From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject : საკონსტიტუციო სარჩელები კორონას დადგენილების _ 181 -წინააღმდეგ
Cc : Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>; Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge>
Received On : 11.05.2020 13:21
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამარ, კოლეგებო,


გვინდა გაცნობოთ , რომ სხვადასხვა საფუძვლით რამოდენიმე საკონსტიტუციო სარჩელია წარდგენილი კორონას დადგენილების შესაბამისი მუხლების კონსტიტუციურობასთან მიმართებით. კერძოდ, გიგზავნით მოკლე ინფოს გასაჩივრებულ მუხლებზე:


  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - სადავოდ არის გამხდარი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით (შემდგომში – კოდექსი) გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდეს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილ იქნეს წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით, კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად“.
  2. თეკლა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - სადავოდ არის გამხდარი „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრას 3 პირზე მეტი რაოდენობით.
  3. პაატა ზანგურაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - სადავოდ არის გამხდარი „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“-ის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ვადით კრძალავს სატრანსპორტო საშუალებით - 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებას და მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსებას.
  4. გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - სადავოდ არის გამხდარი “ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ვადით კრძალავს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლას.
  5. მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - სადავოდ არის გამხდარი „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“-ის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი: საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, რომ ამ პარასკევს 15 მაისს გეგმავს საკონსტიტუციო მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხზე სხდომის გამართვას.


მთავრობა ითხოვს ჩვენი უწყების ჩართულობას და შესაბამისი კომპეტენტური სპეციალისტების გამოყოფას (ემიდემილოგები ან სხვა პირები, რომლებიც დაასაბუთებენ გამოყენებული ზომის პროპორციულობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე უპასუხებენ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით).

აღნიშნულის კვალდაკვალ, ასევე ითხოვენ სამინისტროს პოზიციას პარასკევის თარიღთან დაკავშირებით. 


გიგზავნით აღნიშნულ მეილს და გთხოვთ თქვენს მოსაზრებას/პოზიციას. 



 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე



From: Zaza Taktakishvili
Sent: Monday, May 11, 2020 4:34 PM
To: Natia Khmaladze
Subject:
 

ნათია! საკონსტიტუციო სასამართლოს სურს პარასკევს განხილვის დანიშვნა და გვეკითხება შევძლებთ თუ არა?

 

ბექამ ჯერ გავარკვიოთ ჯანდაცვის პოზიციაო და მერე მე შევათანხმებო, ანუ ხვალისათვის თუ გეცოდინებათ წარმომადგენლების,

მ.შ. ლ. საყვარელიძის სახელობის ცენტრის თანამშრომლის ვინაობადა მეტყვით, ბექაც ამის შემდეგ შეათანხმებს საკითხს ხელმძღვანელობასთან   

 

ველი თქვენ გამოხმაურებას!

 

პატივისცემით,

 

ზაზა თაქთაქიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის იურდიული დეპარტამენტის

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი