From : Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
To : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Subject : მეტფორმინისა და ენალაპრილის შესყიდვასთან დაკავშირებით
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge <'lgogodze@ssa.gov.ge'>; lmamulashvili@ssa.gov.ge <'lmamulashvili@ssa.gov.ge'>; kchkhartishvili@ssa.gov.ge <'kchkhartishvili@ssa.gov.ge'>; zpipia@ssa.gov.ge <'zpipia@ssa.gov.ge'>; ggelashvili@ssa.gov.ge <'ggelashvili@ssa.gov.ge'>
Received On : 19.09.2019 12:47
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, მეტფორმის შესყიდვაზე დასრულდა კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც გამარჯვებული გამოვლენილია. თუმცა, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პაციენტთა გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე, დამატებით შესასყიდია კიდევ 7,959,120 აბი.  დანარჩენი 7,959,120 აბი მეტფორმინის შესყიდვის თაობაზე მოგახსენებთ, რომ ბაზრის კვლევების გათვალისწინებით, ფარმაცევტული კომპანიებიდან ყველაზე მისაღები შემოთავაზება გააკეთა შპს „პსპ ფარმამ“. კომპანიას მეტფორმინის მოწოდება შეუძლია უკვე ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, N1 ცხრილში მოცემული მონაცემების შესაბამისად.

თუმცა, შპს პსპ ფარმას მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს დაუყოვნებლივ, რათა კომპანიამ გააკეთოს შეკვეთა მწარმოებელთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენი პოზიციის წარმოდგენას, შეძლებისდაგვარად, დაუყოვნებლივ.

 

ენალაპრილის შესყიდვასთან დაკავშირებით ასევე ჩატარდა ბაზრის კვლევა. გთხოვთ, გადახედოთ N2 ცხრილს და მოგვწეროთ თქვენი პოზიცია, არაუგვიანეს 2019 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათისა.

 

 

ცხრილი N1

აქტიური ნივთიერება

დოზა

ფორმა

შესასყიდი რაოდენობა (ტაბლეტი, ცალი)

მოწოდების გრაფიკი

ვარგისიანობა

ერთ. ფასი

სავაჭრო დასახელება/მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა

კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი

მეტფორმინი

1000მგ

აბი

7,959,120.00

პირველ ეტაპზე 150 000 აბის მოწოდება მოხდება არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა. ხოლო, დარჩენილი რაოდენობის მოწოდება მოხდება ეტაპობრივად ან ერთიანად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2019 წლის დეკემბრამდე.

მოსაწოდებელი მედიკამენტების ვარგისიანობა მოწოდების მომენტისთვის იქნება არანაკლებ 24 თვე.

0.08

მეტფორმინი 1000მგ. აბი #60, კომპანია: LEK, ქვეყანა: პოლონეთი.

CON190000386

 

 

ცხრილი N2

აქტიური ნივთიერება

დოზა

ფორმა

შესასყიდი რაოდენობა (ტაბლეტი, ცალი)

მოწოდების გრაფიკი

ვარგისიანობა

სავარაუდო ერთ. ღირებულება

სახელმწიფო შესყიდვების სააგნეტოს კომენტარი (19.09.19)

ენალაპრილი

10მგ

აბი

819,780.00

პირველ ეტაპზე მოწოდებულ უნდა იქნას 400 000 აბი ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდა და შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე (დაახლოებით 20 ოქტომბრისთვის. ასევე, შესაძლებელია მთლიანი რაოდენობის ერთჯერადად მიღება), ხოლო დარჩენილი რაოდენობა მოწოდებულ უნდა იქნას არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა.

პირველ ეტაპზე მოსაწოდებელი საქონლის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტსთვის უნდა იყოს არანაკლებ 12 თვე. ხოლო, დანარჩენი საქონლის ვარგისიანობა მოწოდებისას უნდა იყოს არანაკლებ 18 თვე.  მთლიანი საქონლის ერთ ეტაპად მოწოდების შემთხვევაში მედიკამენტების მოწოდებისას ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 18 თვე

€      0.057

ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, შესაძელებელია მხოლოდ მთლიანი რაოდენობის ერთ ეტაპად შესყიდვა, რომლის ვარგისიანობის ვადა მოწოდებისას იქნება 03/2022. გთხოვთ მოგვწეროთ მისაღებია ამ პირობებით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება?

ფასი მოცემულია €-ში. თუმცა, უშუალოდ კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების დღეს მედიკამენტის ღირებულება კონვერტირდება ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით და კონსოლიდირებული ტენდერიც გამოცხადდება ლარში.

ენალაპრილი

20მგ

აბი

   300,000.00

პირველ ეტაპზე მოწოდებული უნდა იქნას არაუმეტეს  300 000 აბი  ხელშეკრულების გაფორმებითანავე.ხოლო, დარჩენილი რაოდენობა შემსყიდველის  მოთხოვნის შესაბამისად, ერთჯერადა ან ეტაპობრივად 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

პირველ ეტაპზე მოსაწოდებელი საქონლის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტსთვის უნდა იყოს არანაკლებ 8 თვე. ხოლო, დანარჩენი საქონლის ვარგისიანობა მოწოდებისას უნდა იყოს არანაკლებ 18 თვე.  მთლიანი საქონლის ერთ ეტაპად მოწოდების შემთხვევაში მედიკამენტების მოწოდებისას ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 24 თვე.

€      0.0933

ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე, შესაძლებელია მხოლოდ 300 000 აბის შესყიდვა, რომლის მოწოდებაც მოხდება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ვარგისიანობის ვადა იქნება 03/2022. გთხოვთ მოგვწეროთ მისაღებია ამ პირობებით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება?

 

 

 

cid:image001.png@01D40E33.A6234FC0

ნინო გამრეკელი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8

0113, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 598 380 780

+322 224 22 48  (39) 

Web: www.procurement.gov.ge

Nino Gamrekeli

 

State Procurement Agency

Address: Richard Holbrooke Str. N8 

0113, TBILISI, GEORGIA

Tel: +995 598 380 780

+322 224 22 48 (39) 

Web: www.procurement.gov.ge