From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : con@spa.gov.ge
Subject : საკვები პროდუქტისა და ერთჯერადი ჭურჭლის შესყიდვა
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zchanturia@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; bsimonishvili@ssa.gov.ge; Maiko Mikaia <m.mikaia@mra.gov.ge>
Received On : 06.09.2019 13:19

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გაცნობებთ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია,  2019 წლის 9 სექტემბრიდან, იწყებს ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში არსებულ 959 ბინის განაწილების მიზნით, დევნილ ოჯახთა მიერ  შევსებული განაცხადების განხილვას.  კომისიის მუშაობა დაგეგმილია 17 (ჩვიდმეტი) სამუშაო დღით და მისი საქმიანობის პერიოდში, მიზანშეწონილია,  კომისიის წევრთა უზრუნველყოფა საკვები პროდუქტით, სასმელი წყლით და ერთჯერადი ჭურჭლით. კერძოდ შესყიდვის ობიექტია:

 

ა) CPV კოდი 15800000 (სხვადასხვა საკვები პროდუქტი. მათ შორის - ყავა, ჩაი, შაქარი, მზა საჭმელები). ღირებულება - 4 236 ლარი;

ბ) CPV კოდი 15981200 (გაზირებული მინერალური წყალი). ღირებულება - 169 ლარი;

ბ) CPV კოდი 15981100 (არაგაზირებული მინერალური წყალი). ღირებულება - 850 ლარი;

ბ) CPV კოდი 15982000 (უალკოჰოლო სასმელები). ღირებულება - 169 ლარი;

გ) CPV კოდი 39222100 (სარესტორნო ბიზნესის ერთჯერადი ფურნიტურა). ღირებულება - 508 ლარი.

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ატვირთული შეტყობინების შესაბამისად, გთხოვთ, შეითანხმოთ ზემოაღნიშული საქონლის შესყიდვის საკითხი.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742