საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელთა მხრიდან გარკვეული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით განსაზღვრული დროის განმავლობაში შექმნილი იყო პრობლემები, რის გამოც პროგრამის ფარგლებში ონკოპრეპარატების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფისთვის, კანონის „ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“
მე-1113 მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე (,,ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შეიძლება შემოტანილ იქნეს არაკომერციული მიზნით“), დროებით გამონაკლისის წესით „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის“
ხდებოდა შესაბამისი მედიკამენტების მიწოდება სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით. აღნიშნული პრობლემა სისტემური ხასიათისაა და ადეკვატური სამართლებრივი რეგულაციების დაწესების გარეშე, ანალოგიური მდგომარეობა შეიძლება დადგეს ნებისმიერ ონკოპრეპარატთან მიმართებაშიც.