From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-28.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 28.03.2019 07:03
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.03.2019

ტელევიზია

28.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 10:00

აფიცული სოციალური მუშაკები დღეს ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970632

რუსთავი 2-კურიერი 09:00-  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970274

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970487

---

 

28.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს დაგეგმილ აუდიენციაში მონაწილე გაფიცული სოცმუშაკების, შრომითი უფლებების დროებით შეჩერების თაობაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოში ბრძანებები უკვე დაწერილია. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განმარტებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად განცხადებაში სწორედ გაფიცვაა დასახელებული. ახალგაზრდა იურისტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარია შტატგარეშე მოსამსახურეების მიერ სოცმუშაკების მოვალეობის შესრულებაზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970275

ტვ პირველი - საქმიანი დილა

დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს სამუშაო კომისიაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970159

---

 

28.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ჯანდაცვის სამინისტროსგან სასამართლოს განჩინების აღსრულებას ითხოვს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი. დეპუტატი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისთვის პირადად აპირებს დოკუმენტების გადაცემას. იგი თბილისის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს, რომლის ადგილიც ამ დროისათვის ვაკანტურია. სამ წელ ნახევრიანი სასამართლო დავის შემდეგ ლიპარტელიანმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა დავა მოუგო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970276

---

 

28.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

ტურისტების მძარცველი მოხეტიალე არასრულწლოვანთა  ჯგუფები

https://www.imedi.ge/ge/video/35602/turistebis-mdzartsveli-mokhetiale-jgupebi

---

 

27.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

სოციალური მუშაკების გაფიცხვის მესამე დღე და ჯანდაცვის მინისრის შეთავაზება. დავით სერგეენკო გაფიცულებს სამუშაო სივრცეში დაბრუნებისკენ და პრობლემებზე მსჯელობისკენ მოუწოდებს. ეს იმ ფონზე, როდესაც უკვე არსებობს 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969954

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969980

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970041

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970033

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969937

---

 

27.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

მასობრივი გაფიცვის მესამე დღე - მთავრობის ადმინისტრაციასთან, ცოტა ხნის წინ, სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ და საგანგებო მიმართვას პრემიერ-მინისტრს უგზავნიან. (პირველი ვიდეო ფაილი)

დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც გაფიცული სოციალური მუშაკების მთავარ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრი გაფიცულ მუშაკებს სამოქმედო გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. (მეორე ვიდეო ფაილი)

 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969565

ტელეკომპანია აჭარა -მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969761

რუსთავი2 -კურიერი 15:00 -http://rustavi2.ge/ka/news/129314

I არხი -მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969741

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969937

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969501

მაესტრო-ახალი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969058

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969141

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969487

---

 

27.03.2019

არხი:  რუსთავი2

გადაცემა:  კურიერი 15:00

ქუთაისში სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია გრძელდება. გაფიცულები სოციალური მომსახურების იმერეთის სააგენტოს შენობის წინ შეიკრიბნენ. სოციალური მუშაკები რამდენიმე მთავარი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ, მათ შორისაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასის მატება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969076

---

 

27.03.2019

არხი:  I არხი

 გადაცემა:  მოამბე 18:00

ხუთი წლის ტატა ცეცხლაძეს სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გოგონას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდება. ექიმებმა მას აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციის ღირებულება 105 ათასი ევროა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969855

---

 

27.03.2019

არხი:   მაესტრო

 გადაცემა:  ბიზნესი მაესტროზე

პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს სოციალური მომსახურების სააგენტო. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია მარიამ ბეზარაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5969686

I არხი -მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5968239

---

 

27.03.2019

არხი: I არხი

 გადაცემა:  მოამბე 21:00  

37 წლის ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება , 4 მცირეწლოვნის დედას მეოთხე სტადიის სიმსივნე დაიდგინესმ ნინოს გადასარჩენად აუცილებელია მკურნალობა საზღვარგარეთ რისთვისაც საჭიროა დიდი ოდენობით თანხის მობილიზება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970050

---

 

27.03.2019

არხი:   ტვ პირველი

 გადაცემა:  პოლიტმეტრი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო C ჰეპატიტის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებლის ქვეყნად მიიჩნევა. მისი განკურნების პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამუშავდა. პროგრამაში ჩართვა მარტივი ტესტის სკრინინგით იწყება, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე საკუთარ ორგანიზმში ვირუსის არსებობის ან არარსებობის შესახებ იგებს. საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასოა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970011

---

 

 

 

ინტერნეტი

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://1tv.ge/news/socialuri-mushakebi-dghes-davit-sergeenkos-shekhvdebian/

სოციალური მუშაკები დღეს დავით სერგეენკოს შეხვდებიან

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც 25 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ, პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, სამინისტროსგან მათ მოთხოვნებზე პასუხი არ მიუღიათ. სოციალური მუშაკებისთვის სრულიად მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელშიც სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ. „სამინისტროსთან რეალური პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე არ მიგვიღია. ხაზგასასმელია, რომ დამსაქმებლის რიტორიკა გაფიცვამდე და გაფიცვის შემდგომ არ შეცვლილა და საუბრობენ „სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს“ მიერ დამტკიცებულ 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელზეც მსჯელობა მიდიოდა როგორც მედიაციის პროცესში, ასევე საბჭოს ფარგლებში და აღნიშნული გეგმა თავიდანვე მიუღებელი იყო სოციალური მუშაკებისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენდა პრობლემების მხოლოდ ფასადურად მოგვარების მცდელობას“, – განაცხადა სოციალურმა მუშაკმა ზოია შეხოვცევამ. მისივე თქმით, 4-პუნქტიანი გეგმა ვერ მოაგვარებს მათ პრობლემებს, რადგან გეგმა, რის საფუძველზეც დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, ფასადურია და რეალურად სოციალურ მუშაკების სამუშაოს მოცულობის შემცირებას საერთოდ არ ითვალისწინებს. ამასთან, ზოია შეხოვცევას განცხადებით, თუ მოხდება ტექნიკური ხელშეწყობა, 4-პუნქტიან გეგმაში არ არის აღნიშნული, როგორ დაიგეგმება ყველა სერვისცენტრისა და რაიონული განყოფილებების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. როგორც პრესკონფერენციაზე ზოია შეხოვცევამ აღნიშნა, შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. მათი თქმით, აღნიშნული საბჭო არ არის სოციალურ მუშაკთა მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი. სოციალური მუშაკები დღეს, 12:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან. როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მთავარი მოთხოვნაა, შეხვედრა იყოს გამჭირვალე და საჯარო. საქართველოს პირველმა არხმა ჯანდაცვის სამინისტროდან 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოითხოვა. 25 მარტიდან 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/539209-socialuri-mushakebi-jandacvis-saministrosgan-chvens-motxovnebze-realisturi-pasuxi-ar-migvigia

სოციალური მუშაკები - ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნებზე რეალისტური პასუხი არ მიგვიღია

ჯანდაცვის სამინისტროსგან რეალისტური პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე არ მიგვიღია, - ამის შესახებ სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადეს. მათი თქმით, 4-პუნქტიანი გეგმა სოციალური მუშაკებისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დამსაქმებლის რიტორიკა გაფიცვამდე და გაფიცვის შემდგომ არ შეცვლილა და საუბრობენ "სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს" მიერ დამტკიცებულ 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელზეც მსჯელობა მიდიოდა, როგორც მედიაციის პროცესში, ასევე საბჭოს ფარგლებში. აღნიშნული გეგმა თავიდანვე მიუღებელი იყო სოციალური მუშაკებისთვის, ვინაიდან ის წარმოადგენდა პრობლემების მხოლოდ ფასადურად მოგვარების მცდელობას. აღნიშნული 4-პუნქტიანი გეგმა დეტალურად განვიხილეთ მედიაციის ორმხრივ შეხვედრაზე 2019 წლის 20 მარტს, რომლის შედეგადაც მედიაციის პროცესი წარუმატებლად გამოვაცხადეთ და გაფიცვა დავაანონსეთ“, - აღნიშნავენ სოცმუშაკები. ამასთან, უცვლელი რჩება სოცმუშაკების მოთხოვნა ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. „კადრის დამატება უნდა მოხდეს ისე, რომ საქმეების რაოდენობა შემცირდეს 50 საქმეზე. იმ სერვის ცენტრებში კი, სადაც მხოლოდ თითო სოციალური მუშაკი მუშაობს, დაემატოს მეორე კადრიც. ხელფასთან დაკავშირებით კი ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ და მხოლოდ გადახედვა, ჩვენი მოთხოვნაა გაიზარდოს ხელფასი პირველ ეტაპზე 30%-ით", - აღნიშნავენ სოცმუშაკები. მათივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ 4-პუნქტიან გეგმას აკლია კონკრეტიკა, სოცმუშაკები მზადყოფნას გამოთქვამენ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს. „დღეს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმართება შეხვედრა, რომელსაც დავესწრებით სოციალური მუშაკები და ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მედიაციის პროცესში“, - განმარტეს სოცმუშაკებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. სოციალური მუშაკები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=81022

საია - სამინისტროს განცხადება, რომ სოცმუშაკების მოვალეობას შტატგარეშე თანამშრომლები შეასრულებენ არის ნონსენსი

გაფიცულ სოცმუშაკებთან ჯანდაცვის სამინისტრო შრომით ურთიერთობას დროებით წყვეტს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ამ გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად განცხადებაში სწორედ გაფიცვაა დასახელებული. „საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და აცხადებენ, რომ თითქოს მათ მოიძიეს არა სოცმუშაკები, სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც თურმე შეუძლიათ იგივე ძალადობის მსხვერპლს ქალებს გაესაუბრონ, რაც არის ნონსენსი“, - განაცხადა საია-ს იურისტმა ურისტი გიორგი ანთაძემ.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539161-saias-iuristis-inpormaciit-jandacvis-saministroshi-ukve-dacerilia-brzanebebi-gapicul-socmushakebtan-shromiti-urtiertobis-droebit-shecherebis-taobaze/

საიას იურისტის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაწერილია ბრძანებები გაფიცულ სოცმუშაკებთან შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების თაობაზე

საიას იურისტის გიორგი ანთაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში უკვე დაწერილია ბრძანებები გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების თაობაზე. „შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად გაფიცვაა დასახელებული. ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში უკვე დაწერილია შესაბამისი ბრძანებები გაფიცვის პერიოდში შრომითი ურთიერთობის დროებით შეეჩერების თაობაზე. შრომითი კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შემთხვევაში არ არის ვალდებული დასაქმებულს გადაუხადოს შრომის ანაზღაურება“,-აცხადებს ანთაძე. როგორც იურისტი განმარტავს, გაფიცულების მოთხოვნები ამჟამად შესრულებული არ არის. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნების შესრულება და გაფიცვის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია. „სოციალური მუშაკების მოთხოვნები ეხება არა მხოლოდ მათი პირადი შრომითი პირობების გაუმჯობესებას, არამედ ასევე საუბარია ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ დაცვაზე. მოთხოვნებს შორისაა დამოუკიდებელი ოთახის არსებობა, სადაც ბენეფიციარსა და სოციალურ მუშაკს საუბარი შეეძლებათ, მოთხოვნები ეხება კონფიდენციალური მასალების სათანადოდ დაცვას მესამე პირების ხელმისაწვდომობისგან, მოთხოვნაა, რომ ყველა სერვისცენტში იყოს მინიმუმ ერთი ფსიქოლოგი, სოციალურ მუშაკებს არ ემსახურებათ სათანადო რაოდენობის ავტომობილი და შესაბამისად, შეუძლებელი ხდება მათი მხრიდან სხვადასხვა შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება. ამ ეტაპზე რეალურად სოციალური მუშკების არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები ფორმალურ ხასიათს ატარებს. თბილისში დაამატეს ერთი ფსიქოლოგი, რთული წარმოსადგენია, ერთმა ფსიქოლოგმა მილიონიან ქალაქში როგორ უნდა გაართვას თავი ბავშვების, მოხუცების , შშმ პირების, ქალების მომსახურებას. მსგავსად ფორმალობაა იმაზე საუბარი, რომ რეგიონში ერთი მანქანის დამატებით პრობლემა გადაიჭრება. დღესდღეობით სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იღებს კანონით და შემდეგ ამ პასუხისმგებლობას სოციალურ მუშაკებს აკისრებს“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539177-gapiculi-socmushaki-jandacvis-saministros-4-punktiani-shemotavazeba-absurdulia/?fbclid=IwAR2k8yltDjI3ch4eAxpOzv8LtNi_cSrPGm8ewA611yYTh9-Htj3dRhr7tpI

გაფიცული სოცმუშაკი - ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი შემოთავაზება აბსურდულია

ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი შემოთავაზება აბსურდულია, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ სოცმუშაკმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა. „ჩვენ გაფიცული სოცმუშაკები ახლა შეკრებილები ვართ, ვმსჯელობთ სამოქმედო გეგმაზე. ზოგადად, ეს შემოთავაზება რეალურად აბსურდულია. ახლა ვმსჯელობთ შემდგომ ნაბიჯებზე და კონკრეტულად იმაზე, რა პასუხი გვექნება ამ შემოთავაზებაზე“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, რომლითაც უწყება სოციალური მუშაკების პრობლემების გადაჭრას გეგმავს, 4 ძირითად პუნქტს მოიცავს. ესენია: სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვა, უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება, ტექნიკური ხელშეწყობა, ,პროფესიული მხარდაჭერა . როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გეგმა, რომელიც უშუალოდ სოციალური მუშაკების ჩართულობით შემუშავდა, ნაწილობრივ უკვე განხორციელდა და მასზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/29845839.html

გაფიცული სოციალური მუშაკი: ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზება ფასადურია

ჯანდაცვის მინისტრის მიერ შემოთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა აბსურდულია და ჩვენ მას ფასადურად მივიჩნევთ, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაფიცვის პროცესში მონაწილე სოცმუშაკმა, სოფო ხვთისიაშვილმა. „ეს 4-პუნქტინი გეგმა წარმოგვიდგინეს ჯერ კიდევ გაფიცვამდე, მედიაციის პროცესში, როდესაც დავა დავიწყეთ. მაშინ ჩვენ არ დავთანხმდით, არ იყო მისაღები. ეს იყო პრობლემების ფასადურად მოგვარების მცდელობა. ამ 4-პუნქტიანი გეგმის გაცნობის შემდეგ გავიფიცეთ, ახლა გაფიცულები ვართ და გამოდის, რომ ისევ ამ 4-პუნქტიან გეგმას გვთავაზობენ?! ეს არასერიოზული მიდგომაა“, - ამბობს სოფო ხვთისიაშვილი. დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, კვლავაც ითანამშრომლონ სამინისტროსთან 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის დასახვეწად და განსახორციელებლად. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 4-პუნქტიანი გეგმა შეეხება სოციალური მუშაკების რაოდენობისა და საქმიანობის მოცულობის გადახედვას, ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით 25 მარტიდან გაიფიცნენ. მათი მოთხოვნებია: ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება; სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა; საპროცესო წარმომადგენლობა; ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება; ხელფასების ზრდა, ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/253970-levan-koberize-darwmunebuli-var-saministro-gamonaxavs-resurss-da-poziciebis-sejereba-moxdeba?fbclid=IwAR38aLB6xFCreoP7kmcN6C-msmct4SFTb1epS4-8FuT7vH3mPK_N6Qbpmvw

ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ სამინისტრო გამონახავს რესურსს და პოზიციების შეჯერება მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სოციალური მუშაკების მხრიდან გაფიცვის ფორმისა, პროცესი მაინც პოზიტიურად წარიმართება. „ზოგადად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ადექვატურია შექმნილ პრობლემებზე რეაგირების, ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. დარწმუნებული ვარ, პროცესი, მიუხედავად სოციალური მუშაკების მხრიდან გაფიცვის ფორმისა, მაინც პოზიტიურად წარიმართება.  2018 წლის შემოდგომაზე მიღებული კანონის შესაბამისად სამინისტრომ უკვე დაიწყო გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომლშიც გაფიცულთა მოთხოვნების დიდი უმრავლესობა უკვე ასახულია, ამჟამად მათი მოთხოვნაა გეგმაში არსებული პუნქტების ვადაზე ადრე შესრულებას, ვიდრე გეგმით არის გათვალისწინებული.  სამინისტრო გამონახავს რესურს და მოხდება ამ პოზიციების შეჯერება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულია: მაგალითად, ყველა რაიონში დამატებულია სატრანსპორტო საშუალებები, დანარჩენ საკითხებზეც აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა. მთავარია, რომ გაფიცულები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, რომ თვითონ ბენეფიციარებმაც მიიღონ ის მომსახურება, რაც ეკუთვნით სახელმწიფოსგან, სოციალური მუშაკებისგან. დარწმუნებული ვარ, თავად სოციალური მუშაკებსაც აღელვებთ ეს საკითხი და უახლოეს პერიოდში, ნელ-ნელა ეს პროცესი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ საკომიტეტო თუ სხვა ნებისმიერ ფორმატში ჩავერთოთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

---

 

 

27.03.2019

ედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539167-cnobilia-jandacvis-saministros-4-punktiani-gegmis-detalebi-romlitac-ucqeba-socmushakebis-problemebis-gadachras-gegmavs/

ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი გეგმის დეტალები, რომლითაც უწყება სოცმუშაკების პრობლემების გადაჭრას გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, რომლითაც უწყება სოციალური მუშაკების პრობლემების გადაჭრას გეგმავს, 4 ძირითადპუნქტს მოიცავს. ესენია: სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვა, უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება, ტექნიკური ხელშეწყობა, ,პროფესიული მხარდაჭერა . როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გეგმა, რომელიც უშუალოდ სოციალური მუშაკების ჩართულობით შემუშავდა, ნაწილობრივ უკვე განხორციელდა და მასზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 4-პუნქტიანი გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს. „პირველი პუნქტი სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას გულისხმობს, ამ პუნქტის ფარგლებში იგეგმება ადმინისტრაციული საქმეების სხვა თანანმშრომლებზე გადანაწილება, ამასთან უკვე დამტკიცებულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 2 აპრილამდე ყველა ტერიტორიულ ერთეულში უნდა გამოიყოს 1 ან 2 სპეციალისტი, რომლებიც განახორციელებს ადმინისტრაციულ საქმეებს, როგორიცაა სოციალური პროგრამების განცხადების მიღება, ვაუჩერის ბეჭდვა, გაცემა, ხელშეკრულებების ბაზაში ასახვა ა.შ. ამ პუნქტშივე მოიაზრება სხვა უწყებებთან თანამშრომლობის გაძლიერება და კოორდინაცია,რომ დაიზოგოს სოციალური მუშაკის რესურსი.აქვე საუბარია სამხარაულთან ურთიერთობის გამარტივებაზე, კერძოდ ელექტრონულ რეჟიმში ხელმოწერებზე, რათა სოციალურ მუშაკებს აღარ მოუხდეთ ხელმოწერებისთვის სამხარაულის ბიუროში მისვლა. ასევე, სამუშაო ფორმატში განიხილება საკითხი, რომელიც შეეხება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნესს პროცესის დახვეწასა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს მანდატურის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სამსახურთან კოორდინაციის გაუმჯობესება, ასევე სოციალური მუშაკების დამატება - მიმდინარეობს გასაუბრებების პროცესი არსებულ და დამატებით 30 ვაკანსიაზე. იგეგმება ვაკანსიების შევსება, რაც გულისხმობს მოთხოვნების გადახედვას, ტერიტორიული უფროსებისა და დასაქმების დეპარტამენტების მიერ ვაკანსიების პოპულარიზაციას. რაც შეეხება ფისქოლოგების და იურისტების ვაკანსიების შევსებას, 1 ფსიქოლოგი ემატება თბილისს, რეორგანიზაციის ფარგლებში 2 იურისტი თბილისს და თითო სამხარეო ცენტრებს დაემატება. პირველი პუნქტი ასევე ითვალისწინებს დამატებით, 20 საპროცესო სოციალური მუშაკის აყვანას. მეორე პუნქტი უკუკავშირისა და კომუნიკაციის გაძლიერებას უკავშირდება, მის ფარგლებში დაგეგმილია სააგენტოში შიდა სტრუქტურის დახვეწა და გაძლიერება, რათა მოხდეს ტერიტორიულ ერთეულებში ხელმძღვანელების უფრო აქტიური ჩართვა სოციალური მუშაკების სამუშაოში, ცენტრალური აპარატსა და ტერიტორიული ერთეულებს უკუკავშირის სისტემის დახვეწა. დამუშავების პროცესშია ტერიტორიული ერთეულების უფროსების სამუშაო აღწერილობის გადახედვის საკითხი. უკვე არსებობს კომუნიკაციის და უკუკავშირის გაძლიერება სამინისტროსთან შექმნილია საბჭო, სადაც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები და სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. აპრილის დასაწყისში ბავშვთა კეთილდღეობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება იგეგმება. მიმდინარეობს მუშაობა ინტეგრირებული მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე. მესამე პუნქტია ტექნიკური ხელშეწყობა, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე. ამასთან, უკვე გამოცხადდა ტენდერები ტერიტორიული ერთეულებში ტექნიკური აღწერისთვის და კონფიდენციალური საუბრის ოთახის მოსაწყობად. აქვე საუბარია ტრანსპორტით უზრუნველყოფუს ხელშეწყობაზე და იგეგმება ელექტრონული მართვის სისტემის გაუმჯობესება. მეოთხე პუნქტში აქცენტი გაკეთებულია პროფესიულ მხარდაჭერაზე. მის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნაზე, ასევე მიმდინარეობს რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა იგეგმება. 29 მარტს მოხდება ფუნქციების გაწერა, თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმება. საუბარია მეთოდოლოგიურ მხარდაჭერაზეც , რაც გულისხმობს სამუშაო ინსტრუმენტების საჭიროებისამებრ განახლებას.

რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/29845759.html

ნეტგაზეთი.ჯი-  http://netgazeti.ge/news/352047/

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/100965/saministrom-sotsmushakta-problemebis-mogvarebis-4punqtiani-gegma-tsaradgina

ლიბერალი.ჯი-http://liberali.ge/news/view/44048/ras-itvalistsinebs-sergeenkos-4punqtiani-gegma-sotsmushakebis-problemebis-mosagvareblad

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1553693700-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D?fbclid=IwAR0z_3rM5rkLhcvaTuGt3Drt6GpQ7PtwMhuNKyo1rkR-vJgd7YKyJuM4LSI

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-socialuri-saagentos-beneficiarebs-visac-gadaudebeli-dakhmareba-schirdeba-servisebi-sheuferkheblad-miewodebat/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/458170?fbclid=IwAR3AoabRuD0BQQ7cZGxtY11Fa-9goVzW70SPUz3TcsD21DB-3109qgrnyvo

პია.ჯი- https://pia.ge/post/253952-davit-sergeenkom-jurnalistebs-socialuri-musaobis-4-punqtiani-gegma-gacno

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539111-jandacvis-ministris-moadgile-ar-gamoricxavs-rom-gapicvis-gagrzelebis-shemtxvevashi-socialur-mushakebze-saxelpaso-anazgaureba-agar-gaices/?fbclid=IwAR15hHpfEfG8KA6MwqkYpwno7sYk2yjYpv7bzmuqNviiDqLGQhZ-nc_0oxM

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სოციალურ მუშაკებზე სახელფასო ანაზღაურება აღარ გაიცეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, მომავალი თვიდან სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება თუ არა ორმაგი სახელფასო ხარჯი შტატგარეშე თანამშრომლების დამატებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასე არ იქნება, რამდენადაც სავარაუდოდ, მომავალი თვიდან სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს ხელფასს აღარ გადაუხდის. „მიმდინარე თვის ხელფასი უკვე გადაერიცხათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, თუმცა მომავალი თვიდან ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხელფასის ანაზღაურება, რამდენადაც კანონით ვალდებულება დამსაქმებელს არ აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში აუნაზღაუროს ხელფასი,“ - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. მისივე თქმით, სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო ბენეფიციარებს მომსახურებას სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები უწევენ, რაც პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა. „ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება. იმისთვის, რომ ბენეფიციარებს არ შეუწყდეთ სერვისები, ვმუშობთ ფორსმაჟორულ რეჟიმში, სოციალური მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ, რომლებიც წესით თავისი საქმით უნდა იყვნენ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერიოდში გამოსავალი არაა. თუ გაფიცვა გაგრძელდება, ავიყვანთ შტატგარეშე კადრებს, რაც ასევე პრობლემების დროებითი გადაწყვეტა იქნება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას,“ - განაცხადა ბარკალაიამ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/206966-jandacvis-ministris-moadgile-ar-gamorickhavs-rom-gaficvis-gagrdzelebis-shemthkhvevashi-socialur-mushakebze-sakhelfaso-anazghaureba-aghar-gaices.html?lang=ka-GE

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/352002/

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44044/shesadzloa-momavali-tvidan-gafitsul-sotsmushakebs-anazghaureba-ar-gadavukhadot--ministris-moadgile?fbclid=IwAR2ug122BKZIwVxPOhiKYMdpaAzcrPRegXYC33HdjudFjt-kkOwYdrxH08A

