From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : etikaradze@yahoo.de
Subject : მოხსენებითი 36
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Received On : 01.10.2019 06:10
Attachments :

    ქალბატონო ეკა,

შენიშვნის გათვალისწინებით, დადგენილების ცვლილების პროექტიდან ამოღებულ იქნა თანხმლები დაავადებებით გართულებული  კარდიოქირურგიული შემთხვევების დაფინანსების დამატებითი პირობა, კერძოდ, „თანმხლები დაავადებებით დამძიმებული შემთხვევების/გართულებების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს ძირითადი ინტერვენცია ნოზოლოგიური ჯგუფის შესაბამისი ტარიფით და დამატებით ჩატარებული ოპერაციის ტარიფის 30%“. შესაბამისად, ამჟამად პროგრამა გაგრძელდება მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კერძოდ გართულებული შემთხვევების დროს მიმწოდებელი ასანაზღაურებლად წარმოადგენს შესაბამის კოდს, მ.შ II და Ш დონის ინტენსიური მკურნალობა/ მოვლის კოდს.

აქვე გაცნობებთ, რომ პროექტში გათვალისწინებულია წამლით დაფარული სტენტის ხარჯების ანაზღაურება (აღნიშნული ამოღებულია გამონაკლისთა ნუსხიდან). ეს დეტალი განმარტებით ბარათშიც დავაზუსტეთ.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0