| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიკამენტების პროგრამა |
| Received On : | 18.11.2019 06:43 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო
გიგზავნით ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამანტებით უზრეყუნველყოფის პროგრამის რედიაზაინის თაობაზე წინადადებებს განხილვისა და კომენტარებისთვის. მთავარი ცვლილებები შეეხება (ა) პროგრამის ინტეგრირებას 36 დადგენილებაში, რომელშიც უკვე არის წამლით უზრუნველყოფის კომპონენტი. მნიშვნელოვანია სინქრონიზაცია და წამლით უზრუნველყოფის პროგრამის სრული ინტეგრაცია 36 დადგენილებაში. იმეილს თან ერთვის პრეზენტაცია რომელიც ადარებს 36 დადგენილებით და ქრონიკული მედიკამენტებით უზრყუნველყოფის პროგრამის ბენეფიტებს და მოსარგებლე ჯგუფებს. აქვე აღწერილია რედიზაინის პრინციპები. და (2) ცენტრალიზებული შესყიდვის და მარაგების მართვის მექანიზმის ნაცვლად გადასვლას პროგრამულად არამატერიალიზებული ვაუჩერით ანაზღაურების პრინციპზე.
დანართის სახით იხილეთ 36 დადგენილებაში ცვლილებების პროექტი. ძირითადი შესათანხმებელი საკითხები შემდეგია:
1. მედიკამენტების ნუსხა: 36 დადგენილებაში მედიკამენტების ნუსხის განახლება_ გამოვიყენოთ ქრონიუკული მედიკამენტების (35 აქტიური ნივთიერება) და დამატებით 0-5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები (მიმდინარეობს კონსულტაციები ექსპერტებთან ამ ნაწილის დაზუსტებაზე)
2. ეტალონური/რეფერენს ფასების დადგენა: პროგრამული ანაზღურებისთვის მედიკამენტებზე ფასის/ტარიფის დადგენის მექანიზმი: სანიმუშოდ იხილეთ 10 შერჩეული აქტიური ნივთიერების სხვადასხვა ფორმებს შორის განსხვავება ფასებში. აღებულია მხოლოდ ის მედიკამენტები, რომელიც აკმაყოფილებს მთავრობის 188 დადგენილების მოთხოვნებს.
3. ხარისხი: მედიკამენტებზე ხარისხის მოთხოვნის შენარჩუნება და კონტროლის მექანიზმები- რა გზით შეგვიძლია ვაკონტროლოთ, რომ აფთიაქი პასუხობს ხარისხის მოთხოვნებს
4. გარდამავალი პერიოდი- გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს ცენტრალიზებული მომარაგების მექანიზმის შენარჩუნება, ვიდრე სრულად არ ამოიწურება უკვე შესყიდული მარაგი
5. ლიმიტების ოდენობა მედიკამენტების ჯგუფების მიხედვით- შევთანხმდეთ დაანგარიშების პრინციპზე და პროგნოზებზე. იხილეთ თანდართული ექსელის ფაილი. „ქრონიკული_ვაუჩერის ვერსია_ 18.10.19“
6. ბენეფიტის ოდენობა- მედიკამენტის ღირებულების რა ნაწილს აანაზღაურებს პროგრამა, ისე რომ წახალისდეს გენერიული დასახელების ან პრიორიტეტული ბრენდების მოხმარება.
7. ერთ ჯერზე გასაცემი მედიკამენტების რაოდენობა 3 თვის ნაცვლად შეიზღუდოს 1 თვემდე- მოგვცემს ჭარბი უტილიზაციის თავიდან აცილების საშუალება და პაციენტს დააბრუნებს პჯდ-ში რეცეპტისა და განმეორებითი კონსულტაციისთვის. ამ გზით წამლის კომპონენტი ჩაჯდება ქრონიკული დაავადებების მართვის კონტექსტში.
8. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
გთხოვთ ამ საკითხების განხილვის დაწყებას რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. 6 საათზე დღეს ქ-ნ მინისტრთან იგეგმება კონსულტაცია და დამავალებთ, თუ თქვენი შენიშვნების ნაწილი მაინც ამ დროისთვის მექნება.
შენიშვნების კონსოლიდაცის უზრუნველყოფს ქ-ნი ლელა წოწორია.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister