From : Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : საკომუნიკაციო პლატფორმა
Received On : 19.09.2019 08:43
Attachments :

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

 

მოგეხსენბათ, რომ სამინისტრო  გადადის მინისტრის მიერ ინიცირებული საკომუნიკაციო პლატფორმის აქტიური განხორციელების ეტაპზე.  აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, ქალბატონი ეკატერინეს დავალებით, PR-დეპარტამენტის მიერ შეიქმნა რამდენიმე დოკუმენტი სამინისტროს სერვისების, მოკავშირე უწყებებისა და სპიკერების ერთიანი ნუსხის შექმნის მიზნით.

 

გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები და თქვენს დაქვემდებარებულ მიმართულებებში

 

·         მიგვითითოთ არის თუ არა პროგრამების და სერვისების ნუსხა სრულად წარმოადგენილი. თუ არ არის, მიგვითითოთ რისი დამატებაა საჭირო.

·         მიუთითოთ თუ ვის მიანიჭებთ სპიკერის სტატუსს კონკრეტულ საკითხებზე.

·         მიუთითოთ სამინისტროს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში მოკავშირე, პარტნიორი და მხარდამჭერი სუბიექტები ( ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

დოკუმენტების მოწოდება შესაძალებელია მომდევნო კვირის დასაწყისშიც.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

 

თეა ბაქრაძე

 

სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან

ურთიერთობის სამმართველო