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministris-moadgile-ar-gamoricxavs-rom-gaficvis-gagrdzelebis-shemtxvevashi-socialur-mushakebze-saxelfaso-anazgaureba-agar-gaices?fbclid=IwAR2ug122BKZIwVxPOhiKYMdpaAzcrPRegXYC33HdjudFjt-kkOwYdrxH08A

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-movuwodebt-gaficul-socialur-mushakebs-samoqmedo-gegmis-shemushavebashi-chaerton/?fbclid=IwAR3UiwsCpfcgKOGn4uGcJMWNxg5xgDdfWSr1skC7PqnfT0BGoQlhzoTYaSA

ჯანდაცვის სამინისტრო - მოვუწოდებთ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან პირველ არხს აცნობეს, სოციალურ მუშაკებთან თანამშრომლობით, უკვე შემუშავებულია 4-პუნქტიანი გეგმა, თუმცა, სოციალური მუშაკების განცხადებით, უწყების მიერ მომზადებული გეგმა მათ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც 25 მარტიდან, 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ. პირველმა არხმა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი პუნქტი გულისხმობს „სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას“ და მის თანახმად, აპრილიდან მოხდება ადმინისტრაციული საქმეების სხვა თანამშრომლებზე გადანაწილება; ყველა ტერიტორიულ ერთეულში გამოიყოფა სპეციალისტი, რომლებიც განახორციელებენ ადმინისტრაციულ საქმეებს, მაგალითად, სოციალური პროგრამების განცხადების მიღებას, ვაუჩერის ბეჭდვას, გაცემას, ხელშეკრულებების ბაზაში ასახვას და ა.შ. გამარტივდება სამხარაულთან ურთიერთობა ელექტრონული ხელმოწერების დანერგვის გზით; გაუმჯობესდება მანდატურის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სამსახურთან კოორდინაცია; მოხდება სოციალური მუშაკების დამატება – მიმდინარეობს გასაუბრებების პროცესი არსებულ და დამატებით 30 ვაკანსიაზე; დამატებით 20 უნდა გამოიძებნოს პროგრამულად. დამატებით აყვანილი იქნება 20 საპროცესო სოციალური მუშაკი. მეორე პუნქტი „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება“ გულისხმობს შემდეგი ცვლილებების განხორციელებას: სააგენტოში შიდა სტრუქტურის დახვეწა და გაძლიერება, რათა მოხდეს ტერიოტრიულ ერთეულებში ხელმძღვანელების უფრო აქტიური ჩართვა სოციალური მუშაკების სამუშაოში, ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებს უკუკავშირის სისტემის დახვეწა; კომუნიკაციის და უკუკავშირის გაძლიერება სამინისტროსთან – შექმინლია საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები და სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები; აპრილიდან ბავშვთა კეთილდღეობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება. მესამე პუნქტი ტექნიკურ ხელშეწყობას ითვალისწინებს და გულისხმობს: ტექნიკურ აღწერას ტერიტორიულ ერთეულებში (სამუშაოს განახორციელებს 3-კაციანი ჯგუფი); შესწავლილ იქნება, რა მდგომარეობაა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამ მიზნით უკვე მიმდინარე კვირიდან გამოიყოფა 2-კაციანი ჯგუფი; მოხდება ტრანსპორტის უზრუნველყოფის აღწერა ( გამოიყოფა 3 კაციანი ჯგუფი), 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა. ბოლო, მეოთხე პუნქტი სოცმუშაკთა პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. კერძოდ, ამ პუნქტის თანახმად, უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. 29 მარტისთვის იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა; 2019 წლის განმავლობაში მოხდება გარე სუპერვიზიის მექანიზმის შემუშავება და ბიუჯეტის მოძიება. შეგახსენებთ, რომ სოცმუშაკებს სამინისტროს მიმართ 22-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ. მათ შორის ისინი იმ ექვს მოთხოვნას ასახელებენ, რომელთა დაუყოვნებლივ შესრულების შემთხვევაში მზად არიან სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. სოცმუშაკების ძირითადი მოთხოვნები ხელფასის 30 %-ით გაზრდა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაა, ასევე ისინი კადრების დამატებასა და საქმეთა რაოდენობის განახევრებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება და ყველა რეგიონისათვის მინიმუმ ერთი ფსიქოლოგის გამოყოფა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაფიცვის მიუხედავად, ყველა ბენეფიციარს სერვისები შეფერხების გარეშე მიეწოდება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539103-davit-sergeenko-gapicul-socialur-mushakebs-samushao-komisiashi-dabrunebisken-moucodebs/?fbclid=IwAR3IxgAr3WQG1yzmOEWpO_Q5uaWsHpyA0mtX1yP04bKnktP-lt1zJzzwsNk

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539107-socialuri-mushakebis-movaleobas-droebit-jandacvis-saministros-tanamshromlebi-asruleben-ucqebas-shtatgareshe-tanamshromlebic-ahqavs

სოციალური მუშაკების მოვალეობას დროებით ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ, უწყებას შტატგარეშე თანამშრომლებიც აჰყავს

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ამჟამად სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც მან განმარტა, სოციალური მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები ასრულებენ. „დღეს დამატებით 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ. კიდევ 20-ის აყვანის შესახებ სავარაუდოდ, ხვალ, მთავრობის სხდომაზე მივიღებთ ნებართვას და ავიყვანთ. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგვჭირდა მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება. რაც შეეხება 50 თანამშრომლის დამატებას, ეს გაფიცვის დაწყებამდე ჩვენი შეთანხმების ნაწილი იყო და რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია. თუ ვნახავთ, რომ კიდევ საჭიროა დამატებითი რესურსები, ჩვენი მოვალეობაა, რომ მომსახურების პროცესში უწყვეტობა უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნიუს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=200983-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=123207&fbclid=IwAR2EmzLcneTp-hUPnr8xM1Ah_jkVds9AMtYgRea_-K7mWiWAARGqlhFsBNw

სამინისტროში გაგვექცა მომენტი, როდესაც კონცენტრირებულები ვიყავით კანონის აღსრულების გეგმის წერაზე, სოციალური მუშაკები კი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ - სერგეენკო

პრობლემების საფუძველი იყო, რომ ჩვენ სამინისტროში გაგვექცა მომენტი, როდესაც ძირითადად კონცენტრირებულები ვიყავით მიღებული კანონის აღსრულების გეგმის წერაზე, სოციალური მუშაკები კი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იქამდეც იყვნენ მძიმე მდგომარეობაში, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური მუშაკების გაფიცვის საკითხის კომენტირებისას. სერგეენკოს თქმით, უკვე არსებობს სოციალურ მუშაკებთან ერთად შემუშავებული გეგმა, რომელიც ეტაპობრივად გამოასწორებს მდგომარეობას, თუმცა ახლა პრობლემა ამ გეგმის აღრულების ვადებია, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები არ ეთანხმებიან. „მესმის, რომ ხელფასების მომატება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ამ თემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. უბრალოდ შეუძლებელი იქნება იმის საფუძველზე მოიმატოს ხელფასმა, თუ რამდენად მძაფრად იქნება გამოხატული პროტესტი. გეგმის პირველი ნაწილია არსებული ტვირთისგან მათი გათავისუფლება და ისეთი საქმეების ჩამოშორებაა, რაც მათ პრობლემებს უქმნის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ასევე განხორციელებულია პროფესიული მხარდაჭერა, რომ სოციალური მუშაკები მარტო აღარ იყვნენ პრობლემების პირისპირ. ტექნიკური მხარდაჭერა და მათ შორის ტრანსპორტზე იყო აქცენტირება. ეს საკითხი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოიხსნება. გაფიცვის დაწყებამდე ყველა რეგიონში თითო და თბილისში დამატებით ორი მანქანა გამოიყო. უახლოეს ერთ კვირაში გვექნება დამატებით 11 მანქანა. დღეს საღამომდე სამინისტროდან ვანაწილებთ რამდენიმე მანქანას,“- აცხადებს მინისტრი

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44045/gagveqtsa-momenti-rotsa-sotsialuri-mushakebi-mdzime-mdgomareobashi-iyvnen--sergeenko

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/146391-saministro-soc-mushakebis-motxovnebis-shesruleba-davitsket-natsilze-samoqmedo-gegma

სამინისტრო: სოც. მუშაკების მოთხოვნების შესრულება დავიწყეთ, ნაწილზე სამოქმედო გეგმა გვაქვს

ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამინისტრო ამბობს, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესრულება დაწყებულია. კერძოდ, უწყების განცხადებით: "ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით სარგებლობენ. თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება 12 იურისტი. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. ასევე იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე. უკვე დამტკიცდა ბრძანება "სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე გათავისუფლებულები არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში", - წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას სახელით გაავრცელა. უწყება ასევე აცხადებს, რომ სოც. მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, ბენეფიციარების მომსახურება შეუფერხებლად ხდება. სოციალური მუშაკები უწყების პასუხად საერთო განცხადების გავრცელებას გეგმავენ. ისინი უკვე მესამე დღეა, გაფიცულები არიან. სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც უწყებასთან მოლაპარაკებების თვენახევრიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულია საქართველოს მასშტაბით ყველა სოციალური მუშაკი. როგორც ისინი ამბობენ, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს 680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/191018/?fbclid=IwAR3c3qLgIQbP7GPBvs1QHtF8MX9cQnw9aJWNrV0Dt17YFvR-r5ptbDL4uFM

რას აჩვენებს ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკებისადმი დამოკიდებულებით – ინტერვიუ ანა დოლიძესთან

მესამე დღეა სოცმუშაკები საპროტესტო აქციას მართავენ.  გაფიცული სოცმუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ იმისთვის, რომ ცარიელი ხელებით არ მივიდნენ ადამიანებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა. სახელმწიფო ანუ ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების მიერ დასახელებულ მოთხოვნებს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა სოცმუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. დავით სერგეენკოს უწყება პრობლემას ვერც გაფიცვაში ხედავს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სოცმუშაკების ფუნქციას ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები შეასრულებენ. ჯანდაცვის სამინისტრო შრომითი უფლებების დაცვაზეცაა პასუხისმგებელი. რა ჩანს საკუთარი თანამშრომლების მიმართ სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულებით? – „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა იურისტს ანა დოლიძეს დაუსვა. ქალბატონო ანა, თქვენ რა დაინახეთ ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების, ამ შემთხვევაში, სოცმუშაკების მიმართ დამოკიდებულებაში? ეს სამინისტრო პასუხისმგებელია შრომითი უფლებების დაცვაზეც. სახელმწიფო უნდა იყოს სტანდარტების დამდგენი საზოგადოებისა და კერძო სექტორისთვის, როგორ უნდა მოუფრთხილდეს დასაქმებულ ადამიანს და უზრუნველყოს კარგი სერვისი. ჩვენ ვიღებთ პირიქით: ეს სფერო არ არის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი, მიგდებული და მარგინალიზებულია ეს სფერო. ამიტომაც არ აქვთ ამ თანამშრომლებს რესურსები. მეორეა, უშუალოდ გაფიცვასთან მიმართ დამოკიდებულება – ეს არის რეალურად ბარბაროსული დამოკიდებულება, რადგან თუნდაც კაპიტალისტურ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკა და რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, იქაც კი, გაფიცულების მიმართ არის პატივსაცემი დამოკიდებულება, მათ უსმენენ განსაკუთრებით, როცა ადამიანები შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან. ჩვენთან კი, არის დამოკიდებულება, რომ თითქოს ვინც ხმა ამოიღო, დამნაშავეა. ხელისუფლება ამბობს, რომ მისი ლოზუნგი არის ადამიანი და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ დროს სოციალური მუშაკები მუშაობენ ყველაზე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან და ეს ადამიანები გეუბნებიან, ცარიელი ხელებით ნუ მიშვებ მათთანო. ამ ადამიანებსაც კი არ უსმენს ხელისუფლება. ქვეყანაში, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, რატომ შეიძლება არ ინტერესდებოდეს ხელისუფლება იმ პრობლემებით, რაზეც სოცმუშაკები საუბრობენ?  მარტივი ახსნაა: ჩვენ გვაქვს არადემოკრატიული პოლიტიკა. მაგალითად, რატომ ვერ კრძალავს პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამას? იმიტომ, რომ ამის უკან დგას უდიდესი ლობი, ვის დაკრულზეც დადიან ჩვენი პარლამენტარები. ადამიანები, ვისაც ემსახურებიან სოცმუშაკები, არიან მარგინალიზებულები და ჩვენ ხელისუფლებას მათი აზრი არ აინტერესებს. მათი დიდი ნაწილი არჩევნებზეც არ დადის, მათ ფული არ აქვთ და პირიქით, სახელმწიფოსგან სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ თემაში უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ეს უნდა გახდეს აქტიური დისკუსიის საგანი. რატომ ვერ გახდა სოცმუშაკების გაფიცვა აქტუალური თემა? სოციალური ქსელის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილს არც იმაზე აქვს ინფორმაცია, რომ სოციალური მუშაკი არ არის აგენტი, რომელიც სოციალურად დაუცველების ქულებს ითვლის, რის მიხედვითაც შემდეგ სტატუსს ანიჭებენ ან არ ანიჭებენ? ამ თემას ნამდვილად სჭირდება საზოგადოებრივი ცნობიერება… ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ არ მოხდებოდა, მაგალითად, იგივე ხორავას ქუჩის ინციდენტი, თუკი მსგავს სიტუაციას სოცმუშაკები პირველები გაიგებდნენ, რომ არსებობს დაძაბულობა მოზარდებს შორის და საჭიროა პრევენციული ღონისძიებები. ნორმალურ ქვეყნებში, როგორც წესი, ოჯახი, როცა მას რაიმე პრობლემა ექმნება, პირველ რიგში, მიმართავს სოციალურ მუშაკს, ამ სამსახურს… ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რაზე საუბრობენ სოცმუშაკები, მაგალითად, ქუჩაში დარჩენილი ბავშვი, რომელიც მშიერია და არსად წასასვლელი არ აქვს. სოცმუშაკი გეუბნება, რომ მას ხშირად არ აქვს არანაირი სერვისი, ამ ბავშვს შესთავაზოს. ის ბავშვს ვერაფრით ეხმარება. უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გვინდა უბედურება უბედურებაზე გვქონდეს, გვჭირდება ძლიერი სოციალური სამსახური. ამის გარეშე წარმოუდგენელია. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერესი თუ გამოიწვია ამ გაფიცვამ?  ვერა და აქაც პრობლემაა: მთელი პოლიტიკური სპექტრი არის სოციალურად გაუცნობიერებელი, ჩვენი პოლიტიკოსები, ძირითადად, ელაპარაკებიან ერთმანეთს. ვინმეს აინტერესებს ქვეყანაში, რას ფიქრობს მდინარაძე ბესელიაზე ან ბესელია მდინარაძეზე? რამდენ ხანს შეიძლება ამაზე და მსგავს თემებზე ვილაპარაკოთ ქვეყანაში, სადაც არსებობს უამრავი გამოწვევა ტრანსპორტით დაწყებული, ბავშვების სიკვდილიანობით დასრულებული.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/351798/?fbclid=IwAR1rg7Q-oQBe5wGhJgNcsEyyr-NrunSC4VPp4xVyEwgUk_zXF5zpOj90wPo

ეს არის დაცინვა – სოცმუშაკების აქციის მონაწილე სამინისტროს შეთავაზებაზე

სოციალური მუშაკების გაფიცვიდან მესამე დღეს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. თუმცა, ამ განცხადებას სოცმუშაკების პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქეთი ხუციშვილი “დაცინვად” აფასებს. სამინისტროს შეთავაზება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უწყება თითო რეგიონში თითო მანქანას და თბილისში 1 ფსიქოლოგს დაამატებს. ასევე სამინისტრო აცხადებს, რომ იგეგმება 12 იურისტისა და 2019 წლის განმავლობაში 50 სოციალური მუშაკის დამატება. ამ დროისთვის კი 30 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათებიც, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით მგზავრობენ, 2020 წლიდან კი მათ ხელფასი 1500 ლარამდე გაეზრდებათ. გაფიცული სოციალური მუშაკების პასუხი ქეთი ხუციშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სამინისტროს ეს ნაბიჯები მცირეა და რეალურ სურათს ვერ შეცვლის. “ფსიქოლოგის დამატებას ჩვენ ვითხოვთ ყველა ცენტრში, ისინი კი გვეუბნებიან, რომ ერთადერთ ფსიქოლოგს დაამატებენ, ისიც თბილისში და ამას აღიქვამენ, როგორც მოთხოვნების შესრულებას. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რაც შეეხება ტრანსპორტს, სამინისტრომ რეგიონში დაამატა თითო მანქანა. ეს ნიშნავს, რომ მთლიან რეგიონს, მაგალითად, იმერეთს ან სამცხე-ჯავახეთს, ეყოლება მხოლოდ ერთი მანქანა, რაც არის წარმოუდგენელი იმიტომ, რომ რეგიონის შემადგენლობაში ძალიან ბევრი რაიონული ცენტრია და შესაბმისად, ეს ერთი მანქანა ვერ გაწვდება ყველას და სურათს ნამდვილად ვერ შეცვლის,” – ამბობს ქეთი ხუციშვილი. ქეთი ხუციშვილი სამინისტროს მიერ შეპირებულ ხელფასის ზრდას ეხება და განმარტავს, რომ 2020 წლამდე დიდი დროა, ამ პერიოდის განმავლობაში კი სოცმუშაკებს ისევ თავისი რესურსით მოუწევთ თავიანთი რესურსების გამოყენება, რისი საშუალებაც მათ აღარ აქვთ. რაც შეეხება კადრების დამატებას, ხუციშვილი გვიყვება, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაკანსია 30 კადრზე, არის არა სოციალური მუშაკების დამატება, არამედ ამჟამად არსებული დანაკლისის შევსება. “სატრანსპორტო ბარათებზე შეღავათი, რეალურად, არის დაცინვა – უპირველეს ყოვლისა, ეს შეღავათი მოქმედებს მხოლოდ თბილისში, ისიც მხოლოდ ავტობუსსა და მეტროში. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეღავათი სამარშრუტო ტაქსებზე არ მოქმედებს, მეტროთი და ავტობუსით კი შეუძლებელია სოციალური მუშაკი იყოს მოქნილი. შეუძლებელია ამით დროულად მიხვიდე სადმე და ქმედითი იყოს რეაგირება. შესაბამისად, ესეც არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებად – პირიქით, ისიც ვერ გააკეთეს, რომ სამარშრუტო ტაქსიშიც ყოფილიყო ეს ბარათი მოქმედი და სამარშრუტო ტაქსიში მაინც შესძლებოდათ სოციალურ მუშაკებს შეღავათით სარგებლობა. მით უმეტეს, რომ რეგიონში, ხშირად, საერთოდ არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი და ამ ადამიანებისთვის არაფერი შეიცვლება ამ კუთხით,” – გვიყვება ქეთი ხუციშვილი. რაც შეეხება იურისტების დამატებას, ხუციშვილი დასძენს, რომ ამ დროისთვის 12 იურისტი დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ფსიქოლოგის დამატება უკომპრომისო მოთხოვნაა. “თბილისში არის ერთადერთი ფსიქოლოგი და გვეუბნებიან, რომ კიდევ ერთს დაამატებენ, რაც საერთოდ არ აისახება საქმეზე, თუმცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სრულდება. ისე გვევაჭრებიან კადრებზე, გეგონება, სოცმუშაკები თავისთვის და თავისი შვილებისთვის ითხოვენ ფსიქოლოგებს,” – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539077-kutaisshi-gapiculi-socialuri-mushakebi-kalakis-mers-shexvdnen/?fbclid=IwAR2F5nug6d_SCDMzIxuebzWhlboCwCqbtn6meG_i7-7SSVd7BEqVIYMJjXk

ქუთაისში გაფიცული სოციალური მუშაკები ქალაქის მერს შეხვდნენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. სოცმუშაკები მესამე დღეა აქციას მართავენ. გაფიცული თანამშრომლები დღეს ქუთაისის მერს შეხვდნენ და მათი მოთხოვნები გააცნეს. სოცმუშაკების განცხადებით, მერი მათ თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მხოლოდ პარკირების პრობლემის მოგვარებას დაპირდა. „მერმა მოისმინა ჩვენი მოთხოვნა და დახმარებას დაგვპირდა. გვითხრა, რომ პარკირების პრობლემას მოგვიგვარებს და უფასოდ შევძლებთ ავტომობილების გაჩერებას. რა ფორმით მოხდება ჯერ არ ვიცით, მაგრამ გვპირდება, რომ პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადეს სოცმუშაკებმა. სოცმუშაკები მესამე დღეა გაფიცული არიან. გაფიცულები ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/351769/?fbclid=IwAR11E4TSLYELBqFc8a8JC5PVWu7XQ3PJpz01zntq90WugA1cUiSsvDcEeuc

სოცმუშაკების მოთხოვნების ნაწილი შესრულებულია, სრულდება და არსებობს გეგმა – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იმ მოთხოვნების ნაწილი, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა. სამინისტროს თქმით, მათი “უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს”. უწყების განცხადებით, სოციალური მუშაკების გაძლიერება 2018 წლიდან დაიწყო. “ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია.  საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით   სარგებლობენ” , – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს 27 მარტის განცხადებაში. უწყებისვე ცნობით, თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზია, რომელიც  გააჩენს შესაძლებობას, გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე, რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, იგეგმება 12 იურისტის დამატება. გარდა ამისა, 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. “ასევე, იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით, 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს – 1500 ლარამდე”, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ. მის განცხადებას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. რატომ გაიფიცნენ სოციალური მუშაკები სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს. სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=73820

"თავად მდიდრდებიან, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს კი შიმშილით სიკვდილისთვის იმეტებენ" - სოციალური მუშაკი მინისტრ სერგენკოსა და მის გარემოცვაზე

სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობა თითქმის პარალიზებულია.  არსებული კორუფციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მენეჯმენტის უუნარობისა და ჯანდაცვის მინისტრის უყურადღებობის გამო, სოციალური მუშაკების გაფიცვა ისევ გრძელდება.  გაფიცული სოც. მუშაკები აცხადებენ რომ მთელი რიგი პრობლემების გათვალისიწინებით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვნად მოემსახურონ ადამიანებს. ამიტომ, სოციალური მუშაკები, სიტუაციის გამოსწორებას, კორუფციის მოშლასა და დახმარებას ითხოვენ. თუმცა, მინისტრი უკვე წლებია პასუხობს რომ "საკითხს შეისწავლის"."იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება ტრანსპორტი, შესწავლა არ სჭირდება; იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება კონფიდენციური გასაუბრების ოთახი, შესწავლა არ სჭირდება; იმას რომ ფსიქოლოგები უნდა დაემატოს ყველა სერვისცენტრს და 7 თვე ძალადობაგანცდილი ბავშვი ვერ დაელოდება დახმარებას, შესწავლა არ სჭირდება", - ამბობს სოფო ხვთისიაშვილი, რომლის თქმითაც, სერგენკოს მიერ შეთავაზებული ე.წ გეგმა პრობლემას ვერ აგვარებს. მაგალითად, მაშინ როდესაც, ჯანდაცვის უწყებაში არსებული მასშტაბური კორუფციის გამო მინისტრი და მისი გარემოცვა მდიდრდება, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 7 ფაიქოლოგი ჰყავს, აქედან თბილისში მხოლოდ ერთი მუშაობს.  მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ათასობით აქტივისტი დაასაქმეს სახელმწიფო თუ მუნიციპალურ კომპანიებში და მათ სამეთვალყურეო საბჭოებში, სადაც არაფრის კეთებაში ხელფასს, პრემიასა და დანამატებს იღებენ ყოველთვიურად, სოციალური მუშაკები შიშველი ხელებით ებრძვიან პრობლემებს. მაშინ, როდესაც სახელმწიფო, მაღალჩინოსნების ცოლებისა და ნათესავების დასაქმების "კანტორად" იქცა, მინისტრი სერგენკო უარს ამბობს გაზარდოს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც ყველაზე გაჭირვებულ ფენასთან  იმუშავებენ და მათ პრობლემებს  ხელისუფლებასთან მიიტანენ. შესაბამისად, გამოდის რომ ივანიშვილის ხელისუფლება ზრუნავს მაღალჩინოსნებისა და ოცნების პარტიული აქტივისტების კეთილდღეობაზე და არა, საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე - სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე. "თავად მდიდრდებიან, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს კი შიმშილით სიკვდილისთვის იმეტებენ.  ზოგჯერ საკუთარი ხარჯებით გვიწევს მომსახურების გაწევა", - ამბობს სოციალური მუშაკი ვარკეთილიდან. სწორედ ამიტომ, სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით, აპირებენ რომ გაფიცვა პერმანენტული გახადონ და ჯანდაცვის სისტემაში არსებული მანკიერება დღის სინათლეზე გამოიტანონ.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539076-pirebs-romlebsac-kvlevis-shedegad-sisxlshi-tqviis-magali-shemcveloba-daudgindebat-daavadebata-kontrolis-centri-upaso-konsultacias-gaucevs/

