| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Beqa Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; ggelashvili@ssa.gov.ge; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <DKaikatsishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | მონიტორინგის ჯგუფი |
| Cc : | Manana Tavtetrishvili <mtavtetrishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 26.11.2019 11:33 |
მუხლი 22. მონიტორინგი
1. გრანტის გამცემი, დეპარტამენტის მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.
2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დასრულებული გრანტების შესახებ, მათ შორის:
ა) გრანტის მიმღების შესახებ;
ბ) გრანტის გაცემის სფეროს, მიზნების, ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ;
გ) გრანტის მოცულობის შესახებ;
დ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ;
ე) გრანტით მიღწეული მიზნების შეფასების შესახებ;
ვ) დანახარჯების შესახებ.
3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირი შემოწმების შედეგად მომზადებულ მონიტორინგის დასკვნის პროექტს წერილობით წარუდგენს კომისიას საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომისიის თავმჯდომარე კომისიის გადაწყვეტილებას შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მინისტრი იმავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე.
5. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუროი დაცვის მინისტრის
ბრძანება N
2019 წლის ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიმართულებით გაცემული საგრანტო ხელშეკრულებების პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის №01-31/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიმართულებით, საგრანტო ხელშეკრულებების პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით განისაზღვროს მონიტორინგის ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ბუნტური - სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) დავით კაიკაციშვილი - სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ) მიხეილ ხაჭაპურიძე - სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
დ) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ---, წევრი
ე) მანანა ნაცვალაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი (ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვის ბუღალტრული აღტრიცხვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი), ჯგუფის წევრი.
2. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიმართულებით, სამინისტროს მიერ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
გთხოვთ თქვენს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.
პატივისცემით,
ნათია