From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-29.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 29.03.2019 08:38
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 29.03.2019

ტელევიზია

29.03.2019

არხი: რუსთავი2  

გადაცემა:  კურიერი 12:00

სოციალური მუშაკების პროტესტი გრძელდება. სამსახურის 200-მდე თანამშრომელი არც დღეს მივიდა სამმსახურში. მათი ნაწილი პარლამენტში იმყოფება. ისინი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას ესწრებიან, სადაც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სოციალურ სამსახურზე იქნება საუბარი. დღეს პარლამენტში ელოდებოდნენ დავით სერგეენკოს. თუმცა, მის ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5973560

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5973423

---

 

29.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00   

სოციალური მუშაკები გაფიცვას კვლავ განაგრძობენ. ეს გადაწყვეტილება მათ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5973074

რუსთავი 2 -კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972970

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972904

---

 

29.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

სოციალური მუშაკების პრობლემებსა და სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით იქნება საუბარი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972969

---

 

29.03.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

ჯანადცვის სამინისტროში ტუბერკულოზის აბასთუმანში მკურნალობის საჭირეობას ვეღარ ხედავენ და ამბობენ, რომ ამ დაავადებას არა ჰაერით, არამედ მედიკამენტურად მკურნალობა სჭირდება, ამიტომ აბასთუმანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულები სად იმკურნალებენ, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ქვეყანა ამბულატორიულ მკურნალობაზეა გადასული. ტუბერკულოზის მკურნალობის მედიკამენტურ მეთოდებზე ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი საუბრობენ. მისი წარმომადგენელი, ნანა ქირია განმარტავს, რომ მსოფლიომ ტუბერკულოზის სამკურნალოდ კლიმატოთერაპიულ მეთოდებზე უარი თქვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5973239

---

 

28.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

გაფიცვის მეოთხე დღე და პირველი მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა - სოცმუშაკებსა და ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შორის შეთანხმება არ შედგა. მინისტრთან გამართული 3-საათიანი დისკუსიის მიუხედავად, გაფიცვა გრძელდება. დახურულ კარს მიღმა, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა მოლაპარაკება და შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეძლეს. საპროტესტო მოთხოვნების ნაწილი კვლავ ღიად რჩება. ჯანდაცვის მინისტრი დღეს რამდენიმე დათმობაზე წავიდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972689

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972630

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972670

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972680

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972487

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972308

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972430

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972136

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971862

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971854  

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971894

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971999

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972507

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972135

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971755

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971260

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971173

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971105

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5970989

---

 

28.03.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 16:00

შეწყედბა თუ არა სოციალური მუშაკების გაფიცვა - შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან 3 საათზე მეტახნს გაგრძელდა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ნინო ოდიშარია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972098        

---

 

28.03.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:    დღის ამბები 14:00

სოციალური მუშაკების პროტეტი. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ბექა ნაცვლიშვილი(მეორე  ვიდეო ფაილი) ასევე თემაზე საუბრობს ლევან კობერიძე (მესამე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971473

---

 

28.03.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 15:00

,,სოცმუშაკების პროფესია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, ეს მე კარგად მესმის და სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი“ - ასე ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს მამუკა ბახტაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972466

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971560

---

 

28.03.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:პალიტრა ნიუს 20:00

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მზადაა პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებაზე პარლამენტში მისვლის თაობაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972613

---

 

28.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელები სოლიდარობას უხადებენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები სოცმუშაკებთანმ დაკავშირებულ პრობლემებს დავით სერგეენკოს სისტემურ ჩავარდნას უწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971915

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971177

---

 

28.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

„ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა ბიუჯეტს მილიონობით ლარით აზარალებს.  ჯანდაცვის სამინისტროდან 2015 წელს უკანონოდ გათავისუფლებულებს შორის არის ლილე ლიპარტელიანი. ის სოციალური დაცვის სააგენტოდან ზაზა სოფრომაძის დროს დაითხოვეს. ლილე ლიპარტელიანმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო, რის საფუძველზეც სახელმწიფოს მის თანამდებობაზე აღდგენა და 55 ათასი ლარის კომპენსაციის სახით გადახდა დაეკისრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972639

რუსთავი 2- კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971886

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5971016

---

 

28.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიში განიხილეს. სხდომას იმ უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა მიმართაც სახალხო დამცველს რეკომენდაციები ჰქონდა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სოციალური მიმართულებით ქვეყანაში გამოწვევები ისევ რჩება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5972247

---

 

 

ინტერნეტი

29.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539430-jandacvis-ministris-moadgile-regionebshi-socialuri-mushakebis-aqvanis-seriozuli-problema-gvakvs/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს

„რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2019 წელს სოციალური მუშაკებისთვის გამოცხადდა 30 ვაკანსია, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილი შეივსო. „2018-2019 წლის ვალდებულებების მიხედვით, გეგმაში ჩვენ გვაქვს სოციალურ მუშაკთა შტატების ეტაპობრივი ზრდა იმგვარად, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. ჩვენ 2019 წლის გეგმაში 50 სოციალური მუშაკის დამატება განვსაზღვრეთ. აქედან უკვე გამოცხადებული იყო 30 ვაკანსია, საიდანაც მხოლოდ ნაწილი შეივსო. ბევრ თქვენგანს მოეხსენება, რომ ჩვენ რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს, ვინაიდან ზოგადად მცირეა სოციალური მუშაკების რაოდენობა საქართველოში, ძირითადად მაინც კონცენტრირებულია თბილისში. იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელს სერტიფიცირების პროგრამა ამოქმედდება და იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც არ აქვთ განათლება სოციალურ მუშაობაში, სერტიფიცირების პროგრამის გავლის საშუალება ექნებათ. ვფიქრობთ, რომ ეს წელი, სერტიფიცირების პროგრამა და ტრენინგები მოგვიგვარებს კვალიფიკაციის პრობლემას, განსაკუთრებით რეგიონებში,“ - განაცხადა თამილა ბარკალაიამ. დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მიერ მიღებული “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისი უწყებები ანგარიშს წარადგენენ. „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა. კანონი ადგენს დარგობრივ კომპეტენციას სოციალური მუშაკებისთვის. კერძოდ, სოციალური მუშაკის სპეციალური, დარგობრივი, სოციალური მუშაობა განისაზღვრება როგორც სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროში, სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან, სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539433-jandacvis-ministris-moadgile-socialur-mushakebs-tkveni-didi-gulshematkivari-viqavi-vrchebi-da-momavalshic-viknebi/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სოციალურ მუშაკებს - თქვენი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ვრჩები და მომავალშიც ვიქნები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სოციალური მომსახურება საქართველოოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია იყოს. როგორც თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სოციალური მუშაკების როლი მისთვის კარგად ცნობილია, რადგან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე, ის სწორედ მათი კოლეგა იყო. „მე მინდა პირადად ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო სოციალური მუშაკების მიმართ. ბევრი მათთაგანი ჩემთვის პარტნორი იყო მანამდე, ვიდრე მე მინისტრის მოადგილის პოსტზე დავინიშნებოდი და დიდი პატივისცემით ვარ თითოეული თქვენთაგანისადმი. მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ რას აკეთებს სოციალური მუშაკი და რა როლი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი როლია თქვენი ამაში და მნიშვნელოვანია თუ რა საჭიროებები აქვს სოციალურ მუშაკს იმისთვის, რომ მან თავისი მოვალეობა კარგად შეასრულოს. მანამდეც და ახლაც, თქვენი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ვრჩები და მომავალშიც გავაგრძელებ შესაბამის დამოკიდებულებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სოციალური მუშაობა საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია“, - განაცხადა ბარკალაიამ.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/politika/207049-problemebi-jandacvis-sistemashi-da-socmushakebis-protesti-jandacvis-ministrs-parlamentshi-elodebian.html?lang=ka-GE&fbclid=IwAR0dvud4ndoVCUFrKVZDZV8g8XzqZssxOBA2Q1uhC-rE4Elu9JDj0z7sfp8

პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში და სოც.მუშაკების პროტესტი - ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ელოდებიან. კანონმდებლებს სერგეენკოსთან კითხვები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით აქვთ, თუმცა კანონმდებლები სოციალური მუშაკების პრობლემებით და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებითაც დაინტერესდებიან.  საკითხის განსახილველად "ევროპული საქართველო" ჯანდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასაც ითხოვს. ფრაქციამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს. "რაც შეიძლება სწრაფად გაიმართოს ამ საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის კომიტეტში. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ბატონმა სერგეენკომ გააკეთა ორი კვირის წინ და იმ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს შეიქმნა, მიგვაჩნია, რომ როდესაც კრიზისი ამდენი დღე გრძელდება და ასეთი უნდობლობაა სამინისტროს მიმართ, პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი მოთამაშე ამ პროცესში,"-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. დავით სერგეენკოს პარლამენტში მისვლას ითხოვენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც. ღელატედ იმაგე"უნდა მოვიდეს მინისტრი, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა ბუნებრივია მასზეა. მოვიდნენ ის ადამიანებიც და პარლამენტი მოისმენს ამ შეთანხმების შესახებ და არაფორმალურად ჩვენ კონტრაქტს გავაფორმებთ, რომ ეს პირობები შესრულდება. პირობების დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პასუხისმგებლობებიც რა თქმა უნდა ,"-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესრულება და პრობლემების მოგვარება, 2020 წლიდან იგეგმება.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/sofo-kiladze-yvelafers-gavaketebt-rata-socialuri-mushakebis-gaficva-droulad-da-ise-dasruldes-rogorc-es-orive-mkharis-interesshia/

სოფო კილაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვა დროულად და ისე დასრულდეს, როგორც ორივე მხარის ინტერესშია

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიოს. „სოციალური მუშაკის პროფესია უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივით გასულ წელს „სოციალური მუშაობის შესახებ“ ახალი კანონი მივიღეთ, რომელშიც აბსოლუტურად ყველა გარანტიაა გათვალისწინებული, მათშორის, ხელფასების მომატება, რომელსაც დღესდღეობით სოციალური მუშაკები ითხოვენ. ჩვენ ამ პროცესს წელს ვამზადებთ და მომავალი წლიდან შესრულებას უკვე ვიწყებთ. მათშორის, სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების მომატებას, ასევე უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების შექმნას“, – განაცხადა კილაძემ. მისივე თქმით, დღეს კომიტეტის სხდომაზე შედგება მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები, კონკრეტულმა უწყებამ რა ნაბიჯი გადადგა კანონის აღსრულებისთვის. „იმედი მაქვს და ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია“, – განაცხადა სოფო კილაძემ. 250 სოციალური მუშაკიდან 180 25 მარტიდან გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ. სოციალური მუშაკები გუშინ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, ჯანდაცვის მინისტრთან შეთანხმება ნაწილობრივ შედგა, თუმცა გაფიცვას აგრძელებენ. ამასთან, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ შეთანხმება შედგა და შესაძლოა, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტონ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539429-sopo-kilaze-qvelapers-gavaketebt-imistvis-rom-socialuri-mushakebis-gapicva-ise-dasruldes-rogorc-es-orive-mxaris-interesshia/?fbclid=IwAR1mRaVjluV7w5t6af-QC2Mvh1GmR-KsnXAwqMQbFPd1woeIS3f46D357pA

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/254229-zaal-anjafarize-socmusakebze-warmovidgine-ra-mouvidodat-ase-masobrivad-10-wlis-winat-rom-gaficuliyvnen-?fbclid=IwAR3m6K6pzX2MOdBHp5SYWB90HT3YbJZV9rQ2jdq9osR_fbR6_j1quzlmAMM

ზაალ ანჯაფარიძე სოცმუშაკებზე: წარმოვიდგინე, რა მოუვიდოდათ, ასე მასობრივად 10 წლის წინათ რომ გაფიცულიყვნენ

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალური მუშაკების საპროტესტო აქციებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. „სოციალურ მუშაკებს, რომლებიც უმძიმეს სამუშაოს ეწევიან, შესაბამისი ხელფასები და სამუშაო პირობები რომ სჭირდებათ და არსებული მდგომარეობა რომ შესაცვლელია, ეს დღესავით ნათელია. ეს დღეები ვუყურებდი სოცმუშაკების გაფიცვის პროცესს, მედიით გაშუქებას, გაფიცულებთან ხელისუფლების დამოკიდებულებას და წარმოვიდგინე, რა მოუვიდოდათ მათ, ასე მასობრივად 10 წლის წინათ რომ გაფიცულიყვნენ“. - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკპოსტში. სოციალური მუშაკების საპროტესტო აქციები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 მარტს დაიწყო. გაფიცულები სოციალური პოლიტიკის გადახედვას, ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: http://pirveliradio.ge/?newsid=123297&fbclid=IwAR0dvud4ndoVCUFrKVZDZV8g8XzqZssxOBA2Q1uhC-rE4Elu9JDj0z7sfp8

სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება - სერგეენკოს პარლამენტში ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ელოდებიან. კანონმდებლებს სერგეენკოსთან კითხვები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით აქვთ, თუმცა კანონმდებლები სოციალური მუშაკების პრობლემებით და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებითაც დაინტერესდებიან. საკითხის განსახილველად "ევროპული საქართველო" ჯანდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასაც ითხოვს.  ფრაქციამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის სხდომას გაფიცული სოცმუშაკებიც დაესწრებიან. მათი პროტესტი გრძელდება. სოციალური სამსახურის 200-მდე თანამშრომელი სამსახურში გასვლას, დღესაც არ აპირებს. ჯანდაცვის მინისტრთან გუშინდელ შეხვედრაზე მხარეები მხოლოდ ნაწილობრივ შეთანხმდნენ. დავით სერგეენკო დათანხმდა სოციალურ მუშაკებს შეუმცირონ ბიუროკრატიული ვალდებულებები, მათ ეყოლებათ მანქანები სწრაფი რეაგირებისთვის და დაემატებათ 50 ახალი თანამშრომელი, თუმცა ვერ შედგა შეთანხმება ხელფასზე. გაფიცულები ნაწილობრივ მიღწეულ შეთანხმებაზე შუალედურ დოკუმენტს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ შეწყდება თუ გაგრძელდება პროტესტი.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=201129-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%2C%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98&fbclid=IwAR2DH7839yjrgLLAJ7hyZCaa_ak3PgRtDIrK-99co18j1uSX-62kVwa1XV4

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1553803626-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C

სოციალური მუშაკები პორტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

სოციალური მუშაკების პროტესტი გრძელდება. კანცელარიასთან მათი მხარდამჭერი აქცია ხვალ, 29 მარტს 19:00 საათზე გაიმართება. დღეს ისინი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდნენ. მინისტრის თქმით, ხვალიდან სოციალური მუშაკების გაფიცვა შეწყდებოდა, თუმცა მათ საბოლოო გადაწყვეტილება დღის ბოლომდე არ ჰქონდათ მიღებული. არსებული ინფორმაციით, სოციალური მუშაკების მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივი დაკმაყოფილება იგეგმება, ხოლო ისინი სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. მეოთხე დღეა რაც ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაფიცულია. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=201130-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%2C+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98&fbclid=IwAR0X14p1YuMlAOFC7FYgwxxEXkB8v1p1XbnoApI13_fdhDhWiy9TtAbcUJY

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/207048-socialuri-mushakebis-protesti-grdzeldeba-200-mde-thanamshromeli-samsakhurshi-gasvlas-dghesac-ar-apirebs.html?lang=ka-GE&fbclid=IwAR2PAGtENC24R0ZVM6dU7QhagkH_qMB7OQJx1TfxguRPWloSU1xi6yJtBKo

28.03

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44074/gafitsvis-me5-dghe--khval-kantselariastan-sotsmushakebis-mkhardacheri-aqtsia-gaimarteba?fbclid=IwAR2qHl2VaQsLfP-BMSIH10PwpR6JokzagypdjQzd6fOjPwIscwuNlib8_lU

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/146486-socialurma-mushakebma-gaficvis-gagrdzelebis-gadatskvetileba-miighes?fbclid=IwAR1ovg83esj2fqlw_up1m0jZMaeNI45eUyd3gBdt89em_EI6jJhe1jzKuio

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539440-zurab-chiaberashvili-bolo-clebis-sigaribe-demograpiul-machveneblebze-aisaxa/

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბოლო წლების სიღარიბე დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე აისახა

„დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დაბერება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების ერთადერთ ახსნად არ გამოდგება. „დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ, რაც ბოლო წლების ეკონომიკურ სტაგნაციას და ცხოვრების მნიშვნელოვნად გაძვირებას მოჰყვა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. განვლილი წლების მსგავსად, 2018 წელსაც ბუნებრივი მატება კვლავ განაგრძობს კლებას. საგანგაშოა, რომ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის წინა წელთან შედარებით დამატებით 15.7 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 4 614 შეადგინა. შობადობის მაჩვენებელი მე-5 წელია განუწყვეტლივ იკლებს. 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. არადა 2017 წლის მონაცემი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო ბოლო წლების განმავლობაში. საგულისხმოა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვიც ბოლო 11 წლის მინიმუმზეა.

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/101097/saqartveloshi-sharshan-upro-meti-bichi-daibada-vidre-gogo

საქართველოში შარშან უფრო მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგო

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 26 538 ბიჭია და 24 600 გოგო, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის. 2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი).

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება:   https://www.primetime.ge/news/1553836616-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C

პარლამენტში სოციალური მუშაკების საკთხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდება, სოციალური მუშაკების მიმართ ამ ეტაპზე რა გეგმები და შეთავაზებები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. 25 მარტიდან 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539409-adamianis-uplebata-dacvis-komitetis-sxdomaze-socialur-mushakebtan-dakavshirebul-sakitxebze-imsjeleben/

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/adamianis-uflebata-dacvis-komitetze-socialuri-mushakebis-saktkhze-jandacvis-saministros-warmomadgenlebs-mousmenen/

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:    http://netgazeti.ge/news/352365/?fbclid=IwAR1hKV4hbmu3N7vrvM8aDW-gfESDM8SjdDxu6b6DGW8eoeYsy9TKZet-8fo

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – 29 მარტს მათი მხარდამჭერი აქცია გაიმართება

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. კანცელარიასთან მათი მხარდამჭერი აქცია ხვალ, 29 მარტს მარტს გაიმართება. გაფიცვის მე-4 დღეს ისინი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდნენ. “სოციალური მუშაკების მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივი დაკმაყოფილება იგეგმება. სოციალური მუშაკები კი ითხოვენ სისტემურ ცვლილებებს! გაიფიცნენ, რადგან მათი გაჩუმება და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეინარჩუნებს წლების მანძილზე არსებულ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც არღვევს დასაქმებულისა და ბენეფიციარების ინტერესებს. სოციალური მუშაკები გაიფიცნენ თავშესაფრის მომლოდინე ხანდაზმულებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, რომელთაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს სარეაბილიტაციო მომსახურებებს. ყველასთვის, ვისაც ძლიერი, დაცული სოციალური მუშაკის მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალური მუშაკების სამართლიან ბრძოლას ღირსეული სამუშაო პირობებისთვის! ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალური მუშაკების სამართლიან ბრძოლას, რომელიც ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურებებს შექმნას ემსახურება!”-წერია გავრცელებულ განცხადებაში. გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სერგეენკომ განაცხადა, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩა და ხვალიდან სოციალური მუშაკების გაფიცვა, სავარაუდოდ, დასრულდება. “მე ვფიქრობ, რომ გაფიცვა დასრულდება. საბოლოო შეთანხმება არის, რომ უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ჩვენ მიერ მიღწეულ შეთანხმებას ფორმალიზებულად, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვადასხვა სოციალურ მუშაკს, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე. თუმცა, აქ მათი საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო და არცერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი. ვფიქრობ, ხვალიდან გაფიცვა შეწყდება და გეგმური მუშაობა გაგრძელდება”, – ამბობს დავით სერგეენკო. სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. სოცმუშაკები წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო. თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:    http://liberali.ge/articles/view/44069/sotsialuri-mushakebi---skhvebis-dautsveli-damtsvelebi?fbclid=IwAR2l5Lsk6AsQdqQm5Lu37d1J-U0a6s2Wv6shGsouUsXt0OT1b45_PmMZT18

სოციალური მუშაკები - სხვების დაუცველი დამცველები

სოციოლოგები სახელმწიფოს ორ ხელზე ლაპარაკობენ: მზრუნველ ხელზე, რომლითაც ის მოქალაქეების განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საცხოვრისზე და სხვა სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს; და დამსჯელ ხელზე, ადამიანების ეკონომიკური, პოლიციური თუ სხვა მეთოდებით დისციპლინირებას რომ ემსახურება. სახელმწიფოში მზრუნველი ხელია წამყვანი თუ დამსჯელი იმით შეგვიძლია გავიგოთ, კრიმინალთან და დესტაბილიზაციასთან საბრძოლველად მისი პრიორიტეტი საპოლიციო ხელკეტები და ციხის საკნებია, თუ, პირველ რიგში, იმ სოციალური პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც კრიმინალისა და სოციალური აფეთქების მთავარი წყაროა.  სოციალური სამუშაო სახელმწიფოს მზრუნველი ხელის გამოვლინებაა. მეტიც, ამ სამუშაოს ისტორია სოლიდარობის იდეაზე დაფუძნებული ზრუნვის ისტორიაა, იდეაზე, რომლის თანახმად საზოგადოება ურთიერთდამოკიდებული ადამიანებისგან შედგება, სადაც თითოეულის განვითარება სხვების განვითარებაზეა გადაბმული, კერძო პრობლემები და საჯარო საკითხები კი ურთიერთდაკავშირებულია. სოლიდარობა გულისხმობს, რომ ჩვენ, საზოგადოების წევრები, ვზრუნავთ ერთმანეთზე არა იმიტომ, რომ ეს ჩვენს პირად ინტერესშია, - მაგალითად, ვაპურებთ მშიერს, არა იმიტომ, რომ ჩვენი პური არ მოიპაროს - არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის განვითარება უკეთესი საზოგადოების შექმნას ემსახურება. სოციალური მუშაკის პროფესია ამგვარი სოლიდარობის, ურთიერთზრუნვის ვალდებულების ინსტიტუციონალური ხორცშესხმაა. უფრო კონკრეტულად, სოციალური მუშაკის მისია საზოგადოების დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულების გაძლიერება, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, მდგომარეობის გაუმჯობესება და პოტენციალის რეალიზებაა. სწორედ სოცმუშაკები უზრუნველყოფენ ამ ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვას. თუ სოციალური აგენტის, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია სიღარიბის რაოდენობრივი აღწერაა, ადამიანის გასაჭირის მათემატიკურ ფორმულებად გადასათარგმნი ინფორმაციის მოძიებაა, რათა სახელმწიფომ გადაწყვიტოს, უნდა დაეხმაროს თუ არა ადამიანს, რომელსაც მაცივართან ერთად ტელევიზორიც აქვს, სოციალური მუშაკი ადამიანებს შორის ურთიერთობის თვისებრივ, შინაარსობრივ მხარეს, ამგვარი ურთიერთობის ბუნებას აკვირდება. დღეს ჩვენს ქვეყანაში სოციალური მუშაკები უსამართლობითა და უთანასწორობით დადაღულ სივრცეებში მუშაობენ, სადაც ძალაუფლება, ფული და შესაძლებლობები არათანაბრადაა გადანაწილებული და სადაც ძლიერი სუსტს ჩაგრავს. თუ სოციალური აგენტი ღარიბების იდენტიფიკაციაში გვეხმარება, სოციალური მუშაკი სიღარიბისა და ჩაგვრის სოციალურ შედეგებს ხედავს და მათ გამოსწორებასა და პრევენციას ცდილობს. ვინაიდან ადამიანური ურთიერთობები რთულად მოსახელთებელია და ყველაფერს სამსახურებრივ დირექტივებში ვერ გაწერ, სოციალური მუშაკი საჭიროებისამებრ ასწორებს ფოკუსს და მოქმედებს არა მათემატიკური ფორმულებით, არამედ კონტექსტის მიმართ მაღალი მგრძნობელობით. ერთი სიტყვით, ეს საქმე მძიმე და ფაქიზია. მაშ, რა ხდება, როცა თვეში ასეთი მძიმე და ფაქიზი  120  საქმე გეწერება, მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტით მათი რაოდენობა 20-ს არ უნდა აღემატებოდეს? რა ხდება, როცა 32 მიმართულებით მუშაობ, ასრულებ სხვა უწყებების გასაკეთებელ საქმესაც და ამ უწყებებისგან მხოლოდ დამცირებას იღებ? არ გაქვს ტრანსპორტი გადასაადგილებლად და ისედაც მიზერული ხელფასიდან ნახევარს ტრანსპორტის ხარჯში უშვებ, რომ შენი ბენეფიციარი ბავშვი, მოძალადეებისგან, მათ შორის სექსუალურად მოძალადე უფროსებისგან დაიცვა და ცოტა ხნით მაინც განარიდო მათ? არ გაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო გარემო? როცა შენ თვითონ ხარ მოწყვლად და სხვების დაუცველი დამცველი გამოდიხარ? უფრო ზოგადად, რა ხდება, როცა არსებული სოციალური პოლიტიკა, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მშიერის დაპურებასა და მსხვერპლის მოძალადისგან ჩამოშორებას ემსახურება და არ იძლევა საშუალებას, ადამიანების მომავალსა და განვითარებაზე ზრუნვით სოლიდარობის იდეა ცხოვრებაში გაატარო? როცა მოძალადისთვის გამოგლეჯილი ბავშვი, მოძალადე საზოგადოებაში გზის გასაკვლევად უპატრონოდ უნდა დატოვო, ხოლო შენი დახმარების მიღების შემდეგ, შშმ თუ ხანში შესული ადამიანი უსახლკარობისთვის გაწირო? თუ სოციალური მუშაკი სახელმწიფოს მზრუნველ ხელს განასახიერებს, მაშინ რესურსებისა და სერვისების არარსებობის გამო, არაქმედითი სოციალური მუშაკი სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფოს ნიშანია. სწორედ ასეთ, არამზრუნველ სახელმწიფოს, არასოლიდარულ სოციალურ პოლიტიკას და არა კონკრეტულ მინისტრებს თუ მინისტრის მოადგილეებს უპირისპირდება სოციალურ მუშაკთა მოძრაობა. როგორი სოლიდარულიცაა სოციალური სამუშაოს არსი, ისეთი სოლიდარულია სოციალური მუშაკების დღევანდელი გაფიცვაც. მათი მთავარი მოთხოვნა არა არის საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება, არამედ სხვების, მათი ბენეფიციარების გაძლიერებისთვის საჭირო რესურსებისა და სერვისების მობილიზება და დანერგვაა. ეს მოძრაობა სცდება კონკრეტული სამინისტროს კედლებს და მიმართავს სახელმწიფოს, გადაიაზროს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება. სოლიდარობისგან დაცლილ პოლიტიკურ ველში, სოციალურ მუშაკთა გაფიცვა გამორჩეული პოლიტიკური აქტია, რომელიც საჯარო სივრცეში იბრძვის არა ვიწრო ჯგუფის ინტერესისთვის, არამედ საჯარო ინტერესისთვის.  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფოს დამსჯელ ხელს ვებრძვით და მის მარადიულ უკან დაბრუნებას ვუყურებთ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართული სახელმწიფო სიღარიბისა და უთანასწორობის კონტექსტში თვითლეგიტიმაციასა და თავის დამკვიდრებას სწორედ რეპრესიული მექანიზმებით ცდილობს და სიღარიბეს და მასთან დაკავშირებულ სოციალურ პრობლემებს ღარიბების დასჯით ებრძვის. დღეს სოციალური მუშაკები გვასწავლიან, როგორ ვიბრძოლოთ მზრუნველი და სოლიდარობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ასეთ გაფიცვით სახელმწიფოს გაეფიცნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმულები. დღეს ყველა, ვინც სოლიდარული საზოგადოებისთვის იბრძვის, დასაქმებული იქნება თუ უმუშევარი, ამ სახელმწიფოს უნდა გაეფიცოს.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   http://www.info9.ge/chven-shesakheb/207027-socialuri-mushakebi-ackhadeben-rom-jandacvis-saministrosthan-shethankhmeba-natsilobriv-shedga-thumca-gaficvas-agrdzeleben.html?lang=ka-GE

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ნაწილობრივ შედგა, თუმცა გაფიცვას აგრძელებენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან სადაო საკითხების სრულად შეთანხმებამდე, სოცმუშაკები გაფიცვას გააგრძელებენ. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა საერთო აზრის ჩამოსაყალიბებლად შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გააგრძელეს. სოცმუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამინისტროსთან დიალოგს გააგრძელებენ და გაფიცვას არ შეწყვეტენ. როგორც ჟურნალისტებს სოციალურმა მუშაკმა მარიამ ბანძალამ განუცხადა, შეთანხმება სამინისტროსთან ნაწილობრივ შედგა. შესათანხმებელ პუნქტებზე კი მოლაპარაკებები გაგრძელდება. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს დავა დამსაქმებელთან. ეს არის სამუშაო რეჟიმი, რაც გულისხმობს სოციალური მუშაკების მხრიდან წარდგენილ რამდენიმე მოთხოვნაზე პასუხის გაცემას. მათ შორის არის ხელფასი, ტრანსპორტით მომსახურების, სოციალური მუშაკების კადრების, კერძოდ, ფსიქოლოგებისა და იურისტების დამატების და სხვა საკითხები. ჩვენი შეხვედრის შედეგად მივიღეთ ნაწილობრივი თანხმობა ზოგიერთ პუნქტში. ნაწილობრივ თანხმობაში იგულისხმება მაგალითად ის, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილამდე სერვისცენტრები აღიჭურვება 25 ერთეული ტრანსპორტით. სოციალური მუშაკების მოთხოვნაა, რომ 2020 წლისთვის ყველა სერვისცენტრი აღიჭურვოს თითო სატრანსპორტო საშუალებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ვერ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა მარიამ ბანძალამ. მისივე თქმით, ასევე მათი მოთხოვნაა ყველა სერვისცენტრს მიმდინარე წლის ბოლომდე ჰყავდეს ერთი ფსიქოლოგი. "ჯანდაცვის მინისტრმა დაინახა, რა სირთულეები და გამოწვევები დგას სოციალური მუშაკის წინაშე. გაფიცვის რეჟიმი გრძელდება. სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ გაფიცვას, მაგრამ ეს ამავდროულად, არ გამორიცხავს სამართლებრივად თანამშრომლობას სამინისტროსთან ზემოთ აღნიშნულ პუნქტთან მიმართებაში", - განაცხადა მარიამ ბანძალამ.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=201089-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44070/sotsialuri-mushakebi-saministros-shualeduri-gegmis-gatsnobamde-gafitsvas-ganagrdzoben?fbclid=IwAR0sh3vYTWu1Xmidm1nVJcbIes-LPYGC29ngvjJ7mUjIyd_Q78V0ee7tFZI

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://www.bpn.ge/article/54430-vpikrob-gapicva-dasruldeba-dgeidan-9-tveshi-socialur-mushakebs-xelpasebi-1200-laramde-gaezrdebat/

ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება - დავით სერგეენკოსა და სოცმუშაკებს შორის შეხვედრა დასრულდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სოციალური მუშაკების გაფიცვა შეწყდება. ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში მინისტრის დახურული შეხვედრა გაფიცულ სოცმუშაკებთან დასრულდა. იგი თითქმის 4 საათი გრძელდებოდა, რომლის შემდეგ შეხვედრის დეტალებზე დავით სერგეენკომ კომენტარი გააკეთა. "ვფიქრობ, გაფიცვა დასრულდება. საბოლოო შეთანხმება ასეთია: უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ. მათი პოზიცია იყო, რომ რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ამას დოკუმენტის სახით გააცნობენ სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, არც ერთი კითხვა შეხვედრაზე პასუხგაუცემელი არ დარჩენილა და ამდენად, მინისტრი ფიქრობს, რომ ხვალიდან სოცმუშაკების გაფიცვა შეწყდება. კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს დასახული სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, უმეტესწილად მათთვის მისაღებია. კერძოდ, ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და იგი დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და იგი 1200 ლარი იქნება. "სამწუხაროთ, ჩვენ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, რომ ეს პერიოდი შევამციროთ. მეორეს მხრივ, რა დანახარჯებიც მათ აქვთ მაგალითად, იგივე ტრანსპორტზე, ამაზე კონკრეტული გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. მოხდება ავტომობილების დამატება. გეგმა, რასაც ვაპირებთ, მათთვის აღმოჩნა უმეტესწილად მისაღები. ეს მათ ფინანსურ ტვირთს შეუმცირებს,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539313-davit-sergeenko-vpikrob-gapicva-dasruldeba-dgeidan-9-tveshi-socialur-mushakebs-xelpasebi-1200-laramde-gaezrdebat/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/vfiqrob-rom-khvalidan-gafitsva-shetskdeba-davit-sergeenko/57780

პრიმტაიმი.ჯი- https://www.primetime.ge/news/1553774707-%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=201076-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sergeeko-sotsmushakebze-vphiqrob-khvalidan-gaphitsva-shetsqhdeba-artserthi-kithkhva-pasukhgautsemeli-ar-darchenila/?fbclid=IwAR1J53EgMn-FgoDSpv6KWZWw1HqjaGpjGwkz8m_xPnx4GgBbYsS9-KKj5UY

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44064/davit-sergeenko-gafitsul-sotsialur-mushakebtan-shetankhmebas-mivaghtsiet?fbclid=IwAR1J53EgMn-FgoDSpv6KWZWw1HqjaGpjGwkz8m_xPnx4GgBbYsS9-KKj5UY

ექსპრესნიუს.ჯი-  http://expressnews.com.ge/?id=81063&fbclid=IwAR3pRgAgPc3QLONNGOku4y0cIaxiBIrilAfRckzESc-v2FlmY2T3rW3xQxg

ფორტუნა.ჯი- https://fortuna.ge/fortuna/post/jandacvis-ministri-fiqrobs-rom-soc-mushakebi-khvalidan-aghar-gaificebian?fbclid=IwAR2nrIpwbmaKER1bq8jsrHHWrdjJDUdggNNceJMGaMc9yMVZGLT7GIkc7hA

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:    http://liberali.ge/news/view/44073/raze-ver-shetankhmdnen-gafitsuli-sotsialuri-mushakebi-da-davit-sergeenko

რაზე (ვერ) შეთანხმდნენ გაფიცული სოციალური მუშაკები და დავით სერგეენკო

გაფიცილუ სოციალური მუშაკები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ შეთავაზებულ გეგმას ეხმაურებიან. „გაფიცვის მეოთხე დღეს პირველად მოხდა შეხვედრა სოციალური დაცვის მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში გავიარეთ მათ მიერ შემოთავაზებული „ოთხპუნქტიანი გეგმა“. აღნიშნული გეგმა შემოთავაზებული იყო მედიაციის პროცესშიც. დღეს გეგმის პუნქტები უფრო მეტად დაკონკრეტდა, თუმცა მოთხოვნების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, ნაწილი კი საერთოდ არ არის ასახული გეგმაში. ამ ეტაპზე სოციალური მუშაკები ელოდებიან შუალედური შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული ვადები, პასუხისმგებელი პირები და პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის გეგმა. შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე: 1. ტექნიკური სამუშაოსგან განტვირთვა - ვაუჩერის ბეჭდვა, ხელშეკრულებების მომზადება, 3 სოციალური პროგრამის ჩახსნა. 2. 12 იურისტი ემატება სოციალურ სამსახურს. ნაწილობრივი შეთანხმება შედგა:1. ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით: 15 აპრილამდე იგეგმება 30_მდე სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა. ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერება ყველა სერვისცენტრის და რაიონული განყოფილების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა სატრანსპორტო ტალონებზე თბილისის მასშტაბით.  3. კადრების დამატებასა და საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. სამინისტროს არ აქვს პასუხი 50 კადრს დაემატება 20 საპროცესოსთვის სპეციალიზირებული კადრი თუ ეს 50 კადრი მოიაზრებს ამ 20 ადამიანს. 4. ფსიქოლოგი დაემატა 1 თბილისს, სხვა არცერთ რაიონში ფსიქოლოგის მატებას ვერ გვპირდებიან ამ ეტაპზე. შეთანხმება არ შედგა: 1.ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით.  2. ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერა არ გამარტივებულა. ვითვალისწინებთ ყველა სოციალური მუშაკის საჭიროებებს განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე სოციალური მუშაკების. მოცემულ ეტაპზე სოციალური მუშაკები კვლავ აგრძელებენ გაფიცვას. მადლობა თანადგომისთვის!" - ნათქვამია გაფიცული სოციალური მუშაკების განცხადებაში.  დღეს სოციალურ მუშაკებთან შეხვედრის სემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეთანხმებას მიაღწიეს.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   http://medianews.ge/ge/sotsialuri-politika-aris-chveni-gundis-umtavresi-prioriteti-mamuka-bakhtadze/57778

სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი - მამუკა ბახტაძე

სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ ჩვენი სოციალური სერვისები გავზარდოთ და შესაბამისად, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც უფრო და უფრო რთული ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. პრემიერი სოციალური მუშაკების პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების სამუშაო გრაფიკი საკმაოდ მძიმეა. „პირველ რიგში, მსურს დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული მათგანის მიმართ. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული პროფესია, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს და ამავე დროს, სერიოზულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ იმ შრომისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში სწევენ. მინისტრმა, დავით სერგეენკომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას, მათ ხელშეწყობას. ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელებულია. თქვენ იცით, რომ ჩვენ შესაბამისი, ახალი კანონიც მივიღეთ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოში სოციალურ პოლიტიკას. იცით, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს სამინისტროსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შორის. ამავე დროს ჩვენ უზრუნველვყავით, რომ სოციალური სერვისების მიწოდების წყვეტა არ მომხდარიყო, ვინაიდან ამით სარგებლობს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე. ეს არის ძალიან ფაქიზი, მგრძნობიარე თემა. შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/premierministri-socialuri-mushakebis-gaficvas-exmaureba/31769/

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/mamuka-baxtadze-socialuri-mushakebis-samushao-grafiki-dzalian-mdzimea-da-titoeul-matgans-gansakutrebul-madlobas-vuxdi-wlebis-ganmavlobashi-gaweuli-shromistvis

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/223289

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539302-mamuka-baxtaze-socialuri-politika-chveni-gundis-umtavresi-prioritetia/

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/352172/

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-socialuri-mushakebis-samushao-grafiki-mdzimea-da-titoeul-matgans-madlobas-vukhdi-wlebis-ganmavlobashi-gaweuli-shromistvis/?fbclid=IwAR21k8MZgX0DQBgBOm-R5TBHJtY-7ME7rywONp5hDKFJxj7FMpdxhVdlOsM

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   http://www.newposts.ge/?l=G&id=201051-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1

"ოცნების" ყოფილი წევრები სოცმუშაკებს მხარდაჭერას უცხადებენ და საქმეში პარლამენტის ჩართვას არ გამორიცხავენ

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ. როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სოციალურმა მუშაკებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს. დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, ინტერპელაციის წესით ან საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარონ. დეპუტატის განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელიც უწყების ხელმძღვანელობის მონაწილეობით ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, აღიშნული მიმართულებით უწყებაში კრიზისია, რასაც გაფიცულთა რაოდენობა ადასტურებს. "ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადებები, რაც არ იყო მისაღები. მაგალითად, განცხადება, რომ მოხდებოდა სოცმუშაკების ჩანაცვლება, არადა ამ ადამიანებს აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნების გამოხატვა. მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გზით საუბარი, თუმცა იმედია, რომ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება იმ შედეგით, როგორც ეს იყო მედიაციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ არის კრიზისი ამ მიმართულებით, მოხდა აფეთქება. ვინაიდან დასაქმებულ სოცმუშაკთა 99% გაფიცულია," - აღნიშნა დეპუატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. დეპუტატ ბექა ნაცვილიშვილის განცხადებით, კი მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით პოლიტიკას გადახედოს და დააკმაყოფილოს ის ელემენტარული მოთხოვნები, რომელიც გაფიცულ სოცმუშაკებს აქვთ და რომლის შესრულება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/458307

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/539239-levan-gogichaishvili-jandacvis-saministroshi-krizisia/

ინფო9- http://www.info9.ge/politika/207003-levan-gogichaishvili-jandacvis-saministroshi-krizisia.html?lang=ka-GE

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   http://newsreport.ge/dghis-siakhle/article/3269--adamianis-uflebebis-komitetis-thavjdomare-met-pasukhismgeblobas-unda-grdznobdes-soc-mushakebi-sofo-kiladzes-mimarthaven?fbclid=IwAR2j7hn8JktCbpJFNxeGj0NPP0EuiuhM__M9WuMssD-kxINTtw6CGEmheBQ

"ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარე მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს"-სოც მუშაკები სოფო კილაძეს მიმართავენ

"ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარე მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს"-სოც მუშაკები სოფო კილაძეს მიმართავენ. სოციალური მუშაკები  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს სოც მუშაკების საკითხზე საუბრისას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. „ქალბატონო სოფიო, ძალიან დასაფასებელია თქვენი დაინტერესება სოციალური მუშაობის პროფესიასთან დაკავშირებით. როგორც თქვენ აღნიშნავთ, „ეს არის თავისი შინაარსით და არსით უმნიშვნელოვანესი პროფესია, იმიტომ რომ ყველაზე დაჩაგრული ადამიანების თვითრეალიზაციას და გაძლიერებას ემსახურება და ემსახურება ამით ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას. თქვენ რომ ნამდვილად გჯეროდეთ თქვენი სიტყვების, მაშინ იმასაც მიხვდებოდით, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ დაკონტრაქტებულ „სოციალურ მუშაკებს“ და „2 კვირის წინანდელ“ პროფესიონალებს შორის. ის სოციალური მუშაკები, რომლებსაც შესააძლოა აკადემიური განათლება არ აქვთ სოციალურ მუშაობაში, რაზეც თქვენ აკეთებთ აქცენტირებას, არიან ის სოციალური მუშაკები, რომლებმაც დაიწყეს ამ საქმის კეთება, როცა არ არსებობდა სოციალური მუშაობის განათლება საქართველოში, მათ აქვთ დიდი გამოცდილება, მზაობა ისწავლონ და განვითარდნენ, შემართება და ენთუზიაზმი, პროფესიული ღირებულებები და ასე „ხელაღებით“ მათი მოხსენება, წესით ძალინ უხერხულობას უნდა იწვევდეს თქვენში. თქვენი ასეთი გამონათქვამები რბილად რომ ვთქვათ სოციალური სამუშაოს პროფესიის დაკნინებაა და იმ მახინჯ პრაქტიკას ამართლებს, რასაც ჰქვია ადამიანების აბუჩად აგდება. სოციალური მუშაკები იმიტომ იფიცებიან, რომ არ ეძლევათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება და ვერ ახერხებენ თქვენი „დაუღალავი შრომის“ შედეგად და „ევროპული ღირებულებების კვალდაკვალ“ მიღებული კანონის აღსრულებას. სოციალური მუშაკები მოითხოვენ იმას, რომ შეიქმნას ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ფსიქო-სოციალური მომსახურებები და შეძლონ პროფესიული ზრდა. სწორი პრიორიტეტები რომ ჰქონოდა სახელმწიფოს, დღეს ეს გაფიცვა საჭირო არ იქნებოდა და შესაბამის რესურსებს მოიძიებდით. დარწმუნეული ვართ, თქვენ ამას შეძლებდით! ასევე, შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარე მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს დაუცველი ბენეფიციარების საჭიროებების დამცველი სოციალური მუშაკების დასაცავად!" - ნათქვამია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრსა და  სოც მუშაკებს შორის დღეს სამუშაო შეხვედრა შედგა.მინისტრის პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, სოციალური მუშაკები გაფიცვას განაგრძობენ. მათ სოციალურ ქსელში უკვე დააანონსეს გაფიცვის მე-5 დღე. ისინი  კვლავ მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ გაფიცვას, თუ ყველა სოციალური მუშაკის მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/539296-elene-xoshtaria-premiers-sajarod-mivmarte-txovnit-quradgeba-miakciet-rom-socialuri-samsaxuris-gapicva-katastropaa-ra-miviget-shdegad/

ელენე ხოშტარია - პრემიერს საჯაროდ მივმართე თხოვნით, ყურადღება მიაქციეთ, რომ სოციალური სამსახურის გაფიცვა კატასტროფაა, რა მივიღეთ შედეგად?

პრემიერ-მინისტრს მივმართე საჯაროდ, მივმართე არაფორმალურად, თხოვნით, ხვეწნით, ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სამსახურის გაფიცვა არის კატასტროფა. რა მივიღეთ შედეგად?! შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენ რამდენიმე დღეა გვესმის ჯანდაცვის სამინისტროსგან ერთი საშიში ტყუილი, რომ პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სოციალური მუშაკების მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა. ელენე ხოშტარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მიმართა, რომ პარლამენტმა ამ ვითარებას შეხედოს როგორც საგანგაშოს. „ომბუდსმენმა ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა, რომ სხვადასხვა სოცჯგუფის პრობლემები პირდაპირ არის მიბმული სოციალურ მუშაკებზე. მერამდენე კვირაა ამ საკთხზე ვსაუბრობთ პარლამენტში. მოვიყვანეთ ჯანდაცვის მინისტრი, მოვიდნენ ეს სოციალური მუშაკები. იმასაც ვიტყვი, რომ კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა და მცდელობა გვქონდა არა ბრალეულობის მოძებნის, არამედ, გამოსავლის პოვნის. კმაყოფილებიც კი წავიდნენ აქედან სოციალური მუშაკები და მერე აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. პრემიერ-მინისტრს მივმართე საჯაროდ, მივმართე არაფორმალურად, თხოვნით ხვეწნით, ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სამსახურის გაფიცვა არის კატასტროფა. რა მივიღეთ შედეგად? შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენ რამდენიმე დღეა გვესმის ჯანდაცვის სამინისტროსგან ერთი საშიში ტყუილი, აქ ტყუილში გამოჭერაზეც არ არის, რომ თურმე პრობლემა, არანაირი შეფერხება არ არის და ბუღალტრები და იურისტები ასრულებენ იგივე მოვალეობას. ომბუდსმენმა დადასტურებულად ისაუბრა, საქმის რა ნაწილს აკეთებენ და ისიც დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. რატომ ვიტყუებთ თავს? კიდევ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი გამოვიდა და საერთოდ შევუჩერებთ უფლებამოსილებასო, რატომ ხალხო, ეს ადამიანები თავისი კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან. ამბობენ, რომ უბრალოდ დამეღუპება ბავშვი ვერ მივხედავ. ისევ და ისევ ომბუდსმენმა ისაუბრა, თუ რა საქმეს ვერ აკეთებენ ამ რესურსების, პროფესიონალიზმის და სხვადასხვა რამის სიმწირის გამო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მანვე ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა. „ეს ხომ არ არის მოგონილი პრობლემა. ისინი ხომ არ ამბობენ, რომ ჯიპები მომეცით და ვიგრიალოო ქალაქში. არა, ისინი ამბობენ, რომ ღამის სამ საათზე რომ გამომიძახებენ, როგორ მივიყვანო ავტობუსით ფიზიკურად ეს ავტობუსი არ არსებობს. მე ისეთი განცდა მრჩება, რომ მოვდივართ ყოველ დილით, ვიწყებთ ამ სოციალურ მუშაკებზე ლპარაკს, ვლაპარაკობთ და თითქოს სოციალური მუშაკები არ არსებობენ. ძალიან გთხოვთ შევხედოთ ამ ვითარებას როგორც საგანგაშოს და იქნებ მოაგვაროთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/539276-nino-lomjaria-mcire-saojaxo-tipis-saxlebshi-arsebul-vitarebas-sagangashos-ucodebs/

ნინო ლომჯარია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და ბავშვებს შორის მომხდარ გარკვეული ტიპის ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. როგორც ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ომბუდსმენის აპარატმა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მონიტორინგი აწარმოა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ასეთი მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ სოციალური მუშაკები დროულ რეაგირებას ვერ ახდენენ. ამ კონტექსტში საუბრისას ლომჯარიამ სოციალური მუშაკების გაფიცვაზე და მათი პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ომბუდსმენის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკების პრობლემა დაუყოვნებლივ არ გადაწყდება, მოწყვლადი ადამიანების უფლებები საფრთხის ქვეშ დარჩება. „მე ჩემს წარმომადგენლებს ვთხოვე გუშინ და დღეს, რომ წასულიყვნენ და ენახათ, რეალურად რა ხდება დღეს სოციალურ სამსახურებში. როგორც მოგეხსენებათ, სოციალური მუშაკები გაფიცულები არიან და მათ ფუნქციებს დროებითი მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. ჩვენი ინფორმაციით, ძირითადად, რაზეც ისინი მუშაობენ, ეს არის ახლად შემოსული ინფორმაციები და განცხადებები. ისინი არ მუშაობენ იმ საკითხებზე, რაზეც მუშაობდნენ სოციალური მუშაკები, ანუ მიმდინარე თემები, რაზეც მუშაობა იყო დაწყებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ხდება გეგმური ვიზიტები, მათ შორის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი. ეს განსაკუთრებულად, იმიტომ აღვნიშნე, რომ მინდა დავიწყო ბავშვთა უფლებების საკითხით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ეს მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია სწორედ იმით, რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს და ვერ ახდენს იქ არსებული ვითარების მონიტორინგს. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ჯანადაცვის მინისტრსა და სამართალდამცველ ორგანოებს. ჩვენმა მიმდინარე მონიტორინგმა ცხადყო, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებს შორის ადგილი აქვს ძალადობას. ჩვენ დავაფიქსირეთ, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც. ძალიან საგანგაშო ფაქტებია, რაზეც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სიგნალები უკვე არსებობდა, სამწუხაროდ, არც სოციალური მუშაკების და არც იქ დასაქმებული ზედამხედველი პირების მხრიდან დროული რეაგირება, პრევენცია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. ეს ნამდვილად საგანგაშო შემთხვევებია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/539272-nino-lomjaria-psikiatriuli-jandacvis-speroshi-im-sakitxebtan-mimartebit-romelic-qvelaze-problemuria-cinsvla-ar-gvakvs/

