| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | etikaradze@yahoo.de |
| Subject : | მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირები-ჯანდაცვა |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.10.2019 14:15 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა და კოლეგებო,
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში იმართება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის (UNHCR ExCom) შეხვედრა, რომელიც წელს მოქალაქეობის არმქონეობის საკითხს ეძღვნება.
აღნიშნულ შეხვედრაზე გაეროს წევრი ქვეყნები წარადგენენ სახელმწიფოს მიღწევებს მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში და გააკეთებენ განცხადებებს ქვეყნის მიერ სამომავლოდ აღებული ვალდებულებების შესახებ.
სამხრეთ კავკასიაში UNHCR-ის ოფისმა წარმოადგინა სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელშიც შემოთავაზებულია საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განსახორციელებელი აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ვალდებულების აღება შემოთავაზებულია UNHCR ExCom-ის შეხვედრაზე.
აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ პირებზე ჯანდაცვის უფლებების გავრცელებას.
დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის პროგრამების მიზნებისთვის, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები გათანაბრებულნი არიან საქართველოს მოქალაქეებთან და სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მოქალაქისთვის.
როგორც ირკვევა, ზემოაღნიშნული სტატუსის მისაღებად, პირი განცხადებით მიმართავს სერვისების განვითარების სააგენტოს და ამ პერიოდიდან პირზე გაიცემა საიდენტიფიკაციო მოწმონა თერთმეტნიშნა კოდით. სტატუსის მინიჭება/არმინიჭების პორცედურები გრძელდება მაქსიმუმ 6-9 თვე და ამ პროცედურების შედეგად თუ პირს არ დაუდგინდა არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და ავტომატურად ის ხდება ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე.
ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს განცხადების მიმართვიდან სტატუსის მინიჭება/არმინიჭებამდე პერიოდი, ანუ სტატუსის მაძიებლებლობის პერიოდი. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით, სტატუსის მაძიებელთა რაოდენობა კლებისკენაა მიმართული, კერძოდ:
სტატუსის მაძიებელთა სტატისტიკა 27.09.2019 წლის მდგომარეობით
წელი რაოდენობა
2012 63
2013 69
2014 105
2015 168
2016 154
2017 117
2018 51
2019 23
სულ 764
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია ვიფიქროთ აღნიშნული კონტიგენტის ჩართვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტის მოსარგებლეებში. იუსტუციის სამინისტრო ელოდება ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister