From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-28.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 28.12.2018 08:32
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 28.12.2018

ტელევიზია

27.12.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გასულ წელზე მეტია, თუმცა ორი წლის წინანდელ მონაცემებზე ნაკლები - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოებში ადგილებზე შეფერხება არ არის და ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა შესაბამისი ქმედებისთვის მზად იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5785137

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5785051

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5785049

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5784722

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5784885

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5784732

---

 

27.12.2018

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 20:00

კრემლის მორიგი ბრალდება. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს საქართველოში რუსი ბავშვები ნაწლავური ინფექციის ხელოვნურად შეცვლილი შტამით დაავადდნენ. რომ რუსი ტურისტების ჯგუფი საქართველოში ნაწლავური ინფექციის სიმპტომებით ჰოსპიტალში მოხვდა, ხოლო ზოგიერთი მათგანის მოსკოვში გადაყვანა გახდა საჭირო. ბრალდებას თბილისში ვრცლად უპასუხეს. ძირითადი შეფასება იყო - არაპროფესიული და პოლიტიკურად მოტივირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5784986

---

 

27.12.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ახალ წელს ახალ სამუშაო სივრცეში შეხვდება. რაიონული ცენტრის შენობა გაიხსნა და მას მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5784574

---

 

27.12.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

5 წლის ბავშვის გაურკვეველი მომავალი - ჯიბღაშვილები შიშობენ, რომ სოციალური სამსახური ბავშვის ჩამორთმევას გეგმავს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5785038

---

 

27.12.2018

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 20:00

მომავალი წლიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკის ყველა სფეროზე გავრცელდება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. კერძო სექტორსა და საპარლამენტო ოპოზიციას პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. კანონპროექტი დამსაქმებლებს ისეთ ვალდებულებებს აკისრებს, როგორიც არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5785063

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე -  (თემაზე საუბრობს ბიზნეს ასოციაციის იურისტი მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5783758

---

 

 

 

ინტერნეტი

28.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527238-saministrom-devnili-ojaxebistvis-kerzo-mesakutrisgan-34-bina-gamoisqida/

სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის კერძო მესაკუთრისგან 34 ბინა გამოისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, 34 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გუდამაყრის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მოახსენა, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. დევნილი ოჯახები გუდამაყრის ქუჩაზე, წლებია ცხოვრობენ, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც მათთვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი შენობა 1 200 000 ლარად გამოისყიდა. 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებს საკუთრებაში კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 1600-მდე ბინა გადასცა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/34-devnil-ojakhs-binebi-sakutrebashi-gadaecema/

პია.ჯი- https://pia.ge/post/240809-saministrom-devnili-ojaxebistvis-kerzo-mesakutrisgan-34-bina-gamoisyida

---

 

27.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527183-davit-sergeenko-gripis-virustan-dakavshirebuli-machveneblebi-gasul-celze-metia-tumca-ori-clis-cinandel-monacemebze-naklebi/

დავით სერგეენკო - გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მაჩვენებლები გასულ წელზე მეტია, თუმცა ორი წლის წინანდელ მონაცემებზე - ნაკლები

გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მაჩვენებლები გასულ წელზე მეტია, თუმცა ორი წლის წინანდელ მონაცემებზე - ნაკლები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა შესაბამისი ქმედებისთვის მზად არის. „ორი წლის წინ სხვადასხვა გამომწვევები იყო და წელს დომინირებს ერთი გამომწვევი - H1N1, რომელსაც ახასიათებს შედარებით მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვებს. ახალი მონაცემები გვექნება ორშაბათს. ამ ორშაბათის იყო 221. ეს რაოდენობა საკუთრივ დაავადების მიმდინარეობაში არაფერს ცვლის, თუმცა მაინც საყურადღებოა და მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა თავს. მთავარი გზავნილი არის ის, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, რომ თუკი რაღაცა ზღვარს გადააჭარბა და საგანგებო მზადყოფნა გახდა საჭირო, მზად ვართ თუ არა ამისთვის. დიახ, ამისთვის სისტემა მზად არის და ამ სამი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულია გეგმა, რომელიც ყოველ წელს იტესტება, თუმცა წელს ეს სიტუაცია არ გვაქვს“, - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება მიმართვების რაოდენობის გაზრდას, მინისტრის თქმით, ჰოსპიტალებში ადგილებზე შეფერხება არ არის. „ამ ყველაფრის მეორე ნაწილი არის ამბულატორიების თემა, როცა პაციენტები აკითხავენ ოჯახის ექიმებს კონსულტაციისთვის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაზრდილი იყოს დალოდების დრო, თუმცა არა იმიტომ, რომ ადგილი არ არის, არამედ გაზრდილი მიმართვიანობის გამო. მიმართვიანობა გაორმაგებულია. ჩვენ დღეში ორჯერ გვაქვს შეფასება მიმართვიანობის და გამოძახებების, დღეს კიდევ ერთხელ შევამოწმებთ, გავაანალიზებთ და საჭიროების შემთხვევაში გადავალთ პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც საოჯახო ცენტრები გადადიან 24/7-ზე რეჟიმით და გამოძახებებზე გასვლაზეც ვეხმარებით ტრანსპორტით“, - აღნიშნა სერგეენკომ.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/h1n1-is-virusi-djandacvis-ministri-ambobs-rom-vitareba-kontrols-eqvemdebareba

---

 

27.12.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-djandacvis-socialuri-da-devnilta-mimartulebit-biudjeti-gazrdilia

დავით სერგეენკო - ჯანდაცვის, სოციალური და დევნილთა მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია

ჯანდაცვის, სოციალური და დევნილთა მიმართულებით ბიუჯეტი არის გაზრდილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.მისივე თქმით, მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო პროგრამების განახლება, ისე ახალი პროგრამების დამატება. „ყოველი წლის ბოლოს მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამების განახლება და ეს მოხდა დღეს ჯანდაცვის, დევნილთა და სოციალური მიმართულებით. ამ განახლების რაოდენობრივი პარამეტრები არის ის, რომ ყველა მიმართულებით ბიუჯეტი არის გაზრდილი. ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამა, სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის იყო წლევანდელი 28 მლნ და იზრდება თითქმის 8 მილიონით. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები იყო 291, იზრდება 22 მილიონით და დევნილთა პროგრამებიც თითქმის 30 მილიონით იზრდება. რამდენიმე ახალი პროექტი განხორციელდება, მათ შორის დევნილი ვეტერანების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ა.შ.“, - განაცხადა სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/527181-davit-sergeenko-jandacvis-socialuri-da-devnilta-mimartulebit-biujeti-gazrdilia/

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/51647-jandacvis-socialuri-da-devnilta-mimartulebit-biujeti-gazrdilia/

---

 

27.12.2018

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1545918679-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98

მაღალმთიან რაიონებში ზამთრის სეზონს სასწრაფო დახმარების სამსახური გაუმჯობესებული შესაძლებლობებით შეხვდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 60 ეკიპაჟი, 3 ახალი სადგური, მაღალი გამავლობის მანქანები, თანამედროვე აღჭურვილობა და სპეციალური მომზადება – მაღალმთიან რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული შესაძლებლობებით შეხვდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმამ ექიმის პაციენტამდე მისვლის დრო შეამცირა მაღალმთიან რაიონებშიც და პაციენტის სამედიცინო პუნქტამდე გადაყვანის შესაძლებლობა გაზარდა. წინა პერიოდში, მთიანი რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო, ეკიპაჟის წევრებს ხშირად ფეხით უწევდათ სიარული, რაც თავისთავად გამოძახების ლოკაციაზე რეაგირებისა და სერვისის მიწოდების დროის გახანგრძლივებას იწვევდა. 2018 წელს მაღალი გამავლობის, სასწრაფო დახმარების თანამედროვე მანქანები მაღალმთიანი დასახლებების მქონე 16 მუნიციპალიტეტს გადაეცა, მათ შორის: მესტიას, ამბროლაურს, დუშეთს, ცაგერს, ლენტეხს, თეთრიწყაროს, თიანეთს, ნინოწმინდას, ონს, საგარეჯოს (გომბორი), სტეფანწმინდას, ხულოს, შუახევს, ქედას, წალკას და ჩოხატაურს. ლალი გულედანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი: ჩვენს რაიონში სასწრაფოს ჰყავს ძალიან კვალიფიციური ექიმები. უკვე გამოძახებაზე უფრო დროულად მოდის სასწრაფოს ახალი მანქანა, რაც პირველ რიგში ჩვენთვის, მაღალმთიან რაიონში მცხოვრებთათვის, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ, პრობლემა იყო დროულად პაციენტამდე მოსვლა – მოძველებული უაზი ყავდათ, რომელიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. მაღალმთიან რაიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად ადგილობრივ მცხოვრებთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადებაც. ამ მიმართულებით უკვე ორი ჯგუფი – სულ 26 ადამიანი მომზადდა. სწავლების შემდეგ, წარმატებულ კურსანტებს სამედიცინო ჩანთები და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. კომპლექტაცია გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო მასალასა და ინვენტარს მოიცავს. სწავლებაში, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს – ახმეტის, შუახევის, დუშეთის, ყაზბეგის, ონის, მესტიის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ნინოწმინდის, ჩოხატაურის, ბორჯომისა და გორის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლები ჩაერთვნენ. მაღალი გამავლობის გადაუდებელი დახმარების მანქანა გადაეცა დუშეთის მუნიციპილიტეტსაც, რომელიც ბარისახოს ამბულატორიას მოემსახურება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მზექალა არაბული აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების მიღება მუდმივად გართულებული იყო, ახლა სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახებაზე დროულად მიდის. “დაბადებიდან აქ ვცხოვრობ. სასწრაფო დახმარების მიღება ჩვენს მხარეში სულ გართულებული იყო. ახლა სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახებაზე დროულად მოდის. რამდენიმე დღის წინ 80 წლის ქალი სოფელში ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო, მოკლე დროში მოვიდნენ და თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაარჩინეს”, – ამბობს მზექალა არაბული. ბარისახოს ამბულატორიის დირექტორი მაკა დარჩია კი აცხადებს, რომ მათ ამბულატორიას უკვე გადაეცა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომლის საშუალებითაც ბარისახოს თემში შემავალ მაღალმთიან სოფლებში ექიმები უფრო ადვილად მივლენ. “ბარისახოს ამბულატორიაში მიმართვიანობა ხშირია. ადგილზე შესაძლებელია, ყველა ამბულატორიული სერვისის მიღება. ჩვენს ამბულატორიას უკვე გადმოეცა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომლის საშუალებითაც ბარისახოს თემში შემავალ მაღალმთიან სოფლებში უფრო ადვილად მივალთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, რომ ქრონიკულ პაციენტებს გართულებების დროს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ადგილზე აღმოვუჩინოთ”, – აცხადებს მაკა დარჩია. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, რომელიც საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაბედული და წარმატებული რეფორმა გაატარა. კერძოდ, აშენდა ახალი სადგურები, პერსონალმა გაიარა პროფესიული მომზადების ახალი პროგრამა, სრულად განახლდა ავტოპარკი და ყველა ეკიპაჟმა თანამედროვე აღჭურვა მიიღო. სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო პირობები გაუმჯობესდა და მათი ხელფასები ორი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 73%-ით გაიზარდა. დაინერგა შემთხვევათა მართვის თანამედროვე სისტემა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიზნით, სასწრაფოს ახალი რაიონული ცენტრები მომავალშიც გაიხსნება. ახალი ფილიალები უკვე აქვს ამბროლაურის, მესტიისა და ჩოხატაურის სამსახურებს. ამასთანავე, დაგეგმილია მომავალ წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ რაიონებში ახალი ოფისების აშენება.

