From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის N693 და N169 დადგენილებებში შესატანი ცვლილებების პროექტებით განსაზღვრული აქტივობები
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 23.11.2019 10:36
Attachments :

ქალბატონო თამარ,

კოლეგებო,

 

პირველ რიგში გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის მადლი და ძალა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

მოგეხსენებათ, ცენტრის მიერ სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წლის სექტემბრიდან მიმდინარეობდა სახელმწიფო პროგრამებში განსახორციელებელ ცვლილებების პროექტზე მუშაობა, რაც ითვალისწინებდა იმ პერიოდისთვის ზოგიერთ სახელმწიფო პროგრამაში არსებული თავისუფალი ფინანსური რესურსების სხვა პროგრამებში გადატანის გზით,  მთელი რიგი ახალი ღონისძიებების წამოწყებას მიმდინარე წლის ბოლომდე და ასევე 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან გარკვეული ხარჯების გამოთავისუფლებას, მიმდინარე წელს საქონლის გარკვეული მარაგების  შესყიდვის გზით, რადგან როგორც მოგეხსენებათ, წინასასწარი მონცემებით 2020-ის ბიუჯეტში პროგრამებში ვალდებულებებსა და გამოყოფილ ბიუჯეტს შორის გარკვეული დისბალანსია.  

კერძოდ ვგეგმავდით:

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის, აივ-ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის მართვის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წლის ბოლომდე მოსალოდნელი ეკონომიის (ჯამში 973 ათასი ლარის ოდენობით) გადატანას შემდეგ სახელმწიფო პროგრამებში:

1. უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში - 401 ათასი ლარი (კომპონენტებს შორის შიდა გადანაწილებით ასევე თავისუფლდება 145 ათასი ლარი), რომლის ფარგლებშიც უნდა შეგვესყიდა 546 ათასი ლარის ღირებულების NAT ტექნოლოგიისათვის საჭირო რეაგენტები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალ მოდელში თბილისის სისხლის ბანკების ჩასართავად.

2.  ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა - 400 ათასი ლარი, საიდანაც 327 ათას ლარად უნდა შეგვესყიდა მომავალი წლის პირველი ეტაპისათვის საჭირო სოლფაკი, გრიპის რეაგენტები 68 ათასი ლარის ოდენობით, 28 ათასი ლარის ფარგლებში და ჰეპატიტების ზედამხედველობის სენტინელების დაფინანსება;

3. ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის  ჰეპატიტის სკრინინგის კომპონენტი - 172 ათასი ლარი, სახარჯი მასალების შესასყიდად და თბილისის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის ერთი თვის შესრულების დასაფინანსებლად.

იმის გამო, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილებების დამტკიცება დროში გახანგრძლივდა და სავარაუდოდ მიღებული იქნება მხოლოდ ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის პირველ კვირაში, შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ წლის ბოლოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ღონისძიებები ვერ იქნას შესრულებული და არსებული მწირი რესურსების ათვისება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტებზე ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ვერ იქნას ჯეროვნად ათვისებული. კერძოდ:

1. სოლფაკის შესყიდვა - დარჩენილია 30 დღე ტენდერის ჩასატარებლად, ხელშეკრულების გასაფორმებლად, საბანკო გარანტიის წარმოსადგენად და თანხის წინსწრებით გადასარიცხად, მაშინ როცა ამ ღონისძიების ნორმალურად წარსამართად საჭიროა 45-60 კალენდარული დღე. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია რომ ავითვისოთ ეს თანხა, რაც დააწვება ეპიდზედამხედველობის მომავალი წლის ისედაც შეზღუდულ ბიუჯეტს.

2. და ჰეპატიტების ზედამხედველობის სენტინელური მომსახურების შესყიდვისთვის მიმდინარე წელს განსაზღვრული 28 ათასი ლარი ვერ იქნება ათვისებული, რადგანაც მიმწოდებელთა რეგისტრაცია უკეთეს შემთხვევაში განხორციელდება დეკემბრის შუა რიცხვებში, ხოლო მომსახურების ანაზღაურება მხოლოდ მომდევნო წლის იანვარში.

