From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-31.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 31.12.2018 08:12
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 31.12.2018

ტელევიზია

30.12.2018

არხი:  იმედი 

გადაცემა: იმედის კვირა

სიღარიბეში დაკარგული საახალწლო სურვილები და საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს. სანტასთვის გაგზავნილი სურვილები ,,იმედის კვირაში'' აღმოჩნდა

https://www.imedi.ge/ge/video/32125/sigaribeshi-dakarguli-saakhaltslo-survilebi-da-sachuqari-mravalshvilian-ojakhs-santastvis-gagzavnili-survilebi-imedis-kvirashi-agmochnda

---

 

30.12.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00    

  2018 წელი სოციალური მიმართულებითაც რთული გამოდგა. გაზრდილი ფასები, გაუფასურებული ლარი და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა - ეს ყველაფერი ყველაზე მძიმედ მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენას დააწვა. ოჯახები, სადაც ახალ წელს არ ელოდებიან და რომელთა არსებობაც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება ხოლმე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5789334

---

 

30.12.2018

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 15:00

გრიპის ვირუსის შემთხვევა ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში არ დაფიქსირებულა. კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, მაღალმთიანეთში ტემპერატურის დაცემას მიუხედავად პაციენტთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად არ მომატებულა. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5789208

---

 

29.12.2018

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

22 დევნილ ოჯახს მარნეულში ბინები გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ. ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ. სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5787673

იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5787854

კავკასია დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5788430

---

 

29.12.2018

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 17:45

საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ, განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ღორის გრიპის გავრცელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა გრიპის სიმპტომების შემთხვევაში ექიმებს მიმართონ. მისივე თქმით, ეპიდემიაზე საუბარი არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5788277

---

 

29.12.2018

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 17:45

მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ სამედიცინო სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების ხარჯზე გაიზარდა მედიკამენტებზე ხელმსაწვდომობა, თუმცა, ადამიანები, რომლებიც დიდ თანხებს ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტში სამედიცინო დახმარების მიღებისთვის, მათ ეს დანახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ ეს დანახარჯები მედიკამენტების შეძენაში გადაამისამართეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5788278

---

 

28.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00 

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცის" დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ გამოიყენონ ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცის“ საინფუზიო ხსნარი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5787140

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5787192

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5787056

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5786862

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5786711

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5786343

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5786314

---

 

28.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00 

მოსკოვის მორიგი ბრალდება: კრემლი საქართველოს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სისტემაზე, ლუგარის ლაბორატორიის გავლენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, საქართველოში რუსი ბავშვების ინფიცირების ფაქტზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნაწილი სიცრუეა. რუსეთის სანიტარული სამსახური არ გამორიცხავს, რომ შტამი, რომლითაც ზაფხულში ბავშვები დაინფიცირდნენ, ლუგარის ლაბორატორიაში ხელოვნურად შეეცვალათ. რუსული მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თბილისს ინფექციის წყაროსა და მიზეზის დასადგენად ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები არ წარუდგენია და არც ინფიცირების რისკის შესამცირებლად ჩაუტარებია სათანადო ღონისძიებები. ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფენ თბილისში. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5787146

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5786697

---

 

ინტერნეტი

30.12.2018

მედიასაშუალება:

---

 

29.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/527375-marneulshi-bina-22-devnil-ojaxs-gadaeca/

მარნეულში ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ. „22 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, 8 კი სამოთახიანი. ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ. სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/218402

კვირა.ჯი- http://kvira.ge/441205

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/marneulshi-22-devnil-ojakhs-bina-gadaetsa/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/202373-marneulshi-22-devnil-ojakhs-binebi-gadaeca.html?lang=ka-GE

რეგიონ.ჯი- http://region.ge/8351-marneulshi-22-devnil-ojakhs-binebi-gadaeca.html

ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8282

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=88789

---

 

29.12.2018

მედიასაშუალება: https://droni.ge/?m=9&AID=42627

პატარა ნიკოლოზს სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი თირკმელი - ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია ნიკუშას დახმარება!

პატარა ნიკოლოზს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ეს პატარა ბიჭი, ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გმირს რომ გვაგონებს, არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების რესპოდენტი. ტელევიზიაში მამას მოყავდა, მამა მხოლოდ გვესალმებოდა , ნიკოლოზს სიმორცხვის დაძლევაში ეხმარებოდა,მერე მადლობას გვიხდიდა, ამბობდა რომ ნიკოლოზს საკუთარი თავის ტელევიზორში დანახვა განსაკუთრებულ ბედნიერებას ანიჭებდა ,მერე გვემშვიდობებოდა და პატარა ნიკოლოზთან ერთად მიდიოდა. ახლახან სრულიად შემთხვევით გავარკვიეთ, რომ ნიკოლოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თურმე მაშინაც გართულებული ჰქონდა როცა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო,მაშინ როცა ყველას გვიღიმოდა და გვეხუტებოდა.მამას შეეძლო ამ თემაზე გაგვსაუბრებოდა, მაგრამ არც ერთხელ მივუნიშნებივართ, საკუთარი რესურსებით ცდილობდა შვილის გადარჩენას.. აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზს თირკმელი თავის დროზე საკუთარმა ბებიამ დაუთმო, მერე ცუდი ექიმები, ჩაერივნენ, და მისი გახვრეტა მოახერხეს.. რამდენიმე თვეა ნიკოლოზი საავადმყოფოში წევს, მორიდებულ მამამის დილით ველაპარაკე, ბავშვის მდგომარეობა რომ მოვიკითხე მითხრა, დღეს გაწერენო, მივულოცე ე.ი ყველაფერი კარგად არის თქო, რამდენიმე წამიანი დუმილის მერე გამიმხილა , არა ექიმს სთხოვა სახლში გამიშვი ნაძვის ხის აწყობა მინდაო, გასაგები მიზეზების გამო ექიმმა უარი უთხრა, ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც ბავშვთან ერთად ტიროდნენ .. ნიკოლოზმა დღეს გაიმარჯვა, ექიმი დაიყოლია , რამდენიმე საათით სახლში გამოუშვეს, ნაძვის ხის აწყობა მანამ უნდა მოასწროს სანამ მისი ჰემოგლობინის დონე დაეცემა და ორგანიზმი ენერგიას დაკარგავს .. იქნებ წვეულებაზე შარშანდელი კაბაც გამოგვადგეს? იქნებ ჩვენს ჯანმრთელ შვილებს , ძველი სათამაშოები გადმოვულაგოთ და ვუთხრათ, რომ თუ ახალზე უარს იტყვიან , ნიკოლოზის სიცოცხლეს გაახანგძლივებენ! იქნებ ერთი თავით ნაკლები კერძი იყოს ჩვენს საახალწლო სუფრაზე? იქნებ ნიკოლოზსაც ჰქონოდა ჯანმრთელი თირკმელი? იქნებ, ნიკოლოზიც დაბადებულიყო მდიდარ ოჯახში, მაგრამ რა ქნას ნიკოლოზმა თუ არ გაუმართლა და ახლა არც ერთი აქვს და არც მეორე?! იქნებ ჰქონდეს ნიკოლოზს ჩვენი იმედი?! ხომ შეიძლება ასეც იყოს?! ერთი კაბის, ერთი კერძის, ერთი სათამაშოს სანაცვლოდ... იქნებ ვიფიქროთ.. იქნებ ვიფიქროთ ამაზე! ანგარიშის ნომერი: GE06BG0000000791931400 მიმღები ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

---

 

29.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=193666-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

„ვარ ასე, დარჩენილი მარტო, უყურადღებოდ, უწამლოდ, მკურნალობის გარეშე... დამეხმარეთ, თუნდაც ერთი ლარით“- დარეჯან შაშიაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

---

 

28.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-saswrafo-samedicino-dakhmarebisadmi-mimartvianoba-shemcirda/?fbclid=IwAR0pgYNkqGK0BRsWLAcdpdno3C6ZzTDIBlcwVLRHTo8z5o5aU3FrEHinGG4

ჯანდაცვის სამინისტრო - სასწრაფო სამედიცინო დახმარებისადმი მიმართვიანობა შემცირდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესრულებული გამოძახებების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირდა. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განუცხადა. მისი თქმით, თუ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით დღე-ღამეში დაახლოებით 2400-მდე გამოძახება შესრულდა, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200-ითაა შემცირებული და ტენდენცია კლებისკენ არის მიმართული. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის გავრცელებაზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი. სტატისტიკური მონაცემები ორშაბათს, 31 დეკემბერს განახლდება, ამ ეტაპზე კი ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე საშუალოდ 200-220-ს შეადგენს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ეპიდემიის საშიშროება არ არის. საგანგებო რეჟიმზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება აუცილებელი, თუ ეს მაჩვენებელი 500-ს გადააჭარბებს. მისი განმარტებით, თუკი ავადობის შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის რგოლი – ამბულატორიული დაწესებულებები მუშაობის გახანგრძლივებულ გრაფიკზე გადავლენ. დარახველიძის თქმით, სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში, თუ დაავადების რთული ფორმები არ დაფიქსირდება, „112“ პაციენტს სწორედ ამბულატორიებში გადაამისამართებს. ასევე შესაძლებელი გახდება ოჯახის ექიმის ბინაზე მისვლაც. „მოსახლეობა მიიღებს სრულ და ხარისხიან სერვისს, ამდენად, გრიპის ან გრიპისმაგვარი ვირუსების მსუბუქი და საშუალო სირთულის სიმპტომების შემთხვევაში, არ არის საჭირო, გამოიძახონ სასწრაფო დახმარება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის ნაცვლად. ყოველწლიურად სეზონური გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებების გავრცელებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც რეგულარულად იკრიბება და თვალს ადევნებს მიმდინარე მონაცემებს და საჭირო რეაგირებას უზრუნველყოფს, მათ შორის, ქვეყანაში ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის, ტამიფლუს მარაგებს. დღეისათვის, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული პრეპარატის მარაგი საკმარისია, მათ შორის სააფთიაქო დაწესებულებებში და დეფიციტის საფრთხე არ არის“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=88764

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/202367-jandacvis-saministro-sastsrafo-samedicino-dakhmarebisadmi-mimarthvianoba-shemcirda.html?lang=ka-GE

---

 

28.12.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministrom-hepa-mercis-sainfuzio-xsnaris-realizacia-sheachera

ჯანდაცვის სამინისტრომ "ჰეპა-მერცის" საინფუზიო ხსნარის რეალიზაცია შეაჩერა

ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10“ სერია: 711121 სპეციფიკაციით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის (ხსნარის ფერის შეცვლა) შესახებ. მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა. ფარმაცევტული პროდუქტი „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი, თუმცა სააგენტო, პრევენციული ღონისძიების სახით, მიმართავს, ასევე, პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი 711121 სერიის მქონე „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად“.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/202359-jandacvis-saministrom-qhepa-merci-s-sainfuzio-khsnaris-erthi-seriis-realizacia-sheachera.html?lang=ka-GE

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=193606-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D

პია.ჯი- https://pia.ge/post/240852-711121-seriis-mqone-medikamenti-hepa-merci-gayidvidan-amorebulia

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=76980

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/527285-jandacvis-saministrom-hepa-merci-s-sainpuzio-xsnaris-realizacia-sheachera/

---

 

28.12.2018

მედიასაშუალება: https://for.ge/view/158491/saministrom-devnili-ojaxebisTvis-kerZo-mesakuTrisgan--34-bina-gamoisyida.html

სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის კერძო მესაკუთრისგან 34 ბინა გამოისყიდა

სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის კერძო მესაკუთრისგან 34 ბინა გამოისყიდააქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, 34 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა. მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გუდამაყრის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მოახსენა, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. დევნილი ოჯახები გუდამაყრის ქუჩაზე, წლებია ცხოვრობენ, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც მათთვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი შენობა 1 200 000 ლარად გამოისყიდა. 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებს საკუთრებაში კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 1600-მდე ბინა გადასცა.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/saministrom-devnili-ojakhebisthvis-kerdzo-mesakuthrisgan-34-bina-gamoisqhida/

ნიუს.ჯი- https://news.ge/34-devnil-ojaxs-binebi-sakutrebashi-gadaeca/

გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/saministrom-devnili-ojakhebistvis-kerdzo-mesakutrisgan-34-bina-gamoisqida-r

კვირა.ჯი- http://kvira.ge/440996

---

 

28.12.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/440987

“ჩერნოვეცკის” ფონდი, მოსახლეობას ღლონტების ოჯახის დასახმარებლად, გაერთიანებისკენ მოუწოდებს

2017 წლის 24 ოქტომბერი ღლონტების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – დაიწვა მათი ორსართულიანი სახლი. ახლა 6-სულიანი ოჯახი ფაქტობრივად ქუჩაშია დარჩენილი და ახალ წელს უმძიმეს პირობებში ხვდება. ღლონტების ოჯახს არაფერი გააჩნია, გარდა იმედისა! ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე გულთან ახლოს მიიტანს მათ გასაჭირს და დახმარების ხელს გაუწვდის! ჩვენ გვწამს სიკეთის და სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ ამდაგვარ ისტორიებს. დიახ, შეუძლებელია გულგრილად უყურო ადამიანის გასაჭირს, ყურადღება არ მიაქციო მის სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს, მითუმეტეს რომ არავინაა დაზღვეული ბედის უკუღმართობისგან. “მეგობრებო, შეხედეთ ამ ფოტოს, ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს! განა მათ რამე დააშავეს?! სამწუხაროდ, ისინი დღეს გასაჭირში არიან და თითოეული ჩვენგანის თანადგომას და დახმარებას საჭიროებენ! ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საახალწლო სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელოები, მათ შორის ბავშვების კეთილდღეობაზე, ცხოვრებაში რეალურ ადრესატს იპოვიან! ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერ ბავშვობას, ცხოვრების, სწავლის და განვითარების ნორმალურ პირობებს… მაგრამ რა უნდა ჰქნან იმ ბავშვებმა, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო ქუჩაში აღმოჩნდნენ, რომლებსაც სცივათ და შიათ? ჩვენი ვალია, რომ გავითავისოთ მათი გასაჭირი, შევუწყოთ ხელი, დავაყენოთ სწორ გზაზე და შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნოთ მათზე! ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?! „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“- ვკითხულობთ სახარებაში, თუმცა, რა დასამალია და, ეს წმინდა მცნება ხანდახან გვავიწყდება!”,- აცხადებენ ფონდში. ჩვენ გავესაუბრეთ ინგა ღლონტს, 3 შვილის დედას: – ინგა, ხანძრის შემდეგ თქვენს ოჯახს ვინმე დაეხმარა?ინგა: მეზობლებმა გაგვიწიეს დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სოფელი ღარიბია და ხალხი გაჭირვებულად ცხოვრობს, ბევრმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი უბედურება, მოქონდათ საჭმელი, ტანსაცმელი…. ამასწინათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახურავი მოგვიტანა… ყველას ძალიან დიდი მადლობა, თუმცა ჯერ-ჯერობით დამწვარ სახლში ცხოვრება შეუძლებელია: არ არის იატაკი, კარი, ფანჯრები, ავეჯი, ერთი სიტყვით, არაფერია…და ვერც ვყიდულობთ, რადგან არანაირი შემოსავალი, გარდა სოციალური შემწეობისა, ჩვენ არ გვაქვს. – ამჟამად სად ცხოვრობთ? ინგა: მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები! ნათესავებმა შეგვიკედლეს დროებით, თავად უჭირთ, მაგრამ ჩვენი გასაჭირი გაითავისეს… – როგორ არსებობთ? ინგა: ვღებულობთ სოციალურ შემწეობას, ბაბუა- პენსიას. ეს არის მთელი შემოსავალი. მეუღლე ვერ მუშაობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას ვენების ვარიკოზული დაავადება სჭირს. 83-წლის ბაბუა დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ეტლს არის მიჯაჭვული. მე თავად ორსულად ვარ და მეოთხე შვილს მაისში ველოდები. – ბავშვები რამდენი წლისანი არიან? ინგა: ბიჭები შესაბამისად 9 და 7 წლის, ხოლო გოგონა – 5 წლის. ძალიან განიცდიან ამ მდგომარეობას, განსაკუთრებით ბიჭები. ამასწინათ უფროსი შვილი რატი მეკითხება: „დედიკო, რა დავაშავეთ ასეთი?“. – ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? ინგა: რა თქმა უნდა, არაფერი გაგვაჩნია და ყველაფერი გვჭირდება…ელემენტარული ავეჯი, რემონტი, თეთრეულიც არ გვაქვს. ამ ეტაპზე კი საკვები პროდუქტები და მოხუცისთვის ჰიგიენური საშუალებებია ჩვენთვის ყველაზე აუცილებელი… ნათესავებს, რომლებმაც შეგვიფარეს მძიმე ტვირთად ვაწვებით… – გსურთ რომ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს? ინგა: კეთილო ხალხო, მერიდება ძალიან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. გთხოვთ, რომ დაეხმაროთ ჩემს ოჯახს! როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ზამთარს, შიმშილს და სიცივეს… ცუდზე არ მინდა ვიფიქრო, თუმცა მეეჭვება რომ მეოთხე შვილი ჯანმრთელი დაიბადოს… გამუდმებულ სტრესში ვარ. “მეგობრებო, ღლონტების ოჯახი ხანძრის შედეგად გადარჩა, თუმცა მათ ყველაფერი დაკარგეს, იმედის გარდა! არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ადამიანებმა იმედიც დაკარგონ! ისინი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი… ამ ოჯახმა ცხოვრება ფაქტიურად თავიდან უნდა დაიწყოს! მოდით, შევუწყოთ მათ ხელი ამ რთულ გზაზე, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან! მოინახულეთ ღლონტების ოჯახი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში, აღმოუჩინეთ მატერიალური დახმარება, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს! ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღლონტების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/399-glonti/ “,- აცხადებენ ფონდში.

---

 

28.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=193613-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1

მეტყველებაც შეწყვიტა, მხოლოდ ხელების მოძრაობით კონტაქტობს სამყაროსთან“ - მენინგიტით დაავადებული 9 წლის ბიჭი დახმარებას ითხოვს

9 წლის გიორიგი რამიშვილი ჩირქოვან მენინგიტს ებრძვის. ბიჭუნას ხანგძლივი მკურანლობა სჭირდება, რაც თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც რამიშვილის ახლობლებს არ აქვთ. გიორგის დედა, წლებია თურქეთში ემიგრაციაში იმყოფება, რომ შვილს სისტემატიურად წამლები შეუძინოს. საზღვარგარეთ, ფიზიკურად მუშაობდა გიორგის მამაც, თუმცა 9 წლის ბიჭის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მამაკაცი სამშობლოში დაბრუნდა და შვილის მოვლით დაკავდა. რამიშვილები „ნიუპოსტს“ უყვებიან, რომ საქართველოში ჩტარებული მკურნალობა ეფექტური არ აღმოჩნდა და ბავშის მდგომარეობა ყოველდღიურად მძმდება. „გირგიმ მეტყველებაც შეწყვიტა და მხოლდ და მხოლოდ ხელების მძრაობთ კონტაქტობს სამყროსთან“- ამბობს ბიჭის ახლობელი და აღნიშნავს, რომ ოჯხი ქირით ცხოვრობს. “ძალიან უჭირთ იმ იმ მედიკმენეტების შეძენა, რომელიც გიორგის სიატემატიურად სჭირდება. გთხვთ სულ მცირედით დაეხმაროთ. რომ შეძლოს მამამ საზღვარგარეთ ჩაუტროს გამოკვლევები. საულ რაღაც 3 ათასი დოლრი სჭრდებაათ აქედნ 500 ლარი ბათუმის მერიამ დაურცხია გიორგის”- აცხადებს მოზარდის ახლობელი. გირგის მამის თანხმობით ვაქვეყნებთ საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს: #საქველმოქმედოზარი 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი 599 33 01 14

---

 

 ​