From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : რეგულირების დებულებაში ცვ.
Received On : 08.07.2019 06:18

ბატონო გიორგი,


აბა შეხედეთ ასეთი ჩანაწერი რომ გავაკეთოთ (ყვითად მონიშნულიდა დამატებული წინადადებები, დანარჩენი არის არსებული რედაქცია:



    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

41.  სააგენტოს უფროსის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს უფროსის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.



პატივისცემით,


ნათია



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge