| From : | Ana Kiknadze <a.kiknadze@livelihood.gov.ge> |
| To : | gtsotskolauri@moh.gov.ge; Besarion Buchukuri <b.buchukuri@mra.gov.ge>; Murad Ablotia <m.ablotia@mra.gov.ge>; dpheikrishvili@moh.gov.ge; krazmadze@moh.gov.ge; Konstantine Razmadze <k.razmadze@mra.gov.ge> |
| Subject : | სააგენტოს საგრანტო პროგრამის ბიუჯეტის ცვლილების თაობაზე |
| Cc : | Tamar Gavasheli <t.gavasheli@livelihood.gov.ge> |
| Received On : | 10.10.2019 11:51 |
მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მმართველი საბჭო განიხილავს სააგენტოს საგრანტო პროგრამებს/პროგრამებში შესატანის ცვლილებების პროექტებს და
თანხმობის შემთხვევაში დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, წარმოგიდგენთ „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ბიუჯეტის ცვლილების საჭიროების შესახებ ინფორმაციას.
როგორც მმართველი საბჭოსთვის ცნობილია სააგენტო
ახორციელებს „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას“, რომლის ფარგლებში სამინისტროს „სოფლად სახლის პროგრამის“ ბენეფიციარები ინტეგრაციის მიზნით მიიღებენ
მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო და სურსათის წარმოება/გადამუშავების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტია 128 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს მინიმუმ 10 განმცხადებლის
დაფინანსება.
სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა
„დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“, რომლის ფარგლებში დევნილებისათვის მოეწყო სასათბურე მეურნეობები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სასათბურე
კონსტრუქციები შეძენილი იქნა ტენდერის მეშვეობით. ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 3 პროცენტი გაუთვალისწინებელი ხარჯი 2 097.10 ლარის ოდენობით, რომელიც გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ არ იქნა გამოყენებული.
შესაბამისად, სასურველია დაზოგილი თანხა გამოყენებული იქნეს „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამისთვის“ და დაემატოს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტს.
გარდა ამისა, სააგენტო ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“, რომლის ფარგლებში
დევნილებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში პროფესიულ პროგრამებზე სასწავლებელში მიმოსვლისთვის, დასწრების მონაცემების საფუძველზე უნაზღაურდებათ ტრანსპორტირების
ხარჯი. აღნიშნული პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტია 100 000 ლარი. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბენეფიციართა ზუსტი რაოდენობისა და თითოეულ ბენეფიციარზე გასახარჯი თანხის წინასწარ განსაზღვრა ვერ ხერხდება, შეუძლებელია სააგენტომ წინასწარ ზუსტად განსაზღვროს სტუდენტთა
დასწრების მონაცემები და მის შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოცემულ ეტაპზე დასრულებულია განაცხადების მიღება, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება. შესაბამისად, ამ ეტაპზე განსაზღვრულია მიმდინარე
წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა. თანხების დასწრების მონაცემების სრული მოცულობით დათვლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ შესაძლებლობა გვაქვს აღნიშნული პროგრამიდან დაიზოგოს 22 902.90 ლარი, რომელიც სასურველია გამოყენებული
იქნეს „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამისთვის“ და დაემატოს მის ბიუჯეტს. შედეგად, სააგენტოს შესაძლებლობა ექნება „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსოს დაგეგმილ 10 განმცხადებელზე მეტი
განმცხადებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც
არის 128 000 ლარი, გაიზარდოს 25 000 ლარით და განისაზღვროს 153 000 ლარით და შესაბამისი ცვლილება შევიდეს პროგრამაში. გთხოვთ, თქვენი პოზიცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით გვაცნობოთ მიმდინარე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: 2019 წლის 15 08,
ხუთშაბათი 11:05
To: Grigol Giorgadze; Besarion Buchukuri; Murad Ablotia; dpheikrishvili@moh.gov.ge; krazmadze@moh.gov.ge; Konstantine Razmadze
Cc: Tamar Gavasheli
Subject: სხდომის
ოქმი N4
მოგესალმებით,
გიგზავნით მმართველი საბჭოს N4 სხდომის ოქმს (16.08.2019) „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში“ ცვილების შეტანის თაობაზე. გთხოვთ გაეცანით და შენიშვნის
არსებობის შემთხვევაში მომწერეთ მიმდინარე წლის 16 აგვისტომდე.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: 2019 წლის 14 08,
ოთხშაბათი 16:50
To: Grigol Giorgadze; Besarion Buchukuri; Murad Ablotia;
dpheikrishvili@moh.gov.ge; krazmadze@moh.gov.ge; Konstantine Razmadze
Cc: Tamar Gavasheli
Subject: „განსახლებულ
დევნილთა
ინტეგრაციის
ხელშეწყობის
საგრანტო
პროგრამის“
ცვლილება
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს
„განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას“, რომლის ფარგლებში სამინისტროს „სოფლად სახლის პროგრამის“ ბენეფიციარები ინტეგრაციის მიზნით მიიღებენ მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო და სურსათის წარმოება/გადამუშავების მიმართულებით.
დაფინანსებული ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, მიღებული გრანტი გამოიყენონ პროგრამის მიზნის შესაბამისად, შეიქმნან საარსებო წყარო და გაიუმჯობესონ
მატერიალური მდგომარეობა. შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის მიზანშეწონილია ტრენინგების ჩატარება განმცხადებლებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს არ აქვს ტრენინგების ორგანიზებისთვის საჭირო რესურსი, სააგენტო თანამშრომლობს
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“. ეს უკანასკნელი სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის
განმცხადებლების დატრენინგებას. აღნიშნულმა გარემოებამ საჭირო გახადა ცვლილება შევიდეს
„განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში“.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში სასათბურე კონსტრუქციების ტენდერის გზით შეძენამ დაზოგა აღნიშნული
პროგრამის ფინანსური რესურსი, კერძოდ, 28 000 ლარი, რომელიც შეგვიძლია მოვახმაროთ ზემოაღნიშნულ „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას“. შესაბამისად, „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც იყო
100 000 ლარი, შეგვიძლია განვსაზღვროთ 128 000 ლარით. აღნიშნული საჭიროებს შესაბამის ცვლილებას პროგრამაში.
იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მმართველი საბჭო განიხილავს სააგენტოს საგრანტო პროგრამების/პროგრამებში შესატანის ცვლილებების პროექტებს და
თანხმობის შემთხვევაში დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, წარმოგიდგენთ „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას“ ცვლილებებით. ცვლილებები ასახულია
track changes-ით. გთხოვთ გაეცანით და გვაცნობეთ თქვენი პოზიცია მიმდინარე წლის 16 აგვისტომდე.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: 2019 წლის 20 05,
ორშაბათი 17:09
To: 'grgiorgadze@moh.gov.ge'; Tamar Gavasheli; Davit Pheikrishvili; 'dpheikrishvili@moh.gov.ge'; 'krazmadze@moh.gov.ge'; Grigol Giorgadze; Besarion Buchukuri
Subject: მმართველი
საბჭოს
სხდომის
ოქმი N3
მოგესალმებით,
გიგზავნით სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
მმართველი საბჭოს 2019 წლის 17 მაისის N3 სხდომის ოქმის პროექტს. გთხოვთ გაეცანით და შენიშვნ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში მომწერეთ მიმდინარე წლის 22 მაისის ჩათვლით.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: 2019 წლის 16 05,
ხუთშაბათი 15:43
To: 'grgiorgadze@moh.gov.ge'; Murad Ablotia; Tamar Gavasheli; Davit Pheikrishvili; 'dpheikrishvili@moh.gov.ge'; 'krazmadze@moh.gov.ge'; Grigol Giorgadze; Mamuka Tsotniashvili; Besarion Buchukuri; 'mtsotniashvili@moh.gov.ge'
Cc: Madona Itashvili; Nikoloz Chechelashvili
Subject: მმართველი
საბჭოს
სხდომა
მოგესალმებით,
სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ხვალ, 17 მაისს, 14:00
საათზე, სამინისტროს შენობის მე-6 სართულზე მდებარე სათათბირო ოთახში გიწვევთ სააგენტოს მმართველი საბჭოს სხდომაზე.
დღის წესრიგი: „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ პროექტის განხილვა.
გასაცნობად გიგზავნით აღნიშნული პროგრამის პროექტს.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: 2019 წლის 11 03,
ორშაბათი 11:18
To: Grigol Giorgadze; Murad Ablotia; Tamar Gavasheli; Davit Pheikrishvili; Konstantine Razmadze
Cc: Madona Itashvili
Subject: RE: ახალი
პროგრამის
განხილვა
მოგესალმებით,
გიგზავნით სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
მმართველი საბჭოს 2019 წლის 6
მარტის N2 სხდომის ოქმის პროექტს. გთხოვთ გაეცანით და შენიშვნ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში მომწერეთ მიმდინარე წლის 12
მარტის ჩათვლით.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: 2019 წლის 06 03,
ოთხშაბათი 16:47
To: Grigol Giorgadze; Murad Ablotia; Tamar Gavasheli; Davit Pheikrishvili; Konstantine Razmadze; Mamuka Tsotniashvili
Cc: Madona Itashvili; Nikoloz Chechelashvili
Subject: ახალი
პროგრამის
განხილვა
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მმართველი საბჭო განიხილავს სააგენტოს საგრანტო პროგრამის პროექტებს და თანხმობის შემთხვევაში დასამტკიცებლად
წარუდგენს სააგენტოს დირექტორს.
შეთანხმებისამებრ გიგზავნით
„დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ პროექტს, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში
მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულ დევნილებს თვითდასაქმების მიზნით გადაეცემათ სახელობო იარაღები.
აქვე გაცნობებთ, რომ პროგრამის შარშანდელ ვერსიასთან შედარებით პროგრამაში შედის შემდეგი ძირითადი ცვლილებები:
ა) ამოღებული იქნება ჯგუფური განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა;
ბ) გაიზარდა ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის ოდენობა. 1 600 ლარის ნაცვლად წელს განისაზღვრა 2 000 ლარი;
გ) ცვლილება შედის საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმებში. კერძოდ, შეფასებას დაემატა კრიტერიუმი უსარგებლია თუ არა განმცხადებელს აღნიშნული პროგრამით.
გთხოვთ გაეცანით წარმოდგენილ პროექტს და მოგვწერეთ თქვენი პოზიცია მიმდინარე წლის 7 მარტის ჩათვლით.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: 2019 წლის 30 01,
ოთხშაბათი 16:58
To: Grigol Giorgadze; Kakhaber Petriashvili; Murad Ablotia; Tamar Gavasheli; 'ejgerenaia@moh.gov.ge'
Subject: RE: მმართველი
საბჭოს
სხდომა
მოგესალმებით,
გიგზავნით სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
მმართველი საბჭოს 2019 წლის 17 იანვრის N1 სხდომის ოქმის პროექტს. გთხოვთ გაეცანით და შენიშვნ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში მომწერეთ მიმდინარე წლის 1 თებერვლამდე.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ - საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: Tuesday, January 15, 2019 2:37 PM
To: Grigol Giorgadze; Mamuka Tsotniashvili; Kakhaber Petriashvili; Murad Ablotia; Giorgi Kevlishvili; Besarion Buchukuri; Tamar Gavasheli; 'ejgerenaia@moh.gov.ge'
Cc: Madona Itashvili; Nikoloz Chechelashvili
Subject: მმართველი
საბჭოს
სხდომა
მოგესალმებით,
სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
2019 წლის
17 იანვარს, 16:30 საათზე, სამინისტროს შენობის მე-6 სართულზე
მდებარე სათათბირო ოთახში გიწვევთ სააგენტოს მმართველი საბჭოს სხდომაზე.
დღის წესრიგი:
ა) სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა;
ბ) 2019 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა;
გ) „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამაში“ შესატანი ცვლილების პროექტის განხილვა;
დ) „დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ პროექტის განხილვა.
გთხოვთ დამიდასტუროთ სხდომაზე დასწრება.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
სსიპ -
საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა
From: Ana Kiknadze
Sent: Wednesday, May 03, 2017 5:51 PM
To: Irakli Ujmajuridze; Grigol Giorgadze; Shota Rekhviashvili; Mamuka Tsotniashvili; Kakhaber Petriashvili; Murad Ablotia; Giorgi Kevlishvili; Besarion Buchukuri; Gogi Phatsatsia; Tamar Gavasheli
Subject: RE: მმართველი
საბჭოს
სხდომა
გაცნობებთ, რომ ხვალ, სააგენტოს მმართველი საბჭოს სხდომა, 16:00 საათის ნაცვლად, დაიწყება 17:00 საათზე.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
From: Ana Kiknadze
Sent: Wednesday, May 03, 2017 4:34 PM
To: Irakli Ujmajuridze; Grigol Giorgadze; Shota Rekhviashvili; Mamuka Tsotniashvili; Kakhaber Petriashvili; Murad Ablotia; Giorgi Kevlishvili; Besarion Buchukuri; Gogi Phatsatsia; Tamar Gavasheli
Subject: მმართველი
საბჭოს
სხდომა
მოგესალმებით,
სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, 2017 წლის 4 მაისს, 16:00 საათზე, სამინისტროს შენობის მე-6 სართულზე მდებარე სათათბირო ოთახში, გიწვევთ სააგენტოს მმართველი
საბჭოს სხდომაზე.
დღის წესრიგი: „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამაში“ შესატანი ცვლილებების განხილვა.
დანართის სახით გიგზავნით „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“.
პატივისცემით,
ანა კიკნაძე
იურისტი
დევნილთა
საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სააგენტო
თბილისი,
თამარაშვილის
ქ. N15ა