მედიამონიტორინგი 29.05.2019
ტელევიზია
29.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
31 მაისს ბათუმში დასაქმების ფორუმია დაგეგმილი. ფორუმის მიზანი კი შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებაა. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაოები ადგილები კი სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო, საფინანსო, ტურიზმის წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროდან იქნება. ვორკნეტ.გოვ.ჯი-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ამ ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6111660
---
28.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
კიდევ ერთი ტრაგედია ტყიბულში. ქვანახშირის კარიერში ჩავარდნილი 55 წლის მამაკაცის ცხედარი, მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, ღია ტიპის კარიერში მოხდა. გარდაცვლილი „საქნახშირში“ ელმავლის მემანქანედ მუშაობდა, თუმცა როგორც ირკვევა, მომხდარის დროს სამუშაო დღე არ ჰქონდა. ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები შარშანდელი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ შეჩერებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წიაღისეულს მათი ყოფილი ქვეკონტრაქტორები ადგილზე უკანონოდ მოიპოვებდნენ, რაზეც შესაბამის უწყებებს რეაგირებაც მოსთხოვეს. როგორც „საქნახშირში“, ისე სახელმწიფო უწყებებში მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6111465
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6111459
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6111414
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6111146
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6110511
---
28.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დონორი ორგანიზაციები და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც. მხარეებმა დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებთან ერთდ განიხილეს ტყიბულში არსებული ვითარებაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6111161
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6110269
---
28.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
პარლამენტში კი დღეს, განცხდებები ჭიათურაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მაღაროელების შიმშილობასთან დაკავშირებითაც გაკეთდა. ოპოზიციის წევრებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. მთავრობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმისთვის, რომ ადამიანები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე არ მიეყვანა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6110014
---
28.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რა პრობლემები ექნებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, იციან თუ არა პედაგოგებმა როგორ იმუშაონ სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებთან, ართმევს თუ არა მათ არსებული გარემო განათლების უფლებას. დღევანდელი "რისკ ფაქტორი" გაგაცნობთ როგორია შშმ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა საბავშვო ბაღებში. სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა თავის ანგარიშში ის პრობლემები და ის არსებული მდგომარეობა, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ხდება. გარდა იმისა, რომ არის პრობლემები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არის საკმაოდ დიდი პრობლემა პედაგოგოების დამოკიდებულების ბავშვების მიმართ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109773
---
28.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტი დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. დოკუმენტით არასრულწლოვნებს ეზღუდებათ წვდომა თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებსა და პორნოგრაფიაზე. ასევე 18 წლამდე მოზარდებისთვის მკაცრდება კონტროლი ღამის კლუბებსა და კაფე-ბარებში, სამართალდამრღვევებისთვის წესდება სანქციებიც. ჯარიმები 1000-იდან 5000- ლარამდე მერყეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6110920
---
ინტერნეტი
28.05.2019
მედიასაშუალება:
---
28.05.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=84281
კომისიამ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხზე მუშაობა დაიწყო
ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ სახლის შესყიდვის თაობაზე, 500-მდე ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. მიმდინარე წელს, სამინისტრო სახლს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 165 ოჯახს შეუსყიდის. ეკომიგრანტ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. კომისია ასევე განიხილავს 130 ეკომიგრანტი ოჯახისათვის იმ საცხოვრებელი სახლების დაკანონების საკითხს, სადაც ისინი უკვე წლებია ცხოვრობენ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
---
28.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/474509
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის დახვეწაზე მსჯელობენ
„შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და პარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს კანონმდებლობა და კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდეს საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქცია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტში დღეს, შრომით საკითხებთან დაკავშირებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არაერთი კანონია მიღებული, მათ შორის, ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ამ სფეროში სტანდარტებს აუმჯობესებს. თუმცა, მისივე შეფასებით, საჭიროა კანონმდებლობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მეტად დახვეწა და განვითარება. ირაკლი კობახიძემ ამ მიმართულებით, დონორთა მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელებენ. „საჭიროა ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ახალ ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უკვე მიღებულია, თუმცა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს დახვეწას, მათ შორის, „შრომის კოდექსში“ და ამაზე დღეს დეტალურად გვექნება საუბარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძე ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა. „ზოგადად, ამ მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები. ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ არის სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ, ამ შემთხვევაში, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და დაკმაყოფილდა მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია და რაც აჩვენებს იმას, რომ დადებითი ტენდენცია იმ კუთხით, რომ მეტად ხდება მშრომელების ინტერესების და მათი სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას მყარი საფუძველი კანონმდებლობამ უნდა შეუქმნას. ირაკლი კობახიძემ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც, შესაძლოა, „შრომის კოდექსში“ განხორციელდეს. „საუბარია არაერთ ცვლილებაზე, რომელიც, შეიძლება, „შრომის კოდექსში“ განხორციელდეს, მათ შორის, ანაზღაურების კუთხით, შვებულებების კუთხით და ა.შ. ასევე, ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საზედამხედველო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, საერთაშორისო დონორების თანადგომას და მხარდაჭერას ველოდებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით, კოორდინირებული და ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი თქმით, ამ მიმართულებებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რამდენიმე კომიტეტი მუშაობს და არსებობს შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც. „იმისთვის, რომ უფრო კოორდინირებული და ეფექტური იყოს ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო და შემდგომ, საზედამხედველო საქმიანობა, რომელშიც ძალიან აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გვინდა, რომ მოხდეს კოორდინაცია და იმ მიმართულებით წარვმართოთ მუშაობა, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული შედეგზე“,- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს – პარლამენტის წევრის განცხადებით, საჭიროა „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ კანონის ეტაპობრივი გაძლიერება. „გეგმაში გვაქვს, რომ განვახორციელოთ „შრომის კოდექსის“ ფუნდამენტური რეფორმა, სადაც ყველა ის დირექტივა აისახება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, ის პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით დგას – ზეგანაკვეთური სამუშაო, დასვენების დღეები, შვებულებები და სხვა საკითხები, რომლებსაც მოწესრიგება სჭირდება. ასევე, ინსტიტუციური მექანიზმების, შრომის ინსპექციის გაძლიერება და ძლიერი, დამოუკიდებელი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც კანონების აღსრულებაზე მონიტორინგს ეფექტურად განახორციელებს“,- განუცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.
---
28.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/474547
მაღაროელი თემურ შეყილაძე: მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა – ჭიათურა სიცოცხლეს აგრძელებს
ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თანადგომისთვის მადლობას უხდიან და 27 მაისს გამართული შეხვედრის შედეგებს აფასებენ. როგორც საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, მაღაროელები ითხოვდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ. „ჩვენ ვითხოვდით, რომ ყოფილიყო პატიოსანი კაცის დაფასება, ყოფილიყო სისუფთავე ჩვენს პატარა ქალაქში და ისეთი საავადმყოფო, სადაც ნორმალურად მიხვალ და გაესინჯები. მადლობა ჩვენს მინისტრებს ჩამობრძანებისა და გვერდში დგომისთვის, ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციას, გვერდში გვედგნენ თავიდან ბოლომდე, მადლობა ისევ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენთან დიალოგზე და წამოვიდნენ დათმობებზე, ცოტა ჩვენც წავედით დათმობებზე და მივაღწიეთ იმას, რომ ჭიათურა ისევ ცოცხლობს“, – აცხადებს თემურ შეყილაძე. შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, ჭიათურაში ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მინისტრებმა საწარმოს წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც შედგა ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელფასების ეტაპობრივ მატებას, ასევე – შრომის გაუმჯობესებულ პირობებს.
---
28.05.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/chiaturis-magaros-tanamshromeli-xelfasis-motxovnac-aratu-nawilobriv-ufro-kargad-sachvenod-dakmayofilda
ჭიათურის მაღაროს თანამშრომელი: „ხელფასის გაზრდის მოთხოვნა არათუ ნაწილობრივ, არამედ უფრო კარგად, საჩვენოდ დაკმაყოფილდა“
ჭიათურა დღეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა - მაღაროელებმა მუშაობა განაახლეს. მათი განცხადებით, შეთანხმება, რომელიც გუშინ მინისტრების თანდასწრებით საწარმოს თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შედგა, ორივე მხარისთვის მისაღებია. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც პირი ჰქონდა ამოკერილი, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. „ხელფასის მოთხოვნაც არათუ ნაწილობრივ, უფრო კარგად, საჩვენოდ დაკმაყოფილდა. ჩვენთვის მისაღებია 25%-იანი ზრდა პირველი ივნისიდანვე და 10%_იანი ზრდა ერთი წლის განმავლობაში. კმაყოფილები ვართ და რა თქმა უნდა, ყველანაირი პროტესტი მთავრდება“, - განაცხადა რომან კუპატაძემ. შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით ჭიათურაში ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მინისტრებმა საწარმოს წარმომადგენლებთან და გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც შედგა ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელფასების ეტაპობრივ მატებას, ასევე გაუმჯობესებულ შრომის პირობებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, ხელფასების ზრდა კონკრეტულად გაიწერება მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, გადაიარაღებას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პუნქტების გახსნას ადგილზე და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. „ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა კომპანიის მიმართ, რომ ყველა ეს პირობა შესრულდეს დაუყონებლივ, ამას დავაკვირდებით და ჩვენ ვართ გარანტორები, რომ შეთანხმება, მითუმეტეს, ამ ნაწილში, შესრულდება“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
---
28.05.2019
„ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთათვის ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
„ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთათვის ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ ხელფასების არასრულად გაცემასთან დაკავშირებით, კომპანიის ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე პასუხობს: ლომინაძის თქმით, თუ მოხდა რაიმე სახის უზუსტობა, ადმინისტრაცია მყისიერად გამოასწორებს და მოახდენს თანხების შესაბამისად კორექტირებას: „მოგახსენებთ, რომ კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა აპრილის თვის ხელფასები გასცა სრულად. ჩვეულ რეჟიმში ხდება ხოლმე, ხელფასამდე ე.წ ქვითრები დარიგება, სადაც მითითებულია თუ რა სახის ანაზღაურებას იღებს იმ თვეში თითოეული მუშა-მოსამსახურე, თუმცაღა ჩვენი თანამშრომლების თხოვნით, მოხდა პროცესის აქსელერაცია და პირველ რიგში გაიცა ხელფასები, არ დარიგებულა ქვითრები, რომელიც უფრო ახსნაგანმარტების ხასიათს ატარებს. ეს ე.წ ქვითრები დარიგდება ხვალ და გაირკვევა აღნიშნული საკითხი. ამ დროისთვის მოგვმართა 40-მდე ადამიანმა და მათთან მოხდა მათი ანაზღაურების დეტალურად განხილვა, შესწავლა და დადასტურდა ის გარემოება, რომ ხელფასები გაცემულ იქნა სწორად. იმ შემთხვევაში თუ მოხდა რაიმე სახის უზუსტობა ადმინისტრაცია მყისიერად გამოასწორებს და მოახდენს თანხების შესაბამისად კორექტირებას. დამატებით გადარიცხავს იმ თანხებს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას. ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც დასაქმებულთა მხრიდან დაისმება, კომპანია მყისიერად რეაგირებს და მზად არის ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან დასმულ კითხვებს დროულად გასცეს პასუხი“-განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/548884-jorjian-manganezi-dasakmebultatvis-xelpasebis-daklebastan-dakavshirebit-gavrcelebul-inpormacias-uarqops/
---
28.05.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/roman-gociridze-chiaturis-problema-mtavrobis-sheqmnilia
რომან გოცირიძე: ჭიათურის პრობლემა მთავრობის შექმნილია
„ჭიათურის პრობლემა არის მთავრობის შექმნილი და ამ სამწლიანი უკანონო დროებითი ადმინისტრაციის მართვის შემდეგ, ეს ქონება თავის პატრონს სასწრაფოდ დაუბრუნეთ,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ჭიათურაში პრობლემის მოგვარება არ ხდება და შექმნილი კრიზისის სათავე საქართველოს მთავრობიდან მოდის. „სამი წლის განმავლობაში ჭიათურა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ფაქტობრივად, მთავრობის მიერ დანიშნულ თაღლითებს გადაეცათ. ჩამოაშორეს მესაკუთრე, დაინიშნა დროებითი მმართველი; დროებითი მმართველი ერთი შეხედვით თითქოს კეთილი სურვილებით დაინიშნა, რომ ამ საწარმოს ეკოლოგიური პრობლემები მოეგვარებინა; სინამდვილეში, ეს ჯგუფი ქარხანას სამი წელია ძარცვავს, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის პერიოდში ფეროსა და ჭიათურის კომბინატს ანადგურებდა. ამ ადამიანებს ფულის საკეთებელი ორმო გადაეცათ იმის გამო, რომ ისინი ამ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ. ეს ადამიანები სამი წელია მართავენ ჭიათურასა და ფეროს, სხვის ქონებას და ამ ქონების მესაკუთრის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გუშინ შეწყდა. როგორც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” და გაფიცვაში მონაწილეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმების შედეგადაც გადაწყდა, რომ: “ჯორჯიან მანგანეზი” უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით, თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე. 2. “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს. 3. “ჯორჯიან მანგანეზი” დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის - თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას. 4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს. 5. “ჯორჯიან მანგანეზი” განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას. 6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს “ჯორჯიან მანგანეზი” განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას. 7. “ჯორჯიან მანგანეზი” და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს. 8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა.
---
28.05.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/31-maiss-batumshi-dasaqmebis-forumi-gaimarteba/34516
31 მაისს, ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება
31 მაისს, ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან არის. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს (15:00 საათიდან 18:00 საათამდე). ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ბათუმის დასაქმების ფორუმი 31 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N33, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმი“.
რუსთავი2.ჯი- http://rustavi2.ge/ka/news/134567?fbclid=IwAR39dHI7gyHDQaqqyRyubIoCZmcw9hn4CQFyXCTyCSHXbzLlrg-SCbfEvAY
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/index.php?id=84269&fbclid=IwAR1IFcdQJ9uDv3qNgcU9Bs9xIIZFZqaAxdpbk_lJiNG1-SbU56IXfjPZJxA
კვირა.ჯი-http://kvira.ge/474483?fbclid=IwAR0ODCwplXaO2JgkovolkR0I0qmQJdO31dJ5pcRcPLb0kA25Lu7VFk00y2E
აიტივი.ჯი- https://itv.ge/?m=3&CID=59060
---
28.05.2019
“ლადო კახაძის ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების 100 %-ამდე გაზრდასთან დაკავშირებით, პოპულისტურია“
„საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის გაზრდა — 100%-მდე. ანუ მოსახლეს, რომელსაც გაუჭირდება, დამატებითი სახსრების მოძიება პრაქტიკულად აღარ დასჭირდება და ზედა ზღვარის ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო მთლიანად გვერდით დაუდგება.“ — აღნიშნული ინიციატივა მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჯერ კიდევ შუალედური არჩევნების პირველი ტურის პერიოდში გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, მეორე ინიციატივა ეხება ურთულეს გამოწვევას - ქრონიკულ დაავადებას. „კომერსანტი“ დაინტერესდა — რამდენად შესაძლებელია საყოველთაო ჯანდაცვის 100 %-იანი დაფინანსება? გააჩნია თუ არა ქვეყნის ბიუჯეტს შესაბამისი რესურსი, რომ კახაძის დაპირება რეალობად იქცეს? „ეს შეუძლებელია. ლადო კახაძის ინიციატივა არის პოპულისტური და პრიმიტიული განცხადება, საქმეში ჩაუხედავი ადამიანის სიტყვებია. შეიძლება იყო კარგი ექიმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა გესმოდეს,“ — ასე პასუხუბს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ლადო კახაძის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. სერგო ჩიხლაძე ციფრებზე დაყრდნობით მარტივად ხსნის, რატომ არის შეუძლებელი ქვეყნის ბიუჯეტს ფარგლებში აღნიშნული ინიციატივის შესრულება: „ისედაც გვაქვს არახარჯთეფექტური სისტემა, ვერანაირ შედეგზე ვერ გავდივართ და ყოველწლიურად 100 მილიონი ლარის დეფიციტური ხარჯვა ფიქსირდება ამ მიმართულებით. აღარაფერს ვამბობ იმ მრავალმილიონიან დავალიანებებზე, რაც სახელმწიფოს აქვს კლინიკების, სამედიცინო პერსონალის და სხვათა მიმართ. მაგალითად, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ბოლო წლებში დეკლარირებულად გაწერილია 30 მლნ. ლარზე მეტი დეფიციტური ხარჯვა, ანუ ოფიციალურ პროგრამას დასჭირდა ბევრად მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო. 100 %-იანი დაფინანსება ნებისმიერი განვითარებული ქვეყნების პირობებშიც სხვადასხვა თანადაფინანსების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი მთლიანი ბიუჯეტიც კი ვერ გაწვდება ლადო კახაძის ინიციატივის განხორციელებას, ამიტომ ის რეალობასთან შეუსაბამოა“. იმავე კითხვებით „კომერსანტმა“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესაც მიმართა. მისი თქმით, ლადო კახაძემ რეალური დაპირება გასცა, უბრალოდ არასწორად აუხსნა მოსახლეობას, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კახაძის მიერ გავრცელებული ინიციატივა აკაკი ზოიძემ შემდეგნაირად განმარტა: „ადამიანებმა არ იციან რამდენი მილიონია ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტში. იციან მხოლოდ ის, როცა საავადმყოფოში მიდიან, სახელმწიფო კონკრეტულ კლინიკაში რამდენ პროცენტს უფინანსებს. ეს არის მთლიანი თანხის 70 % და ზუსტად ეს იგულისხმა ლადო კახაძემაც. ესე იგი, აღნიშნული დაფინანსება გაიზრდება 90-100 %-მდე, კატეგორიების მიხედვით. შეიძლება ჟურნალისტებისთვის და ექსპერტებისთვის ცოტა უფრო სხვანაირად უნდა ეთქვა, მაგრამ მე გეუბნებით ახლა როგორც არის“,- განმარტავს აკაკი ზოიძე. კითხვაზე, ამ კონკრეტული დაფინანსებისა და კონკრეტული მიმართულებების გარდა, რამდენად აქვს ქვეყნის ბიუჯეტს რესურსი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სრულად დაფინანსდეს, ზოიძე აღნიშნავს, რომ გარკვეული პროგრამების 100 %-იანი დაფინანსება შესაძლებელია: „არსებული დაფინანსების ფარგლებშიც შესაძლებელია მკვეთრად გაიზარდოს კონკრეტული მიმართულებები. მაგალითად, გამოყოფილი 20 მილიონიდან, 100 %-მდე გაიზარდოს ქრონიკული ავადმყოფებისთვის პროგრამა, რადგან მედიკამენეტების ჩამონათვალია გასაზრდელი. ასევე 70 %-იანი თანადაფინანსების ზრდაც შესაძლებელია, რაც უკვე განვმარტე. დღეს თუ სიტყვაზე ჯანდაცვისთვის გამოყოფილია 900 მილიონი ლარი, კიდევ 100 მილიონი უნდა დავუმატოთ ამ თანხას და რაც აღვნიშნე, ყველაფერი განხორციელებადია. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ერთ დღეში გავაორმაგოთ ყველა ციფრი. ლადო კახაძემაც ზუსტად ეს იგულისხმა და თქვა“,- ამბობს აკაკი ზოიძე. “ ევროპური საქართველოს“ დეპუტატის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლადო კახაძის ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების 100 %-ამდე გაზრდასთან დაკავშირებით, პოპულისტურია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარწმუნებულია, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მკურნალობის ხარჯების სრულად ანაზღაურება შეუძლებელია. მეტიც, მსგავსი პრაქტიკა არც განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს. „ლადო კახაძეს კარგად გამოსდის სადღეგრძელოები, მაგრამ მის განცხადებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი რჩევა იქნება, კარგად დაეკითხოს აკაკი ზოიძესაც, დავით სერგეენკოსაც რას ნიშნავს 100 %-იანი დაფინანსება და მიხვდება, რომ ჯანდაცვის სისტემაში ვერ ერკვევა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი ექიმი იყოს. რაც შეეხება უშუალოდ დაფინანსებას, ჯანდაცვის სისტემაში დღეს უამრავი მწვავე პრობლემა დგას, რაც ვერ გვარდება ზუსტად არასაკმარისი ფინანსების გამო. მათ შორის, ბავშვთა განვითარების პროგრამები, ფსიქიატრია და ა.შ. ბიუჯეტი ფიზიკურად ვერ გაწვდება ამ ყველაფერს,“ - განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის თქმით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ჯანდაცვის სისტემა სრულად გამართულია, სახელმწიფო ფინანსურად ნაწილობრივ არის ჩართული პროცესებში . როგორც წესი, მოსახლეობა ნაწილობრივ ყიდულობს ჯანდაცვის დაზღვევას. ამგვარად ხდება ხარჯების განაწილება ორ სექტორს შორის (სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანია). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სხვაგვარად აფასებს მედიკამენტების დაფინანსების პერსპექტივებსაც. მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაშია შესაძლებელი: „თუ მედიკამენტების კომპონენტი არ დაემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ამ მიმართულებით დადებითი შედეგები ვერ გვექნება. თუმცა, პრობლემაა ის, რომ დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის დიზაინში ეს ჩანაწერი რომ გაჩნდეს, ბიუჯეტი ვერ მოერევა. ამიტომ, მივდივართ მარტივ გამოსავალთან - თუ გვსურს სახელმწიფო მედიკამენტებით მოსახლეობას გვერდში დაუდგეს, რა თქმა უნდა, შემოსავლების პროპორციულად, უნდა შეიცვალოს საყოველთაო ჯანდაცვის დიზაინი. შემდგომ ეტაპზე მას დაემატოს მედიკამენტების კომპონენტი. კერძოდ, თუ სახელმწიფო დღეს საავადმყოფოს უნაზღაურებს ადამიანების მკურნალობის ხარჯებს, თითოეული მათგანისთვის შეიძინოს დაზღვევის პაკეტი კერძო კომპანიებში (სადაზღვევო კომპანიები გაცილებით ეფექტურად გააკონტროლებენ ხარჯებს). ესე იგი, გამოსავალია თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ადმინისტრირებას სადაზღვევო კომპანიები მოახდენენ“ ამ საკითხთან დაკავშირებით, კომერსანტი ამ დრომდე ცდილობს ლადო კახაძესთან დაკავშირებით, თუმცა მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
---
28.05.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/56518-saertashoriso-gamchvirvaloba-sakartvelo-5-msxvili-gachianurebuli-inprastrukturuli-proekti-acharashi/
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ -5 მსხვილი გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარაში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადაამოწმა, თუ როგორ ხორციელდება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხუთი შესწავლილი ობიექტიდან ორის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში დაიწყო, თუმცა დაპირებების მიუხედავად, არცერთი მათგანი ექსპლოატაციაში მიღებული არ არის. უფრო კონკრეტულად , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილ პროექტებს შორისაა: „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - 2016 წლის 16 მარტს, ბათუმის მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შპს „სტადიონს“ 2018 წლის 18 მაისს უნდა დაესრულებინა (შპს „სტადიონს” ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, ბათუმის სტადიონის მშენებლობაც დაევალა). თუმცა, დასრულების ვადამ 2018 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ კი 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. შპს „სტადიონის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი პროექტში არსებული უზუსტობები გახდა, რის გამოც კომპანიამ დასკვნის მოსამზადებლად ექსპერტი დაიქირავა. საავადმყოფოს მშენებლობა აჭარის მთავრობას 25 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტის მიღება-ჩაბარების პროცედურები, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, დაზუსტებით რა თანხა დასჭირდება საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვას. ამ ეტაპზე საუბარია დაახლობით 35 მილიონ ლარზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის თანხა გამოყოფილი არ არის, არც საქართველოს მთავრობას სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის პროგრამაშია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული. ეს პროგრამა მთავრობამ 2019 წლის 28 იანვარს დაამტკიცა, ცვლილებები კი 14 მაისს იქნა შეტანილი. ამ სახელმწიფო პროგრამისთვის, რომელიც სხვადასხვა კლინიკის აღჭურვასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აცხადებდა, რომ საავადმყოფოს მართვის უფლება შეიძლება საერთაშორისო კომპანიისთვის გადაეცათ. მოგვიანებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ განიხილება საავადმყოფოს უშუალოდ სახელმწიფო მართვის მოდელი - მინისტრის განცხადებით, ბათუმის და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოები, საჩხერის სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის რუხის კლინიკა ერთიან სახელმწიფო კონცეფციაში მოიაზრება, რომლის მიზანი სახელმწიფო ეტალონური კლინიკების ამუშავებაა...
---
28.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/474400
“ღმერთო, არ წამართვა ჩემი შვილი” – 6 წლის თეიმურაზ შალამბერიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
6 წლის თეიმურაზ შალამბერიძე უკვე მეოთხე წელია, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო მის ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ხშირად აუცილებელ წამლებსაც ვერ ყიდულობს. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ შემოსავალს მიზერული შემწეობა წარმოადგენს. “კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, მეგობრებო! ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას”,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის ფონდში”. ფონდის წარმომადგენელი თეიმურაზის დედას ესაუბრა. -რა არის თქვენი შვილის დიაგნოზი და რა ასაკში აღმოუჩინეს მას ეს მძიმე დაავადება? მაკა: თეიმურაზი ჩვეულებრივად იზრდებოდა, არანაირი ტკივილები და ჩივილები ჰქონდა. სამი წლის რომ გახდა, თავი ასტკივდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს კისტა. იმ დღიდან ბავშვმა 8 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა, არანაირი შედეგი, ჯერჯერობით, არ გვაქვს. თავი საშინლად აქვს დეფორმირებული და დაზიანებული. სხეული, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ხშირად აქვს ეპილეფსიის შეტევები. ექიმები ამბობენ, რომ ახალი ოპერაციაა საჭირო, თუმცა თავად არ იციან, რა შედეგს მოიტანს ის. -რა თანხა გჭირდებათ ყოველთვიურად წამლების შესაძენად? მაკა: დაახლოებით, 500 ლარი. ამას ემატება ჰიგიენური საფენები და სპეციალური კვება. ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ და ამიტომ ბინის იპოთეკაში ჩადება მოგვიწია. გავყიდეთ ყველაფერი, რაც ძვირფასი გვქონდა. -რა შემოსავალი გაქვთ ოჯახში? მაკა: 200 ლარია ბავშვის პენსია, თუმცა ჩვენ მარტო 100 ლარს ვიღებთ, რადგან წინასწარ გვაქვს აღებული გარკვეული თანხა. ოჯახში ყველა უმუშევარია, არადა, მეორე შვილსაც ხომ სჭირდება ყურადღება. ის სულ რაღაც ერთი წლისა და ოთხი თვისაა. -სად იმყოფება თქვენი მეუღლე ახლა? მაკა: დღეს ერთდღიანი შეკვეთა გამოუჩნდა. ღობის შეღებვა თხოვეს და იმწამსვე გაეშურა. ადრე კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ თვეობით უწევდა თბილისის კლინიკაში ბავშვთან ჯდომა, სამწუხაროდ, სამსახური დაკარგა. -სოციალურად დაუცველი ოჯახი ხართ? მაკა: არა, არ ვართ. სოციალურმა სააგენტომ უარი განგვიცხადა, რადგან ოჯახში ერთი ავტომობილი გვყავს და ეს, თურმე, ნებადართული არ არის. თუმცა ჩვენ მანქანა აუცილებლად გვჭირდება. თვეში ერთხელ ბავშვს მასაჟის პროცედურებს ვუტარებთ, რის გარეშე ბევრად რთული იქნება… -რით გეხმარებათ ქუთაისის მერია? მაკა: წელიწადში ერთხელ 200 ლარის ოდენობის თანხას გამოყოფს მედიკამენტებისთვის. გარდა ამისა, სისტემატურად გვიფინანსებს მასაჟის პროცედურებს. -ხშირად, მძიმე ავადმყოფი ბავშვის შემდეგ მშობლები აღარ ფიქრობენ მეორე შვილზე, თუმცა თქვენ გეყოთ გამბედაობა! მაკა: დარწმუნებული ვიყავი, რომ პატარა ძამიკო ან დაიკო დაეხმარებოდა თეიმურაზს განვითარებაში და დააძლევინებდა მარტოობის გრძნობას. მადლობა ღმერთს, გაჩნდა ანასტასია. სიმართლე რომ გითხრათ, მან ენერგიაც კი შემმატა, ხალისი და ძალა სიცოცხლის. -რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? მაკა: წამლები და ჰიგიენური საშუალებები, პირველ ყოვლისა, აგრეთვე – საკვები. სხვა ისეთი არაფერი, მხოლოდ ჩემი შვილისთვის აუცილებელი გვჭირდება. ეს არის ჩემი ოცნება, რომ გამოჯანმრთელდეს. ღმერთო, არ წამართვა ჩემი შვილი! “მეგობრებო, ყოველი ჩვენგანის ვალია, დაეხმაროს ამ ოჯახს. პატარა თეიმურაზს სჭირდება ჩვენი თანადგომა! თუ დღეს არ დავეხმარეთ მას, ხვალ უკვე გვიანი იქნება! თქვენ თავად შეგიძლიათ, მოინახულოთ ეს ოჯახი! მათი მისამართია: ქუთაისი, დავითაშვილის ქუჩა პირველი ჩიხი, N1. ტელ.: 555453456, 555578301. თუ თქვენ არ გაქვთ დრო, რათა თავად მოინახულოთ თეიმურაზი, თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თეიმურაზ შალამბერიძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: “,- აცხადებენ ფონდში.
---
ბეჭდვითი მედია
29.05.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
ტყიბულში მუშა დაიღუპა
საქნახშირის ადმინისტრაციის განცხადებით, მუშას, რომელიც ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასამ ქვეშ მოიყოლა, სამუშაო დღე არ ჰქონდა. "აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად, ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა" - აცხადებს საქნახშირი და აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. საქნახშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ინფორმირებული იყო დარღვევებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს უბედურ შემთხვევას.
---
29.05.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა
ჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადებას ,,ჯორჯიან მანგანეზი” და გაფიცვაში მონაწილეები ერთობლივად ავრცელებენ. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღაროელები პროტესტს შეწყვეტენ. ხელფასი პირველ ეტაპზე 25 პროცენტით მოემატებათ, ხოლო წლის განმავლობაში – კიდევ 10 პროცენტით. ,,2019 წლის 27 მაისს ქ. ჭიათურის მერისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების – ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე “ჯორჯიან მანგანეზმა” და გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას. რის შედეგადაც გადაწყდა, რომ: 1. “ჯორჯიან მანგანეზი” უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით, თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე. 2. “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს. 3. “ჯორჯიან მანგანეზი” დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის – თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას. 4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს. 5. “ჯორჯიან მანგანეზი” განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას. 6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს “ჯორჯიან მანგანეზი” განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას. 7. “ჯორჯიან მანგანეზი” და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს. 8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა,”- ნათქვამია განცხადებაში.
---
29.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
დასაქმების ფორუმი ბათუმში
31 მაისს ბათუმში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან არის. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ბათუმის დასაქმების ფორუმი 31 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N33, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმი".
---
29.05.2019
მედიასაშუალება: ვერსია
რა მოხდა ჭიათურაში _ სხვა რაკურსით დანახული ორკვირიანი სახალხო პროტესტი
---
29.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
შრომის უსაფრთხოებაზე მელაპარაკებით და ლამის კისერი მოიტეხეთ" - სერგეენკო ჟურნალისტებს
ჭიათურაში, "მაესტროს" ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოსთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა, როდესაც ჟურნალისტს შემთხვევით ფეხი დაუცდა. მინისტრის პროფესიიდან გამომდინარე, ეს მისი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ჟურნალისტს მიმართა: "შრომის უსაფრთხოებაზე მელაპარაკებით და ლამის კისერი მოიტეხეთ" მინისტრი არც თორნიკეს დაუტოვებია უპასუხოდ: "გადაღებაზე ჩაფხუტით ვერ ვივლი, უბრალოდ სწრაფად გვინდოდა თქვენი ჩაწერა."
---