ნინო ლომჯარია - ფსიქიატრიული ჯანდაცვის სფეროში იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე პრობლემურია, წინსვლა არ გვაქვს

„ფსიქიატრიული ჯანდაცვის სფეროში იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე პრობლემურია, წინსვლა ჩვენ არ გვაქვს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენმა სფეროში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში კვლავ რჩება გადატვირთულობის, უხარისხო მედიკამენტების და სხვა სამკურნალო ცენტრებთან კომუნიკაციის არ არსებობის პრობლემები. „კვლავ არანაირი სტრატეგია არ არსებობს და არც სამოქმედო გეგმა. ამ პრობლემას მივყავართ ინსტიტუტებში განთავსებული ადამიანების უფლებების დარღვევასთან. ჩვენ გვაქვს გადატვირთულობის პრობლემა და ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებენ ინსტიტუციებში ყოფნას, თუმცა იქ ცხოვრობენ წლების, ათწლეულების განმავლობაში. ამ პრობლემას მივყავართ იმასთან, რომ ადამიანებს ვისაც სჭირდება, რომ იქ იყვნენ, ვისაც სჭირდება მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში ისინი ვერ ხვდებიან დაწესებულებებში, ვინაიდან ეს ინსტიტუციები გადატვირთულია იმ ადამიანებით, ვისაც, შესაძლოა, იქ ყოფნა საერთოდ არ სჭირდებოდეთ,- განაცხადა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნული პრობლემა სათემო სერვისების არ არსებობას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგიული გეგმა და არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბენეფიციარებს ალტერნატიული სათემო სერვისები შესთავაზოს. სახალხო დამცველმა გაიხსენა რუსთავში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც მამაკაცმა, რომელსაც დროულად არ გაეწია ფსიქიატრიული მომსახურება, არასრულწლოვანი ძმისშვილი მოკლა. „ამ შემთხვევამ თვალნათლივ წარმოაჩინა ფსიქიატრიული ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები, კოორდინაცის ნაკლებობა ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ დაწესებულებებს შორის, გადატვირთულობა დაწესებულებებში, რეალურად ვერ ხდება პრიორიტეტიზაცია. პრობლემად რჩება სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების საკითხი, არ ხორციელდება სათანადო მონიტორიგი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ომბუდსმენი ამბობს, რომ სურამში, ბედიანსა და ხონში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება თვალსაჩინოა.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/premieris-davalebit-bavshvta-sisxlshi-tyviis-monitoringtan-dakavshirebit-samoqmedo-gegmas-seqtortashorisi-sakoordinacio-sabcho-uaxloes-momavalshi-waradgens

პრემიერის დავალებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოეს მომავალში წარადგენს

სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს, - პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებზე საბჭომ რამდენიმე დღის წინ იმსჯელა. პრემიერის დავალებით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა უწყებებმა საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხი შეისწავლეს, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „უკვე გავააქტიურეთ ფაქტობრივად ყველა არსებული რესურსი. პირველი უკავშირდება წყლის ხარისხს. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს ჰქონდათ მიცემული დავალება, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. სადაც ჩვენ განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები, იმ რეგიონებში წყლის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება გვაქვს, რაც მისასალმებელია, თუმცა გვრჩება რეგიონები, სადაც ეს საკითხი პრობლემურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამატებითი ინვესტიციები უნდა მივმართოთ ამ რეგიონებში, პრობლემის ძირეული მოგვარების მიზნით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული. „ეს არის თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. ამავე დროს, პრინციპულად გაიზრდება აქტივობა პრევენციული ღონისძიებების მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს დავალება მიღებული აქვს და ისინი უახლოეს მომავალში წარმოადგენენ სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/539405-propkavshirebis-gaertianeba-genderul-sakitxebze-momzadebuli-rekomendaciebis-prezentacias-gamartavs/

პროფკავშირების გაერთიანება გენდერულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გენდერულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ფართო განხილვა 29 მარტს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება. რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქალთა შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეეხება. „პრეზენტაციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია მიმართავენ. მოსაზრებებს გამოთქვამენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და USAID-PROLoG პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ბრაიან ლედუკი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის სრულყოფისთვის პროფკავშირების რეკომენდაციებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი წარმოადგენს. პოზიციებს დააფიქსირებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენლები. კონფერენცია 11:00 საათზე გაიხსნება, საპრეზენტაციო საკითხის გარდა განსახილველ თემებს შორისა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები - შრომით ურთიერთობებეში თანაბარი მოპყრობის შესახებ და სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები; საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები, საკონსტიტუციო სარჩელები საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ხარვეზებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ. ღონისძიება ტარდება პროექტის “ქალთა ხელმისაწვდომობა მართლსაჯულებაზე შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად” ფარგლებში. ღონისძიების მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და EWMI/PROLoG მეშვეობით იქნა გაწეული. ღონისძიების შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და ის შესაძლოა არ ასახავდეს EWMI, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ან აშშ მთავრობის შეხედულებებს“, - აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://commersant.ge/ge/post/dges-saqartveloshi-shromis-kanonmdebloba-didad-ar-gansxvavdeba-monatmflobelobisgan

„დღეს საქართველოში შრომის კანონმდებლობა დიდად არ განსხვავდება მონათმფლობელობისგან„

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   http://www.newposts.ge/?l=G&id=201127-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98

"უბედური ვარ, ჩემი გოგო ცუდადაა, 3 წელია შუქნიშანზე ტკბილეულს ვყიდი, რომ თავი ვირჩინოთ " - მოხუცის უმძიმესი ისტორია

მარინა სიმონიანი შუქნიშანთან ტკბილეულს ყიდის, თავის შვილს გულის მანკი აქვს , მუშაობა არ შეუძლია და მოხუცს უწევს თანხის შოვნა, რომ ოჯახი არჩინოს. "უბედური ვარ, ჩემი გოგო ცუდადაა, გულის მანკი აქვს. უკვე 3 წელია შუქნიშანზე ტკბილეულს ვყიდი, რომ თავი ვირჩინოთ და ბინის ქირა გადავიხადო" - ამბობს მარინა სიმონიანი.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   http://sknews.ge/index.php?newsid=21970&fbclid=IwAR1wInHiLKyzaSWU7-vnKp2hN43BPAe_zPZJ9ifWjH7og1FFaA6WbdR5_cA

ჯანდაცვის სამინისტრო:'მოსაზრება, რომ ტუბერკულოზს ჰაერი კურნავს მითია'

ჯანდაცვის სამინისტროში, ტუბერკულოზის კურორტ აბასთუმანში მკურნალობის საჭიროებას ვეღარ ხედავენ და ამბობენ, რომ ამ დაავადებას არა ჰაერით, არამედ მედიკამენტურად მკურნალობა სჭირდება. ამიტომ აბასთუმნის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ტუბერკულოზის ჰაერით განკურნებას არცერთი მეცნიერული კვლევა ან მტკიცებულება ადასტურებს. შესაბამისად, ის მითია და არა რეალობა: "სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მუსირებს აზრი, რომ ტუბერკულუზის კლიმატით მკურნალობა სარგებლიანი და აუცილებელია. ეს შეიძლება ხალხისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ დაავადებას კურნავს წამალი. მოსაზრება, რომ ამის გარდა შეიძლება პაციენტს სხვა რამე ეხმარებოდეს, არის დამღუპველი". აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულები სად იმკურნალებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყანა გადასულია მკურნალობის მედიკამენტურ და თანამედროვე მეთოდებზე, მათ შორის ერთ–ერთია ამბულატორიული მკურნალობა: "მთავარია, მედიკამენტები იყოს სწორად მიცემული, ამბულატორიულადაც ეფექტური იქნება მკურნალობა. ვფიქრობთ, რომ უკეთესია პაციენტები მცირე დროის განმავლობაში იყვნენ სტაციონარში და იმკურნალონ ამბულატორიულად". ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აბასთუმანში ტუბერკულიოზით მკურნალობა შესაძლებელი აღარ იქნება და ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც აბასთუმანში შენდება, მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. სამინისტროს ჯერ–ჯერობით არ აქვს გეგმები იმ ძველ შენობასთან დაკავშირებით, რომელშიც ჯერ კიდევ ტუბსაავადმყოფოა განთავსებული: "დიდიხანია ვიცით, რომ ეს შენობა სამედიცინო მიზნებისათვის შეუთავსებელია და არც არასდროს გვქონია გეგმა, რომ სხვა მიზნით გამოგვეყენებინა. არც ახლა გვაქვს". ტუბერკულიოზის მკურნალობის მედიკამენტურ მეთოდებზე საუბრობენ ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებათა ეროვნულ ცენტრშიც, მისი წარმომადგენელი ნანა ქირია "სამხრეთის კარიბჭესთან" განმარტავს, რომ "მსოფლიომ ტუბერკულოზის სამკურნალოდ კლიმატოთერაპიულ მეთოდზე უარი თქვა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების სინთეზირების შემდეგ. დადგენილია, რომ კლიმატოთერაპია არ იწვევს ტუბერკულოზისაგან განკურნებას. განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომლებიც ანადგურებენ ტუბერკულოზის გამომწვევს ადამიანის ორგანიზმში". ცენტრის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, ბოლო წლებში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ეს მკურნალობის ახალმა მეთოდებმაც გამოიწვია.  აღნიშნული ცენტრი 250 საწოლზეა გათვლილი და ახლა აქ 160 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ექვსი, რამდენიმე დღის წინ, აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოდან გადაიყვანეს. რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, 2019 წელს ტუბერკულიოზის სამი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი ახალციხეში და ერთი ბორჯომში. სხვა მუნიციპალიტეტებში არცერთი შემთხვევა ფიქსირდება.  2018 წელს, სამ მუნიციპალიტეტში ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში 14 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ასპინძაში, ახალქლაქსა და ნინოწმინდაში არცერთი. ასპინძაში ბოლო სამი წელია, დაავადების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, დაავადების გამოვლენა შემცირებულია. დღეისათვის, საქართველოში აბასთუმნის გარდა, ტუბერკულიოზზე სტაციონალური მკურნალობა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ტუბსაავადმყოფომ პაციენტების სტაციონალური მკურნალობა შეაჩერა და ამბულატორიულზე გადავიდა. აქ მყოფი 25 პაციენტიდან შვიდი სტაციონალში გადაიყვანა, ხოლო 18 ამბულატორიულ მკურნალობაზე.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/352156/?fbclid=IwAR2uTKiDoTKjLmdftH7YwWqSunUUPXPUC1zvr5ZwG882hgKu0L3vSTKwz1w

