მედიამონიტორინგი 30.05.2019
ტელევიზია
30.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6114770
---
30.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 08:00
ხვალ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და ცესკოს თავმჯდომარეს მოუსმენენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6114541
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6114556
---
29.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ბოლო 6 თვეში კლინიკებში მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები გაიზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ კურაციოს ანგარიშშია ნათქვამი. ბოლო 6 თვეში რესპოდენტთა ნახებარზე მეტი 54,8% აცხადებს სამედიცინო დაწესებულებბში ჯიბიდან გადახდები გაიზარდა. კვლევის მიხედვით საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 14 % ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარკს განიცდის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6114241
---
29.05.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება იმ ოჯახების სიღრმისეული შესწავლა, სადაც ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატება დაფიქსირდა. შესწავლის მიზანი ტყვიის წყაროს დადგენაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხად
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6114179
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6113743
---
29.05.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილის პროტესტი გრძელდება. ამჯერად ისინი შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ბენო ჭელიძის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლად აშენებული შენობა შესაძლოა კერძო კომპანიაზე გასხვისდეს, რის გამოც საავადმყოფოს ინვენტარით აღჭურვა ჭიანურდება. აქციის მონაწილეები ხვალიდან შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6113675
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6113416
---
29.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა. სხვადასხვა დაწესებულებას 16 ავტომობილი გადაეცა, შიდსის პროგრამის განხორციელების ცენტრები ქვეყნის 16 ქალაქში მდებარეობს, ხოლო მობილური ჯგუფებით მოცვა 55 ქალაქს სცდება. როგორც განმარტავენ, ახალი ავტომობილები გააუმჯობესებს შიდსით დაავადებული პაციენტებისათვის მედიკამენტების მიწოდებას რეგიონებში, ასევე ხელს შეუწყობს მკურნალობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას და მათ კვლავ ჩართვას პროგრამაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6113491
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6113026
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6112621
---
29.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები ხდებიან პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე ნაწარმის შემადგენლობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია 3 თვით ადრე წარუდგინონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6111878
---
ინტერნეტი
30.05.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/kuracio-ambulatoriasa-da-medikamentebze-fasebis-zrda-mosaxleobistvis-mdzime-tvirtia-/34575
კურაციო: ამბულატორიასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთია
საერთაშორისო ფონდ კურაციოს ბარომეტრის 12-ე ტალღის მიხედვით, ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე დანახარჯებში წამყვანი წილი მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებს უჭირავს. მათი თქმით, სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას ბარომეტრის რესპონდენტების უმეტესობა მე-5 ტალღიდან მოყოლებული აღნიშნავს. რესპონდენტთა მოსაზრებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან 2018 წლამდე ფასების ზრდა ფიქსირდება როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ სერვისებზე. "მედიკამენტებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2014, 2015, 2017 და 2018 წლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ მედიკამენტებსა და ამბულატორიულ სერვისებზე ფასები უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ჰოსპიტალურ სერვისებზე. ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, რადგან ამ ტიპის მომსახურების ხარჯში წამყვანი წილი მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებს უჭირავს“ ნათქვამია "კურაციოს" ანგარიშში. მედიკამენტებზე ხელმისაწვომობის პრობლემას საქართველოში, როგორც გამოწვევას ეხმიანება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის დაფინანსების თემაზე გამოქვეყნებული ანგარიში („Can people afford to pay for health care?“ ჯანმო, 2019), რომელიც 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 14% განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს, ხოლო ჯიბიდან გადახდების სტრუქტურაში წამყვანი ადგილი მედიკამენტებზე გადახდილ თანხებს უჭირავს (60%). "ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშზე დაყრდნობით მოსახლეობაში მედიკამენტებზე დანახარჯის მოცულობამ 687 მლნ ლარი შეადგინა (2016წ). აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც მოსახლეობას ჯანდაცვის ფინანსური ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს, თუმცა 2017-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშების მიხედვით ირკვევა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამაზე გამოყოფილი 13.4 მლნ ლარი (რომელიც მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების მხოლოდ 2%-ია) სრულად ვერ იხარჯება და ისმის კითხვა რატომ?", – ნათქვამია ანგარიშში. ფონდი მიუთითებს, რომ მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამის ეფექტიანობის მისაღწევად საჭიროა იმ ბარიერების შესწავლა და აღმოფხვრა, რომლებიც პროგრამის ნაკლებეფექტურობას განსაზღვრავს.
