· თავად ის ფაქტი, რომ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე, თავის ვიზიტს იწყებს პარლამენტის თავმჯდომარე, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
· ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს სჭირდებოდა მაღალი დონის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რათა ყველა იმ საკითხზე, რაც აღნიშნული იყო წერილებში, მათ ჰქონოდათ სრული და რაც მთავარია, ობიექტური ინფორმაცია. ყველა შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, დადასტურდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.
· ამერიკელი პარტნიორები საქართველოს რეგიონში განიხილავენ როგორც დემოკრატიის მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყანას, ამიტომ თვლიან მას მთავარ მოკავშირედ და ძლიერ დასაყრდენად. სწორედ აქედან გამომდინარეობდა მათი ინტერესი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შესახებ.
· სენატორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებზეც საუბარი იყო წერილში. მათ კარგად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ეს დასტურდება ყველა იმ რეფორმით და საერთაშორისო რეიტინგით, რაც ქვეყანას გააჩნია, მათ შორის, წამყვანი ამერიკული საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. მათ კონკრეტული ფაქტები მიეწოდათ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ განიცადა ბოლო პერიოდში.
· სენატორებს ინფორმაცია მიეწოდათ მოლაპარაკების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასევე, საარჩევნო გარემოზე, რასთან დაკავშირებითაც მომდინარეობს რეკომენდაციები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ დავუდსატურეთ სენატორებს საქართველოს ერთგულება მისი საერთაშორისო ვალდებულებებისადმი, ისევე როგორც დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობა და გაძლიერება ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. როგორც 2012 წლის შემდგომ ყველა არჩევნების შემთხვევაში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია რომ შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით. პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ყველა სისტემა თავისთავად არის დემოკრატიული, მთავარია ამაზე შეთანხმება იქნას მიღწეული პოლიტიკურ ძალებს შორის და თავად საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე. მათ კარგად იციან, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო მეგობრების აქტიური ჩართულობით და დაკვირვებით და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი. ეს უნდა გააცნობიეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რადგან იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც მოდის ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციიდან, აუცილებელია თავიდან ავირიდოთ პოლიტიკური პოლარიზაცია.
· შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს არცერთი პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი პროცესი, და ამას ადასტურებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ის სტატისტიკა, რაც სამართლის წარმოებასთან არის დაკავშირებული.
· ასევე, შეხვედრებზე განხილულ იქნა სენატორთა წერილში აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და ხაზი გაესვა რეალურ ფაქტებს - ინვესტიციების, მათ შორის ამერიკული კომპანიების რაოდენობის ზრდას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს და შესაბამის პროგნოზებს, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, Transparency International-ის, The Heritage Foundation-ის და მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველოს მიერ დაკავებულ მაღალ პოზიციებს.
· ეს შეხვედრები იყო კარგი შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ პარტნიორებს ჰქონოდათ ობიექტური სურათი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და მათ ეს ინფორმაცია მიიღეს და მეორეს მხრივ, მოესმინათ საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების შესახებ.
კითხვის დასმის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. „გარანტიებთან“ დაკავშირებით:
· სენატორ ჯიმ რიშსა და დავით ზალკალიანს შორის შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. რა თქმა უნდა, მინისტრი ამერიკელ კოლეგებს დაჰპირდა, რომ საქართველოში არჩევნები ისეთივე უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება, როგორც ტარდებოდა 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები.
· რაც შეეხება ვითარების ცვლილებას, საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემის კუთხით 100/50-ზე პროპორციის შემოტანით, მეტი პროპორციულობის უზრუნველყოფას.