პირებს, რომლებსაც კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფასო კონსულტაციას გაუწევს

პირებს, რომლებსაც 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდებათ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფასო კონსულტაციას გაუწევს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით გაცემული რეკომენდაცია შეეხებოდა მთავრობის მიერ გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებას ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში „არ-ემ-ჯი გოლდისა“ და „არ-ემ-ჯი კოპერის“ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ზემოქმედების დასადგენად. აღნიშნულ რეკომენდაციაზე საუბრისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველოში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც ჩართული იყო ასევე, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. მისი თქმით, კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. „2018 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა. აღნიშნულ კვლევაში ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩართული იყო ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. შეგროვდა მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევის საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის გაზაფხულზე. კვლევაში შერჩეული ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის შემცველობაზე ანალიზის პასუხს და სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის შემთხვევაში საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ გაუწევს უფასო კონსულტაციას“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. ამასთან, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კიბოს შემთხვევების გასული 3 წლის სტატისტიკაც წარადგინა. „2015-2017 წლებში და 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ დაფიქსირდა კიბოს 330 შემთხვევა, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტში - 123 შემთხვევა. ხოლო რაც შეეხება გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებას, ამის თაობაზე გაცნობებთ, რომ არსებობს გაღრმავებული კვლევის პროტოკოლი, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი არის 100 00 აშშ დოლარი. შესაბამისად, კვლევის ჩასატარებლად საჭიროა მოიძებნოს დამატებით დონორები და აღნიშნული კვლევა შესაძლებელია, რომ თავად მწარმოებელი კომპანიების არემჯი გოლდის და არემჯი კუპერის დაფინანსებითაც განხორციელდეს. აღნიშნულის თაობაზე მათთან მიმდინარეობს კონსულტაციები,“ - განაცხადა ნათია მიქელაძემ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის, პროკურატურის, იუსტიციისა და შს სამინისტროების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს წარადგენენ. აღნიშნული დადგენილება პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით გამოსცა. 10

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=200931-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1

არასრულწლოვანთა ბანდების უკან "უბნის ბლატატა" დგას?! - როგორ ხვდება "ქურდულ ობშიაკში" მაღაზიებისა და ავტომანქანების ძარცვით ნაშოვნი ფული

ბოლო დროს ერთი შეხედვით უცნაურმა დანაშაულებმა იმატა. დამნაშავეები ღამით მიდიან ტექნიკის მაღაზიასთან, ქვით ამტვრევენ ვიტრინას, შედიან მარაზიაში და მაქსიმუმ ერთ წუთში გარბიან. ამ დროის განმავლობაში, ისინი ახერხებენ და მაღაზიიდან მინიმუმ 10 ათასი ლარის მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და სხვა ტექნიკა მიაქვთ. რამდენსაც არ უნა ეცადოს დაცვის პოლიცია, გამორიცხულია, დამნაშავეებს ადგილზე მიუსწროს, რადგან ვიტრინის გატეხვიდან ქურდების წასვლამდე ხღირად ნახევარწუთიანი ინტერვალია. 30 წამში კი დაცვის პოლიცია ვერანაირად ვერ მოახერხებს შემთხვევის ადგილამდე მისვლას. რამდენიმე მაღაზიამ კერძო დაცვის სამსახური აიყვანა და ისინი მთელი ღამე მაღაზიაში ჩაკეტილები არიან, მაგრამ გამოსავალი ესეც არ არის - დაცვის სამსახურს უმრავლეს შემთხვევაში იარაღის ტარების და მითუმეტეს სროლის უფლება არ აქვს, ეს კარგად იციან თავდამსხმელებმაც და ამიტომ, თამამად მოქმედებენ. სხვა საქმეა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელიც ადგილზე შეიარაღებული და სრული ეკიპირებით მიდის, მაგრამ ძირითადად დაგვიანებით, რადგან, როგორც გითხარით, დამნაშავეები ადგილს 30 წამში ტოვებენ. სწორედ ამიტომ, დაცვის სამსახურის მიმართ პრეტენზიები პრაქტიკულად არავის აქვს, ისინი მინიმალურ დროს აფიქსირებენ... რაც ყველაზე საინტერესოა, პოლიცია ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ დანაშაულებს ცხელ კვალზე ხსნის და ათიდან ცხრა შემთხვევაში, არასრულწლოვნებს აკავებს. თუ მათ მოპარული ნივთები გაყიდული არ აქვთ, მაღაზიას უბრუნდება, თუ არა და, არასრულწლოვნებს გასაუბრების შემდეგ, სახლში უშვებენ. მიზეზი მარტივია - 14 წლამდე ბავშვების დასჯის უფლებას კანონი უბრალოდ არ იძლევა. სამწუხაროდ, ეს ბავშვებმაც კარგად იციან და ამიტომ, საქმეზე თამამად მიდიან, ჩავარდნის შემთხვევაში, მაქსიმუმ მშობლებისგან დატუქსვა ელით, წარმატების შემთხვევაში კი მოპარული თანხა ხშირად რამდენიმე ათასს სცილდება. იმის მიუხედავად, რომ შსს-მ რამდენჯერმე პირობა დადო, ახალ კანონპროექტს წარმოვადგენთ, რომელიც ამ პრობლემას დაარეგულირებსო, კანონპროექტი დღემდე არ ჩანს. ბავშვები კი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძარცვა-გლეჯვაზე არიან გადასული. პარლამენტში საუბრობდნენ იმაზეც, რომ პასუხისმგებლობის ასაკმა 13 წლამდე უნდა დაიწიოს, თითქოს ამის მომხრე შინაგან საქმეთა სამინისტროც გალხდათ, მაგრამ აღნიშნულ მითქმა-მოთქმას წერტილი გასულ კვირას პარლამენტში მისულმა თეა წულუკიანმა დაუსვა. „მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელით და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმების შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიიაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდულ და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შესრულდეს“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ოფიციალოური სტატისტიკით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების წილი საერთო დანაშაულებში ძალიან დიდია. რაც ყველაზე საინტერესოა, არის რამდენიმე დაჯგუფება, რომელიც მაღაზიების გაქურდვას ეტაპობრივად ახორციელებს და სამართალდამცავებს მათი გამოვლენა არ უჭირთ, მაგრამ ვერ სჯიან. მაღაზიების მეპატრონეები კი ამბობენ, რომ წარმოუდგენელია, ყოველ საღამოს ვიტრინებში გამოფენილი მობილურები და პერსონალური კომპიუტერები აალაგონ, სეიფში შეინახონ და მეორე დილით ისევ გამოფინონ. ამ ყველაფერს ადამიანური რესურსის გარდა, დრო სჭირდება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიებს კლიენტი ისედაც მოაკლდა და შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გაწევა არავის სურს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რმდენად სწრაფად მოახერებს იუსტიციის სამინისტრო დაანონსებული კანონპროექტის წარმოდგენას, მაგრამ ეს საქმე მოცდას რომ აღარ ექვემდებარება, ფაქტია. პარალელურად, არასრულწლოვნებს, რომლებიც ამ დანაშაულში არიან ჩართული, „პატრონები“ გამოუნდნენ და ე.წ. უბნის „ბლატატა“ აგულიანებს. ისინი ბავშვებს ეუბნებიან, რომ თუ მოპარული თანხიდან გარკვეულ პროცენტს საზღვარგარეთ მყოფ ქურდებს გაუგზავნიან, ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, სწორედ ქურდების დახმარების იმედი ექნებათ და იქ ყოფნა გაუადვილდებათ. დაგვეთანხმებით, რომ არასრულწლოვნების „შებმა“ ძალიან იოლია, მითუმეტეს, ამ ასაკში ციხე, ქურდები, კრიმინალი რომანტიულად ჯღერს და პატარებიც მახეში იოლად ებმებიან. შედეგად, მაღაზიებიდან ნაარცვის მცირე ნაწილი „კაი ბიჭებამდე“ მიდის, ისინი კი სავარაუდოდ ქურდებთან აგზავნიან. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბევრი ქუედებს უბრალოდ „გადააგდებს“, არც კი გააგებინებს, რომ ბავშვებმა „საერთოს“ ფული „შესწირეს“ და თავად მოიხმარს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ძალოვნებსაც აქვთ და ამიტომაც არის, ისინი ზღვარის დაწევაზე რომ საუბრობენ. პოლიციის ძველ, გამოცდილ კადრებს სჯერათ, რომ კანონის გამკაცრების გარდა, პრობლემის მოგვარების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს და როგორც კი კანონი გამკაცრდება, დანაშაულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიკლებს. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ბოლო დროს გახშირებული ავტომობილების ძარცვის უკანაც არასრულწლოვნები დგანან, რომლებსაც ისევ და ისევ, უფროსები აგულიანებენ და... წილში უსხედან. პ.ს. 24 მარტს, ანუ როცა სტატიას ვამზადებდით, რუსთავში „სმაილის“ მაღაზია გაქურდეს. პოლიცია ქურდობაში ეჭვმიტანილ ორ... არასრულწლოვანს ეძებს.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/458039

