From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-29.11.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 29.11.2018 08:21
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 29.11.2018

ტელევიზია

28.11.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

დავით სერგეენკომ არჩევანი საბურთალოს რაიონის N79უბანზე გააკეთა.(მესამე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5722187

---

 

28.11.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

იმ პაციენტებს, მათ შორის დევნილებს, რომლებსაც ზუგდიდის საავადმყოფოში დავალიანება აქვთ დარჩენილი - არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში თანხის ჩამოწერას ჰპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამ რეგიონში ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის მეორე დღეს მიიღო. მათ "ქართული ოცნების" კოორდინატორები დაუკავშირდნენ. ანალოგიური შეთავაზება მიიღეს ასევე კოორიდნატორებისგან იმ პირებმაც, ვინც ვალების ჩამოწერის პროგრამაში მოხვდა. აგიტატორები მათთან საუბრის დროს ამტკიცებდნენ, რომ სიაში მოხვედრა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავტომატურად ნიშნავს და წინააღმდეგ შემთხვევაში შეღავათით ისინი ვერ ისარგებლებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5720038

---

 

27.11.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ჯანდაცვისა და მიგრაციის თემაზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა. მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში აივ ვირუსისა და ტუბერკულიოზის პრევენციაა. ასევე მიგრანტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5718709

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5719842

---

 

27.11.2018

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან. ინტენსიურ მომზადებას სეზონის დაწყებამდე 84 მაშველი გადის. გადამზადების შემდეგ მაშველები გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განაწილდებიან. სამთო მაშველების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადების პროექტი საკურორტო ზონების უსაფრთხოებას ემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5718081

---

 

 

ინტერნეტი

29.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/523244-gileadis-carmomadgenlis-inpormaciit-kompania-axali-taobis-medikamentebs-kmnis-romelic-sakartveloshi-c-hepatitis-programashi-chaertveba

„გილეადის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია ახალი თაობის მედიკამენტებს ქმნის, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვება

„გილეად საიენსის“ წარმომადგენლის გრეგ ალტონის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანია ქმნის ახალი თაობის მედიკამენტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება. ამის შესახებ გრეგ ალტონმა ჟურნალისტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა. „გილეად საიენსის“ წარმომადგენელი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დადებითად აფასებს. „ფარმაცევტული კომპანია „გილეადი“ ქმნის ახალი თაობის უკეთეს მედიკამენტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩვენს სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული. ოთხი წელია, რაც ეს პროგრამა დაიწყო და სახელმწიფო მის შესრულება ძალიან დიდი თავდაჯერებით და შემართებით შეუდგა. პოლიტიკური მონდომება იყო ძალიან მაღალი და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, პროექტში უკეთესობა არის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა „გილეად საიენსის“ წარმომადგენელმა.

---

 

29.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/523240-davit-sergeenko-c-hepatitis-programaze-gamokvetilia-slogani-rom-sakartvelom-es-shezlo-da-sxva-kveqnebi-elodebian-chveni-gamocdilebis-gaziarebas/

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამაზე - გამოკვეთილია სლოგანი, რომ საქართველომ ეს შეძლო და სხვა ქვეყნები ელოდებიან ჩვენი გამოცდილების გაზიარებას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია. ამის შესახებ დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მე-4 შეხვედრის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განცხადებით, სხვა ქვეყნები აღნიშნული დაავადების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან. „დღეს მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უკვე მეოთხე შეხვედრა. ყოველწლიურად იმართება ეს შეხვედრები, სადაც ეხმარებიან ამ პროგრამის გაუმჯობესებაში. დღევანდელი შეფასებით, მათი ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და შეფასებები არის პოზიტიური და უკვე გამოკვეთილია სლოგანი, რომელიც ადრე ბუნდოვნად ჩანდა, რომ საქართველომ ეს შეძლო და სხვა ქვეყნები საქართველოსგან გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან”,- აღნიშნა მან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების დივიზიონის დირექტორი პოლ ვეიდლი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესაბამისი სფეროების (უსაფრთხო სისხლი, ზიანის შემცირება, ინფექციური კონტროლი, მკურნალობა, დიაგნოსტიკა და სხვა) ექსპერტები აშშ-ს, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტებიდან.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-c-hepatitis-eliminaciis-programis-mrchevelta-sabchos-shefasebebi-saqartvelostan-dakavshirebit-pozitiuria/

---

 

29.11.2018

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/523242-upaso-medikamentebis-programa-partovdeba-romelic-60-mde-dasaxelebis-medikaments-moicavs/

უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, რომელიც 60-მდე დასახელების მედიკამენტს მოიცავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება. მისი თქმით, 60-მდე დასახელების მედიკამენტი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. „სეტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეების ჯგუფები სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით 23-დან 30-მდე მედიკამენტი და საბოლოო ჯამში, 60 დასახელების მედიკამენტი", - განაცხადა სერგეენკომ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ufaso-medikamentebis-programis-gafartoeba-wlis-bolomde-igegmeba/

---

 

29.11.2018

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/523238-davit-sergeenko-mixeil-saakashvilis-gancxadebaze-ar-sheizleba-amden-destabilizaciaze-laparaki-da-masze-ocneba/

დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და მასზე ოცნება

არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და ამდენ დესტაბილიზაციაზე ოცნება, - ასე შეაფასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება. მინისტრის თქმით, ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა იმისათვის, რომ განვითარდეს. „ყველანაირი ლოგიკით ადამიანური, პოლიტიკოსის პოზიციით, ოპოზიციის, ერის და ბერის, უბრალოდ არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და ამდენ დესტაბილიზაციაზე ოცნება. საკმარისია, უკვე დასრულდა ეს დესტაბილიზაცია და ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა იმისათვის, რომ განვითარდეს და გაძლიერდეს”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, ისინი გადადიან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხეები და გადაარჩინოს საქართველო.

---

 

29.11.2018

მედიასაშუალება:    https://www.interpressnews.ge/ka/article/523228-davit-sergeenkos-shepasebit-kveqnis-prezidentis-archevnebi-ra-konstituciuri-cqobac-ar-unda-iqos-qoveltvis-mnishvnelovani-politikuri-movlenaa/

დავით სერგეენკოს შეფასებით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა

მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს ეს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. “ასევე იყო გუშინდელი არჩევნების დროსაც. აღსანიშნავია ის, რომ მთლიანობაში და ყველა შეფასებით ასე ჩანს, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში. თუკი იყო ცალკეული დარღვევები, ამაზე შესაბამისი პროტოკოლით მოხდება შესწავლა და რეაგირება. ყველაზე უფრო მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა საბოლოო შედეგები ალბათ, დღის განმავლობაში იქნება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-qveynis-prezidentis-archevnebi-ra-konstituciuri-wyobac-ar-unda-iyos-yoveltvis-mnishvnelovani-politikuri-movlenaa/

---

 

28.11.2018

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/523012-davit-sergeenko-xma-miveci-sakartvelos-evropul-ojaxshi-dabrunebas/?fbclid=IwAR34oIdsxt7iEvgstYG1IFSOdHhq-IYkcxfYOe2C1HeSm5IfWdQYzDuP2ls

დავით სერგეენკო - ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას

მე დღეს ხმა მივეცი, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის გამთლიანებას და განვითარებას მისცა. „მე დღეს ხმა მივეცი, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა არასოდეს დაბრუნდეს წარსულში, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გამთლიანდეს გაძლიერდეს და განვითარდეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=75438&fbclid=IwAR0kNPqdga18g5_92e_xIBgVAnRk8eYBXJu0L8LciAS59siBErMFhAeEyeQ

პია.ჯი- https://pia.ge/post/236221-davit-sergeenko-xma-miveci-saqartvelos-evropul-ojaxsi-dabrunebas?fbclid=IwAR3MRHH3Xix9tB7dZRGMVcrwqrbEw_CJYtY2fKYCNRneUv7GtwOrDfWXtik

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=86138

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenkome-dges-xma-miveci-saqartvelos-evropul-odjaxshi-dabrunebas

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sergeenko-dghes-khma-mivetsi-saqarthvelos-evropul-ojakhshi-dabrunebas/

---

28.11.2018

მედიასაშუალება:  https://www.kvirispalitra.ge/public/48496-qthu-bavshvi-ufulobis-gamo-klinikidan-gamoushves-ra-gveshveleba-aghar-viciq-6-tslis-bitcisthvis-dasmuli-leikemiis-diagnozi-da-brdzola-sicockhlisthvis.html?all=0&fbclid=IwAR2b9sl-26ehxMYZl6yKSupFleZBwxYLxYOwVqH50nc9waGIRqek2ZzqDOc

"თუ ბავშვი უფულობის გამო კლინიკიდან გამოუშვეს, რა გვეშველება, აღარ ვიცი" - 6 წლის ბიჭისთვის დასმული ლეიკემიის დიაგნოზი და ბრძოლა სიცოცხლისთვის

როცა ბავშვები ავად ხდებიან, ყველაფერს აზრი ეკარგება. როცა მათი ბედნიერი სიცილი აღარ ისმის, თითქოს ყველაფერი დუმდება. 6 წლის პატარა მოხევე, გაბრიელ ჩქარეული სულ რაღაც ერთი თვის წინ ყაზბეგის პატარა სოფელ ფხელშეს ბედნიერი სიცილით იკლებდა,  მთელი დღე ბურთისთვის შეეძლო ედევნა, მეზობლები მშობლებს ეუბნებოდნენ, - ეს ბავშვი ფეხბურთზე მიიყვანეთო. თუმცა, ფეხბურთზე კი არა, პირველ კლასში სულ ორი თვის მიყვანილმა გაბრიელმა სკოლაში სიარულიც ვეღარ შეძლო, - მას მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. გაბრიელის ბებია, ნონა ჩქარეული ამ წუთებს სასოწარკვეთილი იხსენებს: - ჩემს გაბრიელს ვინც იცნობს, იმას ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ავად გახდებოდა - გაბის ერთ ადგილას დიდხანს ჯდომაც კი არ შეეძლო, ისეთი მოძრავი და სიცოცხლით სავსე იყო. წელს პირველ კლასში შევიყვანეთ ყაზბეგის გიმნაზიაში, დიდსა და პატარას ყველას უცებ შეაყვარა თავი. ჩემი ბიჭი ისეთი თბილია, ხალხი გვეუბნებოდა, ამის პატრონს რაღა მოგკლავთო. მასწავლებლებს რომ დაინახავდა, ლამის კილომეტრიდან გაქანდებოდა ხოლმე ჩასახუტებლად. ფეხბურთზე გვინდოდა შეგვეყვანა, ყველა იმას გვეუბნებოდა, დიდი მომავალი შეიძლება ჰქონდესო... ახლა კი ყველაფერი გვერდზე დაგვრჩა, მთელი ოჯახი განადგურებული ვართ... ბავშვი ერთ დღეს შინ უხასიათოდ დაბრუნდა და დაწვა, დაღლილი ვარო. რა კერძი აღარ გავუკეთეთ, მაგრამ საჭმელს პირი არ დააკარა. არა და არ გაუარა, გამოჯანმრთელების ნაცვლად უფრო დასუსტდა. ჩვენ ესეც ვირუსის ნარჩენი გვეგონა და რადგან სიცხე უკვე აღარ ჰქონდა, სკოლაში გავაგზავნეთ, იქედან კი მასწავლებლებმა დაგვირეკეს, ბავშვი ცუდად არის, შინ წაიყვანეთო. - კვლავ ტემპერატურამ აუწია? - არა, ისე იყო დასუსტებული, მერხზე ჯდომაც კი უჭირდაო. შინ რომ მოვიყვანეთ, მეძინებაო და  სავარძელში მიიძინა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. - ექიმთან არ მიიყვანეთ? - ეს სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბავშვს ტემპერატურაც არ ჰქონდა, მაგრამ ფერი რომ დაკარგა, მაშინ უკვე თბილისში წაყვანა გადავწყვიტეთ. ჩვენს თავს, რომ რაღაც კარგი არ იყო, მაშინ მივხვდი, როცა თბილისში თანატოლ მამიდაშვილებს ვერ ეთამაშა, მოინდომა, მაგრამ თამაში ვეღარ შეძლო. ბავშვს სისხლის ანალიზი გაუკეთეს და ჰემოგლობინის ნორმა იმის 30%-ც არ აღმოაჩნდა, რაც ნორმაში უნდა იყოს. ბოლოს იაშვილის კლინიკაში მწვავე ლეიკოზი დაუდგინეს. მოსისხლე მტრისთვისაც არ მოვინდომებ, რაც ჩვენ ამ დიაგნოზის გაგებით მოგვივიდა. ცოცხლებში აღარ ვითვლებით, მაგრამ ამ უბედურების კვალდაკვალ ერთი სინათლე მაინც გვქონდა, - გაბრიელს ავსტრიაში სამკურნალოდ წასვლის ფული სოფელმა და ყაზბეგმა შეუგროვა. ეს მართლა სასწაული იყო - თურმე რამხელა სიკეთე ყოფილა ხალხში - მე ხომ ვიცი, რო ბევრმა ჩემი გაბრიელისთვის საკუთარი ჯიბის ფული გაიღო. ჩემი გაბისთვის პირველი სასიცოცხლო მნიშვნელობა ამას ჰქონდა, - უნდა წაგვეყვანა საშველად. მერე ნამდვილად აღარ გვიფიქრია, რას ვიზამდით, დანარჩენ სამკურნალო ფულს სადღა ვიშოვიდით. მაგრამ მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ კლინიკა უკვე ფულს ითხოვს, რომელიც აღარ გვაქვს. ირგვლივ უამრავი გაჭირვებულია, ძალიან მერიდება ხალხისთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ სხვანაირად ვერ გადავარჩენთ ჩვენს პატარა გაბრიელს. თუ ისე მოხდა, რომ ბავშვი უფულობის გამო კლინიკიდან გამოუშვეს, მაშინ რა გვეშველება უკვე აღარ ვიცი. "კვირის პალიტრის" მკითხველმა არაერთი ადამიანის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, გვჯერა, რომ ახლაც გულისხმიერებას გამოიჩენთ. ჩვენი დახმარების გარეშე პატარა ბიჭი ვერ იცოცხლებს, გთხოვთ, ნუ მივცემთ გაბრიელს დამარცხების უფლებას! საკონტაქტო პირი სოფო ჩქარეული - ბავშვის მამიდა: 558103439  საქართველოს ბანკი:GE30BG0000000103308859 თიბისი ბანკი: GE89TB7193645061100077 მიმღები გაბრიელ ჩქარეული