---
30.05.2019
ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენს
31 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში მიწვეული არიან: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მოსმენა ოთხ ინტერპელაციის ფორმატში გაიმართება. თამარ ჟვანია პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა პასუხის მისაღებად კითხვაზე, რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე. დავით სერგეენკო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, მას კითხვები ფრაქციამ “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ გაუგზავნა. ბახტაძესთან ორი ინტერპელაცია გაიმართება. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, “თიბისი“ ბანკის საქმეზე. გარდა ამისა, ფრაქცია “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ საინტერპელაციო კითხვა ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობასა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას.
---
30.05.2019
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ქალაქი -18,0 %; სოფელი – 23,1 %; საქართველო – 20,1 %. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 21,9% იყო, ქალაქში 18,6 %, სოფლად კი 26,6%. მედიანური (ანუ საშუალო) მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი ასეთია: საქართველო 20,5%, ქალაქი 17.2%, სოფელი 25,4%. მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი საქართველოს მასშტაბით 7,6 %-ს, ქალაქად 6,6%-ს, სოფლად კი 9,1 %-ს შეადგენს. სიღარიბის ზღვარი მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება.
---
29.05.2019
სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე კვლევები სავარაუდოდ ივნისში დაიწყება
საქართველოს მასშტაბით გამოკვლეული 1500 ბავშვიდან 650-ში ტყვიის შემცველობის როგორც მსუბუქი, ასევე მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გასულ კვირაში მთავრობის მიერ პროგრამა დამტკიცდა და დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება იმ ოჯახების სიღრმისეული შესწავლა, სადაც ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატებაა. შესწავლის მიზანია ტყვიის წყაროს დადგენა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, 16 ოჯახში, სადაც ძალიან მომატებული იყო ტყვიის შემცველობა (30 მიკროგრამზე მეტი), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, პედიატრისა და გარემოს სააგენტოს სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი შევიდა. გამოკვლეული იქნა წყალი, ჰაერი და ნიადაგი. 16 ოჯახიდან ერთ შინამეურნეობაში გადახრები ძირითადად ნიადაგში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე პირველ ეტაპზე კვლევა ვერ ჩატარდა, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები აუცილებლად იგეგმება. „გასულ პარასკევს დამტკიცდა მთავრობის მიერ მასშტაბური პროგრამა. ერთ თვეში დაიწყება ამ ოჯახების სიღრმისეული შესწავლა, რათა გავიდეთ წყაროზე. სათამაშოებისა და საღებავის კვლევა მეორე ეტაპის საქმეა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, თბილისში უკვე დაფუძნდა აკრედიტებული ლაბორატორია, რომელსაც მსგავსი სახის კვლევების ჩატარება შეუძლია. „ასევე რამდენიმე სამინისტროს ჩართულობით დაიწყება მულტისექტორული პროგრამა, რომელიც სამი-ხუთ წელზე გაიწერება და, რომლითაც ტყვიის პრობლემა ქვეყანაში უნდა მოვაგვაროთ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისი ვარაუდით, მეორე ეტაპის კვლევები ივნისში დაიწყება.
---
29.05.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=84352
გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა
გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა. სათემო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, 16 ავტომობილი პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს გადაეცა. ცერემონიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრეელიძე ესწრებოდნენ. შიდსის პროგრამის განხორციელების ცენტრები ქვეყნის 16 ქალაქში მდებარეობს, ხოლო მობილური ჯგუფებით მოცვა 55 ქალაქს/დაბას სცდება. ასეთი ინტენსიური დატვირთვის პირობებში გამართული ავტოპარკის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის. ახალი ავტომობილები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდებას რეგიონებში მობილური ბრიგადების მეშვეობით, ხელს შეუწყობს მკურნალობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას და მათ კვლავ ჩართვას პროგრამაში. ასევე, ხელს შეუწყობს აივ ინფექციის პრევენციული სერვისების მიწოდების და ტესტირების გეოგრაფიული ბარიერის მოხსნას შიდსის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის. 8 ავტომობილი გადაეცემა სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს, 4 - საქართველოს ზიანის შემცირების ქსელს და 1 შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს. 3 ავტომობილი გადაეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეგიონული ზედამხდველობის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის გლობალური ფონდის პროგრამების მონიტორინგის, სამი დაავადების (აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და C პეპატიტის) ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის და სხვა სახ პროგრამების მონიტორინგისა და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/548986-globaluri-pondis-aiv-inpekciashidsis-programis-avtoparki-ganaxlda/
პია.ჯი- https://pia.ge/post/264082-aiv-infeqcia-sidsis-programis-avtoparki-ganaxlda
---
29.05.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/kuracio-djandacvashi-saxelmwifo-xardjis-zrdis-miuxedavad-djibidan-gadaxdebi-kvlav-magalia
კურაციო: ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯის ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები კვლავ მაღალია
საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" შეფასებით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯის ზრდის მიუხედავად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხები კვლავ ჭარბობს (48.4%), რომელიც მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება. ამის შესახებ საუბარია "კურაციოს" პირველადი ჯანდაცვის შესახებ ბარომეტრის 12-ე ტალღის შედეგებში. ბარომეტრის მიხედვით, 2012 წლიდან 2018 წლამდე ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. მთავრობის მიერ 2014 წელს გაცხადებული პრიორიტეტის მიუხედავად, ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯების უმეტესი წილი კვლავ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე იხარჯება. 2012-2018 წლის ჯანდაცვაზე დანახარჯების ანალიზის მიხედვით, ამბულატორიულ მომსახურებაზე სახელმწიფო დანახარჯი გაორმაგდა, თუმცა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებში ამბულატორიულ მომსახურებაზე დანახარჯის წილი 2016 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ იცვლება და მთელი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს, ხოლო ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დანახარჯები მზარდია და 2015 წლიდან მთელი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს. კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდგომ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების დანახარჯებში სახელმწიფო სექტორის წილი იზრდება, თუმცა ზრდის ტენდენცია არათანაბარია ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების შემთხვევაში. 2013 წლიდან 2017 წლამდე ამბულტორიულ და სტაციონარულ მომსახურებაზე მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო სექტორის წილი გაიზარდა 3.5-ჯერ და 2017 წლისთვის ამბულატორიულ მომსახურებაზე, პრევენციასა და საზ.ჯანდაცვაზე ერთად მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო სექტორის წილმა შეადგინა 43.3%, სტაციონარულ მომსახურებაზე მთლიან დანახარჯებში კი 71%. ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯის ზრდის მიუხედავად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხები კვლავ ჭარბობს (48.4%), რომელიც ფონდის შეფასებით, მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.
---
29.05.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/367732/
2013-17 წლებში წაგებულ საქმეებზე საჯარო უწყებებს 1,6 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა – IDFI
IDFI-ის ინფორმაციით, 2013-2017 წლებში 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში 1 543 გადაწყვეტილება შევიდა; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში შესული და მათ წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის მითითებით. საერთო ჯამში, გამოიკვლიეს 89 საჯარო დაწესებულების, მათ შორის, სამინისტროების, პარლამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და უწყებათა მიერ რეგრესის წესით მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა. კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში ყველაზე მეტი – 831 – გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ, რაც განპირობებულია დავების სპეციფიკით. აღნიშნული დავებიდან 401 ეხებოდა ლტოლვილის სტატუტის მინიჭებას, 178 – დევნილის სტატუსის აღდგენას. აღნიშნულ წლებში სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად განხილულ 89 საჯარო დაწესებულებას, ჯამში, 1 631 603,36 ლარი დაეკისრა. პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შს სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა (188 780,60 ლარი). სამინისტროების შემთხვევაში კი ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა – 135 974,8 ლარი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა. მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, თანამშრომლების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაეკისრა. IDFI-ის შეფასებით, დღეს საქართველოში არ მოქმედებს ეფექტური მექანიზმი, რომელიც თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ქმედებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციას მოახდენს. “მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ჩატარებისას უნდა გამოავლინოს შემთხვევები, რა დროსაც კონკრეტული პირების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის გამო საჭირო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადახდა, შედეგად გარკვეული ზიანი მიადგა სახელმწიფოს, თუმცა ამ ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან რეგრესის წესით ანაზღაურება არ მომხდარა. პრობლემას, ასევე, წარმოადგენს საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა, განსაკუთრებით კი, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შემთხვევაში, ვინაიდან გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობის შედეგად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხის რაოდენობაც”, – ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში. IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების შესახებ, რაც მოიცავს დაკისრებული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციასაც.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/548931-idfi-2013-2017-clebshi-89-sajaro-dacesebulebis-cinaagmdeg-kanonier-zalashi-sul-1-543-gadacqvetileba-shevida/
---
29.05.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/209841-jandacvis-saministrom-120-devnil-ojakhs-mckhethashi-sackhovrebeli-binebi-gadasca.html?lang=ka-GE
ჯანდაცვის სამინისტრომ 120 დევნილ ოჯახს მცხეთაში საცხოვრებელი ბინები გადასცა
ჯანდაცვის სამინისტრომ 120 დევნილ ოჯახს მცხეთაში საცხოვრებელი ბინები გადასცა. კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოყო.