„მინდა, პოზიტიურად შევაფასო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები-პირველ ყოვლისა, შსს-ის საქმიანობა ნამდვილად აღსანიშნია“

დღეს, პარლამენტში, სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციები განიხილეს. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, პოზიტიურად აფასებს უწყებების გადადგმულ ნაბიჯებს და რეკომენდაციების შესრულების ნაწილში განსაკუთრებით აღსანიშნია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, რომელთანაც, მთელი წლის განმავლობაში, ინტენსიურად თანამშრომლობდა. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არის პროგრესი და, შესაბამისად, სხვა უწყებებთანაც იმავე სტილით მუშაობას გეგმავს. „235 რეკომენდაცია მოხვდა პარლამენტის დადგენილებაში. ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე – წინა წლების განმავლობაში. ჯამურად, ჩვენ გვაქვს ნამდვილად პოზიტიური ტენდენცია გაზიარებული რეკომენდაციების თვალსაზრისით და დღესაც იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი გამოთქვამს ძალიან მტკიცე მხარდაჭერას, რომ ასეთი განხილვები აღარ დარჩეს ფორმალობად. მინდა, ნამდვილად პოზიტიურად შევაფასო იმ უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელთა შედეგებსაც დღეს განვიხილავთ. პირველ ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახორციელებული საქმიანობა ნამდვილად აღსანიშნია. ამას, ალბათ, ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვენ, მთელი წლის განმავლობაში, ორმხრივად, ძალიან აქტიურად ვმუშაობდით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. გვქონდა არაერთი შეხვედრა, სადაც განვიხილავდით ამ რეკომენდაციებს და, ასევე, ვცვლიდით ინფორმაციებსა და პოზიციებს. შარშან ვთქვი, რომ ჩვენ ვაპირებთ, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ უშუალოდ იმ უწყებებთან, ვისაც მიემართება ეს რეკომენდაციები, რომ მხოლოდ პარლამენტის ფორმატში არ ხდებოდეს ასეთი ტიპის დისკუსიები და, რეალურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამან იმუშავა და ჩვენ გვაქვს ნამდვილად პროგრესი. ჩვენ ვაპირებთ, რომ იმავე სტილით ვიმუშაოთ, ასევე, იმ უწყებებთან, რომლებსაც ყველაზე მეტი რეკომენდაციები მიემართებათ, ტრადიციულად, ჩვენი მხრიდან – ეს არის იუსტიციის სამინისტრო, როგორ პენიტენციალური სისტემის მიმართულებით პასუხისმგებელი პირი; ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო და ა.შ. ჩვენ მზად ვართ. აქ არიან წარმომადგენლები და იმედია, წელს მათთანაც იქნება მსგავსი ტიპის თანამშრომლობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/457951

მარტოხელა მოხუცს სოციალური შემწეობა მოუხსნეს – „40 ლარის დენი დაწვი და ე.ი. ფული გაქვსო“

ანზორ კიკვაძე 68 წლისაა. რამდენიმე წლის წინ გადატანილი ინსულტის შემდეგ, მას გადაადგილება უჭირს, ცალი ხელი პარალიზებული აქვს და ვერ ამოძრავებს. სახსრების ტკივილის გამო, მოხუცს სადილის გაკეთება, რეცხვა, შეშის ჩეხვა, მაღაზიაში სიარული არ შეუძლია. მთელ დღეს ერთ პატარა ოთახში ატარებს, ელექტროღუმელის მეშვეობით თბება და ვინმე კეთილ ადამიანს ელოდება, ვინც წყალს დაალევინებს და დააპურებს. ანზორ კიკვაძე, წლების განმავლობაში, სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებდა; თუმცა, ამასწინათ, მას დახმარება შეუჩერეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ხანდაზმულ ადამიანს განუცხადეს, რომ მისმა ელექტროღუმელმა 40 ლარის დენი დაწვა და რადგან გადაიხადე, ესე იგი ფული გაქვსო. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ჩერნოვეცკის“ ფონდი სოფელ ფარცხანაყანების გამგებელს, ნიკა თევდორაძეს დაუკავშირდა, რომელიც საქმის კურსში აღმოჩნდა. მან წუხილი გამოხატა მომხდარი ფაქტის გამო და აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლიანობის აღსადგენად შუამდგომლობით მიმართავს. „ჩერნოვეცკის“ ფონდის წარმომადგენელი ანზორ კიკვაძეს ესაუბრა: – როგორ უძლებთ ასეთ რთულ პირობებს? ვინ გეხმარებათ? ანზორ კიკვაძე: ღმერთის წყალობით, ვუძლებ. მეზობლები მეხმარებიან. ღარიბი სოფელია, მაგრამ კეთილი ხალხი ცხოვრობს. ხან სახლს დამილაგებენ, ხან მაღაზიაში გამეგზავნებიან, ხანაც მჭადსა და ლობიოს შემომიტანენ. – რატომ მოხდა ისე, რომ მარტო დარჩით? ანზორ კიკვაძე: მთელი ცხოვრების მანძილზე მუშა ვიყავი. წლების განმავლობაში, ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა. ყურადღება არ მივაქციე, რადგან დრო არ მქონდა. ჯერ და–ძმა გარდამეცვალა, შემდეგ მშობლების მოვლაზე უნდა მეზრუნა – საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი. არც ჩემი პირადი ცხოვრება აეწყო და დავრჩი მარტო… –ახლა როგორ ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავალი? ანზორ კიკვაძე: პენსია არის ჩემი შემოსავალი. 40–50 ლარი დენის საფასურია, დანარჩენი 150 ლარი მიდის პურზე და წამლებზე… –მარტო ყოფნა ძალიან გიჭირთ? ანზორ კიკვაძე: სხვა რა გზაა. მივუჯდები ელექტროღუმელს და ვკითხულობ. –რას კითხულობთ? ანზორ კიკვაძე: „წმინდანთა ცხოვრებას“. შესანიშნავი წიგნია! ხანდახან, რომ ვკითხულობ, ცრემლები მომდის… – ეს იმედის ცრემლებია? ანზორ კიკვაძე: დიახ, დიახ. სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ და მაქვს იმედი, რომ კეთილი ადამიანები გამომიწოდებენ დახმარების ხელს და ცოტათი მაინც მოვითქვამ სულს… ისე კი ვოცნებობ, რომ ბედნიერი საქართველო ვიხილო, სადაც ხალხი არ იშიმშილებს და… ერთმანეთის სიყვარულში ვიქნებით! „მეგობრებო, დაეხმარეთ ანზორ კიკვაძეს! ის საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, მაცივარს, ტელევიზორს, თეთრეულს. ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება. თანხა შეგიძლიათ, გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ კიკვაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://ibusiness.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93/

პროფესიული მომზადება-გადამზადებისა სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. ამ თემასთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ პროგრამაში ჩართულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 43 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ბარმენი, გიდი, ექთნის თანაშემწე, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი და სხვ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელსაც ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 15 აპრილს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამისთვის, მიმდინარე წლის, ბიუჯეტიდან 2 090 000 ლარი გამოიყო. 2018 წელს, პროფესიული სასწავლო კურსები წარმატებით 2574-მა ბენეფიციარმა დაასრულა. სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში კი, სააგენტოს ხელშეწყობით 1888 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 99 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/profesiuli-momzadeba-gadamzadebisa-saxelmwifo-programis-morigi-etapi-iwyeba

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/2-aprilidan-profesiuli-momzadeba-gadamzadebisa-saxelmwifo-programis-morigi-etapi-iwyeba/31710

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1553671602-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/saqartvelo-mosakhleobis-klebis-tempebit-msoflioshia-meatea/

საქართველო მოსახლეობის კლების ტემპებით მსოფლიოშია მეათეა

---

 

27.03.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1553694955-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ვაქცინაციაზე უარის თქმის სასიკვდილო შედეგები

---

 

 ​