მედიამონიტორინგი 29.11.2018
ტელევიზია
28.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოებას გეგმავს. პროგრამა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ის მხოლოდ ქრონიკურლი დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველ პირებზე მოქმედებდა, მიმდინარე წლის აგვისტოდან კი ამ პროგრამით სარგებლობა მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა ადამიანს შეუძლია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5725576
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5725271
---
28.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
თბილისში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მე-4 შეხვედრა გაიმართა. ექსპერტებმა შეაფასეს ჩატარებული პროგრამის შედეგები. კონფერენციაზე ხაზი გაესვა C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და არსებული გამოწვევებს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5725574
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5724400
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5724701
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5725520
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5725283
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5723960
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5723448
---
28.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას დამაჯერებელს უწოდებს. უმრავლესობის წევრები პროცესის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს გამორიცხავენ. ქართულ ოცნებაში კომანტარები კეთდება მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5724648
---
ინტერნეტი
29.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-c-hepatitis-eliminaciis-programis-mrchevelta-sabchos-shefasebebi-saqartvelostan-dakavshirebit-pozitiuria/
დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. „დღეს მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უკვე მეოთხე შეხვედრა. ყოველწლიურად იმართება ეს შეხვედრები, სადაც ეხმარებიან ამ პროგრამის გაუმჯობესებაში. დღევანდელი შეფასებით, მათი ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და შეფასებები არის პოზიტიური. უკვე გამოკვეთილია სლოგანი, რომელიც ადრე ბუნდოვნად ჩანდა, რომ საქართველომ ეს შეძლო და სხვა ქვეყნები საქართველოსგან გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან“, – აღნიშნა მან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების დივიზიონის დირექტორი პოლ ვეიდლი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესაბამისი სფეროების (უსაფრთხო სისხლი, ზიანის შემცირება, ინფექციური კონტროლი, მკურნალობა, დიაგნოსტიკა და სხვა) ექსპერტები აშშ-ის, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტებიდან.
---
29.11.2018
გილეადის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია ახალი თაობის მედიკამენტებს ქმნის, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვება
გილეად საიენსის“ წარმომადგენლის გრეგ ალტონის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანია ქმნის ახალი თაობის მედიკამენტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება. ამის შესახებ გრეგ ალტონმა ჟურნალისტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა. „გილეად საიენსის“ წარმომადგენელი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დადებითად აფასებს. „ფარმაცევტული კომპანია „გილეადი“ ქმნის ახალი თაობის უკეთეს მედიკამენტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩვენს სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული. ოთხი წელია, რაც ეს პროგრამა დაიწყო და სახელმწიფო მის შესრულება ძალიან დიდი თავდაჯერებით და შემართებით შეუდგა. პოლიტიკური მონდომება იყო ძალიან მაღალი და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, პროექტში უკეთესობა არის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა „გილეად საიენსის“ წარმომადგენელმა.
---
29.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/435378
ამირან გამყრელიძე: C ჰეპატიტის სამკურნალოდ დეკემბრიდან ჩაერთვება ახალი გენერაციის პრეპარატი, რომლის ეფექტიანობაც უფრო მაღალი იქნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება. მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში საქართველოში უკვე ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 41% და განკურნების ეფექტი 98%-ია. „ეს პროგრამა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის და ევროპის რეგიონისთვის საჩვენებელი პროგრამა. ამ სამწლინახევრის განმავლობაში ჩვენ წინ ვართ, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცვის თვალსაზრისით, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის თვალსაზრისით. ანუ, თუ მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7-დან 13-14%-მდე, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 40%-მდე. წელს, სიახლე ძალიან ბევრია და ამის შესახებ მეოთხე სხდომაზე გახდება ცნობილი. კერძოდ, ჯანდაცვაში როგორ ვნერგავთ მონიტორინგსა და სკრინინგს, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ გაიზარდა C ჰეპატიტის სამკურნალო კლინიკების რაოდენობა 4-დან 41-მდე. ამავე დროს, დეკემბრიდან უკვე ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, სადაც განკურნების ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ალბათ, შემდეგ კიდევ გვექნება ე.წ. სამკომპონენტიანი მედიკამენტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს. გუშინ სამეცნიერო სიმპოზიუმი იყო, სადაც ჩვენთან ჩატარებული სამეცნიერო კვლევის სიახლეები წარდგა. სწორედ დღეს და ხვალ იქნება მსჯელობა ჩვენი სტრატეგიის ექვსივე კომპონენტთან მიმართებაში“, – აღნიშნა მან.
---
29.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/523242-upaso-medikamentebis-programa-partovdeba-romelic-60-mde-dasaxelebis-medikaments-moicavs/
უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, რომელიც 60-მდე დასახელების მედიკამენტს მოიცავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება. მისი თქმით, 60-მდე დასახელების მედიკამენტი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. „სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეების ჯგუფები სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით 23-დან 30-მდე მედიკამენტი და საბოლოო ჯამში, 60 დასახელების მედიკამენტი", - განაცხადა სერგეენკომ.
