| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | საბაჟოსთან ურთიერთობა |
| Cc : | tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 17.03.2020 14:00 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც იცით, მთავრობის განკარგლებაში ჩაიდო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, დროებითი ღონისძიების სახით,
შესაძლებელი იყოს გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტი და რეექსპორტი) შეზღუდვა.
ამ ეტაპზე საბაჟოს გაჩერებული აქვს ყველა ასეთი საქონლის ექსპორტი და ელოდება ჩვენს გადაწყვეტილებას.
თქვენთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა,შემდეგი ბიზნესპროცესების ჩამოყალიბება:
ა) ყველა საექსპორტო ოპერაციის განხორციელდებამდე რომელი ეხება ნებისმიერი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს საბაჟო ორგანომ წერილობითი (ან არ ვიცი სხვა ფორმით) გადმოაგზავნოს შეტყობინება. მოცემულ საკითხს სამინისტრო გაივლის კლინიკურ ჯგუფთან და მათგან მიღებული წინადადებების/რეკომენდაციების შესაბამისად, ჩამოაყალიბებს თავის გადაწყვეტილებას.
ბ) შესაძლოა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, თავად პროაქტიულად მიწეროს სამინისტრომ კონკრეტულ პროდუქტზე შესაბამისი შეზღუდვის დაწესების შუამდგომლობაც.
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი წინადადებები რაიმე დამატებითი რეგულაციის ფორმირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საბაჟო პროცედურები ამ ეტაპზე გაჩერებულია. აქვე, გიგზავნით შესაბამის ბრძანებაში ცვლილების დრაფტს, რომელი მომზადებულია ქნ ეკა ადამიასთან ერთობლივად.