მედიამონიტორინგი 29.01.2019
ტელევიზია
29.01.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 09:00
ოკაცეს კანიონზე მუშა დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ფეხი აუცურდა და 70 მეტრი სიმაღლიდან ხევში ჩავარდა. სამაშველო ბრიგადამ ხევიდან ის ცოცხალი ამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ადგილზე სამუშაოებს კომპანია “ინტერ ტექნოლოჯი“ ახორციელებს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5838271
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5838385
---
29.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
განათლება და დასაქმება საქართველოში - კვლევის შედეგები "იმედის დილაში"
---
28.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ხმაური იყო დღეს დევნილთა სამსახურთან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები მათი ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. მათივე თქმით, ადგილი აქვს თაღლითურ სქემას და განზრახ არ ხდება მათთვის ქულების მინიჭება და ბინების გადაცემა. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს უყურადრებობაში ადანაშაულებენ და უწყებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5837522
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5837065
---
28.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გაზრდილი კრიმინალი, უმუშევრობა, მაღალი ფასები, ინფლაცია - NDI-ს პირველი კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
http://rustavi2.ge/ka/news/124482
რუსთავი 2-კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5836856
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5836814
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5837773
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5837808
---
28.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
გადაცემის მთავარი თემაა ბავსვთა უფლებები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5835377
---
28.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რა ხდებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ოკუპანტი რეჟიმის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის გამარტივებას ითხოვს. H1N1-ის მიზეზით დაკეტილი საზღვრები ადამიანებს ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის. იქ მცხოვრებლებს არ აქვთ მედიკამენტები და სამედიცინო სერვისი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5837801
რუსთავი 2-კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5837899
---
28.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ლეილა ცინცაძეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათსა და მეზობელ სოფლებში თითქმის ყველა იცნობს. იგი გამოძახებებზეც დადის და ადგილობრივებს ეხმარება. პაციენტებს სოფელში არსებულ ამორტიზებულ სამედიცინო პუნქტში იღებს და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარულ მკურნალობასაც თავად კურირებს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ექიმი ხშირად მედიკამენტებსაც ყიდულობს საკუთარი სახსრებით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5837964
---
ინტერნეტი
29.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530389-propkavshirebis-inpormaciit-vazisubanshi-mdebare-meotxe-saojaxo-medicinis-centri-gapiculia
პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი“ გაფიცულია
აქართველოს პროფესიული კავშირების განცხადებით, ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი'' გაფიცულია. მათივე თქმით, გაფიცულ თანამშრომლებს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდებიან. „დასაქმებულები აცხადებენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები, ვერ იღებენ დროულად კუთვნილ ხელფასებს, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი აღარც ელექტროენერგია და გაზიც აქვთ, არიან გათბობისა და წყლის გარეშე, რის გამოც პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან. ანალოგიური სიტუაციაა დაწესებულების სამივე ფილიალში, რომლებიც მთლიანობაში 200 ადამიანია დასაქმებული. კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის პირველი კვარტალში მდებარეობს. დასაქმებულებთან შესახვედრად პროფკავშირების წარმომადგენლები მიდიან“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
28.01.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/saqartveloshi-gripis-virusis-gavrtselebis-masshtabebi-mtsirdeba/55591
საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება. ცენტრის ინფორმაციით, ასი ათას მოსახლეზე ვირუსი 249 შემთხვევა ფიქსირდება, გასულ კვირას კი ეს მაჩვენებელი 251 ინფიცირებული იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თქმით, ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი იკლებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში გრიპის ვირუსის ვაქცინის ახალი პარტია უკვე შემოსულია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის. აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/445506
---
28.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/530262-eveksi-gripis-4000-vakcinas-mosaxleobistvis-usasqidlod-gamoqops/
„ევექსი“ გრიპის 4000 ვაქცინას მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გამოყოფს
დღეიდან ნებისმიერ პირს შეუძლია „ევექსის“ პოლიკლინიკებში უფასო ვაქცინაცია ჩაიტაროს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, საფრანგეთის მიერ წარმოებული ვაქცინით აცრის გაკეთება „ევექსის“ თბილისის და რეგიონულ პოლიკლინიკებში ცოცხალი რიგით მარაგების ამოწურვამდე იქნება შესაძლებელი. „ევექსი“ ფილიალების მისამართების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: თბილისი: „ევექსის“ საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40; „ევექსის“ დიდუბის პოლიკლინიკა - ა. წერეთლის გამზირი 141ა; „ევექსის“ ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69; „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ. 3; „ევექსის“ დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16. რეგიონები: „ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკა - ს. ხიმშიაშვილის #20; „ევექსის“ ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1; „ევექსის“ ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6; „ევექსის“ ქუთაისის პოლიკლინიკა - პ.იაშვილის ქ. 9/11
---
28.01.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/445591
საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია შეინიშნება – ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან
რა არის ტუბერკულოზი? ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შესაძლოა, ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, პაციენტების ინფორმირებულობის დონე არასაკმარისია – ტუბერკულოზი განაჩენი არ არის! დაავადების დროულად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება! როგორია ტუბერკულოზის სტატისტიკა საქართველოში, როგორ გამოიყურება ეს მაჩვენებლები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა საქართველოში და როგორია სახელმწიფოს როლი – ამ და სხვა კითხვებზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ესაუბრა: როგორია ტუბერკულოზის სტატისტიკა საქართველოში და როგორ გამოიყურება გავრცელების ეს მაჩვენებლები სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია, თუმცა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს. 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში ტუბერკულოზის 3000-მდე შემთხვევა აღირიცხა. საქართველოში განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული (ანუ მედიკამენტების მიმართ გამძლე) ფორმების მაღალი გავრცელება, რაც გლობალურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველოში ფილტვის ტუბერკულოზის ახალ შემთხვევათა შორის მულტირეზისტენტული ფორმები (MDR-TB) 11%-ს შეადგენს (გლობალური მაჩვენებელი 3.5%), ხოლო ნამკურნალევ შემთხვევათა შორის – 30%-ს (გლობალური მაჩვენებელი 18%). MDR-TB-ს დაახლოებით 15%-ში აღინიშნება ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი (XDR-TB) (გლობალური მაჩვენებელი 8.5%). როგორია ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ სიტუაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში? ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტუბერკულოზის მაღალი გავრცელება რუსეთში, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოში ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი ტვირთის მქონე 30 ქვეყანას. ასევე ძალიან მაღალია რუსეთში რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება. რამდენად ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში? საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკას და მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ანუ პაციენტისთვის სრულიად უფასოა, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ტუბერკულოზის ადრეულ დიაგნოსტიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის. კერძოდ, მიმდინარეობს ოჯახის ექიმების სწავლება ტუბერკულოზის შესახებ, რათა დიაგნოზი დროულად დაისვას. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკები აღიჭურვა თანამედროვე აპარატებით, ე.წ. ჯინექსპერტებით, რომელთა საშუალებითაც დაავადების დიაგნოსტიკა ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი. განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი აჭარის რეგიონისკენ, სადაც ტუბერკულოზის გავრცელება აღემატება სხვა რეგიონებს. ზოგადად, აჭარაში არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ სხვა გადამდები დაავადებების (მაგალითად, C ჰეპატიტის და აივ ინფექციის) გავრცელებაც მაღალია სხვა რეგიონებთან შედარებით. ეს, სავარაუდოდ, აიხსნება ამ რეგიონში ინტენსიური მიგრაციით. ამიტომ აჭარა გამოცხადდა ე.წ. ნულოვანი ტუბერკულოზის ზონად, რაც ნიშნავს, რომ კონსოლიდირებული ძალისხმევა ხდება დაავადების წინააღმდეგ არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს, არამედ ადგილობრივი მთავრობის და მუნიციპალიტეტების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. რამდენად არიან პაციენტები ინფორმირებულები ტუბერკულოზის შესახებ, დიაგნოზის შემდეგ ხომ არ აქვთ იმის შეგრძნება რომ ეს განაჩენია… ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, პაციენტების ინფორმირებულობის დონე არ არის საკმარისი, რაც ბევრ პრობლემას ქმნის, როგორიცაა, მაგალითად, დაგვიანებული მიმართვიანობა და შეწყვეტილი მკურნალობის პრობლემა. რას ურჩევდით მათ, ვინც ტუბერკულოზის დამარცხებას ცდილობს? ზედმიწევნით შეასრულონ ექიმის მითითებები და დანიშნულება. ნაადრევად არ შეწყვიტონ მკურნალობა და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტუბერკულოზი სრულად განკურნებადი დაავადებაა და არა განაჩენი. მოუფრთხილდნენ ახლობლებს, ანუ დროულად შეატყობინონ კონტაქტში მყოფ პირებს, რომ მათ ჩაუტარდეთ შესაბამისი გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა. ნუ დამალავენ დიაგნოზს და იმედი ჰქონდეთ ახლობლების თანადგომის. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრს თუ ახლობელს დაესვა ტუბერკულოზის დიაგნოზი, გამოიჩინონ თანაგრძნობა და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პაციენტს სრულად ჩაიტაროს მკურნალობა.
---
28.01.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/xmauri-devnilta-saministrostan-devnilebi-sacxovrebelo-fartebit-uzrunvelyopas-moitxoven/
ხმაური დევნილთა სამინისტროსთან – დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ
დევნილთა სამინისტროსთან დღეს ხმაური იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები მათი ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. მათივე თქმით, ადგილი აქვს თაღლითურ სქემას და განზრახ არ ხდება მათთვის ქულების მინიჭება და ბინების გადაცემა. ისინი დევნილთა სამინისტროს უყურადრებობაში ადანაშაულებენ და უწყებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „2013 წელს დავწერე აქ განცხადება ბინაზე. მაშინ იყო განაწილება ნახალოვკაში, იმის მერე 10 ბინა განაწილდა. მოვითხოვ ახლა, გენინსპექცია დაჯდეს, დევნილთა სამინისტროსი, როგორ იღებენ ესენი ფულებს, როგორ ანაწილებენ ესენი ბინებს. არც ცხელი ხაზი მუშაობს, არც არაფერი, საერთოდ მკვდარია დევნილთა სამინისტრო,“ – განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა დევნილმა. დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტის თქმით, ის დევნილები, რომლებსაც არასდროს სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ, რიგითობის მიხედვით, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან. „ბინები ნაწილდება მინისტრის 320-ე ბრძანების შესაბამისად. მათ ენიჭებათ ქულები შესაბამის კრიტერიუმებში და ამ ქულების მიხედვით, რიგითობის მიხედვით, ყველა დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით, ის დევნილები, რომლებსაც სახელმწიფოსგან არასდროს არაფერი მიუღიათ,“ – განმარტა დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტმა, დავით ნარსიამ.
---
28.01.2019
მედიასაშუალება: https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10419-gorshidevnilthaakhalbinebshitsylismilebigaskda
გორში დევნილთა ახალ ბინებში წყალი კედლებიდან გამოდის
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ახალ ბინებში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, წყლის მილები გასკდა. ამის შესახებ qartli.ge-ს იმ ოჯახმა აცნობა, რომელიც, ბინის მიღების დღიდან, კორპუსში საცხოვრებლად ვერ გადადის. აფხაზეთიდან დევნილი ინგა ბარაკალაია და მისი ოჯახი დღემდე ნათესავის სახლში აგრძელებენ ცხოვრებას. მის სახლში მილებიდან, რომელიც კედლებშია ჩამონტაჟებული, წყალი ჟონავს. წყალი არა მარტო ოთახებში, არამედ სადარბაზოებშიც გადის. ,,დიდი ხანია ჯერ კომპანიის წარმომდგენლისგან, შემდეგ სამინისტროსგან რეაგირებას ვითხოვ. როგორც კი, ჩავრთავ წყალს, მაშინვე კედლებიდან გამოდის. ჩემ მდგომარეობაში არაერთი მოსახლე ყოფილა. შეუძლებელია ამ სახლში ცხოვრება. კვლავ მეუღლის ბიძის სახლში ვაგრძელებთ ცხოვრებას" - აცხადებს ინგა ბარკალაია. ოჯახი რეაგირებას სამინისტროსგან ითხოვს. qartli.ge ცდილობს სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი მიიღოს. 480 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილ ობიექტზე მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ს ს ,,ტრანსმშენი“ ახორციელებდა. სამუშაოები, გაფორებული ხელშეკრულების მიხედვით 2017 წლის 11 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება, რის გამოც სამუშაოების წარმოება კომპანიამ საჯარიმო სანქციებით გააგრძელა. სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. 22 დეკემბერს ბინებში მოსახლეობა საზეიმოდ შეასახლეს. კომპანიის გენერალური დირექტორია (ნავთობისა და გაზის კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი) ირაკლი შენგელია. მან ჯერ 2016 წლის ივნის-ივლისში პოლიტიკურ პარტიას (ახალი საქართველო და წარმატებული საქართველოს) შესწირა 8000 ლარი. ხოლო აღნიშნული კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გვარამაძემ 2016 წლის 25 გვისტოს 10 ათასი ლარი ,,ქართული ოცნებას" გადაურიცხა.
---
28.01.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/okaces-kanionze-ubeduri-shemtxveva-moxda
ოკაცეს კანიონზე უბედური შემთხვევა მოხდა
ოკაცეს კანიონზე მიმდინარეობს კიდული ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს. 2019 წლის 24 იანვარს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, კლდიდან გადავარდა მუშა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაახლოებით 150 მეტრის სიღრმეზე სპეციალური სამთო აღჭურვილობით ჩავიდნენ, რის შედეგადაც მძიმედ დაშავებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის ამოყვანა შესაძლებელი გახდა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარის დეტალების დადგენის მიზნით დანიშნულია ექსპერტიზები და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
პია.ჯი- https://pia.ge/post/244558-okaces-kanionze-musa-dairupa
---
28.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/336399/
ტოპ 6 პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვის 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა – NDI
NDI-ს უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს ჩატარდა და მოსახლეობის განწყობებს ასახავს, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 6 საკითხი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. მათ შორისაა სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები და ხელფასები. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 38 პროცენტი აცხადებს, რომ მათი აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. კვლევის მიხედვით, მოსხალეობის 29 პროცენტი ამბობს, რომ მათი აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩაშლილად თითოეული საკითხის მიმართ, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ნეგატიურად აფასების ფასების ზრდას და ინფლაციას, ასევე სიღარიბეს და კრიმინალს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.
---
28.01.2019
NDI-ის კვლევა: საქართველოში სიტყვის თავისუფლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის (38 პროცენტი) აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების შეფასებით, სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართლებით ვითარდება. თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება: ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს, ნატო-ს წევრობას კი 78 პროცენტი ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გზები (35 პროცენტი) და გარემოს დაბინძურება (22 პროცენტი) ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხებია. გარემოს დაცვის კუთხით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე (57 პროცენტი), საკვების უსაფრთხოებასა (44 პროცენტი) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობაზე (40 პროცენტი) წუხს. თბილისის მოსახლეობისთვის გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია (48 პროცენტი), რის შემდეგაც კომუნალური გადასახადები (38 პროცენტი) და საგზაო მოძრაობა (32 პროცენტი) მოდის. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობა გარკვეულ პროგრესს ხედავს, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერის კუთხით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს საკითხებია: სასამართლო სისტემა, კრიმინალის დონის ზრდა და სუსტი ეკონომიკა,“ - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. „ამასთან, გარემოს დაცვის კუთხით ნეგატიური შეფასება პოლიტიკის დაუყოვნებლივ ცვლილებასა და ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ სფეროსთვის გამოყოფილი რესურსების შემცირება, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვის სამინისტროს შეზღუდული სტატუსის გათვალისწინებით.“ მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას „კარგად“ ართმევს თავს. ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავენ (58 პროცენტი). თუმცა თბილისის მოსახლეობის 57 პროცენტი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას „ცუდად“ აფასებს. მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა “საშუალოდ” (43 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) აფასებს. მოქალაქეები კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებთან შედარებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში ოდნავ უკეთესად აფასებენ: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება. მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია სკოლაში კარგად სწავლისთვის (47 პროცენტი), სკოლის საატესტატო გამოცდებისა (55 პროცენტი) და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად (73 პროცენტი). უმაღლესი განათლების კუთხით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებზე ოდნავ უკეთესად ფასდება. კარგი სამსახურის საშოვნელად განათლება მთავარ კრიტერიუმად არ განიხილება. მოსახლეობის 37 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია. „მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფო განათლების სისტემას ნეიტრალურად ან კარგად აფასებს, რეპეტიტორების ასეთი საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს.“ - განაცხადა ლორა თორნტონმა. „საჯარო განათლებაში დროული რეფორმები აუცილებელია, განსაკუთრებით იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა იმათ შორის ვისაც ხელი მიუწვდება კერძო სკოლებსა და რეპეტიტორებზე და ვისაც ამისი შესაძლებლობა არ გააჩნია. “ NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
---
28.01.2019
მედიასაშუალება: http://newpress.ge/qutaisis-sabavshvo-barebshi-witelas-virusze-acrili-bavshvebis-monacemebis-sheswavla-mimdinareobs
ქუთაისის საბავშვო ბაღებში "წითელას" ვირუსზე აცრილი ბავშვების მონაცემებს იკვლევენ
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ფილიალებში წითელას ვირუსზე აცრილი ბავშვების მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. ბაღების ინფორმაციით, აქცია მთავრობის განკარგულების ფარგლებში მიმდინარეობს. ასევე მოხდა თანამშრომლების ვაქცინაცია. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იმერეთის მხარის ხელმძღვანელობის და ადგილობრივი თვითმმართველობის რეკომენდაციით, მოხდა ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალის წარმომადგენლის სრული ინფორმირება, რაც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არასრულად აცრილი, ან აუცრელი პირების გამოვლენას და სჯდ ცენტრისთვის სტატისტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდებას. ასევე: ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების რამდენიმე ფილიალში, სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩამოყალიბებული გამსვლელი ამცრელი ბრიგადების მეშვეობით, ჩატარდა თანამშრომლების ვაქცინაცია წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით", - წერია განცხადებაში.
---
28.01.2019
მამამ უმძიმესი დაავადების მქონე პატარები დედას დაუტოვა და გაიქცა, ბავშვები კი სიკვდილს თვალებში უყურებენ"- მარტოხელა ქალი დახმარებას ითხოვს
ქალაქ რუსთავში 22 წლის მარტოხელა დედა ორ უმძიმეს შშმ პატარას უვლის. როცა ბავშვების მამამ გაიგო რომ მეორე შვილიც ცერებრალური დამბლით დაიბადა მიატოვა გოგონა უმძიმეს ბავშვებთან ერთად და მას შემდეგ აისელს მარტო უწევს პრობლემებთან გამკვლავება. "ის ობოლია თავად და არავინ ჰყვას ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მათი შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების პენსია და სოცალურია. აილინი და ჰუსეინ მუსაევს საზოგადოების დახმარება სჭირდება ჰუსეინს აქვს ძალინი ცუდი ჩვევა ის საკუთარი ხელით ცდილობს დაიზიანოს თვალები. როგორც დედა ჰყვება შეუძლია თვალები ამოითხაროს, ამიტომ დედას სისტემატურად შეხვეული აქვს ბავშვისხელი. ესაჭიროება სპეცლური ჩაქუჩი რომელიც უნდა გამოიწეროს რაც დახმრება ბავშვს ამ მავნე ჩვევის დაძლევაში, მარტოხელა დედას კი ამი შესაძლებლობა არააქვს. ამავდროულოდ სჭირდებამედიკმენტები და ჰიგენური საფენები"- აცხადებს "ნიუპოსტთან" საქველმოქმედო ფონდ "იალქანის" ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე. დედის თანხმობით და თხოვნით ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს გთხვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ჰუსეინი საქველმოქმედოზარი 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
28.01.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/445714?fbclid=IwAR1FukW_OpjPOfqUUxWIdBKR6zE-cyKDtMCpovoj3M9BNVj0wyjXUVe2EkQ
76 წლის გულიკო გოცაძეს შვილიშვილი უვლის – ლევანი და ბებია 280 ლარით ცხოვრობენ
76 წლის გულიკო გოცაძე საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და ნევროზით არის დაავადებული, ხოლო რევმატიზმის გართულებული ფორმა არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, თუნდაც რამდენიმე წუთით. სახსრების და ზურგის გაუსაძლისი ტკივილები მის ცხოვრებას აუტანელს ხდის. უკვე რამდენიმე წელია, რაც გულიკო გოცაძეს დღის სინათლე არ უნახავს, არ გასულა სუფთა ჰაერზე და ნალოლიავები ეზოსთვის თვალი არ შეუვლია. მთელი დღე წევს საწოლში და ობიან კედლებს მისჩერებია. მას არც ტელევიზორი აქვს, რომ ცოტათი მაინც გული გადააყოლოს… ეს ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში ავადმყოფობამ დაატყვევა. ბებიას შვილიშვილი უვლის, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მასზე გადაყოლილია. იგი ბებიას წამალს დაალევინებს, ჭიქა წყალს მიაწოდებს და დაანაყრებს კიდევაც, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა მოხუცის ნორმალური მოვლის საშუალებას. სამწუხაროდ, მათ ხშირად უწევთ მწირი სადილით დაკმაყოფილება, რადგან მიზერული პენსია და სოციალური შემწეობის (280 ლარი თვეში) დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მიდის და პროდუქტების საყიდელი თანხა არ რჩება. გულიკოს მეუღლე 2005 წელს გარდაიცვალა. ჩვენ გავესაუბრეთ გულიკო გოცაძის შვილიშვილს: – ლევან, როგორ ცხოვრობთ ასეთ პირობებში? ლევანი: ბებიას თვეში 50 პამპერსი სჭირდება, კიდევ აუარებელი წამალია საჭირო. დედაჩემი დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებს და მთელი ხელფასი სწორედ ასეთ საჭიროებებზე იხარჯება. პროდუქტებს მეზობელ ჯიხურში სესხით ვყიდულობთ, მისი მეპატრონე კეთილი ადამიანია და ასეთ დათმობაზე წამოვიდა. -თავად რაზე ოცნებობ? -ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა ჩემი მთავარი სადარდებელი არის ბებოს ჯანმრთელობა. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ თუ როგორ წვალობს ტკივილისგან და ვერაფრით ვშველი… გულიკო გოცაძის ოჯახი უზომოდ მადლიერი იქნება თქვენი თუ გაუწევთ მწოლიარე ხანდაზმულ ქალბატონს დახმარებას მედიკამენტების, პამპერსების, საკვები პროდუქტების, ტელევიზორის, ორთოპედიული მატრასის სახით!
---
ბეჭდვითი მედია
29.01.2019
მეიდასაშუალება: ქრონიკა+
რაც დეკემბერში ვნახეთ, ეს იყო სრული დაბნეულობა და ქაოსი
H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ გასულ წელს პიკს მიაღწია და მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. დეკემბერის დასაწყისიდან დღემდე დაავადებამ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა" -ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე. რა ხარვეზები არსებობს ჯანდაცვის პოლიტიკაში და ხვდება თუ არა მომზადებული თებერვალ-მარტში გრიპის ვირუსის მოსალოდნელი აფეთქების მომდევნო ტალღას საქართველოს მთავრობა? ქრონიკა+ სერგო ჩიხლაძეს ესაუბრება: -რატომ ფიქრობთ, რომ ვირუსული გრიპის სეზონს ჯანდაცვის სამინისტრო მოუმზადებელი შეხვდა? -რაც დეკემბერში ვიხილეთ, ეს იყო სრული დაბნეულობა და ქაოსი, როგორც მოსახლეობაში, ისე -ჯანდაცვის სისტემაში. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა საჭირო ვაქცინების და ანტივირუსული წამლების მარაგი. "ტამიფლუ" ხელმიუწვდომელი იყო და მთავრობის გადაწყვეტილება -ანტივირუსული წამალი გაცემულიყო უფასოდ, განხორიელდა მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელების პიკი დაბლა წამოვიდა. სამინისტროს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგია -რას აკეთებს ამ პერიოდში? ეს სტრატეგია 2009 წელს შემუშავდა. რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება დახვეწა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ზუსტად იცოდნენ ამ სტრატეგიის არსებობის შესახებ.. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - ეს არის სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და აქაც სრული ჩავარდნა იყო. სამედიცინო პერსონალის დატრენინგება და და გადამზადება არ მომხდარა. -თებერვალ-მარტში კიდევ გველის სეზონური გრიპის ახალი ტალღა. პარალელურად გააქტიურებულია წითელას ვირუსიც. რაქ უნდა გაუთვალისწინოს მოსახლეობამ? -მოსახლეობამაც და მთავრობაც უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ან საქართველოს ჯანდაცვის უწყებებმა გასცა. სკოლებში ბაღებში სასწავლებლებში ძალიან მარტივი ღონისძიებები უნდა გატარდეს: შენობის განიავება, ხელების ხშირი დაბანა. ყველაზე ეფექტური მაინც ვაქცინის ჩატარებაა. სახელმწიფომ აქტიური კამპანია უნდა გაატაროს. საინფორმაციო კამპანია არის მიზანმიმართული მუშაობა! განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან. სამწუხაროდ, პირველადი ჯანდაცვა სრულად გაუმართავია ჩვენს ქვეყანაში! -ოპონენტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გპასუხობთ, რომ წინა წლებში საერთოდ არ ხდებოდა მოსახლეობის გრიპზე ვაქცინაცია. -დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა არის მისი პოლიტიკა და ის ხალხი, ვინც ამ პოლიტიკას განაგებს! სულ არ მაინტერესებს რა ხდებოდა წინა ან იმის წინა მთავრობების დროს. არც ერთი მთავრობის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ ოპონენტებს 2003-2012 წლების ზოგიერთ მიღწევას შევახსენებ ჯანდაცვაში: ჯანდაცვის დაფინანსება ბიუჯეტიდან გაიზადა 380%-ით(2012); თითქმის 700%-ით გაიზარდა სამედიცინო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი; მოწესრიგდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა; ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მფლობელთა რიცხვი გაიზარდა ათჯერ... -შევეხოთ საყოველთაო ჯანდაცვას. ერთი შეხედვით, ჩვენ საზოგადოებაში ბევრი ადამიანი პოზიტიურად უყურებს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ აღნიშნულ პროგრამას, თუმცა წლებთან ერთად პრობლემებმა იჩინა თავი. კონკრეტულად რა ხარვეზები დაინახეთ და რატომ ფიქრობთ, რომ მთავრობის ეს ინიციატივა ჩავარდა? -ეს არ არის საყოველთაო დაზღვევა კლასიკური გაგებით. ვისაც სამედიცინო სფეროსთან ურთიერთობა აქვს, მიხვდება, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სულ სხვა რამეს გულისხმობს. სამწუხაროდ, სამინისტრო შემდეგი პრინციპით მოქმედებს: თუ დააკვირდებით, ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტი იზრდება იმდენით, რამდენიც დააკლდათ წინა წელს. -ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა კიდევ ერთ გამარჯვებად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა ამ პროგრამის მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები. რა ხარვეზებს მიანიშნებთ? - ცე ჰეპატიტის პროგრამა ძალიან კარგია. თუმცა ამ პროგრამაში სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურება ნულია. ეს პროგრამა სრულად დააფინანსა და მხარი დაუჭირა აშშ-ს მთავრობამ, ასევე ამერიკულმა კომპანია "გილეარდმა." ქართული მხარის ერთადერთი ვალდებულება არის პაციენტების მოძიება და აღნიშნულ პროგრამაში მათი ჩართვა. სწორედ აქ არის სერიოზული ჩავარდნა, სათანადოდ ვერ სრულდება პროგრამით გათვალისწინებული პირობები. -წამლების ფასები მტკივნეული საკითხია ჩვენი მოსახლეობისთვის. თქვენი შეფასება როგორია, საქართველოში რატომ ღირს უფრო ძვირი მედიკამენტები სხვა ქვეყნებთან შედარებით? -მედიკამენტების ფასები მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენთან გაცილებით მაღალია. აქტიური გამოყენების მედიკამენტებზეც ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში რეკორდულად დიდი ფასებია. ჩვენთან არ არსებობს წამლის პოლიტიკა. საქართველოში ფარმაცევრულ კომპანიებზეა ყველაფერი მორგებული და ამას სერიოზული ლობისტები ჰყავს მთავრობსა და პარლამენტში.. -ექიმების კვალიფიკაცია და განათლების ხარისხი პაციენტებისთვის საფრთხედ იქცა საქართველოში. რა ძირეული რეფორმებია გასატარებელი სამედიცინო პერსონალზე, რომელსაც ჩვენ სიცოცხლეს ვანდობთ? -რესერტიფიცირება 2007 წელს გაუქმდა. იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, ის ნამდვილად გასაუქმებელი იყო, რადგან ფორმალური გახლდათ. 10 წელზე მეტი გავიდა, რაც გაუქმდა და არაფრით არ ჩანაცვლებულა. შარშანწინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ექიმების 26%-ს საერთოდ არანაირი გადამზადება არ გაუვლიათ. წარმოიდგინეთ 20 წლის წინ აიღო დიპლომი და ამის შემდეგ წიგნი აღარ გადაუშლია. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, ჩვენ ძალიან კარგი ექიმები გვყავს, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. აუცილებელია ექიმების დიპლომის შემდგომ სავალდებულო განათლების დანერგვა.
---
29.01.2019
მეიდასაშუალება: ახალი თაობა
2 წლის ბიჭს ნათესავმა მამაკაცმა გენიტალიები დაუკბინა
2 წლის ბიჭი ნათესავმა მამაკაცმა დაკბინა. ბავშვს მძიმე ჭრილობები გენიტალიებზეც ჰქონდა მიყენებული. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც 2 წლის ბავშვი ძალადობის ნიშნებით იმავე კლინიკაში მიიყვანეს, სადაც 4 წლის ნინო ზალინაშვილი იწვა. 2 წლის ბიჭი მთელ სხეულზე ადამიანის მიერ დაკბენილი იყო. ექიმებმა პატარას სახეზე, მთელ სხეულსა და გენიტალიებზე მრავლობითი სისხლჩაქცევები უპოვეს, თუმცა კლინიკაში მიყვანის მიზეზი შეშუპებული გენიტალიები და ამის შედეგად წარმოქმნილი შარდის შეკავება გახდა. დედა ყვებოდა, რომ, სავარაუდოდ, პატარა ტყუპისცალი დის მიერ იყო დაკბენილი, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭს ზრდასრული ადამიანის კბილების კვალი ემჩნეოდა. ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ჭრილობები ოჯახის ნათესავმა მიაყენა, რომელიც ნასვამი იყო და ასე მოჭარბებული სიყვარულის გამო მოიქცა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი სექსუალური ხასიათის ძალადობის თაობაზე და ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე დღით დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. დაზარალებული ბავშვის დედამ კი პოლიციიდან საჩივარი უკვე გამოიტანა. აღნიშნული შემთხვევა სოციალური სამსახურისთვის ცნობილია. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე 2 წლის ბიჭსა და მის დედმამიშვილებს ოჯახის წევრებისგან საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა სოციალური სამსახური მამაკაცის ქმედებას ცალსახად ძალადობად აფასებს და მშობლებს ნათესავისგან დისტანცირებას ურჩევს. ჯანდაცვის სამინისტრო კვირის ბოლოს სისტემურ ხარვეზებსა და ძირეული რეფორმების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა. სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 2018 წელს არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში 1500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. აქედან 556 შემთხვევაში ძალადობის შემთხვევა დადასტურდა.
---
29.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
„ველოდებით შიმშილით როდის დავიხოცებით“ - ჩაკეტილი ენგური და მიტოვებული მოსახლეობა
---