From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-31.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 31.05.2019 07:24
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 31.05.2019

ტელევიზია

31.05.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00  

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6117146

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6117353

30.05

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6116842

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6115986

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6115666

---

 

30.05.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს ბოლო თვეების განმავლობაში საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებ, მიზერულ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა. კარდიოლოგიური განყოფილების 11 ექთანი თვეში 30 ლარს იღებს. სამი, დღის განმავლობაში მუშაობს, დანარჩენი კი ღამით მორიგეობს. მათი თქმით, 100 ლარიც კი მათთვის საოცნებო ხელფასია. ბათუმის ერთადერთ სახელმწიფო საავადმყოფოში ექთნების ხელფასი პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კლინიკაში გაუსაძლისი პირობების გამო კი მათი რაოდენობა 20-ჯერ შემცირებულია. ახალი შენობა, სადაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა განთავსდეს, უკვე აშენებულია, თუმცა შიგნით არც ინვენტარი და არც სხვა აუცილებელი ნივთები არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6116841

---

 

30.05.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის სიახლეები გააცნო. თამარ გაბუნიას თქმით, გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო 35 მედიკამენტი. მათი შეძენა ქვეყნის მასშტაბით, 118 აფთიაქშია შესაძლებელი. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6116447

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6116098

---

 

30.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო დახმარების ხუთი ახალი მანქანა გადაეცა. ოთხი სპეცმანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო ერთი ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. ახალი სპეც მანქანების საშუალებით სამედიცინო დახმარების გაწევა ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც იქნება შესაძლებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6115176

I არხი - მოამბე 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6114981

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6114682

---

 

30.05.2019

არხი:     რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

გორში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პაციენტმა, შუა ხნის ასაკის ქალბატონმა ექიმს ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წნევის აპარატი და ფონეინდოსკოპი დაუმტვრია. დაზარალებული ამ დრომდე, პოლიციის შენობაში იმყოფება გამოკითხვაზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გორის ბიუროში ყვებიან, რომ ეს ოჯახი ზოგადად აგრესიულია და სხვა დროსაც მომხდარა მათ შორის ინციდენტები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6116555

---

 

30.05.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 12:00

ბათუმის სამშობიარო სახლის მედიკოსები დირექტორ, ჯუმბერ უნგიაძეს, წილების გასხვისებაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ჯუმბერ უნგიაძემ საავადმყოფოს 100%-იანი წილი მიითვისა და დაწესებულების გასხვისებას უცხოელებზე გეგმავს. მედიკოსები ხელფასების გაუცემლობასა და არასათანადო სამუშაო გარემოზეც საუბრობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6115156

---

ინტერნეტი

31.05.2019

მედიასაშუალება:   https://www.primetime.ge/news/1559274533-e

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ. მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია. არსებული ინფორმაციით, კითხვები ძირითადად საბანკო რეგულაციებს ეხება. დაგეგმილი ასევე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გამოსვლა, რომელიც პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ მიიწვია. „აქამდე ვერ მოვახერხეთ ამ ფორმატისთვის საქმიანი სახის მიცემა, რადგან ყოველთვის რაღაც სკანდალურ ფორმატში გადაყვანას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა შეკითხვებიც საინტერესოა და ველოდებით საინტერესო პასუხებს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. დღესვე ინტერპელაციის წესით პარლამენტში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმენენ. ის 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სასაუბროდ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიწვია. ინტერპელაციის წესით, კითხვის ადრესატი როგორც წესი, პარლამენტში ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგება. კერძოდ, მარტის, მაისის, სექტემბრისა და ნოემბრისთვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და იმ კითხვებს უპასუხებს, რომლებიც მას აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღის ვადაში გადაეცა. პროექტის თანახმად, კითხვის ავტორს უფლება ექნება, კითხვა ნებისმიერ დროს გამოითხოვოს, თუმცა ამ შემთხვევაში, ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარდგება. რაც შეეხება პროცედურას, ცვლილებებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კითხვის ავტორს 10 წუთი გამოეყოფა, ხოლო შემდეგ, ადრესატს – 20 წუთი, რაც შეიძლება 10 წუთით გახანგრძლივდეს. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, დებატები გაიმართება.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/475183

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=84465

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/parlamentshi-interpelaciis-wesit-mamuka-baxtadzes-davit-sergeenkosa-da-tamar-jvanias-mousmenen

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/dges-parlamentshi-interpelaciis-wesit-mamuka-baxtadzes-mousmenen/34658

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/549272-parlamenti-interpelaciis-cesit-mamuka-baxtazes-davit-sergeenkosa-da-tamar-zhvanias-mousmens/

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/149647-parlamentiinterpelaciis-tsesit-mamuka-baxtadzes-davit-sergeenkos-da-tamar-zhvanias

პია.ჯი- https://pia.ge/post/264417-premier-ministrs-dres-interpelaciis-wesit-parlamentsi-mousmenen

---

 

31.05.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/14728-samzxe-javaxetshi-sasxrapo-samedizino-daxmarebis-5-magali-gamavlobis-manqana-gadaeza

სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა. ორი ავტომობილი ასპინძის, ორი – ახალქალაქის, ხოლო ერთი – ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება. „ოთხი სპეც-მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო ერთი - ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. მანქანების განაწილება რეგიონში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

---

 

31.05.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/549273-batumshi-socialuri-momsaxurebis-saagento-dasakmebis-porums-gamartavs/

ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს

ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან არის. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს (15:00 საათიდან 18:00 საათამდე). ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ბათუმის დასაქმების ფორუმი, 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N33, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმი“.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/batumshi-dasaqmebis-forumi-gaimarteba/

---

 

30.05.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/549265-tamar-chugoshvilma-im-shekitxvebze-isaubra-romlebsac-interpelaciis-cesis-parglebshi-deputatebi-mamuka-baxtazes-davit-sergeenkosa-da-tamar-zhvanias-xval-dausvamen/

თამარ ჩუგოშვილმა იმ შეკითხვებზე ისაუბრა, რომლებსაც ინტერპელაციის წესის ფარგლებში, დეპუტატები მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას ხვალ დაუსვამენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა იმ შეკითხვებზე ისაუბრა, რომლებიც ინტერპელაციის წესის ფარგლებში, დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიასთან გააგზავნეს და რომელსაც პარლამენტში ხვალ დაუსვამენ. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ძირითადი კითხვები ოპოზიციის მხრიდან არის გაგზავნილი. მათ შორის, პრემირ-მინისტრთან გაგზავნილი კითხვები შეეხება როგორც საფინანსო რეგულაციების, ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. რაც შეეხება უმრავლესობის შეკითხვებს, როგორც ჩუგოშილმა განაცხადა, მათ ჯანდაცვის მინისტრს კითხვა სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუსვეს. „რა კითხვები იქნება თითოეულ ინტერპელაციაზე დასმული, ყველა კითხვა არსებობს უკვე წერილობით. მე არ გამიგზავნია კითხვა, ძირითადად კითხვები არის ოპოზიციის მხრიდან გაგზავნილი. ორი კითხვა არის გაგზავნილი პრემიერ-მინისტრთან. პირველი წერილი თავის თავში მოიცავს რამდენიმე საკითხს და ეხება როგორც საფინანსო რეგულაციებს, ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და რამდენიმე სხვა საკითხს მოიცავს. მეორე წერილი, ანუ მეორე ინტერპელაციის შეკითხვა მოიცავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხებს. ასევე, არის მოწვეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მასთან დაკავშირებითაც ასევე ოპოზიციის მხრიდან არის გაგზავნილი კითხვები და ბოლოს, უმრავლესობის წევრებისგან არის გაგზავნილი კითხვა ჯანდაცვის მინისტრთან, რომელიც სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

---

 

30.05.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/549217-jandacvis-ministris-moadgile-kaxetis-regionis-ekimebs-shexvda/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კახეთის რეგიონის ექიმებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკმენტების პროგრამის სიახლეები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე სიახლეებსა და იმ გეგმებზე ისაუბრეს , რაც სამომავლოდ პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები უკვე განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“. თამარ გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია ექიმების ჩართულობა ამ პროცესში, მათ აქტიურად უნდა იმუშაონ პაციენტებთან პროგრამის მნიშვნელობის და მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე. „დღეს მომეცა შესაძლებლობა კახეთის რეგიონის ექიმებისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის სიახლეები გამეცნო და მათი მოსაზრებები მომესმინა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება.“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ . პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს. შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და კახეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირა.ჯი-http://kvira.ge/475097?fbclid=IwAR3C1ES_5LQja0lIW3CYW2lDg2Boh9KMbhfGlUMvrAxhnp6mvtDloz4IxM4  