1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/ufaso-medikamentebis-programis-gafartoeba-wlis-bolomde-igegmeba/
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tslis-bolomde-ufaso-medikamentebios-programa-gafartovdeba-davit-sergeenko/52968
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ufaso-medikamentebis-programa-fartovdeba-romelic-60-mde-dasaxelebis-medikaments-moicavs
---
29.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/2017-wlis-pirveli-ivlisidan-dghemde-ufaso-medikamentebis-programit-40-627-ma-moqalaqem-isargebla/
2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, უფასო მედიკამენტების პროგრამით 40 627-მა მოქალაქემ ისარგებლა
2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, უფასო მედიკამენტების პროგრამით საქართველოს 40 627-მა მოქალაქემ ისარგებლა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ (ე.წ. უფასო მედიკამენტების) პროგრამით სარგებლობა, პირველ ეტაპზე, ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს შეეძლო, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია. პაციენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ. სამინისტროს ცნობით, 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონერებსაც შეუძლიათ. პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი). დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უფასო მედიკამენტების პროგრამა წლის ბოლომდე კიდევ გაფართოვდება და 60-მდე დასახელების წამალი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად, პროექტით 150–200 000 ადამიანმა უნდა ისარგებლოს.
---
29.11.2018
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. კერძოდ, დავით სერგეენკოს თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება მუშაობა საკითხზე, ბავშვებზე გასაცემი 50-ლარიანი დახმარება სრულად მონეტარული იქნება თუ ვაუჩერულ ნაწილსაც მოიცავს. „სოციალურად დაუცველი ბავშვების თანხა, რომელიც 10 ლარი იყო, გახდა 50 ლარი. რაც შეეხება ამ დახმარების სტრუქტურას, იქნება ეს სრულად მონეტარული თუ მეორე ნაწილი ვაუჩერული, ჩვენ წლის ბოლომდე ამ საბოლოო ვერსიის დამუშავებას დავასრულებთ და მომავალი წლის იანვრიდან ამუშავდება. ახლა გავდივართ ფაქტობრივად, ბოლო ტექნიკურ კონსულტაციებს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
---
29.11.2018
მედიასაშუალება: http://www.ghn.ge/com/news/view/216281
პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა - სერგეენკო
ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. „ასევე იყო გუშინდელი არჩევნების დროსაც. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში და ყველა შეფასებით ასე ჩანს, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში. თუ იყო ცალკეული დარღვევები, შესაბამისი პროტოკოლით მოხდება ამის შესწავლა და რეაგირება. ჩემთვის ყველაზე უფრო მთავარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა საბოლოო შედეგები ალბათ, ფორმალურად, დღის განმავლობაში იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99.7 პროცენტი. აღნიშნული მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 59.56 პროცენტით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს
---
29.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/435361
დავით სერგეენკო: ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა გაძლიერებისთვის, დესტაბილიზაციაზე ამდენი საუბარი არ შეიძლება
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციაზე ამდენი საუბარი არ შეიძლება. მისივე თქმით, ქვეყანას ძალ-ღონის მოკრეფა სჭირდება. „ყველანაირი ლოგიკით – ადამიანური, პოლიტიკოსის პოზიციით, ოპოზიციის, ერის და ბერის, უბრალოდ არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და ამდენ დესტაბილიზაციაზე ოცნება. საკმარისია, უკვე დასრულდა ეს დესტაბილიზაცია და ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა იმისათვის, რომ განვითარდეს და გაძლიერდეს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, ისინი გადადიან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საქართველო.
---
29.11.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ra-daujdeba-bizness-ubeduri-shemtxvevebis-dazgveva/27007
რა დაუჯდება ბიზნესს უბედური შემთხვევების დაზღვევა
"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, 1-ლი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულების უბედური შემთხვევა დააზღვიოს. სავალდებულო დაზღვევის ძალაში შევსვლამდე თითქმის ერთი თვე რჩება, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი რა ლიმიტით და რა პირობებით მოხდება კანონის აღსრულება. სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თინა სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ დღეს ეს ყველაფერი ბუნდოვანია, რასაც თან ახლავს ტენდენცია, როცა კომპანიებმა ძალიან დაბალი მოცვის პოლისების შეძენა დაიწყეს. მისი თქმით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა, როცა უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში კომპენსაცია წლიური ხელფასის სამმაგი ან ხუთმაგი ოდენობით განისაზღვრება. რაც შეეხება სადაზღვევო პოლისების ღირებულებას, სტამბოლიშვილის თქმით, ეს პროდუქტი წლებია ბაზარზე იყიდება და საკმაოდ ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის. „კომპანიებმა უკვე დაიწყეს არაფრისმომცემი პოლისების შეძენა, ძალიან დაბალიმიტიანი, რაც სარგებელს არ მოუტანს არც დამსაქმებელს და არც დასაქმებულს, არც სადაზღვევო ინდუსტრიას და სახელმწიფოს. დეტალები არის აუცილებლად შესამუშავებელი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კონსესუსამდე მივალთ. საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით რა პირობები უნდა აისახოს კანონმდებლობაში. თუ არის საუბარი იმაზე, თუ რა სახის ლიმიტი უნდა არსებობდეს. ვთქვათ გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახმა უნდა შეძლოს ისეთი კომპენსაციის მიღება, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში შეუმსუბუქებს ამ დანაკარგს ფინანსურად. ეს არის წლიური ხელფასის დაახლოებით სამმაგი ან ხუთმაგი ოდენობა და უფრო იზრდება ეს ლიმიტი, როდესაც საუბარია შრომისუნარიანობის დაკარგვაზე, როცა ადამიანი ვეღარ აგრძელებს მუშაობას და მას სჭირდება მოვლა მთელი ცხოვრება. ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ამას შევთავაზებთ აუცილებლად დამსაქმებლებს და პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაემატოს ეს პირობები და გაიწეროს ყველაფერი კანონში. კანონი უნდა ითვალისწნებდეს, როგორც დაზღვევის პირობებს, ისე მინიმალურ ლიმიტს, რომლითაც უნდა იყოს პოლისი გაცემული. ეს დაზღვევ არ ღირს ძვირი. ჯანმრთელობის დაზღვევას რომ შევადაროთ 10-ჯერ და 20-ჯერ იაფია. საუბარია, რომ საშუალოდ 10 ათას ლარიანი ლიმიტი წელიწადში 10 ლარი ღირდეს, ასეთ ტარიფებზეა საუბარია და როდეცაც დიდი ორგანიზაციაა იქ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება დაზღვევის ღირებულება", - განმარტავს თინა სტამბოლიშვილი.
---
29.11.2018
მედიასაშუალება: http://bpi.ge/shinmovlis-servisi-185-000-adamians-stchirdeba-momsakhurebith-ki-mkholod-5-sargeblobs/
შინმოვლის სერვისი 185 000 ადამიანს სჭირდება, მომსახურებით კი – მხოლოდ 5% სარგებლობს
თბილისი (BPI) – საქართველოში დაახლოებით 185 000 ადამიანი გრძელვადიან ზრუნვასა და მკურნალობას – შინმოვლას საჭიროებს. შესაბამისი მონაცემები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებშია ასახული. დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი. შინმოვლის სერვისს სახელმწიფო ფრაგმენტულად აფანინასებს (სერვისი გათვალისწინებულია პალიატიური ზრუნვის პროგრამაში) და ჯანდაცვის პროგრამებში თითქმის არ არის გათვალისწინებული. როგორც „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი – გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, დღეისათვის, საერთო ჯამში შინმოვლის სერვისით ბენეფიციარების მხოლოდ 5 პროცენტი სარგებლობს (,,კარიტასი“ ერთ პროცენტს ფარავს), დანარჩენი კი კვალიფიციური სერვისის მიღმა რჩება – მათ მომსახურებას უწევენ ოჯახის წევრები ან მომვლელი, რასაც თან ერთვის არასათანადო სერვისი და მომსახურების დაბალი ხარისხი.
---
ბეჭდვითი მედია
30.11.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ახალი პრეპარატი ჩაერთვება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა. მისი თქმით, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცულობის, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს. „ეს პროგრამა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის და ევროპის რეგიონისთვის საჩვენებელი პროგრამა. ამ სამწლინახევრის განმავლობაში ჩვენ წინ ვართ, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცვის თვალსაზრისით, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის თვალსაზრისით. ანუ, თუ მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7-დან 13-14%-მდე, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 40%-მდე“, - აღნიშნა მან. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ მკურნალობაში ჩართვისა და განკურნების მაჩვენებელი მსოფლიოში დაახლოებით, 8-დან 15%-მდეა, საქართველოში უკვე ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 41% და განკურნების ეფექტი არის 98%. „წელს, სიახლე ძალიან ბევრია და ამის შესახებ მეოთხე სხდომაზე გახდება ცნობილი. კერძოდ, ჯანდაცვაში როგორ ვნერგავთ მონიტორინგსა და სკრინინგს, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ გაიზარდა C ჰეპატიტის სამკურნალო კლინიკების რაოდენობა 4-დან 41-მდე. ამავე დროს, დეკემბრიდან უკვე ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, სადაც განკურნების ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ალბათ, შემდეგ კიდევ გვექნება ე.წ. სამკომპონენტიანი მედიკამენტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს. გუშინ სამეცნიერო სიმპოზიუმი იყო, სადაც ჩვენთან ჩატარებული სამეცნიერო კვლევის სიახლეები წარდგა. დღეს და ხვალ იქნება სწორედ, მსჯელობა ჩვენი სტრატეგიის ექვსივე კომპონენტთან მიმართებაში“, - აღნიშნა მან.
---
30.11.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ფართოვდება უფასო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც 60-მდე დასახელების მედიკამენტს მოიცავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება. მისი თქმით, 60-მდე დასახელების მედიკამენტი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. „სეტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეების ჯგუფები სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით 23-დან 30-მდე მედიკამენტი და საბოლოო ჯამში, 60 დასახელების მედიკამენტი", - განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს რესპუბლიკა-
---