სოცსააგენტომ გორელ ქალს 10 ლარის გამო სასამართლოში უჩივლა

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა გორის მკვიდრ 29 წლის ქალს სასამართლოში უჩივლა ზედმეტად ჩარიცხული 10 ლარის გამო. გორის სათემო რადიო “მოზაიკამ” გაავრცელა. რადიოს ცნობით, გორის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი, ინიციალებით მ.კ., დახმარების სახით ყოველთვიურად იღებდა 10 ლარს. გარკვეული დროის შემდეგ მისი ოჯახის ორ წევრს ლეგალური შემოსავალი შეუვიდა, რასაც “მოჰყვა ოჯახის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება”, თუმცა ოჯახს ამის შესახებ სოციალური სააგენტოსთვის არ უცნობებია. რადიოს ინფორმაციით, იმ დროისთვის, როდესაც ოჯახს შემოსავალი დაუფიქსირდა, სააგენტოს უკვე ჩარიცხული ჰქონდა 10 ლარი, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ შემოსავლის შესახებ გაიგო, უწყებამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია სოციალურ სააგენტოში დაუდასტურეს. სააგენტოს თანახმად, ოჯახს ორი წევრის “ლეგალური შემოსავლის მიღების გამო შეუწყდა რეგისტრაცია”, მათ “ზედმეტად/არასწორად მიიღეს 2017 წლის სექტემბრის თვის საარსებო შემწეობა 10 ლარი”. სააგენტოს თანახმად, ოჯახი მათ ორჯერ გააფრთხილეს, თანხა დაებრუნებინათ — 2017 წლის 6 დეკემბერსა და 2018 წლის 9 იანვარს; სააგენტოს თანახმადვე, ოჯახმა “არ აიღო ვალდებულება თანხის დაბრუნებაზე და დაიწყო სასამართლო წარმოება. თანხის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა”. “მოზაიკის” თანახმად, მოსამართლემ სოციალური მომსახურების ცენტრის საჩივარი დააკმაყოფილა და მოქალაქეს 10 ლარის გადახდა დააკისრა.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://fortuna.ge/fortuna/post/sakhelmwifom-bosha-bavshvebs-alternatiuli-ckhovreba-unda-shestavazos-nino-lomjaria?fbclid=IwAR2Y7hfDNumQjRy8oYYQEfDgivhIKsMTOUfsS6MAqVnbTXd9POQRs0_CHTU

სახელმწიფომ ბოშა ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება უნდა შესთავაზოს - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფომ ბოშა ბავშვებს ალტერნატიული ცხოვრება უნდა შესთავაზოს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი უახლოეს მომავალსი, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშს წარადგენს, სადაც ნათქვამია, რომ ბოშები ნორმალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ინტეგრირდებიან. მისივე თქმით, ძალიან მცირეა იმ ბოშა ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საჯარო სკოლებში დადიან. „ძალიან მალე პარლამენტში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიშს წარვადგენთ. ამ ანგარიშში ჩვენ ბოშათა და ბოშა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნორმალურ ცხოვრებაში ბოშათა ინტეგრაციის პროცესი ძალიან დაბალია. რაც უფრო მაღალ კლასში გადადიან ბოშა ბავშვები, უფრო მეტად და მკვეთრად მცირდება მათი დასწრების მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, ვინც საჯარო სკოლებში ირიცხებიან, მაღალ კლასებში სკოლას მთლიანად ტოვებენ და სავარაუდოდ თავს ქუჩაში ცხოვრებით ირჩენენ,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ბოშა ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია. ომბუდსმენი გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით, სახელმწიფოს ძალიან სუსტი პოლიტიკა შეიცვალოს.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=201090-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%2C+%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%90&fbclid=IwAR1G-qtDg-PSDcXCrqeulbk3YIGtJ21JKX9V_3jXJYApHP3jbsSSpwgv2ss

 

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   http://batumelebi.netgazeti.ge/news/191187/?fbclid=IwAR026JcF0xlTdhW66f3zELxu-te8Uw2HEoEXSaGmYQ0yDiNI2Okv-MLR3pk

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ექიმები თავდასხმისგან დაცვას ითხოვენ

„ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, ასეულობით ათასი პაციენტი კვდება სამედიცინო შეცდომების გამო… ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს შეცდომები, რომელიც გარდაუვალია. ჩვენ გვჭირდება პროაქტიული სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, როცა ეს შესაძლებელია,“ – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა დარახველიძე. მას ვკითხეთ ე.წ. „სამედიცინო შეცდომებზე“ სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა რამდენად ადეკვატურია და ეფექტური. ექიმების პროფესიული, თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა ძირითადად მხოლოდ კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევებში აქტიურდება. ბოლო ასეთი შემთხვევა 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალება იყო. ის მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით „მედცენტრში“ გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს ადანაშაულებს, სადაც მელანო თავდაპირველად მივიდა. ამ საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს. მიმდინარეობს გამოძიებაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა დარახველიძე ფიქრობს, რომ არსებული რეგულაცია, როცა თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევას სამედიცინო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს, მტკიცებულებაზე ორიენტირებული სისტემაა. იგი ასევე არ ეთანხმება შეფასებას, რომ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დროში გაწელილია. „საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების შესაბამისად. ის არა ვარაუდებს, არამედ მხოლოდ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ და მსჯელობის საგანი ხდება ასევე არსებული გაიდლაინები, განიხილება კლინიკური თვალსაზრისით გაწეული სამედიცინო დახმარება შეესაბამებოდა თუ არა ქვეყანაში არსებულ გაიდლაინებს, თითოეული ექიმის საქმე წყდება ამ გზით… შესაბამისად, დასკვნა უნდა იყოს ზუსტი და მისი განხილვა არ უნდა ემსახურებოდეს ფორმალიზაციის პროცესს… ვინც არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, შეუძლია მიმართოს სასამართლოს,“ – გვითხრა მარინა დარახველიძემ. რატომ აქვთ ადამიანებს განცდა, რომ რეალურად არ ისჯებიან ექიმები? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ოფიციალური სტატისტიკაც შევახსენეთ, რომელიც „ბათუმელებს“ სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მოაწოდა და რომლის მიხედვითაც, 2018 წელს 348 ექიმის საქმიდან მხოლოდ ორს შეუჩერდა სრულად სახელმწიფო სერთიფიკატი. „ის, რაც ჩვენთვის არის სტატისტიკა, კონკრეტული ადამიანისთვის არის სახელი და გვარი, ემოციური ფონი ძალიან მაღალია და ეს გასაგებია. პროფესიულმა საბჭომ პერსონალურად უნდა იმსჯელოს. არ ვლინდება ყოველთვის პაციენტის, ან მისი ახლობლის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები… ზოგჯერ პაციენტის, ან მისი ოჯახის შეხედულება არ ემთხვევა პროფესიული საზოგადოების შეხედულებას. პაციენტი ფიქრობს, რომ ექიმი უნდა მოქცეულიყო ასე და ასე, მაგრამ მას ხშირად სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია“ – ამბობს მარინა დარახველიძე. ჯანდაცვის ექსპერტის, თენგიზ ვერულავას თქმით, ევროპის ქვეყნებში უკვე მიღებული პრაქტიკაა სამედიცინო ინტერნეტპორტალზე კლინიკებისა და კონკრეტული ექიმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება. მისივე თქმით, პორტალზე პაციენტი ნახულობს ინფორმაციას ექიმების წარმატებისა და შეცდომების შესახებ. „კულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, პირდაპირ გადმოღება არ იქნება მიზანშეწონილი… სავალდებულო არ არის ზუსტად გავიმეოროთ რომელიმე ქვეყნის მოდელი, თუ ის არ იქნება ადაპტირებული ჩვენი ქვეყნისთვის“ – მიიჩნევს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარინა დარახველიძე. მან ასევე გვითხრა, რომ ამ იდეაზე შესაძლოა პროფესიულმა წრეებმა იმსჯელონ. განიხილავს თუ არა ხელისუფლება და კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის რეაგირების სხვა მოდელს? – მარინა დარახველიძის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე სხვა მოდელი არ განიხილება. „მაგალითად, სამედიცინო პერსონალი მიიჩნევს, რომ ისინი თავდასხმის მსხვერპლნი არიან, მათ შორის, ფიზიკური. ისინი ითხოვენ დაცვას… ასე რომ ჩვენ ბევრი გვაქვს სამსჯელო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს მარინა დარახველიძემ.

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://1tv.ge/video/pirveli-auditoria-ratom-rcheba-umushevroba-qveynis-umtavres-gamowvevad-wlebis-ganmavlobashi/?fbclid=IwAR3ggQ8fHbbvlyU-mGvcQx_HkAxZ1ayog_gTU3vmKSmYaow11QF2ngOI4O0

პირველი აუდიტორია - რატომ რჩება უმუშევრობა ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად წლების განმავლობაში

---

 

28.03.2019

მედიასაშუალება:   https://www.ambebi.ge/article/232871-mdgomareoba-damzimda-gadavarchinot-axalgazrda-deda-34-clis-tiko-gelashvils-sazogadoebis-daxmareba-esachiroeba/?fbclid=IwAR1OHcmao7ky9GMFgX_p87t4k3vQWnZB93m-8-FONts8i7-mlpMie85VU9w

"მდგომარეობა დამძიმდა, გადავარჩინოთ ახალგაზრდა დედა" - 34 წლის თიკო გე­ლაშ­ვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

---

 

ბეჭდვითი მედია

29.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

სოციალური მუშაკების პროტესტი გაგრძელდება - რაზე ვერ შეთანხმდნენ მინისტრთან

დიალოგი არ შედგა, სოციალური მუშაკების პროტესტი გაგრძელდება - ეს გადაწყვეტილება მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს. ისინი რამდენიმე დღეში სამინისტროსგან შუალედურ გადაწყვეტილებას ელიან, რომელიც ორივე მხარისთვსი მისაღები იქნება, ამის შემდეგ კი აქციებს შეწყვეტავენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მისნისტრის გეგმაში ხელფასების ზრდა არ შედის და მათ მოლაპარკების დროს ნაწილობრივ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათი პრობლემები მოგვარდეს. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ასევე, ამ შეთანხმებული პუნქტების დაუყოვნებლივ შესრულება უნდა მოხდეს და მინისტრისგან ელიან დოკუმენტს, სადაც ახსნილი უნდა იყოს რა ვადებში მოხდება მათი შეთენახმებული პუნქტების შესრულება. მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ მოხდება კადრების 50 ადამიანამდე გაზრდა, ასევე მოგვარდება ფსიქოლოგის, იურისტის, ტრასპორტის პრობლემა და მათ ადმინისტრაციული ვალდებულებები მოეხსნებათ. სოციალური მუშაკების პრობლემები კი ასე გამოიყურება: მათ აქვთ ბევრი საქმე და ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოში 68 ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. სოციალური მომსახურების სააგენტო შრომით ბაზარზე სოციალურ მუშაკთა ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მუშაკის ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თბილისში 680 ლარია, უფროსი სოციალური მუშაკის კი - 800 ლარი. ქვეყნის მასშტაბით სააგენტოში სულ დასაქმებულია 239 სოციალური მუშაკი, მათგან 68 თბილისში. თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, დასაქმებულთა სტატისტიკა მუდმივად იცვლება, რადგან ხშირია კადრების გადინება. საქართველოს მასშტაბით ჰყავთ 11 ფსიქოლოგი, აქედან მხოლოდ ერთი თბილისს. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ფსიქოლოგთან შეხვედრას 7 თვე ელოდება. ასევე ერთ სოციალურ მუსაკს შესაძლოა 150-მდე ბენეფიციალი ჰყავდეს მიბარებული. ამ ყველაფერს კი ხელფასზე მიბმული ტრანსპორტირების ხარჯი ემატება. სოციალურ მუშაკს ხშირად უწევს გადაადგილება. კვირაში ერთხელ უნდა მოინახულოს ბავშვი, რომელიც მინდობით აღზრდაშია, ასევე ბავშვები რეინტეგრაციაში. სოციალურ მუშაკს ასევე ხშირად უწევს ტრანსპორტირება შეფასებების ეტაპზე, სკოლაში ვიზიტის, მონიტორინგის, არაგეგმური გამოძახებისას და ა.შ. მათ ხელფასში კი შედის ტრანსპორტირების ხარჯიც. ზეგანაკვეთური შრომა კი ანაზღაურებადი არ არის, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ მუშაკებს ხშირად შაბათ-კვირასაც უწევთ მუშაობა და არასამუშაო საათებშიც. სააგენტო სოციალურ მუშაკებს სამივლინებო ხარჯს უნაზღაურებს. თბილისში დასაქმებულებს თბილისის მერია სამგზავრო ბარათებით უზრუნველყოფს. სოციალური მუშაკის მარიამ ბანძელას განცხადებით, გაფიცვა გრძელდება და ისინი სამინისტროსგან ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება რა ვადებში მოხდება მათთვის იმ მოვალეობების მოხსნა, რომელიც მათ არ ევალებოდათ და მაინც ასრულებდნენ. მაგალითად, ბანძელი ამბობს, რომ ეს არის ადმინისტრაციული მოვალეობები, რომელიც წესით მათ არ ეხებათ. ისინი სამინისტროსგან ამ დოკუმენტს ელიან, რომელსაც თვითოეულ მუშაკთან განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. „განვიხილეთ კონკრეტული მუხლები და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნაწილობრივ შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგალითად, როგორიც არის კადრების დამატების საკითხი და მინისტრი ამას სამთავრობო სხდომაზე გაიტანს. "თუმცა, ჩვენს მოთხოვნებში არის რამდენიმე პუნქტი, რაც მინისტრის გეგმას არ პასუხობს. მაგალითად, ხელფასების ზრდა, როგორც ამ შეხვედრაზე გვითხრეს ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შუალედურ შეთანხმებას, რომელიც სამინისტრომ უნდა მოგვაწოდოს და გვითხრას რა გონივრულ ვადებს გვთავაზობს ამ პირობების შესასრულებლად. „ამ ეტაპზე გაფიცვა გრძელდება და ჩვენ ისევ გაფიცვის რეჟიმში ვართ. ჩვენი მოთხოვნების 22-ი პუნქტიდან 6 პუნქტამდე ჩამოვედით. ეს პუნქტები ძირითადად ბენეფიციალების და სოციალური მუშაკების საჭიროებებზეა მიმართული. პირველი რაც შეხდებრაზე განვიხილეთ იყო ის, რომ მოხდება ადმინისტრაციული ვალდებულებების ჩვენთვის ჩამოშორება. ასევე, მოგვარდება ტრასპორტის, ფსიქოლოგის და იურისტი პრობლემა. "აუცილებლად მოვითხოვთ ხელფასების ზრდის კონკრეტულ მითითებებს და ამასაც დაველოდებით. აუცილებელია სოციალური მუშაკებისთვის ახალი კადრების დამატება რადგანაც ისევ 150 საქმის კეთებით ვერ დავბუნდებით. ჩვენ ვითხოვთ, რომ 50 მუშაკის დამატება მოხდეს, რაზეც მივიღეთ თანხმობა, თუმცა, პლუს 20 ადამიანი კიდევ უნდა დაემატოს, რომელიც სპეციალურად გადამზადდება და ისინი უშუალოდ საპროცესო მოვალეობებს შეითავსებენ", - აცხადებს სოციალური მუშაკი მარიამ ბანძელა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 4-პუნქტიანი გეგმით სთავაზობს სოცმუშაკებს პრობლემების მოგვარებას. სერგეენკო იმედოვნებს, რომ შეხვედრის შემდეგ გაფიცვა დასრულდება სოციალური მუშაკები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს. "ვფიქრობ, რომ გაფიცვა დასრულდება, საბოლოო შეთანხმება არის ასეთი, რომ უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ამას, რაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, უკვე ფორმალიზებულად, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფცვის შეწყევეტაზე... ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება," - ამბობს დავით სერგეენკო. მინისტრი ამბობს, რომ რჩება საკითხები, რომელთა შესრულებაც ფიზიკურად შეუძლებელია. ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ 2020 წლიდან მოხდება. სერგეენკო ასევე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე გამოცხადდება ვაკანსია 50 ახალი სოცმუშაკის თანამდებობაზე, თუმცა, ეს ციფრიც არ არის დამაკმაყოფილებელი გაფიცულებისთვის, რადგან ისინი 70 კადრის დამატებას ითხოვენ. საერთაშორისო ნორმით, 10 ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკი ან, საუკეთესო შემთხვევაში, 5 ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს. საქართველოში კი, საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით, ერთ სოციალურ მუშაკზე 15 557 მოსახლე მოდის. დეპუტატი და „ოცნების" ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს ადამიანები ელემენტარულად საბაზისო პირობების დაკმაყოფილებას ითხოვენ, რათა თავისი სამუშაო შესრულონ და ამისთვის სამუსაო პირობები ჰქონდეთ. ხოლო მინისტრისგან უბრალოდ დაპირებების გაკეთება წარმოუდგენელია. მისი აზრით, ნებისმიერ შეთანხმებას იურდიული ძალა უნდა ჰქოდეს და თუ ის არ შესრულდება პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. დეპუტატი ამბობს, რომ სოციალურ მუშაკებს ხისტი პოზიცია არა აქვთ. ისინი მხოლოდ ისეთ პირობებს ითხოვენ, რომ მოემსახურონ ოჯახებს და მათი პრობლემები მოაგვარონ. „ჩვენ სოციალური პოლიტიკის არსი არ გვაქვს გააზრებული. მინისტრის რამდენიმე განცხადება იყო, რომ ხელფასების ზრდა წარმოუდგენელია და მათი ჩანაცვლება შესაძლებელია. "ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ამ ადამიანების მუშაობას 20 წლიანი სტაჟი სჭირდება. მათ უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული და სპეციფიური განათლება აქვთ მიღებული. ასევე დეტალურად იცნობენ ყველა ბენეფიციალის პრობლემებს. "ჩანაცვლება ასე ადვილად შეუძლებელი იქნება. ამიტომაც ველით, რომ მოხდება უფრო გონივრული გადაწყვეტილების მიღება და ამ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდება",-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5972842&name=29.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

29.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

სახელმწიფომ სოციალურად დაუცველს 10 ლარის გამო უჩივლა

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა გორის მკვიდრს, სოციალურად დაუცველ მ.კ. – ს ზედმეტად ჩარიცხული 10 ლარის უკან დაბრუნების გამო სასამართლოში უჩივლა. მ.კ. სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ყოველთვე იღებდა დახმარებას 10 ლარის ოდენობით. სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივრის მიხედვით, მ.კ.-ს ოჯახის ორ წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი, რასაც მოჰყვა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ცენტრში აღნიშნეს, რომ მ.კ.-ის ოჯახმა ამის შესახებ უწყებას არ აცნობა. იმ დროისთვის კი, როდესაც მ.კ. -ს ოჯახის წევრებს შემოსავალი დაუფიქსირდათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის 10 ლარი უკვე ჩარიცხული ჰქონდა. შესაბამისად, უწყებამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სოციალური მომსახურების ცენტრის საჩივარი და მ.კ.-ს დააკისრა 10 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5973031&name=29.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 ​