3. გრიპის დიაგნოსტიკისთვის საჭირო რეაგენტების შესყიდვა (68 ათასი ლარის ოდენობით) - ცენტრისთვის განსაზღვრული შესყიდვის გამარტივებული მექანიზმის საფუძველზე ამის განხორციელება შესაძლებელია, თუმცა პროდუქტის მოწოდება დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ მოესწრება და თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს წინსწრებით საბანკო გარანტიის საფუძველზე.

4. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისის პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებში ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის დანერგვა და ასევე სახარჯი მასალების შესყიდვა სკრინინგისთვის, სახარჯი მასალის გარკვეული რაოდენობა სავარაუდოდ შეგვიძლია შევისყიდოთ ცენტრზე განსაზღვრული შესყიდვის გამარტივებული მექანიზმის გამოყენებით, თუმცა ინტეგრირებული სკრინინგის დაფინანსება ვერ განხორციელდება, რაც მოქმედი რეგულაციებით მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს;

4. უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ შესაძლებელია NAT კვლევისათვის საჭირო რეაგენტების შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და საქონლის განსაზღვრული ნაწილის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 14 დღეში, თუმცა პილოტური პროექტის წამოწყება წლის ბოლოს სავარაუდოდ ვერ განხორციელდება.

5. ცენტრის მიერ წარმოდგნილი პროექტების საქართველოს მთავრობის მიერ მათ  დამტკიცებამდე პერიოდში, სახელმწიფო პროგრამებში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში წარმოდგენილი შესრულებების ანალიზის შედეგად, დამატებით კიდევ გამოთავისუფლდა რესურსი დაახლოებით 600 ათას ლარის ოდენობით;

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით,  როგორც თქვენთვის ცნლობილია, ცენტრის მიერ განხორციელდა პროგრამების რებიუჯეტირება და გამოთავისუფლებული რესურსების იმუნიზაციის პროგრამაში მიმართვა, სადაც დასაფინანსებელი გვაქვს გაეროს ბავშვთა ფონდიდან მიღებული ანტირაბიიული ვაქცინის განფასება და ასევე თურქეთისთვის დასაბრუნებელი წწყ ვაქცინის ღირებულება.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვერ განხორციელდება საქართველოს მთავრობაზე წარდგენილი პროექტის გამოთხოვა, მისი განხილვა და დამტკიცება მოხდება  საქართველოს მთავრობის  უახლოეს სხდომაზე პირვანდელი ვერსიით და ამიტომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ჩამოვყალიბდით ასეთ ვერსიაზე:

ცენტრი დაუყოვნებლივ დაიწყებს დამტკიცებული ცვლილებების შესაბამის იმ აქტივობებს, რომელთა რეალიზაცია დროში მეტ-ნაკლებად ესწრება და ამავდროულად სასწრაფოდ წარმოვადგენთ  ახალი ცვლილებების  პროექტს , რომლითაც მოხდება ამ აქტივობების რეალიზაციის შემდგომ მოსალოდნელი თანხების ალოკაცია იმუნიზაციის პროგრამაში და ამ ცვლილებების ოპერატიულად დამტკიცების (15 – 20  დეკემბრის შუალედებში) შემთხვევაში, მოესწრება  გაეროს ბავშვთა ფონდში შესაბამისი თანხის გადარიცხვაც რაც სერიოზულ შეღავათს მოგვცემს 2020 წლის საზ.ჯანდაცვითი პროგრამების ფინანსური წნეხის შესამსუბუქებლად.

ამ პროცესების განხორციელებაში მნიშვნელოვანი იქნება თქვენი პირადი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების დახმარება, რისი იმედიც ნამდვილდ გვაქვს.

ცენტრისთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხის დეტალურად განხილვის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით მზად ვართ ორშაბათს ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის სამინისტროში.

პატივისცემით,

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3