| From : | Kristine Uglava <k.uglava@mrdi.gov.ge> |
| To : | Lia Gigauri <l.gigauri@smr.gov.ge>; gtsotskolauri@moh.gov.ge; George.Khanishvili@moa.gov.ge; dtvalabeishvili@moesd.gov.ge; glortkipanidze@justice.gov.ge; Irina Abuladze <iabuladze@mes.gov.ge> |
| Subject : | სამთავრობო კომისიის საკითხები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების შესახებ |
| Cc : | Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>; Ilia Begiashvili <i.begiashvili@mrdi.gov.ge> |
| Received On : | 30.12.2019 14:33 |
მოგახსენებთ რომ,
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია რეგულარული დიალოგის მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კონფლიქტით დაზარალებული ქალების
და ახალგაზრდების ჩართულობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვის პროცესში (საქმიანობა 2.1.2.). ამასთან, აგრეთვე
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია საინფორმაციო შეხვედრების წარმოება გამოყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირებთან (საქმიანობა 24.2.2.1.) მათთვის არსებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ ინფორმირების მიზნით (ამოცანა 24.2.2.).
აღნიშნული საქმიანობების განხორციელებაზე პასუხისმგებელია
გამყოფი
ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების
დროებითი სამთავრობო კომისია.
გამომდინარე იქედან რომ, თქვენი უწყება წარმოადგენს აღნიშნული კომისიის წევრ უწყებას, მოგმართავთ თხოვნით,
27 იანვრამდე:
·
მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიალოგის მექანიზმის
შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს კონფლიქტით დაზარლებული მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ახალგაზრდების ჩართულობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
თქვენი უწყების მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების
დაგეგმვის პროცესში; ასევე გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობასთან რეგულარული დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით.
·
მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი უწყების
მიერ დანერგილი, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთათვის არსებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ასევე, გვაცნობოთ მოსაზრება თუ როგორი სახით/ფორმატით
მიგაჩნიათ მიზანშეწონილად აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება დანიშნულებისამებრ.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას თანამშრომლობისათვის.
ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და მოგილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს.
ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ 2020 წელს გისურვებთ!
პატივისცემით,
ქრისტინე უგლავა
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი
პროექტების მართვისა და მონიტორინგის
სამმართველო
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე
რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის
მდივანი
ალ.ყაზბეგის გამზ. N12, 0112 თბილისი
მ: +995 577
343 383
ელ-ფოსტა:
k.uglava@mrdi.gov.ge
ვებგვერდი: www.mrdi.gov.ge