პრაიმტაიმ.ჯი-  https://primetime.ge/news/1559220437-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90?fbclid=IwAR2Vo6B0q49_Lp-9PsTESycM-kT1j2TPF3psvYgMpY9ftcsDj_Xl5uozk4E

პია.ჯი- https://pia.ge/post/264338-jandacvis-ministris-moadgile-kaxetis-regionis-eqimebs-sexvda

---

 

ბეჭდვითი მედია

31.05.2019

მედიასაშუალება:     რეზონანსი

ბოლო 1 თვეში წამლები 11%-ით გაძვირდა, ხოლო 2013 წლიდან მოყოლებული - მინიმუმ 80%-ით

ლარის გაუფასურებამ, პირველ რიგში, სწორედ მედიკამენტები გააძვირა მედიკამენტების ფასმა ბოლო 1 თვეში, საშუალოდ, 10-11%-ის ფარგლებში მოიმატა. ცხადია, გაძვირება ლარის კურსს უკავშირდება, თუმცა სპეციალსიტების მოსაზრებას თუ გავითვალსიწინებთ, ფარმაცევტული კომპანიები იმდენად მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რომ ფასის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისი რესურსი აქვთ, რასაც რეალურად არავინ აკეთებს. დევალვაციის ფონზე მიზანმიმართულად სწორედ ის წამლები ძვირდება, რაც ყველაზე მოთხოვნადია. გრძელვადიან სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, წამლები საქართველოში 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ქვეყნის მმართველობაში მოვიდა, ოფიციალურად 80%-ით არის გაძვირებული. როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ეს გასაშუალებული მაჩვენებელია და რიგი კატეგორიის წამლები (ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო და სხვა) ბოლო 6 წლის განმავლობაში 200%-ით და მეტადაც არის გაძვირებული. "ბოლო კვლევების მიხედვით, რაშიც მრავალი სპეციალისტი მონაწილეობდა, წამლების არნახული გაძვირება დასტურდება. 6 წლის განმავლობაში მედიკამენტები, საშუალოდ, 80%-ით არის გაძვირებული, როცა საკვებ პროდუქტებზე გვაქვს 25%-იანი ზრდა, ხოლო დასვენება-მომსახურების საფასური 22%-ით არის გაზრდილი. ცხადია, ეს 80% გასაშუალებული მაჩვენებელია, სინამდვილეში გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი 200%-ით და მეტადაც არის მომატებული. ზოგი მეტად გაძვირდა, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ ფასების კატასტროფული ზრდა შეეხო, ძირითადად, იმ წამლებს, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ეს არის სამწუხარო ფაქტი და ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ერთადერთი, რაც ბოლო წლებში მედიკამენტების გაძვირების ტემპს უსწრებს, თამბაქოა. ამდენად, წამლების გაძვირების ტენდენცია იყო და გრძელდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, უკვე ნახტომისებურ ფაზაში გადავიდა. ბოლო 3-4-კვირიან პერიოდში, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო პრეპარატებსა და სხვა კატეგორიის წამლებზე ფასის ზრდა 10-11%-ის ფარგლებშია", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიხლაძემ და დასძინა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე საფასო ფასებთან დაკავშირებით ვითარება იქნება ყოველთვის უმართავი, სანამ სახელმწიფო ამ სექტორის რეაგულირებას არ მოახდენს და კონკურენტული გარემო არ ჩამოყალიბდება. "ჩვენი კვლევების მიხედვით, რაშიც სპეციალისტების ფართო სპექტრი მონაწილეობდა, აბსოლუტურად ყველა აღნიშნავდა, რომ ფასების ზრდის პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია არასწორი და გაუაზრებელია. ლარის კურსის ვარდნის გარეშეც ასე მოხდებოდა, მაგრამ კურსმა კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი და ვითარება დაამძიმა. თუკი ადრე ყოველწლიურად 9-10%-ით ძვირდებოდა წამლები, ახლა უკვე დადგა ფაქტი, რომ ეს პროცესი ტემპს კატასტროფული სისწრაფით კრეფს. სხვა ნორმალური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი დერეგულირებულია, ხანდახან მოგვყავს ევროპის მაგალითი, სადაც ევრორეგულაციები მოქმედებს. გააზრებული პოლიტიკის მიხედვით აქაც შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის კონკურენტული გარემო გვჭირდება, კონკურენციის სააგენტოს არაერთხელ მივმართეთ ბაზრის შესწავლის მოთხოვნით, მაგრამ ამ პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ", - ამბობს ჩიხლაძე. წამლების გაძვირებას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელი მარინა ბერაძეც, რომელიც ფარმაცეფტული ბაზრის საფასო პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალყურს. "ყველა ჩივის, რომ წამლები გაძვირდა. თუ აქციის საშუალებით თუ სხვა მექანიზმით ერთი დასახელების წამლის ფასი შემცირდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მედიკამენტის ღირებულებამ ორჯერ არ მოიმატა. წამლების ფასი მოსახლეობის გადაუჭრელი პრობლემაა. ხოლო წამლების რეკლამირება ცალკე თემაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედონ. ფსიქოლოგიურ დონეზე ხდება ადამიანებზე ზემოქმედება და ეს უნდა გამოსწორდეს. ისე მივეჩვიეთ მედიკამენტების გაძვირებას, რომ უკვე არც გვიკვირს, როცა ამის შესახებ ინფორმაციას ვისმენთ, მოსახლეობაც შეეჩვია. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აფთიაქებში წარმოდგენილი ჰიგიენური საშუალებების ფასების მხრივ, არანორმალური სიტუაციაა. როგორ შეიძლება 18 ლარი ღირდეს კბილის ჯაგრისი ან რა ფული უნდა ეყოს კბილის ძაფებს, პირის ღრუს სავლებებს და სხვა, რომელიც ძალიან გაძვირებულია. უცხოეთში ჰიგიენური საშუალებები მინიმალურ ფასად იყიდება და ყველა ადამინისთვის ხელმისაწვდომია, აქ კი აქსესუარების რანგში აჰყავთ, ეს არის არანორმალური მოვლენა~, - ამბობს ბერაძე. ფასებთან დაკავშირებით მსხვილ სააფთიაქო ქსელებში კომენტარს არ აკეთებენ. ამ თემაზე საუბარს გაურბიან არაბრენდირებული კომპანიების წარმომადგენლებიც, თუმცა ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქის მენეჯერი ინკოგნიტოდ დარჩენის პირობით, კომენტარზე დაგვთანხმდდა. როგორც მან `რეზონანსს~ განუცხადა, მაისის დასაწყისიდან თითქმის ყველა დასახელების უცხოური მედიკამენტი 2-3%-ით გაძვირდა, ხოლო არის წამლები, სადაც სხვაობა 7-8%-ს აღწევს. "მაქსიმალურად ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოგვდის. იმპორტი სავალუტო კურსზეა მიბმული. იმის გამო, რომ ხშირი რყევაა და კურსმა სტაბილურობა დაკარგა, ფასის გადახედვა ლამის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს. მაისში ფასმა საშუალოდ 2-3%-ით მოიმატა. ზოგიერთი მედიკამენტის შემთხვევაში, ცვლილება 7-8%-ის ფარგლებშია. როგორც კი საშულება მოგვეცემა, შევამცირებთ, მაგრამ ლარის მიმართ პროგნოზი ისეთია, რომ არ არის გამორიცხული, წამლები კიდევ გაძვირდეს. ამ ეტაპზეც მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რაც კომპანიის შემოსავალზეც აისახება", - აღნიშნა აფთიაქის მენეჯერმა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, წამლის ფასი საქართველოში მონოპოლიური ფაქტორითაც არის განპირობებული და ამ პროცესს მხოლოდ ლარის კურსი არ განსაზღვრავს. ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ ფარმაცეფტული ბაზრით დაინტერესდნენ და კვლევა ამ მიმართულებითაც განახორციელონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6116998&name=31.05.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​