From : hr <HR@moh.gov.ge>
To : All MOH Users <everymoh@moh.gov.ge>
Subject : მედიაციის დღეები
Received On : 02.11.2018 13:58
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მუშაობს საჯარო სამსახურში დავების გადაწყვეტის თემასა და მედიაციის ინსტიტუტის დანერგვის შესაძლებლობაზე.

 

ამ პროექტით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 5 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

 

პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

 

From: Natalia Baratashvili <natalia.baratashvili@undp.org>
Date: November 2, 2018 at 14:35:22 GMT+4
To: "
sbelkania@moh.gov.ge" <sbelkania@moh.gov.ge>, "NArbolishvili@moh.gov.ge" <NArbolishvili@moh.gov.ge>
Cc: Nana Tsiklauri <
nana.tsiklauri@undp.org>, Maya Giorbelidze <maya.giorbelidze@undp.org>
Subject:
მედიაციის დღეები _ "user journey"

სოფო, ნათია,

 

როგორც ვესაუბრეთ, ბიურსოთან ერთად ვართ დავების გადაწყვეტის გამოცდილების გამარტივების პროცესში, კერძოდ მოხელეებთან ერთად გვინდა განვიხილოთ ამ პროცესის გაუმჯობესების გზები. ამ საინტერესო სავარჯიშოთი დაინტერესებული შესაძლოა იყოს როგორც მოხელე, რომელსაც ჰქონდა რაიმე დავა, ან ვისაც უბრალოდ თემა აინტერესებს. ამიტომაც გვინდა გთხოვოთ, ქვევით ჩაკოპირებული მოსაწვევის „დატრიალება“ მოხელეებს შორის. თუ ვინმე იქნება დაინტერესებული, პირდაპირ მოგვწერს დღეს ან ორშაბათს და თქვენ ბევრ დროსაც არ წაგართმევთ ამის ორგანიზებით. შეხვედრა ოთხშაბათს გვაქვს დაგეგმილი, ყველა სამინისტროდან ვიწვევთ მოხელეებს.

 

ბოდიში რომ გაჩქარებთ, ოთხშაბათამდე ბევრი დრო არ გვაქვს სამწუხაროდ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

 

cid:image001.jpg@01D472B9.49E752C0

 

 

From: Natalia Baratashvili
Sent: Friday, October 26, 2018 5:49 PM
To: Natalia Baratashvili <natalia.baratashvili@undp.org>
Cc:
Maia Dvalishvili <MDvalishvili@csb.gov.ge>; Irma Mikadze <IMikadze@csb.gov.ge>; Nana Tsiklauri <nana.tsiklauri@undp.org>; Maya Giorbelidze <maya.giorbelidze@undp.org>
Subject:
მედიაციის დღეები _ "user journey"

 

მეგობრებო,

 

საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მუშაობს საჯარო სამსახურში დავების გადაწყვეტის თემასა და მედიაციის ინსტიტუტის დანერგვის შესაძლებლობაზე. როგორც ზოგიერთმა თქვენთაგანმა იცის, ივლისში გაიმართა ადგილობრივი კვლევის პრეზენტაცია - „საჯარო სამსახურში დავების ეფექტიანი გადაწყვეტა და მართვა“ (მოკლე მიგნებები იხ. დანართის სახით).

 

საჯარო სამსახურში დავების გადაწყვეტის და მედიაციის თემაზე ნოემბერში გაიმართება კონფერენცია - „მედიაციის დღეები“ (მოსაწვევებს გამოგიგზავნით მოგვიანებით). კონფერენციისთვის ვიფიქრეთ, მოგვემზადებინა ე.წ. „მომხმარებლის გზა“ (user journey) ვოკშოფის გზით - ანუ გვინდა რომ შევქმნათ სურათი/ვიზუალიზაცია იმის, თუ რა გზას გადის მოხელე დავის/უთანხმოების დროს (მანამ სანამ გადაწყვეტს სასამართლოში წასვლას). ასევე რას განიცდის, რა სახის დახმარება ან ინფორმაცია ესაჭიროება და ა.შ. ეს მცირე სავარჯიშო მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ, რა უნდა შეიცვალოს დავების პრევენციის/მართვის პროცესში, რომ პროცესი უფრო ეფექტიანი, წარმატებული და მოხელეზე ორიენტირებული გახდეს.

 

ამ მიზნით მოგმართავთ მცირე თხოვნით: თუ შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ რამდენიმე მოხელის იდენტიფიცირებაში (5-7 ადამიანი), რომელსაც ექნება სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ ვოკშოფში (7 ნოემბერს). პირველ რიგში, აქ კარგი იქნება რომ ჩავრთოთ ისეთი მოხელე, რომელსაც ჰქონდა რაიმე უთანხმოება/დავა უწყების ფარგლებში. თუმცა, თუ ესეთი მოხელის იდენტიფიცირება არ/ვერ მოხდება, ნებისმიერი მოხელის ჩართულობა მაინც ძალიან ღირებული იქნება. დავების შინაარსზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ გვექნება, გვაინტერესებს მხოლოდ პროცესი. უწყებების მითითებაც არ იქნება საჭირო მონაწილეების მიერ.

 

ცალკე დაგიკავშირდებით თითოეულს და დეტალებს გაგიზიარებთ.

ბოდიშს გიხდით გრძელი მეილისთვის.

 

პატივისცემით,

ნატალია

 

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

 

MOH 1 Logo-GEO