---

 

27.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527192-choxatauris-sascrapos-axali-shenoba-da-magali-gamavlobis-mankana-gadaeca/

ჩოხატაურის სასწრაფოს ახალი შენობა და მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა

ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ახალ წელს ახალ სამუშაო გარემოში შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს. უწყების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ჩოხატაურის რაიონული ცენტრის შენობა გაიხსნა და სამსახურს მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით არის აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. ამ დრომდე, ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხისა და თელავის რაიონული სამსახურები.

პია.ჯი- https://pia.ge/post/240761-axali-senoba-da-marali-gamavlobis-manqana-coxatauris-saswrafos

---

 

27.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527136-mamuka-baxtaze-aucilebelia-okupirebul-teritoriaze-mcxovreblebs-minimum-sam-servisze-jandacva-ganatleba-mcire-da-mikro-mecarmeoba-hkondet-cvdoma/

მამუკა ბახტაძე - აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მინიმუმ სამ სერვისზე: ჯანდაცვა, განათლება, მცირე და მიკრო მეწარმეობა ჰქონდეთ წვდომა

აუცილებელია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ჰქონდეთ მინიმუმ სამ სერვისზე წვდომა. ეს არის: ჯანდაცვა, განათლება, მცირე და მიკრო მეწარმეობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია გაგრძელდეს მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე. „ჩვენი მიზანი იქნება გავაგრძელოთ მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ გამოწვევაზე, იმ ყოველდღიური ბორდერიზაციის და ადამიანის უფლებების დარღვევის პროცესზე, რასაც ვადევნებთ თვალყურს. ყველა პლატფორმას ვიყენებთ ამისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია ფასდება მხოლოდ ორი სიტყვით -ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ამის დასაძლევად გვჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია , სხვანაირად გაგვიჭირდება რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ჩვენთვის აუცილებელია, რომ გაიზარდოს ადამიანთა შორის კონტაქტები. აუცილებელია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჰქონდეთ მინიმუმ სამ სერვისზე წვდომა - ეს არის ჯანდაცვა, განათლება, მცირე და მიკრო მეწარმეობა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი სამი ნაბიჯი რომ დავიწყოთ აღნიშნული პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება. რა თქმა უნდა, აუცილებელია მსოფლიო თანამეგობრობის თანადგომა, რომ ვაიძულოთ როგორმე ოკუპანტი გაითვალისწინოს ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში მორგებულია იმ მოსახლეობის ინტერესზე, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ბახტაძემ. ამასთან, პრემიერმა ახალგორელ აქტივისტთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა, თუ რატომ არ ხვდება მას მინისტრი ციხელაშვილი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქეთევან ციხელაშვილი ნებისმიერ აქტივისტს შეხვდება. „ქეთევან ციხელაშვილი არის ძალიან აქტიური მინისტრი და მე ვიცი თუ რამდენ ადამიანს ხვდება ის ყოველდღიურად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ნებისმიერ აქტივისტს შეხვდება“,- აღნიშნა ბახტაძემ.

---

 

 ​