ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპი
· საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ჩატარებულ დონორთა კონფერენციაზე, პარტნიორების მხრიდან მთავრობამ მიიღო სრული მხარდაჭერა, გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით.
· როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჩვენი მთავრობის ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი და 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა. შესაბამისად, თითოეული რეფორმის გატარებისას ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული.
· ახლაც, მთავრობა იწყებს ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაზე მუშაობას, რომლის შექმნის პროცესშიც გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებელი პლატფორმა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.
ტურიზმი- ITB Berlin 2022
· მოგეხსენებათ, ტურიზმის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელზეც მთავრობა ინტენსიურად მეშაობას. ჩვენს ქვეყნაში ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი.
· ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი იქნება.
· ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის ძალიან მაღალი და თითოეული მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს, რომელიც იქნება ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობის ზრდა. გამოფენას ყოველწლიურად 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და არის შესაძლებლობა 1 მილიარდიან აუდიტორიას საქართველო გააცნოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალფეროვანი, მიმზიდველი და სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყანა.
· ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-გერმანიის მთავრობებს შორის არსებულ, მრავალმხრივ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
· დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც ეხება ფინანსური სირთულეების მქონე ბიზნესისთვის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობის გაჩენას. პროექტი იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშავა.
· ეს კანონი ბიზნესს მისცემს საშუალებას, ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოიყენოს რეაბილიტაციისათვის საჭირო მექანიზმები, გაკოტრების პროცედურის ნაცვლად.
· ამ მხრივ ეფექტიანი სისტემის დანერგვა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ინვესტიციების ზრდასა და რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.
დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა
· მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღგ-ის მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში, რაც ხელს შეუწყობს პირველ რიგში ადგილობრივ საშუალო ბიზნესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეფორმატორული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირთან - ევროპულ ბაზართან.
· ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზების მიზნით, რის ვალდებულებაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს.
· ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ქართულ ბიზნესს მისცემს ახალ ბიძგს განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
· გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ეს ამ ადამიანებისთვის იქნება კარგი სტიმული, რათა აქტიურად განაგრძონ სოფლის მეურნეობა.
· ასევე, სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, 2026 წლამდე გაგრძელდეს საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით.
· საუბარია 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლებაზე, რითაც სამშენებლო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა დასრულდეს სამშენებლო ობიექტები, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატება.
· როგორ იცით, რომ აღნიშნული შეღავათის დაწესება მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო და რის შედეგადაც განახლდა არაერთი ობიექტის მშენებლობა. 2026 წლამდე ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობ ვადაგადაცილებული მშენებლობების დასრულებას და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას.