| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მართვის საკითხი |
| Received On : | 04.11.2019 11:55 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი,
როგორც
მოგეხსენებათ, 2014
წელს 3 ნოემბერს
გაფორმებული იქნა
ხელშეკრულება ერთი
მხრივ, სსიპ „სახელმწიფო
ქონების
ეროვნულ სააგენტოსა“
და მეორე
მხრივ, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის
სამინისტროს შორის
შპს "რეგიონული
ჯანდაცვის ცენტრის“
სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული 100%-იანი
წილის
მართვის უფლებით
გადაცემის თაობაზე.
ხელშეკრულების
საფუძველს
წარმოადგენდა „შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოება „რეგიონული
ჯანდაცვის
ცენტრის“ სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული 100%
წილის
მართვის უფლებით,
პირდაპირი გადაცემის
ფორმით საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის
სამინისტროსათვის გადაცემის
შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014
წლის 9
ოქტომბრის N1830 განკარგულება.
ხსენებული
განკარგულებისა
და შემდგომში,
დადებული ხელშეკრულების
თანახმად, „სახელმწიფო
ქონების
შესახებ” საქართველოს
კანონის 43-ე
მუხლის
პირველი პუნქტის
შესაბამისად, შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოება „რეგიონული
ჯანდაცვის
ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო
კოდი - №236035517)
სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული 100%
წილი მართვის
უფლებით, პირდაპირი
გადაცემის ფორმით,
უსასყიდლოდ, გადაეცა
საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამისი
ხელშეკრულების
გაფორმებიდან 5 წლის
ვადით
(დანართი
ხელშეკრულება და
საქართველოს მთავრობის 1830
განკარგულება).
აღნიშნული ხელშეკრულების
მოქმედების
ვადა ამოიწურა მიმდინარე
წლის 3
ნოემბერს, თუმცა ჯერ ქონების მართვას არ მიუმართავს რეესტრისთვის ცვლილებების უზრუნველსაყოფად.
ამჟამად, ქონების მართვის სააგენტომ გვთხოვა ჩვენ შევათანხმოთ მთავრობის ადმინისტრაციასთან შემდეგი საკითხი:
ა) თუ მოგვცემსო ადმინისტრაცია იმის უფლებას, რომ განკარგულებაში შევიტანოთ ცვლილება და 5 წლის ნაცვლად 10 წელი ჩავწეროთო. აღნიშნული არის ჩვენი ინტერესებშიც, ვინაიდან ჩვენ ვიხდით დესით
მომსახურების საფასურს და პროცესების უწყვეტიბისთვის კარგი იქნება.
ბ) თუ არ მოგვცემს უფლებას რომ ცვლილებებით წავიდეთ მაშინ ახალი განკარგულება უნდა ავტვირთოთო. ამ შემთხვევაში ხელახლა მოუწევთ რესსტრში ცვლილებების შეტანა ჯერ ქონებამ თვითონ უნდა დაირეგისტიროს
ქონება და მერე ახლიდან გადმოგვცეს.
საკითხს ესაჭიროება მთავრობის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმება რა გზით იქნება შესაძლებელი წასვლა, რომ ქონების მართვის სააგენტომ იმის შესაბამისად იხელმძღვანელოს.
დამატებით გიგზავნით ჩვენს მიერ წარდგენილ მასალებს ქონების მართვის სააგენტოში.
პატივისცემით,
ნათია