---

 

27.11.2018

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/522866-devnilebis-mier-shekmnil-19-amxanagobas-saerto-sargeblobis-partebi-daukanondeba

დევნილების მიერ შექმნილ 19 ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და ბათუმში, დევნილთა საცხოვრებელი 19 შენობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ ობიექტებში, ჯამში, 750-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც სხვენები, სარდაფები, დერეფნები და სხვა საერთო სარგებლობის ფართები უკანონდებათ. მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მცხოვრებ 57 დევნილ ოჯახს ესტუმრა და დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „აღნიშნული საკითხი დევნილებს წლების განმავლობაში აწუხებდათ, ქვეყნის მასშტაბით 400-მდე ობიექტია, სადაც 20 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მომავალში ყველა ობიექტის ამხანაგობას, რომელიც შესაბამის ნახაზს წარმოადგენს, საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება. საერთო სარგებლობის ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტები, დევნილთა განსახლების ობიექტებში თავიანთ პროგრამებს უკვე სრულად განახორციელებენ“, - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტრო ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, 1. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N44 ; 2. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N134ა; 3.თბილისი, ვარკეთილი-3, IIმ/რ, კორპუსი 20ა; 4. თბილისი, ფერაძის ქ N3, კორპუსი 2; 5. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13; 6. თბილისი, გორგასლის ქუჩა, III შესახვევი, N3; 7. თბილისი, ვეკუას N2; 8. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი N70 (გურამიშვილის ჩიხი N9); 9. თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა N30; 10. თბილისი, გიგო ზაზიაშვილი ქ. N 13ბ; 11. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N70, კორპ 5; 12. თბილისი, ზესტაფონის ქ. N 1; 13. თბილისი, ხიზაბავრის ქ. N41; 14. თბილისი, ბაქოს ქ. N 1ა; 15. თბილისი საბურთალო ქ. მიცკევიჩის ქ. N19; 16. წყნეთი, თამარ მეფის ქუჩა; 17. წყნეთი, ერეკლე II ის ქ. N14; 18; წყნეთი, გ. შერვაშიძის ქ.N18 19. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/devnilebis-mier-sheqmnil-19-amkhanagobas-saertho-sargeblobis-pharthebi-daukanondeba/

პია.ჯი- https://pia.ge/post/236082-devnilebis-mier-seqmnil-19-amxanagobas-saerto-sargeblobis-fartebi-daukanondeba

---

 

27.11.2018

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/522850-samto-satxilamuro-kurortebis-mashvelebi-pirvelad-samedicino-daxmarebashi-gadamzaddebian/?fbclid=IwAR2CcRWlpmGgpcIlUewtTorW5Y1-f8WWYfNpLGuY5vKY43PfwDkXwKsiF7E

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის 84 მაშველი ინტენსიურ მომზადებას სეზონის დაწყებამდე გადის. გადამზადების შემდეგ, მაშველები გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განაწილდებიან, სადაც საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ. სწავლების პროცესს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მთების კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად გაეცნო. სამთო მაშველების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადების პროექტი პერმანენტული ხასიათისაა და საკურორტო ზონების უსაფრთხოების ზრდას ემსახურება.

---

 

27.11.2018

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/522850-samto-satxilamuro-kurortebis-mashvelebi-pirvelad-samedicino-daxmarebashi-gadamzaddebian/

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის 84 მაშველი ინტენსიურ მომზადებას სეზონის დაწყებამდე გადის. გადამზადების შემდეგ, მაშველები გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განაწილდებიან, სადაც საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ. სწავლების პროცესს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მთების კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად გაეცნო. სამთო მაშველების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადების პროექტი პერმანენტული ხასიათისაა და საკურორტო ზონების უსაფრთხოების ზრდას ემსახურება.

---

 

27.11.2018

მედიასაშუალება: https://mkurnali.ge/skhvadaskhva/11074-marthla-itsvevs-thu-ara-paracetamoli-qp-500q-adamianis-sikvdils.html

მართლა იწვევს თუ არა პარაცეტამოლი "P-500" ადამიანის სიკვდილს

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატი „P-500“ მოხმარებიდან მეუხთე დღეს ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამ საკითხთან დაკავშირებით „მკურნალი.გე“-მ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა.  როგორც სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა ნაილი შენგელიძემ განმარტა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პარაცეტამოლის სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტების შესახებ, უწყებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ეხება პარაცეტამოლის შემცველ აბებს, სავაჭრო დასახელებით "P -500" და რისკ-ფაქტორად განიხილება ამ პროდუქტის მაჩუპოს ვირუსით დაბინძურება. მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფუძვლით კი, სიცოცხლისთვის საშიშ რისკად განიხილება.  თუმცა, შენგელიძის განცხადებით, პარაცეტამოლი, სავაჭრო დასახელებით "P -500" საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ხოლო საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში დაშვებული პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების მოხმარება შესაძლებელია შეუზღუდავად, ექიმის დანიშნულებითა და მათი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. ამასთან, ნაილი შენგელიძემ განმარტა, რომ არც ერთი სავაჭრო დასახელების პარაცეტამოლის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის მსგავსი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოებს, როგორიცაა ევროპის წამლის სააგენტო (EMA), აშშ-ს წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო (FDA) და არც სხვა მარეგულირებელი ორგანოებიდან მიუღიათ რამე შეტყობინება ამ საკითხზე. „ამავდროულად, არც სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისგან და არც მოქალაქეებისგან სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში არ შემოსულა რამე ტიპის შეტყობინება პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან დაკავშირებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ“, - განაცხადა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა.

---

 

 ​