არჩილ მოგესალმები
მე მქონდა შეხვედრა ბ-.ნ გიორგი წოწკოლაურთან, რომელმაც გადმომცა თქვენი პროექტი გენეტიკური სკრინინგის თაობაზე. ეს თემა მეტად საინტერესოა.
მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე მოსაზრება ამ თემაზე. მივყვები თქვენს პროექტის ტექსტს.
- კიბოს სკრინინგის სახ. პროგრამაში დაიწყო 2008 წელს ქ. თბილისში, ხოლო 2011 წ. პროგრამამ მოიცვა მთელი საქართველო (რადგან თქვენ გავთ ინტაერესი სკრინინგისადმი ეს ინფორმაცია დააზუსტებს თქვენ წერილს).
- ტექსტში თქვენ ასახელებთ ტერმინს პროსტატის კიბოს სკრინინგს, ისევე როგორც ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა. მე გირჩებთ იხმაროთ ტერმინი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მენეჯმენტი (როგორც ეს იხმარება ყველა საერთაშიორისო წყაროში).
- პროექტის მიზნებში თქვენ წერთ, რომ BRCA 1 მუტაციის დროს თვენ აძლებთ 35-40 წ. ქალებს რეკომენდაციას ჩაიტარონ გეგმიური ქირურგიული (ვფიქრობ გულისხმობთ პროფილაქტიკური მიზნით) ოპერაცია ისევე როგორც BRCA 2 მუტრაციის დროს 40-45 ქალებს.
გთხობთ მიმითითოთ ის წყაროები სადაც ეს მოსაზრება რეკომენდირებულია დიდი კვლევების საფუძველზე.
რაც შეეხება BRCA 1 და BRCA 2 კვლევების ფასებს გეთანხმებით, რომ მათი ფასი დღეს არსებულთან შედარებით ბევრად შეიძლება დაწეულ იყოს.
მინდა გამოვხატო სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ კავშირი დავამყარე კიდევ ერთ ახალგაზრდა ქართველ წარმატებულ ქართველ ექიმთან, რომელიც მოღვაწეობს უცხოეთში.
მაქვს ძალიან დიდი სურვილი ერთობლივად გავაგრძელოთ ამ პროექტზე მუშაობა მისი უფრო დახვეწის და ქართულ რეალობასთან ადაპტაციის მიმართულებით. ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენ გუდს გადაწყვეტილი აქვს უახლოეს მომავალში შექმნას კიბოს სკრინინგის ერთიანი ბორდი ბორდისმთავარი ფუნქციია იქნება კიბოს სკრინინგის პროგრამების საერთაშორისო სტანდაქრტებთან მიახლოების მიზნით მისეს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები.
ველი თქვენს გამოხმაურებას. ვაგრძე3ლებ მუშაობას თქვენი პროექტის დრაფტზე.
თ.ს.ს.უ. ონკოლოგიის დეპარტამენის ხელმძღვანელი
ონკოცენტრის დირექტორი
ESO -ს ექსპერტთა ბორდის წევრი
კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე
ჟურნალ "კლინიკური ონკოლოგიის" დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი
პროფ, რემა ღვამიჩავა