცინაციას, მაშინ დარწმუნებული ვარ, წითელას ეპიდაფეთქების ქვეყნაში მალე შევაკეთებთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა განაცხადება გავაკეთო, რადგან შემოდის კითხვები სამედიცინო დაწესებულებებში ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, არ შეიძლება ორსული ქალების წითელას საწინააღმდეგო აცრა. იმის გამო, რომ მიმდინარეობს გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ორსულები ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები უნდა აიცრან. ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებსა და ამცრელ კაბინეტებს 100-მა ორსულმა მიმართა, რაც კარგია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მათი რეკომენდაციაა, ქალებმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობამდე სამი თვით, ან ყველაზე მცირე ერთი თვით ადრე ჩაიტარონ.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/amiran-gamkrelidze-orsulebis-garda-kvelas-moutsodebs-tsitelaze-vaqtsinatsia-chaitaron/55551

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1548516995-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

პია.ჯი- https://pia.ge/post/244332-amiran-gamyrelize-orsulebs-afrtxilebs-witelas-vaqcina-ar-gaiketon

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=195807-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77940

           

ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/231178-amiran-gamqrelize-orsulebs-mimartavs/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/445340

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530114-ianvarshi-citelas-716-shemtxveva-dapiksirda/

იანვარში წითელას 716 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო მონაცემებით, იანვრის თვეში წითელას 716 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, წითელას ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ოთხ რეგიონშია. კერძოდ, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში. გამყრელიძის განცხადებით, წითელას ინფექციის გავრცელების დინამიკა მზარდია და მისი შეჩერების ერთადერთი საშუალება აუცრელი ადამიანების ვაქცინაციაა. საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში წითელაზე დამატებით 22 ათასი ადამიანი აიცრა, რაც წითელას ინფექციის შესაჩერებლად დამაიმედებელია. მისივე თქმით, წითელას ინფექციის შემთხვევების 52% 20-დან 40 წლის ასაკის პირთა შორისაა კონცენტრირებული. გამყრელიძის თქმით, აღნიშნული შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ამ ასაკის პირებს 90-იან წლებში არ ჩაუტარდათ ვაქცინაცია, ან ასევე არის 2008 წელს ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგი, რომლის დროსაც წითელაზე 1 მლნ ადამიანი უნდა აცრილიყო და 450 ათასი ადამიანი აიცრა. „წითელას გადადების ინდექსი კი 90-დან 100%-მდეა. ანუ, თუ ადამიანი, რომელიც არ არის აცრილი, არის კონტაქტში წითელათი ავადმყოფთან, მას ეს დაავადება აუცილებლად გადაედება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/203241-saqarthveloshi-tsithelas-716-shemthkhveva-aris-dafiqsirebuli.html?lang=ka-GE

---  

 

26.01.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/336213/

ზუგდიდში “ღორის გრიპით” ერთი ადამიანი დაიღუპა

გუშინ, 25 იანვარს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში “ღორის გრიპით” ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს გაუგზავნა ლაბორატორიული დასკვნის საბუთები, რომელიც უკვე გაიგზავნა კლინიკის დირექტორსაც. მისი თქმით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, ხოლო მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა. მიუხედავად ამისა, როგორც ნანა ოდიშარია ამბობს, დღეის მონაცემებით, პაციენტების მომართვიანობამ და H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იკლო რეგიონში, მათ შორის, გართულებების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმაც. ნანა ოდიშარიას თქმით, ძირითადად, ახლა წითელაზეა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ორიენტირებული, რომლის შემთხვევებიც იმატებს: “მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩავერთოთ აცრების კამპანიაში.”

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/12173-zugdidshi-e-x-goris-gripit-qali-gardaizvala

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/zugdidshi-ghoris-gripit-qali-gardaitsvala/55537

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/zugdidshi-ew-goris-gripit-erti-adamiani-gardaicvala

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=195761-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98

„თუ რაიმე შეგაწუხებთ თავს გამოქცევით უშველით და არა ექიმთან მისვლით“ - საქართველოში დასმული არასწორი დიაგნოზის მორიგი მსხვერპლი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელუკა დადა ლაშხი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც საუბარია ქართველი ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზის მორიგ მსხვერპლზე: „ქართველი ცოლ-ქმარია, საფრანგეთის ერთერთ ქალაქში. ნაცნობი, ფრანგი სოციალი დამიკავშირდა და მთხოვა, გამეწია მათთვის სამსახური(თარგმნა). დღეში რამდენჯერმე მირეკავენ. ამ წამს გავთიშე და გული მაქვს გაგლეჯაზე. მოკლედ, ქართველი გოგოს დიაგნოზი, ქართველი ექიმებისგან, კანის და სისტემური სკლეროოდერმიაა. შესაბამისად(რამდენად შესაბამისი და პროფესიონალურად გამართულია ხოლმე მათი დიაგნოზები და რეზულტატები, არ გესწავლებათ ჩემგან. საკუთარ თავზეც ოხრად ვიწვნიე) დაუნიშნეს წამლები. დამართეს სეფსისი და ექიმმა უთხრა, რომ ცხრა დღის სიცოცხლეღა ჰქონდა. გაყიდეს საწყლებმა სოფელში, თუ რამე გააჩნდათ, აიღეს ვალები, სადაც ხელი მიუწვდათ და გადმოიხვეწნენ საფრანგეთში. გაგებული ჰქონიათ, კარგი სამედიცინო სისტემა და ადამიანური ექიმები არიანო. დიაგნოზები, რითაც ეს გოგოა, 90 პროცენტი არასწორია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მხოლოდ ახლანდელ დიალოგს გიამბობთ, ჩემი და მისი მკურნალი ექიმისას. მე_პაციენტს აინტერესებს, გუშინდელმა ხერხემალზე გადაღებამ და დანარჩენ ძვლებზე, რა შედეგი აჩვენა? ექიმი_როგორც გითხარით, ეს არაა კანისა და სისტემური სკლეროდერმია. მედიკამენტებისა და მკურნალობის იმ მეთოდის დამსახურებით, რაც პაციენტს თავის ქვეყანაში ჰქონდა, მძიმედ დაზიანებული აქვს ძვალი და დასუსტებულია სახსრები. ეს არ გვაძლევს იმის სურათს, რომ პაციენტის დიაგნოზი სკლეროდერმიაა. ჩვენ გამოვრიცხეთ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა არასწორი დიაგნოზით ჩამოდის ჩვენთან პაციენტი და დაბნეული ვარ, ასე როგორ შეიძლება. ახლა ვიწყებთ მუშაობას, როგორ მოვაძლიეროთ ძვალი და აღვუდგინოთ სახსრებს ფუნქცია. ამის შემდეგ შემეძლება დავსვა ზუსტი დიაგნოზი, თუმცა, ეს არ იქნება ორ-სამ დღეში. ასევე მედიკამეტების გამო, სერიოზულად აქვს დაზიანებული ფსიქიკური მდგომარეობა და დღეს დავუნიშნეთ ფსიქოთერაპია. ეს ჩვენი ვალდებულებაა. გადაეცით პაციენტს, რომ არაფერზე ინერვიულოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მე_ დიახ, გადავცემ დეტალურად და უღრმეს მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის, რასაც იჩენთ ამ ადამიანების მიმართ. ექიმი_თქვენ ახლობელი ხართ ამ ოჯახის? მე_არა, არც კი მინახავს, უბრალოდ ვეხმარები. ექიმი_მაშინ მე უნდა გითხრათ მადლობა, რომ უანგაროდ აკეთებთ ამას უცხო ადამიანებისთვის. ეს ჩემი მოვალეობაა, ბოლომდე ვიდგე პაციენტის ინტერესების დასაცავად. აქ უკვე ტირილი ამივარდა და ყველა ის სიტყვა გამოვიყენე, რაც ადამიანური მადლიერების გამოსახატადაა საჭირო. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, თუ რაიმე შეგაწუხებთ, თავს გამოქცევით გადაირჩენთ და არა ექიმთან მისვლით. ამაზე საშინელება არაფერი!“, - წერს სოციალური ქსელის მომხარებელი.

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8630

სქესის გამხელა აიკრძალება

ორსულებისთვის 3 თვემდე ბავშვის სქესის გამხელა საქართველოში აიკრძალება - რეგულაციების ასეთი გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში სელექციური აბორტების შესამცირებლად დადგა. ჯერ უცნობია, რა სანქცია დაეკისრება ექიმს, რომელიც სქესს გაამჟღავნებს. სელექციური აბორტების რიცხვით ლიდერობს კახეთი. აქ დედები ბავშვის გაჩენაზე უარს იმის გამო ამბობენ, რომ გოგოს ელოდებიან. ექიმები ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაცია აბორტების რიცხვს შეამცირებს. მანამდე მედიკოსები თვითრეგულირების გზას მიმართავდნენ და ხშირად პაციენტს არ ეუბნებოდნენ სქესს. 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა. ასეთია ბოლო 25 წლის სტატისტიკა, გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, სქესთა შორის ბალანსი ყველაზე მეტად კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთია დარღვეული. ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმება, ნაწილი კი გარკვეულ რისკებს ხედავს, კერძოდ მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულაციებიდან აბორტის სრულ აკრძალვამდე ერთი ნაბიჯია. უცნობია, ბოლო წლებში რამდენი სელექციური აბორტი ჩატარდა საქართველოში. ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება აბორტების რაოდენობას, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მხრივ კლების ტენდენცია შეიმჩნევა. თუკი 2017 წელს 16 000- მდე აბორტი გაკეთდა, 2018 წელს ეს რიცხვი 2000-მდეა შემცირებული.

---

 

26.01.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/179045/

„ბატონო ბიძინა გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

დღეს, 26 იანვარს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საავადმყოფო მედპერსონალი, ასევე მოქალაქეები. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებთ, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპირებს, რასაც ისინი არ ემხრობიან. „ევექსი“ აპირებს რესპუბლიკურში შემოსვლას და ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, რადგან გვინდა რომ გვქონდეს სახელმწიფო საავადმყოფო. მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეინარჩუნოს თავისი პროფილი და კერძო მფლობელის ხელში არ გადავიდეს,“-გვეუბნება კარლო ტაკიძე. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ბუნდოვანი და ნათლად არ აფიქსირებენ პოზიციას, რაც საავადმყოფოს გასხვისების ეჭვებს ბადებს. საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება და არსებობს კონკრეტული გეგმა ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ბათუმის, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, საჩხერის სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის რუხის კლინიკა, მოქცეული იქნებიან ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია საბიუჯეტო თანხებით მიმდინარეობს და სამუშაოებს „საბა კონსტრაქშენი“ ასრულებს. საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით „საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს 22 მილიონ ლარზე გაფორმდა და მშენებლობა მიმდინარე წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. როგორც აქციის მონაწილეებმა დღეს განაცხადეს, ისინი საპროტესტო აქციას რამდენიმე დღეში ისევ განახლებენ.

---

25.01.2019

მედიასაშუალება: http://region.ge/8615-atcarashi-ekomigranti-ojakhebi-sakhelmtsifos-mier-gadacemul-sakhlebs-sami-tseli-ver-gayidian.html

აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახები სახელმწიფოს მიერ გადაცემულ სახლებს სამი წელი ვერ გაყიდიან

ეკომიგრანტი ოჯახები, რომლებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სახლი შეუძინა, სამი წლის განმავლობაში ვერ გაყიდიან. აჭარის მთავრობამ შესაბამის განკარგულებაში ცვლილება დღეს შეიტანა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საცხოვრებლის გაყიდვის შემთხვევები გახშირდა. ზაალ მიქელაძის განმარტებით, 30% შეადგენს იმ ოჯახების რიცხვი, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში, სამინისტროს მიერ შეძენილ ქონება, მალევე გაასხვისეს. აღნიშნული საკითხი, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკომიგრანტებისთვის შეზღუდვები დაეწესებინა. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. წელს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია 118 საცხოვრებლის შეძენა. 2017 წელს კი სამინისტრომ პროგრამის ბენეფიციარებისთვის 117 სახლი იყიდა. აქამდე პროგრამაში ვერ ერთვებოდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე ჰქონდათ მიღებული 10 000 ლარამდე დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა მოიხსნა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. საკომპენსაციოდ გაცემული თანხა კი მათთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს.

---

 

25.01.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/178994/

დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს

2019 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს. 22 იანვარს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დადგინდა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც დასაქმების მსურველი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სავალდებულო იმუნიზაციით გათვალისწინებული ყველა აცრა. სავალდებულო იმუნიზაციას ექვემდებარებიან ბავშვებიც. ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დაისჯება ყველა ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს. ქალბატონო მარინა, აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული ბერკეტი იმის გამოსავლენად, ნამდვილად ურჩევენ თუ არა ცალკეული ექიმები მშობლებს, რომ არ აცრან თავიანთი შვილები? ახალი ბრძანების ამოქმედებამდე, დაახლოებით ორი წლის წინ შევიტანეთ ცვლილება 359-ე დადგენილების ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას ეხება. ამ ცვლილების მიხედვით, იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაცია უზრუნველყოს. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ და, ამასთან, დადასტურდება, რომ ექიმი ვაქცინაციის მსურველ მშობელს ურჩევს არ აცრას შვილი, დაისჯება, რადგან ეს იქნება ზემოთ აღნიშნული ბრძანების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს. რა ფორმით დასჯაზეა საუბარი? ამ დადგენილების ადმინისტრირებას რეგულირების სააგენტო ახორციელებს, ამიტომ იქნება ჯარიმა თუ სხვა ტიპის სანქციები, ეს საკითხები განხილვის პროცესშია. სამინისტრო მუშაობს უფრო იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სავალდებულო აცრები. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს აცრის გარეშე. როდის შეუძლია ექიმს უარი უთხრას მშობელს ბავშვის აცრაზე? სავალდებულო იმუნიზაციის დოკუმენტში არის უკუჩვენებების ან დროებითი უკუჩვენებების ჩამონათვალი. უარის შემთხვევაში, მიზეზები უნდა იყოს გაწერილი და დასაბუთებული ამ დოკუმენტის მიხედვით. არის დროებითი უკუჩვენებებიც, რომელიც გადავადებას მოითხოვს და არის მუდმივი უკუჩვენებები. პროფილაქტიკური აცრების კალენდარში ეს ყველაფერი წერია. აცრების კალენდრით განსაზღვრული ჩამონათვალი არის სავალდებულო. სავალდებულო იმას კი არ ნიშნავს, რომ თუ მშობელმა არ აცრა, მშობელი უნდა დავსაჯოთ, სავალდებულობაა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბავშვი თუ მოზრდილი, ვისაც ეხება ვაქცინაციის კალენდრით გათვალისწინებული აცრა, იყოს აცრილი მაქსიმალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელს მაინც შეუძლია უარი თქვას ვაქცინაციაზე? დიახ, შეუძლია. ბავშვი ხომ საფრთხის წინაშე დგას ასეთ შემთხვევაში? გეთანხმებით, მაგრამ ბრძანებაში არის ძალიან დეტალური ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ თუკი მშობელი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მან უნდა შეავსოს უარის თქმის ფორმა, სადაც უნდა დაასაბუთოს უარის მიზეზი. „მე ვიცი, რომ აუცრელობის შემთხვევაში ჩემს შვილს შეიძლება დაემართოს მძიმე დაავადება ან მოკვდეს, იმის გამო რომ არ ავცერი“, – ასეთ ფორმაზე ხელისმომწერი მშობლების რაოდენობა იქნება მინიმალური. მაგრამ ისეთი ფორმა, სადაც იქნება ჩანაწერი, რომ ექიმმა ურჩია აცრებზე უარის თქმა, სავარაუდოდ, არ იქნება და ალბათ არც დაწერს. სოციალურ ქსელში ხშირად წერენ მშობლები რომ: „აცრა იწვევს აუტიზმს“, „მძიმე დაავადებებს“, „ექიმმა არ მირჩია“ და ასე შემდეგ. თუ მშობლის არგუმენტები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი, მაინც აქვს მას უფლება შვილი აცრების გარეშე დატოვოს? ამ შემთხვევაში ექიმის ვალდებულებაა დაარწმუნოს მშობელი ვაქცინის ხარისხიანობასა და მის მნიშვნელობაში. თუ პირიქით მოიქცევა და დადასტურდება, რომ ექიმმა გადაარწმუნა მშობელი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა რომ შვილი აეცრა, ექიმი დაისჯება. თქვენ თქვით, რომ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები არიან ვალდებული უზრუნველყონ სავალდებულო აცრები. როგორ ხდება მონიტორინგი და თუკი ბავშვის დაავადების შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ის აუცრელია, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა – მშობელს თუ ექიმს? ჩატარდება მოკვლევა, რატომ დარჩა ბავშვი აუცრელი. ასეთ საკითხებზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება დამატებითი დოკუმენტები მიღებული, რომელიც აცრების სავალდებულოობას კიდევ უფრო გაამყარებს. მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიღებისას სავალდებულო იქნება იმუნიზაციის ცნობის წარდგენა. რა თქმა უნდა, არავაქცინირებულ ბავშვს არ ავუკრძალავთ საბავშვო ბაღში მიღებას, მაგრამ შესაძლებელია იყოს მსჯელობა იმაზე, რომ მივცეთ ვადა აცრების ჩასატარებლად. როცა ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ არ გინდა აცრა, ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარვეზი და ინფორმაციის არასწორი მიწოდება. ეს დაახლოებით ისეთივეა, რაც ტექნიკური რეგლამენტის პირობების ან 385-ე დადგენილების დარღვევა, რომელიც სტაციონალური დაწესებულებებისთვის არის განსაზღვრული და ამ წესის დარღვევაც არის დასჯადი. სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს რაც შეეხება, ტექნიკური რეგლამენტის სანებართვო პირობები ადგენს შერჩევითი კონტროლის წესს. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტო შეადგენს გეგმას, თუ რომელი დაწესებულებებს შეეხებათ შერჩევითი კონტროლი და შემოწმება. თუ შემოვიდა რაიმე საჩივარი და დამატებით იქნა ინფორმაცია მოწოდებული, რა თქმა უნდა, ეს დაწესებულებებიც შევა სიაში.

---

 

25.01.2019

მეიდასაშუალება:   https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-4-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A8%E1%83%98/29728575.html?fbclid=IwAR2xQQXVn7oPRAhVLz8fuzrWO3Isjzxw34fK1VFpydIwKiQvJXpLJ7y4lpc

რატომ არ უნდა დაბრუნებულიყო 4 წლის გოგონა ოჯახში

---

 

25.01.2019

მეიდასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/529976-saia-bavshvta-mimart-zaladobis-agmosapxvrelad-saxelmcipom-kmediti-nabijebi-unda-gadadgas/?fbclid=IwAR2omApMzjnY8FpiNEtYU7BLZAKeeQ6pKP5n1O9YyjPRemambLDaFFSLbMM

საია - ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია-ს სურს, ამ შემაშფოთებელი ფაქტიდან გამომდინარე, ხაზი გაუსვას იმ პრობლემებს, რასაც აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგიის არარსებობის თვალსაზრისით. „აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, ერთი მხრივ, რამდენად ეფექტურად იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რა ზომები გატარდა შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, შეფასებას მოითხოვს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერება და ეფექტურობა. მათ შორის: ადგილი ჰქონდა თუ არა შესაბამისი თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივ გადაცდომას გარდაცვლილი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისა და ოჯახის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას; როგორ და რა პერიოდულობით ხდებოდა ბავშვის კეთილდღეობისა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში; რა ღონისძიებები განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 6 იანვარს გარდაცვლილის დედის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ და რატომ არ მოხდა მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევება შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში”, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 4 წლის არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ დროულად მოხდეს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვისთვის საჭირო ეფექტური ზომების გატარება. „საია მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის, გამოიძიოს, რამდენად იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების ქმედებაში სამსახურებრივი გულგრილობა; მართალია გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტს და თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი იკვლევს სოციალური მუშაკების ქმედებებს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მათ ქმედებებში შესაძლოა, იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის გამოძიება დროულად აწარმოოს პროკურატურამ და არ დაელოდოს შსს-ს გენ. ინსპექციისა და სოციალური სამსახურის დასკვნებს; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირებულობა მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ“ , -ნათქვამია განცხადებაში. ასევე, საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დროულად გაატარონ საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება ბავშვთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარებისკენ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

28.01.2019

მეიდასაშუალება:  რეზონანსი

4 წლის ნინოს გარდაცვალების ახალი დეტალები

4 წლის ნინო ზალინაშვილის დედას – ლელა ქსოვრელს, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. დოკუმენტით დგინდება, რომ 6 იანვარს, საღამოს 21:00 საათზე, საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალი პოლიციამ დედას, ლელა ქსოვრელს, დასდო და შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ორდერში წერია, რომ ბავშვი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, მიღებული დაზიანების გამო კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ორდერის მეცხრე პუნქტში პირდაპირი წერია, რომ მსხვერპლი – ოთხი წლის ნინო ზალინაშვილი, უნდა განერიდებინათ მოძალადისაგან. 16 დღის განმავლობაში სამართალდამცველებს და სოციალურ მუშაკებს აღარ გადაუმოწმებიათ, რა მდგომარებაში იყო ძალადობის მსხვერპლი გოგონა და აგრძელებდა თუ არა დედა მის ცემას. საბოლოოდ 22 იანვარს ნინო ზალინაშვილი გარდაცვლილი ნახეს. სოფელ კავთისხევში 4 წლის ნინო ზალინაშვილის პანაშვიდზე მისასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც სოფელმა გაიგო, რომ ბავშვი პროზექტურიდან პირდაპირ ბაბუის სასაფლაოზე მიასვენეს და დაკრძალეს. ნინო ზალინაშვილი სიკვდილის შემდეგ მისი მცირეწლოვანი და-ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვების დედა ციხეშია, მამინაცვალი კი ამტკიცებს, რომ 4 წლის ნინოს გარდაცვალების მიზეზი ძალადობა არ გამხდარა. შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ბავშვების მამასაც გამოუწერა. კურიერის ინფორმაციით, სხეულზე დაზიანებები გარდაცვლილი ნინოს მცირეწლოვან და ძმას აღენიშნება. 5 წლის ლუკას, რომელიც სოციალურ მუშაკებმა მინდობთ აღზრდაში გადაიყვანეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, სახეზე კი ცემის კვალი აღენიშნებოდა. თუ პოლიციამ დაადგინა, რომ მშობლები ბავშვებზე ძალადობდნენ, მაშინ მათ სოციალური მუშაკები გააშვილებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5836063&name=28.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

28.01.2019

მეიდასაშუალება:      კვირის პალიტრა

პატარა ნინოს დიდი ტრაგედია

22 იანვარს სანზონაში, ზიგზაგის ქუჩაზე, გაურკვეველ ვითარებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ნინო ზალინაშვილი ერთი თვის ასაკიდან მინდობით აღზრდის პროგრამით იზრდებოდა და ბიოლოგიურ დედასთან ხუთი თვის დაბრუნებული იყო. მეზობლები ადასტურებენ, რომ დედა შვილზე ფიზიკურად ძალადობდა... ბავშვის გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, 6 იანვარს ბავშვი არაერთი დაზიანებით მოხვდა იაშვილის კლინიკაში, მაშინ დედის -–ლელა ქსოვრელის სახელზე შემაკავებელი ორდერი გაიცა. 43 წლის ლელა ქსოვრელს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ქალი სამჯერ იყო გათხოვილი. ამჟამად ის ზიგზაგის ქუჩაზე, 8 კვმ ოთახში, ქმართან, დედამთილთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი - 18 წლის მარი, რომელიც ლელას დედასთან ცხოვრობს. მეორე ქორწინებიდან კი ნინოს გარდა, 5 წლის ლუკა ჰყავს. ლელას და არკადი ძავაშვილს საერთო შვილიც ჰყავთ - წლინახევრის გოგონა. ოჯახის წევრები დედის შვილზე ძალადობას უარყოფენ და მის ბუნებრივ სიკვდილზე ლაპარაკობენ, მეზობლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. რობიზონ ჯამბაზიშვილი, მეზობელი: "ამ ოჯახიდან მუდმივად მესმოდა ქალის წივილ-კივილი, ძალიან აგრესიულია. 6 იანვარს, როცა გავიგეთ ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანესო, გვეგონა ბიჭს სცემა. ანგელოზივით შვილი ჰყავს, 5 წლის ლუკა... ცემის ფაქტზე რომ წამესწრო, არ ვაპატიებდი... თუ არ სცემდა, გოგონას დალურჯებები საიდან ჰქონდა?! 6 იანვარს ბავშვის კივილის ხმა რომ გაიგონა, ჩემმა შვილიშვილმა პოლიციაში დარეკა. მის სიახლოვეს სულ ორი მეზობელი ვართ... ექვსი წელია, აქ ცხოვრობენ. მანამდე არკადი ძველ საყარაულო ჯიხურში ცხოვრობდა, მერე როგორც ამბობენ, იქვე უკანონოდ დაიმტკიცა მიწა და ააშენა 8 კვმ ოთახი, სადაც უცებ გამოჩნდა ამდენი ხალხი - დედა, ცოლი, შვილები. ეშმაკი კაცია, დახმარება რომ მიეღო, ამისთვის შეკრიბა ისინი ერთ პატარა ქოხში. ალბათ, ეს საცოდავი ბავშვიც იმიტომ დაიბრუნეს უკან და აღარ გააშვილეს, რომ მეტი დახმარება მიეღოთ. ამ ზაფხულს მათთან უცხოელები დაიარებოდნენ. ვკითხე, ვინ არიან-მეთქი, ჩემი სტუმრები არიან, მეხმარებიან, იეღოველი ვარო... საშინელება მოხდა... უბანში ამბობენ, ამ ალქაჯმა ბავშვი ცემით მოკლაო". ირაკლი დოლიძე, მეზობელი: "ამ ოჯახში ბავშვებს სცემდნენ. 5 წლის ლუკაც სულ დალურჯებული დადიოდა... არკადისთვის არაერთხელ მითქვამს, პატარებს ნუ სცემთ-მეთქი, სოციალური აგენტიც გამოვიძახე, რომელმაც მითხრა, მეშინია, მაგინებენ და შემომყევიო. პატრულსაც ხშირად ვიძახებდით და მათაც აგინებდა... სოციალურად დაუცველია და ამ სტატუსს ბოროტად იყენებს. ქალს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 6 იანვარს მეზობლის ბავშვმა გამოიძახა პოლიცია - 10 წუთი მესმოდა, როგორ ურტყამდა ბავშვსო... შეიძლებოდა ამ პირობებში სამი არასრულწლოვნის ცხოვრება? ცოლ-ქმარი ერთმანეთსაც სცემდა და ქალი ხშირად იძახებდა პატრულს. ამ ზაფხულს პატრულმა რომ ვერ დააშოშმინა, ორივე წაიყვანა და დააპატიმრა... ამ კაცმა ხან "დვიჟოკი" არ ჩაგვართვევინა, ხან კონდიციონერი, ხმაური გვაწუხებსო; ქალი დაწვითაც გვემუქრებოდა... მაშინაც პატრულიც გამოვიძახეთ". არკადი ძავაშვილი, გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი: "ლელა ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ ნინო აგრესიული იყო, როცა აბანავებდა, წყლიდან ხტებოდა, "გარშოკებს" აყირავებდა, სახეზე განავალს ისვამდა. მეზობლები პანიკას ტეხდნენ - არიქა, დედა შვილს კლავსო. იმ საღამოსაც აბანავა... გვიან მივედი, ბავშვს სუნთქვა ეკვროდა და ხრუტუნებდა. ლელა სულ რაღაც წამლებს ასმევდა და მერე გაეხსნებოდა ხოლმე სუნთქვა. ვუთხარი, თუ რამე წამალი გაქვს, დაალევინე-მეთქი. არ მინდა, სხვები გავაღვიძო, მერე დავალევინებო... ნინოს მინდობით აღზრდაში ყოფნის დრო რომ ამოეწურა, უნდა გაეშვილებინათ და ამიტომ წამოვიყვანეთ. შემაკავებელი ორდერი იყო თუ არა გაცემული, არ ვიცი, მაგრამ სად უნდა წასულიყო, გარეთ ხომ არ გავაგდებდი? სოციალური აგენტი ერთხელ იყო და მას მერე არ მოსულა. ვურეკავდით და გვეუბნებოდა, რადგან ბავშვი წამოიყვანეთ, უნდა მიხედოთო. ნეტა, ისევ იმ ოჯახში დარჩენილიყო... პოლიციაც დარწმუნებულია, რომ ლელამ მოკლა. მეზობლებს ყველა მოსყიდული ჰყავთ, მოილაპარაკეს, რომ აქედან გამაძევონ. გადამტერებული არიან. მთავრობას მივმართე, სამანქანო გზა გამიკეთეთ-მეთქი. მეზობლებმა მითხრეს, გაჯეჯილება გინდა აქაო და გასახლებით დამემუქრნენ". ირინა, ნინოს მინდობით აღმზრდელი (გვარის გამხელა არ ისურვა): "ბავშვი ავადმყოფი არ იყო, არც ჰიპერაქტიური. გამოკვეთილი ჰქონდა რაქიტი, მაგრამ დადიოდა და დარბოდა კიდეც. ლელა ხშირად აკითხავდა და 2-3 დღითაც მიჰყავდა. მისთვის არასდროს შემიმჩნევია აგრესია... წაყვანის შემდეგ ბავშვს არ ვნახულობდი - დრო უნდა გასულიყო, რომ ახალ გარემოს შეჰგუებოდა. ნინო დღენაკლული იყო, მაგრამ თანდათან დავაყენეთ ფეხზე. სითბოსა და სიყვარულში გავზარდეთ. დაბანა არ უყვარდა, მაგრამ წყალში სათამაშოებს ჩავუყრიდი და საათობით შეეძლო იქ ჯდომა. ნინო ჩემი შვილია და მე ვარ დღეს მისი ჭირისუფალი..." P.S: რამდენად თანამიმდევრული იყო სოცსააგენტოს თანამშრომლების ქმედება, ჯანდაცვის სამინისტროში მოკვლევა დაიწყო. სააგენტომ კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, მოტივად კი გამოძიების ინტერესები დაასახელა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5836023&name=28.01.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.01.2019

მეიდასაშუალება:  რეზონანსი

"ღორის გრიპით" გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი მკურნალ ექიმებს უპირისპირდება

34 წლის მამაკაცი თურქეთში სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის ვირუსით 18 იანვარს გარდაიცვალა, ოჯახი კი ბათუმის "ინფექციურ კლინიკასა" და "რეფერალურ საავადმყოფოს" არასწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ადანაშაულებს. მამაკაც მაღალი სიცხის გამო პირველად შეუძლოდ 12 იანვარს გახდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსა. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს H1N1 ვირუსის დიაგნოზი არ დაუსვეს და კლინიკიდან გამოწერეს. მოგვიანებით პაციენტი სუნთქვის მწვავე უკმარისობით "რეფერალურ საავადმყოფოში" გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით მისი ტრანსპორტირება რეანომობილით თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. "ჩვენ რომ დროულად გადაგვეყვანა კლინიკიდან თურქეთში გადავარჩენდით. თურქეთში რომ ჩავიყვანეთ პროფესორმა მითხრა დაგვიანებულიაო. სანამ ჩავიდოდით მისი ფორმა ასი გადავუგზავნეთ და რომ ჩავედით გვითხრეს რა დიაგნოზიც გამოგვიგზავნეთ სულ სხვა პაციენტი მომიყვანეთო. ის არაა რაც მეგონაო, მე რომ ასე მძიმე მდგომარეობა მცოდნოდა არც გაწვალებდინებდითო" - აცხადებს გარდაცვლილის და დიანა ანანბა. არასწორი დიაგნოსტირების ბრალდებას უარყოფენ "რეფერალურ საავადმყოფოში". კლინიკის მთავარი ექიმის თამარ მხატვარის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო საავადმყოფოში მიყვანისთანავე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში კი ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს H1N1 ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა თუმცა მისთვის შესაბამისი ანალიზის ჩატარება ვერ მოხერხდა და პაციენტმა კლინიკა პირადი გადაწყვეტილებით მეორე დღეს დატოვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5835982&name=28.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

--- 

 

28.01.2019

მეიდასაშუალება:      კვირის პალიტრა

წითელა პასუხი ყველა კითხვაზე

"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უფრო ხშირად აკითხავენ სამედიცინო პუნქტებს და იტარებენ ვაქცინაციას, ჯერჯერობით წითელა მაინც აქტიურად ვლინდება. წლის დასაწყისიდან დღემდე 600-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმ-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი, რომელიც წითელასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს პასუხობს. - როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება აცრების შესახებ ფეიკინფორმაციები და ანტიპროპაგანდა? - რასაც ყოველთვის ემსახურებოდა - ერთეულთა ინტერესის დაკმაყოფილებას საზოგადოების ინტერესის ხარჯზე! ეს ინტერესი შეიძლება იყოს მატერიალურით დაწყებული, ზოგადსაკაცობრიოთი დამთავრებული... აცრების ანტიპროპაგანდა პროგრესს ეწინააღმდეგება და ადამიანთა სიცოცხლეს არაფრად დაგიდევს... - რატომ მოხდა წითელასა და H1N1-ის ერთდროულად აფეთქება? - დარგის ექსპერტები წითელასა და გრიპის ერთ პერიოდში გავრცელებას 2018 წლის ზაფხულიდან ვარაუდობდნენ და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა. ამასთან, გრიპი რომ ყოველ სეზონზე ამა თუ იმ ინტენსივობით ვრცელდება, ყველასთვის ცნობილია. - რა სიმპტომები აქვს წითელას, რამდენ ხანს გრძელდება და რა შეიძლება მოხდეს გართულების შემთხვევაში? - წითელა საშიში დაავადებაა. იწყება მაღალი სიცხით, რინიტითა და კონიუნქტივიტით, რასაც მოსდევს გამონაყარი - სახიდან ფეხებისკენ. შემდგომ ტემპერატურა იკლებს, გამონაყარი მცირდება, ადამიანი გამოჯანმრთელდება და იშვიათი გამონაკლისის გარდა, დარჩება იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე. დაავადების მიმდინარეობისას ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა გართულება, კერძოდ, ათი დაავადებულიდან ერთს ემართება ოტიტი (შუა ყურის ანთება), ათი დაავადებულიდან ერთს - დიარეა, 20 დაავადებულიდან ერთს - ფილტვების ანთება, 1000 დაავადებულიდან ერთს - ტვინის ანთება, 1000 დაავადებულიდან ერთი ან ორი იღუპება და გამოჯანმრთელებული 100 000-დან 4-11 შემთხვევაში წითელას გადატანიდან 7-10 წელიწადში განვითარდება ქვემწვავე, მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რომელიც უკურნებელი, პროგრესირებადი დაავადებაა. - და აუცილებელია აცრა... - აცრა ერთადერთი საშუალებაა დაავადების თავიდან ასაცილებლად. ალტერნატივა არ არსებობს! - ბევრს არ ახსოვს, არის თუ არა აცრილი. ლაბორატორიულად შესაძლებელია დადგენა, აქვს თუ არა პირს იმუნიტეტი? ან თუ აცრილია, ხელმეორედ აცრას რა შეიძლება მოჰყვეს? - აცრილია თუ არა, ლაბორატორიულად არ დგინდება. ლაბორატორიულად დგინდება, აქვს თუ არა ადამიანს წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი. იმუნიტეტი შეიძლება შეძენილი იყოს დაავადების გადატანის ან აცრის შედეგად. ხელმეორედ აცრას შეიძლება მოჰყვეს იმუნიტეტის გაძლიერება, რაც ზიანს არავის მოუტანს. - თუ ადამიანს მოხდილი აქვს წითელა, განმეორებით დაავადება შეიძლება? - იშვიათად ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს წითელას მიმართ იმუნიტეტს და ხელმეორედ დაავადება გამორიცხული არ არის. - ორსულების აცრა თუ შეიძლება და რა მოხდება, თუ ორსული დაავადდა? - ორსულები არ უნდა აიცრან. მათ მძიმედ გადააქვთ წითელა და ეს დაავადება დედისთვის სახიფათოა. - H1N1-სა და წითელაზე ერთდროულად აცრა შეიძლება, თუ ეს გართულებას გამოიწვევს? - ერთდროულად აცრა შეიძლება. არც აცრებს შორის ინტერვალის დაცვაა საჭირო. - შეიძლება თუ არა, გრიპი და წითელა ერთდროულად დაემართოს ადამიანს? - როდესაც ორივე ვირუსი ინტენსიურად ცირკულირებს, შეიძლება... - შეიძლება წითელათი დაავადებულთან კონტაქტით ამ ინფექციის გადადება? როგორ დავიცვათ თავი, ბავშვები? - დაავადებულთან კონტაქტი სახიფათოა ყველასთვის, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი, საკუთარი თავი და ბავშვები კი აცრით უნდა დაიცვათ. - რომელ ასაკში უფრო რთულად მოსახდელია წითელა? - წითელათი დაავადება ყველაზე სახიფათოა წლამდე ასაკში, შემდგომი ჯგუფია 1-5 წლის ასაკი და 20 წლის ზევით. - რა პერიოდშია აქტიური ეს ინფექცია? - წითელა ყველაზე აქტიური ზამთარ-გაზაფხულის სეზონზეა, თუმცა ის სხვა სეზონზეც შეიძლება დაემართოს ადამიანს. - დღეს სტატისტიკა როგორია? - მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უფრო აქტიურად იტარებენ ვაქცინაციას, ჯერჯერობით წითელა ისევ აქტიურად ვლინდება. წლის დასაწყისიდან უკვე აღრიცხულია 600-ზე მეტი შემთხვევა. ვისთვის არ შეიძლება აცრა: აცრა არ უტარდებათ ორსულებს, აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე; თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე; თუ გაქვთ იმუნოდეფიციტი; თუ გაქვთ არაგანკურნებადი ტუბერკულოზი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5835725&name=28.01.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.01.2019

მეიდასაშუალება:  ალია

რა დაემართა გოგი წულაიას და როგორ უმკურნალეს კლინიკაში?

სკანდალური გოგი წულაიაც ვერ გადაურჩა ვირუსს და წინა კვირას ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა ფილტვების ანთებით: - საგანგაშო ვითარებაა ქვეყანაში. ეს იცით, რამ გამოიწვია? ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს პრევენცია, აი ესაა ყველაზე ცუდი და ამიტომ იფეთქა ჩვენთან ეპიდემიამ, თორემ სხვაგანაცაა ვირუსები, მთელი ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გახდეს ავად და ესენი წარმატებულ ჯანდაცვას ეძახიან იმას, რომ ამდენი საავდმყოფო და ამდენი აფთიაქია ამ ქვეყანაში და კიდევ და კიდევ სოკოებივით ჩნდებიან. - თქვენ ამ ეპიდემიის პიკის დროს მოგიწიათ სტაციონარში მკურნალობა, იყო თუ არა პანიკა? - იმ საავადმყოფოში იცოდნენ, ვინ ვიყავი და ცივ ნიავს არ მაკარებდნენ, თავს მევლებოდნენ, ნამვდილად ვერ ვიტყვი ცუდს, თუმცა შიში და პანიკა იყო, რათ უნდა ამას ლაპარაკი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5835669&name=28.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.01.2019

მეიდასაშუალება:  რეზონანსი

"ბატონო ბიძინა, გვიშველე" - აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში აქცია გაიმართა. სამედიცინო დაწესებულების ეზოში შეკრებილები ეჭვობენ, რომ კლინიკის გასხვისება ან იჯარით გაცემა სურთ. აქციაზე ექიმთან ერთან მოქალაქეებიც არიან. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ბუნდოვანი და ნათლად, რაც საავადმყოფოს გასხვისების ეჭვებს ბადებს. აქციის მონაწილეები ეჭვის საფუძველს ახალი შენობის მშნებლობის გაჭიანურებასა და ინვენტარიზაციაში ხედავენ და განმარტებებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან ითხოვენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ეჭვი უსაფუძვლოა. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე ახალი შენობის გასხვისება დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება მშენებლობას, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია დარჩენილია მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ინვენტარიზაციის პროცესი კი თანხების გამოყოფის შემდეგ დაიწყება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5835465&name=28.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

26.01.2019

მეიდასაშუალება:  რეზონანსი

ექიმები დღე-დღეზე წითელას აფეთქებას ელოდებიან, 4 რეგიონში მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა

წითელას მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა, რომ ყველამ უნდა გამოიყენოს შანსი და გაიკეთოს უფასო ვაქცინა წითელას წინააღმდეგ. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში იქნება ეპიდ აფეთქება, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად ოთხ რეგიონში - ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში. „იანვრის ბოლოს იქნება მატების ტენდენცია, ასევე ეპიდემიური აფეთქება. გუშინდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 816 შემთხვევა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიზეზი ხალხის აუცრელობაა. „რა თქმა უნდა, წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი გზა მოსახლეობის აცრაა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. საყურადღებოა, რომ უკვე გარდა საბავშვო ბაღებისა, უნივერსიტეტებსა და სკოლებშიც სავალდებულოა წითელას ვაქცინის გაკეთება და ცნობის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში პიროვნებას სასწავლო დაწესებულებაში მოქმედი სტატუსი შეუჩერდება. შეგახსენებთ, რომ მთავრობა მოუწოდებს რისკის ჯგუფში მოხვედრილ ადამიანებს,გამოიყენონ შანსი და გაიკეთონ უფასო აცრა წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით. ამჟამად 1700-ამდე პირია აცრილი მთელისაქართველოს მასშტაბით, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით 22:00 საათამდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5835405&name=28.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

26.01.2019

მეიდასაშუალება:  ახალი თაობა

"სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ძალიან სუსტია" იუნისეფის დირექტორი: "ბავშვთა მიმართ აღზრდის მეთოდად ძალადობის გამოყენებას 60% დასაშვებად მიიჩნევს"

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა მაჩვენებელი გაიზარდა. საზოგადოება განსაკუთრებით შეძრა ბოლო კვირაში მომხდარმა ორმა ამბავმა. ფაქტმა, რომელიც თბილისში, 4 წლის გოგონას ფიზიკური ძალადობით სიკვდილს უკავშირდება და გორში მამის მიერ 14 წლის შვილის სექსუალურად ძალადობის ამბავმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, რომელიც `ახალმა თაობამ~ გამოითხოვა, 2018 წელს ბავშვზე ძალადობის მიმართვიანობის რიცხვმა 1.472 -ს მიაღწია, საიდანაც 556 შემთხვევა დადასტურდა, 2017 წელს, 840 მიმართვა შევიდა, აქედან დადასტურებული 519 ფაქტი იყო, ხოლო 2016 წელს კი 755 მომართვა დაფიქსირდა, დადასტურებული კი 451 აღმოჩნდა. სააგენტოში    `ახალ თაობას~ ეუბნებიან,    რომ შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა, დანარჩენი კი უგულებელყოფას, რაშიც მშობლის მიერ სითბოს, ყურადღების, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების, ჭამის და დაცულობის შეუსრულებლობა იგულისხმება.       ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლება, თუმცა, `უნისეფის~ დირექტორი მაია ქურციკიძე `ახალ თობასთან~ განმარტავს, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა ამის მოხდენამდეც შეიძლება. თუ რა მიდგომებია საჭირო ძალადობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად, როგორია საზოგადოების განწყობები ძალადობის მიმართ, ამ და სხვა საკითხებზე, დეტალურად `ახალ თაობასთან~ გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორი საუბრობს. მაია ქურციკიძე, `უნისეფის~ დირექტორი:      _ ჩვენი კვლევა ძირითადად საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა იყო. ჩვენი კვლევა ამბობდა იმას, თუ როგორ უყურებს საზოგადოება ბავშვთა მიმართ ძალადობას. ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოყენებას. 60% იყენებს მკაცრი აღზრდის მეთოდებს ბავშვებთან მიმართებით. მათ შორის პროფესიონალებიც ბევრნი თვლიან, რომ მაღალია მათი მიმღებლობა ძალადობის მიმართ. იმ პროფესიონალების, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. ძირითადად საზოგადოების უმრავლესობა ამბობს, რომ მე არაფერს არ გავაკეთებ, როდესაც ვხედავ ძალადობას და მომსწრე ვარ ასეთი ფაქტების, რადგან ეს იქნება სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა. _ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტს თუ გავიხსენებთ, დედას, რომელიც 4 წლის შვილზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა საბოლოოდ ბავშვი მის ხელში მაინც აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, უნდა იწარმოებოდეს შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი? _ რა თქმა უნდა, ამის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს. როდესაც ხდება ამგვარი ფაქტები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვის მიმართ სერიოზული ძალადობის ფაქტი ხდებოდა და ამდენად, უნდა განხორციელდეს მონიტორინგიც. კანონში ეს არის გაწერილი, რომ უნდა ხდებოდეს კვლევა, რამდენად სრულდება ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვთა მიმართ გამოიტანეს. თუ გადაწყვიტეს, რომ ბავშვი მოეცილებინათ ოჯახს, ე.ი. აქ უკიდურეს ფორმასთან გვაქვს საქმე. არ ხდება ეს ჩვეულებრივ შემთხვევებში. _ დღეს არსებულ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ და იმ ძალადობის შემთხვევებს, რაც ხდება, უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით პრევენცია თითქმის არ ხდება ხომ? რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ძირითადად უკვე მომხდარი ძალადობის ფაქტების შემდეგ ერთვებიან ხოლმე ამ კამპანიაში და არა მანამდე, ვიდრე ამ შედეგებამდე მივალთ. _ რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ყველა ამ მიმართულებით სისტემის გაძლიერება და ჩვენც ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს კოორდინაცია სხვადასხვა უწყებას შორის. დღეს არსებულ სისტემაში არის ხარვეზები, ეს ცხადია, თუმცა ზაფხულში პარლამენტმა მიიღო კანონი სოციალური სამუშაოს შესახებ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, ეს კანონი, რომელიც უკვე აძლიერებს სოციალური მუშაკის ინსტიტუტს, ხელს შეიწყობს იმას, რომ გაიზარდოს მათი რაოდენობა, მოხდეს ინსტიტუტის გაძლიერება და მოხდეს სოციალური მუშაკების გაძლიერება. ერთი ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით, თუმცა, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ამის კარგად განხორციელებას. საჭიროა, რომ არ იყოს ასეთი მიმღებლობა საზოგადოებაში ამ ძალადობის მიმართ. რადგან ძალადობრივი ფონი არის მაღალი. თუ რა არის ძალადობა, რა შედეგებამდე მივყავართ ბავშვის არასწორი აღზრდის მეთოდებს და ძალადობის რა ხელშემწყობი რისკ-ფაქტორები არსებობს, ამაზე გაზეთ `ახალ თაობასთან~ ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე საუბრობს. ირმა კვაჭაძე, ფსიქოლოგი: _ ძალადობა არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო რთული გადასატანია, რადგან მისი კვალი და შედეგები საკმაოდ გვიან ჩნდება პიროვნების           ისტორიაში. ფსიქოლოგიურ ასპექტებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის იმ აუცილებელი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რომელიც ბავშვს აქვს, მაგალითად: სითბოს, ყურადღების, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების, ჭამის და დაცულობის. აი ამ მოთხოვნილებების უგულებელყოფა მშობლების მხრიდან, ითვლება უკვე ძალადობად.            ბავშვს რომ შია და მშობელი არ აჭმევს, ან ბავშვს რომ მშობლის მხრიდან სითბო და სიყვარული აკლია და მშობლებს ამის გამოხატვის         სურვილი არ აქვს, ესეც ძალადობად ითვლება, რასაც საბოლოო ჯამში საკმაოდ ცუდი შედეგები მოჰყვება. _ რა ხელშემწყობი რისკფაქტორები არსებობს ბავშვებზე ძალადობის?         _ ფიზიკური ძალადობა შედეგია ფსიქოლოგიური ძალადობის. ხშირ შემთხვევაში, ჯერ არის ხოლმე         ფსიქოლოგიური ძალადობა, რაღაც ტიპის ტერორი, ცუდი ურთიერთობა და უკვე ფსიქოლოგიური ძალადობის გართულებული ფორმაა ფიზიკური ძალადობა, როგორიცაა ცემა და  ხელით შეხება. ამას აუცილებლად   ახლავს ხოლმე წინაპირობა. ხელშემწყობ პირობებზე და მაპროვოცირებელ მომენტებზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ხშირ შემთხვევაში მშობლის ემოციური მდგომარეობა, მისი არარეალიზირებული მდგომარეობა პიროვნულად, ხშირად ეს არის დუხჭირი ეკონომიური პირობები, ის რომ მშობელს თავისი მოთხოვნილებები არ აქვს დაკმაყოფილებული, თვითონ არ არის საკუთარ თავთან კარგად და ამის პროვოცირებას და გადატანას ახდენს ბავშვზე. ეს ის ფაქტია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანი არ ძალადობს არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად სხვა ადამიანზე. ბავშვები არიან რისკ ჯგუფში იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა.  _ ვისი პრეროგატივაა ბავშვზე ძალადობის პრევენციის განხორციელება. შეიძლება ეს იყოს თუნდაც მეზობელი ან რომელიმე ფართო ჯგუფი? ძალადობისგან დაცვის რა ფაქტორები არსებობს?   _ ნებისმიერი საზოგადოების წევრი ვალდებულია, განსაკუთრებით ბავშვის, უსუსური ადამიანის უფლებები დაიცვას, მაგრამ აქ უკვე ამ ადამიანების მორალური ღირებულებები და შეხედულებები იჩენენ თავს. არიან თუ არა ისინი სრულფასოვანი საზოგადოების წევრები და  იღებენ თუ არა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ითავისებენ თუ არა ამას. რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდი ვართ ვალდებული, რომ რისკ-ფაქტზე რეაგირება მოვახდინოთ, შესაბამისი ორგანოები ჩავრთოთ ამ       ყველაფერში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება ხოლმე, რატომღაც თვალს არიდებენ ზოგჯერ ამ ყველაფერს და ყველამ ვიცით, რა შედეგებამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5833292&name=26.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​