მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 27 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩართული.
ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მონაწილეებისათის სკრინინგული გამოკვლევა და ჰეპატიტისგან განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ასევე წარმოდგენილი იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ოთხწლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეო მასალები.
ღონისძიება გაგრძელდება 40-50 წთ.
გთხოვთ, იხილეთ დღის წესრიგი და ელექტრონული მოსაწვევი!
ასევე, გთხოვთ, ხვალ, დღის ბოლომდე დაგვიდასტურეთ დასწრება!
მადლობა!