---
29.05.2019
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=206030&fbclid=IwAR3ySACorP7j9i4yz02gEAgkdAzduRUMQmunozGAT-63a2RXe-XkbTsSGzo
ქართველი ექიმი ივანიშვილის აგარაკთან შიმშილობას იწყებს
ათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან ხვალიდან შიმშილობას იწყებს. ექიმს საინიციატივო ჯგუფის წევრებიც უერთდებიან. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. ჭელიძის განცხადებით, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა მედპერსონალს ამ დრომდე მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა.
ექიმის განცხადებით, კლინიკის გადაცემა ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის იგეგმება, რასაც აპროტესტებენ და ითხოვენ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს.
---
29.05.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/antibiotikebi-95-it-tkivilgamayucheblebi-ki-17-it-gadzvirda-rit-xsnian-medikamentebze-fasebis-zrdas
ანტიბიოტიკები 9,5%-ით, ტკივილგამაყუჩებლები კი 1,7%-ით გაძვირდა - რით ხსნიან მედიკამენტებზე ფასების ზრდას?
2019 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა.კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -4.5%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი - 1.7%-ით არის გაზრდილი; ანტიბიოტიკებზე - 9.5%-ით; 6.4%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 5.6%-ით ; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების - 4.8%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია 1.8%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგადად მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია გვაქვს. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი მაკალათია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სამკურნალო საშუალებების გაძვირება მათ შორის იმპორტზე დამოკიდებულებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ფულად ხარჯვით სისტემაში ყველაზე დიდი წილი სურსათს და მედიკამენტებს აქვს. რაც შეეხება ფასის მატების მიზეზებს, ორი ძირითადი მიზეზი გვაქვს: 1-ლი - ის რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს და იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად მოქმედებს და ფასებზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, ბაზარზე არის ძირითადად ოლიგოპოლიური სისტემა, რადგან ბაზრის მცირე მოთამაშეები მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ და ერთნაირად მზარდი ფასებია, რადგან თვითონ კომპანიები ზრდიან ფასებს,“-აღნიშნავს მაკალათია. რაც შეეხება ფასების ცვლილებას მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 0.03%-ით გაიაფდა; ანტიბიოტიკებზე ფასები - 0.02%-ით გაიზარდა; 0.11%%-ით არის შემცირებული ვიტამინების ღირებულება; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 0.07%-ით შემცირდა; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ღირებულება - 0.08%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია 0.15%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.
---
ბეჭდვითი მედია
30.05.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ანტიბიოტიკები 9,5%-ით, ტკივილგამაყუჩებლები კი 1,7%-ით გაძვირდა
2019 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -4.5%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი - 1.7%-ით არის გაზრდილი; ანტიბიოტიკებზე - 9.5%-ით; 6.4%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 5.6%-ით ; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების - 4.8%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია 1.8%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგადად მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია გვაქვს. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი მაკალათია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სამკურნალო საშუალებების გაძვირება მათ შორის იმპორტზე დამოკიდებულებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ფულად ხარჯვით სისტემაში ყველაზე დიდი წილი სურსათს და მედიკამენტებს აქვს. რაც შეეხება ფასის მატების მიზეზებს, ორი ძირითადი მიზეზი გვაქვს: 1-ლი - ის რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს და იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად მოქმედებს და ფასებზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, ბაზარზე არის ძირითადად ოლიგოპოლიური სისტემა, რადგან ბაზრის მცირე მოთამაშეები მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ და ერთნაირად მზარდი ფასებია, რადგან თვითონ კომპანიები ზრდიან ფასებს,“-აღნიშნავს მაკალათია. რაც შეეხება ფასების ცვლილებას მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 0.03%-ით გაიაფდა; ანტიბიოტიკებზე ფასები - 0.02%-ით გაიზარდა; 0.11%%-ით არის შემცირებული ვიტამინების ღირებულება; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 0.07%-ით შემცირდა; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ღირებულება - 0.08%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია 0.15%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.
---