From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : მონიტორინგი
Received On : 20.03.2020 05:44
Attachments :

გამარჯობა!

დღეს 11 საათზე შეხვედრა მაქვს ჩანიშნული  მთელი სისტემის ადმინისტრაციებისა და HR ხელმძღვანელებთან. დავუგზავნე მათ მთავარ უფროსებსაც მეილები, ავთოს, თამუნა ბარკალაიას, ლევანს, პაატა იმნაძეს, ბესოს, ზალიკოს და ავუხსენი, რომ დავალებაა და ამიტომ ვიბარებთ ამ ხალხს.

ჩემთვის საკმარისია ამ ფაილში მოცემული ინფორმაცია, რომ მათი გადამოწმება მოვახდინო ორი მიზნისთვის:

1. შიდა დისციპლინა (თუ გაგზავნილ მეილზე 5 ან 10 წუთში არ იქნება პასუხი, ჩავთვლით რომ არ მუშაობს დისტანციურად ონლაინ რეჟიმში. თუ არ გააჩნია კომპი, ტელეფონით დავუკავშირდებით);

2. მესიჯი "დარჩი სახლში" შემოწმდება ამ მონიტორინფით.


თუ გექნებათ სხვა წინადადებები, მზად ვარ მოვისმინო


ატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
ტელ. 2510036 (09 00)